გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002695894
2/407 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.01.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,, ფ---- ბ---- ს----------–--“
მოსარჩელის წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე.
მოპასუხეები: ნ--- ბ-------–---–ი, ნ-----–- ბ-------–---–ი
დავის საგანი : სესხი
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” ფ---- ბ---”-მა (ს/კ 2--------) მოპასუხეების - ნ--- ბ-------–---–ისა და ნ-----–- ბ-------–---–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალიანების გადახდის თაობაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 8 ივნისს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ნ-----–- ბ-------–---–მა სს „ფ---- ბ---- ს----------–--სგან“ აიღო სესხი 4000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 08.06.2017-დან 09.12.2019-მდე ანუ 914 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 28 % წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1. 0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. სესხი უზრუნველყოფილია ლ--- ღ-------–---–თან გაფორმებული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვება 5620 ლარით. თავდებმა 2018 წლის 3 იანვარს შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა ნ--- ბ-------–---–ი.
მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ნ-----–- ბ-------–---–მა სს „ფ---- ბ---- ს----------–--სგან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 21.12.2017-დან 23.12.2019-მდე ანუ 732 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 49 % წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1. 0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში
ვინაიდან მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების 4.4-ე და 4.5-ეპუნქტის თანახმად თვლის, რომ მოპასუხესთან უნდა შეწყდეს სახელშეკრულებო ურთიერთობები და მომართოს სასამართლოს დავალიანებული თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნების და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით.
სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, რომ მოპასუხეებს ნ-----–- ბ-------–---–ს და ნ--- ბ-------–---–ს 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების მიხედვით სს „ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ დავალიანების თანხის გადახდა 3406.39 ლარის ოდენობით, საიდან ძირი თანხაა 2803.54 ლარი, სარგებელი 600.61 ლარი, საურავი 2.24 ლარი.
მოპასუხე ნ-----–- ბ-------–---–ს 2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით სს „ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის გადახდა 2250.21 ლარის ოდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 1600.80 ლარი, სარგებელი 586.06 ლარი, საურავი 63.35 ლარი.
მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 169.7 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის საფასურის - 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებას.
მოსარჩელე მხარე სარჩელში ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, თუმცა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი თქვა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანეს მოპასუხეებმა სადაც მიუთითებენ, რომ სარჩელს ცნობდნენ ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 2803.54 ლარის და 1600.80 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2017 წლის 8 ივნისს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ნ-----–- ბ-------–---–მა სს „ფ---- ბ---- ს----------–--სგან“ აიღო სესხი 4000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 08.06.2017-დან 09.12.2019-მდე ანუ 914 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 28 % წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1. 0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.14-18)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ნ-----–- ბ-------–---–ს და სს „ფ---- ბ---- ს----------–--“-ს შორის გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით ლ--- ღ-------–---–თან გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვება 5620 ლარით. დადგენილია რომ თავდებმა პირმა 2018 წლის 3 იანვარს შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა ნ--- ბ-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის წერილი (ს.ფ.21-22)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელის შეცვლის მოწმობა (ს.ფ.23-24)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია რომ 2017 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ნ-----–- ბ-------–---–მა სს „ფ---- ბ---- ს----------–--სგან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 21.12.2017-დან 23.12.2019-მდე ანუ 732 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 49 % წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1. 0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.31-37)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემული დროისათვის მოსარჩელის განცხადებით მოპასუხეებს ნ-----–- ბ-------–---–სა და ნ--- ბ-------–---–ს 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების მიხედვით ფ---- ბ---- ს----------–--ს მიმართ აქვთ დავალიანება 3406.39 ლარის ოდენობით, საიდან ძირი თანხაა 2803.54 ლარი, სარგებელი 600.61 ლარი, საურავი 2.24 ლარი, ხოლო მოპასუხე ნ-----–- ბ-------–---–ს 2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით აქვს დავალიანება 2250.21 ლარის ოდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 1600.80 ლარი, სარგებელი 586.06 ლარი, საურავი 63.35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ.25 ს.ფ.38)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. „ფ---- ბ---- ს----------–--”-ს სარჩელი ნ-----–- ბ-------–---–ის და ნ--- ბ-------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნა შესაბამისობაშია კანონთან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლ---, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია რომ 2017 წლის 8 ივნისს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ნ-----–- ბ-------–---–მა სს „ფ---- ბ---- ს----------–--სგან“ აიღო სესხი 4000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 08.06.2017-დან 09.12.2019-მდე ანუ 914 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 28 % წლის განმავლობაში.
ასევე დადგენილია რომ 2017 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ნ-----–- ბ-------–---–მა სს „ფ---- ბ---- ს----------–--სგან“ აიღო სესხი 2000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 21.12.2017-დან 23.12.2019-მდე ანუ 732 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 49 % წლის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემული დროისათვის მოპასუხეებს ნ-----–- ბ-------–---–სა და ნ--- ბ-------–---–ს 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების მიხედვით ფ---- ბ---- ს----------–--ს მიმართ აქვთ დავალიანება 3406.39 ლარი, ხოლო მოპასუხე ნ-----–- ბ-------–---–ს 2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით აქვს დავალიანება 2250.21 ლარი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
6.3. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბ---ო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.
საქართველოს ეროვნული ბ----ს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად 2015-2016 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული , დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხა - 407,52 ლარი (2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) და 461,45 ლარი (2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) შესაბამისობაშია ძირითადი თანხის ოდენობის და საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს მოპასუხეებზე დაკისრება.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1. 0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და 2.24 ლარი (2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) და 63.35 ლარი (2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) უნდა დაეკისროს მოპასუხეებს გადასახდელად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-----–- ბ-------–---–ს და სს „ფ---- ბ---- ს----------–--“-ს შორის გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით ლ--- ღ-------–---–თან გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 5620 ლარით. დადგენილია, რომ თავდებმა პირმა 2018 წლის 3 იანვარს შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა ნ--- ბ-------–---–ი.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები პირი - ნ--- ბ-------–---–ი ვალდებულია სოლიდარულად უზრუნველყოს მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს (ს/კ 2--------) სარჩელი ნ--- ბ-------–---–სა და ნ-----–- ბ-------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.
1.1. ნ-----–- ბ-------–---–ს და ნ--- ბ-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 8 ივნისის საბ---ო კრედიტის. ხელშეკრულებაN060277.3800.002) 3406 (სამიათასოთხასექვსი) ლარის და 39(ოცდაცხრამეტი) თეთრი(საიდანაც 2803,54 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 193 ,09 ლარი, 407,52 ლარი არის საგებელი (მიუღებელი შემოსავალი.) და პირგასამტეხლო არის 2,24 ლარი).
1.2. ნ-----–- ბ-------–---–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს ს.ს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს (ხელშეკრულება N060277.3800.004) სასარგებლოდ 2250 (ორიათასორასორმოცდაათი) ლარისა და 21(ოცდაერთი) თეთრის გადახდა (1600,80 ძირი თანხა, 124,61 არის პროცენტი 461,45 არის სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი) და 63,35 პირგასამტეხლო).
2. სს. ,, ფ---- ბ---- ს----------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 132 (ასოცდათორმეტი) ლარი და 14 (თოთხმეტი) თეთრი (საგადახდო დავალება №85848161, გადამხდელის ბ---- - სს „ფ---- ბ---- ს----------–--“, გადახდის თარიღი - 25.10.2018, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 169.70 ლარი, გადამხდელი - სს „ფ---- ბ---- ს----------–--“, ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. ნ-----–- ბ-------–---–ს დაეკისროს სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 19 (ცხრამეტი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრის გადახდა.
4. ნ--- ბ-------–---–ს და ნ-----–- ბ-------–---–ს, სს „ფ---- ბ---- ს----------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,ფ---- ბ---- ს----------–--“-ს მიერ გაღებული ხარჯის - 100 (ასი) ლარისა და 08 (რვა) თეთრის (საიდანაც 18 ლარი და 08 თეთრი არის სახ. ბაჟი, 50 ლარი - ბაჟის თანხა უზრუნველყოფის განცხადებაზე, 21 ლარი - აკრძალვის რეგისტრაციის საფასური და 11 ლარი - საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების საფასური) ოდენობით გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი