გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310017002073553 (3/190-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.02.2018 ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სა---------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი ოთ-----------–--ე
მოპასუხე გი-------------ა
წარმომადგენელი ნი----------–---–-ა
დავის საგანი:
ზედმეტად დარიცხული ხელფასის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზედმეტად დარიცხული ხელფასის 119,81 ლარის დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სა---------–----–---------------------------ოს თანამშრომელი გი-------------ა დათხოვნილ იქნა სამუშაოდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით 28.07.2014 წლიდან.
გათავისუფლების კანონიერება მოსარჩელეს სადავო არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–ბძანება #14-----
–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
2.2. გი-------------ას ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 928,60 ლარს.
სამსახურის ბოლო თვის ხელფასი მას ჩაერიცხა სრულად, შესაბამისად ზედმეტად ჩარიცხულია 4 დღის თანამდებობრივი სარგო 119,81 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–ბძანება #14-----
–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხემ ცნო სარჩელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი, მე–3, მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4, 208–ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლით 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ამავე კოდექსის მე–3 მუხლის 1–ლი ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის შესაბამისად 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208–ე მუხლის მე–3 ნაწილით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულები არიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1.სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.გი-------------ას სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 119,81 ლარის გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, რევაზლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა