გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/18099-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2--- წლის 1- დეკემბერი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - ლ------------ე
წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - დ-------------ე
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ-------------ის მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში დ-------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, კ-------, ბ------- – 1/2 წილზე.
სარჩელის საფუძვლები:
ლ------------ე და დ-------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- დ-------იდან. თანაცხოვრების პერიოდში, 1--- წელს მხარეებმა შეიძინეს ბინა მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, პირველი კორპუსი, ბ-------, რომლიც დღემდე საკუთრების უფლებით მარეგისტრირებელ ორგანოებში მოპასუხე დ-------------ის სახელზე ირიცხება. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობაა. დ-------------ე გეგმავს სადავო ქონების გასხვისებას.
მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მხარეები უკანასკნელი ორი წელია დაშორდნენ და ფაქტობრივად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე უარს აცხადებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფაზე. იგი თავად ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში და არ აძლევს მეუღლეს ქონებით სარგებლობის საშუალებას.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, არსებობს აღნიშნული ქონების ½ წილზე, ლ------------ის მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, პირველი კორპუსი ბ-------, არ არის თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება.
დ-------------ე მოსარჩელესთან ქორწინებაში იმყოფება 1--- წლის 1- დ-------იდან. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ხ---------------ე დაბადებული 1--- წელს, ქ---------------ე დაბადებული 1--- წელს და გ---------------ე დაბადებული 1--- წელს. მოპასუხე სადავო ქონების გასხვისებას გეგმავდა სამკურნალო ხარჯების გამო, ვინაიდან მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ამჟამად იგი ბინის გასხვისებას არ აპირებს.
მოპასუხის მითითებით, 1--- წლიდან მას და ლ------------ეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია; მოპასუხე 1--- წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება ნ------------------ესთან და უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მეორე კვ, პირველი კორპუსი ბ-------, სწორედ მასთან თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი.
1--- წლის 2- მ---ს, მოსარჩელე ლ------------ის სახელზე პრივატიზირებულ იქნა საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე - თბილისი, ვ-–----–----–-ს მ----------------–-, კ--------, ბ-------, რომელიც იყო მხარეთა თანასაკუთრება. ლ------------ემ აღნიშნული ბინა გაასხვისა, თუმცა მას არ მიუღია მისი კუთვნილი 1/2 წილი. ასევე თანასაკუთრებას წარმოადგენდა თბილისში ქ---------ის ქუჩა, მ----–-------ი, #--ში მდებარე ბ-------; კ----- რაიონ თ--–------ში მდებარე ქონება; ნ-----–------------ას სახელზე რიცხული ბ-------ა, რომელიც მოსარჩელეს დაუტოვა და გაასხვისა (იხ. შესაგებელი, სხ. ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ------------ე და დ-------------ე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ჰქონდათ საერთო მეურნეობა. მხარეებს ჰყავთ სამი სრულწლოვანი შვილი: ხ---------------ე დაბადებული 1--- წელს, ქ---------------ე დაბადებული 1--- წელს და გ---------------ე დაბადებული 1--- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ლ------------ესა და დ-------------ეს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.3. ლ------------ესა და დ-------------ეს შორის ურთიერთობა კონფლიქტურია;
ბოლო ორი-სამი წელია ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.4. დ-------------ესა და ნ------------–--ს შორის დადებული, 1--- წლის 2- მ---ის საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების
საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- 3------, მ----------------–-, კ-------, ბ-------, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დ-------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
-1--- წლის 2- მ---ის საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-47);
3.1.5. უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - თბილისი, პ------ ქ---------ის ქუჩა შესახვევი მ----------, ბ----------“ საკუთრების უფლებით ირიცხება ზ----------–-–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2--- წლის 0- ი----ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 97-98).
3.1.6. 2-------- წლებში დ-------------ეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას ჩაუტარდა ოპერაცია და სხვადასხვა სახის გამოკვლევები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგები, ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის პასუხი (ს.ფ. 46-73).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ------------ე და დ-------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- დ-------იდან. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა N299129 (ს.ფ.14-15).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1--- წლიდან მხარეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ჰქონდათ საერთო საოჯახო მეურნეობა. თანაცხოვრების დროს შეეძინათ სამი შვილი: ხ---------------ე დაბადებული 1--- წელს, ქ---------------ე დაბადებული 1--- წელს და გ---------------ე დაბადებული 1--- წელს. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არის 0-.0------ წელს დაბადებულ ლ------------ესთან. თუცა მას სადავოდ არ გაუხდია, რომ ლ------------ე არის მისი შვილების დედა, ატარებს მის გვარს. მოსარჩელის მითითებით ის, რომ ქორწინების მოწმობაში მოსარჩელის დაბადების თარიღი შეცდომითაა მითითებული მისთვისაც სასამართლოს 2--- წლის 1- დ-------ის მთავარ სხდომაზე გახდა ცნობილი და მოპასუხე, სწორედ აღნიშნული შეცდომის გამოყენებით ცდილობს გადაარჩინოს ქონება მოსარჩელეზე აღრიცხვის უარყოფითი შედეგებისაგან. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების მოწმობაში მითითებულია ლ------------ის ქორწინებამდელი გვარი - „------------. მოპასუხე დ-------------ემ სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ქორწინების მოწმობაში არსებულ შეცდომას იყენებს იმისათვის, რომ გადაარჩინოს შვილები (იხილეთ სასამართლოს 2--- წლის სხდომის ოქმი 1----------------, 1----------------)
3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, ვ-–----–----–-ს მ----------------–-, კ--------, ბ-------, იყო მხარეთა თანასაკუთრება, ლ------------ემ გაასხვისა, თუმცა მას არ მიუღია მისი კუთვნილი 1/2 წილი, ასევე თანასაკუთრებას წარმოადგენდა თბილისში ქ---------ის ქუჩა, მ----–-------ი, #--ში მდებარე ბ-------; კ----- რაიონ თ--–------ში მდებარე ქონება; ნ-----–------------ას სახელზე რიცხული ბ-------ა, რომელიც მოსარჩელეს დაუტოვა და გაასხვისა.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ-------------ის მიერ აპელირებული ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს იგი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულება (ნასყიდობის (ან შესაბამისი ხელშეკრულება რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა) ხელშეკრულება, უძრავი ქონების უფლებრივი მგომარეობის შესახებ სათანადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ქონებები შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, აღნიშნულის მესაკუთრედ დარეგისტრირებული იყო ლ------------ე; მან გაასხვისა სადავო ქონებები და თანხა მოპასუხისათვის არ გადაუცია, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხარის მიერ წარმოდგენილი ანდერძი, ხელწერილი (იხ.ს.ფ. 76-77), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 97-98) ვერ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, არასათანადო და არასაკმარის მტკიცებულებად მიჩნევის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით
განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, ქონების მეუღლეთა მიერ შეძენისა და სადავო ქონების ლ------------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისა და შემდეგ მის მიერ ამ ქონების გასხვისების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
3.2.3 . დ-------------ესა და ნ------------–--ს შორის დადებული, 1--- წლის 2- მ---ის საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების
საფუძველზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დ-------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- 3------, მ----------------–-, კ-------, ბ-------, შეძენილია მეუღლეთა მიერ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და ამ პერიოდში მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების დროს.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით ირკვევა, რომ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- დ-------იდან. მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1--- წლიდან ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ჰქონდათ საერთო საოჯახო მეურნეობა. თანაცხოვრების დროს შეეძინათ სამი შვილი: ხ---------------ე დაბადებული 1--- წელს, ქ---------------ე დაბადებული 1--- წელს და გ---------------ე დაბადებული 1--- წელს.
მოსარჩელის მითითებით საქორწინო ურთიერთობა მოპასუხესთან ფაქტობრივად 2-- წლის წინ შეწყდა, ხოლო მოპასუხე მიიჩნევს, რომ მათ შორის საქორწინო ურთიერთობა 1--- წლიდანაა შეწყვეტილი და ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, თუმცა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბოლო 2-- წელია, რაც სადავო მისამართზე მდებარე ბინაში აღარ შეუშვა, მანამდე გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა სადავო ქონებაში ლ------------ესთან და შვილებთან ერთად, რასაც ადასტურებს ასევე მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მხარეებმა ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე წარმოადგინეს მოწმეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-ე 148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.
მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი, თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს, რაც თავისი მხრივ განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ ლ---- ნ------ემ, რომელიც მოპასუხის ძმაა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ------------ეს სადავო ბინიდან წილი არ ეკუთვნის, აღნიშნა, რომ ლ------------ე შვილებთან და მოპასუხესთან ერთად სადავო ბინაში ბოლო პერიოდში ცხოვრობდა. მოწმის მითითებით მხარეთა შორის ურთიერთობა კონფლიქტური გახდა დ-------------ის ავადმყოფობის პერიოდში. თავად მოპასუხეც მიუთითებს, რომ მან ლ------------ე სახლიდან გააგდო მაშინ, როდესაც ავად იყო და არ უვლიდა. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2-------- წლებში დ-------------ეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას ჩაუტარდა ოპერაცია და სხვადასხვა სახის გამოკვლევები. მოწმის სახით დაკითხული თ------ კა-----–--ი აღნიშნავს, რომ ლ------------ემ 2 წლის წინ რატომ დატოვა სადავო საცხოვრებელი სახლი მისთვის უცნობია.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმეები ნ---- ფ-–---–-----ი და რ--------- მ-------–--ე აღნიშნავენ, რომ ლ------------ესა და დ-------------ეს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ზრდიდნენ შვილებს, ცხოვრობდნენ ერთ სახლში თბილისში, ნ--–------- ქუჩაზე, ბოლო 4-5 წლის წინ მათ ლ---- ნ------ე მოინახულეს სწორედ სადავო მისამართზე და ბოლო რამოდენიმე წელია, რაც მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა.
შესაბამისად, მხოლოდ მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგეს 1--- წლიდან მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შესახებ სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას. სხვა სახის მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-მოწმეთა ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე -თბილისი, ნ--–------- მესამე მკ/რ, მ----------------–-, კ-------, ბ-------, შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში მათი თანაცხოვრების დროს, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, სადაც წილი თანაბარია და სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოპასუხე დ-------------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1-51-ე, 1-52-ე, 1-58-ე, 1-59-ე, 1--4-ე, 1--8-ე, 1--1-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ქონების მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, კ-------, ბ-------, ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში მათი თანაცხოვრების დროს.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-51-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1-52-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო-სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-06-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის მიერ ერთობლივი შრომითა და სახსრებით შექმნილი შემოსავალი და ცოლ-ქმრის ნება მიმართული ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1--1-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1--8-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ნორმები მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, სადაც წილი თანაბარია.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ------------ე და დ-------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1--- წლის 1- დ-------იდან. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილი არ არის.
მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ აყრდნობს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად ოჯახის კეთილდღეობის მიზნით. მოპასუხე ქონებას არ მიიჩნევს მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან მისი განმარტებით, სადავო ქონების შეძენის პერიოდში მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და იგი თანასაკუთრებას არ წარმოადგენს.
ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების შეძენის პერიოდში მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო არ დასტურდება. ფაქტს ვერ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები. მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სადავოობის შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად.
მეუღლეთა თანასაკუთრების კანონისმიერი რეჟიმი მეუღლეებს ანიჭებს თანასაკუთრების უფლებას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, მიუხედავად იმისა თუ რომელი მეუღლის სახსრებითაა იგი შეძენილი. დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოების არსებობა. მოსარჩელეს ეკისრება სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხე მოვალეა სარჩელისგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამასად, სამოქალაქო კოდექსის 1-58-ე მუხლის მიერ დადგენილი კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე მიუთითებს. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მოპასუხემ ვერ შეძლო მიეთითებინა და წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, კ-------, ბ------- დ-------------ის სახელზე აღრიცხულია საკუთრების უფლებით 1--- წლის 2- მ---ის N----- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მხარეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ ქონებებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში, როგორც უკვე აღინიშნა, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მოქმედებს პრეზუმირებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ნივთები შეძენილია მათი ერთობლივი შრომითა და სახსრებით. თანამესაკუთრე მეუღლეს არ ეკისრება საჯარო რეესტრში ნივთის აღრიცხვის ვალდებულება და რეგისტრაციის არარსებობა არ უკარგავს მას სადავო ქონებაზე სანივთო უფლებას. უძრავი ნივთის რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენისა და ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი, ქმნის სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია. შესაბამისად, ლ------------ის წილი სადავო უძრავ ქონებაში შეადგენს ქონების ½ ნაწილს. საწინააღმდეგო საქმის მასალებით არ დასტურდება.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, მხარეთა შორის ფაქტობრივად საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად, სადავო უძრავი ქონების შეძენის პერიოდისათვის მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის ფაქტი არ დასტურდება, ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1--8-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტისას შეძენილი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევისათვის. კანონმდებელმა გამონაკლისის სახით გაითვალისწინა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტისას შეძენილი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უკავშირდება კონკრეტული საფუძვლის არსებობას, კერძოდ, დადგენილი წესიდან გადახვევა უნდა უკავშირდებოდეს არასრულწლოვანი შვილის ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღებ ინტერესს, რაც გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 იანვრის განჩინება N ას-155-10-4-2012). ლ------------ის მიერ წარმოდგენილ სარჩელზე, მითითებული საფუძველები სახეზე არ არის. საწინააღმდეგო არც მოპასუხეს მიუთითებია და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად დადგენილა.
- მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება მდებარე - თბილისი, ვ-–----–----–-ს მ----------------–-, კ--------, ბ-------, იყო მხარეთა თანასაკუთრება, ლ------------ემ გაასხვისა, თუმცა მას არ მიუღია მისი კუთვნილი 1/2 წილი, ასევე თანასაკუთრებას წარმოადგენდა თბილისში ქ---------ის ქუჩა, მ----–-------ი, #--ში მდებარე ბ-------; კ----- რაიონ თ--–------ში მდებარე ქონება; ნ-----–------------ას სახელზე რიცხული ბ-------ა, რომელიც მოსარჩელეს დაუტოვა და გაასხვისა, საქმის მასალებით არ დადასტურდა, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სარჩელზე დავის საგანია უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე თბილისი, ნ--–------- 3------, მ----------------–-, კ-------, ბ-------, ½ წილზე მესაკუთრედ აღიარება, სხვა მოთხოვნა მოსარჩელის ან მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, მხოლოდ ფაქტის მითითება არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს სარჩელის უარსაყოფად.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------------ე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს და სარჩელი უძრავი ქონების მდებარე მისამართზე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, კ-------, ბ-------, 1/2 ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ლ------------ის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 1-------------------- ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის სახით 50 (ორმოცდაათი) გადახდა (ს.ფ. 2--2-).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ-------------ეს მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით 1550 (ათს ხუთას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 20 ი----ის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დ-------------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, ნ--–------- მ-----------, მ----------------–-, კ-------, ბ-------, ½ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, სახელდობრ იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ------------ის სარჩელი, მოპასუხე დ-------------ის მიმართ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 199-1ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ------------ის სარჩელი დ-------------ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს:
1.1. ლ------------ე (პ/ნ 0----------- ცნობილი იქნეს საჯარო რეესტრში დ-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ნ--–------- მ-----------, მე------------–ი, კ---------, ბინა #-- - 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;
2. დ-------------ეს მოსარჩელე ლ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1--------------------------–-------) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დალი აბჟანდაძე