გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34034-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ბ-–----------ე, პ---–----------ე, ლ---------------–ი, ი------------–---–ი, რ-–-----------–-–---–ი, ა--------------------ე
წარმომადგენელი - ზურაბი ჭოველიძე
მოპასუხე - შპს „--–------------------
წარმომადგენელი - უ--------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ბ-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 14 500 ლარის გადახდა;
1.2. შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე პ---–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 16 200 ლარის გადახდა;
1.3. შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ლ---------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 000 ლარის გადახდა;
1.4. შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 23 130 ლარის გადახდა;
1.5. შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ა--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა;
1.6. შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე რ-–-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 45 500 ლარის გადახდა.
(მტკიცებულება: 2--------- წლის სარჩელი, 24.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „--–----------------მა“ სარჩელი ცნო. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
(მტკიცებულება: 04.12.2018 წლის შესაგებელი, 24.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე ბ-–----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბ-–----------ე იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში საქვაბე მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სანასოსე და ცხელი წყლის სისტემის ბოილერის მონტაჟი, გაშვება და რეგულირება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 14 500 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. ბ-–----------ემ ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 10 მაისს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის ბ-–----------ის წინაშე არსებული დავალიანება 14 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 5 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 10 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 2 აპრილს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე პ---–----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პ---–----------ე იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში დამონტაჟებული საინჟინრო სისტემისა და აპარატურის მარკირება და დასტიკერება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 16 200 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. პ---–----------ემ ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 10 მაისს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის პ---–----------ის წინაშე არსებული დავალიანება 16 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 2 აპრილის შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 10 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 მარტს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე ლ---------------–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ---------------–ი იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში დამონტაჟებული სახანძრო დეტექციის სისტემის პროგრამირება, კერძოდ, შეისწავლოს და შეიმუშაოს სახანძრო დეტექციის სცენარი და გაწეროს მოქმედების მატრიცა და ალგორითმი, მოახდინოს სახანძრო დეტექტორებისა და მოწყობილობების მისამართების მინიჭება და სახანძრო მატრიცის შესაბამისად დააპროგრამოს სახანძრო პანელი. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 18 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. ლ---------------–მა ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 2 აპრილს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის ლ---------------–ის წინაშე არსებული დავალიანება 18 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2018 წლის 27 მარტის შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე ი------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ი------------–---–ი იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში მეტალის კარებების ტექნიკური ფართების ჟალუზების, ნაგვის გამტარი მილების კობის უჯრედის მოაჯირების სამღებრო სამუშაოები. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 23 130 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. ი------------–---–მა ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 2 აპრილს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის ი------------–---–ის წინაშე არსებული დავალიანება 23 130 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 2 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 3 აგვისტოს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე ა--------------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა--------------------ე იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ფასადის თბოიზოლაციის მოწყობის სამუშაო, 1 მ2 მინერალური ვატის გაკვრის საფასური 5 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე. მხარეთა შორის 2018 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ განხორციელდა 10 000 მ2 (კვადრატული მეტრი) ფასადის თბოიზოლაციის მოწყობა, შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 50 000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. ა--------------------ემ ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 2 აპრილს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის ა--------------------ის წინაშე არსებული დავალიანება 50 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 3 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე რ-–-----------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რ-–-----------–-–---–ი იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში სასმელი წყლის სპრინკლერების სისტემისა და ჰიდრანტების სისტემის სანასოსე სადგურის სრული მონტაჟი და გაშვება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 24 500 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. რ-–-----------–-–---–მა ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 2 აპრილს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის რ-–-----------–-–---–ის წინაშე არსებული დავალიანება 24 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 10 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს მოპასუხე შპს „--–----------------სა“ და მოსარჩელე რ-–-----------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რ-–-----------–-–---–ი იღებდა ვალდებულებას მისი რესურსებით, მათ შორის სამუშაო ძალის (ბრიგადის) გამოყენებით მოპასუხისათვის შეესრულებინა თბილისში ა--------- #10-ში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსის მე-2 სართულზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა სამუშაო მეტალის მრგვალი მილებით და შველერებით. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 14 500 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღის ვადაში. რ-–-----------–-–---–მა ჯეროვნად შეასრულა მისი სახელშეკრულებო ვალდებულება, რის თაობაზეც 2018 წლის 2 აპრილს მხარეთა შორის შედგა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 7 ივნისს მოპასუხემ დააფიქსირა მოსარჩელის რ-–-----------–-–---–ის წინაშე არსებული დავალიანება 14 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 8 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება;
- 2018 წლის 2 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2018 წლის 7 ივნისის ვალის აღიარება.
3.1.8. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 629.1-2, 361.2-ე მუხლები. ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი). ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
მხარეებს შორის დადებული შეთანხმება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას ემყარება, რომლის საფუძველზე მენარდეს აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის შემკვეთისთვის დაკისრება.
ასეთ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია ამტკიცოს მასსა და შპს „--–----------------ს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. ხოლო შემკვეთს ევალება მიუთითოს მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებებზე - ხომ არ არსებობს ვალდებულების შესრულების გზით შეწყვეტის საფუძველი, ან ანაზღაურების გამომრიცხავი სხვა გარემოებები, მაგალითად, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეებს არ გადასცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ თანხის დაკისრება. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოვალეთა რეესტრში მისმა რეგისტრაციამ და ქონებაზე რეგისტრირებულმა შეზღუდვამ.
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების განკარგვას. შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ჯეროვნად შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც მიღება-ჩაბარების აქტით და ვალის აღიარების ხელშეკრულებებით დასტურდება, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელეების მიმართ ფულად ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
წინამდებარე შეთანხმებაში, მართალია, სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 020 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ბ-–----------ის, პ---–----------ის, ლ---------------–ის, ი------------–---–ის, რ-–-----------–-–---–ის და ა--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ბ-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 14 500 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე პ---–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 16 200 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ლ---------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 000 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 23 130 ლარის გადახდა;
6. მოპასუხე შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე ა--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა;
7. მოპასუხე შპს „--–----------------ს“ მოსარჩელე რ-–-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 45 500 ლარის გადახდა;
8. დაუბრუნდეს მოსარჩელე ბ-–----------ეს ზურაბი ჭოველიძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 435 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 2--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
9. დაუბრუნდეს მოსარჩელე პ---–----------ეს ზურაბი ჭოველიძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 486 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 2--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
10. დაუბრუნდეს მოსარჩელე ლ---------------–ს ზურაბი ჭოველიძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 540 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 2--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
11. დაუბრუნდეს მოსარჩელე ი------------–---–ს ზურაბი ჭოველიძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 693.90 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 2--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
12. დაუბრუნდეს მოსარჩელე ა--------------------ეს ზურაბი ჭოველიძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 500 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 2--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
13. დაუბრუნდეს მოსარჩელე რ-–-----------–-–---–ს ზურაბი ჭოველიძის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 1 365 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 2--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე