გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N210210018002472594
საქმე №2/386 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - ალ-------------------ე
მოპასუხე- ირ-------------------
წარმომადგენელი - თე--–------ე
სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების წარმომადგენელი - თა--------------ე
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის ოდენობის შეცვლა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ალ-------------------ე ითხოვს 2--- წლის 2--------------- დაბადებული სა---------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი, საგარეჯო დ-----------–-----–--------.
1.2. მოსარჩელე ალ-------------------ე ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საბა არჩვაძისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 90 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან და გათავისუფლდეს არასრულწლოვანი შვილის სა-----------ისათვის პ/ნ 3---------- ყოველთვიურად ალიმენტის სახით 90 ლარის გადახდისაგან.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შესაგებელში სარჩელს ცნო ნაწილობრივ. ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა თე--–------ემ სარჩელი ცნო სრულად.
2.2. დაინტერესებული პირი - არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელემა თა--------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სრული შეფასების საფუძველზე სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი საბა არჩვაძე არის 12 წლის და მისი პოზიციაა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილად განისაზღვროს მამის- ალ-----------------ის საცხოვრებელი ადგილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე ალ-------------------ე და მოპასუხე ირ------------------- არიან 2--- წლის 2--------------- დაბადებული სა-----------ის მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა;
3.2.2. არასრულწლოვანი სა-----------ე იზრდება დედასთან ირ-------------------სთან და მამას-ალ-------------------ეს მის მიმართ დაკისრებული აქვს ალიმენტის სახით 90 ლარის გადახდა, სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სოციალური მუშაკის დასკვნა;
- სასამართლო 30.10.2014 წლის გადაწყვეტილება;
3.2.4. 2018 წლის 02 ნოემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, სა-----------ე დაბადებული 2--- წლის 2--------------- და 2--- წლის 1-------------- დაბადებული ხა-------------ე, არასრულწლოვანი ბავშვები განქორწინების შემდეგ ცხოვრობენ დედასთან. მამას ალ-------------------ეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 30.10.2014 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა თვეში 90-90 ლარის გადახდა. 2018 წლის 24 მაისს სა-----------ე საცხოვრებლად გადავიდა მამასთან, ხოლო მისი და დარჩა დედასთან. ბავშვის დედა ირ-------------------- დადის თურქეთსი სამუშაოდ. არ--------ის ოჯახს აქვს საკუთარი ორსართულიანი სახლი, ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან. ალ-------------------ე მუშაობს საგარეჯოს შპს ,,ჯ-------------–----------–---------–------------–-----–------–-’’ მენეჯერის თანაშემწედ და ს--–----------------–---. მისი ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. ბავშვის პაპას და ბებიას აქვთ ასაკის პენსია, ბებია ბ------–----------- და აქვს მცირე შემოსავალი. სა-----------ე დადის საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში მე-7 კლასში. სისტემატიურად ესწრება გაკვეთილებს. ოჯახის წევრებისაგან ყურადღება ექცევა მის განათლების მიღებას, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ ურთიერთობას. სა-----------ესთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ მას სურვილი აქვს იცხოვროს მამასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 02 ნოემბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილებისა მიერ წარმოდგენილი დასკვნა;
3.2.5 საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვანი სა-----------ე იზრდება მამასთან, მას ასევე შეძღუდული ურთიერთობა აქვს დედასთან და დასთან, რაც დადასტურდა ბავშვის წარმომადგენლების სოციალური სამსახურის მუშაკების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით, ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სრულად ცნო სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად; კერძოდ 1.1. 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) სა-----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი, ქ.საგარეჯო, დ-----------–-----–-------- N62; 1.2. ნაწილობრივ გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის საქმე N2/225-14 გადაწყვეტილება სა-----------ისათვის პ/ნ 3---------- ალიმენტის ყოველთვიურად 90 ლარის გადახდის ნაწილში და ალ-------------------ე გათავისუფლდეს არასრულწლოვანი შვილის სა-----------ისათვის პ/ნ 3---------- ყოველთვიურად ალიმენტის სახით 90 ლარის გადახდისაგან, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის 2/225-14 გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1197-1199-ე, 1202-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ს ამ მოთხოვნებით და 2--- წლის 2--------------- დაბადებულ სა-----------ეს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის (სა-----------ე დაბადებული 2--- წლის 2---------------) გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები.
შესაბამისად, 2--- წლის 2--------------- დაბადებულ სა-----------ის საცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ცნო სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ალ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) სა-----------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ალ-------------------ის საცხოვრებელი ადგილი, ქ.საგარეჯო, დ-----------–-----–-------- N62
1.2. ნაწილობრივ გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის საქმე N2/225-14 გადაწყვეტილება სა-----------ისათვის პ/ნ 3---------- ალიმენტის ყოველთვიურად 90 ლარის გადახდის ნაწილში და ალ-------------------ე გათავისუფლდეს არასრულწლოვანი შვილის სა-----------ისათვის პ/ნ 3---------- ყოველთვიურად ალიმენტის სახით 90 ლარის გადახდისაგან, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის 2/225-14 გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი