გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
330310018002629507
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5816-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ი-----–- ქ-----–-----ი

წარმომადგენელი - ი-----–- ხ-----

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - აკაკი ჩანადირი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა აქტებად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ №1------ ბრძანების არარა აქტად აღიარება.

 

1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №1----- ბრძანების არარა აქტად აღიარება.

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი-----–- ქ-----–-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი არარა აქტებად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 11 აპრილის №7----- - თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის’’ 74-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების’’ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, პოლიციის მაიორი - ი-----–- ნ--------ს ძე ქ-----–-----ი გათავისუფლდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–-დ.

 

საფუძველი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის განკარგულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 11 აპრილის №7----- – თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება (ს. ფ. 15)

 

3.1.2. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 17 სექტემბრის №1------ პატაკის შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის სამმართველოს უ-------------------–-მ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა მინისტრის განკარგულება, რათა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2014 წლის 17 სექტემბრიდან გათავისუფლებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნან შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში სსიპ - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურე, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–-, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ი-----–- ნ--------ს ძე ქ-----–-----ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 17 სექტემბრის №1------ პატაკი (ს. ფ. 43)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების თანახმად, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის I პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ , ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–-, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ი-----–- ნ--------ს ძე ქ-----–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.

 

საფუძველი: სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს პატაკი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება. (ს. ფ. 16)

 

3.1.4 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №1----- ბრძანების თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 17 იანვრის №120913 ბრძანების შესაბამისად, შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ყოფილი ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–-, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - ი-----–- ნ--------ს ძე ქ-----–-----ი დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2015 წლის 20 იანვრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ №1----- ბრძანება. (ს.ფ. 17)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–- ქ-----–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება, ,,სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანება (სადავო პერიოდში მოქმედი), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანება და 2015 წლის 20 იანვრის №1----- ბრძანება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არარად ასაღიარებელ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ასევე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–- ქ-----–-----ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–ის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

 

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის მოსამსახურე არის სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო ამავე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი.

 

აღნიშნული ბრძანება განსხვავებულად აწესრიგებს სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის თუ თანამდებობიდან გათავისუფლების წესს. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ხოლო 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

 

რაც შეეხება, სსიპ-ის მოსამსახურეს, აღნიშნული ბრძანების 74-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უ-------------------–ისა) თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. ს----------ის დ-----------------------–-ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებაზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 11 აპრილის №7----- ბრძანებით, პოლიციის მაიორი - ი-----–- ნ--------ს ძე ქ-----–-----ი გათავისუფლდა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან და დაინიშნა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–-დ.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებისას გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტი (სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უ-------------------–ისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება). შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, რომლის დისკრეციულ უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, როგორც მოსარჩელის თანამდებობის დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებებს, აღნიშნული აქტები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სსიპ მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, თუმცა მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ-ის ხელმძღვანელს, შესაბამისად მოსარჩელე - ი-----–- ქ-----–-----ის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულ უნდა იქნეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას - საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე. ხოლო არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანება ი-----–- ქ-----–-----ის „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის №1----- ბრძანება მოსარჩელის „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ მიღებულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რაც მოცემული სადავო აქტების არარა აქტებად აღიარების წინაპირობაა.

 

6.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია აღმოსავლეთის სამმართველო, რომლის უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია ამავე დებულების მე-8 მუხლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი-----–- ქ-----–-----ი აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ------–---------------–--ის უ-------------------–ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

6.6. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტები ცნობილი იქნა არარად და იგი აღდგენილი იქნა სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–- ქ-----–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. არარა აქტად იქნეს ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანება.

 

3. არარა აქტად იქნეს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის №1----- ბრძანება.

 

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი-----–- ქ-----–-----ი აღდგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ა---------–---------------–----------------–--ს ქ------–---------------–--ის უ-------------------–ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაეკისროს იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში.

 

6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი