განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1------
(გამოძიების #09----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ვა-------–--–------–-–---–ი, ირ---------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - რე--------------ი (დაბადებული - 1----–-–------------–--------------–----------–----------------–-----------------------------–-------------------–------------–-----------–-------------–---------------ში),ადვოკატები - გუ-------------ე, კა-----------–---ი,თარჯიმანი - ფი-----------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ და ,,ა’’ ქვეპუნქტები (სამი ეპიზოდი).
დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რე--------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2----–-–-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (23.03.2007 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის ნასამართლევმა რე--------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 2,9731 გრამი ,,მორფინის” მარილი, 3,5765 გრამი ,,კოდეინის” (მარილი) და 1,1514 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება.
1.2. 2018 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისი, სო----–- ფო-----–--------------–---------------ში რე--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,7283 გრამი მორფინის (მარილი), 1,1783 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,3699 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება, 1 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს--–--------–---------------–----------–-–----------------------------–-----ლების მიერ.
1.3. 2018 წლის 10 თებერვალს, ქ. თბილისი, სო----–- ფო-----–--------------–---------------ში რე--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 1,7664 გრამი მორფინის (მარილი), 1,8147 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,6443 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება, 3 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს--–--------–---------------–----------–-–----------------------------–-----ლების მიერ.
1.4. 2018 წლის 15 თებერვალს, ქ. თბილისი, სო----–- ფო-----–--------------–---------------ში რე--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,4784 გრამი მორფინის (მარილი), 0,5835 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,1372 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება, უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს--–--------–---------------–----------–-–----------------------------–-----ლების მიერ.
2. სასამართლომ დაადგინა:
პირველი ეპიზოდი
2.1. 2----–-–-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით (სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დარჩა ძალაში), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (23.03.2007 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის ნასამართლევმა რე--------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,7283 გრამი მორფინის (მარილი), 1,1783 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,3699 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება.
2018 წლის 2 თებერვლის გასაღების ეპიზოდი
2.2. 2018 წლის 2 თებერვალს, ქ. თბილისი, სო----–- ფო-----–--------------–---------------ში რე--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,7283 გრამი მორფინის (მარილი), 1,1783 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,3699 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება, 1 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს--–--------–---------------–----------–-–----------------------------–-----ლების მიერ.
მეორე ეპიზოდი
2.3. 2----–-–-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით (სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დარჩა ძალაში), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის ნასამართლევმა რე--------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 1,7664 გრამი მორფინის (მარილი), 1,8147 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,6443 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება.
2018 წლის 10 თებერვლის გასაღების ეპიზოდი
2.4. 2018 წლის 10 თებერვალს, ქ. თბილისი, სო----–- ფო-----–--------------–---------------ში რე--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 1,7664 გრამი მორფინის (მარილი), 1,8147 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,6443 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება, 3 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს--–--------–---------------–----------–-–----------------------------–-----ლების მიერ.
მესამე ეპიზოდი
2.5. 2----–-–-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით (სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დარჩა ძალაში), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის ნასამართლევმა რე--------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,4784 გრამი მორფინის (მარილი), 0,5835 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,1372 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება.
2018 წლის 15 თებერვლის გასაღების ეპიზოდი
2.6. 2018 წლის 15 თებერვალს, ქ. თბილისი, სო----–- ფო-----–--------------–---------------ში რე--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,4784 გრამი მორფინის (მარილი), 0,5835 გრამი კოდეინის (მარილი) და 0,1372 გრამი თებაინის შემცველი ნივთიერება, უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შს--–--------–---------------–----------–-–----------------------------–-----ლების მიერ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. რე--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ირ---–----------ის, სე--------–--ისა და ავ--------–----------ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 2 თებერვლის ამოღების ოქმს, 2018 წლის 2 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 2 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 4 თებერვლის №1------------- დასკვნას, 2018 წლის 10 თებერვლის ამოღების ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 11 თებერვლის №2------------- დასკვნას, 2018 წლის 15 თებერვლის ამოღების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის №2------------- დასკვნას, თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების ოქმებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებას, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–---------------ის №0------------ გადაწყვეტილებას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, 2018 წლის 16 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №5---- დასკვნასა და ბრალდებულის აღიარებას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რე--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-2.6. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, განსაკუთრებული დიდი ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას ქმედებას ჩადენილს არაერთგზის სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
4.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დასტურდება თუ არა რე--------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, თუ მის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს უფრო მსუბუქ დანაშაულს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში რე--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებების დაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ერთ დამოუკიდებელ ეპიზოდად სამართლებრივად არამართებულია, კერძოდ: საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რე--------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტი, გაურკვეველია რე--------------მა კონკრეტულად დროის რა მონაკვეთში და პერიოდში შეიძინა მის მიერ 2018 წლის 2 თებერვალს, 10 თებერვალსა და 15 თებერვალს გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინა/შეინახა ერთდროულად, რათა შემდგომში გაესაღებინა, თუ ეტაპობრივად იძენდა, რათა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ცალ-ცალკე მოეხდინა მათი რეალიზაცია. ბრალდების მხარის მიერ 2018 წლის 2, 10 და 15 თებერვალს გასაღებული ნარკოტიკული საშუალებების ერთიანად შეჯამება (რაც იძლევა მაკვალიფიცირებელ გარემოებას - განსაკუთრებულად დიდ ოდენობას) სამართლებრივად არამართებულია, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მის მიერ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ერთდროულად შეძენის/შენახვის ფაქტი, სასამართლოსთვის უცნობია ერთად ჰქონდა თუ არა რე--------------ს შეძენილი/შენახული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც შემდგომში 2018 წლის 2, 10 და 15 თებერვალს გაასაღა. თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ რე--------------ს სამივე ეპიზოდში ნარკოტიკული საშუალების გასაღებამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, შესაბამისად, რე--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა უნდა გადაკვალიფიცირდეს უფრო მსუბუქ დანაშაულზე - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი). ქმედების ერთი მუხლიდან რამდენიმე მუხლზე გადაკვალიფიცირება სამართლებრივად შესაძლებელია თუ ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა მსუბუქდება და რაიმე ფორმით არ მძიმდება, რაც მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც არის დადგენილი, სადაც ერთი მუხლიდან ორ მუხლზე გადაკვალიფიცირდა პირის ქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის N543აპ-11 განაჩენი)
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 3.1.-3.3. პუნქტებში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ რე--------------მა, რომელსაც არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა, უკანონოდ შეიძინა/შეინახა ნარკოტიკულ საშუალება 0,7283 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი), 1,1783 გრამი ,,კოდეინის’’ (მარილი) და 0,3699 გრამი ,,თებაინის’’ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 2 თებერვალს ასევე უკანონოდ 1 500 ლარის საფასურად გაასაღა ირ---–----------ზე. ასევე, რე--------------მა, რომელსაც არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა, უკანონოდ შეიძინა/შეინახა ნარკოტიკული საშუალება 1,7664 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი), 1,8147 გრამი ,,კოდეინის’’ (მარილი) და 0,6443 გრამი ,,თებაინის’’ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 10 თებერვალს ასევე უკანონოდ 3 500 ლარის საფასურად გაასაღა ირ---–----------ზე. ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ რე--------------მა, რომელსაც არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა, უკანონოდ შეიძინა/შეინახა ნარკოტიკულ საშუალება 0,4784 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი), 0,5835 გრამი ,,კოდეინის’’ (მარილი) და 0,1372 გრამი ,,თებაინის’’ შემცველი ნივთიერება, რაც 2018 წლის 15 თებერვალს ასევე უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ, მეორე და მესამე ეპიზოდებში სახეზეა დანაშაულის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, 2018 წლის 2, 10 და 15 თებერვლის გასაღების ეპიზოდებთან მიმართებით სახეზეა დანაშაულის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედებას ჩადენილს არაერთგზის სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელი) რე--------------ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (23.03.2007 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის). ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით უტყუარად დასტურდება რე--------------ის მიერ ქმედების ჩადენა არაერთგზის.
4.5. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 67-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,თებაინი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო ,,თებაინი’’ 1 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. დანართის (ნუსხის) 79-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,კოდეინი’’ (ფუძე და მარილი) 0,2 გრამიდან 2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 2 გრამიდან 20 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 20 გრამზე მეტი განსაკუთრებით დიდ ოდენობად. დანართის (ნუსხის) 116-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,მორფინი’’ (ფუძე და მარილი) 0,04 გრამიდან 0,4 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,4 გრამიდან 4 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 4 გრამზე მეტი განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რე--------------მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2018 წლის 2 თებერვალს ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკულ საშუალება 0,7283 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი), 1,1783 გრამი ,,კოდეინის’’ (მარილი) და 0,3699 გრამი ,,თებაინის’’ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნარკოტიკული საშუალების - ,,კოდეინის’’ (მარილი) ოდენობა აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საწყის ოდენობას, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ,,თებაინის’’ და ,,მორფინის’’ (მარილი) ოდენობები წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ამასთან, რე--------------მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2018 წლის 10 თებერვალს უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება 1,7664 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი), 1,8147 გრამი ,,კოდეინის’’ (მარილი) და 0,6443 გრამი ,,თებაინის’’ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნარკოტიკული საშუალების - ,,კოდეინის’’ (მარილი) ოდენობა აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საწყის ოდენობას, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ,,თებაინის’’ და ,,მორფინის’’ (მარილი) ოდენობები წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე რე--------------მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2018 წლის 15 თებერვალს ასევე, უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკულ საშუალება 0,4784 გრამი ,,მორფინის’’ (მარილი), 0,5835 გრამი ,,კოდეინის’’ (მარილი) და 0,1372 გრამი ,,თებაინის’’ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინის’’ (მარილის) ოდენობა აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საწყის ოდენობას, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ,,თებაინის’’ და ,,მორფინის’’ (მარილი) ოდენობები წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის მაკვალიფიცირებელი გარემოება დიდი ოდენობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა ყველა ეპიზოდში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.6. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ რე--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე (სამი დამოუკიდებელი ეპიზოდი). ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რე--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის (სამი ეპიზოდი), რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები, რომლითაც რე--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები - თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს რე--------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას რე--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია და უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (რე--------------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,კოდეინს’’ (მარილი), ,,მორფინს’’ (მარილი) და ,,თებაინს’’, რაც სამ დამოუკიდებელ შემთხვევაში უკანონოდ გაასაღა ირ---–----------ზე), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, არის 5--–-–-ს), რე--------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ფინანსური სარგებლის მიღება). სასამართლო აღნიშნავს, რომ რე--------------ის ქმედება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალების გავრცელება (გასაღება) რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობასა და ნარკომანიის გავრცელებას და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რე--------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით თითოეული ეპიზოდისათვის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 და 10 თებერვლის ეპიზოდებისათვის) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდისათვის) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და რე--------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.7. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
5.8. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-? მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ რე--------------ი წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წამოადგენს სწორედ მისი წარსული ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი (სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე).
5.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რე--------------ს სასჯელი განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
5.11. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
5.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან რე--------------მა განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–---------------ის №0------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და რე--------------ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. რე--------------ის პიროვნების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ხასიათისა და განაჩენის 5.5.-5.6. პუნქტებში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 6 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და რე--------------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; რე--------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა (450 ლარი და 200 აშშ დოლარი) სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; რე--------------ის საცხოვრებელი ბინის ეზოში მდებარე ,,სამტრედიდან“ ამოღებული ელექტრო სასწორი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რე--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე (სამი ეპიზოდი).
2. რე--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რე--------------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–---------------ის №0------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და რე--------------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. რე--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. რე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.
8. რე--------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
9. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ რე--------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა (450 ლარი და 200 აშშ დოლარი) სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
§ რე--------------ის საცხოვრებელი ბინის ეზოში მდებარე ,,სამტრედიდან“ ამოღებული ელექტრო სასწორი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი