განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002447628
1-431/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივა-- - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა-–---------ე ძ------ძე
ბრალდებული - გ--- ხ----------–-ილი
ადვოკატი - ლ---- ც-–--–-ძე
ღია სასამართლო სხდომაზე გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე
N 1-----------
ბრალდებული: გ--- ხ----------–-ილი
მამის სახელი: იოსები
დაბადებული: 26.02.1-----------–--------------------–------------–-------–----–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–----------------------–---–------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.ბრალდების არსი:
გ--- ხ----------–-ილმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის აპრილის თვის დროის შუალედში, გ--- ხ----------–-ილი სისტემატურად ძალადობს მეუღლეზე, ოჯახის წევრზე - თ--- გ------იაზე. კერძოდ: 2017 წლის 07 იანვარს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N61ა, ბინა N4-ში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე გ--- ხ----------–-ილმა ხელის არეში დარტყმებით, ასევე 2017 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N61ა, ბინა N4-ში ყოფნისას ეჭვიანობის ნიადაგზე გაგ ხ----------–-ილმა ზურგის არეში ხელების დარტყმებით, ასევე 2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბათუმში, კობალაძის ქუჩა N2-ში მდებარე ორბი რეზიდენსის საცხოვრებელი კორპუსის ბინა N1231-ში ყოფნისას ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--- ხ----------–-ილმა ყელის არეში ხელის მოჭერით და სახეში დარტყმებით, ასევე 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბათუმში, ე------ კ----ის ავტომანქანაში ყოფნისას, გ--- ხ----------–-ილმა მუცლის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრს) თ--- გ------იას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 11’-126-1’
2. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--- ხ----------–-ილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ.
2018 წლის 14 აპრილს, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N61ა, ბინა N14-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--- ხ----------–-ილმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებს, ორ პირს - შვილებს (ოჯახის წევრებს) მ----ამ ხ----------–-ილს და ა-- ხ----------–-ილს ხელის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ანდა 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით:
126’-2,ბ,ა,გ
დანაშაულებრივი ქმედება, რაც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი:
ბრალდებულმა გ--- ხ----------–-ილმა განახორციელა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
კერძოდ 2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. ბათუმში, კობალაძის ქუჩა N2-ში მდებარე ორბი რეზიდენსის საცხოვრებელი კორპუსის ბინა N1231-ში ყოფნისას ეჭვიანობის ნიადაგზე, გ--- ხ----------–-ილმა ყელის არეში ხელის მოჭერით და სახეში დარტყმებით, ასევე 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბათუმში, ე------ კ----ის ავტომანქანაში ყოფნისას, გ--- ხ----------–-ილმა მუცლის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრს) თ--- გ------იას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე ან 120-ე მუხლით მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 126’-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ--- ხ----------–-ილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ.
2018 წლის 14 აპრილს, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N61ა, ბინა N14-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--- ხ----------–-ილმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებს, ორ პირს - შვილებს (ოჯახის წევრებს) მ----ამ ხ----------–-ილს და ა-- ხ----------–-ილს ხელის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ანდა 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 126’-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ და „გ ქ/პუნქტებით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ თ--- გ------იას ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ ყავს მეუღლე გ--- ხ----------–-ილი. მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი ბავშვი გოგონები 13 წლის და 11 წლის. უფროს გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით. დაახლოებით ერთი წლის წინ გ--- ხ----------–-ილმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო სისტემატურად მისი ცემა. გ--- ხ----------–-ილმა ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა 2017 წლის 07 იანვარს, 05 აპრილს და 16 აპრილს. სხვა დროსაც სცემდა მაგრამ ეს დღეები კარგად ახსოვს. 2017 წლის 16 აპრილს იგი თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა ცალკე ბინაში და საუბრობდნენ გ--- ხ----------–-ილთან განქორწინებასა და ქონების გაყოფის თაობაზედ. სწორედ ამ დროს კარებზე ხმამაღლა დააბრახუნა გ--- ხ----------–-ილმა, კარების გაღების შემდეგ ხ----------–-ილი შევარდა ბინაში და დაუწყო ცემა თ--- გ------იას, იძახდა, რომ გ------იას ყავდა საყვარელი. დაიწყო ძებნა ბინაში, მაგრამ ვერავინ ნახა. თ--- გ------იამ დაურეკა ტელეფონით ხ----------–-ილის მეგობარს ე------ კ----ეს და სთხოვა დახმარება. ყველა-- ჩავიდნენ პირველ სართულზე და ამ დროს ე------ კ----ეც მივიდა მანქა--თ. თ--- გ------ია უკან დაჯდა ხოლო გ--- ხ----------–-ილი მძღოლის გვერდით. მანქა--ს დაძვრის შემდეგ მანქანაშიც გააგრძელა გ--- ხ----------–-ილმა მისი ცემა. მანაც დაარტყა ხელი გ---ს. ცემის შედეგად მან მიიღო დაზიანება კისრის, ყურის, მკერდის, ცხვირის, მარცხენა ხელის თითის არეში და გონი დაკარგა. თ--- გ------იამ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 14 აპრილს ქ. ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩა N 61 ბინა 14-ში გ--- ხ----------–-ილმა სცემა მათი საერთო შვილები მ----ამ ხ----------–-ილი და ა-- ხ----------–-ილი.
დაზარალებულ თ--- გ------იას ჩვენების შინაარსი სრულად დადასტურდა მოწმე ე------ კ----ემ. რომლის ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა თ--- გ------ია და სთხოვა დახმარება. როდესაც მივიდა დათქმულ ადგილზე გ--- და თ--- უკვე ნაჩხუბრები იყვნენ. ისინი ჩაისვა ავტომანქანაში და დაიწყო მოძრაობა. მანქანაში გ--- ხ----------–-ილსა და თ--- გ------იას შორის დაპირისპირება ისევ გაგრძელდა. მათ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის შედეგად თ--- გ------იამ გონი დაკარგა, რის გამოც გონ დაკარგული მიყვანა საავადმყოფოში. ე------ კ----ემ ჩვენების ანალიზით ასევე ირკვევა, რომ მანქანაში თვითონ თ--- გ------იამაც დაარტყა გ--- ხ----------–-ილს.
მოწმე თ----------ი-----ის ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ მუშაობს ქ. ბათუმში ორბი რეზიდენსის დაცვის მუშაკად. 2018 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. საცხოვრებელ კორპუსში ასრულებდა შემოვლას, როდესაც ღამის საათებში მე-12 სართულზე შემოესმა ერთ-ერთი ოთახიდან ხმამაღალი საუბრის ხმა. როდესაც კარზე დააკაკუნა კარი გაუღო ქალბატონმა, რომელიც აღმოჩნა თ--- გ------ია. ოთახში კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა თ--- გ------იას ქმ---- გ--- ხ----------–-ილი. ისინი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებდნენ. თ--- გ------იას განმარტებით გ--- ხ----------–-ილმა სცემა. გ--- ხ----------–-ილის მტკიცებით თ--- გ------ია იმ ოთახში იმყოფებოდა უცხო მამაკაცთან და ცდილობდა დაეთვალიერებინა ბინაში არსებული კარადები და საპირფაერეშო ოთახი და ეპოვა ოთახში უცხო მამაკაცი. გ--- ხ----------–-ილმა მოითხოვა დაცვის მუშაკისგან გადაეცათ მისთვის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დამონტაჟებული იყო კოლიდორებში და რომელიც ინახავდა ინფორმაციას. ოთ----------ი-----მა ორივეს მოუწოდა სიმშვიდისაკენ, მიუთითა რომ დაეტოვებინათ ბინა და ჩანაწერებს ან მეპატრონი თანხმობით ან პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემდა.
ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 003157018 დასკვნით დადგენილი შემდეგი. პირადი შემოწმების (16.04.2018წ) მონაცემებით თ--- გ------იას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები (ლოკალიზაცია და ხასიათი იხილეთ აღწერილობით ნაწილში), რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით თ--- გ------ია მიყვა--ლ იქნა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 16.04.2018წ და დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის, მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ზედაპირული ტრავმები. წარმოდგენილ სამედიცინო საბუთში თ--- გ------იას სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალის არსებობის შესახებ ჩანაწერი არ არის.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 003157018 დასკვნის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ღ-------- უ-----–---–მა.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გივი გიორგაძემ, შორენა დუმბაძემ და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა უჩა რომანაძემ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს თ--- გ------იას მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. წარმოდგენილი დოკუმენტები რომლებზედაც მათი ხელმოწერაა ეკუთვნით მათ. ხოლო მათ მიერ შედგენილი ოქმები სრულად ასახავენ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’-126-1’ კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა დაწესებული სტანდარტით დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ოჯახის ერთი წევრი მეორის მიმართ სისტემატურად ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მართალია სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა გ--- ხ----------–-ილის მხრიდან თ--- გ------იაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ძალადობის ფაქტი დადგენილ იქნა მხოლოდ 2017 წლის 16 აპრილის განვითარებული მოვლენების დროს. ის, რომ გ--- ხ----------–-ილის მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა თ--- გ------იას მიმართ ძალადობა ამგვარ ფაქრის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. ძალადობის ინტენსივობასთან დაკავშირებით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება მოისმინა სასამართლო და ბრალდების ეს ნაწილი სხვა, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული ან შევსებული არ ყოფილა.
იმავდროულად სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას გ--- ხ----------–-ილის უდანაშაულობის შესახებ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად საკმ----სია გ--- ხ----------–-ილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--სათვის. რაც შეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათი გამოკვლევით გ--- ხ----------–-ილისგან დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ გამოირიცხა. აღნიშნული მტკიცებულებებითაც კი დგინდება, რომ ცოლ-ქმარს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში კონფლიქტი არსებობდა და იგი დღემდე ამოწურული არ არის.
ამრიგად ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--- ხ----------–-ილმა განახორციელა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც გ--- ხ----------–-ილის ქმედება მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’-126-ე მუხლის 1’ ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილზე ამ მუხლით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სასჯელი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ.
დაზარალებულ თ--- გ------იას ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ ყავს მეუღლე გ--- ხ----------–-ილი. მასთან ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი ბავშვი გოგონები 13 წლის და 11 წლის. უფროს გოგონა დაავადებულია ეპილეფსიით. 2018 წლის 14 აპრილს, ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N61ა, ბინა N14-ში ყოფნისას, გ--- ხ----------–-ილმა მათ საერთო შვილებს არასრულწლოვნებს, მ----ამ ხ----------–-ილს და ა-- ხ----------–-ილს ხელის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და იძალადა მათზე.
ბავშვების ცემის ფაქტი დაადასტურა ბრალდებულის შვილმა დაზარალებულმა მ----ამ ხ----------–-ილმა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ცემის შედეგად გა--ცდიდა ტკივილს.
ბავშვის ცემის ფაქტი დაადასტურა ბრალდებულის შვილმა დაზარალებულმა ა-- ხ----------–-ილმაც.
სასამართლოში გამოკვლეული დოკუმენტის მიხედვით დადგენილია, რომ მ----ამ ხ----------–-ილი არის არასრულწლოვანი. კერძოდ იგი დაბადებულია 15 აგვისტოს 2005 წელს, მისი პირადი ნომერია 61901093025 და რეგისტრირებულია ქ. ბათუმი ჯავახიშვილის ქუჩა N 61 ბინა 14-ში. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს იყო არასრულწლოვანი.
სასამართლოში გამოკვლეული დოკუმენტის მიხედვით დადგენილია, რომ ა-- ხ----------–-ილი არის არასრულწლოვა--. კერძოდ იგი დაბადებულია 15 ნოემბერს 2006 წელს, მისი პირადი ნომერია 61401095710 და რეგისტრირებულია ქ. ბათუმი ჯავახიშვილის ქუჩა N 61 ბინა 14-ში. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს იყო 11 წლის.
სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ მ----ამ ხ----------–-ილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 004078418 დასკვნა, რომლის თანახმად მ----ამ ხ----------–-ილი გ--- ხ----------–-ილის ქმედებით არ გა--ცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
სასამართლოში დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ ა-- ხ----------–-ილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 004104918 დასკვნა, რომლის თანახმად ა-- ხ----------–-ილი გ--- ხ----------–-ილის ქმედებით არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნული მტკიცებულებებზე მხედველობაში მიღებით დაცვის მხარემ მოითხოვა გ--- ხ----------–-ილი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი არასრულწლოვანების ძალადობის ბრალდების ნაწილშიც.
სასამართლო ადვოკატის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან გ--- ხ----------–-ილს ბრალდება არ აქვს წარდგენილი ქმედებისათვის, რომელიც მიმართული იყო დაზარალებულის სისტემატური შეურაცხყოფისაკენ, შანტაჟისკენ და დამცირებისაკენ და რასაც მოყვა მისი ტანჯვა, არამედ წარდგენილ ბრალდების თანახმად გ--- ხ----------–-ილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ფიზიკური ტკივილის ფაქტი დადგენილი სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ა “, „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- ხ----------–-ილმა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ა “, „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--- ხ----------–-ილს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ--- ხ----------–-ილს ჩადენილი დანაშაულისათვის საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელი რაც არ არის დაკავშირებული თ/აღკვეთასთან, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
გ--- ხ----------–-ილის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--- ხ----------–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
გ--- ხ----------–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ხ----------–-ილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადია-- თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ--- ხ----------–-ილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 16 აპრილიდან.
გ--- ხ----------–-ილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი