გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
210210018002445305
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210210018002445305

საქმე №2/348 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - ზა------------–-–---–ი

წარმომადგენელი - მა----------–-–---–ი

მოპასუხე-მა--------------–---–ი

წარმომადგენელი- თე--------–-–---–ი

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი - ნა-------–-–---–ი

დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესების განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მცირეწლოვანი ბავშვი 2--- წლის 0------------ დაბადებული ან------ პ------–-–---–ი წაიყვანოს და იმყოფებოდეს მასთან სახლში, ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე პერიოდში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში 01 ივლისიდან 15 ივლისამდე, 01 აგვისტოდან 15 აგვისტომდე. ზამთრის არდადეგების პერიოდი, ყოველი კვირის ორშაბათ დღეს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე მცირეწლოვანი ბავშვის მონახულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე უთითებს, რომ არასრულწლოვან ბავშვს დარჩენით ვერ გაატანს მამას, რადგან მასზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგრამ ბავშვს არ უშლის მამასთან ურთიერთობას.

 

დაინტერესებული პირი - არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელემა ნა-------–-–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ამ ეტაპზე მისი მცირეწლოვნობის გათვალისწინებით უნდა იზრდებოდეს დედასთან, ასევე მიაჩნია, რომ მამას უნდა მიეცეს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე ზა------------–-–---–ი და მოპასუხე მა--------------–---–ი არიან 2--- წლის 0------------ დაბადებული ან------ პ------–-–---–ის მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა;

3.1.2. არასრულწლოვანი ან------ პ------–-–---–ი იზრდება დედასთან მა--------------–---–თან, სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სოციალური მუშაკის დასკვნა;

 

3.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევი დასკვნის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს ი-–--------------ში, კერძო სახლში, რომელიც გარემონტებულია, კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. მა--------------–---–ი და ზა------------–-–---–ი 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 0-.0-.2--- წელს დაბადებული ან------ პ------–-–---–ი. ზა----- პ------–-–---–ს აქვს ძლიერი თანადგომა ოჯახის მხრიდან, ოჯახის საშუალო შემოსავალი თვეში არის 2000 ლარი. მოსარჩელეს აქვს საკუთარი ოთახი, რომელიც ასევე გამოსაყენებელი იქნება ბავშვისათვისაც. ვინაიდან ბავშვი არ დადის საბავშო ბაღში, მას სურს თვეში 2 კვირა ბავშვმა გაატაროს მამასთან.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების დასკვნის თანახმად ან------ პ------–-–---–ი პრაქტიკულად ჯანმრთელია. ბავშვის ფიზიკური, მოტორული, კოგნიტური და ფსიქო-ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია.იგი 2----------- გახდა 3-–-–--. აქამდე ასაკის გამო იგი არ ირიცხებოდა საბავშო ბაღში, დედას დაგეგემილი აქვს სექტემბრის თვიდან ბავშვი მიიყვანოს საბავშო ბაღშიც. ოჯახში ბავშვისთვის შექმნილია ძალიან მზრუნველი და თბილი გარემო. ბავშვის დედა-მა--------------–---–ი მუშაობს P-----------–-, ამავდროს იგი არის პირველი კურსის სტუდენტი. მარიამის ხელფასია 150 ლარი + ბონუსები, პაპა მუშაობს რ--------–- და მისი თვიური შემოსავალია - 650 ლარი, დამატებითი შემოსავალი აქვთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით. მოპასუხე განმარტავს, რომ ან------ს მამასთან ურთიერთობას არ დაუშლის, როცა უნდა მივიდეს და მოინახულოს, ხოლო წაყვანით არ გაატანს, რადგან ბავშვი ღამე ვერ იძინებს დედის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 19 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის დასკვნა და 2018 წლის 07 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. 1.1 მოსარჩელე ზა------------–-–---–ს მცირეწლოვან შვილთან 2--- წლის 0------------ დაბადებულ ან------ პ------–-–---–თან (პ/ნ0----------) ურთიერთობის მიზნით განესაზღვროს პერიოდი ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე 01 ივლისიდან 15 ივლისამდე და 01 აგვისტოდან 15 აგვისტომდე, ზამთრის არდადეგების დროს 02 იანვრიდან 09 იანვრამდე. 1.2. მოსარჩელე ზა------------–-–---–ს მიეცეს მცირეწლოვან შვილის 2--- წლის 0------------ დაბადებული ა------ა პ------–-–--ს (პ/ნ0----------) მონახულების უფლება ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 16:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1197-1199-ე, 1202-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ამ მოთხოვნებით და 2--- წლის 0------------ დაბადებულ ან------ პ------–-–---–ს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მამას უფლება აქვს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან და იზრუნოს მასზე, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ - 1.1 მოსარჩელე ზა------------–-–---–ს მცირეწლოვან შვილთან 2--- წლის 0------------ დაბადებულ ან------ პ------–-–---–თან (პ/ნ0----------) ურთიერთობის მიზნით განესაზღვროს პერიოდი ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე 01 ივლისიდან 15 ივლისამდე და 01 აგვისტოდან 15 აგვისტომდე, ზამთრის არდადეგების დროს 02 იანვრიდან 09 იანვრამდე. 1.2. მოსარჩელე ზა------------–-–---–ს მიეცეს მცირეწლოვან შვილის 2--- წლის 0------------ დაბადებული ან------ პ------–-–--ს (პ/ნ0----------) მონახულების უფლება ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 16:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მოპასუხემ სარჩელი საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ცნო ნაწილობრივ.

 

აქედან გამომდინარე მოპასუხეს მა---------------–---–ს დაეკისროს ზა------------–-–---–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზა------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად:

 

1.1. მოსარჩელე ზა------------–-–---–ს მცირეწლოვან შვილთან 2--- წლის 0------------ დაბადებულ ან------ პ------–-–---–თან (პ/ნ0----------) ურთიერთობის მიზნით განესაზღვროს პერიოდი ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის პარასკევი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 15:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგებზე 01 ივლისიდან 15 ივლისამდე და 01 აგვისტოდან 15 აგვისტომდე, ზამთრის არდადეგების დროს 02 იანვრიდან 09 იანვრამდე.

 

1.2. მოსარჩელე ზა------------–-–---–ს მიეცეს მცირეწლოვან შვილის 2--- წლის 0------------ დაბადებული ა------ა პ------–-–--–ის (პ/ნ0----------) მონახულების უფლება ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 16:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

2. მოპასუხეს მა---------------–---–ს დაეკისროს ზა------------–-–---–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი