გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/377-17
N200210117001957924
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელეები: ა------- ყ-----–--ე, კ----- ყ-----–--ე
წარმომადგენელი - ბ-------- გ---–--–---–ი
მოპასუხეები: -ა------- ყ-----–--ე, ლ---–ა ყ-----–--ე
წარმომადგენელი - ბ----ო ზ----–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ----------ს ც---–ა კ-–--–---–ის მიერ გაცემული 26/08/2005 წლის სამკვიდრო მოწმობა, 28/02/2006 წელს რეგისტრირებული N1/622 ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელეები ა------- ყ-----–--ე, კ----- ყ-----–--ე ცნობილ იქნენ ამავე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: N5----------- ½ წილის მესაკუთრეებად.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:
მოსარჩელეები ა------- ყ-----–--ე და კ----- ყ-----–--ე დაიბადნენ და გაიზარდნენ თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ში, პაპის ა------- ყ-----–--ის ოჯახში და არიან ამავე კომლის წევრები, მათ კომლს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 2017 წლის მაისის თვეში მოსარჩელეებს დაუკავშირდათ მათი მამიდა ლ---–ა ყ-----–--ე და შეატყობინათ, რომ აპირებდა პაპის ოჯახში მათი საკუთრების გაუქმებას, რაზედაც მათ უარი განუცხადეს, მაგრამ მოპასუხემ მაინც მოხდინა მათი რეგისტრაციის გაუქმება. ამის შემდეგ მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვეს კომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქნების რეგისტრაციის დოკუმენტაცია, რომელთა გაცნობის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელეთა კომლს საარქივო ცნობის თანახმად ერიცხებათ საცხოვრებელი სახლი, მდებარე თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ში და ამავე სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ყველა ეს მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. რაც შეეხება კომლის საკუთრებაში არებულ საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს აღმოჩნდა, რომ მის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მხოლოდ მათი მამიდა ლ---–ა ყ-----–--ე, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია ნ----------ს ც---–ა კ-–--–---–ის მიერ 28/02/2006 წლის რეგისტრირებული N1/622 ჩუქების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად მათმა პაპამ ა-------ი ყ-----–--ემ მიღება-ჩაბარების აქტით N412 საჯარო რეესტრში ერთპიროვნულად დაირეგისტრირა მათი კომლის ქონება და აჩუქა ლ---–ა ყ-----–--ეს ისე, რომ ამის შესახებ მათთვის არ უცნობებია. თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ში მცხოვრებ ვ---- ყ-----–--ის კომლს ერიცხებოდა სარგებლობაში სახელმწიფო მიწა 0.21ჰა, რომელზედაც აგებული იყო კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. ვ---- ყ-----–--ე გარდაიცვალა 1981 წელს, რის შემდეგაც კომლის უფროსი გახდა ა------- ყ-----–--ე. ა------- ყ-----–--ის კომლს მხოლოდ 1993 წელს მიწის პრივატიზაციის კომისიის მიერ საკუთრებაში გადაეცა კომლის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეებიც გახდნენ პრივატიზაციის დროს კომლში რიცხული ყველა კომლის წევრი. ვინაიდან მოპასუხე ა------- ყ-----–--ის დედა ვ---- ყ-----–--ე გარდაცვლილი იყო 1981 წელს და მის საკუთრებაში ვერ იქნებოდა მხოლოდ 1993 წლის სახელმწიფო მიწის პრივატიზაციის კომისიის მიერ ა------- ყ-----–--ის კომლისთვის 1993 წლის მიღება-ჩაბარების N412 აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემული სახელმწიფო მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება და განმარტა, რომ სადაო უძრავი ქონება ეკუთვნოდა ვ---- ყ-----–--ეს, იგი გარდაიცვალა 1981 წელს, შესაბამისად სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს 10.10.1981 წელს, შესაბამისად სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღეს 10.10.1981 წელს. ხოლო მისი დანაშთი ქონება მიიღო მისმა კანონისმიერმა ერთადერთმა მემკვიდრე შვილმა ა------- ყ-----–--ემ. სხვა პირველი რიგის კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრე არ ყოფილა. შესაბამისად მემკვიდრემ მიიღო რა თავისი კუთვნილი სამკვიდრო, განკარგა თავის შეხედულებისამებრ. საკუთრება რეგისტრირებულია ლ---–ა ყ-----–--ის სახელზე მამისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ აქ ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ ეს ქონება ლ---–ა ყ-----–--ის საკუთრებაში აღმოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ა------- ყ-----–--ემ მემკვიდრეობით მიიღო მისი დედის ვ---- ყ-----–--ისაგან სამკვიდრო და როგორც მემკვიდრემ თავის შეხედულებისამებრ განკარგა. მოსარჩელე ვერ მიუთითებს იმ იურიდიულ ინტერესზე, რასაც ის მიიღებდა გასაჩივრებული სამკვიდრო მოწმობის ბათილობით.
მოპასუხე მხარემ ითხოვა მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეები ა------- ყ-----–--ე(უმცროსი) და კ----- ყ-----–--ე არიან მოპასუხე ა-------ი ყ-----–--ე(უფროსის) შვილისშვილები და მოპასუხე ლ---–ა ყ-----–--ის ძმისშვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ სადავო სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი(ს.ფ.3-15;103-106)
-შესაგებელი(ს.ფ.50-58)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეები ა-------ი ყ-----–--ე და კ----- ყ-----–--ე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ½ და ასევე ¼ წილის მესაკუთრეებად არიან რეგისტრირებულნი მოპასუხე ლ---–ა ყ-----–--ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-29)
3.2.2. თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კომლში ირიცხებიან:
ა-------ი კ-----ს ძე ყ-----–--ე-ოჯახის უფროსი
რ--- ა-----ას ასული ყ-----–--ე -ცოლი
კ----- ა-------ის ძე ყ-----–--ე-შვილი
კ----- კ-----ს ძე ყ-----–--ე-შვილისშვილი(დაბადებული 1993 წლის 09 ივლისს)
კომლს ერიცხება 1979 წელს აგებული 140კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა0,21 ჰა.
თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კომლში ირიცხებიან:
ა-------ი კ-----ს ძე ყ-----–--ე-ოჯახის უფროსი
რ--- ა-----ას ასული ყ-----–--ე -ცოლი
კ----- ა-------ის ძე ყ-----–--ე-შვილი გადახაზულია-გარდაცვლილია
კ----- კ-----ს ძე ყ-----–--ე-შვილისშვილი
კომლს ერიცხება 140-120 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 1996-1999 წლებში 1,03ჰა.2000 წელს 1,0.
თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ის 2001-2006 წლების(ამავე წიგნშია დაფიქსირებული 2007 წლის მონაცემებიც) საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კომლში ირიცხებიან:
ა-------ი კ-----ს ძე ყ-----–--ე-ოჯახის უფროსი
რ--- ა-----ას ასული ყ-----–--ე -ცოლი
კ----- კ-----ს ძე ყ-----–--ე-შვილისშვილი
ა-------ი კ-----ს ძე ყ-----–--ე-შვილისშვილი
კომლს ერიცხება 140-120 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 1,03ჰა.
შ--–-----ის 1996 წლის მიწის განაწილების სიის მიხედვით ა-------ი კ-----ს ძე ყ-----–--ეს აწერია ფართობი 1,00.
აღსანიშნავია, რომ არქივიდან გამოთხოვილი მასალებში, კერძოდ 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია რომ ა-------ი კ-----ს ძე ყ-----–--ე შვილისშვილი დაბადებულია 1995 წლის 07 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 16-24)
3.2.3. 2005 წლის 26 აგვისტოს სამკვიდროს მოწმობის რN2/144 თანახმად სამკვიდროს გახსნის ადგილია თ--–--ის რაიონის სოფელი შ--–-----ი ვ---- ყ-----–--ის ქონებას გარდაცვალების დღიდან დაეუფლა მისი შვილი ა-------ი ყ-----–--ე, მემკვიდრეობა გაიხსნა მამკვიდრებლის სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, რომლის მახასიათებლებია:სარეგისტრაციო ზონა-თ--–--ი-53; სექტორი-სოფელი შ--–-----ი;კოდი-06; კვარტალის ნომერი 09; ნაკვეთისN 054;ფართობი-0,21 ჰა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 60-62).
3.2.4. 2006 წლის 28 თებერვლის რN2/622 ჩუქების ხელშეკრულების თანახმად ა-------ი ყ-----–--ემ ლ---–ა ყ-----–--ეს აჩუქა თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლი(ფართი-92,2კვ.მ. დამხმარე ფართი-10,5კვ.მ., ნახ.სარდაფი-101,2კვ.მ), რომელიც გაშენებულია 0,21 ჰა მიწის ნაკვეთზე რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა-თ--–--ი-5---------------------–--–--–--------------------------–------------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჩუქების ხელშეკრულება(ს.ფ. 32-35).
-საჯარო რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.29)
3.2.5. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად განაცხადის ნომერით 53/05/02247 2005 წლის 20 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით სოფელ შ--–-----ის სას.საბჭოს 1973-82 წლების საარქივო ამონაწერით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 0,21 ჰა მასზე რიცხული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე ფართით საკადასტრო კოდით 5----------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია ყ-----–--ე ვ----;
ამავე მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად განაცხადის ნომრით 53/05/03656 2005 წლის 09 ნოემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერით ირკვევა, რომ სამკვიდროს მოწმობა-რN 2/144 26.08.05 სოფელ შ--–-----ის სასოფლო საბჭოს 1973-85 საარქივო ჩანაწერი რN2 26.12.05 მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა-------ი ყ-----–--ე(ქ.თ--–--ი,ჭავჭავაძის N98(რეგისტრატორის აღნიშვნა 16.11.05);
ამავე მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად განაცხადის ნომერით 784/2006 21.03.06 საჯარო რეესტრის ჩანაწერით ირკვევა,რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით რN1/622 28.02.2006 წელი მესაკუთრედ რეგისტრირებულია ლ---–ა ყ-----–--ე.
ამავე ბარათის თანახმად მოსარგებლის გრაფაში მითითებულნი არიან რ--- ყ-----–--ე და კ----- ყ-----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, (ს.ფ. 29, ს.ფ. 103-104)
- ჩუქების ხელშეკრულება( ს.ფ. 32-35)
3.2.6.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობაში N43/14509 მითითებულია, რომ თ--–--ის რაიონის სოფელ შ--–-----ში 1-ლი ქუჩა,ბინა N15-ში 2012 წლის 17 აგვისტოს ა-------ი ყ-----–--ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საცხოვრისის მესაკუთრის თანხმაობა(ფორმაN3) სადაც მითითებულია რომ ლ---–ა ყ-----–--ე პ/ნ0---------- თანახმაა თავის საკუთრებაში არსებულ ბინაში(სახლში) მისამართზე თ--–--ი,ს.შ--–-----ი 1-ლი ქუჩა N15 რეგისტრირებული იქნეს ა-------ი ყ-----–--ე დაბადებული 07.03.1995 წ.პ/ნომერი 20001068025 პირადი ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა და თანხმობა(ფორმაN3;ს.ფ. 108-109)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1507-ე, 1319-ე, 1421-ე, 1424-ე,170-ე,180-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის მიზანია, აღადგინოს სამართლებრივი წესრიგი იმ ურთიერთობებში, რომლებიც წარმოიშვნენ მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გაუქმებული ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსისა და მიწის შესახებ კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, სახელმწიფოსაგან მფლობელობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე რჩებოდა სახელმწიფო, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე აღმართული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოქალაქე. მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის წესს არეგულირებდა იმ დროს მოქმედი მიწის შესახებ კანონმდებლობა, კერძოდ, იმ დროს მოქმედი მიწის შესახებ კანონმდებლობის საფუძვლების მე-3 მუხლის თანახმად, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადაეცემოდა ამ საფუძვლებისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საფუძვლების მე-20 მუხლის თანახმად, მოქალაქეს უფლება ჰქონდა, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიეღო მფლობელობაში მიწის ნაკვეთი და ესარგებლა ამ მიწის ნაკვეთით სიცოცხლის ბოლომდე მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით.
1997 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის მიღებისას, 1513-ე მუხლის დაწესებით სახელმწიფომ, მის საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ფიზიკურ პირებს კანონიერ სარგებლობაში ჰქონდათ გადაცემული და მათზე განთავსებული იყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, საკუთრებაში გადასცა მათ მფლობელებს კოდექსის ამოქმედების დღიდან - 1997 წლის 25 ნოემბრიდან და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით საკუთრების უფლებისათვის და უძრავი ქონებისათვის გათვალისწინებული წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები(მშვილებლები).ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში საკვიდროს გახსნის დღიდან.ამავე კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას,ითველბა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე ა------- ყ-----–--ეს, დედის- ვ---- ყ-----–--ის გარდაცვალების დღიდან, ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული სამკვიდრო ქონება, რომელიც ვ---- ყ-----–--ის გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა მის სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთს, მასზე გაშენებული საცხოვრებელი სახლით, რის გამოც გაცემული იქნა 2005 წლის 26 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ სადავო ქონება წარმოადგენს კომლის საკუთრებას და შესაბამისად ისინი როგორც კომლის წევრები ცნობილნი უნდა იყვენენ სადავო ქონების თანამესაკუთრეებად.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მიღება შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარისათვის 2012 წელის 17 აგვისტოს უკვე ცნობილი იყო ლ---–ა ყ-----–--ისათვის ა-------ი ყ-----–--ის(უფროსის) მიერ როგორც ქონების ჩუქების ასევე ა-------ი ყ-----–--ე(უფროსის) მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღების თაობაზე სამკვიდრო მოწმობის თანახმად.
რის გამოც მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
6.3.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისთვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების და სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.
2006 წლის 28 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაკავშირებულია უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებასთან. დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე ა-------ი ყ-----–--ეს(უფროსს) დედის ვ---- ყ-----–--ის გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული სამკვიდრო ქონება, რომლიც ვ---- ყ-----–--ის გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა მის სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთს მასზე გაშენებული საცხოვრებელი სახლით,რის გამოც გაცემული იქნა 2005 წლის 26 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა, ხოლო 2005 წლის 09 ნოემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერით კი დადგენილია,რომ სამკვიდროს მოწმობით-რN 2/144 26.08.05 (სოფელ შ--–-----ის სასოფლო საბჭოს 1973-85 საარქივო ჩანაწერით რN2 26.12.05) მიწის სარეგისტრაციო ნომრით 5----------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა-------ი ყ-----–--ე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა 2005 წლის 26 აგვისტოს სამკვიდროს მოწმობის ბათილობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ცხადია, რომ მხოლოდ 2006 წლის 28 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი ვერ დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 ივნისს გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ლ---–ა ყ-----–--ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს - მისამართი: თ--–--ი, სოფელი შ--–-----ი, ზ----------–-------------------–--–--------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი-2100.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2 და N3; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-----------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეების ა------- ყ-----–--ისა და კ----- ყ-----–--ის სარჩელი მოპასუხეების ა------- ყ-----–--ისა და ლ---–ა ყ-----–--ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 07 ივნისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ლ---–ა ყ-----–--ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს - მისამართი: თ--–--ი, სოფელი შ--–-----ი, ზ----------–-------------------–--–--------------------–------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი-2100.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2 და N3; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-----------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე