განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ზ------ ბ--------–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, შ--–----------ში.
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--- წლის 3-------ს ეპიზოდი).
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--- წლის ა--------ს ეპიზოდი).
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2--- წლის 2------------ის ეპიზოდი).
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2--- წლის 2------------ის ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2--- წლის 3-------, ქ. თბილისში, შ--–-------------ის მიმდებარედ, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2--- წლის ა--------ს თვის მიწურულს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, შ--–-------------ის მიმდებარედ, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, მუშტი დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2--- წლის 2-------------ს, დაახლოებით დილის 1---- საათზე, ქ. თბილისში, შ--–-------------ის მიმდებარედ, ზ------ ბ--------–მა, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ესროლა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც მოხვდა ამ უკანასკნელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2--- წლის 2-------------ს, დაახლოებით დილის 1---- საათზე, ქ. თბილისში, შ--–-------------ის მიმდებარედ, ზ------ ბ--------–ი, თავის დედას - ქ------- მ---------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რის გამოც, დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.4. დაზარალებულმა ქ------- მ---------–--ემ განმარტა, რომ ბრალდებული ზ------ ბ--------–ი არის მისი შვილი. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ თბილისში, შ--–----------ში. მისი ვაჟი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, და აყენებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2--- წლის 3-------, ზ------ ბ--------–ი დაბრუნდა სახლში და დაუწყო ჩხუბი, რა დროსაც მკლავში ჩაარტყა ხელი, რაც მას ძალიან ეტკინა. მან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რომელმაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ამ ფაქტიდან მეორე დღეს, ხელი დაუსივდა და დაულურჯდა, თუმცა ექიმთან არ წასულა. იგი მეზობელთან შევიდა, რომელმაც მალამო წაუსვა.
2--- წლის ა--------ს თვეში, სამსახურიდან დაბრუნებული სამზარეულოში საჭმელს მიირთმევდა. მისი ვაჟი იყო ნასვამი და მოსთხოვა სიგარეტი, რაც მას არ ჰქონდა. მან შესთავაზა, რომ წავიდოდა და უყიდდა, თუმცა ზ------მა არ დააცადა, ეჩხუბა და მაჯაში ჩაარტყა ძლიერად მუშტი, რაც ძალიან ეტკინა. იმ შემთხვევის გამო პოლიციისთვის აღარ მიუმართავს. შემთხვევიდან მესამე დღეს, მისმა მეზობელმა - ს-------- ქ--------ემ შენიშნა, რომ ხელი ჰქონდა დალურჯებული. მან აუხსნა, რომ დაზიანება მისვა ვაჟმა მიაყენა.
2--- წლის 2-------------ს, იგი იყო სახლში. მიუხედავად მისი თხოვნისა, მისმა ვაჟმა იმ დღესაც მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით დღის 1-------ი სრულდებოდა, როდესაც ზ------ი შინ დაბრუნდა. მან შეახსენა შვილს, მისი თხოვნა, არ დაელია, რაზეც ზ------მა დაუწო ჩხუბი და გინება. ამის შემდეგ სთხოვა შვილს, დასაძინებლად წასულიყო სახლში. ზ------ი სახლში ავიდა, თუმცა კვლავ განაგრძო ფანჯრიდან მისი ლანძღვა, რის შემდეგ აიღო იატაკის საწმენდი ჯოხი და ესროლა. მას მოხვდა ჯოხი და ძალიან ეტკინა. უთხრა შვილს, რომ პოლიციას მიმართავდა. ზ------ი უშვერი სუტყვებით ლანძღავდა და დაემუქრა, ,,ნახე, თუ არ მოგკლაო“. მან პოლიციას მიმართა, რადგან შეეშინდა. ზ------ის ცუდი სიმთვრალის გამო, შესაძლო იყო შვილს მოეკლა იგი.
2.5. მოწმე ს-------- ქ--------ემ განმარტა, რომ იგი არის ზ------ ბ--------–ის და ქ------- მ---------–--ის მეზობელი. ზ------ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ჩხუბობდა. 2--- წლის 2-------------ს, ზ------ი იყო მთვრალი და ეზოში ჩხუბობდა. იგი ხმაურზე გარეთ გავიდა. ზ------ს დედამ უთხრა, სახლში ასულიყო და დაეძინა. მან დაინახა, როგორ ესროლა ზ------მა დედას იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ქ------- მ---------–--ეს ფეხში მოხვდა და ძალიან ეტკინა, რადგან ხელს იკიდებდა ფეხზე. ჩხუბის დროს ზ------ი ემუქრებოდა დედას, ხშირად უმეორებდა, ,,სახლში რომ ამოხვალ, მოგკლავო“. ქ------- მ---------–--ე იყო შეშინებული და მიმართა პოლიციას.
მოწმემ დასძინა, რომ ზ------ ბ--------–ს ჰქონდა ძალიან ცუდი სიმთვრალე. მისი სახლიდან სისტემატიურად გამოდიოდა ჩხუბის და გინების ხმა. 2--- წლის ზაფხულში, მან ნახა ქ------- მ---------–--ე, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები ხელზე და მკლავზე, რომელიც მისი თქმით, შვილმა მიაყენა.
2.6. მოწმე მ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ზ------ ბ--------–ის და ქ------- მ---------–--ის მეზობელი. 2--- წლის 2-------------ს დილით იყო სახლში და ფანჯრიდან დაინახა და გაიგონა, როგორ აგინებდა მთვრალი ზ------ ბ--------–ი დედას - ქ------- მ---------–--ეს. ეს უკანასკნელი სთხოვდა შვილს დასაძინებლად წასულიყო. მოგვიანებით თავად მაღაზიაში წავიდა. შინ რომ დაბრუნდა, შეიტყო, რომ ჩხუბის დროს, ზ------ ბ--------–მა იატაკის საწმენდი ჯოხი ესროლა დედამისს. მან დაინახა, ქ------- მ---------–--ე, რომელიც მტკივან ფეხზე იკიდებდა ხელს. ასევე დაინახა, როგორ ამოიღეს პოლიციელებმა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ეზოში ეგდო.
მოწმემ დაადასტურა, რომ წარსულში რამდენჯერმე გაიგო, როგორ აგინებდა ზ------ ბ--------–ი დედამისს - ქ------- მ---------–--ეს.
2.7. ბრალდებულმა ზ------ ბ--------–მა განმარტა, რომ დედასთან - ქ------- მ---------–--ესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რადგან დედა სულ წყევლიდა, რაზეც ძალიან ღიზიანდებოდა. 2--- წლის მაისის თვეში, იგი სახლიდან აპირებდა გასვლას, თუმცა დედა არ უშვებდა, რა დროსაც შესაძლებელია რამდენჯერმე ჰკრა ხელი, თუმცა მისთვის არ დაურტყამს. ამ ინციდენტის შემდეგ დედას ხელი დასიებული არ ჰქონია.
2--- წლის ა--------ს თვეში ისევ მოუვიდა დედასთან კონფლიქტი, რადგან დედა ისევ წყევლიდა. მან მაგიდაზე დადებულ თეფშს დაარტყა ხელი, დედას არ შეხებია.
2--- წლის 2-------------ს, მეგობრებთან ერთად მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. სახლს მიუახლოვდა თუ არა, დედამ დაუწყო წყევლა, რასაც მოჰყვა მათ შორის ჩხუბი. რის შემდეგ იგი სახლში ავიდა და იქიდან რაღაცეებს ისროდა, თუმცა ზუსტად რას - არ ახსოვს. მას მიზანმიმართულად დედისთვის არაფერი არ უსვრია და არც ის დაუნახავს, მოხვდა თუ არა ამ უკანასკნელს რამე. შემთხვევის დღეს იგი დედას არ დამუქრებია. უთხრა, ,,თავი უნდა მომაკვლევინოო?“, რაშიც საკუთარ თავს გულისხმობდა.
2.8. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.9. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (22.0-.2---), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (22.0-.2---), ოქმი ალკოტესტით შემოწმების შესახებ (22.0-.2---), N------ შემაკავებელი ორდერი (31.05.2---), სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი (31.05.2---).
2.10. სასამართლო შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
2.11. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებული ქ------- მ-------–--ე არის ბრალდებულ ზ------ ბ--------–ის დედა და ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად თბილისში, შ--–----------ში.
2--- წლის 2----------ის ეპიზოდი
2.12. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2--- წლის 2-------------ს, ზ------ ბ--------–მა, რომელიც იყო მთვრალი, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ესროლა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც მოხვდა ამ უკანასკნელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.13. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ ქ------- მ---------–--ის, თვითმხილველი მოწმეების - ს-------- ქ--------ის და მ------ ბ------–---–ის ჩვენებებით, ასევე ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ (22.0-.2---), დადასტურებულია ის გარემოება, რომ ზ------ ბ--------–ი 2--- წლის 2-------------ს იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ეს გარემოება ეჭვქვეშ არ დაუყენებია არც თავად ბრალდებულ ზ------ ბ--------–საც.
2.14. დაზარალებულმა ქ------- მ---------–--ემ დაადასტურა, რომ 2--- წლის 2-------------ს მისი ვაჟი - ზ------ ბ--------–ი ლანძღავდა და აგინებდა მას, შემდეგ ესროლა იატაკის საწმენდი ჯოხი, რაც მოხვდა ფეხში და განიცადა ძლიერი ტკივილი. ქ------- მ---------–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან (22.0-.2---), რომლის ფარგლებში მოხდა დაზარალებულის ჩვენების შემთხვევის ადგილზე შემოწმება. დაზარალებულმა დეტალურად აღწერა, თუ სად და რა ვითარებაში ძალადობდა მისი ვაჟი დედაზე. მოწმე ს-------- ქ--------ემ, რომელიც არის ქ------- მ---------–--ის და ზ------ ბ--------–ის მეზობელი, დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ ეჩხუბებოდა ზ------ ბ--------–ი დედას, შემდეგ ესროლა ქ------- მ---------–--ეს იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ამუკანასკნელს მოხვდა ფეხში და ეტკინა. ტკივილის შეგრძნებას მოწმე ადასტურებს იმით, რომ ქ------- მ---------–--ე ხელს იკიდებდა მტკივან ადგილზე (ფეხზე). სასამართლო აქვე დასძენს, რომ ქ------- მ---------–--ის და ზ------ ბ--------–ის კიდევ ერთი მეზობელი - მ------ ბ------–---–ი 2--- წლის 2-------------ს უშუალოდ იატაკის საწმენდი ჯოხის სროლის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა შეესწრო, როგორ აგინებდა ზ------ ბ--------–ი დედას და ასევე დაინახა მოგვიანებით, რომ ქ------- მ---------–--ეს ფეხი ჰქონდა ნატკენი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (22.0-.2---) უტყუარად არის დადგენილი, რომ შემთხვევის ადგილიდან - თბილისი, შ--–----------ის მიმდებარედ ამოღებული იქნა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომლითაც ზ------ ბ--------–მა დაზიანება მიაყენა ქ------- მ---------–--ეს. სასამართლოს აქვე სურს აღნიშნოს, რომ არც თავად ბრალდებული ზ------ ბ--------–ი უარყოფს იმ ფაქტს, რომ 2--- წლის 2-------------ს, დედასთან შელაპარაკების შემდეგ, სახლში ავიდა და იქიდან რაღაცეებს ისროდა, თუმცა ზუსტად რას, არ ახსოვს.
2.15. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენლად მიაჩნია, რომ 2--- წლის 2-------------ს, მთვრალმა ზ------ ბ--------–მა, იატაკის საწმენდი ჯოხი ესროლა დედას - ქ------- მ---------–--ეს, რომელიც მოხვდა ამ უკანასკნელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.16. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2--- წლის 2-------------ს, მთვრალი ზ------ ბ--------–ი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ქ------- მ---------–--ეს, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.17. დაზარალებულმა ქ------- მ---------–--ემ დაადასტურა, რომ 2--- წლის 2-------------ს, კონფლიქტის დროს, მისი ვაჟი, ზ------ ბ--------–ი, რომელიც იყო მთვრალი, უშვერი სიტყვებით აგინებდა და დაემუქრა, ,,ნახე, თუ არ მოგკლაო“. ზ------ ბ--------–ის მიერ ქ------- მ---------–--ეზე განხორციელებული მუქარა, ასევე დაადასტურა მეზობელმა - ს-------- ქ--------ემ, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა შემთხვევას და განმარტა, რომ ჩხუბის დროს ზ------ი ემუქრებოდა დედას, ხშირად უმეორებდა, ,,სახლში რომ ამოხვალ, მოგკლავო“. რაც შეეხება მუქარის რეალურობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმაც და მოწმე ს-------- ქ--------ემაც დაადასტურეს, რომ ქ------- მ---------–--ეს შეეშინდა, შვილს მართლა არ მოეკლა იგი და სწორედ ამიტომ მიმართა პოლიციას, რაც ცალსახად ადასტურებს მისი შიშის რეალურობას. სასამართლოს აქვე აღნიშნავს, რომ თავად ბრალდებულმა ზ------ ბ--------–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს დედას უთხრა, ,,თავი უნდა მომაკვლევინოო“, თუმცა ამაში საკუთარ თავს გულისხმობდა, რაც სასამართლოს შეფასებით, არალოგიკურია და ეწინააღმდეგება შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების რაციონალურ აღქმას, რადგან არც დაზარალებულს და არც ობიექტურ დამკვირვებლებს ბრალდებულის სიტყვები ამდაგვარად არ აღუქვამთ.
2.18. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2--- წლის 2-------------ს ზ------ ბ--------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ქ------- მ---------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2--- წლის 3-------ს ეპიზოდი.
2.19. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2--- წლის 3-------, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.20. დაზარალებულმა ქ------- მ--------–--ემ დაადასტურა, რომ 2--- წლის 3-------, მისმა ვაჟმა ზ------ ბ--------–მა დაუწყო ჩხუბი და მკლავში ჩაარტყა ხელი, რაც ძალიან ეტკინა. ამ ფაქტიდან მეორე დღეს, ხელი დაუსივდა და დაულურჯდა. 2--- წლის 3-------, ზ------ ბ--------–ის მხრიდან ქ------- მ---------–--ეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დადასტურებულია შემაკავებელი ორდერით (31.05.2---), რომელიც მოძალადე ზ------ ბ--------–ისგან, მსხვერპლის - ქ------- მ---------–--ის დასაცავად გაიცა შემთხვევის ადგილზე (თბილისში, შ--–----------ში) გამოძახებული პოლიციელების მიერ. ასევე დადგენილია, რომ ქ------- მ---------–--ეს, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც აუცილებელი გახდა მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. აღნიშნული დადასტურებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათით (31.05.2---).
2.21. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენლად მიაჩნია, რომ 2--- წლის 3-------, ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2--- წლის ა--------ს ეპიზოდი.
2.22. სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2--- წლის ა--------ს თვის მიწურულს, ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, მუშტი დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.23. დაზარალებულმა ქ------- მ---------–--ემ დაადასტურა, რომ 2--- წლის ა--------ში, მისი ვაჟი, ზ----- ბ--------–ი ეჩხუბა და ხელში (მაჯაში) ძლიერად ჩაარტყა მუშტი, რაც ძალიან ეტკინა. შემთხვევიდან მესამე დღეს, მისმა მეზობელმა - ს-------- ქ--------ემ შენიშნა, რომ ხელი ჰქონდა დალურჯებული. მან აუხსნა, რომ დაზიანება მისმა ვაჟმა მიაყენა. სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია - ს-------- ქ--------ის ჩვენებასთან, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ 2--- წლის ზაფხულში, მან ნახა ქ------- მ---------–--ის დაზიანებები ხელზე და მკლავზე, რომელიც დაზარალებულის თქმით, შვილმა მიაყენა.
2.24. სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/200-; §90).
2.25. სასამართლოს განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევებში იგი დახურულ სივრცეშია ჩადენილი. ამ დანაშაულის თვითმხილველები, როგორც წესი, არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული. ამდენად, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება ოჯახური ძალადობის საქმეებში, რომლის უგულვებელყოფა, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამებით, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.
2.26. ამდენად, 2--- წლის ა--------ს ეპიზოდის შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად (ბრალდებული არის მისი შვილი და რომ არა რეალური ძალადობა, ძნელად წარმოსადგენია სხვა მიზეზი, რომელიც დედას აიძულებდა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას), ამასთან დანაშაულის ხასიათის (ლატენტური დანაშაული) და შემთხვევის ადგილის (დახურული სივრცე) გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. სასამართლო ასევე გულდასმით დააკვირდა და შეაფასა დაზარალებულის ქცევა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და მიიჩნევს, რომ იგი იყო თანმიმდევრული, ცალსახად და დამაჯერებლად აღწერდა დანაშაულის დეტალებს, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლომ ეს ჩვენება შეაფასა, როგორც მყარი და სანდო.
2.27. სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2----–-–-----------ის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2----–-–-------------ი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). თუმცა აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2----–-–-------------ი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36.).
2.28. ამდენად, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მიუხედავად მოცემულობისა, როდესაც არსებობს დანაშაულის მხოლოდ ორი თვითმხილველი - დაზარალებული და ბრალდებული, დაზარალებულის ჩვენება მისთვის ხელზე დაზიანებს მიყენებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმის - ს-------- ქ--------ის ჩვენებასთან. მან დაადასტურა, რომ 2--- წლის ზაფხულში თვალნათლივ ნახა დაზარალებულის სხეულზე (მკლავზე და ხელზე) ძალადობის კვალი, რომელიც, ქ------- მ---------–--ის განმარტებით, მას შვილმა მიაყენა. ამასთან, სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ------ ბ--------–ის მიერ, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მის დედაზე - ქ------- მ---------–--ეზე ძალადობა არ იყო იშვიათი გამონაკლისი და მათი ცხოვების ჩვეულ წესად იყო ქცეული, უტყუარად არის დადასტურებული როგორც თავად დაზარალებულ ქ------- მ---------–--ის, ასევე მათივე მეზობლების - ს-------- ქ--------ის და მ------ ბ------–---–ის ჩვენებებით.
2.29. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადგენლად მიაჩნია, რომ 2--- წლის ა--------ს თვის მიწურულს, ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, მუშტი დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.30. ამასთან, სასამართლო, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიკაციაზე, რაც მოცემულია განაჩენის 1.1. პუნქტში, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 10--ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის დედა.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------ ბ--------–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ქ------- მ---------–--ეს, ჩხუბის დროს არაერთხელ გაუმეორა ,,მოგკლავო“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დასახმარებლად მიმართა პოლიციას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ------ ბ--------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 3-------, თავის საცხოვრებელ სახლში (თბილისი, შ--–---------), ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ------ ბ--------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.6. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2--- წლის ა--------ს თვის მიწურულს, თავის საცხოვრებელ სახლში (თბილისი, შ--–---------) ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, მუშტი დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ------ ბ--------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.7. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 2-------------ს, ქ. თბილისში, შ--–-------------ის მიმდებარედ, ზ------ ბ--------–მა, დედას - ქ------- მ---------–--ეს, ესროლა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც მოხვდა ამ უკანასკნელს და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ------ ბ--------–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ ბ--------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ზ------ ბ--------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს მის პიროვნებას - არის ალკოჰოლური სასმელების მომხმარაბელი, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ზ------ ბ--------–ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, რითაც ასევე მსჯავრი უნდა დაედოს ზ------ ბ--------–ს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2----–-–------------–ის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რ---------), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის....
6.6. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ითვალისწინებს ზ------ ბ--------–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია; დანაშაულის ჩადენის მოტივს - დედასთან არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას; ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას - ასაკოვანი დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას; ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - დანაშაულის (ძალადობის) იარაღად იატაკის საწმენდი ჯოხის გამოყენებას; მართლსაწინააღმდეგო შედეგს - მსხვერპლის - ასაკოვანი ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც გახდა შვილის მხრიდან მუდმივი ძალადობის ობიექტი და მის პიროვნებას - ზ------ ბ--------–ი არის ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელი, აქვს ცუდი სიმთვრალე (ოქმით ალკოტესტით შემოწმების თაობაზე (22.0-.2---) დადასტურებულია, რომ ზ------ ბ--------–ს დანაშაული ჩადენილი აქვს სწორედ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რისი გათვალისწინებითაც, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულებისკენ მისი მიდრეკილების (ჩადენილი აქვს ძალადობრივ დანაშაულთა ერთობიობა), სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ბ--------–ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) თავიდან აცილება, დაზარალებულის ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება (სამართლიანობის აღდგენა) და ზ------ ბ--------–ის რესოციალიზაცია (საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნება) შესაძლებელია, სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და ყველა უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
6.8. ამდენად, სასამართლოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ზ------ ბ--------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამივე ეპიზოდისთვის) – 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას.
6.9. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ბ--------–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღეული იატაკის საწმენდი ჯოხი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოოტოსურათები, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ------ ბ--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 3-------ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის ა--------ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 2------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 3-------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის ა--------ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით..
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 2------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 3-------ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის ა--------ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 2------------ის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ბ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ზ------ ბ--------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 2------------იდან.
3. ნივთმტკიცებები:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღეული იატაკის საწმენდი ჯოხი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოოტოსურათები, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე