განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100116001647048
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

14 დეკემბერი, 201- წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თო-----------–-ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მი-----------------------–----ნი (დაბადებული - 19---–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–------------------------------------–-). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე (მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე).

 

ადვოკატი - ლ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

 

დისპოზიცია: პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2013 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მი----------–-----ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის პერიოდში, 2015 წლის 4-------------------–----------------------, ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------–----------- მდებარე, პენიტენციური დეპარტამენტის N1- დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების N2-- პალატაში, მსჯავრდებულმა მი----------–-----მა საუბრის დროს, მოულოდნელად, შუბლის არეში თავი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–----- პა-------------ძეს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2013 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მი----------–-----ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის პერიოდში, 2015 წლის 4-------------------–----------------------, ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------–----------- მდებარე, პენიტენციური დეპარტამენტის N1- დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების N2-- პალატაში, მსჯავრდებულმა მი----------–-----მა საუბრის დროს, მოულოდნელად, შუბლის არეში თავი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–----- პა-------------ძეს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ პა-------------ძისა და მოწმეების - ირ---–------ას, ზუ-----------იას, გი-----------–----–-–---–ის, ირ---–---------ას, გუ-------------–---–ის, ნა-------------ის, მა------------–---–ის, ხა-------------ისა და სო----------–----ას ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - მი----------–-----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია მი----------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა პა-------------ძემ განმარტა, რომ 2014 წლიდან 2016 წლის იანვრამდე პერიოდში მუშაობდა მე-1- დაწესებულების რეჟიმის მ--------------------ად, სადაც ევალებოდა სარეჟიმო მოთხოვნების დაცვა. 2015 წლის 4 აგვისტოს, მე-1- დაწესებულებაში ასრულებდა რა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა შენობის მე-2 სართულზე, რა დროსაც მან გაიგონა ხმაური, კერძოდ, კარებზე წიხლების დარტყმა და გადაძახილი. იგი პირველი შევიდა პალატაში, მას მალევე მიჰყვნენ სხვა თანამშრომლებიც, კერძოდ, ირ---–---------ა, ირ---–------ა, ზუ----------ია, ვა-–---------------–--ლი და გი-----------–----–-–---–ი. საკანში მყოფი მი----------–-----ი გაღებული ფანჯრიდან ცდილობდა დაწესებულებაში მოთავსებული სხვა პატიმრებისთვის ეთქვა, რომ მან წერილი გააგზავნა, რომელიც ადრესატამდე არ მიიტანეს. პა-------------ძემ დაიწყო გაღებული ფანჯრების დახურვა, რა დროსაც გი--–-----ი გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა მას, ხოლო შემდგომ შუბლი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება თავის არეში და სდიოდა სისხლი. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ მან ჩაიხედა სარკეში და დაინახა, რომ მოსდიოდა სისხლი, რის შემდეგაც მას დაუძახა ხელმძღვანელობას და კვლავ დაბრუნდა გი--–-----ის ოთახში. მათ შეათვალიერეს რა სჭირდა სახეზე და გამოუშვეს საკნიდან. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მან შეავსო სარეჟიმო დარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო ახსნა-განმარტება არავისთვის მიუცია, რადგან მისი მხრიდან არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–------ამ განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობს N1--ე დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების ი-----------------------–-----ის პოზიციაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მსჯავრდებულის მოთხოვნით მათთვის შესაბამისი პროდუქტის შეძენა. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, იმყოფებოდა ფსიქიატრიული დაწესებულების მე-2 სართულზე, რა დროსაც მოესმა ხმაური 2---ე პალატიდან, სადაც იმყოფებოდნენ მისი თანამშრომლები - გი-----------–----–-–---–ი, ზუ-----------ია, ვა-–-------------–--ლი, გუ-------------–---–ი, და-------------–-ძე და პა-------------ძე და თავად მი----------–-----ი, რომელიც იგინებოდა პა-------------ძისა და სხვათა მიმართ. დი------ეს ხელი ჰქონდა მოკიდებული ფანჯარაზე და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა გი--–-----ს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გაღებას, რა დროსაც კიდევ ერთხელ შეაგინა დი------ეს და შუბლი ჩაარტყა შუბლში, რის გამოც ამ უკანასკნელს შუბლზე სისხლი ეტყობოდა, წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა და გი--–-----ს ხელები შემოხვია, რათა მეტჯერ აღარ დაერტყა. ამის შემდეგ ისინი თანამშრომლებმაც გააშველეს, რის შემდეგაც დი------ე გავიდა ოთახიდან, თავადაც მიჰყვა მას და განაგრძო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზუ-----------იამ განმარტა, რომ 2010 წლიდან მუშაობს სასჯელაღსრულების მე-1- დაწესებულებაში ი-----------------------–-----ის პოზიციაზე საამანათო განყოფილებაში. მის ფუნქცია მოვალეობაში ამანათის დროული შემოწმება და მათი ადრესატამდე მიტანა. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოესმა ხმაური, კერძოდ, ერთი პირის მიერ ხმამაღალი ყვირილისა და გინების ხმა, რის გამოც გაემართა 2---ე პალატისკენ. აღნიშნულ საკანში იმყოფებოდა მი----------–-----ი და პა-------------ძე. მისი შესვლის შემდეგ შემოვიდნენ სხვა თანამშრომლებიც - მე------–--ლი, გუ-------------–---–ი, ირ---–------ა, ირ---–---------ა, გი-----------–----–-–---–ი. როდესაც იგი შევიდა აღნიშნულ პალატაში დი------ე ამშვიდებდა ხმამაღლა მოსაუბრე გი--–-----ს, რომელმაც მას თავი დაარტყა შუბლში. ეს უკანასკნელი არ წაქცეულა, თუმცა წაბორძიკდა და მსჯავრდებულს ხელი შემოხვია, შებოჭა, რომ მეტი დარტყმა აღარ განეხორციელებინა. ამის შემდეგ მათ გააშველეს და დი------ე ოთახიდან გამოიყვანეს, რომ სიტუაცია კიდევ არ დაძაბულიყო, გი--–-----თან კი დარჩა რეჟიმის უფროსი გუ-------------–---–ი.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გუ-------------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის მდგომარეობით იგი მუშაობდა N1--ე დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის უფროსის პოზიციაზე. მის ფუნქცია-მოვალეობაში შედიოდა სამართლებრივი რეჟიმის დაცვა, მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი და თანამშრომლების განაწილება. 2015 წლის ზაფხულის პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, იგი რამდენჯერმე შევიდა მსჯავრდებულ გი--–-----ის კამერაში, მასთან გასაუბრებისა და დაწყნარების მიზნით, ვინაიდან მსჯავრდებული იყო გაღიზიანებული მის მიერ გაგზავნილი წერილის ადრესატამდე მიუსვლელობის გამო. დ------–---–მა მას აუხსნა, რომ დაწესებულების ბრალეულობა აღნიშნულში არ იკვეთებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გი--–-----ი დაწყნარდა, თუმცა, მოგვიანებით მასთან შესული იყვნენ თანამშრომლები, რა დროსაც გი--–-----ი ღია ფანჯრიდან აკეთებდა გადაძახილს და ამგვარად არღვევდა წესრიგს. დი------ე ცდილობდა დაემშვიდებინა იგი და დაეკეტა ფანჯარა, თუმცა, მსჯავრდებული ამის საშუალებას არ აძლევდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც დაზარალებულს შუბლის არეში ჰქონდა სისხლჩაქცევა. ამის შემდეგ მოწმე თავადაც ჩაერთო კონფლიქტში და გააშველა ისინი, რის შემდეგაც დარჩა ოთახში მსჯავრდებულის დასაწყნარებლად, ხოლო დი------ე გავიდა ოთახიდან.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–---------ამ განმარტა, რომ 10 წელია, რაც მუშაობს N1--ე დაწესებულებაში. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის პატიმრების გადაადგილება და სხვა წვრილმანი საქმეები. 2015 წლის აგვისტოს თვეში, დაახლოებით საღამოს პერიოდში, მი----------–-----თან შევიდა რეჟიმის განყოფილების უფროსი და ესაუბრა გი--–-----ს წერილზე, რომელიც ბრალდებულმა გააგზავნა დაწესებულებიდან, მაგრამ ადრესატამდე არ მისულა. რეჟიმის განყოფილების უფროსის გამოსვლის შემდეგ, წერილთან დაკავშირებული პრობლემის გამო გაღიზიანებულმა გი--–-----მა კვლავ განაგრძო ყვირილი, რის შემდეგაც მის ოთახში შევიდნენ თავად მოწმე, პა-------------ძე და მგ--–----–-–--ლი. დი------ე და გი--–-----ი ერთმანეთის პირისპირ, ირ---–---------ა გვერდით, ხოლო მგ--–----–-–--ლი ფანჯარასთან იდგა, რა დროსაც ბრალდებულს ფანჯარა გაღებული ჰქონდა და ხმამაღლა საუბრობდა თავის პრობლემასთან დაკავშირებით, ხოლო დი------ე მოუწოდებდა მას დაწყნარებულიყო. სწორედ ამ დროს, მან დი------ეს თავი ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც იგი წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა და მოსდიოდა სისხლი შუბლის არეში, მიუახლოვდა მას, რომ მეორედ აღარ ჩაერტყა, თუმცა, გი--–-----ისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენე---. მათთან ერთად ოთახში იმყოფებოდნენ სხვა თანამშრომლებიც - ირ---–------ა, რეჟიმის უფროსი, ვა-–-------------–--ლი, რომლებიც ასევე, შეესწრნენ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც შედგა ოქმი, თუმცა, პირადად მის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გი-----------–----–-–---–მა განმარტა, რომ 2006 წლიდან მუშაობს N1--ე დაწესებულებაში რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–-----ად. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის პატიმრების გადაადგილება, ყურადღების მიქცევა და წესრიგის დამყარება. 2015 წლის აგვისტოს თვეში, მას მი----------–-----ის პალატიდან მოესმა ხმაური, რა დროსაც საკანში შევიდნენ თავად მოწმე, დი------ე და ირ---–---------ა. პატიმარი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წერილთან დაკავშირებით, ამიტომ უთხრეს რომ გაარკვევდნენ აღნიშნულს და შეატყობინეს რეჟიმის უფროსს გუ-------------–---–ს, რომელიც ასევე, გამოცხადდა მათთან, დაელაპარაკა ბრალდებულს და დააწყნარა იგი. ცოტა ხნის შემდეგ მოწმეს ისევე, მოესმა გადაძახილი ფანჯარასთან და უმისამართო გინება, რის შემდეგაც კვლავ შევიდნენ ოთახში. გი--–-----ი კვლავ წერილთან დაკავშირებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას და იყო აგრესიული მათ მიმართ. დი------ემ იმისათვის, რომ გადაძახილი აღარ განმეორებულიყო, სცადა ფანჯარა დაეკეტა, რა დროსაც გი--–-----მა შეაგინა მას და მათი მოწოდების მიუხედავად, რომ დაწყნარებულიყო, განაგრძო აგრესიული ქცევა. ამ დროს მოულოდნელად, დი------ეს შუბლის არეში ჩაარტყა შუბლი. ეს უკანასკნელი წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა, თან შუბლიდან სდიოდა სისხლი. სიტუაციის განმუხტვისა და გამეორებით დარტყმის ასაცილებლად, მან გი--–-----ს ხელები შემოხვია. ხმაურზე შემოვიდა კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, მე------–--ლი, ბე---, უბ----- და კიდევ რამდენიმე, რომლებიც შეესწრნენ განხორციელებული ძალადობის ფაქტს. თავად გი--–-----ს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ოთახში შემოვიდა რეჟიმის უფროსიც, რომელიც ესაუბრებოდა და აწყნარებდა გი--–-----ს, ხოლო დი------ე ირ---–---------ამ საკნიდან გაიყვანა.

 

4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მა------------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის პოზიციაზე. 2015 წლის 24 აგვისტოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაიწყო გამოძიება და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხა დაწესებულების თანამშრომლები, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის მიმართ, ასევე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულის მიმართ. ასევე, მი----------–-----ს წარედგინა ბრალი და ვინაიდან ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, დაენიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით. დათვალიერდა ასევე ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ ბრალდებულის საკანში იყო დამონტაჟებული.

 

4.8. 2013 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ მი----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

4.9. 2009 წლის 03 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ მი----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 3 (სამი) თვით, 3 (სამი) დღით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

4.10. 2015 წლის 11 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით: 0------- წელს პირადი შემოწმებისას მი----------–-----ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები დათვალიერებით არ აღენიშნება.

 

4.11. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნა-------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ.

 

4.12. 2015 წლის 22 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით: პირადი გასინჯვით, 05.08.2015 წელს პა-------------ძეს აღენიშნება ნაჭდევი შუბლის მიდამოში, ცხვირ-შუბლის ნაოჭის საპროექციოდ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების ხარისხს.

 

4.13. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა სო----------–----ამ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ.

 

4.14. 2017 წლის 16 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით: მი----------–-----ს ამჟამად აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F----; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ფსიქოზური დეკომპენსაცია. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2015 წლის 04-------------------–----------------------) მი----------–-----ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო; მას აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებათა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობირებიბინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მი----------–-----ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად მი----------–-----ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მი----------–-----მა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე). აღნიშნული რეკომენდირებულია ჩატარდეს შ.პ.ს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ.ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ პირობებში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

4.15. ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ხა-------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.

 

4.16. სასამართლოზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დგინდება მ. გი--–-----ის საცხოვრებელ პალატაში და პალატის დერეფანში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 04.08.2015 და ვიდეოჩანაწერის დაწყების საათი 15:59:55. პალატაში განთავსებულია ორი საწოლი, საწოლებს შორის განთავსებულია ფანჯარა და ფანჯრის ქვემოთ განთავსებულია ტუმბო. პალატაშია ასევე განთავსებულია მაგიდა, ორი სკამი და ხელსაბანი ნიჟარა. მაგიდაზე ალაგია პლასტმასის ჯამი, თეფში, ორი ჭიქა და ორი ფეხსაცმელი. ტუმბოზე დევს სიგარეტი, ასანთი და წიგნი. ვიდეოჩანაწერის დაწყებისას პალატაში მსჯავრდებული არ იმყოფება. 16:46:42-ზე მი----------–-----ი ერთ-ერთ თნამშრომელს, რომლის სახეც არ ჩანს, შემოყავს პალატაში. მი----------–-----ი საწოლის ქვემოდან იღებს ფეხსაცმელს და იცვამს. ამის შემდეგ მაგიდიდან იღებს პლასტმასის თეფშს, მიდის პალატის კართან და თეფშით მოაქვს საკვები, რომელსაც ინახავს ტუმბოში. ამის შემდგომ შედის საპირფარეშოში დაახლოებით 30 წამი, გამოდის საპირფარეშოდან, იბანს ხელ-პირს, მიდის ტუმბოსთან, საიდანაც იღებს ე.წ „ბენდენას“ და იკეთებს თავზე. 16:50:40-ზე იმავე ტუმბოდან იღებს შავყდიან წიგნაკს და გადის პალატიდან. 17:00:27-ზე მ.გი--–-----ი შემოდის პალატაში, სვამს წყალს და რამდენიმე წამში გადის უკან. 17:32:36-ზე პალატაში ბრუნდება მ.გი--–-----ი ტუმბოდან იღებს ფურცელს, ჯდება მაგიდასთან და იწყებს წერას. 17:38:09-ზე დგება მაგიდიდან, მიდის კართან და სავარაუდოდ კარს ურტყამს ფეხს. ბრუნდება მაგიდასთან და აგრძელებს წერას. 17:40:10-ზე კვლავ დგება მაგიდიდან, კვლავ მიდის კართან და კვლავ ურტყამს ფეხს. 17:40:34-ზე საკანში შემოდის პა-------------ძე. მ.გი--–-----ს ეტყობა, რომ არის აღელვებული. საკანში შემოდიან ასევე გი-----------–----–-–---–ი და გუ-------------–---–ი. პ.დი------ე და გ.მგ--–----–-–--ლი გადიან საკნიდან და საკანში რჩე---ნ მხოლოდ გ.და-----–---–- და მ.გი--–-----ი. მ.გი--–-----ი საუბრობს ხელებით, არის აღელვებული. მ.გი--–-----ი და გ.და-----–---–- სხედან ერთმანეთის პირისპირ საწოლებზე და საუბრობენ. დგე---ნ და მ.გი--–-----ი გ.დ------–---–ს აძლევს მის მიერ დაწერილ ფურცელს. გ.და-----–---–- კითხულობს, უბრუნებს უკან მ.გი--–-----ს და გადის პალატიდან 17:50:46-ზე. 15:51:26-ზე პალატაში შემოდის პა-------------ძე. ამ დროს მ.გი--–-----ი ზის საწოლზე და ჩანს მხოლოდ მისი ფეხი. პ.დი------ე მიდის მ.გი--–-----თან ახლოს რა დროსაც მ.გი--–-----ი პ..დი------ეს ხელში ურტყამს ხელს. პ.დი------ე ესაუბრება მ.გი--–-----ს. მ.გი--–-----ი წამოდგა. პ.დი------ე და მ.გი--–-----ი დგანან ერთმანეთის პირისპირ, საწოლებს შორის ფანჯარასთან. პ.დი------ე სავარაუდოდ ცდილობს ფანჯარა დახუროს, რის საშუალებასაც მ.გი--–-----ი მას არ აძლევს და რამდენჯერმე ჰკრა ხელი ხელში. ამ დროს პალატაში შემოდიან გი-----------–----–-–---–ი, ირ---–---------ა, ზუ-----------ია, ვა-–---------------–--ლი, და-------------–-ძე, გუ-------------–---–ი და ირ---–------ა. მ.გი--–-----ი 17:52:08-ზე პ.დი------ეს თავს ურტყამს სახის არეში, რის შედეგადაც პ.დი------ე იხევს უკან, ეჯახება საწოლს და მყისვე იწევს მ.გი--–-----ისკენ იმავე წამს გ.და-----–---–- ხელებს ხვევს მ.გი--–-----ს და პ.დი------ე და გ.და-----–---–- გი--–-----ს სვამენ საწოლზე, რის შემდეგაც პ.დი------ე მ.გი--–-----ს ანებებს თავს და გადის პალატიდან. 17:52:46-ზე პალატაში შემოდის დირექტორი და---- ლ---–--იძე. პალატიდან გადის ყველა და რჩება მხოლოდ დ.ლ---–--იძე, დ.კერესელიძე და მ.გი--–-----ი. დ.ლ---–--იძე ესაუბრება მ.გი--–-----ს, რომელიც პალატაში მოუსვნერად გადი-გამოდის. 17:54:40-ზე პალატაში შემოდის დირექტორის მოადგილე თ------ ჯ-----ი. მ.გი--–-----ი და დ.ლ---–--იძე სხდე---ნ ერთმანეთის პირისპირ საწოლებზე და აგრძელებენ საუბარს. მ.გი--–-----ი შედარებით დამშვიდებულია. პალატაში შემოდის გ.და-----–---–-ც და 17:55:25-ზე პალატაში არიან მხოლოდ ოთხნი: მ.გი--–-----ი, დ.ლ---–--იძე, გ.და-----–---–- და თ.ჯ-----ი. 17:56:48-ზე პალატაში შემოდის პ.დი------ე, რომელსაც შუბლის არეში აღენიშნება სავარაუდოდ სისხლი. პ.დი------ე ესაუბრება მ.გი--–-----ს. ამ დროს პალატაში მშვიდი სიტუაციაა. 17:57:00-ზე იკეტება პ.დი------ე გადის პალატიდან. 17:57:32-ზე პალატიდან გადის ყველა, იკეტება პალატის კარი და პალატაში რჩება მხოლოდ მ.გი--–-----ი. მ.გი--–-----ი პალატაში გადი-გამოდის, ეწევა სიგარეტს. პალატაში აღარვინ შემოსულა, ვიდეოჩანაწერი კი 04.08.2015 1-:00:00-ზე სრულდება. გარდა ამისა, სასამართლოზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ასახულია მ. გი--–-----ის საცხოვრებელ პალატაში არსებული სიტუაცია 04.08.2015 წლის 1-:00:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. კერძოდ, მ.გი--–-----ი პალატაში იმყოფება მარტო, რომელიც გადი-გამოდის ფანჯრიდან კარამდე და პირიქით. პერიოდულად მიდის ფანჯარასთან და სავარაუდოდ აკეთებს გადაძახილს, რის გამოც პალატაში რამოდენიმეჯერ შემოდიან თანამშრომლები და ესაუბრე---ნ მ.გი--–-----ს, მაგრამ ვიდეოჩანაწერზე რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება თანამშრომლების მხრიდან ან თავად გი--–-----ისგან არ ფიქსირდება. ასევე, სასამართლოზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ჩანს N1- დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების N2-- პალატის მიმდებარედ, დერეფანში არსებული სიტუაცია, 04.08.2015 წლის 16:00:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. ვიდეოჩანაწერზე ფიქსირდება, რომ მ.გი--–-----ი რამოდენიმეჯერ გამოყავთ თანამშრომლებს პალატიდან და აბრუნებენ პალატაში. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება თანამშრომლების მხრიდან ან თავად გი--–-----ისგან არ ფიქსირდება.

 

4.17. ბრალდებულმა მი----------–-----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არაფერი დაუშავე---, იგი დაწესებულებაში მკურნალობდა და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. N1--ე დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მის მიმართ როგორც დაწესებულების დებულება, ისე პატიმრობის კოდექსი, თავად აქეთ მიაყენეს მას შეურაცხყოფა და ჰყავდათ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და დარწმუნებულია თავის უდანაშაულობაში.

 

4.1-. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.20. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.21. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.22. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (378-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოება) კრიმინალიზებულია პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობაში ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმაში ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობაში (378-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამასთან, ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება მაშინ, თუ იგი ჩადენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ვინაიდან ზემოაღნიშნული ქმედებები ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადაციისას. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ქმედების ჩადენისთანავე, ხოლო ქმედების სუბიექტური შემადგენლობის კუთხით იგი პირდაპირი განზრახვით ხასიათდება/გამოიხატება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი.

 

5.7. სასამართლო ბრალდებულ მი----------–-----ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2013 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მი----------–-----ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის პერიოდში, 2015 წლის 4-------------------–----------------------, ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------–----------- მდებარე, პენიტენციური დეპარტამენტის N1- დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების N2-- პალატაში, მსჯავრდებულმა მი----------–-----მა საუბრის დროს, მოულოდნელად, შუბლის არეში თავი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ი-----------------------–----- პა-------------ძეს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, მოწმეები - ირ---–------ა, ზუ-----------ია, ირ---–---------ა, გი-----------–----–-–---–ი, გუ-------------–---–ი, მა------------–---–ი არიან ის პირები, რომელებმაც უშუალოდ დაინახეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. ისინი თავიანთ ჩვენებაში ნათლად ადასტურებენ, რომ 2015 წლის 4 აგვისტოს, პენიტენციური დეპარტამენტის N1- დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების N2-- პალატაში, მსჯავრდებულმა მი----------–-----მა პა-------------ძეს, რომელიც მის დაწყნარებას ცდილობდა შეაგინა და შუბლი ჩაარტყა შუბლის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელს სისხლი სდიოდა. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (ვიდეომასალის დათვალიერების ოქმთან, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნებთან და ა.შ.) ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

5.9. მოწმეთა ჩვენებების უტყუარად დადასტურების კუთხით მნიშვნელოვანია სასამართლოზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ მ. გი--–-----ის საცხოვრებელ პალატაში, პ.დი------ე და მ.გი--–-----ი დგანან ერთმანეთის პირისპირ, საწოლებს შორის ფანჯარასთან. პ.დი------ე სავარაუდოდ ცდილობს ფანჯარა დახუროს, რის საშუალებასაც მ.გი--–-----ი მას არ აძლევს და რამდენჯერმე ჰკრავს ხელს ხელში. ამ დროს პალატაში შემოდიან გი-----------–----–-–---–ი, ირ---–---------ა, ზუ-----------ია, ვა-–---------------–--ლი, და-------------–-ძე, გუ-------------–---–ი და ირ---–------ა. სწორედ აღნიშნული პირები არიან ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ. კერძოდ, ვიდეომასალაში ჩანს, რომ მ.გი--–-----ი 17:52:08-ზე პ.დი------ეს თავს ურტყამს სახის არეში, რის შედეგადაც პ.დი------ე იხევს უკან, ეჯახება საწოლს და მყისვე იწევს მ.გი--–-----ისკენ იმავე წამს გ. და-----–---–- ხელებს ხვევს მ.გი--–-----ს და პ.დი------ე და გ. და-----–---–- გი--–-----ს სვამენ საწოლზე, რის შემდეგაც პ.დი------ე მ.გი--–-----ს ანებებს თავს და გადის პალატიდან.

 

5.10. ბრალდებული მი----------–-----ი თავის საბოლოო სიტყვაში აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რასაც სასამართლოს ვერ გაიზიარებს, რადგან არ არსებობს მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და სარწმუნო, როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულბებთან. არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს მათ ჩვენებებში და ისინი, გარდა თავად ამ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით, გამყარებულია ასევე, 2015 წლის 11 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 2015 წლის 22 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, 2017 წლის 16 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, დათვალიერების ოქმებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

5.11. ბრალდებული ასევე აღნიშნავს, რომ მან პა-------------ძისგან აღნიშნული შემთხვევის დროს მიიღო საპასუხო ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს, რადგან არც მოწმეთა ჩვენებებით, არც 2015 წლის 17 ოქტომბრის ვიდეომასალის დათვალიერებით ან სხვა რაიმე მტკიცებულებით აღნიშნული ფაქტი არ დგინდება.

 

5.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-გაანალიზებით ცალსახაა, რომ მი----------–-----ის მიერ სასამართლო პროცესზე გაცხადებული პოზიცია წინააღმდეგობაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირის მიერ განვითარებული ვერსიები/პოზიციები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რაც საფუძველი იქნებოდა იმისა, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს შეეფასებინა და შემდგომში მიეჩნია უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისა და დაცვის მხარის მიერ თავის დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციები, აღნიშნული პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, არასაწრმუნო, დაუსაბუთებელი და უსაფუძლოა, რის გამოც სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს.

 

5.13. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.14. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მი----------–-----მა ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

6.7. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - მი----------–-----ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. კერძოდ, 2009 წლის 03 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მი----------–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 3 (სამი) თვით, 3 (სამი) დღით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 ოქტომბრის N9---- წერილით კი ირკვევა, მი----------–-----ის მიმართ სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი გადახდილი არ არის, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება).

 

6.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ მი----------–-----ის სამართლებრივი სტატუსი ((მხოლოდ ამ ნაწილში (სსკ-ის 2381-ე მუხლთან მიმართებით) და არა 19,108-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ისედაც 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის დამაფუძნებელი გარემოებაა)) იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით განსაზღვრული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „...ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

 

6.9. თუმცა, სასამართლო ასევე, მხედველობაში იღებს 2017 წლის 16 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (2015 წლის 04 აგვისტოს) მი----------–-----ს აღენიშნებოდა ორგანული პიროვნული აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობირებიბინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).

 

6.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ სასჯელის დანიშვნის დროს.

 

6.11. ამდენად, როგორც აღმოჩნდა, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს კონკურენციას სასჯელის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს შორის, რადგან, ერთი მხრივ, მი----------–-----ის სამართლებრივი მდგომარეობა გვაძლევს რეციდივის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთისას გაითვალისწინება, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც ასევე, გასათვალისწინებელია სასჯელის დანიშვნისას. ამგვარი კონკურენციის დროს კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებას და მისი დანიშვნა უნდა მოხდეს ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან, ისევე როგორც ქმედების კვალიფიკაციისას, როდესაც კონკურენციაა დანაშაულის შემამსუბუქებელ და მაკვალიფიცირებელ გარემოებებს შორის და აღნიშნული საკითხი წყდება ბრალდებულის/მსჯავრდებული სასარგებლოდ, სასჯელის განსაზღვრის დროსაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორედ სასჯელის იმ შემამსუბუქებელ გარემოებას, რომელიც შედარებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, მხედველობაში არ მიიღებს სსკ-ს 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ წესს.

 

6.12. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო აგრეთვე, ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და მის ხასიათს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6.13. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე, თავის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ალტერნატიულ ქმედებებს, რომელთაგან ერთ-ერთი შედარებით ყველაზე „მსუბუქი“ დანაშაულებრივი ქმედებაა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა - განსხვავებით, აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმისგან და ამავე მიზნით დაჯგუფების შექმნისაგან ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება. ამდენად, ზემოთ დასახელებული ქმედებები განსხვავებულია სწორედ, მათი საშიშროების ჩადენის მასშტაბის მიხედვით, რაც, ბუნებრივია, სასჯელის სიმძიმეზე უნდა ახდენდეს გავლენას.

 

6.14. სწორედ ზემოაღნიშნული ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მი----------–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა 10 (ათი) წელი, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.

 

6.15. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ მი----------–-----ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით (განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნულის სასჯელის მოუხდელ ნაწილს).

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: 3 ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია პენიტენციური დეპარტამენტის #1- დაწესებულებაში სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მი----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით, 1 (ერთი) თვით და 13 (ცამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. მსჯავრდებულ მი----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 201- წლის 14 დეკემბრიდან.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- 3 ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია პენიტენციური დეპარტამენტის #1- დაწესებულებაში სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე