განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100113002805544
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №----------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა

სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - თ---------------,ადვოკატ - გ------------------,ბრალდებულ - დ-------------------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ დ------------------------------------------------ (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----–----–-----------------–----------------------------–-) მიმართ დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ექვსი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

დ.-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ექვსი ეპიზოდი), კერძოდ,2----–-–-------------ს დასაწყისში დ--------------------------, ო-–----------- შესთავაზა მისი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით აღებული თანხით კომერციული ფართის დაქირავება, სანაცვლოდ შეპირდა მაღაზიის მოგების 10% გადახდას და მაღაზიაში დასაქმებას, ასევე სესხის გადახდას, რაზეც ო-–---------- დათანხმდა. 2----–-–---------------------------–-–-------------- დ-------------------------- მითითებით, ო-–----------მ იპოთეკით დატვირთა ქ------–--–---------------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინა, ხოლო სესხის სახით მიღებული 4-500 ამერიკული დოლარი და 6000 ევრო და 12000 ევრო გადასცა დ-------------------------- რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა აღნიშნული თანხა.

2----–-–------------–-, დ-------------------–---–მა მ---------------- ვითომ მისი კუთვნილი ბიზნესის გაფართოებაში ფინანსური დახმარებისთვის მიმართა და შესთავაზა იპოთეკით დაეტვირთა საცხოვრებელი სახლი და სესხის სახით მიღებული თანხა მისთვის გადაეცა, სანაცვლოდ დაპირდა მისი შვილის, შ------------------- დასაქმებას სამშენებლო კომპანია „–--------------–-- და ბიზნესით მიღებული შემოსავლის განაწილებას და სესხის გადახდას. 2----–-–----------------------------–-–------------–-, მ----------------, დ-------------------------- მითითებით, ქ------–--–----------------------------------–- მდებარე თავისი ბინა დატვირთა იპოთეკით და სესხის სახით მიღებული 21000 აშშ დოლარი, 25000 ევრო გადასცა დ-------------------------- ხოლო 2----–-–------------------ მ---------------- წარმომადგენელმა შ------------------- იპოთეკით დატვირთა მ.--------ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა და სესხის სახით მიღებული 12000 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

დ-------------------–---–მა ი------------------ შესთავაზა კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და აღებული სესხის მისთვის გადაცემა, ვითომ თავისი ბიზნესის გაფართოებისათვის, სანაცვლოდ შეპირდა ტელევიზიაში დასაქმებას, კერძოდ იპოთეკართან 6000 აშშ დოლარის გადახდას და ასევე სესხის თანხის გადახდას. 2----–-–------------–-, ი------------------- თავის კუთვნილ ბინაზე, მდებარე თ---–--–-- მ----------------–-----------------------------------------, გააფორმა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება და 11000 ევრო გადასცა დ-------------------------- რომელმაც აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

დ--------------------------, იმ პირობით, რომ მ---------------- ნათესავს, ლ-------------- დაასაქმებდა თითქოს თავის ბიზნესში, 2----–-–--------------------------–-–------------- ლ-------------- და ლ----------------, იპოთეკით დაატვირთინა მათ თანასაკუთრებაში არსებული თ---–--–-- დ---------–---–---------------–-------------------. სესხის სახით მიღებული 11000 ევრო და 14000 აშშ დოლარი კი დ-------------------------- მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2----–-–---------------–-, დ-------------------–---–მა მ---------------------- შესთავაზა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით მიღებული თანხის მისთვის გადაცემა, თითქოს მისი კუთვნილი ბიზნესის გაფართოების მიზნით, სანაცვლოდ შეპირდა სარგებლის გადახდას და დასაქმებას. 2----–-–-----------------------------–-–----------------–- მ----------------------- იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა მდებარე, ქ------–--–-------------------------------- და 29000 ამერიკული დოლარი და 10 000 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც აღნიშნული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2----–-–---–--------------, დ-------------------–---–მა ი--------------- შესთავაზა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით მიღებული თანხის მისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი შეპირდა ვალის გადახდას, ი--------------- მეუღლის საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდას და იპოთეკის შედეგად არსებული სესხის გადახდას. 2----–-–---------------- ი---------------- ბინის უზრუნველყოფით, სესხის სახით მიღებული 13000 დოლარი გადასცა დ-------------------------. 2----–-–----------------- დ-------------------------- მითითებით, ი--------------- კვლავ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ი--------------- კუთვნილი ბინის უზრუნველყოფით, რა დროსაც ი--------------- სესხის სახით მიღებული თანხა - 7000 აშშ დოლარი და 2000 ლარი, სრულად გადასცა დ-------------------------. აღნიშნულის შემდეგ, დ-------------------------- მითითებით, 2----–-–----------------–- ი--------------- იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე თ---–---- თ-------------–-------------------–-----------–-----------------------–- და სესხის თანხა 12500 ამერიკული დოლარი გადასცა დ-------------------------. 2----–-–----------------–-, ი--------------- მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთა თავისი მეუღლის ბ.--–------–---–ის კუთვნილი ბინა, მდებარე თ---–---- თ-------------–--------------------–-------------------------–-, ხოლო სესხის თანხა 18000 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც ი---------------გან მიღებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ი--------------- დაკარგა სამივე საცხოვრებელი ბინა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. (ექვსი ეპიზოდი).

 

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

დაზარალებულ ლ-------------- ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა დ----------------------------. იგი ცხოვრობდა მისი დეიდის, მ---------------- მეზობლად, რომელთაც ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. დ------------------------- სთხოვდა სამი თვით მის სასარგებლოდ ბინის იპოთეკით დატვირთვას, ამასთან პირდებოდა დასაქმებას და ბინის აღნიშნულ ვადაში უკან დაბრუნებას. თუ რაში სჭირდებოდა ბინის იპოთეკით დატვირთვა არ უკითხავს, თუმცა დ------------------------- ეუბნებოდა, რომ ჰქონდა ბიზნესი, პირდებოდა სამსახურს, დამატებით სარგებელს, ჰქონდა მის მიმართ ნდობა და დათანხმდა ბინის იპოთეკით დატვირთვას. 2----–-–------------- დასაწყისში იპოთეკით დატვირთა გ-------–---–--------------------------–- მდებარე სახლი, რაშიც აიღო 11 000 ევრო და 14 000 დოლარი. აღნიშნული თანხა გადასაცა დ-------------------------- რომლის თხოვნით, რომ ვერ ასწრებდა ბინის დახსნას და ელოდებოდა თანხის მიღებას, ბინა მეორედაც დატვირთა იპოთეკით, თუმცა თავად არანაირი თანხა არ მიუღია. დ------------------------- თანხა გადასცა მ---------------- თანდასწრებით. ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ მას არანაირი სარგებელი არ მიუღია. არაერთი დაპირების მიუხედავად დ------------------------- მისი კუთვნილი თანხა არ დაუბრუნებია. იპოთეკით დატვირთული ბინა იყო მისი და მისი დის, ლ---------------- თანასაკუთრება. საბოლოოდ, მოხდა მათი გამოსახლება და ბინა გაიყიდა აუქციონზე.

დაზარალებულ ლ---------------- ჩვენებით, ბრალდებულ დ------------------------- იცნობს ბავშვობიდან, იგი იყო მისი დეიდის, მ---------------- მეზობელი. 2----–-–--------------- იპოთეკით დაიტვირთა თ---–---- გ-------–---–------------------------–- მდებარე ბინა, რაც იყო მისი და მისი დის, ლ-------------- საერთო საკუთრება. ბინა იპოთეკით დაიტვირთა 11 000 ევროდ და 14 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების გაფორმებამდე დ------------------------- პირდებოდა მათ სათვალეების ბიზნესში ჩართვას. მოლაპარაკებას ძირითადად ესწრებოდნენ ლ------------- და მ---------------. 2----–-–------------ ბინა ხელმეორედ დაიტვირთა იპოთეკით. პირველი იპოთეკის შემთხვევაში, თანხის გადაცემას თავად არ დასწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ლ-------------მ აღებული თანხა სრულად გადასცა დ-------------------------. არანაირი სარგებელი არც მას და არც ლ-------------- არ მიუღიათ. 2----–-–----------- თვეში, ლ--------------გან ცნობილი გახდა, რომ ვერ იხდიდნენ ფულს და საჭირო იყო ახალი იპოთეკით ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოაწერა იპოთეკის ჩანაცვლებას, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა არც უნახავს და არც ის იცის, რამდენი იყო. ბინა აუქციონზე გაიყიდა ვალის გადაუხდელობის გამო. დ------------------------- ყოველდღიურად პირდებოდა თანხის დაბრუნებას, თუმცა აუქციონზე გაიყიდა ბინა, რომელიც შეიძინა ნ------------, რომელიც არის გ----------------------- სიდედრი. ბინის გაყიდვის შემდგომ, დ------------------------- კვლავ აგრძელებდა მათ მოტყუებას და პირდებოდა ბინის დაბრუნებას. პირადად არანაირი სარგებელი არ მიუღია და შეთანხმების თანახმად, იპოთეკარებისთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა დ.-----------–---–ს უნდა გადაეხადა. დ------------------------- არწმუნებდა მათ, რომ ჰქონდა სათვალის ბიზნესი და როგორც მის დას, ისე მის დეიდაშვილ შ------------------ პირდებოდა სამსახურის შოვნას, რაც გახდა მათი მხრიდან რისკის გაწევის მიზეზი.

დაზარალებულ ი--------------- ჩვენებით, ახლობლის დასახმარებლად კერძო მევალისგან სესხად აღებული ჰქონდა 1500 აშშ დოლარი, რაც საბოლოოდ გახდა მისი გადასახდელი, რის გამოც შეექმნა ფინანსური პრობლემები. ახლობელ მ---------------- დახმარებით გაიცნო დ-------------------------, რომელიც დაპირდა მას პრობლემების მოგვარებას, სანაცვლოდ მოსთხოვა მის სასარგებლოდ ბინის იპოთეკით დატვირთვა. 2----–-–---------------- იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა. იპოთეკარები იყვნენ ე------------------------- და მ----------------- 5% დარიცხვით და 0,3% პირგასამტეხლოთი. ე-------------------------- გადასცა მას 6000 აშშ დოლარი, ხოლო მ-----------------მ 7000 აშშ დოლარი, ეს მოხდა ნოტარიუს თ--------------- სანოტარო ბიუროში. სრული თანხა შეადგენდა 13 000 აშშ დოლარს. ადგილზე წინსწრებით დაიტოვეს თანხის 2 თვის პროცენტი, ხოლო დანარჩენი თანხა სრულად გადასცა დ-------------------------- რომელმაც უკან დაუბრუნა 3260 აშშ დოლარი და დაპირდა ყოველთვე ხელფასის სახით 200 დოლარის დარიცხვას. ბინის იპოთეკით დატვირთის შესახებ აცნობა მ----------------, რომელმაც სამი დღის ვადით 1000 აშშ დოლარი გამოართვა სესხის სახით. მეორე დღეს, დ------------------------- მისივე თხოვნით უკან დაუბრუნა რამდენიმე დღის წინ მისთვის გადაცემული თანხა. ამის შემდგომ, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დ------------------------- მისთვის თანხა არ დაუბრუნებია. სანამ თანხის დაბრუნებას პრობლემა შეექმნებოდა, დ-------------------------- მიმართ ჰქონდა სრული ნდობა და მისი თხოვნით, 2----–-–----------------- ხელმეორედ დატვირთა ბინა იპოთეკით. მოცემულ შემთხვევაში იპოთეკარები იყვნენ ნ------------------ რომელმაც 7000 აშშ დოლარი მიიტანა 6%-ის დარიცხვით და ი--------- 2000 ლარი--%-ის დარიცხვით. აღნიშნული თანხა გადასცა დ-------------------------. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მეუღლის საპროცესო შეთანხმებისთვის მოსაძიებელი ჰქონდა 30 000 ლარი, რაზეც დ------------------------- დაპირდა, რომ თავად უზრუნველყოფდა აღნიშნული თანხის მოძიებას, რისთვისაც მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული მეორე ბინის იპოთეკით დატვირთვა. დათანხმდა მის შეთავაზებას და 2----–-–---------------–- დ-------------------------- მოთხოვნით იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული და მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებული ორი ბინა. მოცემულ შემთხვევაში იპოთეკარები იყვნენ ვ---------------------- 3500 აშშ დოლარით, 5%-ის დარიცხვით, ფ----------------- 5000 აშშ დოლარით და ი------------------- 4000 აშშ დოლარით. მთლიანი თანხა 12500 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა დ-------------------------. 2----–-–----------------–- ნოტარიუს ლ----------------თან იპოთეკით დაიტვირთა მისი მეუღლის ბ----------------------- საკუთრებაში არსებული ბინა 18000 დოლარად. როგორც გ-------------------------, ისე სხვა იპოთეკარებთან ხელშეკრულება გაფორმდა ორი თვის ვადით, რის შემდეგაც დ------------------------- უნდა გაეთავისუფლებინა ბინები იპოთეკისგან. გარდა აღნიშნულისა, დ------------------------- დამატებით გადასცა სესხის სახით--00 აშშ დოლარი, რის შემდეგაც კ------------------ ორი კვირის ვადით სთხოვდა 1500 დოლარის შოვნას, თუმცა თანხის შოვნაზე განუცხადა უარი. ამის შემდგომ, დაახლოებით ორ თვეში დაუკავშირდა გ----------------------- რომელმაც უთხრა, რომ იგვიანებდა პროცენტის გადახდა და გააფრთხილა, თუ არ მოხდებოდა თანხის გადახდა, იძულებული იქნებოდა მოეხდინა მათი გამოსახლება. დ------------------------- მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება და პროცენტის გადახდა, რაზეც დ-------------------------- უთხრა, რომ ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, მისგან აღებული ფული გაგზავნილი ჰქონდა ი---–--–-. დ-------------------------- დაუდასტურა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იპოთეკით დატვირთა მისი ბინები, უკვე ვალებში იყო გადავარდნილი და მისგან აღებული თანხით გადაფარა სხვა იპოთეკარების პროცენტები. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა დ-------------------------- შვილი კ------------------, რომელიც პირდებოდა მას პრობლემების მოგვარებას. საბოლოოდ, იპოთეკარებისგან ცნობილი გახდა, რომ დ------------------------- იყო თაღლითი და მასზე ნდობა არ შეიძლებოდა. დ------------------------- და კ------------------ პირდებოდნენ პრობლეების მოგვარებას და ბინის იპოთეკისგან გათავისუფლება, რისთვისაც უნდა გაეყიდათ მათი ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლი, რითაც შეძლებდნენ ვალების დაფარვას, თუმცა მათი დაპირება აღმოჩნდა ტყუილი და საბოლოოდ, მოხდა მისი გამოსახლება ბინიდან. მთლიანობაში დ--------------------------თვის გადაცემული აქვს 50 000 აშშ დოლარი და 2000 ლარი და სანაცვლოდ დაკარგული აქვს სამი საცხოვრებელი ბინა.

დაზარალებულ ო-–----------- ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა დ----------------------------, რომელიც არწმუნებდა, რომ ჰქონდა გარკვეული ბიზნესი, აპირებდა მის გაფართოებას და იმის დაპირებით, რომ თავადაც ნახავდა სარგებელს, სთხოვა სესხის უზრუნველსაყოფად ბინის იპოთეკით დატვირთვა, რომლის გადახდაც მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. დ---------------------------- ერთად მისული იყო რ--------- სანოტარო ბიუროში, სადაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ამის შემდგომ, დ--------------------------, უთხრა, რომ მისი სახლის გამოსასყიდად აუცილებელი იყო 5000 აშშ დოლარი, რის გამოც იძულებული გახდა სახლიდან გაეყიდა ყველაფერი და აღნიშნული თანხა გადასცა დ-------------------------. დ------------------------- პირდებოდა თანხის გადახდას და ბინის იპოთეკისგან განთავისუფლებას, თუმცა ერთ დღეს მიუვიდა წერილი, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი გამოსახლება. საბოლოოდ, მოხდა მისი გამოსახლება და დარჩა საცხოვრებლის გარეშე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულება ფორმდებოდა 35000 აშშ დოლარზე, თუმცა რეალურად ხელშეკრულებაში დაფიქსირდა 70000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა. იმდენად ენდობოდა დ.-----------–---–ს, რომ პირადად ხელშეკრულებას არ გაცნობია და შინაარსი არ წაუკითხავს.

დაზარალებულ მ----------------------- ჩვენებით, მის მეზობლად ბ--------------------–- ცხოვრობდა ბრალდებული დ-------------------------, რომელთანაც აკავშირებდა დიდი ხნის ნაცნობობა. 2----–-–---------------- თვეში დ-------------------------- უთხრა, რომ ჰქონდა სათვალეების ბიზნესი, აპირებდა გაფართოებას, რისთვისაც სჭირდებოდა თანხა და იმ შემთხვევაში თუ მის სასარგებლოდ ჩადებდა ბინას, დაპირდა გარკვეულ სარგებელს. დ------------------------- მასთან საუბარში საერთოდ არ უხსენებია იპოთეკა და მისთვის უცნობი იყო თუ ბინის ჩადებაში იგი ბინის იპოთეკით დატვირთვას გულისხმობდა. დ-------------------------- მიმართ ჰქონდა დიდი ნდობა და მისთვის არ უკითხავს თუ რა ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. დ.-----------–---–ის მითითებით მივიდა ა----–-----–-------------- მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც ხელი მოაწერა გარკვეულ დოკუმენტებს ისე, რომ არც მის შინაარსს გაცნობია და არც ნოტარიუსს წაუკითხავს დოკუმენტის შინაარსი. 2----–-–------------------- გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარებისგან - მ--------------, მ---------------- და ბ--------------- აღებული თანხა სრულად გადასცა დ-------------------------. მთლიანობაში, დ--------------------------- გადაცემული თანხა შეადგენდა 29 000 აშშ დოლარს. ფულის გადაცემის დროს იმყოფებოდა მარტო. თანხის გადაცემის დამადასტურებელი ხელწერილი დ--------------------------თვის არ გამოურთმევია. ხელშეკრულების შინაარს არ გაცნობია და მისთვის უცნობია რა ვადით იყო გაფორმებული. მოწმის განმარტებით, დ------------------------- პირდებოდა, რომ ბინას იპოთეკისგან გაათავისუფლებდა ერთ წელში, თუმცა როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, 2----–--–---------------–- ბინა ხელმეორედ იქნა იპოთეკით დატვირთული 10 000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ დ------------------------- პირდებოდა ბინის დახსნას და პროცენტების გადახდას, მან არ შეასრულა პირობა, რის გამოც იპოთეკარები მას სთხოვდნენ თანხის გადახდას. საბოლოოდ, დ---------------------------- დაკავშირება გახდა შეუძლებელი, რის შემდეგაც მოხდა მისი ბინიდან გამოსახლება და სახლის აუქციონზე გაყიდვა.

დაზარალებულ ი------------------- ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ბრალდებულ დ----------------------------. რომელიც პირდებოდა დედამის მ---------------- ბიზნესში ჩართვას და გარკვეული მოგების მიღებას, რის გამოც მ---------------- დ-------------------------- სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი სახლი 25 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხიდან 14 000 აშშ დოლარი დაიტოვა გ------------------------ ხოლო 11 000 აშშ დოლარი გადასცეს დ------------------------- ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. დ-------------------------- ანალოგიური დაპირებით მასაც დაატვირთინა იპოთეკით მისი კუთვნილი ბინა და ასევე დ-------------------------- სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისი დეიდაშვილების, დ----------------- საცხოვრებელი სახლი. 2----–--–- იპოთეკით დაიტვირთა დედამისის მ---------------- კუთვნილი ბინა, მდებარე ბ----------------------------, ხოლო 2----–--–- იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი ბინა. მ--------------- ბინის იპოთეკით დატვირთვას დათანხმდა იმ პირობით, რომ დ------------------------- სესხის სახით აღებული თანხა უნდა ჩაედო ბიზნესში, საიდანაც იგი პირდებოდა მოგების წილს. საბოლოოდ მ---------------- არანაირი სარგებელი ბინის იპოთეკით დატვირთვით არ მიუღია და ბინა გაიყიდა აუქციონზე. დ------------------------- მისი ბინის იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ შეპირდა მოგების წილს და დასაქმებას. მთლიანობაში დ--------------------------- პირადად გადაცემული აქვს 11 000 ევრო. დ------------------------- მისთვის დასაქმება და მოგებიდან წილი რომ არ შეეთავაზებინა, არ დათანხმდებოდა ბინის იპოთეკით დატვირთვას.

დაზარალებულ მ---------------- ჩვენებით, რომელიც მისი გარდაცვალების გამო გამოქვეყნებული იქნა სასამართლო სხდომაზე, დგინდება, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ბრალდებულ დ----------------------------. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მის მეზობლად. 2----–-–------------- თვეში დ-------------------------- შესთავაზა, რომ მის სასარგებლოდ იპოთეკით დაეტვირთა თ---–---- ბ------------------------------–----------- მისი კუთვნილი ბინა, ხოლო აღებული თანხა ჩაედოთ საათვალეების ბიზნესში, საიდანაც დაპირდა გარკვეული მოგების მიღებას, ასევე დაპირდა შვილის - შ------------------- სამშენებლო კომპანია „–--------------–-- მუშაობის დაწყებას. დათანხმდა დ-------------------------- შეთავაზებას და 2----–-–------------------ ლ----–------------- მდებარე სანოტარო ბიუროში, იპოთეკარ ჯ---------------------- გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც ჯ----------------------- სესხად აიღო 24 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ხოლო სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი ბინა მდებარე ბ-----------------------------–-. სანოტარო ბიუროში გადაიხადა საშუამავლო და ნოტარიუსის მომსახურების გადასახადი და დარჩენილი თანხა 21000 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------. თანხის გადაცემის შემდგომ, დ------------------------- ყოველ შეხვედრაზე ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და საქმე წინ მიიწევდა. 2----–-–---------–-- დასაწყისში, დ-------------------------- უთხრა, რომ იპოთეკარ ჯ------------------- სურდა თანხის მთლიანად მიღება და უნდა მომხდარიყო ჩანაცვლება, რათა საქმეში თანხის ბრუნვა გაგრძელებულიყო. დ------------------------- ბიზნესსაქმიანობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მისთვის არ წარუდგენია. იქიდან გამომდინარე, რომ ენდობოდა დ-------------------------- მასზე თანხის გადაცემა დოკუმენტალურად არ გაუფორმებია. 2----–-–------------–- ჯ---------------------- გაუქმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მასსა და გ---------------------- შორის კი დაიდო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც გ----------------------- გადასცა მას 25000 ევრო. აღნიშნული თანხა სრულად გადასცა დ-------------------------- რომელსაც უნდა გაესტუმრებინა იპოთეკარი ჯ-------------------- ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გამოეყენებინა დ-------------------------. თვეების გასვლის მიუხედავად დ------------------------- არც შ------------------ დახმარებია სამსახურის შოვნაში და არც მისი თანხა დაუბრუნებია უკან. ყოველ შეხვედრაზე იგი პირდებოდა დაპირებულის შესრულებას. 2----–-–------------------ შ--------------------- და ი--------------------- ერთად მივიდა, ლ----------------------–----------- სანოტარო ბიუროში, სადაც ადგილზე დახვდა დ-------------------------, რომელმაც შ------------------ ხელი მოაწერინა ხელშეკრულებაზე, რითაც თითქოს უქმდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული იყო ახალი იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკარ ც-------------------, რომელმაც მისი ბინა იპოთეკით დატვირთა 12000 აშშ დოლარად, რის შესახებაც დ------------------------- არაფერი უთქვამს. დ-------------------------- იმავე დაპირებით, რაც მას შესთავაზა დაითანხმა და იპოთეკით დატვირთა მისი შვილის ი------------------- ბინა მდებარე, თ---–----------------------–---------------------------------------–-, რომლიდანაც აღებული თანხები მიითვისა დ-------------------------- და როგორც მას, ისე მის შვილს არ შეუსრულა დანაპირები და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ მოხსნიდა მის ბინაზე დადებულ იპოთეკებს, იგი მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ ფულად თანხას და ბინაზე იპოთეკის მოხსნა არ მომხდარა. ანალოგიური წინადადებით და მუშაობის დაწყების დაპირებით, დ-------------------------- მის დისშვილს, ლ-------------- იპოთეკით დაატვირთინა მისი კუთვნილი ბინა მდებარე, გ-------–---–--------------------------------–-, რაც დ-------------------------- არ გაანთავისუფლა იპოთეკისგან და მოხდა ბინის აუქციონზე გასხვისება.

მოწმე გ----------------------- ჩვენებით, რამდენიმე წლის წინ, ზუსტი დრო არ ახსოვს, გ----------------------- საშუამავლო კომპანიის დახმარებით გადაწყვიტა სარგებლის მიღების მიზნით ფულის გასესხება. ა----–-----–-------------- მდებარე საშუამავლო კომპანიის ოფისში შეხვდა ბრალდებულ დ-------------------------- რომელსაც სურდა ფულის სესხება, რისთვისაც იპოთეკით იტვირთებოდა მ---------------- კუთვნილი ბინა, ხოლო იპოთეკის შედეგად მიღებული თანხის გასტუმრება უნდა მომხდარიყო დ-------------------------- მიერ. დ.-----------–---–ის განმარტებით, მ--------------- იყო მისი ახლობელი, ცხოვრობდა მის მეზობლად, ენდობოდა მას და მ--------------- მის სასარგებლოდ ტვირთავდა ბინას იპოთეკით. ამის შემდგომ, გ----------------------- ფირმის წარმომადგენელთან ერთად სანოტარო ბიუროში შეხვდა მ----------------, მის ვაჟს და დ-------------------------. ნოტარიუსთან ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მ---------------- კუთვნილი ბინა, ხოლო სესხად აღებული თანხა 25000 ევროს ოდენობით გადასცა მ---------------- შვილს. აღნიშნული თანხიდან დაიტოვა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო ორი თვის ვადით, რის შემდეგაც თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო დ-------------------------- მიერ, თუმცა დ------------------------- თანხის დასაბრუნებლად ითხოვდა დროს და აცხადებდა, რომ ჰქონდა გარკვეული პრობლემები. საბოლოოდ დაუბრუნდა 10000 დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის დაბრუნებას პირდებოდა დ-------------------------- შვილი კ------------------, რომელმაც მოგვიანებით დაუბრუნა მხოლოდ 4000 დოლარი. ამის შემდგომ, დ-------------------------- და კ--------------------- დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა და საბოლოოდ, მისი კუთვნილი თანხა მიიღო ბინის გაყიდვის შედეგად.

მოწმე რ------------------- ჩვენებით, დაზარალებულთა განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება დ-------------------------- მიერ ფულადი თანხის თაღლითურის გზით დაუფლების ფაქტზე. დაკითხა დაზარალებულები და მოწმეები. ამოიღო დაზარალებულთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

მოწმე ი---------- ჩვენებით, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მ---------------------- შეთავაზებით, რომელსაც ჰქონდა საშუამავლო კომპანია, ყოველთვიური--% სარგებლის მიღების მიზნით, ორი თვის ვადით, 2000 ლარი ასესხა ი---------------. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბინა, რომელიც ხელშეკრულების დადებამდე ნანახი არ ჰქონდა. თანხის დაბრუნება გაჭიანურდა ცხრა თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ი--------------- თანხა დაუბრუნა სრულად ყოველთვიურ სარგებელთან ერთად. მოწმის განმარტებით, დ---------------------------- არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და მას საერთოდ არ იცნობდა.

მოწმე ლ------------------- ჩვენებით, 2----–-–---–------------ პერიოდში სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა თანხის გასესხება. თანხის გასესხების მიზნით დაუკავშირდა ერთ-ერთ საშუამავლო კომპანიას, სადაც გაიცნო გ----------------------- დისშვილ ე-–-------------------- ერთად, რომელიც იმ პერიოდში იყო მეუღლის - ბ------------–-- გვარზე, მივიდა ნოტარიუსთან და დებ ლ------------------------------ გააფორმა იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ე--------------–-- დ---------------- ასესხა 10 000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, 5% სარგებლის გადახდით. თანხა გადასცეს გ.------–-–---–ს, რომელმაც ადგილზევე გადაუხადა ერთი თვის პროცენტი. ამის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში სარგებლის სახით იღებდა პროცენტს, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ თანხის დარიცხვა შეწყდა, რის გასარკვევადაც მივიდა ოფისში, სადაც გაირკვა, რომ თანხა წაღებული ჰქონდათ არა დ----------------, არამედ დ-------------------------- რომელსაც შეექმნა გარკვეული პრობლემები და ვერ აბრუნებდა თანხას, თუმცა დ------------------------- პირდებოდა თანხის უკან დაბრუნებას. მოწმის განმარტებით, დ------------------------- ხელშეკრულების დადებაში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა და არც დ---------------- უთქვამთ მისთვის თანხის გადაცემას დ--------------------------თვის თუ აპირებდნენ. მოწმის განმარტებით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ----------------- საცხოვრებელი ბინა, რომელიც თავად ნანახი არ ჰქონდა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დ-------------------------- ვერ შეძლო თანხის უკან დაბრუნება და საბოლოოდ, მოხდა ქ------------- ბინის გაყიდვა, საიდანაც მიიღო მისი კუთვნილი თანხა 10 000 დოლარის ოდენობით.

მოწმე ქ---------------------- ჩვენებით, 2----–--–-, ლ--------------------- მდებარე საშუამავლო კომპანიის თანამშრომელ მ----------------------გან ცნობილი გახდა, რომ არსებობდა პიროვნება, რომელსაც სურდა თანხის სესხება. მ------------------------ ერთად სანოტარო ბიუროში შეხვდა მ----------------------. მ--------------------- ხელზე გადასცა 11 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. მ.--------–---–მა მისი თანდასწრებით თანხა გადასცა მ----------------------. ამის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა სარგებელს, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ შეწყდა პროცენტის დარიცხვა. მოწმის განმარტებით, დ------------------------- ხშირად ხედავდა მ---------------------- ოფისში, თუმცა ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას დ------------------------- ოფისში არ უნახავს. როგორც შემდგომ გაირკვა, ბინის მესაკუთრეები იყვნენ დ-------------------------- ახლობლები, რომელიც ნდობაში შედიოდა მათთან და იპოთეკით ატვირთინებდა მათ კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს. საბოლოოდ ბინის გაყიდვის შედეგად მიიღო მისი კუთვნილი თანხა - 10 000 აშშ დოლარი.

მოწმე ი-------------------ს ჩვენებით, 2----–--–- ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და სურდა მისი გასესხება სარგებლიანი პროცენტით. მ----------------------, რომელსაც ჰქონდა საშუამავლო ფირმა დააკავშირა ი---------------, რომელთანაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რა დროსაც ი--------------- გადასცა 4000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღებით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ------- მდებარე ი--------------- კუთვნილი ბინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა სარგებელს, თუმცა მას შემდეგ, რაც შეწყდა სარგებლის დარიცხვა, მივიდა ი---------------თან, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა დ--------------------------თვის, რომელიც თავის მხრივ ადასტურებდა თანხის მიღების ფაქტს და პირდებოდა მის დაბრუნებას. დ-------------------------- შვილი - კ------------------ ითხოვდა გარკვეულ დროს თანხის დასაბრუნებლად. საბოლოოდ, ვინაიდან დ------------------------- ვერ უბრუნებდა თანხას, ი--------------- გაყიდა ბინა, საიდანაც მიიღო მისი კუთვნილი თანხა. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას საერთოდ არ ესწრებოდა დ-------------------------.

მოწმე ბ-------------------- ჩვენებით, 2----–--–- გაზაფხულზე ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და სურდა თანხის გასესხება სარგებლის მიღების მიზნით. მ--------–---–----------- მდებარე საშუამავლო ფირმის ოფისში მ------------------------ ერთად შეხვდა ი---------------, რომელმაც სურვილი გამოთქვა თანხის სესხების. ი---------------თან სანოტარო წესით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5 % სარგებლის მიღების პირობით. ამის შემდგომ, ი--------------- გადასცა 5000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით დამატებით მისცა 5000 დოლარი. მიიღო ერთი თვის სარგებელი, რის შემდეგაც ი---------------გან ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა დ--------------------------თვის. იპოთეკარებთან ი---------------------- და ვ------------------------- ერთად შეხვდა დ.-----------–---–ის შვილს --------------------, რომელიც პირდებოდა თანხის დაბრუნებას, თუმცა თანხის დაბრუნება არ მომხდარა. საბოლოოდ, ი--------------- გაყიდა სახლი და სამივე იპოთეკარს დაუბრუნდა მათი კუთვნილი ქონება. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას არ ესწრებოდა დ-------------------------, ხოლო ი-------------- ეუბნებოდა, რომ თანხა სჭირდებოდა ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე.

მოწმე მ------------------ ჩვენებით, 2----–-–------------- თვეში ი---------------თან სანოტარო წესით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულება გაფორმდა ორი თვის ვადით. სარგებლის მიღების მიზნით ი--------------- ასესხა 7000 დოლარი, ხოლო ე------------------ 6000 დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ბინა არ უნახავს, იყო პირველი რიგის იპოთეკარი და თანხის დაკარგვის საშიშროებას ვერ გრძნობდა. ერთი თვის სარგებლის მიღების შემდგომ, ი--------------- უთხრა, რომ თანხის გადახდა სხვაზე იყო დამოკიდებული და თავად მის გადახდას ვერ შეძლებდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი--------------- მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა დ-------------------------თვის, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა ხელშეკრულების გაფორმებისას და არც ი.--------ეს უთქვამს მისთვის თანხა დ--------------------------- გადასაცემად თუ სჭირდებოდა. თანხის დაბრუნებას პირდებოდა დ.-----------–---–ის შვილი - კ------------------, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად თანხის დაბრუნება არ მომხდარა. საბოლოოდ, თანხა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ი--------------- გაყიდა ბინა და დაფარა იპოთეკარების მიმართ არსებული დავალიანება.

მოწმე ვ----------------------ს ჩვენებით, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, საშუამავლო ოფისში გაიცნო ი--------------, რომელთანაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 3500 აშშ დოლარზე, ყოველთვიური სარგებლის მიღების მიზნით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი--------------- კუთვნილი ბინა. მასთან ერთად იპოთეკარები იყვნენ ბ------------------- და ი-------------------. ი--------------- თანხა გაუსტუმრა ბინის გასხვისების შემდგომ.

მოწმე დ------------------ ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა გ-------------------------, რომელსაც სახლი უნდა აეშენებინა მისთვის დ------–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც გადასცა მას 68 000 აშშ დოლარი. ნოტარიუსთან ყოფნის დროს, გ---------------------- გარკვეულ დოკუმენტებზე ისე მოუწერა ხელი, რომ მის შინაარს არ გაცნობია. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დ------------------------- და კ------------------, რომელთაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---------------------- მისი სახელით დადებული ჰქონდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ვერ იხდიდა თანხას და იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო თ----------------- გამოსახლება, სთხოვდნენ მისთვის დამატებით ვადის მიცემას სესხის დასაფარად. ვითარების გასარკვევად დაუკავშირდა გ----------------------, რომელმაც შესთავაზა ს------------------- ბინის შეძენა ან მისთვის დატოვება, რომლის გადაყიდვაც უნდა მომხდარიყო მის ახლობელზე 20000 ლარად, რადგან არ დაბეგრილიყო გ.------–-–---–ის მეუღლე ნ-----------------–-- მოწმის განმარტებით, კ------------------ ეუბნებოდა, რომ ბინა იყო მისი ნათესავის - ს------------------- და სთხოვდა არ გაეყიდა ბინა და დაეტოვებინა გ------------------ ხოლო დახმარების კუთხით დაპირდა ყ----------------- ფულის ამოღებას. დათანხმდა ყ------------- წინადადებას და საკუთარი სურვილით ბინა გადასცა ს------------------- რომელსაც სანაცვლოდ მისთვის თანხა არ გადაუხდია.

მოწმე ე-–------------------ ჩვენებით, 2----–--–- გ----------------------- დახმარებით, ერთ-ერთ საშუამავლო კომპანიაში, ნოტარიუსის თანდასწრებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა დ-------------------. ხელშეკრულება გაფორმდა ბ------------–-- გვარზე, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა მეუღლის გვარზე. დ---------------- სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ----------------- ბინა, რომელიც ნანახი არ ჰქონდა. თუ რა ვადით გაფორმდა ხელშეკრულება, ზუსტად არ ახსოვს, ასევე ვერ იხსენებს რამდენი ხნის პროცენტი აქვს მიღებული. დ------------------ გასესხებული თანხის უკან დაბრუნებას პირდებოდა დ-------------------------. თუ რატომ პირდებოდა იგი სხვაზე გასესხებული თანხის დაბრუნებას, მისთვის უცნობია. საბოლოოდ, თანხა დაუბრუნდა ქ------------- ბინის გასხვისების შედეგად.

მოწმე ჯ-------------------- ჩვენებით, მ----------------თან გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 26 000 აშშ დოლარზე, ყოველთვიური სარგებლის მიღების მიზნით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------- მდებარე ბინა. მ---------------- თქმით, თანხა სჭირდებოდა ბიზნესის გასაფართოებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად იღებდა სარგებელს, რის შემდეგაც მ---------------- სრულად დაუბრუნა მისი კუთვნილი თანხა.

მოწმე კ----------------------- ჩვენებით, 2----–--–- სიდედრისგან - ო-–-----------გან ცნობილი გახდა, რომ დ-------------------------- სასარგებლოდ იპოთეკით ჰქონდა დატვირთული გ--------–----------- მდებარე საცხოვრებელი სახლი, საიდანაც აღებული თანხა გადაცემული ჰქონდა დ--------------------------თვის, რომელიც პირდებოდა ბიზნესის წამოწყებას, რისთვისაც აუცილებელი იყო 30 000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ ო-–---------- იპოთეკით დატვირთავდა მის კუთვნილ ბინას და თანხას გადასცემდა დ-------------------------- იგი პირდებოდა სათვალეების ბიზნესში ჩართვას. მოწმის განმარტებით, 2----–--–- დ-------------------------- თხოვნით, ერთ-ერთი იპოთეკარის, მ---------------------- ჩანაცვლება მოხდა თ------------------------, ხოლო წინა ორი იპოთეკარი ი--------------- და მ-------------------- ჩვეულებრივ დარჩნენ იპოთეკარებად. თ----------------------- ი--------------- და მ-------------------- ითხოვდნენ ძირი თანხის და პროცენტის გადახდას, რაც შეადგენდა საკმაოდ დიდ თანხას, რომლის გადახდის საშუალებაც თავად არ ჰქონდა. კ------------------ პირდებოდა პრობლემების მოგვარებას, თუმცა თითქოს დახმარების მიზნით ო-–----------- დაუქირავა ადვოკატი ვინმე ი-----–-- რომელმაც არბიტრაჟში საქმის განხილვისას აღიარა ვალი, რითაც ფ------------ მისცა საშუალება წინააღმდეგობის გარეშე მასზე გადაფორმებულიყო ბინა, ამასთან ო-–----------მ აღიარა ი---------------ს ვალი და საბოლოოდ, არაერთი დაპირების მიუხედავად კ------------------- ვერ შეძლო დანაპირების შესრულება და 2----–-–--------------- თვეში მოხდა მათი გამოსახლება.

მოწმე მ---------------- ჩვენებით, 2----–--–-, საშუამავლო ოფისში, ვინმე გ------------ რომლის გვარიც არ ახსოვს, გაიცნო დ-------------------------, რომელსაც ჰქონდა სათვალეების ბიზნესი და თანახმა იყო გარკვეული პროცენტის გადახდის სანაცვლოდ ესესხა თანხა. დ-------------------------- აჩვენა გ--------–----------- მდებარე ო-–----------- საცხოვრებელი სახლი და განუმარტა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი იყო აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვა. ამის შემდგომ, სანოტარო ბიუროში დ---------------------------- ერთად შეხვდა ო-–-----------, რომელთანაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ო-–----------- ხელზე გადასცა 31 500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღების პირობით. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაზე მხოლოდ თვითონ იყო იპოთეკარი, თუმცა მოგვიანებით გაიცნო ფ----------- და კიდევ ერთი ქალბატონი, რომლებიც აღმოჩნდნენ იპოთეკარები აღნიშნულ ბინაზე. მიუხედავად იმისა, რომ დ-------------------------- რამდენჯერმე გადაუხადა პროცენტი, მისი მხრიდან პროცენტის გადახდა არ გაკვირვებია, რადგან იცოდა, რომ დ------------------------- და ო-–---------- იყვნენ ბიზნეს პარტნიორები. საბოლოოდ, მისი კუთვნილი თანხის ამოღება შეძლო ბინის რეალიზების შედეგად მიღებული თანხით.

მოწმე ვ------------------------- ჩვენებით, 2----–--–- დაუკავშირდა მისი მამიდაშვილი დ-----------------, რომელმაც სთხოვა დახმარება. კერძოდ, სთხოვა მის სახელზე ბინის გადაფორმება. არ უთქვამს უარი და გააფორმა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება და სახლი გადაიფორმა თავის სახელზე. ამის შემდგომ, დ------------------ სთხოვა აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვა, რადგან სჭირდებდა თანხა. დ---------------------------- და მასთან ერთად მყოფ ქალბატონთან ერთად წავიდა მის სახელზე რეგისტრირებული ბინის სანახავად. გზად შეხვდნენ რუსი ეროვნების პიროვნებას, ვის სასარგებლოდაც იპოთეკით დაიტვირთა ბინა. გაფორმდა ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა ბინა და აღებული თანხა, რომლის ოდენობა არ ახსოვს, სრულად გადასცა დ-------------------------. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, დ------------------ მოთხოვნით ბინა გადააფორმა ი------------------- სახელზე და გაფორმდა ხელშეკრულება, თითქოს ი------------------ ბინა მიჰყიდა 20000 ლარად. მოწმის განმარტებით, ი------------------ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბინა იყო იპოთეკით დატვირთული. მოწმის განმარტებით იპოთეკური სესხი უნდა გადაეხადა დ------------------------- და იგი თავად არის შემსწრე, გ-–----–----------- ერთ-ერთ ოფისში რუსი ეროვნების ქალის მიერ დ---------- ფულის გადაცემის, რა დროსაც ხელშეკრულებაში ჩაიწერა 15000 დოლარი, თუმცა რეალურად რა თანხა გადაეცა დ-------------------------- მისთვის უცნობია.

მოწმე ნ------------------ ჩვენებით, 2----–--–- ჰქონდა გარკვეული თანხა და სურდა მისი გასესხება სარგებლიანი პროცენტით. გაზეთში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაუკავშირდა შუამავალ მ---------------------, რომელმაც შემდგომ დააკავშირა იგი თანხის მსესხებელთან, რომელსაც სურდა გარკვეული თანხის სესხება უძრავი ქონების გარანტიით. ბინა მდებარეობდა თ-------, თუმცა ბინა თავად არ უნახავს. მ--------–---–-------------–- მდებარე სანოტარო ბიუროში შეხვდა შუამავალ მ---------------------, იპოთეკარ ი---------- და ბინის მესაკუთრე ი---------------. გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ი--------------- გადასცა 7000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, ყოველთვიური--% სარგებლის დარიცხვით. ი---------- იმავე პირობებით გაასესხა თანხა 2000 ლარის ოდენობით. ი--------------- გადაუხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი, რის შემდეგაც მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ გადაუხდია არც ძირი თანხა და არც პროცენტი. როგორც ი---------------გან გახდა ცნობილი, მისგან აღებული თანხა გადაცემული ჰქონდა დ--------------------------თვის, რომელიც იღებდა ვალდებულებას თანხის დაბრუნებაზე. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დ------------------------- მისთვის თანხა არ დაუბრუნებია. მისი კუთვნილი თანხა დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ი--------------- გაყიდა იპოთეკით დატვირთული ბინა.

მოწმე ნ---------------------- ჩვენებით, 2-------- წლებში დაკავებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით. მ----------------, რომელიც იყო დ-------------------------- მეზობელი, სურდა სამკერვალოს გახსნა და ესაჭიროებოდა თანხა. ვინაიდან საშუამავლო კომპანიებში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მ--------------- დააკავშირა რამდენიმე მათგანს და სთხოვა დახმარება. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მ---------------- იპოთეკის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ჯ----------------------. ხელშეკრულების გაფორმებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო დ-------------------------, რომელიც არის მისი და, იმ პერიოდში საშუამავლო საქმიანობით დაკავებული არ ყოფილა.

მოწმე გ----------------------- ჩვენებით, 2-------- წლებში მუშაობდა სხვადასხვა საშუამავლო კომპანიაში, მათ შორის, ლ--------------------- მდებარე ოფისში, სადაც მასთან ერთად მუშაობდა მ---------------------. მოწმის განმარტებით, მ-------------------, რომლის მინდობილი პირიც იყო თავად და ი--------------- შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც იპოთეკით დაიტვირთა თ------- მდებარე ბინა, რომელიც იყო ი--------------- მეუღლის სახელზე რეგისტრირებული. მას შემდეგ, რაც არ მოხდა სესხად გაცემული თანხის დაბრუნება, გაიმართა საარბიტრაჟო წარმოება, სადაც ადვოკატი ი------------------- წარმოადგენდა ი--------------- და დ-------------------------- ინტერესებს, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა მათი ურთიერთკავშირის შესახებ. საბოლოოდ, ბინა იყიდა მ------–-----. ი--------------ზე სესხის სახით გაიცა 18 000 აშშ დოლარი. საარბიტრაჟო დავისას ი-------------- პროცესზე არ მისულა. მოწმის ჩვენებით, ი------------------ და მის მეუღლე ნ-----------------–- შორის გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება და გაიცა სესხი, თუმცა დეტალებს ვერ იხსენებს. რაც შეეხება, დებ ლ---------------------------, ისინი მისულები იყვნენ ოფისში დ-------------------------- მხრიდან, რომელთაც ჰქონდათ რამდენიმე იპოთეკა. ქ------------- შემთხვევაშიც სესხი გახდა პრობლემური. ქ--------------- თავად იყო სახლში მისული და აფრთხილებდა, რომ იკარგებოდა ბინა და მიექციათ ყურადღება, რაზეც პასუხობდნენ, რომ მათ პროცენტს გადაიხდიდნენ კ------------------ და დ-------------------------. თავად არ იყო ვალდებული დ---------------------------- გაერკვია თუ რატომ იყო იგი ვალდებული გადაეხადა ქ------------- სესხი. მისი ვალდებულება იყო გაფრთხილებინა მესაკუთრე ბინის მოსალოდნელ დაკარგვასთან დაკავშირებით.

მოწმე ნ------------ ჩვენებით, 2----–--–- ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და სურდა მისი გასესხება პროცენტიანი სარგებლით. აღნიშნულის თაობაზე აცნობა ნათესავ მ---------------------, რომელსაც ლ--------------------- ჰქონდა საშუამავლო ფირმა. მ---------------------- დახმარებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა დებ ლ------------------------------- 5%-იანი სარგებლის მიღების პირობით. სესხის სახით გადასცა მათ 27 000 აშშ დოლარი, ხოლო თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ-------–---–-------------- მდებარე ბინა. 27 000 აშშ დოლარი დ------------------ გადასაცემად ოფისში დაუტოვა მ---------------------, რომლის მიღებაც ლ---------------------------- მხრიდან სადაო არ გამხდარა. რამდენიმე თვის განმავლობაში ნ-------------- ოფისში იღებდა ქ------------- მიერ დატოვებულ პროცენტს, თუმცა შემდგომ პროცენტის დარიცხვა შეწყდა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, საბოლოოდ იძულებული გახდა შეეტანა საარბიტრაჟო პრეტენზია, რაც დაკმაყოფილებული იქნა და ბინა გატანილი იქნა აუქციონზე. ბინა შეიძინა თვითონ და ამასთან გაისტუმრა იპოთეკარი ე-–-----------------–-, რომელსაც 10000 აშშ დოლარი ჰქონდა გასესხებული ქ--------------- ამჟამად ბინა არის მისი შვილიშვილის სახელზე რეგისტრირებული.

მოწმე მ---------------- ჩვენებით, მ------------------------ და იპოთეკარებთან პ--------------------- და ქ------------------------ ერთად მისული იყო ლ---------------- სანოტარო ბიუროში, სადაც გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შემდეგაც თანხა გადასცა მ---------------------, რომელმაც ერთი თვის პროცენტი დაუბრუნა უკან, ხოლო დარჩენილი თანხა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა მ----------------------. ანალოგიურად, მ-------------------- გაასესხა 5000 აშშ დოლარი, ხოლო ქ---------------------- 11 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ამის შემდგომ, ყოველთვიურად მიდიოდა ლ--------------------- მდებარე მ---------------------- ოფისში და იღებდა სარგებელს. ვინ ტოვებდა აღნიშნულ თანხას ოფისში მისთვის უცნობია. დაახლოებით 5-6 თვის შემდგომ შეწყდა სარგებლის დარიცხვა, რასთან დაკავშირებითაც მ------ აცხადებდა, რომ გამოსწორდებოდა სიტუაცია. საბოლოოდ, ბინაზე აღმოჩნდა მეორე რიგის იპოთეკარი ნ----------- რომელთა შესახებაც ხელშეკრულების გაფორმების დროს არაფერი იყო ცნობილი. თავდაპირველად მ---------------------- ითხოვდა დროს თანხის გადასახდელად, საბოლოოდ თანხის გადახდა ვერ შეძლო და განაცხადა, რომ მას თანხა გადაცემული ჰქონდა კ------------------სთვის. საბოლოოდ, მისი კუთვნილი თანხის ნაწილის დაბრუნება შეძლო ბინის გაყიდვის შედეგად.

მოწმე ე-------------------------ს ჩვენებით, ბიძაშვილ მ--------------------- ჰქონდა საშუამავლო ოფისი, სადაც მისული იყო ი--------------, რომელსაც სურდა სესხის სახით 9000 აშშ დოლარის აღება. თავად ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, რის გამოც დაუკავშირდა ნაცნობ მ-----------------ს და უთხრა, რომ იპოთეკით იტვირთებოდა თ------- მდებარე ბინა. ი---------------თან გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შემდეგაც მას გადასცა 6000 აშშ დოლარი, ხოლო მ-----------------მ - 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ი-------------- არ იხდიდა პროცენტებს და აცხადებდა, რომ ფული გადაცემული ჰქონდა დ--------------------------თვის, რომელიც ვალდებული იყო დაეფარა მისი ვალი. ი--------------- არ დაუკონკრეტებია თუ რა მიზნით გადასცა თანხა დ-------------------------.

მოწმე ი-------------------- ჩვენებით, 2----–-–---------------- გ----------------------- საშუამავლო ფირმის მეშვეობით გაიცნო ლ---------------------------- რომლებთანაც გააფორმა სესხის ხელშეკრულება 4000 ევროზე, ყოველთვიურად 5% სარგებლის მიღების პირობით. ხელშეკრულების შინაარსს არ გაცნობია და რა ვადით იყო გაფორმებული მისთვის უცნობია. 4-5 თვის განმავლობაში სარგებელს იღებდა გ-----------------------გან. საბოლოოდ, სრულად დაუბრუნდა მისი კუთვნილი თანხა. მოწმის განმარტებით, მ---------------------, რომელთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მისი სესხის სარგებელი არასდროს მიუცია. ხელშეკრულება არ წაუკითხავს და მისთვის უცნობია, რის საფუძველზე მოხდა 11000 ევროს მითითება, როცა რეალურად სესხის ოდენობა შეადგენდა 4000 ევროს. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას დ------------------------- არ დასწრებია. მისთვის თანხა არ უსესხებია. ყოველთვიურ სარგებელს 200 ევროს ოდენობით, 4-5 თვის განმავლობაში უხდიდა გ----------------------- რის შემდეგაც სრულად დაუბრუნდა მისი კუთვნილი თანხა.

მოწმე თ----------------------- ჩვენებით, 2----–-–----------- თვეში მ---------------------- საშუამავლო ფირმის მეშვეობით დაუკავშირდა ო-–-----------, რომელთანაც გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 12500 ევროზე. ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ა----–-----–----------- მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს რ-------------. ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ მ---------------------, ო-–---------- და დ-------------------------. თანხა გადასცა ო-–-----------. ხელშეკრულება გაფორმდა ერთი თვის ვადით, 5% სარგებლის მიღების პირობით. რამდენიმე თვის განმავლობაში სარგებელს იღებდა მ---------------------- ოფისში. მისთვის ცნობილი იყო ბინაზე სხვა იპოთეკარების არსებობის შესახებ. მას შემდეგ, რაც შეწყდა სარგებლის დარიცხვა მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რის შემდეგაც დაიბრუნა მისი კუთვნილი თანხა. მოწმის განმარტებით, დ---------------------------- მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ო-–----------- მისი კუთვნილი თანხა გადაცემული ჰქონდა დ--------------------------თვის.

მოწმე პ------------------- ჩვენებით, 2----–-–---------------- თვეში გადაწყვიტა მ---------------------- საშუამავლო ფირმის მეშვეობით გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით თანხის გასესხება. მ---------------------- უთხრა, რომ იყო კლიენტი, რომელსაც სჭირდებოდა თანხა. მსესხებელი იყო მ----------------------, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება 5000 აშშ დოლარზე. ფულის გადაცემა მოხდა ნოტარიუსთან. ამის შემდგომ, ყოველთვიურად მიდიოდა ოფისში, სადაც მ--------------------- ერთი წლის განმავლობაში ახვედრებდა სარგებელს. ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ იპოთეკარები ქ--------------------- და მ---------------- ბინა, რომლის უზრუნველყოფითაც გასცა სესხი არ უნახავს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ძირი თანხის დაბრუნება არ მოუთხოვია, რადგან პროცენტების აღებაში პრობლემა არ შექმნია. ერთი წლის გასვლის შემდგომ, პრობლემები შეიქმნა სარგებლის აღებაში, რის შემდეგაც იპოთეკარებმა გადაწყვიტეს ბინის გადაფორმება. ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ არსებობდა მეორე რიგის იპოთეკარი ვინმე ნ----------- რომლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას არავის უთქვამს. საბოლოოდ, ბინა გადაფორმდა ნ----------- სახელზე, რომელსაც გადაყვა თავისი ვალდებულებით გარდამავალი იპოთეკით. სახლის გაყიდვამდე უკავშირდებოდა მ----------------------, რომელიც აცხადებდა, რომ თანხა თვალით არ უნახავს და ფული სრულად ჰქონდა გადაცემული დ--------------------------თვის. საბოლოოდ, ბინა გაიყიდა 35000 აშშ დოლარად და ყველა იპოთეკარმა მოიკლო თანხა და მიიღეს 4300-4-00 დოლარი.

მოწმე ლ---------------- ჩვენებით, დ------------------------- იცნობს სხვადასხვა დროს მის მიმართ სანოტარო მოქმედებების შესრულებების შედეგად, ძირითადად ეს მოქმედებები შეეხებოდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს. დ------------------------- ძირითადად ხელშეკრულებებში მონაწილეობდა როგორც მსესხებელი, მესაკუთრე და შესაძლოა როგორც მესაკუთრის წარმომადგენელიც. 2-------- წლებში მუშაობდა ნოტარიუსის თანამდებობაზე. მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა, დ-----------–-----–-------------–ი. გ--------------–-–---–ი თანამშრომლობდა მასთან, როგორც იპოთეკარების ნ------------, ქ-----------------, ნ-----------------–-- წარმომადგენელი. მისი საშუამავლო მომსახურების ოფისი მდებარეობდა ს-------------------------------–-. რამდენადაც ახსოვს სანოტარო მოქმედებები შესრულებული აქვს ქ-------------- და ქ---------------. დაზარალებულთა მხრიდან დ--------------------------- თანხის გადაცემის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულებმა მიმართეს მას, რომ ბინები ჰქონდათ იპოთეკით დატვირთული და თანხა გადაცემული ჰქონდათ დ--------------------------თვის. დ------------------------- ყველა გარიგებას არ ესწრებოდა, მისი ვარაუდით ეს ხელშეკრულებები გამზადებული პირობებით გ----------------------- ოფისიდან მოდიოდა, რომელსაც ამზადებდნენ და შემდეგ მიდიოდნენ მხარეები და ეცნობოდნენ. კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ყველა გარიგების დადებას დასწრებოდა დ-------------------------. სანოტარო ბიუროში მხარეები ეცნობოდნენ ხელშეკრულების პირობებს და მხოლოდ ამის შემდგომ ხდებოდა მასზე ხელის მოწერა, რაც შეეხება სესხის სახით აღებული თანხას, თითქმის ყველა შემთხვევაში თანხის გადაცემა მოხდა სანოტარო ბიუროში. ყ-------------- ხელშეკრულებები იყო გამონაკლისი, იმ მხრივ, რომ მხარეები წინასწარ ადგენდნენ ხელშეკრულებას, ყველაფერზე იყვნენ შეთანხმებულები და მასთან მიდიოდნენ ხელმოსაწერად. ნოტარიუსი თანხის გადათვლას არ ესწრება, მისი მოვალეობაა გაარკვიოს თანხა გადაეცა თუ არა მხარეს, ან რომელიმე მათგანი რაიმეთი ხომ არ არის უკმაყოფილო. თანხის გადათვლის და გადაცემის შესაძლებლობა იყო ოფისში, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ყველა დაზარალებული აცხადებდა, რომ მათ ეს თანხები არ წაუღიათ, რაღაც დაპირებების და რაღაც შეთანხმებების საფუძველზე მათ ეს თანხები ისესხეს და გადასცეს დ-------------------------- რომელიც პირდებოდა მათ გარკვეულ სარგებელს და ბიზნეს საქმიანობაში ჩართვას.

მოწმე ნ----------- ჩვენებით, 2----–-–------------–-- თვეში ფულის გასესხების მიზნით მიმართა მ---------------------, რომელმაც შეახვედრა მ----------------------, ვისთანაც დადო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. მ------------------------ გაასესხა 10 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიულად, ხოლო თანხა გადასცა მ----------------------. ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით, ყოველთვიური 5% დარიცხვის პირობით. პირველი თვის პროცენტი გადაუხადა მ----------------------- ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. ამის შემდგომ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მ---------------------- მისთვის სარგებელი არ გადაუხდია, რის გამოც იძულებული გახდა სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბინა იყო სამოთახიანი და მესაკუთრე იყო მ----------------------. ხელშეკრულების გაფორმებისას ბინა არ უნახავს. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იყო სხვა ვალდებულებით და იპოთეკარები იყვნენ ბ-----------, მ------------ და მ----------- მოგვიანებით, დ---------------------------- მეორედ გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 17000 ევროზე. თანხა გადასცა დ-------------------------. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი. ბინა მდებარეობდა ბ-----------------. მ----------------------- თქმით მას თანხა გადაცემული აქვს დ--------------------------თვის. საბოლოოდ, მ----------------------- ბინის გაყიდვით მიიღო 6000 აშშ დოლარი.

მოწმე მ---------------------- ჩვენებით, 2-----–--–- მუშაობდა მ--------–---–----------- მდებარე საშუამავლო ოფისში. მასთან ერთად მუშაობდა მისი სიძე გ----------------------- დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა ბრალდებულ დ----------------------------, რომელმაც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა ბ----------------- მდებარე ბინა. ვისგან აიღო დ-------------------------- სესხი ვერ იხსენებს, ასევე არ ახსოვს სესხის ოდენობა. იცნობს ო-–-----------, რომელსაც სურდა გ--------–----------- მდებარე ბინის იპოთეკით დატვირთვა. როგორც ახსოვს ო-–-----------თან ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5%-ის სარგებლის დარიცხვით. პროცენტებს იხდიდა, როგორც დ-------------------------, ისე ო-–----------, თუ რატომ იხდიდა დ.-----------–---–ი პროცენტებს მისთვის უცნობია. მისი საშუამავლო ოფისის საშუალებით იპოთეკით იქნა დატვირთული დ-----------------, მ----------------------- და მ---------------- კუთვნილი ბინა. როგორც ახსოვს. მ---------------- ისესხა დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი. იპოთეკარები იყვნენ გ--------------–-–---–ი და ც----------------- რომელიც შემდგომ გარდაიცვალა. მოწმის განმარტებით, ც-------------------- მიღებული თანხა არ აუღია შ------------------ და აღნიშნული თანხა 11000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა დ-------------------------. რაც შეეხება ი--------------- მიერ ბინის იპოთეკით დატვირთვის ფაქტს, იგი მარტო იყო მისული მ--------–---–------------–- მდებარე ოფისში, სადაც იმ მიზეზით, რომ დაკავებული იყო მისი მეუღლე და საპროცესო შეთანხმებისთვის სჭირდებოდა თანხა, იპოთეკით დატვირთა თ------- მდებარე ორი ბინა. ი.--------ე პროცენტებს არ იხდიდა. მისი ვალის დაფარვა მოხდა ბინების გასხვისების შემდგომ. იცნობს ი------------------, მისი ბინის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა გ-------------------------. პროცენტის სახით გადასახდელი თანხა დ------------------------- მიჰქონდა მასთან, რომელიც შემდგომ გადასცემდა იპოთეკარებს. დ------------------------- კონვერტით მიჰქონდა თანხა, რომელსაც ეწერა რომელ იპოთეკარზე რა ოდენობის თანხა იყო გადასაცემი. რამდენი ხნის განმავლობაში იხდიდა დ------------------------- იპოთეკარების პროცენტებს მისთვის უცნობია. თანხის გამსესხებლები არ დაინტერესებულან ვინ იხდიდა მათ პროცენტებს. მისთვის უცნობია დ------------------------- დაკავებული იყო თუ არა რაიმე სამეწარმეო საქმიანობით. მოგვიანებით ბინის მესაკუთრეებისაგან ცნობილი გახდა, რომ სესხის სახით აღებული თანხები გადაცემული ჰქონდათ დ--------------------------თვის.

მოწმე ნ-----------------–-- ჩვენებით, 2----–--–- ლ--------------------- მდებარე ბიძაშვილ მ---------------------- საშუამავლო ოფისში გაიცნო ბრალდებული დ-------------------------, რომელიც ოფისში მისული იყო ი--------------------- ერთად, რომელსაც უნდოდა იპოთეკური სესხი. გ------------ ბინა დატვირთული იყო იპოთეკით მოგირავნის მიერ ბინით სარგებლობის უფლებით და ვინაიდან გ----------- არ სურდა, რომ მოგირავნეს თ------------------- გაეგო იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ამის გამო ნოტარიუსთან გააფორმა უძრავი ქონების გამოსყიდვით ნასყიდობის ხელშეკრულება, სამი თვის ვადით. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ი------------------ გადასცა 25 000 ევრო, ხოლო თანხის უზრუნველყოფის გარანტად იპოთეკით დაიტვირთა მ----------------–---–- მდებარე ბინა. ი------------------- მხრიდან პროცენტების გადახდა არ მომხდარა და იძულებული გახდა თ------------------------ თავად გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, რითაც გაუქმდა მასთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. იმ პერიოდში თავადაც დასჭირდა თანხა და დ-------------------- გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე რეგისტრირებული მ------–----------- ბინა. თუ რა თანხა აიღო დ--------------------- არ ახსოვს. საბოლოოდ, აღნიშნული ბინა მინდობილობით გადასცა დ------------------ რომლითაც გაისტუმრა ვალის ნაწილი.

მოწმე შ------------------- ჩვენებით, დ------------------------- ცხოვრობდა მის მეზობლად ბ-----------------. დ-------------------------- იცოდა მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის შესახებ, მისთვის ცნობილი იყო, რომ მისი ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე ირიცხებოდა დავალიანება, თავად იყო უმუშევარი და დაპირდა მას, როგორც სამსახურის შოვნას, ისე აღნიშნული ვალის დაფარვას, რისთვისაც მოსთხოვა მის სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა. დ-------------------------- თქმით, მას ჰქონდა სათვალეების ბიზნესი და აღნიშნული თანხა ესაჭიროებოდა ბიზნესის გასაფართოებლად. დედასთან - მ----------------თან ერთად დათანხმდა დ-------------------------- შეთავაზებას და მოლაპარაკებიდან რამდენიმე დღეში გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებას თავად არ დასწრებია და მისთვის უცნობია თუ რა თანხის სანაცვლოდ დაიტვირთა ბინა, თუმცა კარგად ახსოვს, რომ ბინა მეორედ დაიტვირთა 25 000 ევროდ. მოწმის განმარტებით, მთლიანობაში ბინა იპოთეკით დაიტვირთა სამჯერ. მესამედ დატვირთვის დროს მას ხელი მოტყუებით მოაწერინეს ხელშეკრულებაზე. მ---------------- სრულად გადასცა სესხის სახით აღებული თანხა დ-------------------------. მოწმის ჩვენებით, პირველი იპოთეკარი იყო ჯ-------------------- მეორე გ----------------------- ხოლო მესამე სახელად ც------- რომლის გვარს ვერ იხსენებს. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დ------------------------- არც თანხა გადაუხდია მისი ოჯახისთვის და არც სამსახურის შოვნაში დახმარებია. 2----–-–------------------, ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერა, რომ მის შინაარსს არ გაცნობია. ენდობოდა დ-------------------------- რომელიც პირდებოდა მათ ბიზნესში ჩართვას და სესხად აღებული თანხის გადახდას. საბოლოოდ, არც მას და არც მ---------------- არანაირი სარგებელი არ მიუღიათ, პირიქით მ---------------- დ------------------------- დამატებით სესხის სახით გადასცა 1200 აშშ და შემდგომ 300 აშშ დოლარი. ანალოგიური დაპირებით, მისმა დეიდაშვილებმა ლ---------------------------- დ-------------------------- სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთეს მათი კუთვნილი ბინა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა დ-------------------------- ამ შემთხვევაშიც არ გადაიხადა პროცენტი, რის შემდეგაც მოხდა როგორც მისი სახლის, ისე დ----------------- ბინიდან გამოსახლება და სახლის აუქციონზე გაყიდვა. მოწმის განმარტებით, იპოთეკით ბინის დატვირთვას დათანხმდა არა იმიტომ, რომ სარგებელი მიეღო ყოველთვიურად, არამედ დ------------------------- პირდებოდა ბიზნესში ჩართვას და სესხად აღებული თანხის პირადად გადახდას. 2----–-–------------–- მისი ძ---- ს------------------ ენდო დ------------------------- და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელსაც არ გაცნობია და იცოდა, რომ ხელს აწერდა ბინის იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულებას, რეალურად აღმოჩნდა, რომ ხელი მოაწერინეს მისი კუთვნილი ბინის გასხვისების ხელშეკრულებას და გადასცეს მას 12 000 ევრო დ--------------------------- გადასაცემად. ამ თანხიდან მის ძ--- არავითარი სარგებელი და პროცენტი არ მიუღია. დ------------------------- საკუთრებაში ფლობდა გ------–---–----------- მდებარე ბინას, რომელიც იყო საკმაოდ ძვირადღირებილი და ვალის დაფარვას პირდებოდა აღნიშნული სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით, თუმცა აღნიშნული სახლი მან გადააფორმა სხვა პირზე, ხოლო მოგვიანებით კი გაასხვისა ისე, რომ მისი ვალის დაფარვა არც უცდია.

მოწმე ტ--------------------- ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნებული იქნა, დგინდება, რომ 2----–-–------------- თვეში მ----------------------- შეიძინა თ---–--–-- გ-–--------------------------------------–- მდებარე ბინა. მ-------------------- შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში შეეძლო დახმარებოდა თანხის სარგებლით გასესხებაში, უძრავი ქონების გარანტიით, რაზეც განუცხადა თანხმობა. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა მ------------------- და შესთავაზა, რომ იყო პიროვნება, რომელსაც სესხის სახით სურდა 15000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით ტვირთავდა მ------–----------- ბინას. 2----–-–----------------, მ---------------------- ერთად ნახა ბინა, რის შემდეგაც დ--------------- სანოტარო ბიუროში ვ----------------------------- გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 15000 აშშ დოლარი სესხის სახით გადასცა ვ-------------------------, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ------------------------- კუთვნილი, ქ------–----------------------------------------------–- მდებარე ბინა. 15000 აშშ დოლარი ბანკში გადასცა ვ-------------------------- თანმხლებ ქალბატონს. ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულმა ქალბატონმა ბანკში გადასცა ერთი თვის სარგებელი 750 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც, მისთვის პროცენტი აღარ მიუციათ. მ------------------- ეუბნებოდა, რომ უკავშირდებოდა მეორე მხარეს, რომლებიც პირდებოდნენ პროცენტების გადახდას. საბოლოოდ, აღნიშნული ბინა გაიყიდა ი--------------------- რომელიც არ იხდიდა იმ თანხას რაშიც ბინა იყო იპოთეკით დატვირთული. მისი განცხადებით ხსენებული თანხა იყო კ------------------ს და მისი დედის დ-------------------------- გადასახდელი, რომლებმაც მოატყუეს და მოტყუებით გაუყიდეს ბინა.

მოწმე მ--------------------ს ჩვენებით, რაც გამოქვეყნებული იქნა, დგინდება, რომ 2----–-–-------------- თვეში ჰქონდა დანაზოგი და სურდა მისი გასესხება სარგებლის მიღების მიზნით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. 2----–-–----------------, მისული იყო ა----–-----–--------------–- მდებარე ლ---------------- სანოტარო ბიუროში, სადაც დახვდნენ მ---------------------, ი---------------, ო-–---------- და დ-------------------------. მ----------------------გან ცნობილი გახდა, რომ ო-–----------- სურდა მისი კუთვნილი სახლის, მდებარე თ---–----------------------–-------------–- იპოთეკით დატვირთვა, ხოლო სესხის სახით კი აიღებდა თანხას ორი თვის ვადით. ერთად შევიდნენ ნოტარიუს ლ----------------თან, რომელმაც წაიკითხა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მთლიანობაში ო.-----ას გადაეცა 4-500 აშშ დოლარი და 6000 ევრო, საიდანაც 31500 აშშ დოლარი იყო ი.-------ის, 6000 ევრო და 6000 აშშ დოლარი იყო მისი, ხოლო 7000 აშშ დოლარი იყო მ----------------------. ხელშეკრულება დაიდო 2 თვის ვადით, 5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების დადებას ასევე ესწრებოდა დ-------------------------. მთლიანი თანხა დატოვა ნოტარიუსის მაგიდაზე, ხოლო იპოთეკარები გამოვიდნენ გარეთ. ნოტარიუსთან დარჩნენ ო-–---------- და დ-------------------------. 2----–-–------------------- დ------------------------- უხდიდა პროცენტებს, რასაც იღებდა ყ-------------- ოფისში. დ------------------------- პირდებოდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და თავის დროზე გადაიხდიდა პროცენტებს. მის შეკითხვაზე თუ ვინ წაიღო თანხა, დ-------------------------- უპასუხა, რომ ეგ იცოდა თავად ო-–----------მ და თვითონ. მოგვიანებით, როდესაც გაპრობლემდა პროცენტის გადახდა, შეიტყო, რომ მ.---------ეს ჩანაცვლებია იპოთეკარი თ----------------------. 2----–-–---–------------ შეიტანა საარბიტრაჟო პრეტენზია, რაზედაც ო.-----ამ სთხოვა გამოეტანა სარჩელი და აუცილებლად მოაგვარებდა პრობლემას კ------------------ს და დ-------------------------- დახმარებით, რომლის განცხადებით მთლიანი თანხა წაღებული ჰქონდა დ-------------------------. ო-–----------- თხოვნით გამოიტანა საარბიტრაჟო პრეტენზია და ელოდებოდა თანხის გადახდას, თუმცა თანხა არც ო-–----------- გადაუხდია მისთვის. 2-------------------------–-- მასთან სახლში მივიდნენ კ------------------ და ო-–----------- სიძე კ---------------- ქალიშვილი, რომელთაც სურდათ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. კ------------------ს თქმით, თანხა აღებული ჰქონდა დედამის დ------------------------- და სად დახარჯა თანხა მისთვის გაუგებარი იყო. მიუხედავად კ------------------ს და დ-------------------------- დაპირებისა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. საბოლოოდ, ო-–----------- ბინა გადაფორმდა თ----------------------ზე. როგორც ო.-----ასგან და კ------------------სგან არის ცნობილი, 4-500 აშშ დოლარი რეალურად აიღო დ--------------------------, ხოლო დოკუმენტალურად გაფორმდა ო.-----აზე.

2----–-–------------------- ჯ------------------- და მ---------------- შორის დადებული სანოტარო აქტით, მ---------------- ჯ------------------- გადასცა 26 400 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა თ---–---- ბ-------------------------------

2----–-–-----------–-- სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების თანახმად, გ----------------------- მ---------------- ასესხა 25 000 ევრო ერთი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად გ----------------------- სასარგებლოდ დაიტვირთა მ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თ---–---- ბ----------------------------. სესხი სარგებლიანი იყო და შეადგენდა ძირითადი თანხის ყოველთვიურ 3%-ს.

2----–-–------------------ იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ც----------------- მიერ შ-------------------- ორი თვის ვადით გაცემული სესხის 12 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, მეორადი იპოთეკით დაიტვირთა მ---------------- კუთვნილი უძრავი ქონება, ფართი------ კვ.მ მდებარე თ---–---- ბ---------------------------------------–-- სესხი სარგებლიანი იყო და შეადგენდა ძირითადი თანხის ყოველთვიურ 5%-ს.

2----–-–------------------ სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების თანახმად, თ------------------- ი------------------ ასესხა 6000 აშშ დოლარი. სესხი სარგებლიანი იყო. სარგებელი სესხისთვის შეადგენდა მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ბინის სარგებლის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას. მესაკუთრე იპოთეკარს სარგებლობის უფლებით გადასცემდა თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, რომელიც მდებარეობდა შემდეგ მისამართზე: თ---–----------------------–--------------------------------------–--

2----–-–-----------–- გაცემული სანოტარო აქტის თანახმად, ი------------------ სურდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თ---–---- მ----------------–----------------------------------------- გამოსყიდვის უფლებით მიეყიდა ნ-----------------–--ათვის.

უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2----–-–-----------–- ი------------------- გამოსყიდვის უფლებით მიყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება თ---–---- მ------------------------------------------- ნ-----------------–-. მხარეთა განცხადებით ნასყიდობის საგანი შეფასებული იყო 25 500 ევროდ, გამოსყიდვის პირობაა 3 თვის ვადაში გამყიდველის მიერ გაცხადებული სურვილის და ნასყიდობის ფასის გადახდის შემთხვევაში ნასყიდობის საგნის უპირობოდ უკან მიყიდვა 25 500 ევროს ღირებულებით.

2----–-–----------------- სანოტარო აქტით იპოთეკაზე უარის თქმის შესახებ, უქმდება ნ-----------------–-- კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის საგანი, მდებარე მ---------------------------------------------–-.

2----–-–----------------- სანოტარო აქტის თანახმად, დ------------------ უარი განაცხადა მის სასარგებლოდ დაფუძნებულ იპოთეკაზე, რითაც იპოთეკის ვალდებულება გაუქმდა ნ-----------------–-- უძრავ ქონებაზე, მდებარე მ-------------------------------------------–--

2----–-–---------------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახად, ტ--------------------- 15 000 აშშ დოლარი ასესხა ვ-------------------------. ყოველთვიური 5% სარგებლის მიღებით. სესხი უზრუნველყოფილი იყო თ---–----------------------–-------------------------------------–- მდებარე უძრავი ქონებით.

2----–-–--------------- იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების თანახმად, ე-–-----------------–-- და ი-------------------- ლ---------------- და ლ-------------- ასესხეს 11 000 ევრო და 14 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ---------------- და ლ-------------- უძრავი ქონება. თ---–------------–---–-----------------------. სარგებელი სესხისთვის შეადგენდა 5%-ს.

2----–-–------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ე-–-----------------–-- და ნ------------ ლ--------------------------- ასესხეს შემდეგი ოდენობის თანხა: ე-–-----------------–-- 10 000 აშშ დოლარი, ნ.-----ამ 27 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ---------------- და ლ-------------- უძრავი ქონება. მდებარე, თ---–------------–---–-----------------------. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 5%-ს.

2----–-–------------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მ----------------- ქ---------------------- და პ------------------- მ---------------------- ასესხეს შემდეგი ოდენობის თანხა: მ---------------- - 13 000 აშშ დოლარი, ქ---------------------- 11 000 აშშ დოლარი, პ------------------- 5000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ----------------------- უძრავი ქონება. მდებარე, თ---–-------------------------------------------–-. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 1%-ს.

2----–-–---------------–-- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნ----------- მ---------------------- ასესხა 10 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად მეორადი იპოთეკით დაიტვირთა მ.--------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება. მდებარე, თ---–-------------------------------------------–-. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 5%-ს.

2----–-–---------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ი----------------- მ---------------------- და მ--------------------- ო-–----------- ასესხეს 4- 500 აშშ დოლარი და 6000 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ო.-----ას კუთვნილი უძრავი ქონება. მდებარე, თ---–----------------–-------------–-. სარგებელი სესხისთვის შეადგენდა 5 %-ს.

2----–-–-------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თ----------------------მ ო-–----------- ასესხა 12 500 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად მეორადი იპოთეკით დაიტვირთა ო.-----ას კუთვნილი უძრავი ქონება. მდებარე, თ---–----------------–-------------–-. სარგებელი სესხისათვის შეადგენდა 5%-ს.

2----–-–------------- ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, ო-–----------მ აღიარა ი---------------ს მიმართ 39 000 აშშ დოლარის ვალის არსებობა.

2----–-–---------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ე-------------------------- ი--------------- ასესხა 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5 % სარგებლის დარიცხვით, ხოლო ამავე ხელშეკრულებით მ-----------------მ ი--------------- ასესხა 7000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ------–--------------------–-------------------–-------------------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით---------------

2----–-–----------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნ------------------ ი--------------- ასესხა 7000 აშშ დოლარი, ყოველთვიური-- % სარგებლის დარიცხვით, ხოლო ამავე ხელშეკრულებით ი---------- ი--------------- ასესხა 2000 აშშ დოლარი, ყოველთვიური--% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ------–--------------------–-------------------–-------------------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით---------------

2----–-–---------------–-- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვ----------------------- ი--------------- ასესხა 3500 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით ბ-------------------მ ი--------------- ასესხა 5000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ი-------------------- ი--------------- ასესხა 4000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ------–--------------------–--------------------–-----------–------------------------–- მდებარე ქონება.

2----–-–---------------–-- იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გ------------------------ რომელიც წარმოადგენდა მ-------------------, ასესხა ი--------------- მ-------------------- კუთვნილი 18 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თ---–--------------------–---------------------–-------------------------–-.

 

ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:

მოწმე ნ-------------------------------------- ჩვენებით, დ---------------------------- აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. თავად არის შემსწრე იმ ფაქტის, თუ როგორ უგზავნიდა წლების განმავლობაში დ------------------------- პროცენტებს ე------------------------- ხელით მ---------------- და დ----------------.

მოწმე ე------------------------- ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს დ---------------------------- და მ----------------თან. ორივე მათგანს ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. დ------------------------- დაახლოებით ათჯერ აქვს მისთვის მიცემული მ---------------ზე პროცენტის სახით გადასაცემი თანხა. თუ რა ოდენობის თანხას ატანდა დ------------------------- მ----------------თან მისთვის უცნობია.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ-------------------------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ დ-------------------------- უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული დ-------------------------- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენდა სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისთვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის ან მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება კი, წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.

თაღლითობის დროს მოტყუების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ნდობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.

თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ე.ი. ამ დროს პირს ამოძრავებს დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის სურვილი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგოდ, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

დ-------------------------- დანაშაულებრივი განზრახვა, რომ მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით დაუფლებოდა ო-–-----------, მ----------------, ლ----------------------------, ი-------------------, მ----------------------- და ი--------------- კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს დასტურდება, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით. კერძოდ, დ-------------------------- 2----–-–---------------- თვეში მ.--------–---–ს შესთავაზა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით მიღებული თანხის მისთვის გადაცემა, თითქოს მისი კუთვნილი ბიზნესის გაფართოების მიზნით, სანაცვლოდ შეპირდა სარგებლის გადახდას და დასაქმებას. ვინაიდან ჰქონდა დ-------------------------- მიმართ დიდი ნდობა და პატივისცემა. 2----–-–------------------- მ---------------------- დ---------------------------- ერთად მივიდა ნოტარიუს ლ---------------- სანოტარო ბიუროში და იპოთეკარებთან - მ--------------------, პ--------------------- და ქ------------------------ დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა, ხოლო იპოთეკარებისგან მიღებული სესხის თანხა - 29 000 აშშ დოლარი იქვე, სანოტარო ბიუროს კარებთან გადასცა დ-------------------------. მ----------------------, ისევე როგორც სხვა დაზარალებულებს, არც უფიქრია პრობლემა თუ შეექმნებოდა, უფრო მეტიც, დ-------------------------- მითითებით 2----–-–----------------–- მ----------------------- იპოთეკით ხელახლა დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა მდებარე, ქ------–--–------------------------------- და 10000 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------.

დ-------------------------- ო-–----------- შესთავაზა მისი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით აღებული თანხით კომერციული ფართის დაქირავება, სანაცვლოდ შეპირდა მაღაზიის მოგების 10% გადახდას და მაღაზიაში დასაქმებას, ასევე სესხის გადახდას, რაზეც ო-–---------- დათანხმდა, რის შემდეგაც 2----–-–---------------- და 2----–-–-------------, დ-------------------------- მითითებით, ო-–----------მ იპოთეკით დატვირთა ქ------–--–--------------------–---------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინა, ხოლო სესხის სახით მიღებული 4-500 ამერიკული დოლარი, 6000 ევრო და 12000 ევრო გადასცა დ-------------------------- რომელმაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა აღნიშნული თანხა.

დ-------------------------- მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა სრულად დასტურდება დაზარალებულ ო-–----------- ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა დ---------------------------- დიდი ხნის ნაცნობობა და განმარტა, რომ ენდობოდა დ.-----------–---–ს, რომელიც პირდებოდა დასაქმებას, ბიზნესის მოგებიდან წილის გადახდას და სესხის თანხის სრულ დაფარვას რამდენიმე თვეში, რის სანაცვლოდ ნოტარიულად დატვითრა დ---------------–---------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინა და სესხის სახით მიღებული თანხა სრულად გადასცა დ-------------------------- რომელმაც არ დაუბრუნა სესხის სახით აღებული თანხა, რის გამოც სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ბინა გაიყიდა.

მოწმე მ--------------------ს, ი---------------ს, თ----------------------- და მ---------------------- ჩვენებებით, დადგენილია, რომ ქ------–---------–-----–-----------------ში ნოტარიუს ლ----------------თან გააფორმდა სესხის ხელშეკრულება ო-–-----------თან ამ უკანასკნელის კუთვნილი, დ---------------–---------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფით, სესხის სახით გადაეცა 4-500 აშშ დოლარი, 6000 ევრო და 12500 ევრო, ხელშეკრულების დადებას ესწრებოდა დ-------------------------, რომელიც პროცენტს უხდიდა მათ 2----–-–-------------------. შემდგომ ვალის გადახდასთან წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით მათთან მისული იყვნენ ო-–----------- ოჯახის წევრები და დ-------------------------- შვილი - კ------------------, რომელმაც დაადასტურა, მთლიანი თანხის დ--------------------------- გადაცემის ფაქტი და იღებდა ვალის გადახდის ვალდებულებას, თუმცა სესხის თანხის გადაუხდელობის გამო, იპოთეკარებმა მიმართეს საარბიტრაჟო სასამართლოს და ო-–---------- ვალის გადაუხდელობის გამო გამოასახლეს ბინიდან. იპოთეკარებზე აღნიშნული ოდენობით თანხის გაცემა ასევე დასტურდება 2----–-–---------------- და 2----–-–-------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, რითაც დგინდება, რომ პირველ შემთხვევაში გაიცა 4-500 აშშ დოლარი და 6000 ევრო, ხოლო მეორე ხელშეკრულებით 12500 ევრო.

დ------------------------- განზრახული ჰქონდა რა მ---------------- კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, 2----–-–------------- თვეში, ვითომ მისი კუთვნილი ბიზნესის გაფართოებაში ფინანსური დახმარებისთვის მიმართა მ---------------- და შესთავაზა იპოთეკით დაეტვირთა საცხოვრებელი სახლი და სესხის სახით მიღებული თანხა მისთვის გადაეცა, სანაცვლოდ დაპირდა მისი შვილის - შ------------------- დასაქმებას სამშენებლო კომპანია „–--------------–-- და ბიზნესით მიღებული შემოსავლის განაწილებას და სესხის გადახდას. 2----–-–------------------ და 2----–-–------------–-, მ----------------, დ-------------------------- მითითებით, ქ------–--–------------------------------ში მდებარე თავისი ბინა დატვირთა იპოთეკით და სესხის სახით მიღებული 21000 აშშ დოლარი და 25000 ევრო გადასცა დ-------------------------- ხოლო 2----–-–------------------ მ---------------- წარმომადგენელმა შ------------------- იპოთეკით დატვირთა მ.--------ის კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა და სესხის სახით მიღებული 12000 ამერიკული დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

დ-------------------------- მიერ მ---------------- კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების ფაქტი სრულად დადასტურდა დაზარალებულ მ---------------- ინფორმაციით, რომლის ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა კარგად იცოდა დ--------------------------, რომელმაც ანალოგიურად წინა შემთხვევებისა, დასაქმების დაპირებით, დაარწმუნა მ--------------- და მისი შვილები - ი-------------------------------- რომ ბინის უზრუნველყოფით აღებული სესხი მისთვის გადაეცათ, რის სანაცვლოდაც შეპირდა სარგებელს, სათვალის ბიზნესში წილს და სესხის თანხის გასტუმრებას. მ.--------ე დათანხმდა შეთავაზებას და 2----–-–------------------ დ-------------------------- მითითებით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ჯ----------------------, ხოლო სესხის თანხა, 21 000 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელიც ყოველ შეხვედრაზე არწმუნებდა მას, რომ საქმე წინ მიდიოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. 2----–-–-----------–-, მ---------------- კვლავ დ-------------------------- მითითებით, ახალი ხელშეკრულება გააფორმა გ-------------------------, რომლისგან მიღებული 25000 ევროდან გაისტუმრა იპოთეკარი ჯ-------------------- ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა დ-------------------------. ამის შემდგომ, ასევე მოტყუებით და დ-------------------------- მითითებით, 2----–-–------------------ მ---------------- წარმომადგენელმა შ------------------- იპოთეკით დატვირთა მ---------------- კუთვნილი ზემოაღნიშნული ბინა და სესხის სახით მიღებული 12000 ამერიკული დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

მოწმე გ----------------------- ჩვენებით დასტურდება, რომ შუამავლების მეშვეობით გაიცნო დ------------------------- და ბინის მესაკუთრე მ---------------. დ---------------------------- საუბარში შეიტყო, რომ მას სათვალის ბიზნესისთვის უნდოდა თანხა, რის გამოც იპოთეკით იტვირთებოდა მ---------------- ბინა. ხელშეკრულების დადების შემდეგ, დ-------------------------- უთხრა, რომ თანხას გადაუხდიდა თვითონ. ასევე დ---------–ეუთანხმდა სიტყვიერად სესხის 5% სარგებელზე. ამის შემდგომ, დ-------------------------- 25000 ევროდან ნაწილ-ნაწილ დაუბრუნა 14 000 დოლარი, 2009 წლის ზაფხულის ბოლოს, უკვე კ------------------- დაუბრუნა 4000 ამერიკული დოლარი, რის შემდეგაც გართულდა დ---------------------------- და კ--------------------- დაკავშირება, რის გამოც იძულებული გახდა შეეტანა საარბიტრაჟო პრეტენზია. ამავე პერიოდში მას დაუკავშირდა სხვა იპოთეკარი ც----------------- რა დროსაც გაიგო, რომ მისი თანხაც წაღებული ჰქონდა დ-------------------------. საბოლოოდ, მ---------------- ბინა ვალის გადაუხდელობის გამო გაიყიდა აუქციონზე, რაც შეიძინა იპოთეკარმა გ-----------------------.

დაზარალებულ ი------------------- ჩვენებით დასტურდება, რომ სწორედ დ---------------------------- კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე ოჯახის წევრებთან ერთად ენდო დ-------------------------- რომლის მითითებით ოჯახის წევრებთან ერთად იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი ბინები, ხოლო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხები გადასცა დ-------------------------- რომელსაც, შეთანხმებისამებრ უნდა გადაეხადა იპოთეკარებისათვის სესხის თანხა, ამასთან ერთად, შეპირდა იმ დროისათვის თ-------------------თან არსებული ვალის - 6000 დოლარის გადახდას და კ------------------ს დახმარებით დასაქმებას, რაზეც ი------------------ დათანხმდა და 2----–-–-----------–- გააფორმა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება ნ-----------------–----, ხოლო მიღებული 11 000 ევრო, დ----------------------------- მდებარე ლ---------------- სანოტარო ბიუროს ეზოში სრულად გადასცა დ-------------------------. საბოლოოდ, ვალის გადაუხდელობის გამო, ტ--------------------- მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს და ბინა გაიყიდა აუქციონზე. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ 2----–-–------------------, დ-------------------------, როგორც მას, ისე სხვა დაზარალებულებს პირდებოდა ბინის დაბრუნებას და შვილის - კ------------------ს დახმარებით პრობლემების მოგვარებას, თუმცა დ------------------------- დანაპირები არ შეუსრულებია და არც სამსახურის შოვნაში დახმარებია მას და არც იპოთეკარების ვალების გასტუმრებაში.

რაც შეეხება დ-------------------------- მიერ ლ---------------------------- დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ--------------------------, იმ პირობით, რომ მ---------------- ნათესავს - ლ-------------- დაასაქმებდა თავის ბიზნესში, 2----–-–--------------------------–-–------------- ლ-------------- და ლ----------------, იპოთეკით დაატვირთინა მათ თანასაკუთრებაში არსებული, ქ------–--–--------------–---–------------------–-------------------- სესხის სახით მიღებული 11 000 ევრო და 14 000 აშშ დოლარი კი დ-------------------------- მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

დ-------------------------- მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულების ლ---------------------------- ჩვენებებით, რომლებიც არიან დაზარალებულ მ---------------- დის შვილები და რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ თანასაკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ------–--–-------------------–---–-----------------------–-. მათთვის ცნობილი იყო, რომ დ-------------------------- საცხოვრებელი ბინა დაატვირთინა მ---------------- და სანაცვლოდ შეპირდა დასაქმებას სათვალის ბიზნესში, ასევე მათ დეიდაშვილს, შ------------------ დასაქმებას „–--------------–--. ამის შემდეგ დ-------------------–---–მა ლ--------------------------- დაიბარა თავის საცხოვრებელ სახლში და მათაც შესთავაზა საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა და სანაცვლოდ სარგებლის გადახდას, ვალის გასტუმრებას და დასაქმებას. აღნიშნულ წინადადებას დათანხმდნენ ლ---------------------------- 2----–-–--------------------------–-–------------- გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები და იპოთეკარებისგან მიღებული თანხა სრულად გადასცეს დ-------------------------. ვალის გადაუხდელობის გამო ლ---------------------------- ბინა იძულებით აუქციონზე შეისყიდა ერთ-ერთმა იპოთეკარმა ნ------------.

დაზარალებულთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ მ----------------------, ე-–------------------, ლ-------------------, ი-------------------- და ნ------------ ჩვენებებთან, რითაც დადგენილია, რომ როდესაც გაპრობლემდა სესხის თანხის და სარგებლის გადახდა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ლ--------------------------- სესხის თანხა გადაცემული ჰქონდათ დ--------------------------თვის, რომელიც ასევე ადასტურებდა თანხის მიღების ფაქტს და პირდებოდა მათ ვალის დროულ გადახდას. თუმცა პირობა არ შეუსრულებია, რის გამოც ნ------------ დაიწყო დავა და ქ------------- ბინა შეიძინა აუქციონზე.

რაც შეეხება დ-------------------------- მიერ ი--------------- კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს, დადგენილია, რომ 2----–-–---–--------------, დ-------------------------- ი--------------- კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ი--------------- შესთავაზა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების იპოთეკით დატვირთვა და სესხის სახით მიღებული თანხის მისთვის გადაცემა, სანაცვლოდ კი შეპირდა ვალის გადახდას, ი--------------- მეუღლის საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდას და იპოთეკის შედეგად არსებული სესხის გადახდას. 2----–-–---------------- ი--------------- ბინის უზრუნველყოფით სესხის სახით მიღებული 13 000 დოლარი გადასცა დ-------------------------. 2----–-–-----------------, დ-------------------------- მითითებით, ი--------------- კვლავ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ი--------------- კუთვნილი ბინის უზრუნველყოფით, რა დროსაც ი--------------- სესხის სახით მიღებული თანხა - 7000 ამერიკული დოლარი და 2000 ლარი სრულად გადასცა დ-------------------------. აღნიშნულის შემდეგ, დ-------------------------- მითითებით, 2----–-–----------------–- ი--------------- იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ------–--------------------–-------------------–-----------–---------------------------–- და სესხის თანხა 12 500 აშშ დოლარი გადასცა დ-------------------------. 2----–-–----------------–-, ი--------------- მინდობილობის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთა თავისი მეუღლის ბ.--–------–---–ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ------–--------------------–--------------------–----------------------------–-, ხოლო სესხის თანხა 18 000 ამერიკული დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც ი---------------გან მიღებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო ი--------------- დაკარგა სამივე საცხოვრებელი ბინა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ი--------------- ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2----–-–---–--------------, ვინაიდან ჰქონდა გარკვეული ვალი და პრობლემები, ნაცნობების საშუალებით დაუკავშირდა დ-------------------------- რომელიც დაპირდა, რომ თუ ბინას იპოთეკით დატვირთავდა და თანხას მას მისცემდა, გადაუხდიდა იმ დროისათვის არსებულ ვალს, ასევე გადაიხდიდა სრულად აღებულ ვალსაც და ყოველთვე ხელფასის სახით გადაუხდიდა 200 დოლარს, თუმცა ხელფასზე ი--------------- უარი განუცხადა. ამის შემდეგ, დ-------------------------- მითითებით, ი--------------- 2----–-–---------------- ქ------–--–------------–---–-------------–- ნოტარიუს თ------------------- გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშკრულება ე---------------------------- და მ-----------------სთან, რომელთაგან მიღებული სესხის თანხა 13 000 დოლარი ავტომანქანაში მთლიანად გადასცა დ-------------------------. ამის შემდეგ დ-------------------------- დაპირებისამებრ, 2 დღეში მისთვის უნდა მიეცა თანხა, თუმცა აღარ გადაუცია. 2----–-–-----------------, ამავე ბინაზე დ-------------------------- მითითებით გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და სესხის თანხა გადასცა დ------------------------- მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 3200 დოლარი გადასცა დ--------- თუმცა ისევ გამოართვა 1000 დოლარი, დარჩენილი თანხიდან გადაიხადა პირადი ვალი 1200 დოლარი. ამის შემდეგ, დააპატიმრეს ი--------------- მეუღლე - ბ----------------------- რაც შეიტყო დ-------------------------- და ი--------------- შესთავაზა, დარჩენილი ორი ბინა დაეტვირთა ისევ იპოთეკით, თანხა მისთვის გადაეცა და სანამ საპროცესო შეთანხმებისთვის თანხა დაჭირდებოდა, გაისტუმრებდა სამივე ბინის იპოთეკის თანხას და მადლიერების ნიშნად, საპროცესო შეთანხმების თანხასაც თვითონ დ------------------------- გადაუხდიდა. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა ი-------------- და 2----–-–----------------–- იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ------–--------------------–-------------------–-----------–------------------------–- და სესხის თანხა 12 500 ამერიკული დოლარი გადასცა დ-------------------------. ასევე, 2----–-–----------------–-, ი--------------- მინდობილობის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთა თავისი მეუღლის ბ.--–------–---–ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ------–--------------------–--------------------–----------------------------–-, ხოლო სესხის თანხა 18 000 ამერიკული დოლარი გადასცა დ-------------------------- რომელმაც ი---------------გან მიღებული ფულადი თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მას შემდეგ, რაც იპოთეკარებმა ვეღარ მიიღეს სესხის სარგებელი და ი--------------- მოსთხოვეს თანხის დაბრუნება, დ-------------------------- დააიმედა, რომ სრულად გადაიხდიდა ვალს. ამის შემდეგ მოლაპარაკებაში ჩაერთო კ------------------ც, რომელიც ხვდებოდა ი---------------, ასევე იპოთეკარებს და პირდებოდა სესხის თანხის გადახდას, თუმცა საბოლოოდ ვალის გადაუხდელობის გამო, ი--------------- დაკარგა საცხოვრებელი ბინები.

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ნ------------------, მ------------------, ვ----------------------ს, გ----------------------- და მ---------------------- ჩვენებებთან, რითაც დადგენილია, რომ ი--------------- სესხის სახით მიღებული თანხები გადასცა დ-------------------------- რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა მათთან საუბარში. უფრო მეტიც, ამის შემდეგ ბ-------------------, მ-----------------, ი------------------- მივიდნენ დ-------------------------- სახლში, სადაც შეხვდნენ კ------------------, რომელმაც დაუდასტურა მათ, რომ თანხა აღებული ჰქონდა დ------------------------- და შეიტყვეს, რომ ი--------------- გარდა, დ------------------------- სხვა პირებისგანაც ჰქონდა თანხა მიღებული და კ------------------ მათ პირდებოდა ვალის გასტუმრებას და სარგებლის გადახდასაც, თუმცა საბოლოოდ დ-------------------------- არ გაისტუმრა იპოთეკარები და ი--------------- დაკარგა საცხოვრებელი ბინები.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2----–-–----------------, 2----–-–-----------------, 2----–-–---------------–-- და 2----–-–----------------–- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შინაარსზე, რითაც დადასტურებულია ი---------------ა და იპოთეკარებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადების ფაქტი.

წარდგენილ ბრალდებაში დ-------------------------- ბრალეულობა ასევე დასტურდება საჯარო რეესტრიდან და საშუამავლო ორგანიზაციებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, რითაც უტყუარად დგინდება დაზარალებულებსა და იპოთეკარებს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების დადების ფაქტი. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულები და მოწმეები მკაფიოდ და პირდაპირ მიუთითებდნენ ბრალდებულის მიერ შესრულებულ მოქმედებებზე, კერძოდ, რომ არა მისი მხრიდან მიწოდებული ყალბი ინფორმაციის შემცველი მონაცემები, ისინი უარს იტყოდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ-------------------------- მიზანი იყო დაზარალებულთა კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც მან გამოიყენა დაზარალებულებთან კარგი ურთიერთობა, მრავალწლიანი ნაცნობობა და ნდობის ფაქტორი. დაზარალებულები და მოწმეები ერთხმად ადასტურებენ, რომ სწორედ დ-------------------------- მეშვეობით მოხდა ხელშეკრულებების დადება და ყოველთვიურ სარგებელსაც დ------------------------- უხდიდა იპოთეკარებს. დაზარალებულების განმარტებით, დ-------------------------- სასარგებლოდ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას დათანხმდნენ ბრალდებულის მხრიდან დასაქმების და ვალის უპრობლემოდ გასტუმრების პირობით. მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ მოგება და სარგებელი დ--------------------------გან არ მიუღიათ და მისი დაპირება, რომ იგი დაკავებული იყო ბიზნეს საქმიანობით აღმოჩნდა ტყუილი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, დ------------------------- ბიზნესით და სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული საერთოდ არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ დ------------------------- თავიდანვე ჰქონდა გაცნობიერებული ის შედეგები, რაც მოყვებოდა მის ქმედებებს, თუმცა განზრახ, სარგებლის მიღების სურვილით, მოტყუებით და ცრუ დაპირებით დაეუფლა დაზარალებულთა მიერ სესხის სახით მიღებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით.

იმის შესაფასებლად, დაზარალებულებს ნამდვილად მიადგათ თუ არა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს, როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, ისე ჯ------------------- და მ---------------- შორის 2----–-–----------------- დადებულ სანოტარო აქტს, გ---------------------- და მ---------------- შორის 2----–-–-----------–- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ც----------------- და შ------------------ შორის 2----–-–------------------ გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებას, თ--------------- და ი------------------ შორის 2----–-–------------------ გაფორმებულ სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებას, ტ--------------------- და ვ------------------------- შორის 2----–-–---------------- გაფორმებულ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას, ე-–-----------------–-- და ი-------------------- შორის 2----–-–--------------- გაფორმებულ იპოთეკის და სესხის ხელშეკრულებას, ე-–-----------------–-- და ნ------------ შორის 2----–-–------------ გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მ----------------, ქ---------------------, პ------------------ და მ---------------------- შორის 2----–-–------------------- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ნ------------ და მ---------------------- შორის 2----–-–----------------–- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, მ---------------------, ი---------------, მ--------------------- და ო-–----------- შორის 2----–-–---------------- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, თ----------------------სა და ო-–----------- შორს 2----–-–------------- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ე-------------------------- და ი--------------- შორის 2----–-–---------------- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ნ----------------- და ი--------------- შორის 2----–-–----------------- გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ვ---------------------- და ი---------------, ასევე ბ-------------------- ი--------------- და ი------------------ შორის დადებულ 2----–-–---------------–-- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას და გ---------------------- და მ------------------- შორის 2----–-–----------------–- დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებას, სადაც სრულად ჰპოვა დადასტურება ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებულმა გარემოებებმა მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, დ-------------------------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებზე მიყენებული მატერიალური ზიანი, მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ზღვრულ ოდენობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ დ-------------------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა დ-------------------------- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ექვსი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულ დ------------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ თავს არიდებს დაზარალებულების მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოთხოვნებს, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ა------------------------–-----------------------------------------–----–-------------–----–---------–-----–----------–--–---------------------–---------–------------–----------------------–--–-------–--------------------------------------------–----–----------------–----–------------–--–-------–-----------------–--–--–-------------

2----–-–---------------------------------------------------------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოში, კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა დაზარალებულების მ-----------------------, ლ--------------, ლ----------------, ი-------------------, ი--------------- და დაზარალებულ მ---------------- მემკვიდრის - შვილის შ------------------- განცხადებები, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ო.-----ას მიერ გაცხადებული პოზიციით, რითაც დაზარალებულები, იმ საფუძვლით, რომ მათ არ ანაზღაურებიათ მიყენებული ზიანი, უარს აცხადებენ ბრალდებულ დ-------------------------- მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულთა მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი თანხმობები ბრალდებულის მიმართ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე და ამასთან მას ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, დ-------------------------- მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2----–-–-------------------------------------–-- მოთხოვნები და დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/3-ით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ-------------------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, დ------------------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, თავისუფლების აღკვეთის სახით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ------------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, (ო.-----ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, (მ.--------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, (--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, (ლ---------------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, (მ.--------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, (ი.--------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. `ამნისტიის შესახებ~ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ------------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ------------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან.

მსჯავრდებულ დ-------------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მოწმე კ----------------------- მიერ წარმოდგენილი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი