განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100115001191501
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 27 დეკემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - დ-------------–---–ი და ი-----–--------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ხ-----------------ე - უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის ნომერი E-------, პირადი N----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული უ------------------–---–---------–-------–---------------------------------------------------ში, მცხოვრები ქ---–----–--------------------------, ასევე თ---–--–--------–---–-------------ში.

 

ადვოკატი - ტ------–-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება).

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1.შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ, ვინაიდან მას და გ--- ხ----–---–ს არ გააჩნდათ შპს ,,N-------”-ზე ცხვრების მიყიდვისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, ხოლო ასეთი ცნობები გააჩნდა ა-----------------სა და მ-----------------ს, ა-----------------თან ერთად შეადგინა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი N-, რომლის თანახმადაც თითქოს ა-----------------მა კომპანიას ჩააბარა 405 სული, 87 378 ლარის ღირებულების ცხვარი; მაშინ როცა სინამდვილეში აღნიშნული 405 სული ცხვრიდან ა-----------------ს ეკუთვნოდა მხოლოდ 311 სული, ხოლო დანარჩენი 94 სული ცხვარი წარმოადგენდა ხ-----------------ის საკუთრებას. ამავე მიზნით ხ-----------------ემ შეადგინა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი N-. რაზეც მ------- მ--------ის სახელით ხელი მოაწერინა ა-----------------ს. ყალბი აქტის თანახმად თითქოს მ-----------------მა კომპანიას ჩააბარა 70 478 ლარის ღირებულების 321 სული ცხვარი, რეალურად კი აღნიშნული ცხვრები წარმოადგენდა გ--- ხ----–---–ის საკუთრებას. ხ-----------------ემ ზემოაღნიშნული - თავისი, ა-----------------ისა და გ--- ხ----–---–ის კუთვნილი ერთობლიობაში 726 სული ცხვარი, ხსენებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი N--ისა და N- -ის გამოყენებით 2013 წლის 9 ივლისს მიყიდა შპს ,,N-------”-ის დირექტორ ნ-----–--------ს როგორც ა-----------------ისა და მ-----------------ის კუთვნილი ცხვრები.

 

1.2.2013 წლის 19 ივლისს თ---–--–------------–-------–---------------ში მდებარე სს ,,კ---------------------ის“ ფილიალიდან შპს ,,ნ-----“-ს დირექტორმა ხ-----------------ემ საზოგადოების ანგარიშზე 2013 წლის 19 ივლისს შპს ,,N-------”-ის მიერ ჩარიცხული თანხიდან - 125 000 ლარიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „T-------------“-ს დირექტორ გ--- ხ----–---–ის კუთვნილი 37 750 ლარი. ხ-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით გ--- ხ----–---–ს მიადგა 37 750 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ საზოგადოების ანგარიშზე 2013 წლის 19 ივლისს შპს ,,N-------”-ის მიერ ჩარიცხული თანხიდან - 125 000 ლარიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „T-------------“-ს დირექტორ გ--- ხ----–---–ის კუთვნილი 37 750 ლარი. ხ-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით გ--- ხ----–---–ს მიადგა 37 750 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დაზარალებულმა გ--- ხ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულება გააფორმა ნ-----–--------თან, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ი-------– ფირმასთან. გ--- ხ----–---–ს უნდა მიეყვანა ქართული წარმოების ცხვარი 500-დან 1000 სულამდე და მისთვის ცოცხალ წონაში უნდა გადაეხადათ 5 ლარი და 20 თეთრი. გ--- ხ----–---–მა ხელშეკრულება გააფორმა ასევე ქვეკონტრაქტორთან გ--- მ-------–---–თან, რომელსაც თავის მხრივ მისთვის უნდა შემოეყვანა ცხვარი. გ--- ხ----–---–ი ნ-----–--------თან მიიყვანა ნ------------–მა. პირველი შეხვედრის დროს გ--- ხ----–---–ს უნდობლობა გაუჩნდა ნ----------ის მიმართ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ შეხვდნენ ნ------------–ი და ნ-----–--------ი და სთხოვეს, რომ არ ჩამიგდო დიდი კონტრაქტი ი------–ებთანო, და დასაწყისში მაინც შემოეყვანა. გ--- ხ----–---–მა ნ-----–--------ს ტრანსპორტირების ხარჯები წინასწარ მოსთხოვა, რის შემდეგაც ქვეკონტრაქტორს გ----------------–---–ს სამი ათასი ლარი ლ-------- ბანკის მეშვეობით გადაურიცხეს ს----------- რაიონში, რაც საერთო თანხაში უნდა შესულიყო. მათ ჩამოუყვანეს 321 სული ცხვარი, სოფელ გ-----------ში, სადაც ხორცკომბინატი არსებობდა. გ--- ხ----–---–ს ცხვრების ჩაბარებისას საერთო ღირებულების 20 პროცენტი უნდა აეღო, ხოლო დარჩენილი თანხა ოთხ სამუშაო დღეში უნდა მიეღო. მიყვანიდან დაახლოებით ერთი კვირა ვერ მოხერხდა ცხვარის აწონვა და ჩაბარება და ეს პერიოდი ცხვარი იმ ტერიტორიაზე ფერმაში იყო. ბოლოს აწონეს და გამოვიდა 13 405 კილო, დაახლოებით 70 000 ლარამდე ღირებულების. ცხვრის ჩაბარებას ესწრებოდა კ-----ის ნდობით აღჭურვილი პირი ლ------------ა. შეადგინეს აქტი სადაც ხელი მოაწერა გ------ამ და იმ საღამოსვე კ-----ს ელექტროფოსტით გაუგზავნეს ზედდებული. გარდა აღნიშნული აქტისა, მან თავის დაზღვევის მიზნით, ცხვრის მეპატრონეებთან, ქვეკონტრაქტორთან და ბოინის თანამშრომელთან ერთად, რომელიც აწონვას ესწრებოდა, დამატებით შეადგინა აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მოწმეები. მასთან ერთად ცხვარი ჩააბარეს ა-----------------მა და ხ-----------------ემ. მათ ცხვარი ერთად არ ჩაუბარებიათ, ცხვარი იყო სხვადასხვა ადგილზე ერთმანეთში რომ არ შერეულიყო. ქალბატონმა კ-----მა ზედდებული არ დაადასტურა. ი------–ებმა კ-----ს ივლისის თვეში ჩაურიცხეს 138 921 ლარი, კ-----მა 125 000 ლარი ჩაურიცხა შპს „ნ-----“, რომლის დირექტორიც იმ მომენტში იყო ხ------- ტ-----–---–ი (ქ--------ე). მათ ა---––---დან აიღეს ვეტერინალური ცნობა და მისი ცხვარი გააფორმეს მ--------ის ძმის სახელზე, ქ--------ის 94 ცხვარიც მ--------ების საკუთრებაში შევიდა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო რომ ჩაბარების დროს მას უნდა წარედგინა მხოლოდ საკუთრების ცნობა, ვეტერინალური ცნობის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო.

 

ი-------–მა კომპანიამ 138 921 ლარი გადმორიცხა, 26 000 ლარი იყო დღგ-ს ფული, კ-----მა ვერ გათვალა, რომ ადგილობრივ პროდუქციაზე დღგ არ არის გადასახდელი, მას ცხვარი უნდა შემოეყვანა ს-------იდან, რომელსაც განბაჟება სჭირდებოდა, შესაბამისად ი-------–მა კომპანიამ ადგილობრივ ცხვარზე დღგ-ს თანხა არ გადაიხადა.

 

თანხის ჩარიცხვის შემდეგ ა-----------------ის ძმამ გ--- ხ----–---–ის პატრნიორს - თ--------------ეს მინდობილობა მისცა თანხის აღების მიზნით. ამ მინდობილობით თ--------------ე მივიდა ხ-----------------ესთან, ხ-------მ უთხრა, რომ თანხას მისცემდა 15 აგვისტოს, ხელწერილიც დაუწერა. შემდეგ შედარების აქტიც გაკეთდა, მაგრამ ამ დრომდე თანხა არ აუღია. გ--- ხ----–---–ს მის მიერ მიყვანილ ცხვარში უნდა აეღო დაახლოებით 69 765 ლარი.

 

3.2. მოწმე თ--------------ემ განმარტა, რომ 2013 წელს აღდგომა ახლოვდებოდა შემთხვევით შეხვდა ნ------------–ს, რომელსაც მანამდე იცნობდა. ნ---მ უთხრა, რომ იყო პიროვნება რომელსაც აინტერესებდა ცხვრების ჩამოყვანა, ამ თემაზე მათ ადრეც ჰქონდათ საუბარი, თ--------------ე გ--- ხ----–---–ის მეგობარი იყო, ჰყავდა კიდევ კ-----ში ხალხი და შეეძლო ცხვრები ჩამოყვანა. შემდეგ თ--------------ე, გ--- ხ----–---–ი და ნ------------–ი შეხვდნენ ნ-----–--------ს მის ბინაში, შ--------ს ქუჩაზე. ნ-----–----------მა მათ გააცნო საქმის ვითარება, უთხრა, რომ არის კომპანია რომელთანაც მას ექსკლუზიურად აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, მხოლოდ მისგან ღებულობდნენ ცხვარს და თუ ჰქონდათ საშუალება შემოეყვანათ ცხვარი და ჩაებარებინათ, თანხის 20 პროცენტს გადაუხდიდა ჩაბარებისთანავე, ხოლო სამ საბანკო დღეში გადაუხდიდა დარჩენილ 80 პროცენტს. რამოდენიმე დღეში მეორედ მივიდნენ სახლში ნ-----–--------თან და გ--- ხ----–---–მა 2013 წლის 28 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება, 1500 ცხვარზე, ცხვარი მას და გ--- ხ----–---–ს უნდა მიეყვანათ გ----------------------------–-------------ში არსებულ სასაკლაოზე. მოლაპარაკებების პროცესში ნ-----–--------თან შეხვდა ხ-----------------ესაც, რომელსაც იცნობდა მანამდეც, მასაც ცხვარი უნდა ჩაებარებინა. პირველ ეტაპზე გ----------ის სასაკლაოზე მიიყვანეს 321 სული ცხვარი, იქ ცხვარი მოიყვანეს ასევე ხ-----------------ემ, ვ--------------ემ და ა-----------------მა. ჩაბარების დრო რატომღაც გაჭიანურდა ნ-----–--------ის მიერ, რაც აზარალებდა მათ. ბოლოს ცხვარი ჩააბარეს და ნ-----–--------ს მოსთხოვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულება, 20 პროცენტის გადახდა, რაზეც ნ-----–--------მა უთხრა, რომ ი-------– კომპანიასან ჰქონდა პრობლემები, თანხას ამ დღეებში ჩაურიცხავდნენ და გადაუხდიდა. შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ კ-----ს ი-------– კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა იმაზე, რომ ჩამოიყვანდა ცხვარს ს---------იდან, რომელზეც გადასახდელი იქნებოდა დღგ. საქართველოში წარმოებულ ს-----–---------------- პროდუქტზე დღგ არ ერიცხება და ი-------–ი კომპანიას ადგილობრივი ცხვარი უნდა ჩაებარებინა იმ ფასად რა ფასიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შემდეგ იყო ასეთი ვერსია, რომ დააკავებდნენ დღგ-ს თანხას მათთვის მთლიანად მისაცემი თანხიდან და ეს თანხა მათ ყველას უნდა მოეკლოთ. ხ-------ს ჰქონდა დღგ-ს მეტობა, ხ-------მ წარადგინა დღგს საბუთი ი-------– კომპანიაში, მას დავა ჰქონდა იურისტთან, ეს ადგილობრივი პროდუქციიაა და ამაზე დღგს როგორ წერო. ის დოკუმენტი ალბათ ყალბი იყო. ანალოგიური პრეტენზია ჰქონდა იურისტს ნ-----–--------თან. ბოინს ნ-----–--------ისთვის უნდა ჩაერიცხა 163 000 ლარი, რაც კ-----ს მათთვის უნდა გაენაწილებინა, მაგრამ ჩაურიცხა 138 000 ლარი, საიდანაც 69 700 ლარი უნდა ჩაერიცხა გ---სთვის, 72 000 ლარი მ--------ისთვის და 15 000 ლარი ხ-----------------ისთვის. რეალურად მ--------ს მისცეს 72 000 ლარი, ხ-----------------ემ თავისი 15 000 ლარი აიღო, ხოლო მათი თანხა გაქრა. როდესაც ხ-------ს ჰკითხეს თანხის შესახებ, ხ-------მ უთხრა, თქვენი ფული ნ------------–ს მოჰკითხეთო. ნ-----–--------სა და ხ-----------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მათზე მისაცემი თანხა 125000 ლარი მთლიანად ჩაერიცხა ხ-----------------ეს, საიდანაც მ--------ს მისცეს თავისი თანხა, 13 000 ლარი დაიტოვა ნ-----–--------მა. ხ-------ს, რომ ჰკითხეს, ამ ფულიდან 70 000 ლარი ხომ მათი იყო, ხ-------მ უთხრა, მე შენი ვალი არა მაქვს, ცხვარი მომიყვანა მ--------მა და ეს ფული უნდა მივცე მ--------სო.

 

იმ პერიოდში როცა ცხვარის ჩაბარების საკითხი გაჭიანურდა, ხ-----------------ე და ვ--------------ე წასულები იყვნენ ა---–---–--ში და ჩამოიტანეს ვეტერინალური ცნობა, რომ ცხვარი იყო ჯანმრთელი. ცნობაში ეწერა, რომ 321 სული ცხვარი იყო ა-----------------ის ძმის, მ-----------------ის, გ--- ხ----–---–ი არსად არ ფიგურირებდა. შემდეგ ა-----------------მა მისცა მინდობილობა და ამ მინდობილობით გ--- ხ----–---–თან ერთად შეხვდა ხ-----------------ეს და ფული მოსთხოვეს, რაზეც ხ-------მ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და დაუწერა შედარების აქტი. ხ-------მ დაუწერა, რომ 2013 წლის 15 აგვისტოს დაფარული იქნებოდა ვალი, მაგრამ არც მას და არც გ--- ხ----–---–ს თანხა არ მიუღიათ.

 

3.3. მოწმე ნ-----–-------------–მა განმარტა, რომ მისი მეუღლისგან შეიტყო, რომ ი-------–ი კომპანია დაინტერესებული იყო ცხვრების შეძენით. ლ------------ას მეშვეობით გაიცნო ნ-----–--------ი, მას ჰქონდა კომპანია „ნ---------–-“. ნ-----–-მ უთხრა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა შემოეყვანა ცხვრების დიდი რაოდენობა, რომლითაც ი-------–ი მხარე დაინტერესდებოდა. ნ-----–- დააკავშირეს ი-------– კომპანიასთან. ნ---------–ს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალებოდა, უნდა უზრუნველეყო ცხვრების შეგროვება, ჩამოყვანა, დაბინავება და ჩაბარების პროცესის ბოლომდე მიყვანა. ნ-----–--------მა გააფორმა ხელშეკრულება ი-------– კომპანიასთან. მას ს---------იდან უნდა შემოეყვანა ცხვრები ი-------– კომპანიას ერთ კილო ცოცხალ წონაში უნდა გადაეხადა 5 ლარი და 40 თეთრი. ნ-----–-მ განაცხადა, რომ ცხვრების ს---------იდან შემოყვანას ვერ შეძლებდა, შეიქმნა პრობლემები, იძულებულები იყვნენ ადგილობრივ მწარმოებლებთან ჰქონოდათ მოლაპარაკება. ნ---------–მა მეუღლის თანამშრომლისგან გაიცნო ს-----, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა ისეთი ხალხი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ცხვრების ჩამოყვანას, ს-----სგან გაიცნო ხ-------, შემდეგ როცა უკვე აქტიურად გადავიდნენ მომწოდებლების მოძიებაზე გაიცნო ვ--------------ე და გ--- ხ----–---–ი. სულ სამი კოტრაქტორი მოიძიეს, ესენი იყვნენ - ხ------- ტ-----–---–ი, ი--------------ე და გ--- ხ----–---–ი. ხ-------მ მოიყვანა ცხვრების თავისი კუთვნილი რაოდენობა 96 სული, გ--- ხ----–---–მაც მოიყვანა ცხვრები და ვ--------------ემაც ა-----------------ის ცხვრები მოიყვანა. მოყვანის თანავე ცხვრების აწონვა არ მომხდარა პირველად ხ-------მ შემოიყვანა თავისი ცხვარი და სხვა ცხვრების მოსაძიებლად წავიდა, აქედან გამომდინარე ვინაიდან მათ არ ჰყავდათ მომყოლი მწყემსი, რომელიც იქ დარჩებოდა და უზრუნველყოფდა და ამ ცხვრების მოვლა პატრონობას, ამაზე ბოინიც არ იღებდა ვალდებულებას, შესაბამისად მას ნ---მ სთხოვა დარჩენილიყო სასაკლაოს ტერიტორიაზე სადაც ცხვარი იყო დაბინავებული და 20-21 დღის მანძილზე თვალყურს ადევნებდა. ხ-------ს შემდეგ ცხვარი გ---მ და ვ----მაც მოიყვანეს, ჯამში 726 სული იყო. ბოინი 600 ცხვარზე ნაკლებს არ კლავდა, რომ შეივსო ბოინის წარმომადგენელს მიმართა, რომელმაც დოკუმენტაცია მოითხოვა. შემდეგ მოხერხდა დოკუმენტაციის წარდგენა, დაახლოებით 21 დღე იყო გასული და მერე მოხდა ცხვრების აწონვა.

 

ნ------------–მა განმარტა, რომ დოკუმენტაცია მას არ უნახავს, მაგრამ როგორც მისთვის გახდა ცნობილი ხ-------ს ფირმაზე მოხდა ცხვრების მთლიანი რაოდენობის გადაფორმება. ნ-----–--------ის ფირმას ცხვრები ხ-------ს ფირმის სახელით ჩაბარდა, ნ-----–--------მა ეს ცხვრები მიჰყიდა ი-------– კომპანიას, ი-------–მა კომპანიამ ფული ჩაურიცხა ნ-----–--------ს, მან თანხა ხ-------ს გადაურიცხა და ეს თანხა უნდა განაწილებულიყო სამ კონტრაქტორზე.

 

3.4. მოწმე ა-----------------მა განმარტა, რომ მას დაუკავშირდა ვ--------------ე და უთხრა, რომ იბარებდნენ ცხვრებს და ცოცხალ წონაში იხდიდნენ ხუთ ლარსა და ოც თეთრს. იმ პერიოდისთვის მას ჰყავდა ცხვარი და გადაწყვიტა ჩაებარებინა. ცხვარი ნ----–-------------------------–--------დან წამოიყვანა და ჩაიყვანა სოფელ გ-----------ში არსებულ ბოინთან. შემდეგ თავისი ძმის - მ-----------------ის ცხვარიც ჩამოიყვანა. მისი და მისი ძმის ცხვარი ჯამში იქნებოდა 620-640 სული. ცხვარი ვერ ჩააბარეს რადგან საკუთრების დამადატურებელი ცნობა უნდოდათ, შემდეგ როდესაც ეს ცნობები აიღო, უთხრეს, სულ 600 ცხვარი უნდა მიიღონო, იქ ცხვარი მიყვანილი ჰყავდა ხ-------ს, გ---ს და თ-----ის და შესაბამისად მან ჩააბარა თავისი ცხვარი, მისი ძმის კი დარჩა ჩაუბარებელი და უკან წაიყვანა.

 

ა-----------------მა დაადასტურა, რომ 405 ცხვარზე აიღო საკუთრების ცნობა სოფლის რწმუნებულისგან, საიდანაც 311 იყო მისი, ხოლო 94 ხ-----------------ის, გარდა ამისა 321 ცხვარზე აიღო საკუთრების ცნობა მისი ძის სახელით, მაგრამ მის ძმას ცხვარი არ ჩამოუყვანია.

 

მას ნ---მ და ხ-------მ უთხრეს, რომ ცნობები იყო საჭირო ცხვარი რომ ჩაებარებინათ, ცხვარი ჩაბარდა ხ-------ს ფირმას. თანხა 72 000 ლარის ოდენობით ხ-------მ მისცა ი---- პოლიციის უკან. ხელი მოწერილი აქვს 87 ათას ლარზე, 15 000 ლარზე უთხრა, ეს ჩემი ცხვრის ფულია, 94 სული ცხვრის, რაზეც ცნობა იყო გაცემულიო. მას ასევე მოაწერინა ხელი მისი ძმის მაგივრად. დოკუმენტების შინაარსი, რაზეც ხ------- აწერინებდა ხელს, არ იცის ხელს აწერდა მისი და მისი ძმის სახელით. ხ-------ს მის ძმასთან შეხება და კომუნ---ცია არ ჰქონია და არც თანხა ჩაურიცხავს ცხვრის სანაცვლოდ. გ---ს ფული მისცა თუ არა ხ-------მ მისთვის ცნობილი არ არის, მისი ძმა და გ--- ერთმანეთს არ იცნობენ.

 

3.5.მოწმე მ-----------------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნ----–-----------------------–-------ში. 2013 წელს საკუთარი ცხვრის ფარა ჰყავდა. ივნისი-ივლისის თვის პერიოდში მისმა ძმამ უთხრა, რომ ერთ კილო ცხვარს იბარებდნენ 5 ლარად და 40 თეთრად. გადაწყვიტა 328 სული ცხვარი ძმისთვის გასაყიდად გაეტანებინა. სანამ ცხვარს გაატანდა ძმას პირადობის მოწმობის ასლი მისცა მინდობილობის გასაფორმებლად, რის შემდეგაც გაატანა 328 სული ცხვარი გასაყიდად. გავიდა 4 თუ 5 დღე ცხვარი ისევ უკან დაუბრუნა ძმამ. დაბრუნების მიზეზად უთხრა, რომ არ ჩაიბარესო.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული აქტის დადებისას მას მონაწილეობა არ მიუღია და მასზე შესრულებული ხელმოწერა მისი არ არის.

 

3.6. მოწმე გ----------------–---–მა განმარტა, რომ ი------–ებს სჭირდებოდათ ცხვარი და გ--- ხ----–---–ს უნდა ჩაებარებინა მათთვის. 2013 წელს მასსა და გ--- ხ----–---–ის კომპანიას შორის გაფორმდა ექვს თვიანი ხელშეკრულება, მას ცხვარი უნდა მიეყვანა კვირაში ერთხელ 500-600 სული ერთდროულად, ერთი კილოგრამი ხუთ ლარად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაუკავშირდა ი-----------------ს, რომელსაც ცხვარი ჰყავდა და ცხვრის მეპატრონეებსაც იცნობდა. მას წინასწარ ჩაურიცხეს 3000 ლარი, აიღო თანხა და უ---------------თან ერთად შეიძინა ცხვარი სხვადასხვა სოფლებში, მათ ჯამში 321 სული ცხვარი მოაგროვეს, რომელიც მ--------ი ნისიად მეგობრებისგან იღებდა და ცხვრები სასაკლაოზე ი------–ების ბოინში მიიყვანეს. მათ გარდა იქ ცხვარი სხვებსაც ჰყავდათ. სამი-ოთხი დღე ამწყემსინეს ცხვარი, შემდეგ მიიღეს. მიღება ჩაბარების აქტზე ხელი მასაც აქვს მოწერილი და ი-----------------საც. თუმცა თანხა ვერ აიღეს, რა მოხდა ვერ ხვდება. გ---ს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ნ-----–--------თან. ინფორმირებულები არ იყვნენ, რომ ცხვარს უნდა ჰქონოდა ჯანმრთელობის ცნობა, რომ სცოდნოდათ აიღებდნენ. ეს ცნობები საიდან მოიტანეს არ იცის. 67 000 ლარი უნდა აეღოთ, 3000 ლარი თავიდან ჩაურიცხეს, ხოლო 64 000 ლარი ჯერაც არ მიუღიათ.

 

3.7. მოწმე ი-----------------მა განმარტა, რომ 2013 წლის ივლისის თვეში მას გ----------------–---–მა უთხრა, რომ რომ ი------–ები იყვნენ ჩამოსულები ცხვარი უნდოდათ და შესთავაზა შეეგროვებინათ ცხვარი. მან გ----------------–---–თან ერთად ცხვარი რამოდენიმე პირისგან წამოიყვანა და მიიყვანეს გ--------ის რაიონში მდებარე ბოინში სადაც ცხვარი რამოდენიმე დღე ჰყავდათ, იქ ცხვარი სხვებსაც ჰყავდათ მიყვანილი. სულ 321 სული ცხვარი მიიყვანეს. საბოლოოდ ცხვრის აწონვა რამოდენიმე დღეში მოხდა, გ--- ხ----–---–მა უთხრა, რომ ფული ხვალ გექნებათო, ჯამში 67 000 ლარი უნდა ყოფილიყო. მიღება ჩაბარების აქტზე მან მოაწერა ხელი, გ--- ხ----–---–მა და კიდევ რამოდენიმემ. ი.მ--------მა არ იცოდა, რომ ბოინი ცხვარს ისე არ მიიღებდა თუ ჯანმრთელობის ცნობა არ ექნებოდათ, მათ ბოლოს გაიგეს, ცნობები ყველა ცხვარზე მ--------ებმა გაამზადეს. ფული მათ დღემდე არ ჩარიცხვიათ.

 

3.8. მოწმე ი--------------ემ განმარტა, რომ მას ადრე ცხვარი გაჰყავდა ი----ში, შესაბამისად დაუკავშირდა ნ------------–ი ცხვრის თაობაზე, შემდეგ ნ---მ ნ-----–--------ი გააცნო. ნ-----–--------მა უთხრა, რომ ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, 5.20 ლარად ჩაიბარებენ ერთ კილოგრამ ცოცხალ წონასო. ნ-----–-სთვის უნდა ჩაებარებინათ ცხვარი, ნ-----–- ი------–ებს აბარებდა. შემდეგ ი------–ები დაურიცხავდნენ ფულს ნ-----–-ს და ნ-----–- დაურიცხავდა თანხას მათ. ი------–ებს ბოინი ჰქონდათ სოფელ გ-----------ში, სადაც კლავდნენ ცხვარს და დაკლული გაჰქონდათ. ი----------ე შეუთანხმდა, კ-----ს რომ მოაძებნინებდა ცხვარს. შემდეგ დაუკავშირდა ა-------ს, ავიდა ნახა ცხვარი და პირობები უთხრა, შეუთანხმდა, ჩამოიყვანეს ცხვარი და მიიყვანეს ბოინში. ფორმა ასი იყო გასაკეთებელი, ისე ბოინი ვერ იბარებდა. ჩამოიყვანეს დაახლოებით 340 სული ცხვარი, ა-------მა უთხრა, რომ მისი ძმის ცხვარიც იყო. გ--- იყო, თ-----ი და სხვა მწყემსები, ქალბატონი ხ-------ც იყო და ცხვრები ჰყავდა მოყვანილი. ანგარიშსწორებისთვის ცხვრების მეპატრონეებს ანგარიშები გაახსნევინა ბანკში, ა-------მა გახსნა ბანკში ანგარიში, საბოლოო ჯამში ეს ფული ხ-------ს ანგარიშზე აღმოჩნდა და ხ-------მ მისცა ფული სრულად, დაახლოებით 72 000 იქნებოდა, მან თავისი ფული აიღო 2000 ლარი, ხოლო დანარჩენი ა-------მა წაიღო. მას დაუკავშირდნენ მწყემსები და უთხრეს ხ-------მ ფული ჩვენ არ მოგვცა და თქვენ როგორ აიღეთო. ნ-----–-სთან ერთად მივიდა ს-----–---------------- სამინისტროში, სადაც ნ-----–-ს დააწერინა განცხადება, რომ სამინისტროს მიეცა ცნობა, იმის შესახებ, რომ საიდანაც მოჰყავდათ ცხვარი იმ ადგილზე დაავადების კერა არ იყო, სამინისტრომ მისცა ცნობა აღნიშნულის თაობაზე, რაც ი------–ებს მიუტანეს. ა-------მა უთხრა, რომ თავისი ძმის ცხვრებზე პრობლემა ჰქონდა და უკან წაიყვანა.

 

პროკურორის შეკითხვაზე ი--------------ემ დაადასტურა, რომ 2013 წლის 9 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით ხ------- ტ-----–---–ს ა-----------------ისაგან ჩაბარებული აქვს 405 სული ცხვარი, მ-----------------ისგან 321 სული ცხვარი, ა-----------------მა და მან ჩამოიყვანეს დაახლოებით 300 სული ცხვარი და არა 405 ცხვარი, ხოლო მ-----------------ს არ იცნობს, არ უნახავს და არანაირი ცხვარი მას არ მოუყვანია.

 

3.9. მოწმე ა---------------–---–მა განმარტა, რომ ი------–ებს აღებული აქვთ სასაკლაო, სადაც მუშაობს 2012 წლიდან, არის მ-----------–-----ი. ახალი გახსნილი იყო სასაკლაო, ი------–ებმა აიღეს და ვიღაც ნ-----–--------ს დაავალეს, რომ შეეგროვებინა ცხვარი და ერთიანად მიეყვანა სასაკლაოზე. ცხვარი გლეხებმა მოიყვანეს და დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე იქ ტრიალებდნენ, ცხვარს აძოვებდნენ. გ---ს გარდა ბევრს ჰყავდა ცხვარი მიყვანილი, მათი სახელები აღარ ახსოვს. გ--- ახსოვს იმიტომ რომ მას გამოელაპარაკა, საერთო ნაცნობები ჰყავდათ. გ---მ 321 სული ცხვარი ჩააბარა. ცხვარი მან აწონა.

 

3.10. მოწმე ლ------------ამ განმარტა, რომ ნ-----–--------ს იცნობს 1995 წლიდან, მან უთხრა, რომ ცხვრებთან ჰქონდა შეხება და სთხოვა დახმარება, წარმომადგენელი იყავიო, ლ--------ას ცხვრები უნდა მიეთვალა და მიღება-ჩაბარების აქტები შეედგინა. ნ.კ-----მა ხელშეკრულება გააფორმა ი-------– კომპანიასთან, ცხვრები სოფელ გ-----------ში მდებარე ბოინში უნდა მიეთვლა, დეტელები არ იცის, როცა გამომძიებელმა გამოკითხა, ჩანაწერები ჰქონდა რამდენი ცხვარი ვისგან მიიღო. მან ერთი პარტია ჩაიბარა, ცხვრებს სათითაოდ ითვლიდა, მწყემსიც იქ იყო და ისიც ითვლიდა, ი------–ებს ჩანაწერი ჰქონდათ გაფორმებული, რამდენი ცხვარი ჩაიბარეს და ჩანაწერები ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა. ხ-------სთან მიმართებაში ცხვრების შესახებ არაფერი იცის, მას არანაირი დოკუმენტი არ მიუღია. ერთხელ დაურეკა გ---მ და უთხრა, რომ თანხას არ აძლევდნენ და ჰკითხა, შენ ხომ გიწერია რამდენი ცხვარი მყავდა და ხელი მომიწერეო, რაზეც მოუწერა ხელი, რადგან გ---ს მართლა ჰქონდა ჩაბარებული. როგორც ლ--------ასთვის ცნობილია, ს-----–---------------- სამინისტროდან ცნობა სჭირდებოდათ, რის გამოც ვერ მოხდა პირველივე მოყვანისას ცხვრების ჩაბარება, შემდეგ გააკეთეს ცნობა, ვინ გააკეთა არ ახსოვს.

 

3.11. მოწმე ნ-----–--------მა განმარტა, რომ მასთან მივიდა ნ------------–ი მეუღლესთან ერთად და სთხოვა შეხვედრაზე წასულიყო ერთ ბიზნესმენთან, რაც გააკეთა კიდეც. შემდეგ მარტო შეხვდა ი------– ბიზნესმენს, რომელმაც შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება. მან უთხრა, მე თქვენთან ვაწერ ხელს კონტრაქტს, მაგრამ, თუ გავიგე რომ თქვენს უკან არის ა-------–ი და მისი მეუღლე, ჩვენ შევხვდებით სასამართლოშიო. კონტრაქტის შინაარსი იყო ძალიან მძიმე, ერთ წლიანი კონტრაქტი იყო, 140 000 სული ცხვარი იყო ჩასაბარებელი, ამასთან 200 000 დოლარი იყო დასადები როგორც გარანტია. ა-------–ი თვლიდა, რომ იყო ძირითადი კონტრაქტორი. ნ---მ და მისმა მეუღლემ მიუყვანეს მას კონტრაქტორები, მათ შორის ხ------- ტ-----–---–იც, რომელიც შეისყიდიდა ცხვრებს და მისგან იყიდიდა თვითონაც. კონტრაქტორებთან შეხვედრა შედგა ჰ---–------ში. ტ-----–---–მა მიუყვანა ხალხი, რომლებიც ორ მილიონს დებდნენ გარანტიას და არა 200 000 დოლარს. ქალბატონი ხ------- ტ-----–---–ი ამ დროს ავად გახდა, მას დაესვა მძმე დიაგნოზი, მაგრამ ამბობდა, რომ მაინც შევასრულებ კონტრაქტსო. ი------–ები ითხოვდნენ კონტრაქტის შესრულებას თუ არა და ითხოვდნენ სანქციებს, შემდეგ ჩაბარების დღე დათქვეს ი------–ებმა, ტ-----–---–მა უთხრა, ასე უცებ ვერ შევასრულებო და ამის შემდეგ იყო, რომ ნ------------–მა მოიყვანა გ--- ხ----–---–ი და სხვები. გ--- ხ----–---–მა უთხრა, მე თანხები არ მაქვს, თორემ დანაკლისს შეგივსებო, რაზეც უთხრა არ ინერვიულო, მე დაგაფინანსებო და მისცა თანხა, კონტრაქტი რომ არ ჩაშლილიყო. 2013 წლის ივნისის თვეში გააფორმა ხელშეკრულება გ--- ხ----–---–ის ფირმასთან, რის თანახმად მას უნდა მოეწოდებნა ცხვარი. ერთი კილოგრამის ღირებულება უნდა ყოფილიყო დღგ-ს ჩათვლით 5 ლარი და 20 თეთრი. ამის მერე დაურეკეს და უთხრეს, რომ გ---მ მოიყვანა 321 სული ცხვარი, მაგრამ არ ქონდა შესაბამისი დოკუმენტები. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ აუცილებელი იყო ცხვარზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ჯანმრთელობის ცნობა, რის გამოც ნ.კ-----მა ცხვარი არ ჩაიბარა არც იურიდიულად და არც ისე. დოკუმენტები არ ჰქონდა, არც ქალბატონ ხ-------ს, რის გამოც ცხვარი გაჩერებული იყო ბოინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლოს მისმა ფირმამ ჩაიბარა 726 სული ცხვარი. 405 სული ცხვარი გაფორმებული იყო ა-----------------ზე და 321 გაფორმებული იყო მ-----------------ზე. მათგან ნ.კ-----მა მარტო ერთი ძმა ნახა, რომელმაც უთხრა, რომ ჩემი ძმა ავად არის და მინდობილობით ვმოქმედებო. ნ.კ-----მა არ იცოდა, რომ ამ 405 ცხვრიდან რაღაც რაოდენობა იყო ხ------- ტ-----–---–ის, არც ის იცოდა, რომ ამ ცხვრებში ნაწილი იყო გ--- ხ-----–---–ის, მერე გაიგო. ხ-------მ უთხრა, რომ მე შევისყიდე მ--------ებისგანო. ერთ კილოგრამ ცხვარში, როგორც ახსოვს უნდა გადაეხადა 5ლარის და 20 თეთრი, მაგრამ ვინაიდან იყო ქართული ცხვარი დღგ-ს გათვალისწინებით ანგარიშსწორება მოხდა 4 ლარზე და 57 თეთრზე. ხ------- ტ-----–---–ს ჩაურიცხა 726 სული ცხვრის თანხა 125 000 ლარის ოდენობით. ხ-------მ ა-------ს გადაუხადა ცხვრის ფული და აიღო საკუთარი ფული, მაგრამ დანარენი ფული რა უყო არ იცის.

 

3.12. მოწმე ა-–-------------------–---–მა განმარტა, რომ 2013 წელს იურისტად მუშაობდა ი-------– კომპანია ფ-------------------ში, რომელშიც შედიოდა რამოდენიმე კომპანია, მათ შორის „ფ---------------------–----ი“, რომლის საქმიანობა იყო საქონლის შეძენა და მისი რეალიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. პერიოდი იყო როცა აღებული ჰქონდათ სასაკლაო, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ჰალილის წესით ცხვრის დაკვლას და მის ექსპორტს ი----------–------ რესპუბლიკაში. სასაკლაო იყო გ----------------------------–-------------ში. 2013 წელს მათ დადეს რამდენიმე ხელშეკრულება, მათ შორის იყო „ნ---------–თან“ დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო სტანდარტული, რაც მათ პირობებსა და მოთხოვნებს შეესაბამებოდა. ნ-----–--------ს ხელშეკრულების თანახმად უნდა წარედგინა 140 000 სული ცხვარი, მაგრამ მან თავისი ვალდებულება ერთჯერადად შეასრულა, 726 ცხვარი მიიყვანა, დაახლოებით 140 000 ლარი ჩაურიცხეს. მათი მოთხოვნა იყო ის რომ ერთჯერადად უნდა მიეყვანათ 600 ცხვარი, რადგან ერთ დაკვლაზე იკვლებოდა 600 სული ცხვარი, კონტეინერში იდებოდა და დაკვლიდან 72 საათში ი----ში უნდა ყოფილიყო, შესაბამისად მათთვის 700 სული ცხვრის მიყვანა არ იყო მომგებიანი. მთავარი მოთხოვნა იყო წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესყიდვის აქტი, იმის გასარკვევად წარმოშობა ქართული იყო თუ ს--------ი, იმიტომ რომ ხელშეკრულება მოიცავდა 50 % ცხვრის ს---------იდან წარმოდგენას, ს---------იდან წარმოდგენილ ცხვარზე იხდიდნენ დღგ-ს თანხას, ადგილობრივ ცხვარზე ფასი სხვა იყო, რადგან დამატებითი ღირებულებისაგან გათავისუფლებული იყო. ს--------ი წარმომავლობის ცხვარზე უნდა გადაეხადათ 5.40 ლარი, ცხვარი დაახლოებით ორი კვირა იყო. მათ მოიტანეს საბუთები, ფიზიკური პირებისაგან ჰყავდა ნაყიდი კომპანიას და იქიდან ჰყავდა შეძენილი „ნ---------–ს“. ცნობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მან მოატანინა, ცნობა ცხვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ მოიტანეს, ამიტომაც მოატანინეს, ს-----–---------------- სამინისტროდან ცნობა იმის შესახებ, რომ იმ რაიონში ჯილეხი და სხვა დაავადებები გავრცელებული არ იყო.

 

3.13. მოწმე ა------------–--ემ განმარტა, რომ 2010 წლის ოქტომბრის თვიდან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–------------------------------–---- გამომძიებელი, 2013 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გამოძიება მოქალაქე გ--- ხ----–---–ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, გ--- ხ----–---–ი ხ-----------------ესა და ნ-----–--------ს ედავებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაყალბებას. მის წარმოებაში საქმე რამოდენიმე თვის მანძილზე იყო, შესაბამისად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

3.14. მოწმე ლ---------ამ განმარტა, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–------------------------------–---- დ-----------------–--–- გამომძიებლის თანამდებობაზე, სისხლის სამართლის საქმე ეწერა ა------------–--ეს და მისი დეკრეტულ შვებულებაში გასვლის გამო გადაეწერა მას. ლ-------ამ გაგრძელა გამოძიება, დაკითხა მოწმეები, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, ხ-----------------ეს წარუდგინა ბრალი, დაასრულა გამოძიება.

 

3.15.ბრალდებულმა ხ-----------------ემ განმარტა, რომ 2013 წლის მარტის თვეში მას დაუკავშირდა ნ-----–-------------–ი და მისი მეუღლე ნ------–--------------ე და სთხოვეს შეეგროვებინა ცხვრები. ამ ამბავმა, რომ ჩაიარა, რამოდენიმე ხანში, დაუკავშირდა ნ------–--------------ე, რომელმაც გააცნო ნ-----–--------ი, იმ მიზნით, რომ ი-------–ი კომპანიისთვის ჩასაბარებლად შეეძინათ ცხვრები. კონტრაქტი გააფორმეს მაისის თვეში. კვირაში უნდა მიეწოდებინა 600 დაკლული ცხვარი, აქედან 50 პროცენტი უნდა ყოფილიყო ს--------ი წარმომავლობის ცხვარი, ხოლო 50 პროცენტი ქართული. ივნისის შუა რიცხვებში დაურეკა ნ-----–--------მა, ხ----------ესთან მივიდნენ ნ-----–-------------–ი და ნ------–--------------ე და უთხრეს, რომ ეს იყო საცდელი პარტია და ამის მერე ი-------–ი მხარე გამოიტანდა დასკვნას ხარჯის გათვალისწინებით. დაიწყო ცხვრების შეძენა. პირველი პარტია 94 სული ცხვარი შეიძინა ვ-----------ნში. ნ-----–--------ს ასევე კონტრაქტი ჰქონდა გ--- ხ----–---–თან და ი--------------ესთან. ვინაიდან ჭირდა ქართული ცხვრების მოძიება, მათი მხრიდან ცხვრების მოყვანაზე ხ----------ეს უარი არ უთქვამს. მოაგროვეს ცხვრები, მაგრამ მოხდა ისე, რომ 22 დღე ცხვრები ასფალტზე ჰყავდათ, წონაში მოიკლეს, საკუთარი ხელით აჭმევდა. ხ-----------------ემ და გ--- ხ----–---–ის კომპანიამ ელექტრონული ზედნადებით ჩააბარეს ცხვრები, ხოლო ა-----------------ის ცხვრებზე მიღება-ჩაბარების აქტები შეადგინა ხ-------მ. 2013 წლის 9 ივლისს ა-----------------ისა და მ-----------------ის სახელზე შეავსო ანგარიშფაქტურა, 405 ცხვარზე მინდობილობა ჩამოიტანა ა-----------------მა მ-----------------ის მიერ გაცემული, რომლითაც ა-------ს ჰქონდა ხელის მოწერის უფლება და ასე აპირებდა ხ------- ცხვრების ჩაბარებას. როდესაც მასთან მივიდა ნ-----–--------ი და უთხრა, რომ ცხვარი არ ჩაიბარეს, ვინაიდან დღგ-ის ჩათვლით ითხოვენ ი------–ებიო. ბრალდებულის კომპანია შპს ,,ნ-----“ იყო დღგ-ს გადამხდელი და მან გადაწყვიტა თავის თავზე აეღო 405 ცხვრის ანაგარიშ-ფაქტურის ჩაბარება. ნ-----–-------------–მა სთხოვა, რომ დანარჩენი ცხვარიც აიღე შენ თავზეო, რაზეც მას უარი არ უთქვამს. ასეც მოიქცა, აიღო ანგარიშ-ფაქტურა, მაგრამ ამას წინ უსწრებდა თანხის გასწორებასთან არსებული პრობლემა, 5 ლარი და 20 თეთრი ეწერა ქართულ ცხვარზე და 5 ლარი და 40 თეთრი ე------დან ჩამოყვანილ ცხვარზე დღგ-ს ჩათვლით. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა, წავიდა დაიწყო ჩივილი. სანამ რაღაცეების გარკვევას ცდილობდა გ--- ხ----–---–მა დაიწყო პოლიციაში ჩივილი, თითქოს ბრალდებული იყო აგენტი და ქურდებთან იყო შეკრული. შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და წავიდა სამკურნალოდ, მოუწია ქიმიის გაკეთება. ამასობაში გ--- ხ----–---–მა კონტრაქტი ჩამოართვა.

 

პროკურორის შეკითხვაზე ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ მას ჰქონდა შპს ,,ნ-----”, ნ-----–--------ს შპს ,,N-------”, და გ--- ხ----–---–ს ,,T------------”. 321 სული ცხვარი იყო ოთხი მწყემსის, რომელსაც წარმოადგენდა გ--- ხ----–---–ი, ა-----------------ის იყო 311 სული, ხოლო მ-----------------ის 328 ცხვარი. 2013 წლის 9 ივლისს დათარიღდა აქტი #-, რომლის თანახმადაც ა-----------------მა ჩააბარა 405 ცხვარი, ამავე დღეს შედგა მიღება- ჩაბარების აქტი #--, რომელზეც მ-----------------ის სახელით მოაწერა ხელი ა-----------------მა და ჩააბარა 321 ცხვარი. მან ჯამში 721 ცხვარი მიითვალა და წავიდა სახლში. დღეს იცის, რომ ყოფილა გ--- ხ----–---–ის მიყვანილი ცხვარი, მაგრამ მაშინ ცხრამეტ რიცხვამდე ამის შესახებ არ იცოდა. ა-----------------ს მისცა 72 000 ათასი ლარი. რჩებოდა არა 321 ცხვრის თანხა არამედ უფრო ნაკლების და ა-----------------თან არის ვალდებული. არ არსებობს ერთი საბუთიც, რაც ადასტურებს რომ ცხვრები ეკუთვნის გ--- ხ----–---–ს. ბრალდებული აღიარებს ვალს, მაგრამ არა გ--- ხ----–---–ისას. შპს ,,N-------”-ზე ჩარიცხული 125 000 ლარიდან 23 200 გაიტანა თავისი ცხვრების, 72 000 მისცა ა-----------------ს, დანარჩენი დაიტოვა თვითონ, რაც ბეს სახით გამოიყენა სხვა ცხვრების შესაძენად, უნდოდა შემდეგი ბიზნესისთვის. ა-----------------ისთვის დარჩენილი ფული არ მიუცია, არც სხვა არავისთვის არაფერი არ მიუცია. მას აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ პირიქით გ--- ხ----–---–მა შპს ,,ნ-----” დააზარალა. აღიარებს მწყემსების ვალს, 13 000 ლარს, მაგრამ გ--- ხ----–---–ის ვალი არ გააჩნია.

 

3.16. ს----------–----–--------------------------–----------------------------------–--- ექსპერტის N--------------- დასკვნით (3.07.2015):

 

2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი N- (ტომი 3. ს.ფ.82) დამზადებულია სამრავლებელი აპარატის გამოყენებით; დოკუმენტზე ბეჭდის ანაბეჭდები გადატანილია არა რაიმე ტექნიკური საშუალებით, არამედ დატოვებულია ჩვეულებრივ, მრგვალი ბეჭდის დოკუმენტზე უშუალო შეხებით;

 

2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების N- აქტზე (ტომი 3. ს.ფ.82) ქვედა მარჯვენა მხარეს პ-------------- ქვეშ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ა-----------------ის მიერ;

 

2013 წლის 26 ივლისით დათარიღებული შედარების აქტზე (ტომი 3. ს.ფ.83) არსებული ტექსტი შესრულებულია საწერი საშუალების უშუალოდ ქაღალდზე შეხებით;

 

2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების N- აქტზე (ტომი 3. ს.ფ.82) არსებული ხელნაწერი და ქვედა მარცხენა მხარეს გრაფაში: „დირექტორი“ ხ.ტ-----–---–ის გვარით არსებული ხელმოწერა და 2013 წლის 26 ივლისით დათარიღებული შედარების აქტის ხელნაწერი ტექსტი შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ;

 

2013 წლის 9 ივლისით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების N- აქტზე (ტომი 3. ს.ფ.82) არსებული ხელნაწერი და ქვედა მარცხენა მხარეს გრაფაში: „დირექტირი“ ხ.ტ----–---–ის გვარით არსებული ხელმოწერა, ასევე 2013 წლის 26 ივლისით დათარიღებული შედარების აქტის ხელნაწერი ტექსტი ხ-----------------ე-ტ-----–---–ის მიერ.

 

2013 წლის 26 ივლისით დათარიღებული შედარების აქტი N- (ტომი 3. ს.ფ.84) დამზადებულია სამრავლი აპარატის (მათ შორის კომპიუტერული ტექნიკის) გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ.

 

3.17. ს----------–----–--------------------------–----------------------------------–--- ექსპერტის N------- დასკვნით (3.09.2015):

 

1)2013 წლის 28 ივნისის N- ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული ოპერაციიდან საქმის მასალების მიხედვით შპს T------------“-ს (დირექტორი გ--- ხ----–---–ი) შპს „N-------“-საგან (დირექტორი ნ-----–--------ი) ეკუთვნის 69 706 ლარი;

 

2)შპს „ნ-----ს“ მიერ შპს „N-------“-დან ჩარიცხული 125 000 ლარიდან საქმის მასალების მიხედვით ა-----------------ზე გაცემულია 72 000 ლარი, ფიზიკურმა პირმა ხ------- ტ-----–---–მა მიიღო კუთვნილი 15 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ხარჯვაზე, რომელმაც შეადგინა 37 750 ლარი, არანაირი დოკუმენტაცია არ არის წარდგენილი.

 

აღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა---------------ამ და დ------------------ამ.

 

3.18.2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულება N--ის თანახმად შპს „N-------“-სა (წარმომადგენილი დირექტორი ნ-----–--------ი, შემდგომში შემსყიდველი) და შპს T------------“-ს (წარმომადგენილი დირექტორი გ--- ხ----–---–ი, შემდგომი მიმწოდებელი) დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს T------------“-ს შპს „N-------“-სათვის კვირაში უნდა მიეწოდებინა 500-დან 1000-მდე ერთეული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი), საქონლის მიწოდების ადგილია საქართველო, ქ--------------------–--------------, ერთი კილო ცოცხალი წონის ფასი შეადგენდა 5.20 ლარს, ფასში შედის საქონლის ტრანსპორტირება (მიტანა) მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილას. მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხელშეკრულების მიხედვით უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილას საქონლის მიტანისას და აწონვის შემდეგ უნდა განხორციელდეს მიწოდებული საქონლის ღირებულების 20 %-ის ანგარიშსწორება, ხოლო დარჩენილი საქონლის ღირებულების აგნგარიშსწორების განახორციელებდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 4 საბანკო დღეში.

 

3.19.2013 წლის 28 ივნისს ხელშეკრულების მიხედვით შპს T------------“ის (დირექტორი გ--- ხ----–---–ი, შემდგომში დამკვეთი) და გ----------------–---–ს (შემდგომში მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გ----------------–---–ი იღებს ვალდებულებას მოახდინოს თავისი სახელით მოქმედებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დამკვეთისათვის მისაწოდებლად, დამკვეთი ვალდებულებას იღებს გადაიხადოს მომსახურების საფასური. ხელშეკრულება N- დანართის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ცოცხალი ცხვარი, რომელიც უნდა მიეწოდოს დამკვეთს სავარაუდოდ კვირაში 600 დან 1000 სულამდე ქ.----------------------–-------------ის ტერიტორიაზე.

 

3.20. 2013 წლის 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი N--ის მიხედვით, აქტი შედგა ერთი მხრივ შპს T------------“-ის (---------- დირექტორ გ--- ხ----–---–ს (შემდგომში მომწოდებელი), ხოლო მეორეს მხრივ შპს „N-------“-ის (---------- დირექტორ ნ-----–--------ის წარმომადგენელ ლ------------ას (შემდგომში მიმღები) შორის მასზედ, რომ მიმწოდებელმა მიმღებს მიაწოდა 321 სული ცხვარი, საერთო ცოცხალი წონით 13 405 კგ, ხოლო მიმღებმა მიიღო ის და პრეტენზია არ გააჩნია, ხარისხზე, წონასა და საქონლის მდგომარეობაზე (თანახმად ხელშეკრულებისა N-, 28 ივნისი, 2013 წელი). აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ მხარეები - მიმღები ლ------------ა და მომწოდებელი გ--- ხ----–---–ი.

 

3.21. 2013 წლის 3 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი N--ის მიხედვით, აქტი შედგა ერთი მხრივ შპს T------------“-ის დირექტორ გ--- ხ----–---–ს (შემდგომში მომწოდებელი), ხოლო მეორეს მხრივ შპს „N-------“-ის დირექტორ ნ-----–--------ს (შემდგომში მიმღები) შორის მასზედ, რომ მიმწოდებელმა მიმღებს მიაწოდა 321 სული ცხვარი, საერთო ცოცხალი წონით 13 405 კგ, 69 706 ლარის ღირებულების, ხოლო მიმღებმა მიიღო ის და პრეტენზია არ გააჩნია, ხარისხზე, წონასა და საქონლის მდგომარეობაზე (თანახმად ხელშეკრულებისა N-, 28 ივნისი, 2013 წელი). აღნიშნულ აქტს ხელს აწერენ მომწოდებელი გ--- ხ----–---–ი, მოწმეები - გ----------------–---–ი (პ--------------), ა-----------------ი (პ--------------), უ---------------ი (პ--------------), მიმღები ნ.კ-----ის ხელმოწერა აქტზე არ ფიქსირდება.

 

3.22.სასაქონლო Nე-–----------- ზედნადების თანახმად, 2013 წლის 4 ივლისს შპს „T------------“-ის მიერ შპს „N-------“-ის მიერ მიწოდებულია ცოცხალი ცხვარი, საერთო წონით 13 405 კგ, ღირებულების 69 709 ლარის (1 კგ ცოცხალი წონის ფასი 5.20) მითითებით.

 

3.23. 2013 წლის 1 მაისის N---------- ხელშეკრულება გაფორმდა ერთის მხრივ შპს „P-------------------“-სა (წარმომადგენელი შ-------–----–---------ის მიერ, შემდგომში შემსყიდველი) და მეორეს მხრივ შპს „N-------“ -ს (დირექტორი ნ-----–--------ი, შემდგომში მიმწოდებელი) შორის, რომლის მიხედვითაც შპს „P-------------------“-სთვის შპს „N-------“-ს უნდა მიეწოდებინა მსხვილფეხა საქონელი - ცხვარი, 1 კგ ცოცხალი წონის ფასი 5.40 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

 

3.24. 2013 წლის 12 აპრილის ხელშეკრულება N--ის მიხედვით ერთის მხრივ შპს „N-------“-ისა (შემდგომში შემსყიდველი“, წარმოდგენელი მისი დირექტორის ნ-----–--------ის მიერ) და მეორეს მხრივ შპს „ნ-----ს“ (წარმოდგენილი მისი დირექტორის ხ------- ტ-----–---–ის სახით, შემდგომში მიმწოდებელი) შორის მიღწეული იქნა შეთანხმება მასზედ, რომ მიმწოდებელი ყიდის, ხოლო შემსყიდველი ყიდულობს წვრილფეხა საქონელს ცოცხალ მდგომარეობაში, შემდგომში წოდებული, როგორც საქონელი. ცხვრის სავარაუდო რაოდენობაა 140 000 ერთეული. ერთი კილოგრამი ცოცხალი წონის ფასი შეადგენდა 5.20 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

3.25. 2013 წლის 9 ივლისის მიღება ჩაბარების აქტი N--ის მიხედვით, აქტი შედგა ერთის მხრივ ა-----------------ს (პ-------------, მცხოვრები ს--–------------ი, ნ----–-------------------------–--------ში) და მეორეს მხრივ შპს „ნ-----“ (------- შორის მასზედ, რომ ა-----------------მა გაყიდა, ხოლო შპს „ნ----მ“ იყიდა 405 სული ცხვარი, საერთო თანხით 87 378 ლარი. აქტში მითითებულია რომ შპს „ნ----მ“ გადაიხადა კონსიგნაციით. აქტს ხელს აწერენ შპს „ნ-----“ დირექტორი ხ------- ტ-----–---–ი და ა-----------------ი.

 

3.26. 2013 წლის 9 ივლისის მიღება ჩაბარების აქტი N--ის მიხედვით, აქტი შედგა ერთის მხრივ მ-----------------ს (პ--------------, მცხოვრები ს--–------------ი, ნ----–-------------------------–--------ში) და მეორეს მხრივ შპს „ნ-----“ (------- შორის მასზედ, რომ მ------- მ--------მა გაყიდა, ხოლო შპს „ნ----მ“ იყიდა 321 სული ცხვარი, საერთო თანხით 70 478 ლარი. აქტში მითითებულია რომ შპს „ნ----მ“ გადაიხადა კონსიგნაციით. აქტს ხელს აწერს შპს „ნ-----“ დირექტორი ხ------- ტ-----–---–ი და მ-----------------ის სახელით ა-----------------ი.

 

3.27. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ფ----------------------–-----------–-------------------–----------------–---------–------------------–------------–-- რწმუნებულის ვ.ა-–--------ი მის მიერ 2013 წლის 9 ივლისს გაცემული ცნობით ადასტურებს, რომ სოფელ ფ----–ი მცხოვრებ მ-----------------ს, დაბადებული 2--------- წელს, პ--------------, საკუთრებაში, სოფელში რწმუნებულისა და ვეტერინარის მიერ ჩატარებული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ჰყავს სამას ოცდაერთი თავი ცხვარი.

 

3.28. ნ----–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ფ----------------------–-----------–-------------------–----------------–---------–------------------–------------–-- რწმუნებულის ვ.ა-–--------ი მის მიერ 2013 წლის 9 ივლისს გაცემული ცნობით ადასტურებს, რომ სოფელ ფ----ში მცხოვრებ მ-----------------ს, დაბადებული 0--------- წელს, პ--------------, საკუთრებაში, სოფელში რწმუნებულისა და ვეტერინარის მიერ ჩატარებული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, ჰყავს ოთხას ხუთი თავი ცხვარი.

 

3.29. ს----------–----------–---------------- სამინისტროს, ს---------------------–--------------------------------–------ შემსრულებლის თ---------–------ის 2013 წლის 8 ივლისს გაცემული N----------- წერილით ირკვევა, ნ----–-------------------------–-------ში 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 8 ივლისამდე განსაკუთრებით საშიში ინფექციური (ჯილეხი, თურქული, ცოფი, ბრუცელოზი) დაავადებების გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია.

 

3.30. 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი N--ით, მიღება ჩაბარების აქტი შედგა, ერთი მხრივ შპს „ნ-----ს“ (---------- და მეორეს მხრივ შპს „N-------“-ს (ს-----------) შორის, მასზედ, რომ შპს „ნ-----მ“ გაყიდა, ხოლო შპს „N-------“-მა იყიდა 726 სული ცხვარი, საერთო ცოცხალი წონით 30 357 კილოგრამი (2013 წლის 12 აპრილის N- ხელშეკრულების საფუძველზე, 1 კგ ცხვარი 5.20 ლარი), საერთო თანხით 157 856 ლარი და 40 თეთრი. აქტში მითითებულია, რომ შპს „N-------“-მა უნდა გადაიხადოს უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო შპს „ნ----მ“ უნდა მიიღოს 157 856 ლარი და 40 თეთრი. ანალოგიურია მითითებული 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული 2013 წლის 12 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული N- ხელშეკრულების დანართში, მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერენ ნ-----–--------ი და ხ------- ტ-----–---–ი.

 

3.31. 2013 წლის 10 ივლისით დათარიღებული მიწოდებული საქონლის მიღება ჩაბარების აქტი (2013 წლის 1 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული #---------- ხელშეკრულების დანართი) შედგენილია 726 ცხვარის მიწოდების თაობაზე, რასაც ხელს აწერენ მიმწოდებლის წარმომადგენელი ლ------------ა (პირადი N-----------), შემსყიდველის წარმომდგენელი ს--------------------------------------------- (პ-------------).

 

3.32. საგადასახადო დავალება N-------ის მიხედვით შპს „ფ---------------------–----იმ“ (ს------------) 2013 წლის 15 ივლისს შპს „N-------“-ს ჩაურიცხა შეძენილი საქონლის ღირებულება 138.921 ლარი ოდენობით.

 

3.33. 2013 წლის 17 ივლისის გაცემული მინდობილობით მ-----------------მა (დაბადებული 2--------- წ. პირადი N----------6, მისამართი ნ----–-----ა, სოფ.ფ----) როგორც მარწმუნებელმა უფლებამოსილება მიანიჭა რწმუნებულ ა-----------------ს (დაბადებული 0--------- წ. პირადი N-----------) აწარმოოს მ-----------------ის პირადი საქმე მისი კუთვნილი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გაყიდვასთან/გასხვისებასთან დაკავშირებით, წარადგინოს და მოითხოვოს განცხადებები, საარქივო ცნობები, ამონაწერები, გააფორმოს ყველა შესაბამისი (ნასყიდობის, ჩუქების და სხვა) ხელშეკრულება და ხელი მოაწეროს მას, მიიღოს ნასყიდობის საფასური, ფულადი თანხებისა და დივიდენდების სახით, იყოს მისი წარმომადგენელი ნებისმიერ ფიზიკური და იურიდიული პირის წინაშე, წარადგინოს მისი ინტერესები, სანოტარო და ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში, საჭიროებისამებრ შეასრულოს აღნიშნული გასხვისებისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება. წარადგინოს და მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და საბუთი, მოაწეროს ხელი მისი სახელით შესაბამის დოკუმენტებს, გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ბაჟი და მოსაკრებელი.

 

3.34. შპს „N-------“-ს საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2013 წლის 19 ივლისს შპს „ნ-----“ საქონლის ღირებულების თანხა 125 000 ლარი გადაერიცხა შპს „N-------“-ის მიერ. იმავე დღეს შპს „ნ-----“ ანგარიშიდან ხ------- ტ-----–---–ის მიერ გატანილი იქნა 124,750 ლარის ოდენობით.

 

3.35. შპს „ნ-----“ 2013 წლის 19 ივლისით დათარიღებული სალაროს გასავლის N------ ორდერის მიხედვით ა-----------------მა მიიღო თანხა 87 378 ლარის ოდენობით.

 

3.36. 2013 წლის 26 ივლისის შედარების აქტის მიხედვით, აქტი შედგა შპს ნ-----ს“ დირექტორს ხ------- ტ-----–---–სა და მეორეს მხრივ მ-----------------ის მინდობილ პირს რ--------------ეს შორის (მინდობილობა N---------) იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 26 ივლისის მდგომარეობით შპს „ნ-----“ აქვს დავალიანება მ-----------------ის 321 ცხვრის ღირებულება, ცოცხალი წონით 13553 კილოგრამი, 1 კილოგრამის ფასი 5.20 ლარი, სულ 70 487 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოიშვა 2013 წლის 28 ივნისს მ-----------------ის მიერ მიყვანილი ცხვრის ღირებულებიდან, რომლის მიღება ჩაბარების აქტის შედგენა შეფერხდა 9 ივლისამდე და შემდგომ გაფორმდა ამავე თარიღით და არ არის ანაზღაურებული 26 ივლისის ჩათვლით, თანხა გასტუმრებული იქნება შპს „ნ-----“ მიერ 2013 წლის 15 აგვისტომდე. აქტს ხელს აწერენ ხ------- ტ-----–---–ი და თ--------------ე .

 

3.37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

3.38. ამდენად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

3.39. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ საზოგადოების ანგარიშზე 2013 წლის 19 ივლისს შპს ,,N-------”-ის მიერ ჩარიცხული თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „T-------------“-ს დირექტორ გ--- ხ----–---–ის კუთვნილი 37 750 ლარი, რითაც გ--- ხ----–---–ს მიადგა 37 750 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულმა ხ-----------------ემ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და გამოიყენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.40. დაზარალებულ გ--- ხ----–---–ის და მოწმე ნ-----–--------ის ჩვენებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2013 წლის 28 ივნისით დათარიღებული ხელშეკრულება N--ით დადასტურებულია, რომ ნ-----–--------ის შპს „N-------“-სა გ--- ხ----–---–ის შპს T------------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს T------------“-ს შპს „N-------“-სათვის კვირაში უნდა მიეწოდებინა 500-დან 1000-მდე ერთეული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი), საქონლის მიწოდების ადგილი საქართველო, ქ--------------------–--------------, ერთი კილო ცოცხალი წონის ფასი შეადგენდა 5.20 ლარს, ფასში შედიოდა საქონლის ტრანსპორტირება (მიტანა) მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილას.

 

გ--- ხ----–---–ის და მოწმეების - თ--------------ის, გ----------------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ გ--- ხ----–---–მა ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორის მეშვეობით დაიწყო ცხვრის შეგროვება და 321 სული ცხვარი ჩასაბარებლად მიიყვანა სოფელ გ-----------ში არსებულ ბოინთან.

 

გ--- ხ----–---–ის მიერ ცხვრის ბოინთან მიყვანას ადასტურებენ ასევე მოწმეები: ნ------------–ი, რომელის ჩვენებითაც დადგენილია, რომ მათ სამი კონტრაქტორი მოიძიეს, ესენი იყვნენ - ხ------- ტ-----–---–ი, ი--------------ე და გ--- ხ----–---–ი, ხ-------მ მიიყვანა 96 სული ცხვარი, მერე გ---მ და ვ----მაც მიიყვანეს, ჯამში 726 სული ცხვარი; მოწმე ა-----------------ი, რომელმაც განმარტა ბოინში ჩასაბარებლად ცხვარი მიყვანილი ჰყავდა გ--- ხ----–---–ს, თ-----ის და ხ-------ს, მოწმე ნ-----–--------ის ჩვენებით, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ გ--- ხ----–---–მა ბოინში 321 სული ცხვარი მიიყვანა.

 

მოწმე ლ------------ას ჩვენებით, რომელიც იყო ნ-----–--------ის წარმომადგენელი, ბოინში ითვლიდა ცხვრებს და ადგენდა მიღება-ჩაბარების აქტებს დაადასტურა, რომ გ--- ხ----–---–მა ნამდვილად ჩააბარა 321 სული ცხვარი, ამის შესახებ მას მონიშნული ჰქონდა, რის საფუძველზეც შემდეგ უკვე გ--- ხ----–---–ს ხელი მოუწერა დოკუმენტზე, რაც ასევე დადასტურებულია მიღება-ჩაბარების 2013 წლის 3 ივლისს შედგენილი აქტი N--ით, რომელსაც ხელს აწერენ მოწმეები - გ----------------–---–ი, ა-----------------ი და უ---------------ი და 2013 წლის 4 ივლისს შედგენილი მიღება ჩაბარების აქტი N--ით, რომელსაც ხელს აწერენ გ-------------–---–ი და ლ------------ა. მოწმე ა---------------–---–ის ჩვენებით, გ--- ხ----–---–ს ბოინში მიყვანილი ჰყავდა 321 სული ცხვარი, რომელიც მან აწონა. დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ბოინში ჩასაბარებლად ცხვარი მიყვანილი ჰყავდათ ხ-----------------ეს, გ--- ხ----–---–ს და ვ--------------ეს, ამ უკანასკნელს ა-----------------ის ცხვარი ჰყავდა მიყვანილი;

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურებულია ასევე ის ფაქტი, რომ გ--- ხ----–---–ს, ხ------- ტ-----–---–ს და ი--------------ეს ცხვარი მიყვანილი ჰყავდათ ნ-----–--------ისთვის, რომლის ფირმასაც შპს „N-------“-ს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ი-------– კომპანიასთან შპს „P-------------------“-სთან (2013 წლის 1 მაისის N----------- ხელშეკრულება) და უნდა უზრუნველეყო მათთვის ცხვრების მიყიდვა;

 

დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ცხვრის მეპატრონეებს არ ჰქონდათ სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რის გამოც ცხვრის ჩაბარების პროცესი გაჭიანურდა;

 

ასევე საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 2013 წლის 9 ივლისს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი N- და N--ით, დადგენილია, რომ ჯამში 726 ცხვარი ჩაბარდა ა-----------------ის და მ-----------------ის სახელით ხ-----------------ის ფირმას, რომელმაც თავის მხრივ ნ-----–--------ის შპს „N-------“-ს მიჰყიდა 726 სული ცხვარი.

 

მოწმე ა-----------------ის ჩვენებით, მან თავისი ცხვარი წამოიყვანა ნ----–-------------------------–--------დან და ჩაიყვანა სოფელ გ-----------ში არსებულ ბოინთან, შემდეგ მან თავისი ძმის მ-----------------ის ცხვარიც ჩამოიყვანა, ჯამში დაახლოებით 640 სული ცხვარი, რაც ვერ ჩააბარა, ვინაიდან საკუთრების დამადასტურებელი ცნობა იყო საჭირო, ცნობის აღების შემდეგ მას უთხრეს, ჯამში 600 ცხვარი უნდა მიეღოთ, იქ ცხვარი მიყვანილი ჰყავდა ხ-------ს, გ---ს და თ-----ის, რის გამოც მან ჩააბარა მხოლოდ თავისი კუთვნილი ცხვარი, ხოლო თავისი ძმის ცხვარი ვერ ჩააბარა და უკან წაიყვანა. მან ასევე დაადასტურა, რომ ცნობა 405 სულ ცხვარზე აიღო, სადაც 311 სული ცხვარი იყო მისი, 94 სული ხ-----------------ის, მისი ძმის სახელით აიღო ცნობა 321 სული ცხვრის საკუთრების შესახებ, მაგრამ მისი ძმის ცხვარი არ ჩაუბარებიათ. მ-----------------ი ასევე განმარტავს, რომ მას ნ---მ და ხ-------მ უთხრეს, რომ ცნობები იყო საჭირო ცხვრების ჩასაბარებლად, მან ხელი მოაწერა დოკუმენტებზე თავისი ძმის სახელით, ისე, რომ დოკუმენტების შინაარსი არ იცის;

 

გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტი N--ზე, რომლის მიხედვითაც მ-----------------სგან შპს „ნ----მ“ იყიდა 321 სული ცხვარი, ა-----------------ს აქვს ხელი მოწერილი. აღნიშნული ფაქტი არ უარყო არც ბრალდებულმა მის მიერ მიცემულ ჩვენებაში, მაგრამ ახსნა იმით, რომ ა-----------------ს მინდობილობა ჰქონდა მისი ძმისგან მ-----------------ისგან და მას მ-----------------ის ნაცვლად ხელმოწერის უფლება ჰქონდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან, მინდობილობა გაცემულია 2013 წლის 17 ივლისს, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ა-----------------ს მისი ძმის მაგივრად ხელმოწერის უფლება მიღება ჩაბარების აქტის შედგენის დროს ჰქონდა უსაფუძვლოა.

 

მ-----------------ი თავისი ჩვენებით ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ ივნისი-ივლისის თვის პერიოდში მისმა ძმამ - ა-----------------მა ჩასაბარებლად წამოიყვანა მისი კუთვნილი 328 სული ცხვარი, რაც 4-5 დღეში უკან მიუყვანა და უთხრა, არ ჩაიბარესო, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ მ-----------------ის ცხვრები დოკუმენტების შედგენისა და ჩაბარებისას ბოინში უკვე აღარ იმყოფებოდა, ხოლო მისი შემდგომი ჩამოყვანის ფაქტი, მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება.

 

მოწმე ი--------------ის ჩვენებით, ნ-----–--------ისათვის ცხვრის ჩაბარების მიზნით, დაუკავშირდა ა-------ს, რომელსაც ჰყავდა ცხვარი და მისი ცხვარი გ-----------ში ბოინთან ჩამოიყვანეს. 2013 წლის 9 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებით ხ------- ტ-----–---–ს ა-----------------ისგან ჩაბარებული აქვს 405 სული ცხვარი, მ-----------------ის 321 სული ცხვარი, მაგრამ მან და ა-----------------მა ჩამოიყვანეს დაახლოებით 300 სული ცხვარი, მ-----------------ს არ იცნობს, არ უნახავს და არანაირი ცხვარი მას არ ჩამოუყვანია.

 

2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი N--ის მიხედვით შპს „ნ----მ“ გაყიდა, ხოლო შპს „N-------“-მა იყიდა 726 სული ცხვარი, საერთო ცოცხალი წონით 30 357 კილოგრამი (2013 წლის 12 აპრილის N- ხელშეკრულების საფუძველზე, 1 კგ ცხვარი 5.20 ლარი), საერთო თანხით 157 856 ლარი და 40 თეთრი.

 

2013 წლის 10 ივლისით დათარიღებული მიწოდებული საქონლის მიღება ჩაბარების აქტი (2013 წლის 1 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული #---------- ხელშეკრულების დანართი) შედგენილია 726 ცხვრის მიწოდების თაობაზე, რასაც ხელს აწერენ მიმწოდებლის წარმომადგენელი ლ------------ა, შემსყიდველის წარმომადგენელი ს---------------------------------------------.

 

საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ 2013 წლის 15 ივლისს შპს „ფ---------------------–----იმ“ (ს------------) შპს „N-------“-ს ჩაურიცხა შეძენილი საქონლის ღირებულება 138.921 ლარი ოდენობით. შპს „N-------“-ს საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2013 წლის 19 ივლისს შპს „ნ-----“ საქონლის ღირებულების თანხა 125 000 ლარი გადაერიცხა შპს „N-------“-ის მიერ. იმავე დღეს შპს „ნ-----“ ანგარიშიდან ხ------- ტ-----–---–ის (ქ--------ის) მიერ გატანილი იქნა თანხა 124,750 ლარის ოდენობით.

 

2013 წლის 19 ივლისით დათარიღებული შპს „ნ-----“ სალაროს გასავლის N------ ორდერის მიხედვით ა-----------------მა მიიღო თანხა 87 378 ლარის ოდენობით, რაზეც ა-----------------მა მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მან ხელი მოაწერა 87 000 ლარის მიღებაზე, მაგრამ სინამდვილეში 72 000 ლარი აიღო, 15 000 ლარი იყო ხ-------ს 94 ცხვრის ფული და მან აიღო, რაც ფულის გადაცემისას განუმარტეს. ხ------- და მის ძმა - მ-----------------ი ერთმანეთს არ იცნობენ, მისი ძმისთვის ხ-------ს ფული არ ჩაურიცხავს.

 

ბრალდებული სასამართლოში მიცემული ჩვენებით, უარყოფს მის მერ გ--- ხ----–---–ის ცხვრების ჩაბარების ფაქტს, ვინაიდან მისი მისი კომპანია შპს „ნ----“ იყო დღგ-ს გადამხდელი მან თავის თავზე აიღო 405 ანგარიშფაქტურის ჩაბარება, რასაც წინ უსწრებდა თანხის გასწორებასთან არსებული პრობლემა. ა-----------------მა ჩააბარა 405 ცხვარი, ხოლო ა-----------------მა 321 ცხვარი, მისთვის მაშინ ცნობილი არ იყო, რომ გ---ს მიყვანილი ცხვრები იყო, რომელიც მას მწყემსებისგან ჰყავდა წამოყვანილი, შესაბამისად შპს „ნ---------–-ს“ მიერ კომპანია „ნ-----“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან მან 23 200 ლარი აიღო თავისი ცხვრების ფული, 72 000 ლარი მისცა ა-----------------ს, დარჩენილი თანხა დაიტოვა თვითონ, რაც ბეს სახით გადაიხადა სხვა ცხვრების შესაძენად. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი გაუმართლებელია დაზარალებულ გ--- ხ----–---–ის კუთვნილი თანხის სხვა მიზნით გამოყენება. ბრალდებულის ჩვენება თანხვედრაში არ არის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, ის ფაქტები, რომ გ--- ხ----–---–მა, ვ--------------ემ ა-----------------თან ერთად და ხ-----------------ემ დაახლოებით ერთ პერიოდში, ერთი მიზნით მიიყვანეს ცხვარი სოფელ გ-----------ში მდებარე ბოინთან, მათ ცხვრების ჩაბარებისას შეექმნათ დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც გაჭიანურდა მიყვანილი ცხვრების ჩაბარება, შემდეგ კი ვინაიდან ა-----------------ს ჰქონდა ცნობები, მისი და მისი ძმის საკუთრებაში არსებული ცხვრების წარმომავლობათან დაკავშირებით, მის ხელთ არსებული ცნობებით მოხდა ბოინში არსებული ცხვრების, კერძოდ გ--- ხ----–---–ის, ა-----------------ისა და ხ-----------------ის ჯამში 726 ცხვრის შპს „ნ-----თვის“ კონსიგნაციით მიყიდვა, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულის შემდეგ შპს „ნ----მ“ გაყიდა, ხოლო შპს „N-------“-მა იყიდა 726 სული ცხვარი, საერთო ცოცხალი წონით 30 357 კილოგრამი, საერთო თანხით 157 856 ლარი და 40 თეთრი, რაც შემდეგში შპს „N-------“-მა მიაწოდა ი-------– კომპანიას. ი-------–მა კომპანიამ შპს „ფ---------------------–----იმ“ შპს „N-------“-ს დაურიცხა მიწოდებული ცხვრების საფასური 138.921 ლარი ოდენობით, მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ცხვრების მიწოდების გამო დღგ-ს თანხის გამოკლებით. 2013 წლის 19 ივლისს შპს „ნ-----“ საქონლის ღირებულების თანხა 125 000 ლარი გადაერიცხა შპს „N-------“-ის მიერ. იმავე დღეს შპს „ნ-----“ ანგარიშიდან ხ------- ტ-----–---–ის მიერ გატანილი იქნა თანხა 124,750 ლარის ოდენობით, საიდანაც ა-----------------ს მისცა მისი ცხვრების საფასური 72 000 ლარის ოდენობით, მან აიღო 15 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა არ მიუცია, მას არც გ--- ხ----–---–ისთვის და არც მ-----------------ისთვის.

 

ამდენად სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ, ვინაიდან მას და გ--- ხ----–---–ს არ გააჩნდათ შპს ,,N-------”-ზე ცხვრების მიყიდვისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, ხოლო ასეთი ცნობები აიღო ა-----------------მა მისი და მისი ძმის - მ-----------------ის სახელით, შეადგინა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი N-, რომლის თანახმადაც თითქოს ა-----------------მა კომპანიას ჩააბარა 405 სული ცხვარი, 87 378 ლარის ღირებულების ცხვარი, მაშინ როცა სინამდვილეში აღნიშნული 405 სული ცხვრიდან ა-----------------ს ეკუთვნოდა მხოლოდ 311 სული, ხოლო დანარჩენი 94 სული ცხვარი წარმოადგენდა ხ-----------------ის საკუთრებას. ამავე მიზნით ხ-----------------ემ შეადგინა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი N-, რაზეც მ-----------------ის ნაცვლად ხელი მოაწერინა ა-----------------ს. აქტის თანახმად თითქოს მ-----------------მა კომპანიას ჩააბარა 70 478 ლარის ღირებულების 321 სული ცხვარი, რეალურად კი აღნიშნული ცხვრები წარმოადგენდა გ--- ხ----–---–ის საკუთრებას. ხ-----------------ემ ზემოაღნიშნული - თავისი, ა-----------------ისა და გ--- ხ----–---–ის კუთვნილი ერთობლიობაში 726 სული ცხვარი, ხსენებული მიღება-ჩაბარების აქტი N--ისა და N- -ის გამოყენებით 2013 წლის 9 ივლისს მიყიდა შპს ,,N-------”-ის დირექტორ ნ-----–--------ს როგორც ა-----------------ისა და მ-----------------ის კუთვნილი ცხვრები. შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ საზოგადოების ანგარიშზე 2013 წლის 19 ივლისს შპს ,,N-------”-ის მიერ ჩარიცხული თანხიდან - 125 000 ლარიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „T-------------“-ს დირექტორ გ--- ხ----–---–ის კუთვნილი 37 750 ლარი. ხ-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით გ--- ხ----–---–ს მიადგა 37 750 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

3.41. 2) რაც შეეხება ხ-----------------ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ:

 

3.42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

3.43. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ხ-----------------ეს ედავება, მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, კერძოდ შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ ვინაიდან მას და გ--- ხ----–---–ს არ გააჩნდათ შპს ,,N-------”-ზე ცხვრების მიყიდვისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, ხოლო ასეთი ცნობები გააჩნდა ა-----------------სა და მ-----------------ს, ა-----------------თან ერთად შეადგინა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი N-, რომლის თანახმადაც თითქოს ა-----------------მა კომპანიას ჩააბარა 405 სული, 87 378 ლარის ღირებულების ცხვარი; მაშინ როცა სინამდვილეში აღნიშნული 405 სული ცხვრიდან ა-----------------ს ეკუთვნოდა მხოლოდ 311 სული, ხოლო დანარჩენი 94 სული ცხვარი წარმოადგენდა ხ-----------------ის საკუთრებას. ამავე მიზნით ხ-----------------ემ შეადგინა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი N-. რაზეც მ-----------------ის სახელით ხელი მოაწერინა ა-----------------მა. ყალბი აქტის თანახმად თითქოს მ-----------------მა კომპანიას ჩააბარა 70 478 ლარის ღირებულების 321 სული ცხვარი, რეალურად კი აღნიშნული ცხვრები წარმოადგენდა გ--- ხ----–---–ის საკუთრებას. ხ-----------------ემ ზემოაღნიშნული - თავისი, ა-----------------ისა და გ--- ხ----–---–ის კუთვნილი ერთობლიობაში 726 სული ცხვარი, ხსენებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი N--ისა და N- -ის გამოყენებით 2013 წლის 9 ივლისს მიყიდა შპს ,,N-------”-ის დირექტორ ნ-----–--------ს, როგორც ა-----------------ისა და მ-----------------ის კუთვნილი ცხვრები“. სასამართლო განმარტავს, მართალია ბრალდებულმა შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელში შეყვანილი ინფორმაციაც არ შეესაბამებოდა რეალურ სინამდვილეს, ამასთან მიღება-ჩაბარების აქტი N- -ზე მ-----------------ის ნაცვლად ხელი მოაწერა ა-----------------მა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მიღება ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, კანონმდებელი ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი მუხლით, როგორც სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას ითვალისწინებს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ხ-----------------ემ გააყალბა და გამოიყენა ოფიციალური დოკუმენტი, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

3.44. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

3.45. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.46. სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული გარემოებები და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებირივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, აღნიშნული საგნების გასაღება ან მათი გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შეეხება ოფიციალური დოკუმენტის არსს, და განმარტავს, რომ ოფიციალურ დოკუმენტში იგულისხმება რაიმე უფლების, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი მოწმობა, მაშასადამე, ოფიციალური დოკუმენტი, წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამათუ იმ ფატს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს, რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნოტარიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. იგი შეიძლება ადასტურებდეს, ან უარყოფდეს ამა თუ იმ ფაქტს, რომელიც წარსულს აწმყოს ან მომავალს ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას, რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად.

4.2. სისხლის სამართლის საქმის მასალებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ბრალდებულმა ხ-----------------ემ არასწორი ინფორმაცია შეიტანა 2013 წლის 9 ივლისით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტი N--ში და N--ში, მიღება ჩაბარების აქტი N--ში მ-----------------ის ნაცვლად ხელი მოაწერა ა-----------------მა, მაგრამ აღნიშნული ქმედება, არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ოფიციალური დოკუმენტის დამზადებად და გამოყენებად, ვინაიდან არ გვაქვს რეალურად ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტი. ამდენად სახეზე არ გვაქვს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი.

4.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ხ-----------------ის მიერ ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ხ-----------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ამ დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია საკუთრების უფლებები, ობიექტური მხარე გამოიხატება, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში. ქმედებისათვის დამახასიათებელია, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავე მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს შემდეგ შემთხვევაში - სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის, თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში კანონიერი მესაკუთრისაგან და მის უკანონო დაუფლებაში თავის სასარგებლოდ. მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით.

 

4.7. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე - დიდ ოდენობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის 1-ელ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. დადგენილია, რომ ბრალდებულ ხ-----------------ის კომპანიას შპს „ნ-----“ შპს „N-------“-ის მიერ ჩაერიცხა საქონლის ღირებულება 125 000 ლარი, მან ბანკიდან გამოიტანა 124, 750 ლარი, საიდანაც 72 000 ლარი გადასცა ა-----------------ს, 15 000 ლარი ხ-----------------ის ცხვრების საფასური ხოლო დარჩენილი თანხა 37 750 ლარი (რაც აღემატება 10 000 ლარს) უნდა გადაეცა გ--- ხ----–---–ისთვის (აღსანიშნავია, რომ თავად ხ-----------------ის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დაანგარიშებისასაც კი ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 10 000 ლარს).

 

4.8. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე უტყუარად არის დადგენილი, რომ შპს ,,ნ-----ს“ დირექტორმა ხ-----------------ემ საზოგადოების ანგარიშზე 2013 წლის 19 ივლისს შპს ,,N-------”-ის მიერ ჩარიცხული თანხიდან - 125 000 ლარიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „T-------------“-ს დირექტორ გ--- ხ----–---–ის კუთვნილი 37 750 ლარი. ხ-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით გ--- ხ----–---–ს მიადგა 37 750 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.10. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ხ-----------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასამართლო განმარტავს, რომ ხ-----------------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევით არ დადგენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ხ-----------------ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

6.5. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ზიანი არ არის ამ დრომდე ანაზღაურებული, ასევე მხედველობაში მისაღებია მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (მართალია ოფიციალური ცნობა არ არის წარმოდგენილი, თუმცა ბრალდებულისა და სხვა მოწმეების განმარტებით, იგი დაავადებულია სიმსივნით), და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ხ-----------------ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

6.6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს საწარმოში (დაწესებულებაში) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის უფლება.

 

6.7. ამდენად, სასამართლოს ხ-----------------ის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი ჩადენის ხერხისა და საშუალების გათვალისწინებით, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბრალდებულს დამატებით სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას საწარმოში (დაწესებულებაში) ხელმძღვანელ პოზიციაზე საქმიანობის უფლება 1 წლის ვადით.

 

8. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

8.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ხ-----------------ის პასპორტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხ-----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ხ-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას საწარმოში (დაწესებულებაში) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის უფლება.

 

3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკების დღიდან.

 

4.ხ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ასევე გაუქმდეს დაკისრებული ვალდებულებები.

 

5.საქმეზე არსებული ნივთმტკიცება ხ-----------------ის პასპორტი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე