განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
820100118002713295
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002713295

№1-297/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16.01.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ------ია

 

ბრალდებული - მ------ ბ-----ე

ადვოკატი - შ----- ჯ---–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173300918001

 

ბრალდებულ მ------ ბ-----ის მიმართ,მამის სახელი: ნ--------

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ქ. ბათუმი, გ-------–-------------ის ქ. №39, ბინა №7

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 111-126-ე მუხლის 12 -ლი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

1. 2016 წლიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს, არასრულწლოვანი შვილის ნ------ ბ-----ის თანდასწრებით აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ნ----- ბ-----ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სხეულ;ის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით, სისტემატიურას სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მეუღლის, ნ----- ბ-----ის მიმართ, რამაც გამოიწვია ნ----- ბ-----ის ფიზიკური ტანჯვა.

 

3. 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ემ თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. .ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.მართალია მხარეებმა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მიიჩნიეს უდავოდ, მაგრამ სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით.

 

7. მ------ ბ-----ეს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, რაც ბრალდების დადგენილების თანახმად გამოიხატა მასში, რომ იგი 2016 წლიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს, არასრულწლოვანი შვილის ნ------ ბ-----ის თანდასწრებით აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ნ----- ბ-----ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მასვე ასევევ ბრალი ედება 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მეუღლის, ნ----- ბ-----ის სისტემატიურას ცემასა და სხვაგვარად ძალადობაში, რამაც გამოიწვია ნ----- ბ-----ის ფიზიკური ტანჯვა.

 

8. სასამართლოში წარმოდეგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ნოემბრის №007706618 ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ნ----- ბ-----ე მეუღლის, მ------ ბ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

9.სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით მ------ ბ-----ე თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს, არასრულწლოვანი შვილის ნ------ ბ-----ის თანდასწრებით აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ნ----- ბ-----ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ------ ბ-----ის ქმედებებიდან გამომდინარე ნ----- ბ-----ე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას. შესაბამისად მ------ ბ-----ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

14. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

15 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

16. მ------ ბ-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძალადობაში, რამაც გამოიწვია ნ----- ბ-----ის ფიზიკური ტანჯვა, ვინაიდა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ნ----- ბ-----ე არ განიცდიდა ტანჯვას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე .

 

სასამართლომ დაადგინა:

 

17. 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ემ თავის მეუღლეს, ნ----- ბ-----ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

18. 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ქ. ბათუმი გე-----ლ გ-----------------ის ქ. N39, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ბ-----ე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლე, ნ----- ბ-----ეს, აყენებდა ფიზიკურ ტკივილს.

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

19 დაზარალებულმა ნ----- ბ-----მა განაცხადა, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, მეუღლე მ------ ბ-----ე მას დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაში (საქმე №471აპ-17 ) სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

მაშასადამე როგორც განიმარტა მუქარა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული პირის მიმართ ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომ იგი მოყვანილი იქნება სისრულეში.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ----- ბ-----ის განმარტებით მეუღლემ, მ------ ბ-----ემ მას დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მ------ ბ-----ემ განახორციელა ოჯახის წევრის, მეუღლე ნ----- ბ-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

21. დაზარალებულმა ნ----- ბ-----მა განაცხადა, რომ მეუღლე მ------ ბ-----ე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით აყენებდა ტკივილს.

 

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ ბ-----ე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლე, ნ----- ბ-----ეს, აყენებდა ფიზიკურ ტკივილს

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. მ------ ბ-----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

23. მ------ ბ-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის წევრი მეუღლე, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რითაც ხელჰყო ოჯახში თანასწორუფლებიანობა და მშვიდი თანაცხოვრება, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრებისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. მ------ ბ-----ე არაა ნასამართლევი, არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ ჯარიმის მინიმუმზე მაღალი ზომით დანიშვნა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ------ ბ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ------ ბ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბრალდებული მ------ ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით- საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 130 საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით-საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 270 საათი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელო და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 270 საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ------ ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, 4 დღე და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 /ორას ორმოცდათი/ საათის ვადით;

 

2.გაუქმდეს მ------ ბ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ყადაღა დ------–--- ბ-----ის (პ/ნ 2----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება მე------–---–ი - საკადასტრო კოდი №0-----------.

 

3.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დანა, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი