განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 820100119002793894
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი 201 9 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - კ------- ტ-------ე
ადვოკატი- პ----- ბ---–----ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173301118001 საქმე
ბრალდებული: კ------- ტ-------ე
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 01.05.1986 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ლ---------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის მისამართი ლ---------. სოფელი ღ--------–-
ფაქტობრივი საცხოვრებელი ქ. ბათუმი, შ----–----------–---------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ბათუმში, მ-----–-–----–--ის ქ. მე-2 ჩიხი, სახლი N4-ის ეზოში, კ------- ტ-------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილების ანა და გ------- ბ------–---–--ის თანდასწრებით, თავის მეუღლეს დ------ ბ------–---–ს ხელი დაარტყა სახეში და მიაყენა დაზიანება, ფიზიკური ძალადობის შედეგად დ------ ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
2.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. დაზარალებულ დ------ ბ------–---–ის ჩვენების თანახმად მეუღლე კ------- ტ-------ემ 2018 წლის 30 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მან განიცადა ფიზიკურ ტკივილი, თუმცა დღეის მდგომარეობით მან აპატია მეუღლეს და შეურიგდა.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა კ------- ტ-------ემ, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
სამართლებრივი შეფასება:
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------- ტ-------ემ, მის მიერ 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დამცირება და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. კ------- ტ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
9. კ------- ტ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ------- ტ-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ------- ტ-------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
კ------- ტ-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა და მან აპატია დანაშაულის ჩადენა.
11. სასამართლო თვლის, რომ კ------- ტ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ბრალდებული კ------- ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კ------- ტ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 04 დეკემბრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით, 48 დღე და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით;
2.ბრალდებულ კ------- ტ-------ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი