გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210018002639840
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/27370 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გი-----ი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - მა----- გა-----ა

წარმომადგენელი - თე--------–---–ი

მოპასუხე - გი-----ი წი-----–---–ი

წარმომადგენელი - მა-------------ი

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი-----ი წი-----–---–სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნი----–---- წი-----–---–ის (------------–---------–-–----------------–-- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 20 სექტემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

მა----- გა-----ამ და გი-----ი წი-----–---–ი 2013 წლის მაისის თვიდან იმყოფებიან საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------–- შეეძინათ შვილი ნი----–---- წი-----–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის სექტემბრის თვიდან. არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ი მუდმივად ცხოვრობს და იზრდება მოსარჩელესთან, მა----- გა-----ასთან. მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ი არ იღებს მონაწილეობას ბავშვის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე არის შპს ,,ვო--–-------ის“ დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მესაკუთრე. მოპასუხეს დაფუძნებული აქვს ტურისტული სააგენტო და სასტუმრო, რომელთა ფუნქციონირების ხარჯზე იღებს სოლიდურ შემოსავლებს. არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ი დადის ბაგა-ბაღში -,,ა---“-ში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 250 ლარს. ნოემბრის თვიდან მარტის თვის ჩათვლით პერიოდში გადასახდელია თვეში დამატებით 20 ლარი გათბობის საფასური. მოსარჩელე მა----- გა-----ა მუშაობს ტურისტულ სააგენტოში - შპს ,,მი----------ში“. მისი ყოველთვიური შემოსავალი არ არის საკმარისი არასრულწლოვანი შვილის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველსაყოფად. გი-----ი წი-----–---–ი ვალდებულია ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მის რჩენა-აღზრდაში.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, ნი----–---- წი-----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის ნაწილში. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ა----------------------–-----------------------------, ჩუქებით საკუთრებაში გადასცა მოსარჩელე მა----- გა-----ას და შვილს ნი----–---- წი-----–---–ს იმ პირობით, რომ ეს ბინა უნდა ყოფილიყო მათი საარსებო წყარო ყოველთვიური ბინის ქირის სახით. მოპასუხე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მა----- გა-----ა და მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის მაისის თვიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------–- შეეძინათ შვილი ნი----–---- წი-----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 17).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეები 2017 წლის სექტემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, მა----- გა-----ასთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ი დადის ბაგა-ბაღი ,,ა---“-ში. ბაღის მომსახურების საფასური შეადგენს თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. ნოემბრის თვიდან მარტის თვის ჩათვლით პერიოდში გადასახდელია თვეში დამატებით 20 ლარი გათბობის საფასური. მა----- გა-----ას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში ეხმარება დედა და ბებია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2018 წლის 24 მაისის მომსახურების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 22-24);

_ მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. არასრულწლოვან ნი----–---- წი-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. კერძოდ, პოლიკლინიკა ,,ევ----ს“ მიერ გაცემული ცნობით მისი დიაგნოზია: ,,F98.8 სხვა სპეციფიური ქცევები და ემოციური აშლილობები, რომელიც იწყება ბავშვებში და მოზარდებში“; მას დანიშნული ჰქონდა შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა; ამასთან, მას შეფერხება აქვს ძვლოვანი სისტემის ნორმალურ განვითარებაში, რასაც ასევე დამატებით ესაჭიროება მკურნალობა და ვარჯიში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პოლიკლინიკა ,,ევ----ს“ მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემული ცნობა (ს.ფ. 21);

- შპს ,,უნ-------------ი“- ბავშვთა ახალი კლინიკის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 82);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მა----- გა-----ა დასაქმებულია ტურისტულ კომპანიაში - შპს ,,მი----------ში“, ავია ბილეთების ოპერატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700 ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის იანვრიდან მა----- გა-----ას მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 875 ლარს, მარტის თვეში - 875 ლარს, აპრილის თვეში - 875 ლარს, მაისის თვეში - 875 ლარს, ივნისის თვეში - 875 ლარს, ივლისის თვეში - 875 ლარს, აგვისტოს თვეში - 875 ლარს და სექტემბრის თვეში - 875 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------------ (ტომი 1, ს.ფ. 69, 72);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.6. შპს ,,ვო--–-------ის“ ერთ-ერთ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს გი-----ი წი-----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.06.2018 წელი (ტომი 1, ს.ფ. 92-93).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის იანვრიდან გი-----ი წი-----–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის აპრილის თვეში - 125 ლარს, აგვისტოს თვეში - 500 ლარს, 2018 წლის აგვისტოს თვეში - 9645 ლარს;

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ს აქვს სტაბილური და მაღალი შემოსავალი შპს ,,ვო--–-------ის“-გან, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სა---ნადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, წლიური ბრუნვებისა და მოგების შესახებ, წარმოდგენილი მოგების და დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით, გარკვული ბრუნვა უფიქსირდება საწარმოს, თუმცა იმის დადგენა თუ კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, გი-----ი წი-----–---–ს აღნიშნული კომპანიიდან რა ოდენობის შემოსავალი გააჩნია ყოველთვიურად, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხერხდება. შპს ,,ვო--–-------ის მოგებისა და დღგ-ს დეკლარაციებით არ იკვეთება გააჩნია თუ არა და თუკი აქვს მატერიალური შემოსავალი, რა ოდენობისაა მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ის ყოველთვიური შემოსავალი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიცია მოპასუხის სტაბილურ შემოსავალთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით. წარმოდგენილი მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ შპს ,,ვო--–-------ი“ უწყვეტად ფუნქციონირებს და მუშაობის შედეგად საწარმოს გააჩნია შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობა N------------ (ტომი 1, ს.ფ. 69-71);

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი - შპს ,,ვო--–-------ის მოგებისა და დღგ-ს დეკლარაციები (ს.ფ. 2, ს.ფ. 1-401).

 

3.2.2. გი-----ი წი-----–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, აე---------------------–------------------------------–-----------------------------------------), უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა მა----- გა-----ას და ნი----–---- წი-----–---–ს. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა იყო საცხოვრებლად იყო ვარგის მდგომარეობაში;

მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ის განმარტებით, თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა გადასცა იმ საფუძვლით, რომ ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე მა----- გა-----ას ჰქონოდა შემოსავალი ქირის სახით და უზრუნველეყო არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯი.

ამასთან, წარმოდგენილი მასალებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქ----–------–----–---–-----------------------------------–--------------------------–-----------------–------------------------------------) 02.10.2017 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ნი----–---- წი-----–---–ის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--------- წელი (ტომი 1, ს.ფ. 58-59);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 3--------- წელი (ტომი 1, ს.ფ. 60-61);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0--------- წელი (ტომი 1, ს.ფ. 62-63);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მა----- გა-----ამ გაასხვისა გი-----ი წი-----–---–ის მიერ ჩუქებით გადმოცემული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, აე---------------------–------------------------------–-----------------------------------------) იმ მიზეზით, რომ აღნიშნული საცხოვრებელი იყო შორს როგორც მისი სამსახურიდან, ასევე, ბავშვის საბავშვო ბაღიდან; მოსარჩელემ შეიძინა სხვა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ-------–---------------------------------------------------------). რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მა----- გა-----ას სახელზე. საცხოვრებელი ბინა მოცემულ ეტაპზე არ არის ვარგისი საცხოვრებლად და საჭიროებს სარემონტო სამუშოების ჩა---რებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 05.09.2018 წელი (ტომი 1, ს.ფ. 79-80);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ს მა----- გა-----ასთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვან შვილთან, ნი----–---- წი-----–---–თან არ აქვს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე არ ნახულობს ბავშვს, არ აქვს მასთან ურთიერთობა და არც მატერიალური და არც სხვა კუთხით არ იღებს მის აღზრდაში მონაწილეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მა----- გა-----ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 20-----–-–----------------–--------------–- ნი----–---- წი-----–---–ი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- გა-----ა და მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის მაისის თვიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------–- შეეძინათ შვილი ნი----–---- წი-----–---–ი. მხარეები 2017 წლის სექტემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, მა----- გა-----ასთან ერთად. არასრულწლოვანი ბავშვი დადის ბაგა-ბაღი ,,ა---“-ში. ბაღის მომსახურების საფასური შეადგენს თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. მა----- გა-----ას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში ეხმარება დედა და ბებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე დასაქმებულია ტურისტულ კომპანიაში - შპს ,,მი----------ში“, ავია ბილეთების ოპერატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის იანვრიდან მა----- გა-----ას მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 875 ლარს, მარტის თვეში - 875 ლარს, აპრილის თვეში - 875 ლარს, მაისის თვეში - 875 ლარს, ივნისის თვეში - 875 ლარს, ივლისის თვეში - 875 ლარს, აგვისტოს თვეში - 875 ლარს და სექტემბრის თვეში - 875 ლარს. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვან ნი----–---- წი-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. კერძოდ, პოლიკლინიკა ,,ევ----ს“ მიერ გაცემული ცნობით მისი დიაგნოზია: ,,F98.8 სხვა სპეციფიური ქცევები და ემოციური აშლილობები, რომელიც იწყება ბავშვებში და მოზარდებში“; მას დანიშნული ჰქონდა შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა; ამასთან, მას შეფერხება აქვს ძვლოვანი სისტემის ნორმალურ განვითარებაში, რასაც ასევე დამატებით ესაჭიროება მკურნალობა და ვარჯიში. აღნიშნული კი დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით მხოლოდ მას უხდება არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების გაღება. მოპასუხე მხარე არ ზრუნავს არასრულწლოვან ნი----–---- წი-----–---–ზე, არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას. რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოპასუხე მხარე არ ნახულობს შვილს და არ იჩენს ყურადღებას მის მიმართ.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის იანვრიდან გი-----ი წი-----–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის აპრილის თვეში - 125 ლარს, აგვისტოს თვეში - 500 ლარს, 2018 წლის აგვისტოს თვეში - 9645 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ს აქვს სტაბილური და მაღალი შემოსავალი შპს ,,ვო--–-------ის“-გან, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, წლიური ბრუნვებისა და მოგების შესახებ, წარმოდგენილი მოგების და დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით, გარკვეული ბრუნვა უფიქსირდება საწარმოს, თუმცა იმის დადგენა თუ კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, გი-----ი წი-----–---–ს აღნიშნული კომპანიიდან რა ოდენობის შემოსავალი გააჩნია ყოველთვიურად, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხერხდება. შპს ,,ვო--–-------ის მოგებისა და დღგ-ს დეკლარაციებით არ იკვეთება გააჩნია თუ არა და თუკი აქვს მატერიალური შემოსავალი, რა ოდენობისაა მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ის ყოველთვიური შემოსავალი. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი სახის განმარტება მოპასუხის სტაბილური და მაღალ შემოსავალთან მიმართებით, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადგენად. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ შპს ,,ვო--–-------ი“ უწყვეტად ფუნქციონირებს და მუშაობის შედეგად საწარმოს გააჩნია შემოსავალი. ამდენად, მოპასუხე მხარეს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მას გარკვეული შემოსავალი უფიქსირდება. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ისა, სხვა პირი არ იმყოფება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ გი-----ი წი-----–---–მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, აე---------------------–------------------------------–-----------------------------------------), უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მა----- გა-----ას და ნი----–---- წი-----–---–ს. აღნიშნული ბინა საცხოვრებლად იყო ვარგის მდგომარეობაში. მოპასუხის განმარტებით, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა გადასცა ჩუქებით მოპასუხეს და თავის შვილს იმ საფუძვლით, რომ ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე მა----- გა-----ას ჰქონოდა შემოსავალი ქირის სახით და უზრუნველეყო არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯი. საქმის მასალებით, მა----- გა-----ამ გაასხვისა გი-----ი წი-----–---–ის მიერ ჩუქებით გადმოცემული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, აე---------------------–------------------------------–-----------------------------------------) იმ მიზეზით, რომ აღნიშნული საცხოვრებელი იყო შორს როგორც მისი სამსახურიდან, ასევე, ბავშვის საბავშვო ბაღიდან და მას მარტოს, დამოუკიდებლად არ შეეძლო იმ ადგილიდან ბავშვის ბაღში ტარება და ასევე, ტერიტორიული სიშორის გამო რთული იყო სამსახურშიც სიარული. როგორც საქმის მასალებით იკვეთება, მოსარჩელემ შეიძინა სხვა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ-------–---------------------------------------------------------). რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მა----- გა-----ას სახელზე. საცხოვრებელი ბინა მოცემულ ეტაპზე არ არის ვარგისი საცხოვრებლად და საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩა---რებას. ამ ეტაპზე, მოსარჩელე მხარეს არ აქვს იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ თავად უზრუნველყოს საცხოვრებელში რემონტის ჩა---რება. გარდა ამისა, მხარეთა განმარტებით, მოპასუხეს ასევე აქვს სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისში, ავ-–------ს დასახლებაში. მოპასუხე პერიოდულად ეწევა ა/მანქანით მომსახურებას ტურისტული ჯგუფებისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხის დედის სახელზე ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, შო------------–---–--------------------–-------------, ბლოკი A (ს/კ 0----------------------), სადაც ცხოვრობს მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ი.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ი ცხოვრობს დედასთან - მა----- გა-----ასთან და ძირითადად იმყოფება დედის რჩენა-კმაყოფაზე. ასევე, ყურადსაღებია ისიც, რომ ბავშვს გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროება დამატებითი სახსრები სამკურნალოდ. მოპასუხე თანახმაა, თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ნი----–---- წი-----–---–ის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით გადაიხადოს 200 (ორასი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე გი-----ი წი-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 280 (ორას ოთხმოცი) ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მა----- გა-----ა განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე გი-----ი წი-----–---–მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნუგზარ ზაბახიძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა----- გა-----ას (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

გი-----ი წი-----–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- წი-----–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------–-) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 280 (ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა. საალიმეტო თანხის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 20 სექტემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. დაეკისროთ გი-----ი წი-----–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალა---ში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე