გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002317562 საქმე №2/136-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: სს ,, ტ---- ბანკი";
წარმომადგენელი: ქ------- ს---------;
მოპასუხე: გე-–---------–---–ი, მა--------------–---–ი, ირ---–---------–---–ი.
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხეებს გე-–---------–---–ს და მა--------------–---–ს სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის № 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ: 19 081 (ცხრამეტი ათას ოთხმოც და ერთი) ლარის ( მათ შორის ძირი თანხა - 16 230.74 ლარი, პროცენტი - 1126.26 ლარის, ჯარიმა - 1724 ლარის) გადახდა.
1.2. მოპასუხეებს გე-–---------–---–ს და მა--------------–---–ს 2018 წლის 13 თებერვლიდან, სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის № 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - (16 230.74 ლარზე) დაეკისროს წლიური 16%-ს სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ირ---–---------–---–ის (პ/№1----------) საკუთრებაში აღრიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი დედოფლისწყარო, სოფელი წ-----––------- ქუჩა ფ---------–-–---–ის, საკადასტრო კოდი: № 52.06.35.0--, რეალიზაცია აუქციონის წესით.
1.4. იმ შემთხვევაში თუ საკმარისი არ იქნება იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, დავალიანების დასაფარავად, გადახდევინება მიექცეს მოპასუხეების გე-–---------–---–ის და მა--------------–---–ის სხვა ქონებაზე.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 01 დეკემბერს სს ,,ტ----ბანკსა” და გე-–---------–---–ს შორის დაიოდო N1008 გენერალური ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა 15 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 36%.
N1008 გენერალური ხელშეკრულების გათვალისინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 01 დეკემბერს სს,, ტ----ბანკსა“ და ირ---–---------–---–ს შორის დაიდო ნოტარიული წესით დამოწმებული სანოტარო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ირ---–---------–---–ის სახელზე რიცხული ქონება: საკადასტრო კოდით: 52.06.35.0--.
N1008 გენერალური ხელშეკრულების გათვალისინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------ს“ და მა--------------–---–ს შორის გაფორმდა N1008-002-c6374 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 33103.81 ლარი.
N1008 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს ,,ტ----ბანკსა“ და გე-–---------–---–ს შორის გაფრომდა N1008-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 25 500 ლარი, საბანკო კრედიტის ბოლო ვადა 01.12.2021 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი: - 16%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეებმა არაერთხელ გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები და შესაბამისად ბანკის მხრიდან მათ გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს.
2018 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის N1008-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 16230.74 ლარი, პროცენტი - 1126.26 ლარი და ჯარიმა 1 724 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. მოპასუხეებმა ითხოვეს ჯარიმის შემცირება, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები არ ცნეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 01 დეკემბერს სს ,,ტ----ბანკსა” და გე-–---------–---–ს შორის დაიოდო N1008 გენერალური ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა 15000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 36%.
N1008 გენერალური ხელშეკრულების გათვალისინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 01 დეკემბერს სს,, ტ----ბანკსა“ და ირ---–---------–---–ს შორის დაიდო ნოტარიული წესით დამოწმებული სანოტარო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა ირ---–---------–---–ის სახელზე რიცხული ქონება: საკადასტრო კოდით: 52.06.35.0--.
N1008 გენერალური ხელშეკრულების გათვალისინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------ს“ და მა--------------–---–ს შორის გაფორმდა N1008-002-c6374 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრულ თანხად განისაზღვრა 33103.81 ლარი.
N1008 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს ,,ტ----ბანკსა“ და გე-–---------–---–ს შორისგაფრომდა N1008-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 25500 ლარი. საბანკო კრედიტის ბოლო ვადა 01.12.2021 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი: - 16%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური და საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- იპოთეკის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეებმა არაერთხელ გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები და შესაბამისად ბანკის მხრიდან მათ გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს.
2018 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის N1008-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 16230.74 ლარი, პროცენტი - 1126.26 ლარი და ჯარიმა 1724 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სარჩელი; გაფრთხილების წერილები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 342-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ი ნაწილით: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია და მოპასუხეებიც არ უარყოფენ, რომ მათ მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხებათ დავალიანება ბანკის მიმართ. მოპასუხეებს 2018 წლის 26 იანვარს გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება. დავალიანება დაფარული არ იქნა და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 14 დრის გასვლისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის, იპოთეკის და თავდებობის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის და 131-ე მუხლის თანახმად ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული პროცენტის გარდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების დარღვევის გამო ნაწილობრივ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დარიცხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ იხადოს საბანკო პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიჩნია, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დარიცხვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით 1724 (ათას შვიდას ოცდაოთხი) ლარის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს. სასამართლო გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება სარჩელის მოთხოვნა ჯარიმის დაკისრების ნაწილში შემცირდეს ათჯერ და საბოლოოდ მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 172 (ას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით სხვა წესია დადგენილი, კერძოდ გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 8.2 პუნქტი ადგენს, რომ თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და გადახდევინება აღსასრულებლად მიექცევა მსესხებლის სხვა ქონებაზე. ამრიგად მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის და სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 650 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირის და პროცენტის ნაწილში ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან და სს ,,ტ---- ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 520.71 (ხუთას ოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს ,,ტ---- ბანკის’’ სასარგებლოდ 5.16 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 131-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, ტ---- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს გე-–---------–---–ს და მა--------------–---–ს სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის № 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ: 17 529 (ჩვიდმეტი ათას ხუტას ოც და ცხრა) ლარის ( მათ შორის ძირი თანხა - 16 230.74 ლარი, პროცენტი - 1126.26 ლარის, ჯარიმა - 172 ლარის) გადახდა.
1.2. სს „ ტ---- ბანკს ” დარჩენილი ჯარიმის დაკისრების მოთხოვნაზე უარი ეთქვას.
1.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ წლიური 16%-ს სარგებლის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხე ირ---–---------–---–ის (პ/№1----------) საკუთრებაში აღრიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი დედოფლისწყარო, სოფელი წ-----––------- ქუჩა ფ---------–-–---–ის, საკადასტრო კოდი: № 52.06.35.0--, რეალიზაცია აუქციონის წესით.
1.5. იმ შემთხვევაში თუ საკმარისი არ იქნება იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, დავალიანების დასაფარავად, გადახდევინება მიექცეს მოპასუხეების გე-–---------–---–ის და მა--------------–---–ის სხვა ქონებაზე.
2. მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 520.71 (ხუთას ოცი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) (საგადასახადო დავალება №2; 21.02.2018წელი)
3. მოსარჩელე სს ,, ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ მოპასუხეებს გე-–---------–---–ს და მა--------------–---–ს დაეკისროთ 5.16 (ხუთი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა. ხოლო დანარჩენი 124.13 (ას ოცდაოთხი ლარი და ცამეტი) თეთრი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე