გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34991-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - საქართველოს ი------–---------------ოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს--–---–--------------–-----------------ი
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოპასუხეები - ვ-–----------------ე, ჯ----------–---–ი
მოპასუხე ჯ----------–---–ის წარმომადგენელი - მ--–--------–------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20 000 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-17).
1.1.1. 2006 წლის 31 მარტიდან თ---------------ი იმყოფებოდა პატიმრობაში. პ-----------------------------–-------------–-------------ის №-----–-------–--აში თანამშრომლების - ვ-–----------------ის და ჯ----------–---–ის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა და წამება, რის შედეგადაც დ--------–-----–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, განიცადა ფიზიკური და მორალური ზიანი;
1.1.2. რ-------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–ის №-------- განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა თ---------------ის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების ფაქტზე;
1.1.3. თ---------------მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მისგან, როგორც სოლიდარული მოვალისგან, მოითხოვა სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც ირკვეოდა, რომ მისთვის შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა შეუძლებელია;
1.1.4. მასსა და დ--------–-----– თ---------------ს შორის საერთაშორისოდ აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქმის წარმოებდა დამთავრდა მორიგებით, რომლის საფუძველზეც დაეკისრა დ--------–-----–ისათვის 20 000 ლარის გადახდა;
1.1.5. მის მიერ შესწავლილ იქნა როგორც საქართველოს სასამართლოების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც უკავშირდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტებს, რის შედეგადაც მორიგებისას შეთავაზებული 20 000 ლარი ჩაითვალა იმ მინიმალურ კომპენსაციად, რომელიც შესაძლოა მიიღოს პირმა მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო;
1.1.6. სარჩელის წარმოდგენისას სრულად აქვს ანაზღაურებული დ--------–-----–ისათვის 20 000 ლარი, რის გამოც უფლებამოსილია უშუალოდ ზიანის მიმყენებელი ყოფილი სახელმწიფო მოსამსახურეებისაგან რეგრესის წესით მოითხოვოს დ--------–-----–ისათვის გადახდილი თანხა - 20 000 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ჯ----------–---–მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 119-128)
2.1.1. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, იგი არის უსამართლობის მსხვერპლი და გასამართლებულია უკანონოდ;
2.1.2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის გადმოცემული რომელი ბ----–-------–ების მიმართ განხორციელდა მისი მხრიდან წამება, მითუმეტეს, რომ დ--------–-----–ის მიერ მითითებულ პერიოდში იგი არ მუშაობდა ხსენებულ ს------–---------–--ის დაწესებულებაში;
2.1.3. მისთვის არ იყო ცნობილი დ--------–-----–ის მიერ სარჩელის წარმოდგენის შესახებ, მორიგება სახელმწიფოს და დ--------–-----–ს შორის მოხდა ისე, რომ დავის განხილვისას იგი არათუ მხარედ, არამედ მესამე პირადაც არ იქნა ჩართული. თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ზიანი მისი ასანაზღაურებელი იყო, უნდა მოეთხოვა დავაში მისი მესამე პირად ჩართვა, რათა მას ჰქონოდა პოზიციის დაფიქსირების საშუალება, რაც მას არ განუხორციელებია;
2.1.4. არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ თ---------------მა განიცადა ზიანი.
2.2. მოპასუხე ვ-–----------------ეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საჯარო პუბლიკაციის წესით, თუმცა მას სარჩელთან მიმართებით, დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 17 მაისის დადგენილებით თ---------------ი ცნობილ იქნა დ--------–-----–ად. აღნიშნული დადგენილების თანახმად, დ--------–-----–ად ცნობის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ №---------–---------–--ის დაწესებულებაში განხორციელდა თ---------------ის ცემა-წამება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ს.ფ. 92)
3.1.2. რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის №-------- განაჩენით, ვ-–----------------ე და ჯ----------–---–ის ცნობილნი იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნული განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ----------–---–მა ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით, იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, იძულება, ჩადენილი მოხელის მიერ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 4 მაისიდან 2012 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით ჯ----------–---–ი მუშაობდა ს------–---------–--ის №-----–-------–--ის სხვადასხვა თანამდებობაზე და იყო მოხელე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ჯ----------–---–მა თავისუფლებააღკვეთილი პირების, კერძოდ, --- თ---------------ის, ---- მიმართ დაშინების და იძულების მიზნით, რათა შეესრულებინათ ანდა თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებისაგან, რაც მათ კანონიერ უფლებას წარმოადგენდა, პირთა ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა წამება, ე.ი. ისეთი მოპყრობა, რამაც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით გამოწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.
ვ-–----------------ემ ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით, იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, იძულება, ჩადენილი მოხელის მიერ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 26 ივნისიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე ჩათვლით, ვ-–-------- (ლ-–-) კ------ე მუშაობდა ს------–---------–--ის №-----–-------–--ის რეჟიმზე განყოფილების უფროსის მოვალეობის თანამდებობაზე და იყო მოხელე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვ-–----------------ემ, თავისუფლებააღკვეთილი პირების, კერძოდ, -------- (ს.ფ. 90) მიმართ, დაშინების და იძულების მიზნით, რათა შეესრულებინათ ანდა თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებისაგან, რაც მათ კანონიერ უფლებას წარმოადგენდა, პირთა ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა წამება ე.ი. ისეთი მოპყრობა, რამაც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაჩენი (ს.ფ. 18-91)
3.1.3. 2016 წლის 19 აპრილს თ---------------მა ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ს------–---------–-----------------–იის სამინისტროს მიმართ 2013 წლის 17 მაისის დ--------–-----–ად ცნობის შესახებ დადგენილების საფუძველზე ზიანის სახით - 500 000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 93-105)
3.1.4. საქართველოს ს------–---------–-----------------–იის სამინისტროს და თ---------------ს შორის 2016 წლის 07 ოქტომბერს შედგა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ს------–---------–-----------------–იის სამინისტრომ, აიღო ვალდებულება, მხარეებს შორის დადებული წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ განჩინებით/გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში თ---------------ს გადაუხადოს 20 000 ლარი, მის მიმართ ს------–---------–--ის სისტემაში განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ (აღნიშნული თანხა მოიცავს კომპენსაციას ს------–---------–--ის სისტემაში თ---------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, არასათანადო სამედიცინო მომსახურების, მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს და ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის კომპენსაციას, რომელიც იწვევს ს------–---------–-----------------–იის სამინისტროს მიმართ 2016 წლის 30 სექტემბრამდე თ---------------ის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას).
მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ოქტომბრის №3-------- განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მორიგების აქტი, განჩინება (ს.ფ. 106-107; 109-110)
3.1.5. 2016 წლის 07 ოქტომბრის №3-------- განჩინების თანახმად, საქართველოს ს------–---------–--ის და პრობაციის სამინისტროს მიერ 2016 წლის 09 ნოემბერს თ---------------ისთვის ანაზღაურებულია - 20 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 111)
3.1.6. საქართველოს ი------–---------------ოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს--–---–--------------–-----------------ი წარმოადგენს საქართველოს ს------–---------–-----------------–იის სამინისტროს უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 276-277)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეთაგან მოსარჩელისათვის 20 000 ლარის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ მოპასუხე ჯ----------–---–ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე რეგრესის წესით მოითხოვს მოპასუხეთაგან მის მიერ დ--------–-----–ისათვის გადახდილი თანხის - 20 000 ლარის ანაზღაურებას და მიუთითებს მოპასუხეთა სოლიდარულ ვალდებულებაზე. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დ--------–-----– თ---------------ისთვის ანაზღაურებულია 20 000 ლარი და აღნიშნული თანხის გადახდის განმაპირობებელი გახდა მოპასუხეთა მიერ, როგორც ს------–---------–--ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით - ,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და სასჯელს’’.
ამ მუხლით დაცული უფლება, თავისი შინაარსით, აბსოლუტური ხასიათისაა. მისი აბსოლუტური ბუნება, პირველ რიგში, იმაში გამოხატება, რომ ამ მუხლიდან გამონაკლისი დაუშვებელია ომისა თუ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი.
საქმეში ,,ა’’ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ’’, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ: ,,სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, შექმნან საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც კერძო პირები დაისჯებიან ამგვარი მოპყრობისათვის. ამავე საქმეში სასამართლომ დაადგინა: ,,მე-3 მუხლი კონვენციის პირველ მუხლთან ერთად, ავალდებულებს სახელმწიფოს, მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო პირები მისი იურისდიქციის ფარგლებში არ გახდნენ წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი, მათ შორის კერძო პირების მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედებების გამო’’.
საქმეში ,,ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ’’ სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა და აღნიშნა: ,,დაუჯერებელია, რომ სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებს, სულ მცირე, არ სცოდნოდათ ამგვარი პრაქტიკის არსებობის შესახებ. უფრო მეტიც, კონვენციის თანახმად, ეს მოხელეები მკაცრად აგებენ პასუხს ქვეშევრდომების ქმედებაზე; მათ გააჩნიათ ვალდებულება, განახორციელონ თავიანთი ნება ქვეშევრდომებზე და არ შეიძლება თავი დაიძვრინონ იმის მტკიცებით, რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს’’.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2----–-–---------------–ის №-------- განაჩენის თანახმად, მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხეთა, როგორც ს------–---------–--ის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დ--------–-----–ის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დ--------–-----–ის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მოპასუხეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ ჯ----------–---–მა ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით, იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, იძულება, ჩადენილი მოხელის მიერ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 4 მაისიდან 2012 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით ჯ----------–---–ი მუშაობდა ს------–---------–--ის N6 დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობაზე და იყო მოხელე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ჯ----------–---–მა თავისუფლებააღკვეთილი პირების, კერძოდ, ..... თ---------------ის, --- მიმართ დაშინების და იძულების მიზნით, რათა შეესრულებინათ ანდა თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებისაგან, რაც მათ კანონიერ უფლებას წარმოადგენდა, პირთა ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა წამება, ე.ი. ისეთი მოპყრობა, რამაც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით გამოწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.
შესაბამისად, წარმოდგენილი განაჩენის საფუძველზე, უდავოა ჯ----------–---–ის მიერ დ--------–-----– თ---------------ის მიმართ იმ ქმედების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელემ, როგორც სახელწმიფო დაწესებულებამ, დ--------–-----–ს აუნაზღაურა ზიანი, შესაბამისად, უდავოა, ჯ----------–---–ის მიმართ დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობის ფაქტი.
მოპასუხე ვ-–----------------ის პასუხისმგებლობის ნაწილში სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილ განაჩენზე. მართალია აღნიშნული განაჩენით ასევე დადგენილია ვ-–----------------ის მიერ სხვადასხვა პირების მიმართ წამების ჩადენის ფაქტი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს განაჩენით არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ვ-–----------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია უშუალოდ დ--------–-----– თ---------------ის, ანუ იმ პირის მიმართ, ვისაც აუნაზღაურა მოსარჩელემ ზიანი (იხ. განაჩენის 73-ე გვერდი, ს.ფ. 90). შესაბამისად, სასამართლო მას ვერ მიიჩნევს წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებელ პირად, რაც გამორიცხავს მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრებას.
სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელიც განმარტავდა, რომ განაჩენში ნამდვილად არ არის მითითებული კ------ესთან დაკავშირებით თ---------------ის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე და ეს გარემოება სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, რომ არ არის მითითებული განაჩენში კ------ესთან მიმართებაში რ-------ის გვარი.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ჯ----------–---–ის ქმედებით ზიანი მიადგა არამარტო თ---------------ის კანონით დაცულ ინტერესებს, არამედ თვით სახელმწიფოს, მის ავტორიტეტს და ინტერესებს. შესაბამისად მას უნდა მოეთხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მისი უკანონო ქმედებით მიადგა სახელმწიფოს. რადგან არ იქნება გამართლებული მხოლოდ სახელმწიფომ აგოს პასუხი მისი მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მესამე პირის მიმართ, ხოლო ის მოხელეები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას, განზრახ ჩადიოდნენ როგორც პიროვნების, ისე სახელმწიფო ინტერესების შემლახავ მოქმედებას (რაც სასამართლოს აზრით, განსხვავდება პიროვნული ბრალისაგან), დარჩნენ მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე სახელმწიფოს მიმართ, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც სახელმწიფოს უკვე ანაზღაურებული აქვს ზიანი დ--------–-----–ი პირის მიმართ.
მხოლოდ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობის გადატანამ შესაძლოა წაახალისოს და უბიძგოს საჯარო მოხელეებს არაერთი სხვა მსგავსი დანაშაულის ჩადენისაკენ, თუ ეცოდინებათ, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე მხოლოდ სახელმწიფო იქნება მატერიალურად პასუხისმგებელი. შესაბამისად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის აბსოლუტურ უფლებათა დარღვევას საჯარო მოხელის მიერ, მოითხოვოს ამ მოხელის მიერ მოქალაქისათვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რეგრესის წესით. აღნიშნული დაიცავს არამარტო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან დაზარალებისაგან, არამედ შეასრულებს ასეთი ფაქტების პრევენციის ფუნქციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მოპასუხეთაგან მოსარჩელისათვის 20 000 ლარის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ მოპასუხე ჯ----------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაჩენი (ს.ფ. 18-91)
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 1005-ე, 463-ე, 464-ე, 473-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ’’ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადამიანის უფლებათა’’ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს ,,დასაბუთებული’’ (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
საქმეზე Fabbica Italiana Accumulatori Motocarri Montecchio SpA (FIAMM) v. Council, Joined Cases c-121/06p(2008), საქმის ნომერი ECLI:FU:C:2008:476), სასამართლომ განმარტა: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მოხელის მიერ მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე დაიშვება მხოლოდ მოხელის მხრიდან არაბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის არსებობის შემთხვევაში, ისიც, თუ ზიანი ეკონომიკური ხასიათისაა და არა ფიზიკური.
ქართული კანონმდებლობა იზიარებს დასავლურ პრაქტიკას და მიზნად ისახავს დაიცვას როგორც მოქალაქის, ასევე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები. საჯარო მოხელემ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ამ პრინციპების გათვალისწინებით, სახელმწიფომ შესაძლებელია მოხელის დანაშაულებრივი მოქმედებით გამოწვეული ზიანისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობა იტვირთოს და დ--------–-----–ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რადგან დ--------–-----–ი მოქალაქე არ იყოს დამოკიდებული დამნაშავე საჯარო მოხელის ფინანსურ შესაძლებლობაზე, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული ზიანი, სამართლის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას რეგრესის წესით მოითხოვოს ანაზღაურებული თანხის დაკისრება დამნაშავე საჯარო მოხელისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას მოსახლეობაში დემოკრატიული ფასეულობების რწმენას და შეაფერხოს ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური წინსვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის 20 000 ლარის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ მოპასუხე ჯ----------–---–ს, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე ვ-–----------------ის მიერ უშუალოდ თ---------------ის მიმართ შესაბამისი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თვისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სახელმწიფომ მართალია აუნაზღაურა დ--------–-----–ს მათ შორის მიღწეული მორიგების პირობებით განსაზღვრული ზიანი, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელეს, აქვს მისი უკუმოთხოვნის უფლება იმ სახელმწიფო მოხელეთა მიმართ, რომელთა ბრალეულმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა არამარტო დ--------–-----–ის, არამედ თავად სახელმწიფოს ინტერესებს. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მოთხოვნა წაუყენოს მართლასაწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხისმგებელ პირს - მოპასუხე ჯ----------–---–ს იმ მოცულობით, რაც იქნა გაწეული მის მიერ.
აღნიშნული სასამართლოს შეფასებით გამომდინარეობს სწორედ ზემოთმოხმობილი ნორმიდან გამომდინარე კანონმდებლის მიზანში, რადგან არ შეიძლება კანონმდებელი სახელმწიფოსთვის ითხოვდეს იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას, ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოს არანაირი წვლილი არ მიუძღვის მოპასუხეთა მიერ ჩადენილ დანაშაულში. რადგან სახელმწიფო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული მოხელის ქცევას და ამ ქცევის შედეგს, მიუხედავად კანონით დადგენილი მოთხოვნებისა. შესაბამისად ცალკეულ საჯარო მოხელეთა უხეში და უკანონო განზრახი მოქმედება, რომლითაც ილახება სხვა მოქალაქეთა კანონით განსაზღვრული აბსოლუტური უფლებები, არ უნდა იქნეს განხილული სახელმწიფოს პასუხისმგებლობად. ასეთ გამონაკლის შემთხვევებში სწორედ შესაბამისმა დამნაშავე პირებმა სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე უნდა აანაზღაურონ სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც გადახდილ იქნა სწორედ მათი უკანონო მოქმედებით გამოწვეული ადამიანის აბსოლუტურ უფლებათა დარღვევის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება არამარტო მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს ფინანსური ინტერესი, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ გაუმართლებლად დიდი ფინანსური დანახარჯების გაწევას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თანხის მხოლოდ მოპასუხე ჯ----------–---–ისთვის დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ჯ----------–---–ის მიმართ, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ი------–---------------ოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს--–---–--------------–-----------------ის სარჩელი მოპასუხეების - ვ-–----------------ის და ჯ----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ჯ----------–---–ს საქართველოს ი------–---------------ოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს--–---–--------------–-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 ლარის ანაზღაურება;
3. საქართველოს ი------–---------------ოს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს--–---–--------------–-----------------ის სარჩელი მოპასუხე ვ-–----------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე ჯ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი