გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ყ--------------------–---"
წარმომადგენელი - გ-----------–---–-
მოპასუხე - შპს ,,ჯ---------------------------------"
წარმომადგენელი - ი------------–--–---–-
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ჯ---------------------------------ს“ შპს „ყ--------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 572.01 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 14 სექტემბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა N--------- განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი კ----------------, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 129.68 ლარი.
2017 წლის 18 სექტემბერს ქალაქ თბილისში, ც------------------ს მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა N--------- განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი გ--–-----–-–---–-, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 98.21 ლარი.
2017 წლის 01 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა N--------- განაცხადი გაზსადენის დაზიანებაზე, ხოლო საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ნ------------------, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 344.12 ლარი.
ამდენად, შპს ,,ჯ---------------------------------ი“-ს მიერ გაზსადენის დაზიანებით შპს ,,ყ--------------------–---ს“ მიადგა 572.01 ლარის მატერიალური ზიანი, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაზიანება მოპასუხის წარმომადგენლების ბრალით არ იყო გამოწვეული. ასევე, არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანის ოდენობას და მიუთითა, რომ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ჰაერში გაბნეული გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი, ნაცვლად საყოფაცხოვრებო ტარიფისა და წარმოადგინა საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–- ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- დადგენილება, რომლის თანახმადაც 1 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს 0.46153 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 სექტემბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 18 სექტემბერს ქალაქ თბილისში, ც------------------ს მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. 2017 წლის 01 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ისე საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ სადავო გარემოებებს, დამდგარ ზიანთან მიმართებით მოპასუხის ბრალის არ არსებობასათან დაკავშირტებით და ნაწილობრივგვ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებებს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს დაზიანდა შპს „ყ--------------------–---ს“ გაზსადენი და აღნიშნულის გამო შპს „ყა-------------------–--ს“ მიადგა ზიანი, წარმოდგენილი აქვს შპს „ყ--------------------–---ს“ საავარიო სამსახურში შესული განაცხადებები და დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვები, რომელთა თანახმადაც:
1. 2017 წლის 14 სექტემბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან მისამართზე მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 129.68 ლარი.
2. 2017 წლის 18 სექტემბერს ქალაქ თბილისში, ც------------------ს მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან მისამართზე მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 98.21 ლარი.
3. 2017 წლის 01 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ შპს ,,ჯ---------------------------------ი“ აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ,,ყ--------------------–---ს“ კუთვნილი გაზსადენი. აღნიშნულთან მისამართზე მიწის სამუშაოების წარმოებით გამოწვეული გაზსადენის დაზიანება, აღმოფხვრილ იქნა შპს ,,ყ--------------------–---“-ს მიერ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გზით. აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ მთლიანობაში შეადგინა 344.12 ლარი.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული გაზსადენების განთავსების ადგილი ზოგიერთ შემთხვევაში არ იქნა მითითებული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად იქნა მითითებული. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.
რაც შეეხება მოპასუხე შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობა არ შეესაბამება რეალობას და რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ჰაერში გაბნეული გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (1 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება 0.75 ლარი), ნაცვლად საყოფაცხოვრებო ტარიფისა - სასამართლო იზიარებს, ვინაიდან მოპასუხის მოსაზრება სარწმუნოდ არის გამყარებული შესაგებელში მითითებული გარემოებებით და ამ გარემოებათა დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებით. კერძოდ მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულების სახით - საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–- ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- დადგენილება, რომლის თანახმადაც 1 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს 0.46153 ლარს. შესაბამისად მოპასუხის წარმომადგენლის შედავება გაზის ტარიფის თაობაზე, მიჩნეული უნდა იქნას მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
სასამართლო ადგენს, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად, შპს „ყ--------------------–---ს“ მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობა გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში უნდა განისაზღვროს საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–- ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- დადგენილებაში მითითებული ტარიფის შესაბამისად, რომლის თანახმადაც 1 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს 0.46153 ლარს.
შესაბამისად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში ზიანი არის:
ა) 2017 წლის 14 სექტემბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ გაბნეული იქნა 28.43 მ3X0.46153= 13.12 ლარი;
ბ) 2017 წლის 18 სექტემბერს ქალაქ თბილისში, ც------------------ს მიმდებარედ გაბნეული იქნა 45.13 მ3X0.46153= 20.82 ლარი;
გ) 2017 წლის 01 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, გ------–---–------------ მიმდებარედ გაბნეული იქნა 328.93 მ3X0.46153= 151.81 ლარი;
აღნიშნულიდან გამომდინარე მთლიანობაში მოსარჩელეს მიადგა ზიანი ჯამში - 455.89 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საავარიო სამსახურში შესული განაცხადებები და მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა
- მხარეთა ახსნა-განმარტება ;
- საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–- ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- დადგენილება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ყ--------------------–---ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 997-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
6.3. წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს „ჯ---------------------------------მა“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედებით) მიაყენა თუ არა ზიანი შპს „ყა-------------------–--ს“, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. ასეთ დროს მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისათვის სამუშაოს მიმცემი პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, მუშაკის მოქმედება შეფასებულ უნდა იქნეს როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მუშაკების მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოჰყვა ზიანი, კერძოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მოხდა შპს „ყ--------------------–---ს“ მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელე შპს „ყა-------------------–--ს“ მიადგა ზიანი - დაზიანდა მისი კუთვნილი მიწისქვეშა გაზსადენი, საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვისა და საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–- ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის N-- დადგენილების შესაბამისად კი რეალური ზიანის ოდენობა შეადგენს ჯამში - 455.89 ლარს.
ამრიგად, დადგენილია, რომ შპს „ყა-------------------–--სა“ და შპს „ჯ---------------------------------ს“ შორის არ არსებობდა რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ზიანი, რომელიც მიადგა მოსარჩელეს გამოწვეულია მოპასუხის მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას განხორცილებული ქმედებებით. ზიანის ოდენობა შეადგენს - 455.89 ლარს. ამასთან, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ყ--------------------–---ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ შპს ,,ყ--------------------–---ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 455.89 ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ყ--------------------–---“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,ჯ---------------------------------"-ს შპს ,,ყ--------------------–---“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 455.89 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე