გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2018
საქმის ნომერი
330210018002302237
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4507-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი თ---–--ი

 

შესავალი ნაწილი

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - თ------- დ----------ი

წარმომადგენელი - ლ---–ა ბ-----–---–ი

 

მოპასუხე - გ---- ც----------–ი

წარმომადგენელი - რ---–---- ა----–---–ი

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზარალის 6350 ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 3000 ლარის გადახდა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ თ---–--ში, მ–----–ი ხ----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------ების გ--------ასთან, სადაც მოსარჩელე ვაჭრობს სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ეროვნული სუვენირებით, 2017 წლის 16 თებერვალს მოპასუხემ მას მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

სასამართლოს განაჩენით გ---- ც----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ. სხეულის დაზიანების გამო მოსარჩელე იძლებული გახდა ემკურნალა, რა მიზნითაც მან გაწია ხარჯები, რასაც იხდიდა მისი მეუღლე, ქ------- კ--–--–ი-დ----------ი.

მოსარჩელემ სხეულის დაზიანების და ჯანმრთელობის მოშლის გამო ოთხთვენახევარი ვერ შეძლო მუშაობა, რის გამოც მიადგა ზიანი 4725 ლარის ოდენობით, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიურად 35 ლარის შემოსავლის დაკარგვით.

 

თ---------- დ----------მა განიცადა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად განიცადა ტკივილი, სულიერი და ფიზიკური ტანჯვა. მოპასუხის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოსარჩელე იყო ხანდაზმული, 61 წლის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რამდენადაც თ---------- დ----------ი მეუღლემ 2017 წლის 16 თებერვლის შემდგომ რამდენიმე დღეში გააგრძელა სუვენირებით ვაჭრობა, ხოლო 2017 წლის 16 თებერვლამდე თ------- დ----------ი და მისი მეუღლე ერთად ახორციელებდნენ საქმიანობას.

 

2017 წლის 17 თებერვლას მოსარჩელემ მიმართა შპს „ხ-----–---–ის ს----–-–---ო ს----------------ო კ-–----ას“ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტის გადმოცემით, იგი ორი დღის წინა დაეცა სახით და მიიღო ტრავმა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი ხარჯი 35 ლარი არ არის მიზეზობრივ კავშირში მოპასუხის ქმედებასთან. ასევე, საეჭვოა რა საჭიროებიდან გამომდინარე ჩაატარეს ექსპერტიზა. მოსარჩელეს არც ექიმის დანიშნულება წარმოუდგენია შეძენილი მედიკამენტების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 15 აგვისტოს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენით (საქმეზე №1/3383-17) გ---- ც----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამავე განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 თებერვალს თ---–--ში, მ–----–ი ხ----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------ების გ--------ასთან, გ---- ც----------–მა თ------- დ----------ს სახის არეში დაარტყა მუშტი და ფეხები, ხოლო თავში ჩაარტა სუვენირის ხის დასადგამი, რითიც თ------- დ----------ს მიაყენა ქალას და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები - მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის გვერდით, კედლის ზედაყბის ძვლის, ცხვირის ძვლის მოტეხილობები, რითიც თ------- დევდარინმა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 15 აგვისტოს (ს.ფ. 17-19).

- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ცნობა (ს.ფ. 45).

 

3.1.2. ქ------- კ--–--–ი-დ----------ი არის თ------- დ----------ის მეუღლე, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლის 4 თებერვლიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 21).

 

3.1.3. თ------- დ----------ი მ–----–ი ხ----ს მიმდებარედ ყიდის სხვადასხვა სუვენირებს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------- დ----------ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენს 2349,24 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ თ------- დ----------ს გ---- ც----------–მა მიაყენა სხეულის დაზიანება ნაკლებად მძიმე ხარისხით, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია ს------–--ო მკურნალობის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები: ს------–--ო დოკუმენტაციის ფორმა №-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, შესაბამის ს------–--ო დაწესებულებებში მიღებული მომსახურების საფასურის გადახდისა და მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი ქვითრები.

 

2017 წლის 6 მარტის ს------–--ო დოკუმენტაციის ფორმა №-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ სსიპ თ---–--ის ს----–-–---ო ს------–--ო უ-------------ის პ------–ი ს----------------ო კ-–----აში სტაციონარში მოთავსებისა და გაწერის თარიღებია 19.02.2017 – 02.03.2017.

 

აღნიშნული ცნობის თანახმად, მოკლე ანამნეზის მიხედვით, 2017 წლის 19 თებერვალს თ------- დ----------ი მიყვანილ იქნა კ-–----ის E- განყოფილებაში პაციენტს E- ში ჩაუტარდა თ/ტვინის C- კვლევა (დასკვნა იხ.ისტორიაში). პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია სახის ძვლების მოტეხილობის რეპოზიცია,იმობილიზაცია და 2017 წლის 20 თებერვალს 02:00სთ-ზე გადაყვანილ იქნა პოსტოპერაციული განყოფილებიდან, ყბა-სახის ქირურგიულ დეპარტამენტში, სადაც 2017 წლის 23 თებერვალს 11:00 სთ-მდე მიმდინარეობდა მკურნალობა. 2017 წლის 23 თებერვალს 11:00 სთ-დან პაციენტი გადაყვანილ იქნა ნევროლოგიის დეპარტამენში დიაგნოზით: თ/ტვინის შერყევა S----- ამავე ცნობის თანახმად, პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, თავის ტვინის კტ.

 

ამავე ცნობის თანახმად, ჩატარებული მკურნალობა მოიცავდა სეფხიმი 2გ 12 სთ- ში 1ჯერ.დექსამეტაზონი 1ამპ ერთხელ, მეტრონიდაზოლი 100მლ 12სთ-ში ერთხელ. დიკლოფენაკი ტ/დ. ცერებროლიზინი 30მლ ერთხელ, რინგერი 500მლ ერთხელ, ციტოფლავინი 10 მლ ერთხელ.

 

ამავე ცნობის მიხედვით, სტაციონარიდან გაწერისას პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები, რის მიხედვითაც პაციენტი საჭიროებდა ამბულატორიულ მეთვალყურეობას ნევროლოგისა და ყბა-სახის ქირურგის. პაციენტს მიეცა შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაციები: დაენიშნა 1. მედოტილინი 1ამპ. 1ჯერ 10 დღე, 2. მექსი ბ6 1ტ, 2ჯერ 1 თვე, 3. ციტოფლავინი 2კაფ. 2 ჯერ 1 თვე, 4. ტოკოვიდი 50 მგ 1ტ 2 ჯერ 1 თვე.

 

საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ სტაციონარში მოთავსებისას, და მის შემდგომ მკურნალობის პერიოდში თ------- დ----------ის მეუღლის მიერ შეძენილია პაციენტის თ------- დ----------ისათვის დანიშნული მედიკამენტები ღირებულებით: მედოტილინი, მექსი, ციტოფლავინი 80 ლარი, ტოკოვიდი -30,45 ლარი, ცერებროლიზინი 73,26 ლარი, 117, 25 ლარი, 114,55 ლარი, 107,38 ლარი, 1,35 ლარი - სულ ჯამში 524.24 ლარი.

 

ყბა-სახის ქირურგიაზე თ------- დ----------ის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს შპს „ხ-----–---–ის სახელობის ს----------------ო კ-–----ის“ სასარგებლოდ გადახდილია 35 ლარი (ს.ფ. 24, 25).

 

შპს „დ----- ტ----–---–ის ს------–--ო ც------ის“ სასარგებლოდ თ------- დ----------ის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს გადახდილია 50 ლარი კონსულტაციის ღირებულება, ასევე თავის ტვინის გამოკვლევის მიზნით თ------- დ----------ს გადახდილი აქვს 190 ლარი (ს.ფ. 26).

 

ამდენად, ს------–--ო დაწესებულებებში მიღებული მომსახურების საფასურის გადახდისა და მედიკამენტების შეძენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნიდან - 1125,8 ლარიდან სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის შესაბამისად დასაბუთებული და დადასტურებულია მოთხოვნა 799,24 ლარის ნაწილში.

 

ასევე წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დგინდება წინასწარ გამოძიებაში ადვოკატის მომსახურებისათვის 500 ლარის ხარჯის გაწევის ფაქტი (იხ. ს.ფ. 93-99).

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელ შემოსავალს 4725 ლარის ოდენობით, 135 დღის განმავლობაში მიუღებელი შემოსავალი დღეში 35 ლარის დაანგარიშებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მისი შრომისუუნარობა გაგრძელდა 135 დღის განმავლობაში. სათანადო მტკიცებულებები, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებათა შეფასება არ იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ მიღებული სხეულის დაზიანებების გამო მოსარჩელეს 135 დღის განმავლობაში არ ჰქონდა შრომის უნარი წარმოდგენილი არ არის. სტაციონარიდან გაწერისას პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები, კერძოდ მედიკამენტოზური მკურნალობის ერთ თვიანი კურსი (იხ. 2017 წლის 6 მარტის ცნობა - ფორმა №-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ს.ფ. 32-34). მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ამ პერიოდის მანძილზე მიმართა ამბოლატორიულად მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის, ან მკურნალობის კურსის გახანგრძლივებისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სსსკ 102-ე, 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------- დ----------ის მიერ თ---–--ში, მ–----–ი ხ----ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ-------ების გ--------ასთან ხელნაკეთი ეროვნული სურენირებით ვაჭრობით ერთ დღეზე საშუალოდ გამომუშავებული ფულადი მოგება შეადგენდა 35 ლარს, ხოლო მისი შრომისუუნარობა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების შემდეგ გაგრძელდა 30 დღის განმავლობაში. შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში მოსარჩელე მისი საქმიანობის შედეგად მიიღებდა შემოსავალს 1050,00 ლარის (30 X 35) ოდენობით.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მოთხოვილი საექსპერტო კვლევის ღირებულების 300 ლარის გადახდის მიზნობრიობა არ ირკვევა (ს.ფ. 28-31). ასევე არ ირკვევა ფოტოსურათებისათვის გაწეული ხარჯის 25 ლარის მიზნობრიობა, სხეულის დაზიანების ხარისხი და მოპასუხის ბრალეულობა დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ხარჯის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ თ------- დ----------ს მიადგა მატერიალური ზიანი 2349,24 ლარის ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ გ---- ც----------–მა თ------- დ----------ს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც გამოიხატა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაში; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა გ---- ც----------–ის მიერ დანაშაულის ჩადენა, თ------- დ----------ს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოპასუხის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 1299,24 ლარის ოდენობის ზიანი, რაც მიადგა მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით. მოსარჩელემ განიცადა, ასევე, ქონებრივი დანაკლისი 500 ლარის ოდენობით, რაც მან გასწია იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის სახით მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შინაარსიდან ჩანს, რომ უნდა არსებობდეს ზიანი როგორც შედეგი, დამდგარი ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებისა, როგორც ქმედებისა და უნდა იკვეთებოდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემული მუხლის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს რომ არ ჩაედინა დანაშაულებრივი ქმედება მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელე არ იქნებოდა ჩართული სისხლის სამართლის პროცესში მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და შესაბამისად, მას არ წარმოეშობოდა საჭიროება იმისა, რომ დაედო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და ამ მიზნით გაეწია ხარჯი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ დანაშაულსა და იურიდიული მომსახურების ხარჯის (500,00 ლარის) გაწევას შორის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი არის ხელყოფა იმ არამატერიალური სიკეთისა (ჯანმრთელობისა), რაც დაცულია 413-ე მუხლით და რისი ხელყოფაც მორალური ზიანის ანაზღაურებას განაპირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს მორალური ზიანის ცნებას. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს, ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში და გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია (იხ, სუსგ, №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებულია ის, თუ რაში მდგომარეობს მის მიერ განცდილი მორალური ზიანი. თ------- დევდარინს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით მიადგა ვნება. ჯანმრთელობის დაზიანება იწვევს ფიზიკურ ტანჯვას, რასაც თან ახლავს ფსიქიკური ტანჯვაც. ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებით თ------- დევდარინს მიადგა მორალური ზიანი, რაც არამატერიალიზებული ხასიათისაა.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლინობის კრიტერიუმებით.

 

შეუძლებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული (იხ.სუსგ №ას-95-90-2013, 14.06.13წ. ასევე შდრ. №ას-594- 562-2015, 6.11.2015, №ას-797-940 -2015, 10.09.2015), რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი და დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებები, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ს------–--ო დოკუმენტაციის ფორმა №--------) და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შესაბამისად, მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა მოსარჩელისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებების ხარისხი, განცდილი ფიზიკური ტკივილი, დისკომფორტი, უხერხულობა, შრომის უნარისა და ნორმალური სოციალური ცხოვრების შეზღუდვა, ადამიანის ფსიქიკაში ამგვარი მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიური პროცესები, ასევე შრომის უნარის შეზღუდვა ერთვიან პერიოდში, სამართლიანობისა და გონივრულობის კრიტერიუმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი მორალური ზიანის ოდენობა განისაზღვროს 500,00 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „ბ)“ ქვეპუნქტის მიხედვით, ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ს----–-–---ო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს ს----–-–---ო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მორალური მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა მოთხოვნის 16,66% მმოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ს----–-–---ო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 16,66 ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხეს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინამდებარე საქმეზე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 113,96 ლარის ანაზღაურება, სსსკ-ის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თემრაზ დევდარიანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

 

2. მოპასუხე გ---- ც----------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერილური ზიანის სახით დაეკისროს 2349,24 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე გ---- ც----------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისროს 500 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წინამდებარე საქმეზე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 113,96 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ს----–-–---ო ბაჟის სახით დაეკისროს 16,66 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხეს ს----–-–---ო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე