გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2019
საქმის ნომერი
330310018002662531
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6240-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - რო---- ჩხ-------

წარმომადგენლები - მე--- ტო-------, თე----- ჩხ-------

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - თა---- ცხ------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

აღწე---ლობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის №---- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი რო---- ჩხ-------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან, შესაბამისი სტატუსის აღდგენამდე ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოდგენილ წე---ლობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განმარტებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის №---- ბრძანებით, მოსარჩელე რო---- ჩხ------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

მოსარჩელე რო---- ჩხ------მა 2017 წლის 7 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და ითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

2017 წლის 7 ივნისს, მოსარჩელე რო---- ჩხ------ს საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა მესტიაში 1----–-–---------–----------–--–--------–--- უ--------–-, მისი შვილები 1-------------–-–--–- დაიბადნენ უ--------–-, 1-------- წლებში მუშაობდა ო--------–- სოფელი ს--------------------ოლმეურნეობაში, 1--- წლიდან ცხოვრობდა ო--------- რაიონის სოფელ სო--------------–-- 199--–-–------------------ დატოვა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისმა შვილმა - რ------- ჩხ------მა 1--- წელს დაიწყო სწავლა სკოლაში უ--------–-, ამ დროიდან მისი მეუღლე იმყოფებოდა უ--------–- შვილთან, მეუღლის და შვილების უ--------–- წასვლის შემდეგ, თვითონაც წავიდა უ--------–-, ხოლო 1--- წლის გაზაფხულზე თვითონ დაბრუნდა ო--------–-, ხოლო მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ უ--------–-.

 

საქმეში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობით, მოსარჩელე რო---- ჩხ------- 1----–-–----- სექტემბრამდე ცხოვრობდა ო--------- რაიონში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასა----თლო:

- განცხადება (ს.ფ. 85);

- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 7 ივნისის გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 88-93);

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობა (ს.ფ. 86);

- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 83-84);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. წარმოების განმავლობაში მიღებული, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელე რო---- ჩხ-------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის №---- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე რო---- ჩხ------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასა----თლო:

- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 ოქტომბრის №-------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 82);

- დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 83-84);

- „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის №---- ბრძანება (ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ რო---- ჩხ-------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სა----თლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასა----თლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიე--- სისხლისსა----თლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სა----თლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასა----თლოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სა----თლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სა----თლებრივი შედეგი.

,,საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო, ხოლო დავის შემთხვევაში - სასა----თლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის №---- ბრძანებას. სასა----თლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სა----თლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების მოთხოვნით. ამრიგად, სასა----თლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - რო---- ჩხ-------ს მოთხოვნა დევნილის სტატუსის აღდგენასთან და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასა----თლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სა----თლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტე---ტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო განმარტავს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისა----თს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური (ოჯახური) კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

 

აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასა----თლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომე---: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასა----თლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასა----თლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.

 

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასა----თლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისა----თი.

 

საკასაციო სასა----თლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწე---თ, მუდმივი მაცხოვრებლების აღწე---ს შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წე---ლობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ივნისს, მოსარჩელე რო---- ჩხ------ს საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა მესტიაში 1----–-–---------–----------–--–--------–--- უ--------–-, მისი შვილები 1-------------–-–--–- დაიბადნენ უ--------–-, 1-------- წლებში მუშაობდა ო--------–- სოფელი ს--------------------ოლმეურნეობაში, 1--- წლიდან ცხოვრობდა ო--------- რაიონის სოფელ სო--------------–-- 199--–-–------------------ დატოვა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისმა შვილმა - რ------- ჩხ------მა 1--- წელს დაიწყო სწავლა სკოლაში უ--------–-, ამ დროიდან მისი მეუღლე იმყოფებოდა უ--------–- შვილთან, მეუღლის და შვილების უ--------–- წასვლის შემდეგ, თვითონაც წავიდა უ--------–-, ხოლო 1--- წლის გაზაფხულზე თვითონ დაბრუნდა ო--------–-, ხოლო მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ უ--------–-.

 

ამრიგად, მიუხედავად საქმეში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობისა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე რო---- ჩხ------- 1----–-–----- სექტემბრამდე ცხოვრობდა ო--------- რაიონში სასა----თლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე რო---- ჩხ-------ს ოჯახი და თვითონ რო---- ჩხ------- აფხაზეთის ტე---ტორიაზე ომის დაწყებამდე - 1--- წელს საცხოვრებლად გადავიდა უცხო ქვეყანაში - უ--------–-, მისი შვილები 1-------------–-–--–- დაიბადნენ უ--------–-, 1--- წელს მისმა შვილმა სწავლა სკოლაში დაიწყო უ--------–-, ოჯახის ერთიანობის ზოგადი წესიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე რო---- ჩხ------- 1----–-–----- სექტემბრამდე მუდმივად ო--------- რაიონში ცხოვრობდა ოჯახისაგან მუდმივად განცალკევებით.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ სასა----თლოში მოწმის სახით გამოძახებულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ხედავდნენ მოსარჩელე რო---- ჩხ------ს ო--------- რაიონში 1--- წლამდე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადგინდეს პირის ძირითადი ყოფითი გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელის პე---ოდულად ო--------- რაიონში ყოფნა, არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს, რადგან იგი თავისი ოჯახური პირობებით და გარემოებებით ძირითადად უცხო ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

 

საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი”. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სა----თლებრივი აქტი.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე რო---- ჩხ-------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1993 წლის სექტემბრამდე და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

 

6.3. სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასა----თლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასა----თლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტე---ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სა----თლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სა----თლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასა----თლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რო---- ჩხ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისა----თზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისა----თზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსა----თლე დავით წერეთელი