გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002007667
№2/2-39-2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - სს „თი---------ი“
წარმომადგენელი- ია თვ--–----ე
მოპასუხეები - შპს „კუ----–-----–------------ი“, შპს „ამ-----ა“, ედ-----დ მო-------–--ე
წარმომადგენელი-ირ---–ი ნა------ა
დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს შპს „კუ----–-----–------------სა“ და ედ-----დ მო-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, N2395675-8117390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 64700.32 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს შპს „კუ----–-----–-------------ს“ და ედ-----დ მო-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ, სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, N2395675-8117390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი 6601.32 აშშ დოლარი;
1.3. მოპასუხეებს შპს „კუ----–-----–------------სა“ და ედ-----დ მო-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ, სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, დავალიანების ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, დღეში 0.1%-ის, ყოველდღიურად 59.70 აშშ დოლარის, სოლიდარულად გადახდა, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში;
1.4. სს „თი---------ის“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შპს „კუ----–-----–-------------ის“ და შპს „ამ-----ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა. აბაშიძის ქ. N14 ა ს.კ. 0-.2-.--.0--;
1.5. თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოგებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცეს შპს „კუ----–-----–------------ის“ და ედ-----დ მო-------–--ის მთელი კუთვნილი ქონება .
2. მოპასუხების პოზიცია
მოპასუხეებმა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, ძირი თანხის 50196 აშშ დოლარის, სარგებლის 5722 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარის ნაწილში (სხდომის ოქმი 29/10/2018წ. წარმომადგენლის ახსნა-განმარტება).
შესაგებელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: არასწორადაა დაანგარიშებული სესხის ჯამური დავალიანება; კანონსაწინააღმდეგო და შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო; უკანონოა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე; მოსარჩელე ითხოვს სესხის სარგებელს და პირგასამტეხლოს, ამდენად, მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის დაკისრებაზე უკანონოა.
მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მხარეთა შორის, 2012 წლის 29 ნოემბერს, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება არ უზრუნველყოფს რაიმე კონკრეტულ ვალდებულებას, არამედ ზოგადი ხასიათისაა, მოსარჩელის მოთხოვნები კი ეფუძნება 2015 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, მითითებული სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია კანონშეუსაბამოა.
შესაგებლის თანახმად, ბუნდოვანია მოთხოვნა სხვა ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნით, ვინაიდან, ქონება არაა იდენტიფიცირებული, ხოლო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2012 წლის 29 ნოემბერს, სს „თი---------სა“ და შპს „კუ----–-----–------------ს“ შორის გაფორმდა N0010.2395675.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი კლიენტს მოემსახურება შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით და ა. შ; 9.1. მუხლით, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ ყველა ვალდებულებას; 9.3 მუხლით, იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებების ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის/გირავნობის საგნების რეალიზაციის მიღებული თანხების ჯამური ოდენობას შორის; 9.6 მუხლით, ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერი შემდეგ), მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფილია თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0010.2395675.001 (ს.ფ. 18-27)
3.1.2. 2015 წლის 19 ოქტომბერს, სს „თი---------სა“ და შპს „კუ----–-----–------------ს“ შორის გაფორმდა N2395675-8117390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 54000 აშშ დოლარი, 2553 დღის ვადით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 აშშ დოლარით, გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის - 100 აშშ დოლარით.
ხელშეკრულება არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2395675-8117390 (ს.ფ. 28-30)
3.1.3. 2012 წლის 29 ნოემბერს, სს „თი---------ს“, შპს „კუ----–-----–------------ს“ და შპს „ამ-----ას“ (როგორც „მესაკუთრეს“) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N123123119190, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0010.2395675.001 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგანია ქალაქი ბათუმი ა. აბაშიძის ქ. N14 ა, მიწის ნაკვეთი 4709 კვმ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 1203.83 კვმ. ს/კ 0-.2-.--.0--.
იპოთეკის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულების, რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებების დამატებითი ხელშეკრულებების) და ამ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულების 3.1.3. მუხლის თანახმად, ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იქნება კლიენტის მიერ ფაქტობრივად მიღებულ ან/და გამოყენებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტთან, თანხასთან ან/და სარგებელთან ან კლიენტის ან/და მესაკუთრის ნებისმიერ მოვალეობასთან იმ შემთხვევაშიც, თუ შეწყდება ძირითადი ხელშეკრულებების, მის ფარგლებში გაფორმებული რომელიმე, რამდენიმე ან ყველა დოკუმენტის მოქმედება ნებისმიერი ფორმით/გზით (მათ შორის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-იპოთეკის ხელშეკრულება N123123119190 (ს.ფ. 35-41)
3.1.4. 2012 წლის 29 ნოემბერს, სს „თი---------სა“ და ედ-----დ მო-------–--ეს (შემდეგში „თავდები“) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N123123119190, რომლის შესაბამისად ედ-----დ მო-------–--ემ ბანკის წინაშე აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს „კუ----–-----–------------სა“ და სს „თი---------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N0010.2395675.001 და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების, შემდეგში „ძირითადი ხელშეკრულებების“, რომელიმე ან/და რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე.
თავდებობის ხელშეკრულების 1.4.1 მუხლით, თავდებობით უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულებების, რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებების) და ამ თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები; ამავე ხელშეკრულების 1.4.3. მუხლით უზრუნველყოფილია ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იქნება კლიენტის მიერ ფაქტობრივად მიღებულ ან/და გამოყენებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტთან, თანხასთან ან/და სარგებელთან ან კლიენტის ან/და თავდების ნებისმიერ მოვალეობასთან, იმ შემთხვევაშიც თუ შეწყდება ძირითადი ხელშეკრულებების, მოქმედება ნებისმიერი ფორმით/გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- თავდებობის ხელშეკრულება N123123119190 (ს.ფ.42-45)
3.1.5 დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მსესხებლის მიერ დაირღვა მინიმუმ ორჯერ, რის შესახებაც შეტყობინება ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ გაეგზავნათ როგორც მსესხებელს, ისე თავდებსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-გაგზავნილი წერილები (ს.ფ.55-60)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის ძირითად თანხის და დარიცხული პროცენტის ოდენობას. მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის 50196 აშშ დოლარის, სარგებლის 5722 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარის ნაწილში, ჯამში -56418 აშშ დოლარი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
ბოლო გადახდა მსესხებელმა განახორციელა 2016 წლის 13 ივლისს, სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 26 ივლისს. შესაბამისად, ამავე მდგომარეობით შპს „კუ----–-----–------------ს“ ერიცხება სესხის ძირი თანხის დავალიანება 51485.35 აშშ დოლარის და სარგებელი 8214.97 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სესხის გრაფიკის მონაცემებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 50196 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი 5722 აშშ დოლარს. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დავალიანების ეს ოდენობა დაანგარიშებულია სესხის გრაფიკის პირობების ზუსტად შესრულების შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ისტორიით ცხადია, რომ მსესხებელი სისტემატურად არღვევდა გრაფიკის პირობებს და ფარავდა გაცილებით ნაკლებ თანხას, ვიდრე ეს საკრედიტო ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა ძირი თანხა-51485.35 აშშ დოლარს, სარგებელი 8214.97 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.31-33)
- გადახდის ისტორია (ს.ფ.34)
3.2.3. მოპასუხეებმა სადავო გახადეს დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. უდავოდ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენდა 0.5%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 5000 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე, რაც შეადგენს 500 აშშ დოლარს.
პირგასამტეხლოს ოდენობას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.61)
3.2.4. მოსარჩელე ითხოვს შპს „კუ----–-----–------------სა“ და ედ-----დ მო-------–--ეს, მიუღებელი შემოსავლის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ 6601.32 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეები არ ეთანხმებიან სარჩელს ზიანის მოთხოვნის ნაწილში. წარმომადგენლის მიერ, ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, მოთხოვნილი ზიანი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად.
მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ვერ მიიღო ბანკმა.
სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 28436.27 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა, უნდა მიეღო ბანკს ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.31-33)
3.2.5. მოსარჩელე ითხოვს არსებული ვალდებულების უზრუნველყოფის საგნის-უძრავი ქონების რეალიზაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად - მოპასუხეების შპს „კუ----–-----–------------ისა“ და თავდები პირის ედ-----დ მო-------–--ის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ 2012 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 2015 წლის 19 ოქტომბერს, იპოთეკით უზრუნველყოფილი არ ყოფილა.
დადგენილია, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს, სს „თი---------სა“, შპს „კუ----–-----–------------ს“ და შპს „ამ-----ას“ (როგორც „მესაკუთრეს“) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N123123119190, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2012 წლის 29 ნოემბერს სს „თი---------სა“ და შპს „კუ----–-----–------------ს“ შორის გაფორმებული N0010.2395675.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგანია ქალაქი ბათუმი ა. აბაშიძის ქ. N14 ა, მიწის ნაკვეთი 4709 კვმ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 1203.83 კვმ. ს/კ 0-.2-.--.0--.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულება N123123119190 უზრუნველყოფდა 2012 წლის 29 ნოემბრის N0010.2395675.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულ ნებისმიერ საბანკო პროდუქტის ხელშეკრულებას, მათ შორის 2015 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N0010.2395675.001(ს.ფ. 18-27)
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2395675-8117390 (ს.ფ.28-30)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსესხებელს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას, ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.3. სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მიუღებელი შემოსავლ;ის სახით ზიანის მოთხოვნის შესახებ. ამასთან, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში.
4.4. სასამართლო აკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ. ამასთან, მიიჩნევს, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების შპს „კუ----–-----–------------ის“ და ედ-----დ მო-------–--ის მთლი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ, თუ უზრუნველყოფის საგანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე შპს „კუ----–-----–------------ს“ შორის, 2012 წლის 29 ნოემბერს, დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკის და თავდებობის ხელშეკრულებებით. დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და შპს „კუ----–-----–------------ს“ შორის, 2015 წლის 19 ოქტომბერს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და სესხად გაიცა 54 000 აშშ დოლარი, 13 %-იანი სარგებლის დარიცხვით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გადახდა არ მომხდარა. დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების (გრაფიკის მინიმუმ ორჯერ დარღვევა, დამატებითი ვადის განსაზღვრა) გამო, ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 26 ივლისს.
6.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოვალის დავალიანება ბანკის მიმართ იყო ძირი თანხა 51485.35 აშშ დოლარი და სარგებელი 8214.97 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის 50196 აშშ დოლარის, სარგებლის 5722 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარის ნაწილში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციის უტყუარობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოვალეებს შპს „კუ----–-----–------------ს“ და სოლიდარულ თავდებს ედ-----დ მო-------–--ეს უნდა დაეკისროდ სოლიდარულად სესხის ძირი თანხა 51485.35 აშშ დოლარი და სარგებელი 8214.97 აშშ დოლარი.
6.3. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტლად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მათი წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად (სუსგ N ას-1432-1351-2012 20.0-.2013წ.).
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს ( სუსგ N ას-1302-1222-2017 15.12.17წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2015 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 5000 აშშ დოლარი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიაჩნია, რომ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 51485.35 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სამართლიანი პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 2500 აშშ დოლარის გადახდა, რაც გონივრულ თანაფარდობაშია სესხის ძირ თანხასთან (5%).
6.4. მოსარჩელე მოითხოვს, დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანი 6601.32 აშშ დოლარის ოდენობით და ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში, სესხის ძირ თანხაზე პირგასამტეხლო, დღეში 0.1%-ის ოდენობით (ყოველდღიურად 59.70 აშშ დოლარი). სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფულადი სახსრების ბრუნვიდან მიღებული შემოსავალი. ამდენად, საბანკო პროდუქტების გაფორმება ხდება იმ მიზნით, რომ გამსესხებელი გრძელვადიან პერსპექტივაში ვარაუდობს ამ პროდუქტიდან შემოსავლის მიღებას. შემოსავლის წყაროს, ასეთ სამართალურთიერთობებში, წარმოადგენს თავად ფული, ფულის ბრუნვიდან მიღებული სარგებელი. ამდენად, ფულადი რესურსის ბრუნვის შეწყვეტა, მანამ, სანამ აღნიშნული რესურსი არ დაუბრუნდება გამსესხებელს და არ ჩაბრუნდება, კვლავ, ბრუნვაში, წარმოშობს ზიანს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება დადგენილი სამოქალაქო კოდექსით.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი არის ზიანი, რომელიც კრედიტორმა განიცადა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო . სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მიუღებელი შემოსავალი (მიუღებელი სარგებელი) არის ზიანი, რომელიც მიადგა კრედიტორს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ. პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის მექანიზმი, უნდა მოქმედებდეს მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, რათა შეასრულოს ერთის მხრის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების და მეორეს მხრივ, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების უზრუნველსაყოფა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, არასახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეთანხმება, მხარეთა შორის, უნდა დაიდოს წერილობით. დადგენილია, რომ ამგვარ შეთანხმებას არ შეიცავს არც გენერალური საბანკო პროდუქტებით მომსახურების და არც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 19 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით და მიაჩნია, რომ დარიცხული ვალდებულების უზრუნველყოფი მიზნით, იპოთეკის საგნის, შპს „კუ----–-----–------------ისა“ და შპს „ამ-----ას“ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რეალიზაცია უკანონოა. აღნიშნულს წარმომადგენელი ასაბუთებს იმით, რომ საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 286.2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წლის 29 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 9.1. მუხლით ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ ყველა ვალდებულებას. იპოთეკის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულების, რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებების დამატებითი ხელშეკრულებების) და ამ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები, ხოლო 3.1.3. მუხლის თანახმად - ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იქნება კლიენტის მიერ ფაქტობრივად მიღებულ ან/და გამოყენებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტთან, თანხასთან ან/და სარგებელთან ან კლიენტის ან/და მესაკუთრის ნებისმიერ მოვალეობასთან იმ შემთხვევაშიც, თუ შეწყდება ძირითადი ხელშეკრულებების, მის ფარგლებში გაფორმებული რომელიმე, რამდენიმე ან ყველა დოკუმენტის მოქმედება ნებისმიერი ფორმით/გზით.
2015 წლის 19 ოქტომბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესავალშივე აღნიშნულია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების საფუძველია 2012 წლის 29 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება. ამდენად, ცხადია, თუ რის თაობაზე და რა ფარგლებში ხდება იპოთეკის ხელშეკრულების დადება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე, კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების შპს „კუ----–-----–------------ის“ და ედ-----დ მო-------–--ის მთლი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილებით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 9.3 მუხლით იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებების ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის/გირავნობის საგნების რეალიზაციის მიღებული თანხების ჯამური ოდენობას შორის; 9.6 მუხლით ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების/კლიენტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ამ ხელშეკრულების ხელმოწერი შემდეგ), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დაფარვის მიზნით მოვალის სხვა ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესახებ, რაც 301.11 მუხლის დისპოზიციითაა განსაზღვრული და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელე შუამდგომლობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის 11 -ე ნაწილის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება შეიცავს მხარეთა შეთანხმებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, რის გამოც შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 76674 აშშ დოლარი (203186 ლარი, კურსით 2.65ლ). ამავე კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 56418 აშშ დოლარის (149507.7 ლარი) ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 3679.08/2=1839.54 ლარს.
მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს განახევრებული ბაჟის ნაწილი-1839.54 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 2325.50 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი 834 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს შპს „კუ----–-----–-------------ს“ და ედ-----დ მო-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თი---------ის“ სასარგებლოდ N2395675-8117390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 51485.35 აშშ დოლარი, სარგებელი 8214.97 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2500 აშშ დოლარი;
3. მოპასუხეებს შპს „კუ----–-----–-------------ს“ და ედ-----დ მო-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თი---------ის“ სასარგებლოდ N2395675-8117390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღებელი შემოსავლის სახით 6601.32 აშშ დოლარი;
4. უარი ეთქვას სს „თი---------ს“ , შპს „კუ----–-----–-------------სე“ და ედ-----დ მო-------–--ეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში, სესხის ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (59700.32 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს, დღეში 0.1%-ის ოდენობით (ყოველდღიურად 59.70 აშშ დოლარი), სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
5. სს „თი---------ის“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს, შპს „კუ----–-----–-------------ის“ და შპს „ამ-----ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა. აბაშიძის ქ. N14 ა ს.კ. 0-.2-.--.0--;
6. სარეალიზაციოდ მიექცეს შპს „კუ----–-----–------------ის“ და ედ-----დ მო-------–--ის მთელი ქონება თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოგებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად.
7. მოსარჩელე სს „თი---------ს“ ს/კ 204 854 595 დაუბრუნდეს მის მიერ 12.07.2017წ. №2 საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1839.54 ლარი. (გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150; მიმღების ბანკი/ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).
8. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
9. მოპასუხეებს შპს „კუ----–-----–-------------ს“ და ედ-----დ მო-------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თი---------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2325.50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 834.96 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე