გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4258-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - შ--–-----------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–---------–---–-
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - დ---------------
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - გ---------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების არარა აქტად აღიარება.
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №7----- შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების არარა აქტად აღიარება.
1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ--–-----------–---–ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს----------------------------–------------------------–-----------------–--------------–--------------ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი არარა აქტებად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის და განაცდური თანხის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, თანამდებობაზე დანიშვნისა და სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ 2014 წლის 1 აპრილის №6----- ბრძანების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში -საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის ,,გ’’, ,,ლ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კ--------------------------------–--ს განკარგულებაში მყოფი, შსს ც--------–---------------–----------–-–----------------------------------------------–--ს (ნ------------------------------------–-------------------–ის) I-------------–-----------------------–-----------–-, პოლიციის მაიორი - შ--–-- გ-------ს ძე კ-------–---–ი (პ/ნ: 3----------) დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–--ს გ--------------------–----–---------------------------ად ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორის “ უ-------- სპეციალური წოდების მინიჭებით.
საფუძველი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს უ--------ს 2014 წლის 1 აპრილის პატაკი №6----- და შ. კ-------–---–ის 2014 წლის 1 აპრილის პატაკი №6-----.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს თანამდებობაზე დანიშვნისა და სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ 2014 წლის 1 აპრილის №6----- ბრძანება. (ს. ფ.22)
3.1.2 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 21 ივნისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კ----------------------–--ს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - შ--–-----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–--ს გ--------------------–----–---------------------------ად.
საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო- ოპერატიული მთავარი სამმართველოს უ--------ს 2014 წლის 20 ივნისის პატაკები №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, №1------, 2014 წლის 21 ივნისის პატაკი №1------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 21 ივნისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანება (ს. ფ. 23)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 25 ივლისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №1402894 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კ----------------------–--ს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - შ--–-----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–--ს უ-------------------–-დ.
საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ-------------------–- საგამოძიებო- ოპერატიული მთავარი სამმართველოს უ--------ს 2014 წლის 21 ივლისის პატაკი №1------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს მოვალეობის დროებით შემსრულებლის 2014 წლის 23 ივლისის სამსახურეობრივი ბარათი №1------ და გენერალური ინსპექციის 2014 წლის 24 ივლისის სამსახურეობრივი ბარათი №1------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 25 ივლისის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №1------ ბრძანება (ს. ფ. 24).
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 8 სექტემბრის დროებით მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ №1------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის’’ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,წ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1746447 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კ----------------------–--ს განკარგულებაში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–----–--------–-------------------–--------------–--ს ყოფილ უ-------------------–-ს, ს----------–----------------------–-–------–------–------- - შ--–-----------–---–ს დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ-------------------–ის დროებით მოვალეობის შესრულება.
საფუძველი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის განკარგულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 8 სექტემბრის დროებით მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ №1------ ბრძანება. (ს. ფ. 25)
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს 2015 წლის 15 სექტემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №2------ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსხურის გავლის წესის’’ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ (სამსახურეობრივი დაწინაურებისას) და ,,ბ’’ (საშტატო - საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას) ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებისა და შს მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №1746447 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კ----------------------–--ს განკარგულებაში მყოფ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ-------------------–ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ს----------–----------------------–-–------–------–------- - შ--–-----------–---–ს შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს 2015 წლის 8 სექტემბრის №1------ ბრძანებით დაკისრებული მოვალეობა და დაინიშნა - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უფროსად.
საფუძველი: შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის განკარგულება, გენერალური ინსპექციის 21.08.2015 წლის №1------ და 01.09.2015 წლის №1------ სამსახურეობრივი ბარათები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს 2015 წლის 15 სექტემბრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ №2------ ბრძანება (ს. ფ. 26)
3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №2------ ბრძანებიდან ამონაწერის მიხედვით, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შეახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ ,,ნ“ ქვეპუნქტების და საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №18/11/01 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ--------, ს----------–----------------------–-–------–------–-------ი - შ--–-- გ-------ს ძე კ-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საფუძველი: შს მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №--- საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №2------ ბრძანება (ს. ფ. 20)
3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №7----- ბრძანებიდან ამონაწერის მიხედვით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლში მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’, ,,ზ’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს ყოფილი უ--------, ს----------–----------------------–-–------–------–-------ი - შ--–-- გ-------ს ძე კ-------–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №7----- ბრძანება (ს. ფ. 21).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--–-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის - შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №2------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის - შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №7----- ბრძანება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არარად ასაღიარებელ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, ანუ - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ--------ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ--–-----------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ--------ს თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად - მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.
სასამართლო მიუთითებს ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობას, სტრუქტურას და საქმიანობის ორგანიზებას, კერძოდ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უ--------, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანების მე-7 მუხლი განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს უფლებამოსილებებს, კერძოდ, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უ-------- - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
სასამართლო ეთანხმება მოპასუხეთა პოზიციას, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს მმართველობაში შემავალ ერთეულს. ასევე ეთანხმება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალ საკითხებს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხიმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, მაგრამ სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ მინისტრი, ზემოთ მითითებული უფლებამოსილების განხორცილებისას შეზღუდულია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს 2015 წლის 15 სექტემბრის №2------ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) კ----------------------–--ს განკარგულებაში მყოფ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ-------------------–ის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ს----------–----------------------–-–------–------–------- - შ--–-----------–---–ს შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უ--------ს 2015 წლის 8 სექტემბრის №1------ ბრძანებით დაკისრებული მოვალეობა და დაინიშნა - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უფროსად.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების’’ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტები, ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უ-------- უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად, ხოლო ,,ლ’’ ქვეპუნქტის მიხედვით სასაზღვრო პოლიციის უ--------, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, როგორც მოსარჩელის თანამდებობის დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
შესაბამისად, მოსარჩელე - შ--–-----------–---–ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემა ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №7----- ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.
6.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შ--–-----------–---–ი აღდგება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ--------ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე.
6.6. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. არარა აქტად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №2------ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება.
3. არარა აქტად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №7----- შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ--–-----------–---–ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს--------------------------–------------------------–-----------------–--------------–--ს უ--------ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
5. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი