გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30334-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სა---------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი დ-----------ნაძე
მოპასუხე სს „სა-------------------------–--ა“
წარმომადგენელი ა-–------------------ძე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სს „სა-------------------------–--ას“ სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 3135 ლარის გადახდა;
სარჩელის მიხედვით, სა---------–----–---------------------------ოს და სს „სა-------------------------–--ას“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული #2-- ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართი #2-ით განსაზღვრული სა---------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება.
2017 წლის 25 ნოემბერს ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, დავით ალავიძე მისი მართული ავტომობილით შეეჯახა ნანა კუხალეიშვილის მართულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ავტომობილ „შ------------------, სახ. ნომრით V------- აღნიშნული მანქანა დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. მოპასუხემ, ავტომანქანის დაზიანებით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა შეადგენს 3135 ლარს. ხელშეკრულების დანართ #3-ში განსაზღვრულია სა------------ რისკები და ტარიფები, რომლის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება და სა------------ რისკებში შედის ავტოსაგზაო შემთხვევა. ვინაიდან, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს „სა-------------------------–--ამ“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სა------------ პირობების, კერძოდ ხელშეკრულების დანართი #5-ის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება სა------------ კომპანიის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ასეთი შეტყობინება არ განხორციელებულა.
დაგვიანებით იქნა წარდგენილი განაცხადი სა------------ შემთხვევის შესახებ, ვინაიდან შემთხვევა მოხდა 2017 წლის 25 ნოემბერს, ხოლო განაცხადი გაკეთდა 2018 წლის 27 თებერვალს. სა------------ პერიოდის დასრულების შემდგომ.
მხარეები, ხელშეკრულების 6.7 პუნქტის შინაარისდან გამომდინარე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების სისწორეს და/ან ხარვეზს დაადასტურებდნენ მიღება-ჩაბარების აქტებში. მოსარჩელის მიერ პრეტენზიის წარდგენის ვადად განისაზღვრა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დრო.
მხარეთა შორის პერიოდულად ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რაც ადასტურებს იმას რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად. დაზღვევის მოქმედება შეწყდა 2017 წლის 31 დეკემბერს და მხარეებმა ისე დაასრულეს ურთიერთობა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. როდესაც მხარეებს შორის შედგა ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცხადებული სა------------ შემთხვევის შესახებ წერილობითი ფორმით, მაშინ როდესაც შემთხვევა მოხდა 2017 წლის 27 ნოემბერს.
არათუ დაზღვევის მოქმედების ვადაში 31.12.2017 წელი, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 31.01.2018 წელი, მოსარჩელის მიერ არ მომხდარა შემთხვევის განაცხადით მოპასუხისთვის მიმართვა. მოსარჩელის მხრიდან დღემდე არ არის წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენაც ხელშეკრულების დანართი #5-ის შესაბამისად წარმოადგენს დამზღვევის ვალდებულებას. აქვე განსაზღვრულია, რომ რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დამზღვევმა ოფიციალური წერილით უნდა აცნობოს სა------------ კო------ს, სადაც უნდა მიეთითოს დოკუმენტების წარუდგენლობის მიზეზი. რაც მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელებულა.
სატელეფონო შეტყობინების დაგვიანებით მზღვეველს შეეზღუდა შემთხვევის ადგილზე გასვლის უფლება, რასაც თან დაერთო საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობა, რომლის გარეშეც მზღვეველი ვერ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის ქმედებით, მოპასუხეს არ მიეცა საშუალება დაედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ ვერ დადგინა მძღოლი იმყოფებოდა თუ რა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხომ არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ხომ არ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ისეთ გარემოებებში, რომლის დროსაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ათავისუფლებს მზღვეველს ანაზღაურების ვალდებულებისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამზღვევის მხრიდან დაირღვა მთელი რიგი ვალდებულებები, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 22 მარტს სა---------–----–---------------------------ოს და სს „სა-------------------------–--ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების ობიექტია დანართი #2-ით განსაზღვრული შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების და დანართი #1, #2, #3 #4, #5 და #6-ის პირობების შესაბამისად.
ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემდეგი რეკვიზიტებით: „შკოდა ოქტავია“ სახ. ნომრით V------ დაზღვეული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულება; დანართები (ს.ფ 20-34)
- დაზღვეული ავტომობილების ჩამონათვალი (ს.ფ 35-47)
3.1.2. სა---------–----–---------------------------ოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 27 თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართელოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებით დადგინა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს დაახლოებით 20:10 საათზე ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დავით ალავიძე, მის მიერ მართული „ბმვ“-ს მოდელის, სახ. ნომრით R------ ავტომობილით ქუთაისის მიმართულებით მოძრაობისას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ, ასევე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ნანა კუხალეიშვილის მართულ „შ------------------ მოდელის სახ. ნორმით V------ ავტომობილს, რომელმაც საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკურ, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს ავტომობილის ქუთაისის მიმართულებით მობრუნების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წერილი (ს.ფ 52)
3.1.3. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 25 ნოემბერს, ხოლო სა------------ კო------ს შეტყობინება მიეწოდა 2 დღის დაგვიანებით, 2017 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სა---------–----–---------------------------ოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის „--------------, სახ. ნომრით V------ აღდგენა შესაძლებელია, ხოლო მასზე მიყენებული ზიანის საორინეტაციო ღირებულება შეადგენს 3135 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 48-51)
3.2.2. 2018 წლის 7 მარტის #2--- წერილით, სა---------–----–---------------------------ოს უარი ეთქვა სა------------ თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან მოპასუხეს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ეცნობა 2 დღის დაგვიანებით, რითაც დაირღვა ხელშეკრულების დანართი N5-ის პირველი პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს სა-------------------------–--ას 2018 წლის 7 მარტის #2--- წერილი (ს.ფ 53)
3.2.3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის სა------------ პირობებით.
ამავე ხელშეკრულების დანართი #5-ის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება სა------------ კომპანიის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს შესაბამის ნომერზე. როგორც სასამართლომ დაადგინა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 25 ნოემბერს, ხოლო სა------------ კო------ს შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა 2017 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე ხელშეკრულების დანართი #5-ის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დამზღვევი კო------ს წარუდგენს შემდეგ საბუთებს: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემას, მძღოლების ახსნა-განმარტებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ან პატაკს, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმს, საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლს, რომელიმე ზემოთხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს სა------------ შემთხვევის შემდგომ, 2018 წლის 27 თებერვალს ზიანის ანაზღაურების შესახებ წარმოდგენილი აქვს მხოლოდ განაცხადი, რომელსაც ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები თანდართული არ აქვს.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს დასკვნით აშკარაა, რომ მოსარჩელემ არ იმოქმედა ხელშეკრულების დანართი #5-ში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად, არ აცნობა მზღვეველს ზიანის არსებობის შესახებ იმავე დღეს, არ წარუდგინა დამზღვევ კო------ს ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და ა.შ.
აქვე ყურადღება უნდა მიექცეს ხელშეკრულების 6.1 პუნქტს, რომლის თანახმად შემსყიდველის მიერ მომსახურების გაწევის, ვადების, ხარისხისა და მოცულობის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება პერიოდულად, როგორც მომსახურების გაწევის დროს, ისე ამ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად.
მომსახურების გაწევა წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. (6.6. პუნქტი) ხოლო 6.7 პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით, მომსახურების მიღებასთან ერთად დასტურდება ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებაც.
აღსანიშნავია, რომ მხარეები სა------------ პერიოდში პერიოდულად აფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტებს. 2017 წლის 15 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა სა---------–----–---------------------------ოს გაუწია ავტომანქანების დაზღვევის მომსახურება 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული #2-- ხელშეკრულების პირობების ზუსტი დაცვით. აღნიშნული ფაქტი ორივე მხარემ დაადასტურა ხელმოწერით.
დადგენილი, გარემოებაა, რომ წინამდებარე აქტი შედგენილია სა------------ შემთხვევის შემდეგ, თუმცა შემყიდველ მხარეს რაიმე სახის პრეტენზია წინამდებარე შემთხვევასთან მიმართებაში არ დაუფიქსირებია. მეტიც, მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნა, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულება შესრულებული აქვს ხელშეკრულების პირობების ზუსტი დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #2-- ხელშეკრულება; დანართები (ს.ფ 20-34)
- განაცხადი სა------------ შემთხვევის შესახებ (ს.ფ 73-74)
- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 69-72)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 799-ე, 814-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და დანართი #1, #2, #3 #4, #5 და #6-ით გათვალისწინებული სა------------ პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო შენიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სა------------ რისკი და სხვა მნიშვნელოვანი პირებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სა------------ შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სა------------ შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სა------------ რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სა------------ შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა გამოირკვეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული საგამონაკლისო პირობები. რამდენადაც საგამონაკლისო პირობების არსებობა გამორიცხავს სა------------ შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა------------ შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სა------------ შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სა------------ შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 22 მარტის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც მზღვეველს ასევე დამზღვევს წარმოეშვათ გარკვეული უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ორივე მხარე ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. ხელშეკრულების დანართი #5-ის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება სა------------ კომპანიის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს შესაბამის ნომერზე; ამავე დანართის მესამე ნაწილის თანახმად ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დამზღვევი კო------ს წარუდგენს მთელ რიგ საბუთებს.
დასახელებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის სა------------ პირობებით.
როგორც სასამართლომ დაადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სა------------ შემთხვევა დადგა 2017 წლის 25 ნოემბერს და შეტყობინება სა------------ კო------მ მიიღო 2017 წლის 27 ნოემბერს. ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელემ არ იმოქმედა ხელშეკრულების დანართი #5-ში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად, არ აცნობა მზღვეველს ზიანის არსებობის შესახებ იმავე დღეს და სა------------ კო------ს არ წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შებოჭილნი არიან სახელშეკრულებო ვალდებულებით და შეთანხმებული გარიგების პირობების დაცვა მხარეთა უპირველესი მოვალეობაა. სა------------ ხელშეკრულების დანართი #4-ის 2-ე ნაწილი შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის პირობებში მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან. ესენია: სა------------ შემთხვევა მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების დროს; უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულების დანართი #5-ის 3-ე ნაწილში გათვალისწინებული მტკიცებულებების წარმოდგენა ემსახურება სწორედ დაზღვევის ხელშეკრულებით და დანართლი #4-ით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების გამორიცხვას, რაც სა------------ ანაზღაურების აუცილებელი პირობაა.
როგორც აღინიშნა სა---------–----–---------------------------ოს მიერ სახელშეკრულებო პირობები, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის ნაწილში აშკარად დარღვეულია, რაც სა------------ ანაზღაურებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სა---------–----–---------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნა სს სა------------ კო------ „ა-–---ს“ მიმართ 3135 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე