განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002503102
საქმეN1-555/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10.01. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ------------------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ბე-----------ძე
მამის სახელი: თ-----ი
დაბადებული: 2--06.1976 წელს
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს რესპუბლიკის
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სა-----------------–---------.
ბრალდებულის დამცველი - და--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171170518011
1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1 ბე-----------ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 17 მაისს, ქ. ბათუმში, ტბ--–--------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ტანთმოსილი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში და თანნაქონი ყვითელი ფერის თუნუქის ბიდონში უკანონოდ ინახავდა რამდენიმე შეკვრად დაფასოებულ 0.496 გრამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, 2.4 გრამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს), 0,7769 გრამ, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რომელიც 2018 წლის 17 მაისს, ქ. ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის ქN44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული;
1.2 ბე-----------ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 17 მაისს, ქ. ბათუმში, ტბ--–--------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, თანნაქონი ყვითელი ფერის თუნუქის ბიდონში უკანონოდ ინახავდა კონვალუტის 06(ექვს) ცალ მონაჭერში განთავსებულ 11.1 გრამ, დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს, რაც 2018 წლის 17 მაისს, ქ. ბათუმში, ტბელ-აბუსერიძის ქN44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონოდ შეძენა, შენახვა;
დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების
შეძენა, შენახვა;
2.1. 2018 წლის 17 მაისის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ ბე------------------------ძე, დაბადებული 2--06.1976 წელს, რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონი ქვედა სა------------------ში, არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ის იმყოფება ქ. ბათუმი, ტბ--–--------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება. ( იხ. ს/ფ 3);
2.2. მოწმის სახით დაკითხვისას ზა-------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 17 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბე-----------ძე გადაადგილდებოდა ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე, თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება; ინფორმაცია და პიროვნება გადაამოწმა, შემოწმებით დადგინდა, რომ ბე-----------ძეს უფიქსირდებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხშირი კვეთა; ის მოძრაობდა ტბ--–--------–---------------ის მიმდებარედ; მოხსენდა ხელმძღვანელობას დაახლოებით 18:00 საათისთვის; მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია; მისი მოხსენებიდან რამდენ ხანში გავიდა ოპერატიული ჯგუფი და ზოგადად რა მოიმოქმედეს მისთვის ცნობილი არ არის; ინფორმაცია მოეწოდა ტელეფონის მეშვეობით, შეხვდა ინფორმაციის მომწოდებელს, შემდეგ გადაამოწმა პიროვნება; შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოახდინა შეხვედრა და გადამოწმება; რა სახის და შინაარსის ინფორმაციაც მიიღო, ზუსტად ის მოახსენა ხელმძღვანელს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 2--07.2018წ, 15:25:33სთ-15:37:39სთ)
2.3. მა-------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 17 მაისს იმყოფებოდა სამსახურში დაახლოებით 18:00 საათი იქნებოდა, რომ შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ბე-----------ძე იმყოფებოდა ტბ--–--------–--ის ქუჩაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება; რუ--–-- გრ---------თან და გამომძიებელ გი------------ესთან ერთად გავიდნენ აღნიშნულ ადგილზე; ტბ--–--------–--ის #48-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, მათ მიერ მოხდა შეჩერება, მას ხელთ ეჭირა პოლიეთილენის პარკი, გამომძიებელმა განუმარტა მას რომ დაწყებული იყო მის მიმართ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა; ასევე გამოძახებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტები; ჩხრეკისას ტანთცმული შარვლის უკანა ჯიბიდან მის მიერ ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შემცველი ორი ცალი აბი; გამომძიებლის შეკითხვაზე ბე-----------ძემ განაცხადა, რომ მას თან ჰქონდა ზეთის ჭურჭელი ე. წ. ბიდონი, სადაც ასევე ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ექსპერტების მიერ მოხდა მისი გაჭრა და ამოიღეს 14 ცალად შეკრული პაკეტები შეხვეული ე.წ. ფოლგაში, სადაც გახსნისას აღმოჩნდა ასევე ნარკოტიკული საშუალებები;
აღმაშენებლის ქუჩიდან შემოსვლისას არის აბ-----–---------------------ის მიმდებარედ შეაჩერეს ეს პირი. იყო მარტო, როცა ჩხრეკას ატარებდნენ, ამ დროს მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც განაცხადა რომ იყო მისი შვილი; მას გამომძიებელმა აუხსნა, რომ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება და მას შეეძლო მისთვის თვალყური ედევნებინა, შვილს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ნამდვილად არ მიუღია; ბე-----------ძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მან განმარტა, რომ შარვლის ჯიბიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მას და ასევე მას ეკუთვნოდა ზეთის ბიდონში არსებული ნარკოტიკული საშუალებებიც, აღნიშნული მან შეიძინა თურქეთის რესპუბლიკაში და გამოაგზავნა თურქეთის რესპუბლიკიდან; ესაჭიროებოდა პირადი მოხმარებისათვის; პოლიეთილენის პარკში ასევე იყო სარეცხი საშუალებები; ისინიც შეამოწმეს, თუმცა ნარკოტიკული საშუალებები არ აღმოჩენილა; ბე-----------ძის დაკავება მოხდა ქუჩის მარჯვენა მხარეს; ბე-----------ძეს ხელში ეჭირა ერთი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, დიდი მოზრდილი პარკი იყო, მას ხელში სხვა პარკი არ ჰქონდა, რასაც დარწმუნებით აცხადებს; ; ადასტურებს, რომ სამივე მივიდნენ ერთად საგამოძიებო მოქმედება დაიწყო ექსპერტ კრიმინალისტების მისვლის შემდეგ; პარკში გარდა ბიდონისა, იყო სარეცხი საშუალებები, ისინიც შემოწმდა; მას რაიმე სახის კავშირი სავალუტო ჯიხურთან არც იქ მომუშავე პირთან არ ჰქონია; საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა ქუჩის მეორე მხარეს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 17.09.2018წ, 12:27:54სთ-12:49:58სთ);
2.4. მოწმის სახით დაკითხვისას რუ--–-- გრ---------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 17 მაისს გამომძიებელთან და მა-------------ესთან ერთად გავიდა ბე-----------ძის ადგილსამყოფელის მიხედვით; შეაჩერეს, გამოძიებელმა განუმარტა უფლებები, მას უნდა თან ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და თან შესაძლებელია იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ; ჩხრეკის დროს შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი აბი სუბოქსინი; ამის შემდეგ შეკითხვაზე მან მიუთითა, რომ თანქონილ შავი ფერის პოლიეთილენის პარკში ჰქონდა და ესპერტების მიერ გაიჭრა რა მოცემული ჭურჭელი , ამოღებული იქნა 14 შეკვრა, რომელიც გაიხსნა და მასში აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების აბები, ორი შეკვრა რომელიც არ გაიხსნა, ბე-----------ძის განმარტებით იყო ჰეროინი; ჩხრეკის დროს იყო გამომძიებელი, მა-------------ე და ორი ექსპერტი, რომლებმაც ამოიღეს შეფუთული ფოლგები და მწებავი ლენტით შეკრული გახსნეს;; ბე-----------ძე იყო ტბ--–--------–--ის ქ#---ის მიმდებარედ ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, ეს პირი იდგა და ხელში ეწირა პოლიეთილენის პარკი, მხოლოდ ეს პარკი ეჭირა და იყო მარტო; სხვა პირები იქ ახლოს არ იყო; ადგილი იყო ლენტით შემოფარგლული; გარეთ კი იყო ას-–-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ იყო მისი შვილი, ის იყო გადასული მეორე მხარეს ანუ სტადიონის მხარეს და იქედან აკვირდებოდა, როცა მოვიდა ის, დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა და გამომძიებელმა აუხსნა, რომ ტარდებოდა პირადი ჩხრეკა; ის მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა შეეძლო თვალყური ედევნებინა; ის იყო საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის პერიოდში იქვე, მხოლოდ სხვა მხარეს; ჩხრეკის დასრულების შედეგ მოხდა პიროვნების დაკავება, ბე-----------ძე აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება იყო თურქეთში შეძენილი და იქედან გამოგზავნილი; კრიმინალისტების მოვიდნენ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, მანამდე გამომძიებელი აცნობდა უფლებებს, ექსპერტ კრიმინალისტების მოსვლის შემდეგ დაიწყო ჩხრეკა; პირადი ჩხრეკა ჩაატარა მა-------------ემ; შარვლის უკანა ჯიბიდან იქნა ამოღებული აბები და გადასცა ექპერტებს;
ადასტურებს, რომ ბე-----------ძე იყო მარტო და შემდეგ მოვიდა მსი შვილი ას-–-----------ე; ჩხრეკა უკვე დაწყებული იყო; ნამდვილად იცის და ახსოვს, რადგან გამომძიებელმა თხოვა რომ მოშორებოდა იმ ადგილს, სადაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება და თუ სურვილი ჰქონდა თვალყური ედევნებინა; ზეთის ბიდონი გაიჭრა და იქედან დაიღვარა ზეთი; ჯიხურში მომუშავე ქალი არ შეუნიშნავს, და არც არავინ მოსულა იმ დროს იქ; ბე-----------ძე დაკავებული იქნა წრიულამდე დაახლოებით 15-20 მეტრში; შეჩერება მოხდა მარცხენა მხარეს - კორპუსის მხარეს, მიმდებარე ტერიტორიაზე, სტადიონის უკანა მხარეს;
ჩხრეკაზე ბე-----------ძის თანხმობა იყო წერილობით, წინააღმდეგობა არ გაუწევია, საგამოძიებო მოქმედება ნებაყოფლობით ჩატარდა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 17.09.2018წ, 14:08:56სთ-14:22:34სთ)
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ნუ------------–-ძემ განაცხადა, რომ არის ექსპერტ კრიმინალისტი; 2018 წლის 17 მაისს ემ------------–-ძესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, გი------------ე იყო გამომძიებელი, დაიწყეს ფოტო გადაღება მიმდინარეობდა ჩხრეკა; მიმდინარეობისას პიროვნებამ განაცხადა, რომ შარვლის ჯიბეში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, ამოიღეს და დაასურათეს და დალუქეს; ასევე თავად განაცხადა, რომ ზეთის ბიდონში ინახავდა ასევე ნარკოტიკულ საშულებას, ამოღებული იქნა რამდენიმე შეკვრა და გაიხსნა; მასში აღმოჩნდა კონვალუტები, რომლებიც დასურათდა და დაილუქა რამდენიმე შენაფუთი არ გაიხსნა რადგან მასში იყო ფხვიერი მასა, დაასურათეს აღნიშნულიც და დალუქეს ; შენაფუთები დასვრილი იყო ზეთით; ბიდონი გაიჭრა დანის საშუალებით ; ანაწმენდები და კვლები ვერ ამოვიდოდა მასალიდან გამომდინარე და არც ამოუღიათ; იმდენად დასვრილი იყო, რომ ანაწმენდების აღებას აზრი არ ჰქონდა; ზეთით დასვრისას კვალი არ ჩანს;
როცა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ; გამომძიებელი ესაუბრებოდა პიროვნებას, რომ ჩასატარებელი იყო საგამოძიებო მოქმედება; ეს პიროვნება იდგა და ესაუბრებოდა გამომძიებელი, პოლიციელები არ ახსოვს; ზუსტ რაოდენობასაც ვერ იხსენებს; პოლიმერული მასალისგან დამზადებული სახურავი ჰქონდა; რატომ გაჭრეს, არ ახსოვს, მაგრამ გაჭრილი რომ იქნა , ნამდვილად ახსოვს; ზეთი გადაღვარეს იქვე ხის ნარგავის ძირში;(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 17.09.2018წ, 14:24:43სთ- 14:41:52სთ);
2.6. გი------------ემ განაცხადა, რომ აწარმოებდა გამოძიებას ბე-----------ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე; 2018 წლის 17 მისი ტ. აბ-----–---ს ქ. #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ; ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, ინფორმაცია არსებობდა რომ ბე-----------ძე გადაადგილდებოდა ტ. აბ-----–---ს ქუჩაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება; საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ტბ--–--------–--ის #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბე-----------ძეს იცნობდა უკვე ვიზუალურად; ქუჩის პირას იდგა ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, განუმარტა, მივიდნენ მასთან, განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა;
დაახლოებით 15-20 წუთში მოვიდნენ ექსპერტ კრიმინალისტები; თავდაპირველად წინადადება მისცა და მან ნებაყოფლობით წარმოადგინა შარვლის ჯიბიდან 2 აბი; მას ასევე ხელში ეჭირა პოლიეთილენის დიდი ზომის შავი ფერის პარკი; თავად განაცხადა, რომ ამ პარკში დევს ზეთის ბიდონი და მასში ასევე ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს; გარედან რა თქმა უნდა არ ჩანდა; გადაღვარეს ზეთი გაჭრეს ბიდონი და შიგ იყო შენაფუთი 14 ცალად; თავდაპირველად მწებავი ლენტით, შემდეგ ფოლგით და შემდეგ პოლიეთილიენის პარკებით შეფუთული; რამდენიმე შენაფუთი იყო ფხვიერი მასით, რომელიც ვერ გაიხსნა, დანარჩენში იყო კონვალუტა და კონვალუტის მონაჭერები; პარკში იყო სარეცხი საშუალებებიც ზუსტად დასახელება არ ახსოვს, მაგრამ ყველა მათგანი იყო საყოფაცხოვრებო დანიშნულების, რა თქმ უნდა იქაც ეძებეს; გადაღვარეს და დაათვალიერეს, მაგრამ მათში არაფერი არ აღნოჩნდა ;
საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა რუ--–-- გრ---------ი, მა-------------ე და ორი ექსპერტი;
როცა გავიდნენ თან გამოიძახეს ექსპერტები, რადგან თავიდანვე ჩანდა რომ საჭირო იქნებოდა საგამოძიებო ქმედების ჩატარება; როცა ეს ნივთები ამოიღეს, განუმარტა უფლებები, ჩხრეკის დაწყებამდე მათთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, მისივე განმარტებით იყო მისი შვილი და მოიკითხა თუ რატომ ყავდათ შეჩერებული, მან მიმართა, რომ ხელი არ შეეშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის, და ის ამ მოქმედებების დასრულებამდე იყო იქვე, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია; შემდეგ ეს ახალგაზრდაც წაიყვანეს განყოფილებაში ჩვენების მისაცემად; თავად ბრალდებულმა განმარტა, რომ ეს ნივთიერებები იყო მისი, შეიძინა თურქეთის რესპუბლიკაში და გამოაგზავნინა და აიღო ოფისში; ეს დეტალურად განაცხადა შემდეგ განყოფილებაში გამოკითხვისას; ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მისცა მითითება ექსპერტებს, რომ აეღოთ ნიმუშები, რადგან ექსპერტებმა განუცხადეს, რომ ზეთით იყო დასვრილი და ანაწმენდების და ნიმუშების აღება ვერ მოხერხდებოდა, ამის გამო შეიტანა შენიშვნა ოქმში; აღნიშნულის გარეშე ის ვერ ჩაატარებდა დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას; ბე-----------ძე ასევე შემოწმებული იქნა ნარკოლოგიური სახით და ის იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ; ასევე მის მიერ იყო მცდელობა რომ დაედგინა ვინ და როგორ გამოაგზავნა, თუმცა შეუძლებელი გახდა, რადგან ზეპირსიტყვიერად ხდება შეთანხმება მგზავრსა და მძღოლზე და მხოლოდ ნივთს აკრავენ სახელს, ავტობუსების მიხედვით ის ჩამოდის გარკვეულ ოფისებში; აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვერ დადგინდა გამომგზავნის ვინაობა, გამოგზავნის ფაქტი, - ვერ მოხდა ამ ნაწილით ბრალის წაყენება მისთვის; თავად ბე-----------ძემ განაცხადა გამოკითხვისას, რომ ის შეიძინა თურქეთში და გამოაგზავნა თურქეთიდან; სხვა რაიმეზე მას არ უსაუბრია; ჩხრეკის ოქმში მითითებული , რომ მან ნებაყოფლობით წარმოადგინა და მიუთითა ნარკოტიკული საშუალებები თუ სად ინახებოდა; ბარამიძე იდგა ჩვეულებრივად; მათ ის შეაჩერეს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 17.09.2018წ,14:43:42სთ-15:09:32სთ);
2.7. მოწმე ემ------------–-ძემ განაცხადა, რომ პირველი განყოფილებიდან შემოვიდა შეტყობინება და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, აღმოჩნდა რომ პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ ბე-----------ძისათვის; ბე-----------ძეს პოლიციელები ედგნენ გვერდით, ის იყო შეჩერებული; ჩხრეკისას შარვლის ჯიბიდან ამოურეს ორი ცალი აბი კონვალუტით; ასევე ამოღებული იქნა ზეთის ბიდონი, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, თხევადი მასა გადაიღვარა იქვე ხის ძირას, მწებავი ლენტით იყო რამოდენიმე შენაფუთი, ისინი გაიხსნა, დათვალიერდა, დასურათდა და დაილუქა; როგორც ახსოვს ამოღებული იქნა 60 აბი მეტადონი, 37 ცალი ლირიკა და 60 აბი სუბოქსინი; ამოღებული ნივთები ცალ ცალკე დაილუქა; საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა მისი მეწყვილე ნუ------------–-ძე; შეჩერებულ პირს ხელშ ეჭირა შავი პოლიეთილენის პარკი, მისივე მითითებით დაიძებნა ზეთის ჭურჭელში ნარკოტიკული საშუალებები; პარკში იყო ასევე სარეცხი საშუალებები; სხვადასხვა სახის საშუალებები; სარეცხი საშუალებებიც შემოწმდა, გადაიღვარა ისინიც, თუმცა მათში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ აღმოჩენილა; ანაწმენდები აღებული არ იქნა , ვინაიდან რაშიც იყო შენაფუთები, დასვრილი იყო ზეთით; იქედან კი კვალის ამოღება შეუძლებელია, რადგან ზეთი კვალს აფუჭებს; ხელთათმანებით მუშაობდნენ ყველა ნივთი დასურათებულია; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 28.09.2018წ 14:33:29სთ-14:46:11სთ );
2.8. მე---------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას სხდომაზე განაცხადა, რომ მის მიერ გაცემულია ექსპერტის დასკვნა; საგამოძიებო ორგანოდან ორ ცალად იყო საკვლევი ობიექტი წარმოდგენილი, მათ არანაირი დარღვევა არ ჰქონდათ, პირველი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა „Suboxone“ სამარკო აღნიშვნით 6 ცალი კონვალუტა და 4 ცალი კონვალუტის მონაჭერი, მთლიანობა დაურღვეველი შემოგარსვით სულ 60 ტაბლეტი; ამავე პაკეტში იყო სამარკო აღნიშვნით მეტადონი სულ 60 აბი, ბუდედაურღვეველი, ასევევე სამარკო აღნიშვნთ ლირიკა 6 ცალი მონაჭერი, მასში განთავსებული იყო 37 ცალი კაფსულა; ასევ იყო ფხვნილისებრი მასები; მეორე მონაჭერში იყო კონვალუტის მონაჭერი სულ ორი ტაბლეტი, რადგან საკვლევი ობიექტების სიმრავლე იყო, აქედან გამომდინარე თითოეული ობიექტი დაექვემდებარა ცალ ცალკე კვლევას, კონვალუტა და კონვალუტის მონაჭერების შესწავლით დადგინდა მათში ნარკოტიკული საშუალების სახეობები და შემცველობა; წარმოდგენილი საკვლევი ობიექტების შესწავლით გაკეთდა დასკვნები, პარალელურად ახდენდა საკვლევი ობიექტების დასურათებას, რაც თანდართულია დასკვნაზე; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 17.09.2018წ, 12:13:14სთ-12:23:22სთ);
2.9. ავ--------–-------–---–მა განმარტა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, მან გამოკითხა ინ-------------–-ძე , დაადასტურა მისი კანონიერება და ავთენტურობა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 28.09.2018წ 14:56:11სთ -14:57:40სთ);
2.10. მოწმე ინ-------------–-ძემ განაცხადა, რომ მუშაობს აბ-----–---ს ქუჩაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე; ობიექტს აქვს შიდა სათვალთვალო კამერები და გარესათვალთვალოს კამერები; მაისის თვეში მასთან საღამოს მოვიდა პიროვნება, დავითი, იღებდა კამერით თუ ტელეფონით; მოიკითხა თუ ვინ მუშაობდა პუნქტში, მოითხოვა ჩანაწერები, უპასუხა, რომ კამერა იწერდა ჩვეულებრივ; ოფიციალური დოკუმენტით მოვიდოდა და ნახავდა; აუხსნა, რომ თუკი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიეტანა სასამართლოდან ნებართვა; თავდაპირველად არც რაიმე შესაბამისი ცნობა ჰქონდა; შემდეგ მოვიდა სხვა პირებთან ერთად და მოიტანა სასამართლოს ნებართვა; ჩანაწერები არ აღმოჩნდა, ადვოკატი მასზე გაბრაზდა, რადგან ეჭვი მიიტანა მასზე და თავად რატომ ჩაერეოდა და წაშლიდა; კონკრეტული აპარატი, ტექნიკა არის მოძველებული და ამ ფაქტის გარდა, მოხდა შემთხვევა და ადრეც ანალოგიური დაფიქსირებულა; ანუ ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა; კონკრეტულ შემთხვევაში, არ იყო ჩანაწერი, ალბათ არსებობდა ხარვეზი და არ ჩაიწერა; ეს მოწყობილობა ინახება ამ კომპიუტერში, არის ძველი და ყოველთვის არ ინახავს; მანამდე პოლიციის თანამშრომლებიც არ ყოფილან მოსულები გარდა ადვოკატისა, ჩანაწერით არავინ არ დაინტერესებულა და როცა ადვოკატმა მოიტანა ნებართვა, ნახეს გასული კი იყო რამდენიმე ხანი, მაგრამ ჩანაწერი არ იყო შენახული; სასამართლოს ნებართვით, როცა მოვიდა ახლდა პოლიციის თანამშრომელიც; ზოგადად ხარვეზი გამოწვეული იმით, რომ მოვიდა მარალი ძაბვა, და გადაწვა ტექნიკა და ამის შემდეგ ხშირია ხარვეზები; მას წინასწარ არც გადაუმოწმებია ჩანაწერები არც დაინტერესებულა ადვოკატი შეკითხვაზე მან მხოლოდ ის უთხრა, რომ კამერა მუშაობდა და იწერდა, მაგრამ ეს ზუსტად იქნებოდა თუ არა თავიდან არ იცოდა, ზოგადად დაუდასტურა, რომ ვიდეოკამერა არსებობდა და ჩანაწერებს ზოგადად ინახავდა; არც შესულა და არც ფაილი არ უნახავს; როცა ნახეს არამარტო იმ დღის არამედ რამდენიმე დღის ჩანაწერი იყო წაშლილი; მის გვერდით არის ოფისი, ყოფილა შემთხვევა, გამონაკლისი, რომ დაუტოვებია პარკიც წერილიც კონვერტიც მაგრამ არ ახსოვს; პოლიეთილენის პარკი არ ახსოვს თუ დაიტოვა; (იხ ოქმი 05.10.2018წ 16:04:33სთ-16:20:58სთ);
2.11. ას-–-----------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 17 მაისს მამამ თხოვა დახვედროდა, ის იმყოფებოდა ტბ--–--------–---------------–-----–ის ქუჩების კვეთასთან; ბარგი აიღო ჩადო საბარგულში და ელოდებოდნენ ავტობუსს; ვინაიდან მისი მამა გადმოფრინდა, ყველაფერი ვერ წამოიღო და გამოაგზავნა ავტობუსით; ავტობუსიდან ვიღაც ქალს გადასცეს ორი პარკი, მამამისმა მოიკითხა თუ იყო მის სახელზე პარკი, კი ორი მოიტანესო და ერთი უნდა ყოფილიყო; ქალბატონა უთხრა, რომ გამცილებელმა დაუტოვა და გაერკვიათ; ქალბატონს დაურეკა ვინმე თ-----ს; ქალბატონმა უთხრა, რომ ბარცხანაში დაელოდებოდა და იქ მიეტანა ანუ შავი პარკი უნდა მიეტანათ ამ ქალისთვის; დაახლოებით ორის საათი ისხდნენ მანქანაში შემდეგ გადაიყვანეს მანქანიდან, ორი პოლიციელი იყო, შემდეგ მოვიდნენ ექსპერტები; დაიწყეს გადამოწმება ნივთების , ყველაფერს კარგად ვერ ხედავდა ზურგით იყვნენ მისკენ და არ ჩანდა კარგად, ამ დროს მესამე პოლიციელიც მოვიდა მამუკა ერქვა, როგორც მიმართავდნენ; დაიწყეს ჩხრეკა , მისი მამა ყვიროდა, რომ რაღაცეების მიკუთვნება უნდოდათ; ისმოდა საუბარი, რომ მას თავაზობდნენ და ემუქრებოდნენ თუ იმ პარკს, საიდანაც ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს თავის თავზე არ აიღებდა მოუწევდა პასუხისგებაში მიცემა მას;
ადვოკატს გაყვა რამდენიმე დღის შემდეგ ჯიხურში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომუშავე ქალს კითხა თუ რა ადგილს ხედავდა მის პუნქტზე დამონტაჟებული კამერა; ქალბატონმა აჩვენა ის არეალი, რასაც ხედავდა კამერა; ქალბატონმა მოითხოვა ნებართვა; ადვოკატმა უთხრა რომ ხვალ იქმნებოდა განჩინება და თხოვა ეჩვენებინა მისთვის ყველაფერი ; ქალბატონმა შეცბა 17 მაისის დღის ჩანაწერზე და გამოუშვა ისინი გარეთ და მოითხოვა მიეტანათ ნებართვა; ადვოკატმა თხოვა რომ არ წაეშალა ჩანაწერები; და მიიტანდა ნებართვას; ავტობუსის გამცილებელს გულისხმობდა; ინ-------------–-ძე იყო ვინც პარკები შეიტანა; მისი მამა ყვიროდა, რომ სხვის პარკს აკუთვნებდნენ და კიდე უნდოდათ დამატებით ჩაედოთ ჯიბეში; (იხ ოქმი 09.10.2018წ 14:10:38სთ -14:19:50სთ);
2.12. ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის გი------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რუ--–-- გრ---------ის და მა-------------ის, ექსპერტების ნუ------------–-ძის და ემ------------–-ძის მონაწილეობით 2018 წლის 17 მაისს, ბე-----------ძეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 18:40 საათიდან 20:25 საათამდე დროის შუალედში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. ბათუმში, ტბ--–--------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, დღისით, ხელოვნური განათების პირობებში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
ბე-----------ძის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი გაუხსნელი აბი, რომელსაც უკანა მხარეს აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,, ,,Suboxone’’. ამის შემდეგ ბე-----------ძემ მიგვითითა მის ხელთ არსებულ შავი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ყვითელი ფერის თუნუქის ბიდონზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ბიდონშიც იყო ნარკოტიკული საშუალებები, რის შემდეგაც გაჭრილი იქნა აღნიშნული თუნუქის ბიდონი, ამოღებული იქნა ვერცხისფერ ფოლგაში შენაფუთი თერთმეტი ცალი, რომელიც ექსპერტების მიერ იქნა გახსნილი, სადაც აღმოჩნდა კონვალუტაში არსებული 60 (სამოცი) აბი, წარწერით Metadone 40’’. 37 (ოცადაშვიდმეტი) ლათინური ასოებით წარწერით ,,LYRIKA’’ 300mg და 60 (სამოცი) აბი ლათინური ასოებით წარწერა ,,Suboxone’’. ორი ცალი პოლიეთილენის პარკში შენაფუთი. აღნიშნული აბები და ორი ცალი პარკში შენაფუთი ექსპერტების მიერ მოთავსებული იქნა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა NFCI403026, ასევე ორი აბი წარწერით ,,Suboxone’’ დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში NFCI402716, ასევე პოლიეთილენის შავ პარკში შემოწმებული იქნა სარეცხი საშუალების შეფუთვა ლათინური ასოებით ,,OMO და ,,BINGO’’, რომელშიც რაიმე კანონით აკრძალული არ აღმოჩნდა. შავი ფერის პოლიეთილენის პარკი და თუნუქის ბიდონი დაილუქა პოლიეთილენის პარკში NFCI 533221. შემთხვევის ადგილი ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა ციფრული აპარატით ნიკონით, რის შემდეგ მონაწილე პირების მიერ გაკეთებული იქნა ხელმოწერები. ( იხ. ს/ფ 26-54).
ბე-----------ძის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის გი------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რუ--–-- გრ---------ის და მა-------------ის, მონაწილეობით 2018 წლის 17 მაისს, 20:25 საათზე, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქN44, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბე-----------ძე ( იხ. ს/ფ 55-60).
2.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N00------- დადგენილია, რომ ბე------------------------ძე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: ბუპრენორფინი, კოკაინი, ტრამადოლი, ექსტაზი, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე ჯგუფის მიღებულია უარყოფითი შედეგი. ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტრიპულ ნივთიერებებზე, აფეტამინზე, მორფინზე, მეტადონზე, მეტადონის მეტაბოლიტზე, მეტამფეტამინზე მიღებულია დადებითი შედეგი. ( იხ. ს/ფ 55-60).
2.14. ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით, 18.05.2018 წ დადგენილია, რომ სს N171170518011 საქმეზე წარდგენილი, ბე-----------ძისგან ამოღებული:
_ სამარკო აღნიშვნების ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 731212…EXP 10/2020..’’და ,,Suboxone…8mg/2mg.. buprenorphine/naloxone…Lot 71813…EXP 04/2020..’’-ის მქონე 6 (ექვს) ცალ კონვალუტაში და კონვალუტის 5 (ხუთ) ცალ მონაჭერში განთავსებული, ლოგო ,,N8’’-ის მქონე, სულ 62 (სამოცდაორი) ტაბლეტი, მათ საერთო წონა 24,8 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 0,496 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს.
_ სამარკო აღნიშვნის ,,...Methadone 40 …’’-ის მქონე 2 (ორ) ცალ კონვალუტაში და კონვალუტის 8 (რვა) ცალ მონაჭერში განთავსებული, სულ 60 (სამოცი) ტაბლეტი, მათ საერთო წინა 27,0 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 2,4 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილს);
_ სამარკო აღნიშვნის: ,,...LYRICA 300 mg pregabalin….’’ კონვალუტის 6 (ექვს) მონაჭერში განთავსებულ, ლოგო PGN’’-300’’-ის მქონე, სულ 37 (ოცდაშვიდმეტ) ცალ მთელ კაფსულაში არსებული ფხვნილი, საერთო წონით 14,689 გრამი, შეიცავს 11,1 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს;
_ 2 (ორ) ცალად დაფასოებულიფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონა 7,684 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 0,7769 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. ( იხ. ს/ფ 70-76);
2.15. საქმის განხილვისას ბრალდებულმა ბე-----------ძემ განაცხადა, რომ მისი მშობლები იმყოფებიან თურქეთში სტამბულში, მშობლებთან წავიდა მოსანახულებლად, მისმა შვილმა მარიმ თხოვა რომ თურქეთიდან წამოეღო სარეცხი საშუალებები; სტამბულში გაჩერდა 2- 3 დღე, წამოსვლის დროს იყიდა სარეცხი საშუალებები, ავტოსადგურთან ახლოს, ჩაალაგა ნაცრისფერ პარკში, ავტოსადგურში „უ-–------ს“ ფირმის ავტობუსში გაესაუბრა გამცილებელ თ-----ს, მან ბარგი გადაამოწმა, შეკრა, მიაწერა მისი სახელი და დაიტოვა, გადაიხადა 50 ლირა, თ-----მ ქაღალდზე დაუწერა ტელეფონის ნომერი; უთხრა, რომ ბარგი იქნებოდა ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე მათ ოფისში; თავად გადმოფრინდა, როცა ჩამოვიდა, სარფში გადმოლახა საზღვარი, პირველად იმგზავრა წამოვიდა ავტობუსით; ქალბატონს თხოვა და იქვე ჯიხურში აყიდვინა ბილეთი; დაურეკა მის შვილს, თხოვა, რომ ე.წ. „ვოქსთან“ დახვედროდა; მივიდა და ახლო ხანში მოვიდა შვილიც, გააჩერეს მანქანა ოფისთან ახლოს, ცოტა ისაუბრეს ; აუხსნა შვილს, ყურადღება ჰქონოდა ამ ფირმისკენ, თავად წავიდა სიგარეტის საყიდლად, რომ იყიდა დაბრუნდა, ოფისი დაკეტილი იყო, ავტობუსი გაჩერებული, მოიკითხეს და ეს პარკები იყო ჯიხურში, ინდირას შეეკითხა სტამბულიდან თუ იყო რაიმე პარკიო და მიაწოდეს ორი, უარი უთხრა წაღებაზე, რადგან ორივე მისი არ იყო, დაურეკა ქალბატონ თ-----ს უთხრა, რომ ერთი იყო მისი და მეორე სხვა; თ-----ს თხოვნით აპირებდა ეს პარკი წაეღო ე.წ. ბონის დასახლებაში. თავადაც მიდიოდა ამ გზით; რომ გადიოდნენ ამ დროს დააკავეს; ჩასვეს მანქანაში, გადაიყვანეს ქუჩის მეორე მხარეს; 45 წუთი დაახლოებით ყავდათ ავტომანქანაში; მოვიდა ექსპერტი, დაიწყეს პარკის ჩხრეკა, ამოიღო ზეთის ბიდონი გაჭრა, თავზე აღნიშნა, რომ ქარხნული იყო, ამ დროს მოვიდა პოლიციის თანამშრომელი მამუკა ჭაღარათმიანი, თხოვა ექსპერტს ხელთათმანი, ჩვეულებრივად ხელთათმანიანი ხელით მისკენ წავიდა, შარვლის ჯიბეში ჩაუყო ხელი და ამოუღო აბები; მანქანაში ჩასვეს და აუხსნა ერთერთმა რომ აეღო თავის თავზე, თორემ შვილს დააკავებდნენ; განყოფილებაში წაიყვანეს, იქ წყალი, ან რაიმე სითხე მიეცათ დასალევად; მიაწოდეს კოკა კოლა, მოსვა ერთი ორჯერ, ცოტა ხნის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, ეჭვი აქვს, რომ იქ რაც დალია, ეს გამოიწვევდა შემოწმებისას მისი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენას; უკან დაბრუნებულს უთხრეს, რასაც ეტყოდნენ ის გაეკეთებინა; ზეთის ბიდონი მას საერთოდ არ ჰქონია, იქ მისი იყო მხოლოდ სარეცხი საშუალებები, სხვა რაიმე არ ჰქონია; პარკი იყო ორი - ნაცრისფერი და შავი პარკი ერთი და იგივე ზომის, ერთ პარკში ისინი არც ჩაეტეოდა; ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალს; მან აქამდე ამის თაობაზე არ განაცხადა, რადგან შვილისთვის ის ყველაფერზე არის წამსვლელი, შვილისთვის ყველაფერს დათმობს; მას დაემუქრნენ შვილით და ეს მუქარა მისთვის იყო რეალური; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.11.2018ს, 11:43:31სთ -18:41:12სთ);
2.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
2.17. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბე-----------ძემ ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედებები;
კერძოდ, მოწმე ზა-------------ის ჩვენებითა და პატაკით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს მიიღო ინფორმაცია, რომ ბე------------------------ძე, არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ის იმყოფება ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქN44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას;
გამომძიებელმა გი------------ემ და პოლიციიის თანამშრომლებმა მა-------------ემ და რუ--–-- გრ---------მა განმარტეს, რომ 2018 წლის 17 მაისს ბე-----------ძის პირადი ჩხრეკისას ნებაყოფლობით, ამოიღეს შარვლის უკანა ჯიბიდან ორი აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება; ასევე მისივე მითითებით ზეთი ბიდონის გაჭრით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებების შემცველი აბები და ფხვნილი სხვადასხვა სახის 14 შეკვრად; ,რისტვისაც მოუწიათ ზეთის ბიდონის გაჭრა და ზეთის გადაღვრა, მათივე განმარტებით, თავად ბრალდებულმა მიუთითა აღნიშნულზე, აქედან გამომდინარე შესაძლებელიც იყო, რომ პოლიციის თანამშრომლებს არც მიეტანათ ეჭვი პარკში მოთავსებულ სარეცხ საშუალებებზე და ზეთის ბიდონზე, რადგან ის იყო ქარხნული წესით შეფუთული; სხვა შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლების განმარტებაც სხვაგვარი იქნებოდა, საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას ბე-----------ძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე სახით პრეტენზია დაუფიქსირებია; ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ბე-----------ძის მითითებით დაიძებნა ზეთის ბიდონში ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მისივე განმარტებით გამოაგზავნა თურქეთიდან;
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მაისს ბე-----------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 6 (ექვს) ცალ კონვალუტაში და კონვალუტის 5 (ხუთ) ცალ მონაჭერში განთავსებული, ლოგო ,,N8’’-ის მქონე, სულ 62 (სამოცდაორი) ტაბლეტში, ნარკოტიკულ საშუალების ბუპრენორფინის შემცველობაა 0,496 გრამი.
_,,...Methadone 40 …’’-ის მქონე 2 (ორ) ცალ კონვალუტაში და კონვალუტის 8 (რვა) ცალ მონაჭერში განთავსებულ, სულ 60 (სამოცი) ტაბლეტში, ნარკოტიკულ საშუალების მეთადონის (მარილის) შემცველობაა 2,4 გრამი;
_ სამარკო აღნიშვნის: ,,...LYRICA 300 mg pregabalin….’’ კონვალუტის 6 (ექვს) მონაჭერში განთავსებულ, ლოგო PGN’’-300’’-ის მქონე, სულ 37 (ოცდაშვიდმეტი) ცალ მთელ კაფსულაში არსებული ფხვნილში, ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინის შემცველობაა 11,1 გრამი
_ 2 (ორ) ცალად დაფასოებულ ფხვნილისებრ მასებში ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველობაა 0,7769 გრამი;
2.18. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მთელ რიგ პოზიციებს, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ და სასამართლო აქვე მიმოიხილავს ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც მიაჩნია, რომ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, შესაბამისად არასანდო, კერძოდ:
ბრალდებული საქმის განხილვისას განმარტავს მისი გადაადგილების, დაკავების პროცესის თაობაზე , თუმცა მთელი რიგი გარემოებები არ არის თანხვედრაში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან; კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ გამოსაკვლევი მტკიცებულებები შეამცირა იმ სახით, რომ არ გამოიკვლია გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, დაცვის მხარის გამოსაკვლევ მტკიცებულებათა წრეში ის დარჩა, ბრალდებულმა განმარტა მომხდართან დაკავშირებით , თუმცა ის ასევე არ არის თანხვედრაში თავად დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რომ არ იქნეს მიღებული გამოძიების მიმდინარეობისას თავად ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება;
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ოქმით ბრალდებული განმარტავს, რომ მან გამოაგზავნა მხოლოდ ერთი პოლიეთილენის პარკი ნაცრისფერი, შვილს დაუკავშირდა რომ მისულიყო ოფისთან და აეღოთ ეს ბარგი, ოფისი დახვდათ დაკეტილი და პარკი გამოიტანა სავალუტო ჯიხურიდან, მასთან ერთად იყო კიდევ სხვა პარკი, რომლის გადაცემასაც აპირებდა როგორც განმარტავს სავალუტო ჯიხურში მყოფი ქალბატონი, ბრალდებულმა დაიწყო მოკითხვა, რატომ დატოვეს ორი პარკი, და გაარკვია, რომ ვინმე ქალბატონი თ-----ს მოთხოვნით ის უნდა წაეღო ბონის დასახლებაში ბენზინგასამართ სადგურთან, ამ დროს მის შვილს გამოაქვს ორი პარკი და მამაშვილს აკავებენ; საქმის განხილვისას ბრალდებული არ აჩვენებს, რომ პარკი ეჭირა მის შვილს ხელში; ასევე საქმის განხილვისას არ დადასტურებულია, რომ დააკავეს ბრალდებულის შვილი; მოწმეთა განმარტებით ბე-----------ძე გადაადგილდებოდა მარტო, მის შვილი მივიდა მოგვიანებით, როცა უკვე იწყებოდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, და ის თვალყურს ადევნებდა ამას;
ასევე საქმის განხილვისას არ დადასტურებულა უტყუარად ეს ბარგი საიდან იქნა აღებული სავალუტო ჯიხურიდან თუ „უ-–------ს“ ფირმის ოფისიდან; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ინ-------------–-ძის გამოკვლევის დროს მასთან არ დასმულა ხსენებული გარემოების გამოსარკვევად შეკითხვები; ინ-------------–-ძეს კი არ დაუდასტურებია რომ მან გადასცა პარკი ბრალდებულს ან მის შვილს ან, თუ გადასცა რა ოდენობით, მხარეთა ინტერესის შესაბამისად მას მხოლოდ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოუხდა განმარტების მიცემა;
2.19. სასამართლო აქვე აღნიშნავს და არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, ჩანაწერებთან დაკავშირებულ პრობლემაზე და გამორიცხავს ხელოვნური გზით მათ განადგურება წაშლას, ვინაიდან, თავად ინ-------------–-ძის ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული, ხოლო მისი განმარტებით ხშირია შემთხვევა, როცა ტექნიკა მისი სიძველის გამო, არ ინახავს ჩანაწერს, და ასევე მისივე განმარტებით პოლიციის არცერთი თანამშრომელი აღნიშნულით არ დაინტერესებულა და არც მოუკითხავთ ჩანაწერების არსებობა; აქედან გამომდინარე, მტკიცება, იმისა, რომ ხელოვნურად მოხდა ჩანაწერების განადგურება - დაინტერესებული პირის არ არსებობიდან გამომდინარეც საფუძველს მოკლებულია;
ასევე საგულისხმოა, რომ ბრალდებული და მისი შვილი სხვადასხვაგვარად მიუთითებენ საქმის განხილვისას საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულის ადგილსამყოფელს; ბრალდებული განმარტავს, რომ გადაიყვანეს ქუჩის მეორე მხარეა და იქ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები; შვილი განმარტავს, რომ თავად გადაიყვანეს ქუჩის მეორე მხარეს;
ასევე არასარწმუნო და არადამაჯერებელია ბრალდებულის განმარტება, რომ მას პოლიციის თანამშრომელმა, მა-------------ემ ჩაუდო შარვლის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები; ბრალდებულის მიერ კონკრეტული მოწმის გამოკვლევისას მხოლოდ და მხოლოდ შეკითხვა არსებობდა პარკის ფერთან დაკავშირებით, შეცვალეს თუ არა პოლიეთილენის პარკი და რა ფერის იყო ის, რაზედაც მა-------------ის პასუხი როგორც ჩვენების მიცემისას, ისე შეკითხვების ეტაპზე იყო ერთი და იგივე, რომ ბე-----------ძე მარტო ქუჩაში გადაადგილდებოდა, საგამოძიებო მოქმედების დასაწყისიდანვე ის იყო ადგილზე, ბრალდებულს ხელში ეჭირა ერთი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, თავად მან ჩაუტარა ჩხრეკა და ამოუღო შარვლის უკანა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები; აღნიშნულს სწორედ ამ სახით ადასტურებს ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტები და სხვა პირები (გამომძიებელი გ. გი-------ე და უბნის ინსპექტორ გამომძიებელი რ . გრ---------ი)
2.20. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ პარკის ზომიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მასში განთავსებული ყოფილიყო ამ ზომის და ოდენობის ნივთები, რაც ჩხრეკის დროს დააფიქსირეს, რადგან, საგამოძიებო მოქმედება სრულყოფილადაა დასურათებული და გარკვევით ჩანს როგორც პოლიეთილენის პარკის ფერი, ისე მოცულობა და მასში განთავსებული ნივთების ოდენობა და ტევადობა;
ასევე დაცვის მხარის მტკიცება, რომ პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იყო ზეთის ბიდონი, მას არ ეკუთვნოდა და გამცილებლის თხოვნით წაიღეს ოფისიდან თუ სავალუტო ჯიხურიდან არ დადასტურებულა არცერთი სახის საპირისპირო გარემოებით;
რაც შეეხება ბე-----------ძის ქუჩაში შეჩერებას და დროს საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, - აღნიშნული საქმის განხილვით დასტურდება, რომ გამოწვეული იყო ექსპერტების გამოძახებით, რომლებიც მოვიდნენ 10-20 წუთამდე პერიოდში; დადასტურებულია, რომ შეჩერება გამოწვეული იყო საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, რაც დასაშვებია, იმ დროით, რასაც მოითხოვს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
2.21. სასამართლო ასევე აფასებს საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების - რუ--–-- გრ---------ის, მა-------------ის, გი------------ის, ექსპერტ კრიმინალისტების ემ------------–-ძის და ნუ------------–-ძის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა და ექსპერტთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში. მოწმეებმა - პოლიციის თანამშრომლებმა - დეტალურად მიუთითეს, რომ 2018 წლის 17 მაისს დღის მეორე ნახევარში, ბათუმში ტბ--–--------–--ის ქ. #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გასულებმა შენიშნეს ბე-----------ძე, რომელიც მარტო გადაადგილდებოდა ხელში შავი ფერის პოლიეთილენის პარკით; ის შეაჩერეს აცნობეს რომ დაწყებული იყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და გამოტანილი იყო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, გააცვნეს, ბე-----------ძე დაეთანხმა და ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად დაიწყო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რა დროსაც ბე-----------ძის შარვლის უკანა ჯიბიდან ამოუღეს ორი აბი ნარკოტიკულ საშუალების შემცველი ნივთიერება და ამის შემდეგ მისივე მითითებით, დაიწყეს მოქმედება ზეთის ბიდონში ნარკოტიკული საშუალებების მოძიების მიზნით; პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, თავად ბე-----------ძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალება ინახავდა ზეთის ბიდონში, სხვა შემთხვევაში არსებობდა ვარაუდი, რომ ვერც ენახათ აღნიშნული, თავად მისი დახმარებით შეძლებს ამ სახის და ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ამოღება;
2.22. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მტკიცებას, რომ მას იპოლიციის განყოფილებაში და მისივე მოთხოვნით მიაწოდეს სითხე და აღმოჩნდა შემოწმებისას უკვე ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ვინაიდან ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კლინიკურად ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დადასტურებულა;
2.23. რაც შეეხაბა ას-–-----------ის ადგილზე ყოფნას, - არ უარყოფს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირები, თუმცა მხარეები მიუთითებენ სხვადასხვა დროს, დაცვის მახრის მტკიცებით ისინი იმყოფებოდნენ ერთად და ას-–-----------ეს ეჭირა ხელში პარკი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირები განმარტავენ, რომ უკვე შეჩერებული იყო ბე-----------ძე და მას აცნობდნენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციას და ამ დროს მოვიდა მისი შვილი, გამომძიებლის მითითებით ის თვალყურს ადევნებდა პოლიციელთა მოქმედებებს;
2.24. საფუძველს მოკლებულია ასევე მტკიცება დაცვის მხარის მხრიდან იმისა, რომ მათ (არც ბრალდებულს და არც მის შვილს ას-–-----------ეს) არ წაუკითხავთ ჩვენებები და არ იციან რაზე მოაწერეს ხელი, რადგან , თუკი საეჭვო ვითარებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ხედავდა ას-–-----------ე და აჩვენებს, რომ მისი მამა ხმამაღლა გამოთქვამდა პრეტენზიას, და თავად ბრალდებული, რომელიც ამტკიცებს, რომ მას პოლიციელმა ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო ყურადღების იქნებოდნენ გამოკითხვის ოქმებზე ხელის მოწერისას და ამ ასეთ პირობებში, ისინი არც დაეთანხმებოდნენ იქ მითითებულს; ას-–-----------ის გამოკითხვის ოქმით ფაქტები თანმიმდევრულადაა და დეტალურად აღწერილი, რაც სხვისი მოსაზრებებით შექმნილი ნამდვილად ვერ იქნებოდა;
2.2-- სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ბე-----------ძის ბრალეულობა; მართალია ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ზეთის ბიდონი და ის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ეს ბიდონი ნარკოტიკული საშუალებებით, მას არ ეკუთვნოდა და ის აიღო მხოლოდ სხვისთვის გადასაცემად, არადამაჯერებელია, ვინაიდან დაცვის მხარის ეს ვერსია არ არის განმტკიცებული რაიმე სახის მტკიცებულებებით და ის არ დადასტურებულა;
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ასევე ბე-----------ძის საქმის განხილვისას მიცემულ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიეთილენოს პარკი ეჭირა მის შვილს და დააკავეს ერთად, და მან მხოლოდ შვილის გამო არ განაცხადა თავის დროზე იმ მუქარის თაობაზე, რაც მის მიმართ განახორციელეს, თუმცა ვინ, რა ფორმით და რისთვის განახორციელა მუქარა , - ამის დამაჯერებელი ახსნა არ წარმოდგენილა; მოწმეთა განმარტებებით, ის გადაადგილდებოდა მარტო ხელში ეჭირა ერთი პარკი , რომელშიც არსებულ ბიდონზე და მასში განთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე თავად ბრალდებულმა მიუთითა;
2.26. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ბრალდებას. სასამრთლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები;
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. თუმცა სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ზოგადად ბრალდებულის ჩვენებას პოლიციელების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებებსა და გაამყარებდა დაცვის ვერსიას, წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება, როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრ მტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა ; წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ვერსიები.
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ ბე-----------ძის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.27. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენას-შენახვა რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი (buprenorphine), მეტადონი _,,...Methadone…’’ ,,ჰეროინი’’, ,,პრებაგალინი’’ იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;
დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ---- დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ,,ბუპრენორფინის’’, მატადონის’’ ,,ჰეროინის’’, ოდენობა მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერების ,,პრეგებალინის’’ ოდენობა მიეკუთვნება დიდ ოდენობას.
ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, მატადონი’’ ,,ჰეროინი’’ და ,,პრეგებალინი’’ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომელიც ბრალდებულს არ ჰქონია.
2.28.ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ბე-----------ძემ ჩაიდინა დიდი ოდენობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების პრეგაბალინის შეძენა შენახვა.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურა ბე-----------ძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი;
3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
3.5. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით და შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით ბე-----------ძის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბე-----------ძის ბრალეულობაში, რის გამოც ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბე-----------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ბე-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 57 ცალი მთელი ტაბლეტი და 2,765 გრამი საერთო წონის ტაბლეტის ნატეხები,- ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონის შემცველი 57 ცალი მთელი ტაბლეტი და 1,33 გრამი საერთო წონის ტაბლეტის ნატეხები,- ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფსიქოტროპული ნივთერება პრებაგალინის შემცველი 35 ცალი მთელი კაფსულა ფხვნილით და 02 ცალ კაფსულაში არსებული ფხვნილიდან 0,784 გრამი ფხვნილი,- ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ფხვიერი მასა, წონით 7,674
- ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერი პოლიეთილენის პარკი და თუნუქის ბიდონი,- მწებავი ლენტები, ე.წ ფოლგა და პოლიეთილენის პარკის ნაწილები, რომლებიც ცალ ცალკე დალუქულ მდგომარეობაში, ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში;
ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ბე-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ბრალდებული ბე-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბე-----------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ბე-----------ძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბე-----------ძის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ ბე-----------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 მაისიდან.
მსჯავრდებულ ბე-----------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება _ ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 57 ცალი მთელი ტაბლეტი და 2,765 გრამი საერთო წონის ტაბლეტის ნატეხები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონის შემცველი 57 ცალი მთელი ტაბლეტი და 1,33 გრამი საერთო წონის ტაბლეტის ნატეხები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფსიქოტროპული ნივთერება პრებაგალინის შემცველი 35 ცალი მთელი კაფსულა ფხვნილით და 02 ცალ კაფსულაში არსებული ფხვნილიდან 0,784 გრამი ფხვნილი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ფხვიერი მასა, წონით 7,674 გრამი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ფერი პოლიეთილენის პარკი და თუნუქის ბიდონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - მწებავი ლენტები, ე.წ ფოლგა და პოლიეთილენის პარკის ნაწილები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში, ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შ.ს სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე