გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი“
(მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - თა-----------–-–---–ი
მოპასუხეები - თ-------- ტ------–--–--ე, ი----- ტ------–--–--ე, რ--------- შ----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე: რ--------- შ----ე
წარმომადგენელი: ოთ-----------–---–ი, და----------–--ე, ან---------------ი, ქე-----------------ე
შეგებებული სარჩელით მოპასუხე: სს "თ----------ი", თ-------- ტ------–--–--ე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 65463.61 აშშ დოლარის (ძირი - 60 900 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 918.2 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 439.31 აშშ დოლარი, 147.71 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა, 58.39 აშშ დოლარი ქონების დაზღვევა, სულ 206.10 აშშ დოლარი - დაზღვევა) გადახდა;
1.2. თ-------- ტ------–--–--ეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრუ-ლებიდან N--------------- გამომდინარე დაეკისროს სს "თ----------ი"-ს სასარ-გებლოდ 4 348.97 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 11----20-8 წლიდან სესხის ძირ თანხაზე (60 900) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 550.60 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 11----20-8 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სულ 6 607.2 აშშ დოლარი;
1.4. თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანებულ ძირ თანხაზე (60900) N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწი-ნებული პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (11----20-8 დან) 90 დღის მანძილზე ყოველთვიურად 60.9 აშშ დოლარი, ჯამში 5 481 აშშ დოლარი;
1.5. სს "თ----------ი"-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება N--------------- და N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომ-დინარე განხორციელდეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის ი----- ტ------–--–--ის (პ/ნ6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ------------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.0--) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.6. სს "თ----------ი"-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება N--------------- და N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომ-დინარე განხორციელდეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის რ--------- შ----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქუ---------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.---) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.7. თუ იპოთეკის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმა-ყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხის თ-------- ტ------–--–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.
1.8. თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის, 5 000 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20---–-–---------------- სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის გაფორმდა N 1------ საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი. 2--- წლის 15 ნოემბერს სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის შედგა შეთანხმება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში N------- ცვლილების შეტანის შესახებ. 20---–-–---------------ს N------- საკრედიტო პროდუქ-ტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ი----- ტ------–--–--ეს 2--- წლის 16 ნოებერს შორის გაფორმდა N1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ი----- ტ------–--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქუ-------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.0--. 20-7 წლის 0- ნოემბერს სს "თ----------სა" და ი----- ტ------–--–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულებაში N1----------- ცვლილების შეტანის შესახებ, ასევე კრედიტორსა და რ--------- შ----ეს შორის გაფორმდა N------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა რ--------- შ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქუ-------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.---, 20---–-–----------------ს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულებაში N1----------5 ცვლილების შეტანის შესახებ.
2--- წლის 30 სექტემბერს სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 62 900 აშშ დოლარის ოდენობით, 3 658 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 15%-ის დარიცხვით. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, დარიცხული პროცენტი და პრემია, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევებში, ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში, ხოლო 2--- წლის 06 ნ------------ მოპასუხეებმა შეწყვიტეს ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელის მიერ 0-----2--- წელს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები ფოსტის მეშვეობით, თუმცა მოპასუხეთა მიერ არც ამის შემდგომ არ შესრულებულა ვალდებულება, რის გამოც 13-------- წელს მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შეწყდა საბანკო ხელშკრულება.
1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 20-- წლის 3--------------- სანოტარო აქტი N1--------.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის 20---–-–---------------ს გაფორმებული N1------------ ხელშეკრულება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის 2--- წლის 0------------ს გაფორმებული შეთანხება იპოთეკის ხელშეკრულებაში N1------------ ცვლილების შეტანის შესახებ.
1.4. გაუქმდეს რ--------- შ----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქუ-------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.--- სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ 20---–-–---------------ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებისა N1------------ და 2--- წლის 0------------ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკულებაში N1------------ ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების საფუძველზე რეგისტრი-რებული პირველი რიგის იპოთეკის უფლება.
შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ რ--------- შ----ე წარმოადგენს მსესხებელ თ-------- ტ------–--–--ის მიერ სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მას ახლო ნათესაური კავშირი გააჩნია მსხესხებელ თ-------- ტ------–--–--ესთან და ამის გამო გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქუ-------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.--- მფლობელობასა და სარგებ-ლობაში, რომელიც მინდობილობის თანახმად არ მოიცავდა ქონების განკარგვის უფლებას, აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე თ-------- ტ------–--–--ემ მესაკუთრის ნების გარეშე მის სახელზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით N1----------5 ხელშეკრულების თანახმად 20---–-–---------------ს იპოთეკით დატვირთა მოსარჩელის ქონება.
მოსარჩელის განმარტებით, დოკუმენტი "საკუთრების მინდობის შესახებ მინდო-ბილობა" რომლის საფუძველზეც მოპასუხეებს სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკის N1----------5 და N1----------5 ცვლილების შესატანის შესახებ ხელშეკრულებები ბათილია, როგორც კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ამასთან, გაფორმებულია თ-------- ტ------–--–--ისათვის მხოლოდ საკუთრების მინდობის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის უფლების გადაცემის მიზნით, შესაბამისად მოსარჩელის განმარტებით თ-------- ტ------–--–--ეს არ გააჩნდა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული უფლებამოსილება/რწმუნებულება, რომლის საფუძველზეც შეძლებდა მისი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაეტვირთა რ--------- შ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელთან დაკავშირებით:
რ--------- შ----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამავდროულად, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი მარწმუნებლის ნების გარეშე მოხდა თ-------- ტ------–--–--ის მიერ უძრავი ქონების მისი სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთვა და სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე აღნიშნული ფაქტი უცნობი იყო.
თ-------- ტ------–--–--ე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს ნაწილობრივ დაეთანხმა და ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირ ნაწილში 60 900 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე ი----- ტ------–--–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
სს "თ----------ის" პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით
მოპასუხე სს "თ----------მა" რ--------- შ----ის შეგებებულ სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი, 2011 წლის 3--------------- მინდობილობით თ-------- ტ------–--–--ეს რ--------- შ----ემ მინდობილობით გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მფლობელობასთან და სარგებლობასთან ერთად იპოთეკით დატვირთვის, მოხსნის, საჯარო რეესტრში განცხადებების გაკეთების, საჯარო რეესტრში ამონაწერის და ცნობის ამოღების უფლება, უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლება, ამიტომ მოპასუხისათვის გაუგებარია თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მინდობილობას ბათილად. მოპასუხის განმარტებით, 2011 წლის 3--------------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში მიუხედავად მოხსენებული ტერმინებისა "საკუთრების მიმდობი", "მინდობილი მესაკუთრე", თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს არა საკუთრების მინდობის ხელშეკრულებას, არამედ "რწმუნებულებას", რომლის საფუძველზეც თ-------- ტ------–--–--ე უფლებამოსილია რ--------- შ----ის უძრავი ქონება დატვირთოს იპოთეკით. აქედან გამომდინარე მოპასუხე მიაჩნია, რომ არ არსებობს მინდობილობის ბათილობის საფუძველი და არც იპოთეკის ხელშეკრულების და მასში ცვლილების ბათილობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20---–-–---------------ს სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის რ--------- შ----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქუ--------------------------------------- ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.---. გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და 20---–-–----------------ს N1----------5 ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 45-49).
3.2.2. 201--–-–----------------ს სს "თ----------სა" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის რ--------- შ----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქუ--------------------------------------- ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.--- გაფორმებულია იპოთეკის ხელშეკრულება და 20---–-–----------------ს N1----------5 ხელშეკ-რულებაში ცვლილების შეტანის N1----------5 შეთანხმება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 50).
3.2.3. სესხის ხელშეკრულების 3.11 მუხლის თანახმად, გრაფიკით გათვალის-წინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა, შემდეგი წესით: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველ დაგვიანებული გადაუხდელი ძირითადი თანხის 0.1%-ი 90 დღის მანძილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 21-28);
3.2.4. სასესხო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 21-28);
3.2.5. მსესხებელმა თ-------- ტ------–--–--ემ 2--- წლის 06 ნ------------ დაარღვია გადახდის გრაფიკი, რის შედეგადაც დავალიანება სს ,,თ----------ი“-ს მიმართ შეადგენს 65 463.61 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 60 900 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 918.2 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 147.71 აშშ დოლარი, ქონების დაზღვევა - 58.39 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 439.31 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 65);
- გადახდების ამონაწერი (ს.ფ. 60-63).
3.2.6. მოპასუხეები არაერთგზის იქნენ გაფრთხილებულნი დავალიანების ნებაყოფ-ლობით დაფარვის თაობაზე, თუმცა მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 66-68).
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ,,თ----------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკ-რულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, 20---–-–---------------- სს "თ----------ს" და თ-------- ტ------–--–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 500 000 აშშ დოლარი 40 წლით, 48% წლიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების 2.4 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.5%. ამავდროულად, ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრუ-ლებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხემ სრულად მიიღო და მისი დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2--- წლის 06 ნ------------, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა, როგორც ძირითადი მოვალისაგან.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–---------------ს გაფორმდა იპოთეკის N1----------- და N1------------ ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება მოპასუხის მიერ დანარჩენ დავალიანებასთან ერთად, სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდის ფაქტი 2--- წლის ნ--------- შემდგომ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმა-ყოფილდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული ოდენობის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე თ-------- ტ------–--–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებ-ლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხა-რეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულები-სათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართ-ლიანობა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - თ-------- ტ------–--–--ის, ი----- ტ------–--–--ის და რ--------- შ----ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ----------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე თ-------- ტ------–--–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი სს "თ----------ის" და თ-------- ტოროსელიძის მიმართ, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებუ-ლებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1 თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 65463.61 აშშ დოლარის (ძირი - 60 900 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 918.2 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 439.31 აშშ დოლარი, 147.71 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა, 58.39 აშშ დოლარი ქონების დაზღვევა, სულ 206.10 აშშ დოლარი - დაზღვევა) გადახდა;
1.2. თ-------- ტ------–--–--ეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან N--------------- გამომდინარე დაეკისროს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ 4 348.97 ლარის გადახდა;
1.3. თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 11----2--- წლიდან სესხის ძირ თანხაზე (60 900) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 550.60 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 11----2--- წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სულ 6 607.2 აშშ დოლარი;
1.4. თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანებულ ძირ თანხაზე (60 900) N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვა-ლისწინებული პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკ-რულების შეწყვეტიდან (11----2--- დან) 90 დღის მანძილზე ყოველთვირად 60.9 აშშ დოლარი, ჯამში 5 481 აშშ დოლარი;
1.5. სს "თ----------ი"-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება N--------------- და N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკ-რულებიდან გამომდინარე განხორციელდეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის ი----- ტ------–--–--ის (პ/ნ6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქ------------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.0--) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.6. სს "თ----------ი"-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდე-ვინება N--------------- და N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განხორციელდეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის რ--------- შ----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მის: ქუ---------------------------------, ს/კ 0-.0-.0-.1--.0-.---) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
2. თუ იპოთეკის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხის თ-------- ტ------–--–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.
3. თ-------- ტ------–--–--ეს სს "თ----------ი"-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის, 5 000 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე