გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
330210018002719106
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/32931-2018 05 დეკემბერი 2018 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე წარმომადგენელი მოპასუხეები წარმომადგენლები მესამე პირი ფ-----------–---–ი მ---------- ა--------–---–ი, დ--------------–---–ი, ე-----–----------–---–ი, მ---------–---–ი, ე-–---------–---–ი, ვ-----–------------ე, ნ--------------ე, გ---------------ე, ს----------------ე, ა------------------ე, თ------------ე, მ-----–--------ა, ნ--------–---ა, შ------------ი, ლ-–--------ი, მა-------------ა, ნ--------------ე, ნ------------ა, ნ------------ე, თა-----------ე, ქ----------------ე, ო----- ხ-----–---ი, დ-------- ხ-----–---ი, ს----- ხ-----–---ი, ლ--–- ხ-----–---ი, ს--- ხ-----–---ი, ლ---- ხ-----–---ი, თ---–-----–--------ი, თ--------------–---–ი, თ--------–----ე, მ----------–---–ი, მ---------–---------–---, მი-----------------------ა გ--------–-------–---–- ლ-------------–--- ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–-------------–---–---------–-----------------

წარმომადგენელი დავის საგანი ე---------–-–---–- უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ფ-----------–---–ი ითხოვს: ა--------–---–ის, დ--------------–---–ის, ე-----–----------–---–ის, მ---------–---–ის, ე-–---------–---–ის, ვ-----–------------ის, ნ--------------ის, გ---------------ის, ს----------------ის, ა------------------ის, თ------------ის, მ-----–--------ას, ნ--------–---ას, შ------------ის, ლ-–--------ის, მა-------------ას, ნ--------------ეის, ნ------------ას, ნ------------ის, თა-----------ის, ქ----------------ის, ო----- ხ-----–---ის, დ-------- ხ-----–---ის, ს----- ხ-----–---ის, ლ--–- ხ-----–---ის, ს--- ხ-----–---ი, ლ---- ხ-----–---ის, თ---–-----–--------ის, თ--------------–---–ის, თ--------–----ის, მ----------–---–ის, მ---------–---------–----ს, მი-----------------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ. თბილისში, ქ--–-------–------------------ში მდებარე #0-----------.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა 2003 წლის 12 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის და 2003 წლის 13 მაისს გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათთვის სარჩელის ჩაბარებიდან გახდა ცნობილი უძრავ ქონებაზე ფ-----------–---–ის საკუთრების შესახებ. დაახლოებით 1999-2000 წლიდან ფლობენ აღნიშნულ ქონებას, როდესაც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში იყო, მათ თავიანთი რესურსებით მოახდინეს ტერიტორიის გაწმენდა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. მითითებულ ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ნაწილი სახელმწიფომ ბინებში შეასახლა. მათთვის გაურკვეველია როგორ მოხდა სადავო ქონების სხვა პირის საკუთრებაში გადაცემა და აპირებენ უძრავი ქონების გასხვისების კანონიერების საკითხის შესწავლას და სარჩელის აღძვრას. მესამე პირის პოზიცია ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–-------------–---–---------–-----------------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქ-------–--–------------–-------–--------------–- მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტს. შენობა არის ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში. ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ და ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, საგამონაკლისო წესის საფუძველზე, კრიტერიუმის გარეშე. სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის მიხედვით სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 5 დევნილი ოჯახი (არამოპასუხეები). მოცემულ საქმეში მოპასუხეებად მითითებული პირები მ---------–--------–---ი და მ---------------ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები. სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით მ---------–--------–---ი რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ც---------ის ქ----------------------, რომელიც საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოსგან, შეს---მისად იგი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედით მ---------------ა რეგისტრირებულია დ-----–----------–----------–-ს ქ. #13-ში, შეს---მისად, სადავო ფართში მოპასუხის ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. დღევანდელი ინფორმაციით მ.ა-------ა საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით დაკმაყოფილებული არ არის. რაც შეეხება მოპასუხე ო----- ხ-----–---ს, მას დაწერილი ჰქონდა საცხოვრებელი სახლის მიღების შესახებ განაცხადი, რომელიც წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას 2016 წლის 21 ივნისს #20 სხდომაზე. განაცხადი არ დაკმაყოფილდა. შეს---მისად, ის არ წარმოადგენს ეკომიგრანტ პირს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ბენეფიციარს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–------------–-------–------------ N71-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #0-----------.020 რეგისტრირებული ფ-----------–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2003 წლის 12 სექტემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა. ნოტარიუსი ნ---------, რეესტრის #2---- (ს.ფ. 14).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია, რომ ქ-------–--–------------–-------–------------ N71-ში მდებარე #0-----------.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები: ა--------–---–ი, დ--------------–---–ი, ე-----–----------–---–ი, მ---------–---–ი, ე-–---------–---–ი, ვ-----–------------ე, ნ--------------ე, გ---------------ე, ს----------------ე, ა------------------ე, თ------------ე, მ-----–--------ა, ნ--------–---ა, შ------------ი, ლ-–--------ი, მა-------------ა, ნ--------------ე, ნ------------ა, ნ------------ე, თა-----------ე, ქ----------------ე, ო----- ხ-----–---ი, დ-------- ხ-----–---ი, ს----- ხ-----–---ი, ლ--–- ხ-----–---ი, ს--- ხ-----–---ი, ლ---- ხ-----–---ი, თ---–-----–--------ი, თ--------------–---–ი, თ--------–----ე, მ----------–---–ი, მ---------–---------–----, მი-----------------------ა. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას ფლობენ კანონიერად. სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე, 269-ემუხლები. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 6.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–------------–-------–------------ N71-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით #0-----------.020 რეგისტრირებული ფ-----------–---–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2003 წლის 12 სექტემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა. ნოტარიუსი ნ---------, რეესტრის #2---- (ს.ფ. 14). მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ფ-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მესამე პირის _ ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–-------------–---–---------–-----------------ს ინფორმაციით დადგენილია, რომ ქ------–--–------------–-------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება არ არის დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი. მოპასუხე მ---------–--------–---ი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.თბილისი, ც---------ის ქ-----------------------, რაც სახელმწიფოსგან გადაეცა საკუთრებში. მოპასუხე მ---------------ა რეგისტრირებულია მისამართზე _ დ---------------–----------–ის ქ. #13, მოპასუხედ მითითებული დანარჩენი პირები არ წარმოადგენენ ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–-------------–---–---------–-----------------ს ბენეფიციარებს. მესამე პირის მითითებით, სადავო ფართში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში და ასევე, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, კერძოდ, არ დასტურდება, რომ მოპასუხეთაგან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) ჩასახლებული არიან სადავო ბინაში სახელმწიფოს ნებით და მისივე საკუთრებაში, რაც „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შეს---მისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, ფ-----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალ----ს და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. 6.8 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში ფ-----------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 (ასოცი) ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად ფ-----------–---–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 268-270-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ფ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ა--------–---–ის, დ--------------–---–ის, ე-----–----------–---–ის, მ---------–---–ის, ე-–---------–---–ის, ვ-----–------------ის, ნ--------------ის, გ---------------ის, ს----------------ის, ა------------------ის, თ------------ის, მ-----–--------ას, ნ--------–---ას, შ------------ის, ლ-–--------ის, მა-------------ას, ნ--------------ის, ნ------------ას, ნ------------ის, თა-----------ის, ქ----------------ის, ო----- ხ-----–---ის, დ-------- ხ-----–---ის, ს----- ხ-----–---ის, ლ--–- ხ-----–---ის, ს--- ხ-----–---ი, ლ---- ხ-----–---ის, თ---–-----–--------ის, თ--------------–---–ის, თ--------–----ის, მ----------–---–ის, მ---------–---------–----ს, მი-----------------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ. თბილისში, ქ--–-------–------------------ში მდებარე, #0-----------.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ფ-----------–---–ს.

3. ა--------–---–ს, დ--------------–---–ს, ე-----–----------–---–ს, მ---------–---–ს, ე-–---------–---–ს, ვ-----–------------ეს, ნ--------------ეს, გ---------------ეს, ს----------------ის, ა------------------ის, თ------------ის, მ-----–--------ას, ნ--------–---ას, შ------------ის, ლ-–--------ის, მა-------------ას, ნ--------------ეის, ნ------------ას, ნ------------ეს, თა-----------ეს, ქ----------------ეს, ო----- ხ-----–---ს, დ-------- ხ-----–---ს, ს----- ხ-----–---ს, ლ--–- ხ-----–---ს, ს--- ხ-----–---ს, ლ---- ხ-----–---ს, თ---–-----–--------ს, თ--------------–---–ს, თ--------–----ეს, მ----------–---–ს, მ---------–---------–---ს და მი-----------------------ას მოსარჩელე ფ-----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 120 (ასოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. ფ-----------–---–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსარულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი