გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210018002689505
#2/400 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.12.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი “
წარმომადგენელი: ჯ---- ტ--–----ე
მოპასუხე: კ---- კ-–-----ე
წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
დავის საგანი: სესხი
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1 საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი “-ს (2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - კ---- კ-–-----ის (პ.№5----------) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
მოსარჩლე განმარტავს, რომ წინამდებარე სარჩელის არსი მდგომარეობს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში. კონკრეტულად ეს არის საბანკო დავალიანება, რომელიც ს.ს. “ ს----------–--- ბანკი “-ს მიმართ გააჩნია მოპასუხეს.
მოსარჩელე ითხოვს კ---- კ-–-----ეს ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს :
1)სესხზე # 969177 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 6831.45 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5839.31 აშშ დოლარი, პროცენტი - 362.90 აშშ დოლარი, ჯარიმა - 629.24 აშშ დოლარი.
2)სესხი # 969178 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 51.35 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 24.21 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.85 აშშ დოლარი, ჯარიმა - 23.29 აშშ დოლარი.
3)სესხი # 5563217 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 2818.18 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1898.46 ლარი, პროცენტი - 598.95 ლარი, ჯარიმა - 320.77 ლარი.
4)სესხი # 4005107 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 967.72 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 426.16 ლარი, საკომისიო - 455.56 ლარი, ჯარიმა - 86.00 ლარი.
მოსარჩელე ს.ს „ს----------–--- ბანკი“ ითხოვს მოპასუხე კ---- კ-–-----ეს, სესხზე # 969177, სარჩელის აღძვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პროცენტის სახით, ყოველდღიურად, დაეკისროს - 2.02 აშშ დოლარის გადახდა ((5839.31X12.6%):365=2.02).
მოსარჩელე ითხოვს კ---- კ-–-----ეს ს.ს. “ ს----------–--- ბანკი “-ს სასარგებლოდ სესხზე #5563217, სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პროცენტის სახით ყოველდღიურად, დაეკისროს - 1.87 ლარის გადახდა ((1898.46 X 36.00%):365=1.87).
მოსარჩელე ს.ს „ს----------–--- ბანკი“ ითხოვს მოპასუხე კ---- კ-–-----ეს, სესხზე # 969177, სარჩელის აღძვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ჯარიმის სახით, ყოველდღიურად, დაეკისროს - 29.20 აშშ დოლარის გადახდა ((5839 X 182.50%):365=29.20).
მოსარჩელე ითხოვს კ---- კ-–-----ეს ს.ს. “ ს----------–--- ბანკი “-ს სასარგებლოდ სესხზე #5563217, სარჩელის აღძვრიდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ჯარიმის სახით ყოველდღიურად, დაეკისროს - 28.48 ლარის გადახდა ((1898.46 X 547.50%):365=28.48).
მოსარჩელე ს.ს „ს----------–--- ბანკი“ ითხოვს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონება მდებარე: ქ. ჭ---------, ლ-–-----ს ქ. # 1- (ს.კ. 3-.10.3-.0--). თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მიერ ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე ითხოვს, კ---- კ-–-----ეს დაეკისროს ს.ს “ ს----------–--- ბანკი “-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4431,1 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე კ---- კ-–-----ე წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე საქმის განხილვის დროს მიცემული ახსნა-განმარტებით, სს” ს----------–--- ბანკი ”-ს სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა, რომ ცნობს სარჩელს შემდეგი ფორმით:
1)სესხზე # 969177 ცნობს ძირითადი თანხასა - 5839.31 აშშ დოლარი, პროცენტს - 362.90 აშშ დოლარი,2)სესხზე # 969178 ცნობს ძირითადი თანხას - 24.21 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.85 აშშ დოლარი,3)სესხზე # 5563217 ცნობს ძირითადი თანხას 1898.46 ლარი, პროცენტს - 598.95 ლარი.
4)სესხზე # 4005107 ცნობს ძირითადი თანხას 426.16 ლარი, საკომისიოს - 455.56 ლარი.
მოპასუხე კ---- კ-–-----ე მოსარჩელე მხარის მოთხოვნაზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გარკვეული თანხის დაკისრებაზე უარს აცხადებს თავისივე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
მოპასუხის განმარტებით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. ჭ---------, ლ-–-----ს ქ. #1--ში არის ერთადერთი საცხოვრებელი ფართია მისი ოჯახისთვის, სადაც მცირეწლოვან შვილებთან და მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობს, აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოპასუხეს თავისი ოჯახით მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენებას გამოიწვევს. მოპასუხე განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ უნდა მოხდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2011 წლის 07 სექტემბერს ს.ს “ ს----------–--- ბანკსა“ და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N GAI024024, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის ლიმიტად განისაზღვრა 50000.00 აშშ დოლარი, ვადით 30 თვით, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი - 48%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N GAI024024 (ს.ფ.19-24).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 09 სექტემბერს ს.ს. “ს----------–--- ბანკსა“ და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმდა N GAI024024 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N SBI024075, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N 969177 11000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 119.8 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 12.6%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება N SBI024075 (ს.ფ.25-31).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. 2011 წლის 07 სექტემბერს N GAI024024 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით კ---- კ-–-----ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI024025, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭ---------, ლ-–---ანი ქ. N 1- (ს.კ. 3-.10.3-.0--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება N SAI024025 (ს.ფ. 32-35).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.36-37).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით ს.ს “ ს----------–--- ბანკ „-სა და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმებულ იქნა უძრავი ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება - დანართი N GAI024024-969178, რომლითაც ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს მიერ გაცემული იქნა სადაზღვევო სესხი # 969178, 217.50 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით, წლიური სარგებელი - 18%-ის დარიცხვის პირობით, პირგასამტეხლი განისაზღვრება ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება-დანართი N SAI024025 (ს.ფ.38-48).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 ოქტომბერს ს.ს. “ს----------–--- ბანკსა“ და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმებლ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება # 9057956, რომლის საფუძველზეც კ---- კ-–-----ეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი (სესხი# 5563217), რომლის ლიმიტი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 2000.00 ლარით, საკრედიტო ბარათის ვადა - განუსაზღვრელლი, ლიმიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულ იქნა 36.00%-ით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 1.5%-ს, ასევე ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა 10.00 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება N 9057956 (ს.ფ.49-52).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 05 დეკემბერს ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს მიერ კ---- კ-–-----ეზე გაცემულ იქნა ექსპრეს სესხი # 4005107, 600.00 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სამომხმარებლო კრედიტით სარგებლობის საკომისიო შეადგენს თვეში 60.00 ლარს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.53-78).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.7. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით კ---- კ-–-----ის დავალიანება ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს წინაშე შეადგენს:
1. სესხზე # 969177 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 6831.45 აშშ დოლარს. საიდანაც ძირითადი თანხაა - 5839.31 აშშ დოლარი, პროცენტი - 362.90 აშშ დოლარი, ჯარიმა - 629.24 აშშ დოლარი.
2.სესხი # 969178 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 51.35 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 24.21 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.85 აშშ დოლარი, ჯარიმა - 23.29 აშშ დოლარი.
3.სესხი # 5563217 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 2818.18 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1898.46 ლარი, პროცენტი - 598.95 ლარი, ჯარიმა - 320.77 ლარი.
4.სესხი # 4005107 ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 967.72 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 426.16 ლარი, საკომისიო - 455.56 ლარი, ჯარიმა - 86.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ფურცელი (ს.ფ.79).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.8. დადგენილია, რომ ს.ს. „ს----------–--- ბანკი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება შესრულებულ იქნა სრულად, კ---- კ-–-----ეზე გაცემულ იქნა კრედიტები. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა, ყველა სესხზე, უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში კ---- კ-–-----ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულსადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები და განხორციელებული დაფარვების ამონაწერები. მსესხებელმა შეწყვიტა სესხზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა.
მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულებების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა, რასაც თვით კ---- კ-–-----ეც ადასტურებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხების დაფარვის ამონაწერები (ს.ფ.80-82).
- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ. 83-100).
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სარჩელი კ---- კ-–-----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 7415,38 (შვიდიათასოთხასთხუთმეტი და ოცდათვრამეტი მეასედი) ა.შ.შ. დოლარი (საიდანაც 5839,31 ა.შ.შ. დოლარი არის ძირი თანხა, 362,90 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, ხოლო 629,24 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 583,93 ა.შ.შ. დოლარი (სარგებელი)მიუღებელი შემოსავალი)(N969177 ხელშეკრულება)
კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------), უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 30,48 (ოცდაათი და ორმოცდარვა მეასედი) ა.შ.შ. დოლარი (საიდანაც 24,21 ა.შ.შ. დოლარი არის ძირი თანხა, 3,85 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, ხოლო 2,42 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო). (N969178 ხელშეკრულება).
კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 2877,11 (ორიათას რვაასსამოცდაჩვიდმეტი და თერთმეტი მეასედი) ლარი (საიდანაც 1898,46 ლარი არის ძირი თანხა, 598,95ლარი არის პროცენტი, ხოლო 189,85 ლარი არის პირგასამტეხლო , ხოლო მიუღებელი შემოსავალია 189,85 ლარი)(N5563217).
კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 967,72 (ცხრაასსამოცდაშვიდი და სამოცდათორმეტი მეასედი) ლარი (საიდანაც 426,16 ლარი არის ძირი თანხა, 455,56ლარი არის პროცენტი, ხოლო 86,00 ლარი არის პირგასამტეხლო). (N4005107 ხელშეკრულება).
საკრედიტო ხელშეკრულებების (GAI024024 , N969177, N969178) დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ იქნას მიქცეული კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ჭ--------- ლ-–-----ს ქ.N1-, ს/კ 3-.10.3-.0-- . იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხის - კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით ”.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ” სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი ”.
2011 წლის 09 სექტემბერს ს.ს. “ს----------–--- ბანკსა“ და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმდა N GAI024024 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N SBI024075, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N 969177 11000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
2011 წლის 07 სექტემბერს N GAI024024 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით კ---- კ-–-----ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI024025, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭ---------, ლ-–---ანი ქ. N 1- (ს.კ. 3-.10.3-.0--).
უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით ს.ს “ ს----------–--- ბანკ „-სა და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმებულ იქნა უძრავი ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება - დანართი N GAI024024-969178, რომლითაც ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს მიერ გაცემული იქნა სადაზღვევო სესხი # 969178, 217.50 აშშ დოლარის ოდენობით.
2017 წლის 06 ოქტომბერს ს.ს. “ს----------–--- ბანკსა“ და კ---- კ-–-----ეს შორის გაფორმებლ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება # 9057956, რომლის საფუძველზეც კ---- კ-–-----ეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი (სესხი# 5563217), რომლის ლიმიტი გაცემის დროისთვის განისაზღვრა 2000.00 ლარით.
2016 წლის 05 დეკემბერს ს.ს. “ს----------–--- ბანკი“-ს მიერ კ---- კ-–-----ეზე გაცემულ იქნა ექსპრეს სესხი # 4005107, 600.00 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სამომხმარებლო კრედიტით სარგებლობის საკომისიო შეადგენს თვეში 60.00 ლარს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას “. უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი და პროცენტი, კერძოდ სესხზე # 969177 ძირითადი თანხა - 5839.31 აშშ დოლარი, პროცენტი - 362.90 აშშ დოლარი, სესხზე # 969178 ძირითადი თანხა - 24.21 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.85 აშშ დოლარი,სესხზე # 5563217 ძირითადი თანხა 1898.46 ლარი, პროცენტი - 598.95 ლარი, სესხზე # 4005107 ძირითადი თანხა 426.16 ლარი. მოცემულ სესხზე ასევე უნდა დაეკისროს საკომისიო - 455.56 ლარი,6.4.სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
6.5. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
აღნიშნულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის სახით N969177 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე კ---- კ-–-----ეს გადასახდელად უნდა განესაზღვროს ერთი წლის გადასახდელი, ძირი თანხის - 5839,31 ა.შ.შ. დოლარის წლიური 10 პროცენტი, კერძოდ 583,93 ა.შ.შ. დოლარი.
N5563217 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე კ---- კ-–-----ეს გადასახდელად უნდა განესაზღვროს ერთი წლის გადასახდელი, ძირი თანხის - 1898,46 ლარის წლიური 10 პროცენტი, კერძოდ 189,85 ლარი.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა “ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა ჩამოყალიბდეს მთლიანი თანხის სახით და უნდა მოხდეს მოპასუხე მხარეზე დაკისრება. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის , რომ შემცირდეს პირგასამტეხლო და პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 629,24 ა.შ.შ. დოლარი (N969177 ხელშეკრულება), 2,42 ა.შ.შ. დოლარი (N969178 ხელშეკრულება), 189,85 ლარი (N5563217), 86,00 ლარი (N4005107 ხელშეკრულება).
6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). (
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2011 წლის 07 სექტემბერს N GAI024024 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით კ---- კ-–-----ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI024025, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭ---------, ლ-–---ანი ქ. N 1- (ს.კ. 3-.10.3-.0--) ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხის- კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
6.9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: . გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოცემული სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი დაკმაყოფილდა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ამასთან მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირისა და პროცენტის ნაწილში მოსამზადებელ სხდომაზე, შესაბამისად აღნისნული გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნას ხარჯების დაკისრებისას.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს (ს/კ.2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 7415,38 (შვიდიათასოთხასთხუთმეტი და ოცდათვრამეტი მეასედი) ა.შ.შ. დოლარი (საიდანაც 5839,31 ა.შ.შ. დოლარი არის ძირი თანხა, 362,90 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, ხოლო 629,24 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 583,93 ა.შ.შ. დოლარი (სარგებელი)მიუღებელი შემოსავალი)(N969177 ხელშეკრულება)
1.2. კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 30,48 (ოცდაათი და ორმოცდარვა მეასედი) ა.შ.შ. დოლარი (საიდანაც 24,21 ა.შ.შ. დოლარი არის ძირი თანხა, 3,85 ა.შ.შ. დოლარი არის პროცენტი, ხოლო 2,42 ა.შ.შ. დოლარი არის პირგასამტეხლო). (N969178 ხელშეკრულება).
1.3. კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 2877,11 (ორიათას რვაასსამოცდაჩვიდმეტი და თერთმეტი მეასედი) ლარი (საიდანაც 1898,46 ლარი არის ძირი თანხა, 598,95ლარი არის პროცენტი, ხოლო 189,85 ლარი არის პირგასამტეხლო , ხოლო მიუღებელი შემოსავალია 189,85 ლარი)(N5563217).
1.4. კ---- კ-–-----ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 967,72 (ცხრაასსამოცდაშვიდი და სამოცდათორმეტი მეასედი) ლარი (საიდანაც 426,16 ლარი არის ძირი თანხა, 455,56ლარი არის პროცენტი, ხოლო 86,00 ლარი არის პირგასამტეხლო). (N4005107 ხელშეკრულება).
1.5. საკრედიტო ხელშეკრულებების (GAI024024 , N969177, N969178) დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ იქნას მიქცეული კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ჭ--------- ლ-–-----ს ქ.N1-, ს/კ 3-.10.3-.0-- . იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხის- კ---- კ-–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
1.6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სს. ,,ს----------–--- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ს----------–--- ბანკი საგადასახადო დავალება N1153 გადახდის თარიღი: 23.10.2018 წელი. მიმღების დასახელება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში 300223150; გადამხდელი ს.ს. ს----------–--- ბანკი ს/კ 2--------; თანხა - 4431.10 ლარი;) სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს 605 (ექვსასხუთი) ლარი და 09(ცხრა) თეთრი.
3. კ---- კ-–-----ეს დაეკისროს ს.ს. ,,ს----------–--- ბანკი“-ს სასარგებლოდ 112 (ასთორმეტი) ლარის და 25(ოცდახუთი) თეთრის გადახდა.
4. მოსარჩელე - ს.ს. ,,ს----------–--- ბანკ“-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი