განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა
სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - ზ-------------------, დ--------------
ადვოკატ - გ-----------------------,ბრალდებულ – გ----------------ს მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ-------------------------------- (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ----------------------------------–ი, ამჟამად მსჯავრდებული) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:
2----–-–----------------–-, დაახლოებით 1---- საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასრულებული იქნა ბრალდებულ გ----------------ს სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც ს------–---------–---------------------- გ--------–-----------------------------------------------–--- თანამშრომლებს, და------------–---–ს, ზ------------ და მ-------------- ბრალდებული გ---------------- გაჰყავდათ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ვინაიდან, სასამართლო პროცესი იყო დასრულებული, მ-------------- მოუწოდა გ----------------ს დაეტოვებინა სასამართლო სხდომის დარბაზი. მიუხედავად ს------------------------ თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისა, გ---------------- გახდა აგრესიული და მ-------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულმა დარბაზიდან გასვლის შემდეგ მ-------------- კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოულოდნელად შუბლი ჩაარტყა სახის არეში, რითაც მიაყენა ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე, რამაც გამოიწვია მ-------------- სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ გ---------------- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თუმცა იგი ბ-------------- თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დ-–-------–---–-.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა.
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ მ-------------- ჩვენებით, მუშაობს ს------–---------–----------------–---------------------------–---------–------------------------------------------------–--------–------------–--------–---- პოზიციაზე. 2----–-–----------------–-, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ----------------ს და სხვათა მიმართ. საქმის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, #----------- დარბაზში. თანამშრომლებთან, ზ------------თან და დ---------------------- ერთად გ---------------- აიყვანა სხდომის დარბაზში ბრალდებულთა მოთავსების ადგილზე. პროცესის დასრულების შემდგომ, გ----------------ს მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც მისგან მიიღო სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ, გ----------------ს კვლავ მოსთხოვა დარბაზის დატოვება, რაზეც კვლავ მიიღო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას დაადო ხელბორკილი და გაიყვანა დარბაზიდან. ფოიეში გასვლისას გ---------------- აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ამასთან მოულოდნელად თავი ჩაარტყა სახის არეში. თანამშრომლებთან ზ------------თან და დ---------------------- ერთად მოუწოდებდა დამშვიდებისკენ, თუმცა გ---------------- აგრძელებდა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, იგი იყო აგრესიული, რის გამოც შებოჭვის მიზნით მიაბჯინეს კედელთან. საბოლოოდ, ზ------------ და დ-------------------- შეძლეს მისი საკანში ჩაყვანა და ს--–----------- #- დ-–-------–---–- გადაყვანა. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და განიცდიდა ტკივილს, გამოკვლევის მიზნით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა ცხვირის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. გ----------------ს შებოჭვის ფაქტი დაინახეს იმ მომენტში დარბაზიდან გამოსულებმა უ------- და ს---------- ხოლო დანარჩენი პირები სხდომის დარბაზიდან ვერ შეძლებდნენ ფიზიკური დაპირისპირების დანახვას, თუმცა შეძლებდნენ გ----------------ს შეურაცხმყოფელი სიტყვების გაგებას. დაზარალებულის განმარტებით, ს------------------------ თანამშრომლებს არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა გ----------------სთვის არ მიუყენებიათ.
მოწმე ზ------------ ჩვენებით, მუშაობს ს------–---------–----------------------------------- სამსახურში, გ--–------–--–-------------- პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობაში შედის პ-------------------------------------–----------------------–-------–----------------------–--–-. ბრალდებულ გ----------------ს იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2----–-–----------------–-, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა გ----------------ს და სხვა ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, #----------- დარბაზში. გ---------------- სხდომის დარბაზში მოთავსებული იყო ბრალდებულებისთვის განკუთვნილ ადგილზე. სხდომის დასრულების შემდგომ, მ-------------- მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, „სად უნდა გამოგყვე, ვინმე ნარკომანი ხომ არ გგონივარო“. მ-------------- განმეორებით მოსთხოვა მას გარეთ გასვლა, რაზეც გ----------------მ უპასუხა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შემდეგაც მ-------------- მარჯვენა ხელზე დაადო ბორკილი და ასე შეძლო მისი დარბაზიდან გაყვანა. ფოიეში გასვლისას, მოულოდნელად გ----------------მ თავი ჩაარტყა მ.------ას სახის არეში, ამასთან იგი იყო აგრესიული, აგინებდა ს------------------------ თანამშრომლებს და უწევდა მათ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, მ-------------- და დ-------------------- დახმარებით შეძლო მისი შებოჭვა. სწორედ ამ პერიოდში ფოიეში გამოიარა ო---------------- ბრალდებულ თ-------------------- ერთად. გ---------------- ჩაიყვანეს საკანში, რომელიც შემდგომ ჩასვეს ს----------- მანქანაში და მომხდარ ფაქტზე შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, მ-------------- სახე ჰქონდა გაწითლებული. ს------------------------ თანამშრომლების მხრიდან გ----------------სთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.
მოწმე ო---------------- ჩვენებით, მუშაობს ს------–---------–-----------------–----------------------------–------------------------, ს------------------------ 1--–------------–---- ი------------- თანამდებობაზე. მის უფლება-მოვალეობაში შედის პ-----------------------------------–--------–-------. 2----–-–----------------–-, თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე გ----------------ს და სხვათა მიმართ. სასამართლო სხდომა იმართებოდა #----------- დარბაზში. გ---------------- მოთავსებული იყო ბრალდებულთათვის განკუთვნილ ადგილზე. სხდომის დასრულების შემდგომ, მ-------------- გ----------------ს მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც მისგან მიიღო შეურაცხმყოფელი სიტყვები. ქ------- კვლავ მოუწოდა გ.--------ას სხდომის დარბაზიდან გასვლა, რადგან პროცესი იყო დასრულებული. საბოლოოდ, მ--------------, დ-------------------- და ზ------------ გაიყვანეს გ----------------. იმავე კარებში მალევე გაიყვანა ბრალდებული თ---------------, რა დროსაც დაინახა, რომ გ---------------- აგინებდა ს------------------------ თანამშრომლებს და წინააღმდეგობას უწევდა მათ. რაც შეეხება მ--------------, მისგან ცნობილი გახდა, რომ გ----------------ს თავი დაურტყამს სახის არეში, რისი კვალიც ეტყობოდა სიწითლის სახით. მოწმის განმარტებით, ს------------------------ თანამშრომლებს გ----------------სთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მოწმე დ-------------------- ჩვენებით, მუშაობს ს------–---------–----------------–------------------- ს------–---------–----------------------------------- ს-----------–--–-- 1--–------------–---- გ--–------–--–-------------- თანამდებობაზე. 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა გ----------------ს და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. საქმის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, #----------- დარბაზში. მ--------------თან და ზ------------თან ერთად სხდომის დარბაზში აყვანილი ყავდა გ----------------, რომელიც მოათავსა ბრალდებულებისთვის განკუთვნილ ადგილას. სხდომის დასრულების შემდეგ მ-------------- გ----------------ს მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც გ.--------ამ უპასუხა „შენ ბიჭო ვიღაც ნარკომანი ხომ არ გგონივარ, სად უნდა გამოგყვეო“. ამის შემდგომ გ---------------- რამდენიმე წამის განმავლობაში გააჩერეს სხდომის დარბაზში, რის შემდეგაც მ-------------- კვლავ მოსთხოვა გაყოლოდა მას, რაზეც გ----------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მ------------- იძულებული გახდა ხელბორკილით ჩაება და ისე გაეყვანა დარბაზიდან. ფოიეში გასვლის შემდგომ, მიუხედავად ს------------------------ თანამშრომლების მოწოდებისა, რომ დამშვიდებულიყო, გ---------------- კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, იყო აგრესიული და სახის არეში თავის ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ--------------. საბოლოოდ, მ-------------- მოახერხა ბორკილის შეხსნა, ხოლო თავად ზ------------თან ერთად ცდილობდა გ----------------ს შებოჭვას, რისთვისაც მიაყენეს კედელთან და ცდილობდნენ მისთვის ხელბორკილის დადებას. ხელბორკილის დადების პერიოდში, დარბაზიდან გამოვიდნენ თ--------------- და ო---------------- საბოლოოდ, გ---------------- ჩაიყვანეს დროებითი მოთავსების საკანში, რის შემდეგაც ს--–----------- გადაიყვანეს #- დ-–-------–---–-. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეადგინეს შესაბამისი ოქმი, რომლის შინაარს გაეცნო გ----------------, თუმცა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ხელმოწერაზე. მოწმის განმარტებით, მ-------------ზე თავის დარტყმის ფაქტს დარბაზში მყოფი პირები ვერ დაინახავდნენ.
მოწმე კ------------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით ბრალდებული გ---------------- სხვა ბრალდებულებთან ერთად წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გ---------------- აყვანილი იქნა #----------- დარბაზში, რომელსაც თან ახლდა ს-------------- თანამშრომელი, კერძოდ მ-------------, დ------------------- და ზ-----------. მოსამართლემ დაასრულა სხდომა, რის შემდეგაც გ----------------ს სთხოვეს დარბაზიდან გასვლა, რა დროსაც მან მ-------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დარბაზიდან გაყვანის შემდგომ კვლავ ესმოდა გ----------------ს ხმა, რომელიც მის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურცხყოფას. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, გ----------------მ მ-------------- თავი ჩაარტყა სახის არეში. ს------------------------ თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გამორიცხავს.
მოწმე ვ----------------- ჩვენებით, 2----–-–------------–-------–-, გ--------–--------------------------------------------------–- იქნა შეტყობინება, რომ სხდომის დარბაზის დატოვებისას გ---------------- არ დაემორჩილა ს----------- თანამშრომლის მოთხოვნას და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულ გ----------------ს და დაზარალებულ მ-------------- ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხა ს------------------------ თანამშრომლები.
მოწმე ლ----------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, თანამშრომლებთან - მ--------------თან და დ------------------ ერთად, ბრალდებულების ს----------–--–-------------- მიზნით გამოცხადდა ს------–---------–---- პ-------–------ დ--------------- #- დ-–-------–---–-. ს----------–--–-------–---–--------, რ-- ბრალდებული, მათ შორის გ---------------- აიყვანა #----------- დარბაზში. ჭ-------- მოთავსებული იქნა სხდომის დარბაზში არსებულ ბრალდებულთა განთავსების შემოკავებულ ადგილას, ხოლო სხვა ბრალდებულები განაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ადგილას. გ----------------ზე კონტროლს ახორციელებდნენ მ-------------, დ------------------- და ზ-------------. სხდომის დასრულების შემდგომ, გ----------------ს ს------------------------ თანამშრომლებმა მოსთხოვეს დარბაზიდან გასვლა, რა დროსაც მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ--------------. ბრალდებული გ---------------- სხდომის დარბაზიდან ხელბორკილდადებული გაიყვანა დ--------------------, ზ------------ და მ--------------. დარბაზის გარეთა ნაწილიდან შემოესმა გ----------------ს ხმა, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს------------------------ თანამშრომლებს. მოგვიანებით მ--------------გან ცნობილი გახდა, რომ გ----------------მ თავი ჩაარტყა სახის არეში. დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და გასიებული ჰქონდა ცხვირი. აღნიშნულზე შედგა ოქმი, რომლის შინაარსს გაეცნო გ----------------, თუმცა ხელმოწერაზე განაცხადა უარი.
მოწმე დ-------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- თანამშრომლებთან ლ-----------------თან და მ--------------თან ერთად უზრუნველყო გ----------------ს და დ--------------- ე---------- #- დ-–-------–------- თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმის განხილვა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, #----------- დარბაზში. მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ბრალდებული დ--------------, ხოლო გ---------------- მოთავსებული იყო ბრალდებულთა მოთავსების ადგილას, რომელზეც მეთვალყურეობას ახორციელებდნენ მ-------------, დ------------------- და ზ-----------. სხდომის დასრულების შემდგომ, მ-------------- მიმართა გ----------------ს, რომ გასულიყვნენ დარბაზიდან, რაზეც გ----------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სწორედ ამ დროს დარბაზიდან გავიდა მოსამართლე, რის შემდეგაც მ-------------- ხელბორკილით ჩაიბა გ---------------- და გაიყვანა დარბაზიდან. სასამართლოს დერეფნიდან ესმოდა გ----------------ს გინების ხმა. მოწმის განმარტებით, ს------------------------ თანამშრომლებს გ----------------სთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მ-------------- სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და როგორც მისგან გახდა ცნობილი გ----------------მ თავი ჩაარტყა სახის არეში. გ----------------ს კეფის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, ასევე ეტყობოდა ხელბორკილით გამოწვეული სიწითლე.
მოწმე მ-------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო გ----------------ს და სხვათა ბრალდების საქმის განხილვა. სხდომა მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, #----------- დარბაზში. სხდომის დასრულების შემდგომ, როდესაც მოსამართლე გავიდა დარბაზიდან, შემოესმა ბრალდებულ გ----------------ს ხმა, რომელიც აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს------------------------ თანამშრომლებს. გ---------------- გაიყვანეს დარბაზიდან, რის შემდეგაც კვლავ ესმოდა მისი გინების ხმა. სასამართლოში განთავსებულ ბრალდებულთა დროებითი მოთავსების საკნებთან ნახა მ-------------, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. როგორც მისგან გახდა ცნობილი, გ----------------მ სახის არეში მოულოდნელად ჩაარტყა თავი. მოწმის განმარტებით, ს------------------------ თანამშრომლების მხრიდან გ----------------ს მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ან პროვოცირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ა--------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოს #----------- დარბაზში აყვანილი ჰყავდა ბრალდებული რ---------------, ხოლო სხვა თანამშრომლებს აყვანილი ჰყავდათ სხვა პატიმრები, მათ შორის იყო გ----------------. პროცესის დასრულების შემდგომ გ---------------- არ გადიოდა სხდომის დარბაზიდან. მოგვიანებით თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მას მ--------------თვის თავი ჩაურტყამს სახის არეში. ს------------------------ თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების რაიმე სახით გადამეტების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე თ---------------ს ჩვენებით, ბრალდებული გ---------------- გაიცნო სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროს. ზუსტ დროს ვერ იხსენებს, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ შელაპარაკებას, თუმცა ვის შორის იყო აღნიშნული შელაპარაკება არ ახსოვს. ასევე, ვერ იხსენებს საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.
ექსპერტ ქ---------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №---------, რომლის თანახმად გ----------------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით. მარჯვენა მტევნის ნების I ძვლის საპროექციოდ არსებული მოვარდისფრო ფერის, კრიალა ზედაპირის მქონე უბანი, რომელიც არ არის გამორიცხული წარმოადგენდეს ამ მიდამოში არსებული ნაჭდევის შეხორცების შემდგომ კვალს. დაზიანებები-ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2----–-–----------------–-. აღნიშნული დაზიანებები მდებარეობენ საკუთარი ხელისათვის მისაწვდომ მიდამოში. მოწმის განმარტებით, ბლაგვი საგანი არის ყველა ის საგანი, რომელსაც აქვს ბლაგვი ზედაპირი, კედელი მიეკუთვნება ბლაგვ საგანს. რაც შეეხება მოვარდისფრო ფერის კრიალა ზედაპირის მქონე უბანს, იგი შესაძლოა იყოს შეხორცების შემდგომი კვალი, შესაბამისად მისი ხანდაზმულობის დადგენა ვერ მოხერხდა.
ექსპერტ ე----------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------, რომლის თანახმად შ----------------------–-----------------------–---------–-----–---------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------- მიხედვით, მოქ. მ--------------, 2----–-–----------------–- მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კლინიკას მიმართა 2----–-–----------------–-, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი: „ცხვირის რენტგენოგრამაზე ვლინდება ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე“. დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2----–-–---------------–-- ოქმით, ს------ ბ--------------ა და გ--------–--------------------------–---, ს----------- ს-----------–-------–------–--–---------------- დ--------------------, ზ------------ და ი---------------–---- მ-------------- მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს #----------- დარბაზში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ----------------ს და სხვათა მიმართ. სხდომის დასრულების შემდგომ, გ---------------- არ დაემორჩილა ი----------- მ-------------- კანონიერ მოთხოვნას გამოსულიყვნენ სხდომის დარბაზიდან, რა დროსაც ბრალდებულმა გ----------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ი----------- მ--------------. სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალდებულმა გ----------------მ მ-------------- თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც გ----------------ს დაედო ხელბორკილები და მოთავსებული იქნა ს--–---–---- ა/მანქანაში, რომლითაც გადაყვანილი იქნა #- დ-–-------–---–-.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, გ---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ----------------ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული სასჯელის ნაწილში გ.--------ას მიმართ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მიერ.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
ბრალდებულ გ----------------ს ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. საქმის განხილვა მიმდინარეობდა #----------- დარბაზში. პროცესის დასრულების შემდგომ მოსამართლე განსაზღვრავდა შემდგომი სხდომის თარიღს, რასაც ინიშნავდა რვეულში, რა დროსაც მ-------------- მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა. სთხოვა მიეცა საშუალება ჩაენიშნა სხდომის თარიღი, თუმცა მ-------------- დაადო ხელბორკილი და იძულებით გაიყვანა დარბაზიდან. დერეფანში გასვლისას, გადაუგრიხეს ხელები, დაახრევინეს თავი, რა დროსაც გრძნობდა დარტყმებს თავის და ტანის არეში. ერთადერთი, რაც მოიფიქრა იყო ის, რომ ეყვირა ხმამაღლა, რათა გაეგონათ მისი ყვირილი დარბაზში მყოფ პირებს. ხელბორკილდადებული ჩაიყვანეს საკანში, რის შემდეგაც მანქანით გადაიყვანეს #- დ-–-------–---–-. ბრალდებულის განმარტებით, მისი მხრიდან ს------------------------ თანამშრომლების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე გ--------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ----------------ს და სხვათა მიმართ. სხდომის დასრულების შემდგომ, მოსამართლე მხარეებთან ათანხმებდა სხდომის დანიშვნის თარიღს, რა დროსაც შემოესმა შელაპარაკების ხმა და დაინახა, რომ ს------------------------ თანამშრომელმა ფეხი მიარტყა ზურგთან გ----------------ს და მოსთხოვა დარბაზიდან გაყოლა. მიუხედავად გ----------------ს თხოვნისა, რომ მიცემოდა საშუალება ჩაენიშნა სხდომის თარიღი, ს------------------------ თანამშრომელმა ხელბორკილის ჩაბმით გაიყვანა იგი დარბაზიდან, საიდანაც ესმოდა ჩხუბის და ყვირილის ხმა. გაღებულ კარში დაინახა გ----------------, რომელსაც ს------------------------ თანამშრომელს ხელი ჰქონდა მიბჯენილი ყელზე. მოწმის განმარტებით, გ----------------ს მხრიდან ს------------------------ თანამშრომლების მიმართ ძალადობას და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მოწმე მ---------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა გ----------------ს და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. სხდომის დასრულების შემდგომ, მოსამართლე მხარეებთან ათანხმებდა შემდგომი სხდომის თარიღს, რასაც გ---------------- ინიშნავდა რვეულში, რა დროსაც ს------------------------ თანამშრომელი, რომელიც ცდილობდა მის დარბაზიდან გაყვანას, მუხლი მიარტყა გ----------------ს ზურგის არეში. ს------------------------ თანამშრომლები ყელის არეში ხელის მოჭერით ცდილობდნენ გ----------------ს სხდომის დარბაზიდან გაყვანას.
მოწმე მ------------------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ----------------ს და სხვათა მიმართ. სხდომის დასრულების შემდგომ, მოსამართლე მხარეებთან ათანხმებდა შემდგომი სხდომის თარიღს, რასაც რვეულში ინიშნავდა გ----------------. იმ პერიოდში როდესაც მოსამართლე გადიოდა დარბაზიდან, ხოლო გ---------------- ინიშნავდა სხდომის თარიღს, ს------------------------ თანამშრომელმა მოსთხოვა დარბაზიდან გასვლა და მუხლი მიარტყა გ----------------ს. რის შემდეგაც ყელზე ხელმიბჯენილი გაიყვანეს დარბაზიდან. კარის მეორე მხრიდან ესმოდა გ----------------ს ყვირილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ს------------------------ თანამშრომლები აყენებდნენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, გ---------------- იყო ნაცემი და მასზე მიყენებული დაზიანებები ასახული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
მოწმე დ--------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ, მოსამართლე მხარეებთან შეთანხმებით განსაზღვრავდა შემდგომი სხდომის თარიღს, რა დროსაც გ----------------მ იკითხა თუ როდის იყო დანიშნული შემდეგი სხდომა, რა დროსაც ატყდა ჩოჩქოლი და გაიყვანეს ს------------------------ თანამშრომლებმა. მისი დარბაზიდან გაყვანის შემდგომ, ესმოდა ხმაური და ჭ--------ს ხმა, რომ არ დაერტყათ მისთვის. მოწმის განმარტებით, სასამართლოდან ეტაპირების დროს, გ---------------- მასთან ერთად იჯდა ს----------- მანქანაში, რომელიც აცხადებდა, რომ ბ--------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იტკიებდა წელს, თავს და სახე ჰქონდა გაწითლებული. მოწმის ჩვენებით, მას დაპირისპირების ფაქტი არ დაუნახავს, ესმოდა მხოლოდ გ----------------ს ხმა, რომელიც ითხოვდა, რომ არ დაერტყათ მისთვის. გამორიცხავს გ----------------ს მხრიდან ს------------------------ თანამშრომლების მისამართით გინებას და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
მოწმე კ--------------- ჩვენებით, ბრალდებულ გ----------------სთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. გ.--------ას ს------–---------–---- დ-–-------–---–- მცდელობა ჰქონდა თვითმკვლელობის, იქიდან გამომდინარე, რომ აიძულებდნენ ცრუ ჩვენების მიცემას. 2----–-–----------------–-, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე იმყოფებოდა დაახლოებით ათამდე ბრალდებული, მათ შორის იყო თვითონ და გ----------------. სხდომის დასრულების შემდგომ, სხდომის დარბაზიდან გასვლისას დაინახა, რომ ს------------------------ თანამშრომლებს გ---------------- აყუდებული ჰყავდათ კედელზე. არ შესწრებია გ----------------ს მხრიდან ს------------------------ თანამშრომლების მისამართით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
მოწმე რ---------------ს ჩვენებით, 2----–-–----------------–- დანიშნული იყო მისი, გ----------------ს და სხვათა ბრალდების საქმის სასამართლო სხდომა, რომლის დასრულების შემდგომ, მოსამართლე ნიშნავდა შემდგომი სასამართლო სხდომის თარიღს, რა დროსაც გ---------------- ცდილობდა მის ჩანიშვნას რვეულში, თუმცა ს------------------------ თანამშრომელი ცდილობდა მის გარეთ გაყვანას და ექცეოდა აგრესიულად. დარბაზიდან გამოსულმა, დერეფანში დაინახა თუ როგორ ყავდათ ს------------------------ თანამშრომლებს გ---------------- მიყენებული კედელზე, რომელიც იძახდა „რა დავაშავეო“. მოწმის განმარტებით, გ----------------ს მხრიდან ს----------- სამსახურის თანამშრომლების მიმართ რაიმე სახის აგრესიას ადგილი არ ჰქონია.
მტკიცებულებათა და განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------ს მიერ ჩადენილია არა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, არამედ ჩადენილია - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მის მიმართ ძალადობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2----–-–---------------–-- რედაქცია), შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ გ----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმას ასევე არ აქვს ადგილი იმიტომ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელში პირველ რიგში იგულისხმება დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილეები, გ---------–---- უფროსები, ანუ პირები, ვინც უშუალოდ წარმართავენ და ხელმძღვანელობენ დაწესებულების ფუნქციონირებას, ასევე ს------–---------–---- დაწესებულების საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ მსჯავრდებულებთან, მეთვალყურეობენ რეჟიმის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში ს------------------------ თანამშრომელს ვერ მოვიაზრებთ თავისუფლების აღკვეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლად, ვინაიდან მისი უფლება-მოვალეობაა პ-------------------------------------–----------------------–-------–----------------------–--–-, ხოლო, შემთხვევის ადგილი, თბილისის საქალაქო სასამართლო, არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს. გ----------------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2----–-–----------------–-, რა დროსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებდა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან მის მიმართ ძალადობას, ან მისი ანდა მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარას თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლას ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელის აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს. უკუძალა არ აქვს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ----------------მ ჩაიდინა არა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არამედ მის მიერ ჩადენილი იქნა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მის მიმართ ძალადობა. ქმედების ჩადენის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია, 378-ე მუხლი, არსებობდა სხვა რედაქციით და მასში ცვლილება შესულია 2015 წლის 01 მაისს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან რ-- წლამდე, ხოლო 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–---------------–-- რედაქცია) გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (2----–-–---------------–-- რედაქცია) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს პ-------–------ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებათა ნორმალური საქმიანობა. დამატებითი ობიექტია აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის, აგრეთვე ამ დ-–-------–---–- მოთავსებულის უსაფრთხოება, პირადი ხელშეუხებლობა და ჯანმრთელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2----–-–---------------–-- რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
დაუმორჩილებლობა გულისხმობს მსჯავრდებული პირის აშკარა უარს, შეასრულოს დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, რომელიც შეეძლო და უნდა შეესრულებინა, მაგრამ განზრახ არ შეასრულა. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება ქმედების ჩადენის მომენტიდან. რაც შეეხება ძალადობის შინაარს, კანონის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, ძალადობაში მოიაზრება როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა, რაც მოიცავს მათ შორის ცემას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
გ----------------ს მიერ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სრულად დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით: კერძოდ, დაზარალებულ მ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------–-, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებული იქნა ბრალდებულ გ----------------ს სასამართლო პროცესი, გ----------------ს მოუწოდა დაეტოვებინა სასამართლო სხდომის დარბაზი. მიუხედავად მისი კანონიერი მოთხოვნისა, აღნიშნულზე გ---------------- გახდა აგრესიული და მ-------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მისი დარბაზიდან გაყვანის შემდგომაც. მიუხედავად ს------------------------ თანამშრომლების მოწოდებისა, რომ დაწყნარებულიყო, გ----------------მ მოულოდნელად მ-------------- თავი ჩაარტყა სახის არეში, რითაც მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ხაზოვანი მოტეხილობა. დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ გ---------------- იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს------------------------ სხვა თანამშრომლებსაც.
ანალოგიური დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა ზ------------ და დ--------------------, რომლებიც პირადად ახორციელებდნენ მეთვალყურეობას გ----------------ს გადაადგილებაზე და რომელთა ჩვენებებითაც დადგენილია, რომ 2----–-–----------------–-, სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ, მ-------------- მოუწოდა გ----------------ს სხდომის დარბაზის დატოვებისკენ, თუმცა მიუხედავად მისი კანონიერი მოთხოვნისა, გ---------------- გახდა აგრესიული და მ-------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მისი დარბაზიდან გაყვანის შემდგომაც, სადაც გ----------------მ მოულოდნელად მ-------------- თავი ჩაარტყა სახის არეში, რითაც მიიღო თავის ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი, გ---------------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ასევე ს------------------------ სხვა თანამშრომლებსა, რის გამოც ზ------------ და დ-------------------- შეძლეს მისი შებოჭვა და საკანში გადაყვანა. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ პ-------–----------–-------–---- არცერთ თანამშრომელს, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა გ----------------სთვის არ მიუყენებიათ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ო----------------, კ-------------------, ლ-----------------, დ-------------- და მ-------------- ჩვენებების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებული გ---------------- იყო ის პიროვნება, რომელმაც 2----–-–----------------–-, სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ, მ--------------, მისი მოწოდების საპასუხოდ, რომ სხდომა იყო დამთავრებული და დაეტოვებინათ სხდომის დარბაზი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იგი გაყვანილი იქნა სხდომის დარბაზიდან, თუმცა სასამართლოს დერეფანში მყოფი კვლავ აგრძელებდა ს------------------------ თანამშრომლების მისამართით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა გ----------------ს მიერ მ--------------თვის სახის არეში თავის ჩარტყმაში.
ბრალდებულ გ----------------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობა და ს------------------------ თანამშრომლების მიმართ გამოხატულ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სრულად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, 2----–-–---------------–--- დათარიღებული რეაგირების ოქმით, რომლის თანახმად სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ, გ---------------- არ დაემორჩილა ი----------- მ-------------- კანონიერ მოთხოვნას გამოსულიყვნენ სხდომის დარბაზიდან, რა დროსაც ბრალდებულმა გ----------------მ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდგომ თავი ჩაარტყა სახის არეში.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დეტალურად არის აღწერილი გ----------------ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ 2----–-–----------------–- მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მ-------------- დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-----------------, რომელმაც განმარტა, რომ შ----------------------–-----------------------–---------–-----–---------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------- მიხედვით, მოქ. მ--------------, 2----–-–----------------–- მიმართა კლინიკას, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი: „ცხვირის რენტგენოგრამაზე ვლინდება ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე“. დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ---------------- თავად გახდა ს------------------------ თანამშრომლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც ასევე უთითებდნენ დაცვის მხარის მოწმეები გ--------------, მ---------------, მ------------------------, დ--------------, კ--------------- და რ--------------- სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში, თუმცა მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები არ არიან ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდის თვითმხილველი მოწმეები და მათ მიერ დანახული იქნა მხოლოდ გ----------------ს კედელზე მიყენების ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებულმა და ბრალდების მხარის მოწმეებმა განმარტეს, რომ აღნიშულ დროს ს------------------------ თანამშრომლები, გ----------------ს აგრესიული მდგომარეობიდან გამომდინარე ცდილობდნენ მის შებოჭვას და არა მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა უმრავლესობას ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულ გ----------------სთან, მათი ნაწილი პირადად ახორციელებდა გ----------------ს ინტერესების დაცვას 2----–-–----------------–- გამართულ სასამართლო სხდომაზე, ამასთან მათ მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------მ ჩაიდინა ძალადობა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიმართ და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რის გამოც გ----------------ს მიმართ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2----–-–---------------–-- რედაქცია).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (2----–-–---------------–-- რედაქცია) თანახმად, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მის მიმართ ძალადობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენს, რომლითაც გ---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს-------------------------- განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------–---------------. ვინაიდან გ.--------ა ქმედების განხორციელებისას არ იყო ნასამართლევი, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე (2----–-–---------------–-- რედაქცია).
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–---------------–-- რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, შთანთქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------–--------------- ძალაში დატოვებულმა სასჯელმა და საბოლოოდ, გ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2----–-–-------------- განაჩენით განსაზღვრული დაკავების დღიდან - 2----–-–-------------------------------
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი