გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210018002553711
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21829-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია სასამართლოს დასახელება მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი სხდომის მდივანი - თამარ აკობია მოსარჩელე - თ--------------–---–ი წარმომადგენელი - ე-–--------–--–---–ი მოპასუხე - სსიპ ს--------------------–----------------------ი წარმომადგენელი - ბ-------------–---–ი დავის საგანი - თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3 685 ლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლები: (ს.ფ. 1-20) 1.1.1. 2015 წლის 16 დეკემბერს ო-----------–-–---–მა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გ----ის რაიონულ სასამართლოში იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. მის მოთხოვნას წარმოადგენდა გადასახდელი საიჯარო ქირის - 2 000 ლარის დაკისრება; 1.1.2. დავის მიმდინარეობისას, მან წარადგინა შეგებებული სარჩელი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და მოითხოვა საიჯარო ქირის განსაზღვრა 333 ლარით; 1.1.3. ვინაიდან საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე დარჩენილი იყო 4-5 წელი და იგი აგრძელებდა საიჯარო ფართით სარგებლობას, იგი საიჯარო ქირას იხდიდა სასამართლო დავის დასრულებამდეც სსიპ ს--------------------–----------------------ის სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველთვიურად თანხის შეტანის გზით; 1.1.4. მასსა და ო-----------–-–---–ს შორის დავა დამთავრდა მორიგებით. მორიგების საფუძველზე მიღებული №2-------- განჩინების თანახმად, ო-----------–-–---–ი თანახმა იყო მიეღო 4 500 ლარი 2017 წლის 1 იანვრამდე. განჩინებაში განმარტებული იყო, რომ 4 200 ლარი ირიცხებოდა სსიპ ს--------------------–----------------------ის სადეპოზიტო ანგარიშზე; 1.1.5. აღნიშნული განჩინების მიღების და მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ მის მიერ სსიპ ს--------------------–----------------------ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ჯამი ნაცვლად 4 200 ლარისა, შეადგენდა 3 685 ლარს; 1.1.6. მან მიმართა მოპასუხეს იმის თაობაზე, რომ გადმოერიცხათ მის მიერ ჩარიცხული თანხები უკანვე, მის ანგარიშზე; 1.1.7. მოპასუხის 2017 წლის 23 იანვრის წერილით, მას უარი ეთქვა თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვაზე იმაზე მითითებით, რომ განჩინებაში ნახსენები იყო, რომ ო-----------–-–---–ი თანახმა იყო მიეღო ჩარიცხული ქირის თანხა. შეცდომა იყო განჩინების 1.1 პუნქტში, რომელშიც გადახდილი ქირის თანხად მითითებული იყო 4 200 ლარი, რეალურად ჩარიცხული თანხის ოდენობა კი შეადგენდა 3 685 ლარს. მოპასუხის განმარტებით, იმისთვის, რომ მომხდარიყო საიჯარო ქირის თანხის დაბრუნება, უნდა გასწორებულიყო განჩინებაში დაშვებული უსწორობა და ასევე ო-----------–-–---–ს უნდა წარმოედგინა თანხმობა იმის თაობაზე, რომ იგი თანახმა იყო, რომ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხულიყო 3 685 ლარი; 1.1.8. ო-----------–-–---–მა მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, უარი განაცხადა თანხმობის გაცემაზე და თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვაზე. იგი ითხოვდა განჩინებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; 1.1.9. გ----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 თებერვლის განჩინებით მას უარი ეთქვა უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მორიგების აქტის პირობები აისახა განჩინებაში იმ სახით, რაზეც მიაღწიეს მხარეებმა მორიგებას; 1.1.10. იგი იძულებული გახდა ო-----------–-–---–ისთვის ვალდებულება შეესრულებინა, რა მიზნითაც მან ო-----------–-–---–ს გადაუხადა სესხად მიღებული თანხა - 4 500 ლარი; 1.1.11. მის მიერ შეტანილი თანხები დღესაც განთავსებულია მოპასუხის ანგარიშზე, რის გამოც იგი უფლებამოსილია კუთვნილი თანხის დაბრუნება მოითხოვოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე.

2. მოპასუხის პოზიცია

2.2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგ----ც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 76-84) 2.1.1.მოსარჩელეს სსიპ ს--------------------–----------------------ის ანგარიშზე ჯამურად ჩარიცხული აქვს 3 685 ლარი და არა მის მიერ მითითებული და განჩინებით მოთხოვნილი თანხა - 4 200 ლარი; 2.1.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 16 წლის დეკემბრის გ----ის რაიონული სასამართლოს განჩინებაში მითითებული იყო, რომ თ--------------–---–ს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი ჰქონდა 4 020 ლარი. ვინაიდან მოსარჩელის მიერ რეალურად ჩარიცხული და განჩინებაში მითითებული თანხები ურთიერთშეუსაბამო იყო, ვერ მოხერხდა მოთხოვნასა და განხორციელებულ ჩარიცხვას შორის ზუსტი იდენტიფიცირება; 2.1.3. განჩინებით არ იყო დადგენილი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა დაბრუნებოდა უშუალოდ მოსარჩელეს, თუ მისი ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ო-----------–-–---–ის ანგარიშზე; 2.1.4. წარმოდგენილი განჩინებით დამტკიცებული იყო მხარეთა მორიგება, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა, რომ ო-----------–-–---–ი თანახმა იყო მიეღო გადაუხდელი ქირის თანხა - 4 500 ლარი, თუმცა საიდან უნდა მომხდარიყო ამ თანხის კომპენსირება გაურკვეველია; 2.1.5. მორიგების პირობებში მითითებული, რომ 4 020 ლარი განთავსებულია სსიპ ს--------------------–----------------------ის ანგარიშზე და ამ თანხის გადარიცხვა არ იყო ვალდებულებების ხელისშემშლელი, თუმცა რა მიმართულები გადარიცხვას გულისხმობდნენ მხარეები, არ ჩანს წარმოდგენილ განჩინებაში; 2.1.6. საკითხის შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით აუცილებელი გახდა ო-----------–-–---–ის ნების გამოვლენის დადგენაც თანხის დაბრუნების თაობაზე, რაც ასევე არ იქნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი; 2.1.7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მას არ ჰქონდა პირველადი დოკუმენტი, ანუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც იქნებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი განსახორციელებელი ოპერაციის საფუძველი იქნებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. №2-------- სამოქალაქო საქმეზე გ----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების თანახმად, მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ო-----------–-–---–ს და მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) თ--------------–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება.

აღნიშნული განჩინების 1.1. პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ ო-----------–-–---–ი თანახმაა მიიღოს 4 500 ლარი 2017 წლის 1 იანვრამდე. ეს თანხა წარმოადგენს №110363838 იჯარის ხელშეკრულების (გაფორმებული 08.04.2011 წ) გასული პერიოდის გადაუხდელი ქირის ოდენობას. 4 020 ლარი ირიცხება ს--------------------–----ის სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნული თანხის გადმორიცხვის შეფერხება არ იქნეს მიჩნეული ნაკისრი ვალდებულების დარღვევად ე.ი ვადის (15.01.2017 წ) გადაცილებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულება, სარჩელი, შეგებებული სარჩელი, განჩინება (ს.ფ.25-28, 30-45; 50-62)

 

3.1.2. 2017 წლის 11 იანვარს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გ----ის რაიონული სასამართლოს მიერ №2-------- საქმეზე მიღებული განჩინების თანახმად, მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.

სსიპ ს--------------------–----------------------ის 2017 წლის 23 იანვრის №2-- წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების 1.1. პუნქტში გადახდილი ქირის თანხად მითითებული იყო 4 020 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ რეალურად ჩარიცხული თანხა (2016 წლის იანვრიდან - 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით) შეადგენდა 3 685 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 16)

 

3.1.3. მოსარჩელემ 2017 წლის 25 იანვარს განცხადებით მიმართა გ----ის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების 1.1 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოთხოვნით.

გ----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 თებერვლის განჩინებით თ--------------–---–ს უარი ეთქვა უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაცხადება, განჩინება (ს.ფ. 17-19; 46)

 

3.1.4. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე სსიპ ს--------------------–----ის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ჯამია 3 685 ლარი. გადახდის დანიშნულებაში თითოეულ შემთხვევაში მითითებულია საიჯარო ქირის თანხა (გამქირავებელი ო-----------–-–---–ი, დამქირავებელი თ--------------–---–ი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა, საგადახდო დავალებები (ს.ფ. 64-72)

 

3.1.5. 2017 წლის 14 იანვარს მოსარჩელის მიერ ო-----------–-–---–ის ანგარიშზე ჩარიცხულია 4 500 ლარი. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია სამოქალაქო საქმე №2-------- დადგენილებით გადასახდელი ქირა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 63)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ჩარიცხული თანხის - 3 685 ლარის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე სსიპ ს--------------------–----ის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ჯამია 3 685 ლარი. ამასთან, უდავოა, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მასსა და ო-----------–-–---–ს შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელ საიჯარო ქირას, რომელიც მოსარჩელემ განათავსა ეტაპობრივად სსიპ ს--------------------–----------------------ის ანგარიშზე მათ შორის გ----ის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე დავის განმავლობაში. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს და ო-----------–-–---–ს შორის დამტკიცებული მორიგების აქტით, განისაზღვრა მოსარჩელის ვალდებულება 4 500 ლარის ო-----------–-–---–ისთვის გადახდის თაობაზე. სასამართლოს მიერ დადგენილია ასევე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნება ვერ განხორციელდა არსებითად იმის გამო, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინებაში მითითებული და მოსარჩელის მიერ რეალურად ჩარიცხული თანხები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ უდავოა, რომ მოსარჩელეს სსიპ ს--------------------–----------------------ის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხა, მოპასუხე კი უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე, ამასთან ვერ მიუთითებს სამართლებრივ საფუძველს რის გამოც იგი უფლებამოსილია უარი განუცხადოს მოსარჩელეს მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებაზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ გააჩნია ჩარიცხული თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის ღირსი სამართლებრივი საფუძველი და მის მიერ თანხის დაუბრუნებლობა იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგ----ც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ჩარიცხული თანხის - 3 685 ლარის ანაზღაურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე, 979-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უშუალოდ მხარეებს შორის არ არსებობდა რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა რის საფუძველზეც მოსარჩელე განახორციელებდა მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვას, თანხის ჩარიცხვა მოპასუხის ანგარიშზე ხორციელდებოდა მოსარჩელეს და მესამე პირს მიმდინარე დავის პერიოდში და ჩარიცხული თანხები წარმოადგენს მესამე პირისთვის გადასახდელ საიჯარო ქირას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას’’ (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგ----ც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილია, რომ 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 3. მოპასუხის გამდიდრება, როგ----ც შედეგი, არის უკანონო.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არსებობს მოპასუხისთვის 3 685 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23). სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, მე-14, 39-ე მუხლებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 50 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 70 ლარი, ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თ--------------–---–ის სარჩელი სსიპ ს--------------------–----------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე სსიპ ს--------------------–----------------------ს მოსარჩელე თ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 685 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე სსიპ ს--------------------–----------------------ს მოსარჩელე თ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე თ--------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 12/06/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70 ლარი, რომელიც გადახდილია №0 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი