განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002770634
№1-332/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 იანვარი 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ქართველიშვილი
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული: გ--–- ც--–--ე
მამის სახელი: თ------
დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური
დაბადებული: 27.06.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ბათუმი, ა--–--------------------
ადვოკატი - მზია დიასამიძე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის იანვრის თვიდან, 2018 წლის 15 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ--–- ც--–--ე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, სისტემატურად სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლეზე ს------- ფ--–-------–---–ზე. კერძოდ: 2016 წლის იანვრის თვეში, ქალაქი ბათუმი ა-----–----ის მეორე ჩიხი, N4-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--–- ც--–--ემ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების დროს, სახის არეში ხელების დარტყმითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა მეუღლეს ს------- ფ--–-------–---–ს. ასევე, 2018 წლის სექტემბრის თვეში, ქალაქი ბათუმი ა-----–----ის მეორე ჩიხი, N4-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--–- ც--–--ემ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელის არეში ხელების მოჭერითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა მეუღლეს ს------- ფ--–-------–---–ს. ასევე, 2018 წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქი ბათუმი ა-----–----ის მეორე ჩიხი, N4-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--–- ც--–--ემ, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელის არეში ხელების მოჭერითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა მეუღლეს ს------- ფ--–-------–---–ს.
2. 2018 წლის 15 ნოემბერს დაახლოებით 22:30 საათზე, ქალაქი ბათუმი ა-----–----ის მეორე ჩიხი, N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–- ც--–--ე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ს------- ფ--–-------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის წევრის მიმართ, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
3. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. დაზარალებულ, ს------- ფ--–-------–---–ის ჩვენების თანახმად მეუღლე გ--–- ც--–--ე მას სისტემატიურად სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამჟამად კი აპატია ბრალდებულს და შეურიგდა.
6. გ--–- ც--–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მოწმეების მ-----–--–------------–--–--------------–--–---------------–---–--------–----------------------–--–--------------–-----ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სხეულის დათვალიერების ოქმი.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--–- ც--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის წევრის მიმართ, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
8. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
9. დაზარალებულმა ს------- ფ--–-------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს, მეუღლე გ--–- ც--–--ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--–- ც--–--ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლის ს------- ფ--–-------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- ც--–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის წევრის მიმართ, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 126-ე მუხლის 12 ნაწილით.
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. გ--–- ც--–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
13. გ--–- ც--–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- ც--–--ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა მას და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და მის პიროვნებას, რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო და სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
15. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად გ--–- ც--–--ეს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს გ--–- ც--–--ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული გ--–- ც--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით და ამავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელო და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1/ერთი/ წლის და 6 /ექვსი/ თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
გ--–- ც--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ გ--–- ც--–--ის სასჯელის ვადის მოხდის ვადაში აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის19 ნოემბრიდან 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი