გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2018
საქმის ნომერი
330310018002589877
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ჭალიძე

სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე

 

მოსარჩელე გ-----------------–ი

წარმომადგენელი - მ------------–-----ი

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2008 წლის 10 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ-----------------–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, გ-----------------–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

3.1.2. 2012 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, გ-----------------–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

3.1.2. 2016 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------–ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, გ-----------------–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულება - კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 93-98);

- 2012 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულება - კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 99-108).

- 2016 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულება - კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 111-117).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი; ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 7 000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნილი ერთჯერადი დახმარების გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. მითითებული ბრძანების 472 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

1) საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის 10 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, გ-----------------–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

2012 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, გ-----------------–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

2016 წლის 08 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ-----------------–ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, გ-----------------–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე გ-----------------–ს და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაპირველად კონტრაქტი გაფორმდა 2008 წლის 10 თებერვალს 04 წლის ვადით. აღნიშნული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას სამინისტროს მხრიდან. აღნიშნული კონტრაქტი დასრულდა 2012 წელს. რომლის შემდგომაც გაფორმდა ახალი ოთხ წლიანი ხელშეკრულება, რომელიც სამინისტროს მხრიდან ასევე არ ითვალისწინებდა კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას. კონტრაქტი დასრულდა 2016 წლის 08 ოქტომბერს და იმავე დღეს გაფორმებული იქნა ახალი კონტრაქტი ასევე ოთხი წლის ვადით. აღნიშნული კონტრაქტის დასრულების თარიღია 08.10.2020 წელი. მითითებული კონტრაქტი მართალია ითვალისწინებს სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას, თუმცა იგი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და შესაბამისად, არც სამინისტროს ვალდებულება არ დამდგარა კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტს (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან), რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------------–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარეზე 7000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების თაობაზე არ ექცევა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროში, არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა, თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო. შესაბამისად, მოცემულ დავაზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-----------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ჭალიძე