გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002563797
საქმე №2/743-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ლ---------–---–---–ი
მოპასუხე - ნ-----------–---–ი
მხარდამჭერი - თ----–-------ძე
ადვოკატი - ა-–-------------–---–ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ნ-----------–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობის შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–---------------- დაბადებული თ----------ის მიმართ ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან ურთიერთობის ნაწილში.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ.თელავში, გ----–---–ის ქუჩა №3-ში მცხოვრებმა მოქალაქე თ----–-------ძემ (პ/ნ 2----------) 2018 წლის 28 ივნისს განცხადებით მომართა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და ითხოვა თავისი დის შვილიშვილის თ----------ის მზრუნველად დანიშვნა. თ----------ის დედა ნ-----------–---–ი არის შშმ პირი. დაავადებულია დაუნის სინდრომით. 2017 წლის 2 მაისს (საქმე №2/482-16) ნ-----------–---–ი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იქნა მხარდამჭერის საჭიროების მქონე პირად და დაენიშნა მხარდამჭერად დედა - გ---–-------------–---–-–---–ი. თ----------ის მამა - ე-–----------ძე თელავის რაიონული სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული (2/622, 15.11.2010). ვინაიდან ნ-----------–---–ს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო ბავშვის მოვლა-პატრონობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით გ---–-------------–---–-–---–ი დაინიშნა თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილის თ----------ის მეურვედ. 2018 წლის 08 მაისს გ---–-------------–---–-–---–ი გარდაიცვალა. თ----------ე და დედამისი ნ-----------–---–ი დარჩნენ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, მათზე მზრუნველობა გადაწყვიტა თ----------ის ბებიის, გ---–-------------–---–-–---–ის დამ - თ----–-------ძემ. თ----------ის ბიოლოგიური დედა არის ნ-----------–---–ი. თ----–-------ძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 21 ივნისს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ დაინიშნა ნ-----------–---–ის მხარდამჭერად. ამჟამად, თ----------ეზე და დედამისზე - ნ-----------–---–ზე ზრუნავს თ----–-------ძე, რომელიც ცხოვრობს მათთან ერთად. თ----------ე იმყოფება მზრუნველ გარემოში და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან თ----------ის დედა - ნ-----------–---–ი მხარდამჭერის მიმღებია და ვერ ახორციელებს მშობლის უფლება-მოვალეობებს, არასრულწლოვანი საჭიროებს მზრუნველობის დაწესებას. სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში თ----–-------ძე დაინიშნება თ----------ის კანონიერ წარმომადგენლად და უზრუნველყოფს არასრულწლოვანის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის - თ----------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობის შეზღუდვის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ.თელავში, გ----–---–ის ქუჩა №3-ში მცხოვრებმა მოქალაქე თ----–-------ძემ (პ/ნ 2----------) 2018 წლის 28 ივნისს განცხადებით მომართა კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და ითხოვა თავისი დის შვილიშვილის თ----------ის მზრუნველად დანიშვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ----–-------ძის განცხადება (ს.ფ. 27);
3.1.2. არასრულწლოვან თ----------ის (დაბადებული 2----–-–----------------) ბიოლოგიური დედა არის ნ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ----------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 31);
3.1.3. თ----------ის მამა - ე-–----------ძე თელავის რაიონული სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/622) (ს.ფ. 26);
- თ----------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 31);
3.1.4. თ----------ის დედა ნ-----------–---–ი არის შშმ პირი. დაავადებულია დაუნის სინდრომით. 2017 წლის 2 მაისს (საქმე №2/482-16) ნ-----------–---–ი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული იქნა მხარდამჭერის საჭიროების მქონე პირად და დაენიშნა მხარდამჭერად დედა - გ---–-------------–---–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. ნ-----------–---–ს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო ბავშვის მოვლა-პატრონობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით გ---–-------------–---–-–---–ი დაინიშნა თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილის თ----------ის მეურვედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მომსახურების სააგენტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 21 თებერვლის №02/34 გადაწყვეტილება (ს.ფ. 38).
3.1.6. 2018 წლის 08 მაისს გ---–-------------–---–-–---–ი გარდაიცვალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ---–-------------–---–-–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 32);
3.1.7. თ----------ე და დედამისი ნ-----------–---–ი დარჩნენ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, მათზე მზრუნველობა გადაწყვიტა თ----------ის ბებიის, გ---–-------------–---–-–---–ის დამ - თ----–-------ძემ. თ----–-------ძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე 2018 წლის 21 ივნისს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ დაინიშნა ნ-----------–---–ის მხარდამჭერად. ამჟამად, თ----------ეზე და დედამისზე - ნ-----------–---–ზე ზრუნავს თ----–-------ძე, რომელიც ცხოვრობს მათთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 34-37);
- პირების კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობა (ს.ფ. 28);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აღნიშნული შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის კანონით დაცულ უფლებებსა და მათ უპირატეს ინტერესებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი თ----------ის (დაბადებული 2----–-–----------------) ბიოლოგიურ დედას წარმოადგენს მოპასუხე ნ-----------–---–ი. არასრულწლოვანი ბავშვის თ----------ის მამა ე-–----------ძე თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. თ----–-------ძე ნ-----------–---–თან და თ----------ესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თელავი, გ----–---–ის ქუჩა №3-ში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შუამდგომლობა, დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ნ-----------–---–ს (დაბადებული 28.10.1---წ, პირადი N2----------) არასრულწლოვანი შვილის თ-----------ის (დაბადებული 28.11.2--- წელი, პირადი N2----------) მიმართ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერ ინსტანციის სასამართლოსთან მიმართებაში.
მოპასუხე მხარე თანახმაა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობა არასრულწლოვანი შვილის თ----------ის მიმართ ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან ურთიერთობის ნაწილში. ამდენად, მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვების ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოპასუხე ნ-----------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი თ----------ის მიმართ, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი მოპასუხე ნ-----------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, 243-244-ე, 249-ე-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნ-----------–---–ს (პირადი №2----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობა არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–---------------- დაბადებული თ----------ის მიმართ ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან ურთიერთობის ნაწილში.
3. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი