გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210018002507785
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - ს----------–----–-----------------------------

წარმომადგენელი - თო-------------------ე

მოპასუხე - შპს „გ----------ი“

წარმომადგენელი - ალ---------------–--ე, ბე-------------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს „გ----------ი“-ს ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 13 990.73 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ს----------–----–-----------------------------სა და შპს „გ----------ს“ შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძ-ველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შ--------------- ს------------სთვის მიეწოდებინა საშეშე მერქანი (წიფელი), ეტაპობრივად, 100 კბ/მ საშეშე მერქანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალდენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2--- წლის 26 ოქტომბრისა, 100 კბ/მ საშეშე მერქანი 60 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2--- წლის 25 ნოემბრისა და 100 კბ/მ საშეშე მერქანი 2--- წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, 100 კბ/მ საშეშე მერქანის მიწოდება, ნაცვლად 2--- წლის 26 ოქტომბრისა დასრულდა 2--- წლის 11 ნოემბერს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით, 100 კბ/მ საშეშე მერქანის მიწოდება, ნაცვლად 2--- წლის 25 ნოემბრისა, ნაწილობრივ (67კბ/მ) მიწოდებული იქნა 2--- წლის 26 დეკემბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით, ამასთანავე, როგორც მიმწოდებლის 2--- წლის 9 იანვრის წერილში ჩანდა ვერ განახორციელებდა დარჩენილი მისაწოდებელი 33 კბ/მ და 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებას, რომელთა მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 25 ნოემბერსა და 20 დეკემბერს.

 

ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის მიმწო-დებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკ-რულების ღირებულების - 32 997 ლარის 0.4%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 10 691.03 ლარს. მხარეებს შორის 20---–-–-----------------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით და მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმიწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 3 299.70 ლარით. საერთო ჯამში დაკისრებული პირგასამტეხლოს და ჯარიმის ოდენობა შეადგენს 13 990.73 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შემსყიდველმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რის გამოც შპს „გ----------მა“ ვერ შეძლო სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა და შესაბამისად, შემდგომი სამუშაოების შესრულება. მხარეებს შორის პირველი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2--- წლის 23 ოქტომბერს, თანხა ჩაირიცხა 2--- წლის 08 დეკემბერს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 20 დღიან კალენდარულ ვადას მომსახურების საფასურის გადასახდელად. შესაბამისად, ს------------ს მიერ მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებამ შემდგომში გავლენა იქონია მიმწოდებლის ვალდებუ-ლების შესრულებაზე.

 

2--- წლის 27 ნოემბერს მოსარჩელეს წერილობით აცნობეს შემსყიდველს არსებული გარემოებების არსებობის შესახებ, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად დამზადება უნდა მომხდარიყო გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან, რაც დასაწყობების ადგილიდან გორის რაიონი სოფელი ტინისხიდიდან არის დაახლოებით 20–25 კილომეტრში, ხოლო რეალურად ტყეკაფი გამოყოფილი იყო გორის რაიონის სოფელი ტამის სატყეო უბანში, რომელზეც ავტომანქანა კარგ ამინდშიც შეძლებდა ნორმალურად გადაადგილებას. შემსყიდველს ეცნობა, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდებოდა გზების გაყვანა და შესაბამისად შპს „გ----------ი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულფასოვნად შესრულებას.

 

შპს „გ----------მა“ 2--- წლის 20 ნოემბერს განაახლა სამუშაოები, თუმცა, ამინდის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა. კომპანიამ სამუშაოები განაახლა თოვლის საფარის დაწევისთანავე - 2--- წლის 30 ნოემბერს, რაც დაუყოვნებლივ შეატყობინა მოსარჩელეს, ხოლო ფორსმაჟორული გარემოების არსებობიდან გამომდინარე, 2--- წლის 4 დეკემბერს მიმართა შემსყიდველს - ს----------–----–-----------------------------ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორს ა----------–---–ს წერილობითი შეტყობინებით და მოითხოვა შესრულების ვადების გახანგრძლივება. კერძოდ, გაერთიანებულიყო მეორე და მესამე მიწოდების ეტაპები და საბოლოო თარიღად მხარეებს განესაზღვრათ 2--- წლის 20 დეკემბერი. მიმწოდებლის მიერ წერილში ნათლად იყო აღწერილი არსებული გარემოებები და არსებობდა შესრულების გადავადების აუცილებელი საჭიროება. შპს „გ----------ს“ წერილობითი შეტყობინება არ იქნა განხილული ს------------ს მიერ და არც რაიმე სახის პასუხი მიუღიათ.

 

შპს „გ----------მა“ 2--- წლის 04 დეკემბრის წერილობითი მიმართვით ასევე შეატყობინა შემსყიდველს კიდევ ერთი გარემოების შესახებ, კერძოდ, რომ ახალ ტყეკაფში არ იყო ა/მანქანის მისასვლელი გზა, ხოლო სოფელ ატენიდან მისასვლელი გზა დაახლოებით 10 -15 კილომეტრის მოცულობით იყო დაჭაობებული და უვარგისი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისათვის. აღნიშნულ გზაზე 4-ჯერ ჩავარდა მანქანა და საჭირო გახდა ბულდოზერით მისი გამოყვანა. კომპანიამ სცადა აღნიშნული გარმოების მოგვარება და ოთხჯერ შეაკეთა ეს მონაკვეთი, თუმცა, უშედეგოდ, რამდენიმე დღეში გზა ისევ ჭაობდებოდა. ასევე შეუძლებელი იყო დამზადების ადგილზე ა/მანქანის მოძრაობა და აუცილებელი იყო მოჭრილი ხის რამდენიმე კილომეტრზე გამოთრევა.

 

2--- წლის 6 დეკემბერს, მას შემდეგ რაც თოვლის საფარმა მიაღწია 1 მეტრს მიმწოდებელმა ვეღარ შეძლო სამუშაოების გაგრძელება, რადგან დამზადების ადგილი მიუდგომელი გახდა. შპს „გ----------მა“ აღნიშნული გარმოების გამოსწორების მიზნით მიმართა სატყეო სააგენტოს და მოითხოვა ახალი ტყეკაფის გამოყოფა. კომპანიის მოთხოვნა განხილულ იქნა, რის შემდეგაც სააგენტომ შეისწავლა ადგილმდებარეობა და დააკმაყოფილა მოთხოვნა. აღნიშნულ მოკვლევას დასჭირდა რამდენიმე დღე და მიმწოდებელმა მხოლოდ 21 დეკემბერს შეძლო სამუშაოების განახლება. სამუშაო პერიოდის დაწყებამდე მოხდა ბულდოზერებით გზების შეკეთება და თოვლის დახვეტა, დამზადდა დაახლოებით 50 კუბური მეტრი მორი, მათ შორის მოხდა 13 კბ/მ-ის ტრანსპორტირება. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა ს------------ს ალტერნატიული ტყეკაფის გამოყოფასა და მიწოდების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მიმწოდებლის მოთხოვნა არ იქნა განხილული და არც პასუხი გაცემული. მიმწოდებელმა მოითხოვა ასევე საერთო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა არსებულ მდგომარეობას.

 

2--- წლის 19 იანვარს მოპასუხემ კიდევ ერთხელ მიმართა ს------------ს, რაც განპირობებული იყო შემსყიდველის მხრიდან ღამის საათებში, 22 საათის შემდეგ, მასალების მიღება-ჩაბარებაზე უარის თქმის საკითხით. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შემსყიდველმა შეკვეთა არ მიიღო კვირას და მიმწოდებელი იძულებული გახდა ორშაბათამდე დალოდებოდა მის მიღებას. ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული შეკვეთის მიღების კონკრეტული პერიოდი.

 

ამდენად, მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად არაერთი წერილობით/ზეპირი გაფრთხილებისა არსებული მდგომარეობის თაობაზე ს------------მ არ განახორციელა არცერთი ქმედითი ნაბიჯი. შემსყიდველმა არ გაითვალისწინა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება და ფაქტი, რომ არ შეასრულა არცერთი ქმედება მეორე მხარისათვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ხელშესა-წყობად. აღნიშნულმა განაპირობა მოპასუხის მხრიდან 2--- წლის 9 იანვარს წერილობითი ფორმით მოეთხოვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 20---–-–------------–-------- განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ს----------–----–-----------------------------ს შპს „გ----------ის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს----------–----–-----------------------------სა და შპს „გ----------ს“ შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შ--------------- ს------------სთვის მიეწოდებინა საშეშე მერქანი (წიფელი), ეტაპობრივად, 100კბ/მ საშეშე მერქანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალდენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2--- წლის 26 ოქტომბრისა, 100 კბ/მ საშეშე მერქანი 60 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2--- წლის 25 ნოემბრისა და 100 კბ/მ საშეშე მერქანი 2--- წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება. (ს.ფ. 18- 21);

3.1.2. შპს „გ----------ი“-ს 2--- წლის 09 იანვრის წერილით ს----------–----–-----------------------------ს წერილობით ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 09/0-/2--- წლის წერილი (ს.ფ. 38 - 41)

3.1.3. ს----------–----–-----------------------------ს შპს „გ----------ი“-ს არაერთი წერილით ეცნობა ვალდებულების სრულყოფილად შესრულებისათვის არსებული შემაფერხებელი გარემოებების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეტყობინებები (ს.ფ. 71 - 84)

3.1.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 20---–-–------------–-------- განკარგულების შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ს----------–----–-----------------------------ს მოთხოვნა შპს „გ----------ი“-ს შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს----------–----–-----------------------------ს მოთხოვნა შპს „გ----------ი“-ს შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 100 - 101);

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 20---–-–------------–-------- განკარგულება

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს „გ----------მა“ ვერ შეასრულა ვალდებულება შემკვეთისათვის მიეწოდებინა 20---–-–-----------------ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტები;

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას არ უარყოფს თავად მოპასუხე მხარე, თუმცა, აღნიშნულის განმაპირობებელ გარემოებად უთითებს მისგან დამოუკიდებელ დაუძლეველ ძალას რასაც აიგივებს ფორსმაჟორთან. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, ვალდებულების შესრულება განაპირობა უამინდობამ, მოსარჩელის მხრიდან თანხის დაგვიანებით ჩარიცხვამ და სხვა არაერთმა ფაქტორმა.

 

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 20---–-–------------–ის განკარგულებას, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებილისთვის მისი პოზიცია შპს „გ----------ი“-ს 2--- წლის 27 ნოემბრის, 4 და 29 დეკემბრის, ასევე 2--- წლის 9 იანვრის წერილებში მითითებულ ფორსმაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებით არ უცნობებია. სააგენტომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული 20---–-–-----------------ს N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მართალია მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, თუმცა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად მიმართა სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ გზის მდგომარეობის დადგენის მიზნით.

 

საიდანაც დგინდება, რომ გო----------------------------–----------------------–-----–ი გამოყოფილი სოციალური ჭრის N------------- და N-------------- ტყეკაფებამდე მისასვლელი გზა, ასევე, ცენტრალური ძირითადი გზა, 2--- წლის ზაფხულში გაწმენდილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის მიერ, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მოძრაობა ჯიპის მარკისა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის. თუმცა, ამავე წერილით ვერ დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ მითითებული პერიოდისთვის გზა იყო გაწმენდილი და შესაძლებელი იყო მისით სარგებლობა. ხსენებული წერილის თანახმად, ასევე დგინდება, რომ უამინდობისა და დიდთოვლობის დროს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა იყო გაძნელებული და საფრთხის შემცველი, რადგანაც გზა ზიანდებოდა ავტომანქანის საბურავებით, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფიქსირდებოდა საფლობები და ნამქერები. ვერც საქმეში არსებული დოკუმენტაციითა და ვერც ზეპირ მოსმენაზე გამოცხადებული შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარ-ტებით ვერ დადგინდა, თუ რატომ არ მიიჩნია მოცემული განმარტება შემსყიდველმა ორგანიზაციამ ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის შესაძლო პირობად. ამასთან, სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ მოცემულობას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ აცნობა მიმწოდებელს საკუთარი პოზიცია ფორსმაჟორული გარემოებების დადასტურების თუ უარყოფის თაობაზე, მას ასევე არ მოუთხოვია მიმწოდებლისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ზემოაღნიშნული წერილების მიღება, თუმცა, მხოლოდ ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტორები არ შეესაბამებოდა ფორსმაჟორს და განაცხადს არ ერთვოდა შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა, სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერებაზე, იმ კუთხით, რომ მათი მხრიდან სამუშაოების წყვეტა და განახლება ხდებოდა მიუხედავად მოსარჩელე მხარისგან პასუხის მიუღებლობისა, რაც სწორედ თანხვედრაშია მათ შორის დადებული ხელშეკრულების 12.3 პუქტთან.

 

ამდენად, მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მათ შორის არსებულ ურთიერთობაში საკუთარი კეთილსინდისიერება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, მხარეებს შორის 20---–-–--------------ს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისათვის, შიდა ქართლის რეგიონში გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან მე-2 ხარისხის საშეშე მერქნის (წიფელი) სახით დამზადება და მიწოდება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად. ხელშერულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 32 997 ლარით.

 

მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც შემსყიდველს გააჩნდა შესრულების მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცი-ლებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაუძლეველი ძალა“ მოიცავს, როგორც სტიქიურ უბედურებას, ისე საზოგადოებრივ მოვლენებს (სამოქალაქო ომი), რომლებიც არღვევენ ტრანსპორტის, სასამართლოსა და სხვა ორგანოების ნორმალური მუშაობის რეჟიმს. იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა დაუძლეველ ძალად დაკვალიფიცირდეს, იგი, უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო უნდა იყოს, ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი. გარდა ამისა, ასეთი მოვლენა ობიექტურად შეუქცევადი უნდა იყოს, მისი შეჩერება კონკრეტულ სიტუაციაში არსებული ტექნიკური და სხვა საშუალებებით შეუძლებელი უნდა იყოს. (იხ. სუსგ №ას-641-609-2013, 2 დეკემბერი, 2013 წელი)

 

მართალია, მოპასუხემ არ უზრუნველყო შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული მტკიცებულებით ფორსმაჟორის (უამინდობა) დადასტურება, თუმცა, სასამართლო იზიარებს მის მცდელობას ვალდებულების ხელშემშლელი გარემოებების მოსარჩელისათვის შეტყობინების შესახებ.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო-მხარეთა შეთანხ-მებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახ-დაზე და განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის თანხას - 13 990.73 ლარს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდე-ბულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამ-ტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზ-ღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

დადგენილია ფაქტი მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შესახებ, ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული განპირობებული არ იყო დაუძლე-ველი ძალით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს 13 990.73 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდი-სიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკი-დებელ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს რომ სამართალ-ურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთი-ერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. შესაბამისად, ყველა იმ სამართალურთი-ერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთი-ერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაგენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს.

 

იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვალდებულების შემსრულებელი მხარისგან არაერთხელ მიიღო ინფორმაცია გარკვეული შეფერხებების შესახებ და აღნიშნულზე არანაირი რეაგირება მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „გ----------ს“ მოპასუხის სასარ-გებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1 000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმა-ყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

შპს „გ----------ს“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 1 000 ლარის გადახდა;

2. შპს „გ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე