განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
030100118002330832
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002330832

№ 1/39-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატები: ნ---- ნ----ე, კ------- გ--–-----ე

ბრალდებული: მ------ ჩ-------–---–ი

მამის სახელი: ჭ---–-

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ფ-----

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 2----------

ნასამართლეობა: არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ლ---------, ღ--------–-- წ---––------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მ------ ჩ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის ივნისის თვეში ქ.ფ----–-- ლ--- თ----------მ გაიცნო ლ---------ს რაიონში მცხოვრები მ------ ჩ-------–---–ი, რომელმაც შესთავაზა ერთად ცხოვრება და მცირეწლოვანი შვილების გაზრდაში დახმარება. ამ მიზნით, ისინი ქირით საცხოვრებლად გადავიდნენ ქ.ფ----–-- გ-----ს ქ.N-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. ვინაიდან ლ--- თ---------- რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, თანხის მისაღებად, მ------ ჩ-------–---–ის დახმარებით სს ,,ლ-------------–-“ დაამზადებინა პლასტიკური ბარათი, თუმცა ლ--- თ----------ს რაიმე თანხა არ მიუღია. ამ უკანასკნელის შეკითხვაზე, მ------ ჩ-------–---–ი პასუხობდა, რომ თანხა არ ირიცხებოდა. 2017 წლის დეკემბრის თვეში ლ--- თ----------სთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან გატანილი იყო თანხა, რომელსაც მ------ ჩ-------–---–ი დაეუფლა მოტყუებით და ქონების მესაკუთრეს ლ--- თ----------ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მ------ ჩ-------–---–მა ქ.ფ----–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ოჯახის წევრი - წინასწარ შეცნობით მცირეწლოვანი ი-----–- შ------–--ე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩაკეტა სააბაზანო ოთახში, რითაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

 

1.3. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მ------ ჩ-------–---–ი მივიდა ქ.ფ----–-- გ-----ს ქ.N-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ლ--- თ---------- მცირეწლოვან შვილთან ერთად. მ------ ჩ-------–---–მა ლ--- თ----------ს მცირეწლოვანი შვილი ი-----–- შ------–--ე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩაკეტა სააბაზანო ოთახში, ხოლო ლ--- თ----------ს აუკრძალა მისვლა მასთან, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ორივე მაჯაზე მოუჭირა ხელი და აიძულა ტელეფონში ჩაეწერა, რომ მის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ლ--- თ----------მ მას გადასცა ნებაყოფლობით და ვალი არ ემართა. ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მ------ ჩ-------–---–მა დააზიანა ლ--- თ----------ს კუთვნილი 40 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და დატოვა საცხოვრებელი ბინა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული მ------ ჩ-------–---–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მ------ ჩ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე. მოწმის მიერ მიცემულ ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა იყოს კანონისმიერი, მაგალითად საქმის სხვა გარემოებებთან ურთიერთშეთანხმებულობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქონებრივი დაზიანებისთვის მოტყუებით. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. დაზარალებული მესაკუთრის გარდა შეიძლება იყოს ქონების ყველა კანონიერი მფლობელი. ეს უფლებამოსილება პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონით ან ხელშეკრულებით. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარე მსგავსია თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული პირდაპირი განზრახვითა და ანგარების მიზნით არის ჩადენილი. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოედგენს სხვა პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება.

 

ობიექტური მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება გამოიხატოს, როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტლივ მიედინება. მისი ხანგრძლივობა მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს.

 

სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს თუმცა, აქვე უნდა გამოირიცხოს ის მიზანი, რაც ახასიათებს მძევლად ხელში ჩაგდებას. თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოტივი და მიზანი შეიძლება იყოს ანგარება, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა, შურისძიება და სხვა, რაც მხედველობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნისას.

 

ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია, კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება: 1. პირის ფიზიკურ იძულებაში; 2. პირის ფსიქიკურ იძულებაში.

 

პირის ფსიქიკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე დოკუმენტისა ან სხვა საგნის გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის.

 

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა.

 

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისათვის სასურველი ქმედება.

 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, აღნიშნული მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ სადავოდ.

 

დაზარალებულმა ლ--- თ----------მ მოწმის წესით დაკითხვისას სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ------ ჩ-------–---–ი 2017 წლის ივნისში ქ.ა--–-–- გაიცნო. ისინი ჯერ ქ.ა--–-–- ცხოვრობდნენ, იმავე წელს სექტემბრის თვეში ქალაქ ფ----–- იქირავეს ბინა და საცხოვრებლად გადავიდნენ. გაირკვა, რომ მ-ჩ-------–---–ს ოჯახი ჰყავდა, 2017 წლის დეკემბერში დაბრუნდა თავის სოფელში, ხოლო ის და შვილი ქ.ფ----–- დატოვა. ის წავიდა მ-ჩ-------–---–ის სოფელში, მაგრამ ვერ იპოვა. 2017 წლის 18 დეკემბერს მ-ჩ-------–---–ი მივიდა მასთან ქ.ფ----–-- ნაქირავებ ბინაში, ისაუბრეს, იკამათეს და ისევ წავიდა. 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე მ-ჩ-------–---–ი მივიდა მასთან ქ.ფ----–-- კარზე დააკაკუნა, სანამ გააღებდა კარი შემოამტვრია, აქ მან განმარტა, რომ კარები თვითონ გაუღო მ-ჩ-------–---–ს, ეჩხუბებოდა ლ-თ----------ს, უბრაზდებოდა თუ რატომ ეძებდა თავის სოფელში. მისი არასრულწლოვანი შვილი ი-----–- შ------–--ე აბაზანაში ჩაკეტა, ამ დროს ის მეორე ხელში ეჭირა, რომ შვილს არ მიახლოებოდა, დაახლოებით ნახევარი საათი ბავშვი ჩაკეტილი იყო, რომელიც კიოდა და ტიროდა. მ-ჩ-------–---–მა მას მაჯებზე ხელი მოუჭირა და აიძულა ეღიარებინა, რომ თანხა მისი ნებართვით გამოიტანა. მას შეეშინდა და თქვა, რომ მ-ჩ-------–---–ს თანხა არ გაუტანია. მან არ იცის ჩაიწერა თუ არა ეს მ-ჩ-------–---–მა, მისთვის ცნობილია, რომ მ------ ჩ-------–---–მა ორი ჩანაწერი გააკეთა 2017 წლის 18 დეკემბერს, როცა ისინი მანქანაში კამათობდნენ ინტერნეტის, ოჯახური მდგომარეობის და სესხის თაობაზე, რომელიც მ-ჩ-------–---–მა გამოიტანა. მ-ჩ-------–---–მა იმ საღამოსვე გადაუგზავნა მას ჩანაწერი. 2017 წლის 22 დეკემბრის ჩანაწერის შესახებ მისთვის უცნობია. 2017 წლის 22 დეკემბერს მ-ჩ-------–---–მა მისი ტელეფონი გატეხა, სადაც მის მიმართ გაგზავნილი შეტყობინებები ინახებოდა, სხვა დროს მ-ჩ-------–---–ს მისი ტელეფონი არ გაუტეხავს. ამ დროს მისი შვილი აბაზანაში ჩაკეტილი კიოდა. მ-ჩ-------–---–ის წასვლის შემდეგ, შვილი აბაზანიდან გამოიყვანა, როცა ბავშვი დამშვიდდა, დაშლილი ტელეფონი აკრიფა და დაახლოებით 7 საათზე დარეკა პოლიციაში. მათ გატეხილი მობილური ტელეფონი ამოიღეს, გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, მას სიწითლეები აღენიშნებოდა მაჯაზე, თუმცა განუმარტეს, რომ დასკვნაში მხოლოდ დალურჯებები იწერებოდა. მოწმის განმარტებით მ-ჩ-------–---–მა მისი ნებართვის გარეშე ორჯერ გაიტანა თანხა. ერთხელ 1490 ლარი აგვისტოს თვეში, მეორედ კი 450ლარი ნოემბერში. მას ამ თანხებიდან არაფერი მიუღია. სხვა თანხების გატანაც მ-ჩ-------–---–ს იმიტომ დააბრალა, რომ მასზე კანონის ძალით შურისძიება სურდა. მ-ჩ-------–---–ი მას წამებით სიკვდილით ემუქრებოდა, ჯერ მისი შვილის სიკვდილს ნახავდა და შემდეგ მასაც მოკლავდა. არასრულწლოვანი ი-----–- შ------–--ე შეშინებულია, იღებს აბებს. თავად მ-ჩ-------–---–ს ან მისი ოჯახის წევრებს არასოდეს დამუქრებია.

 

მოწმე ი-----–- შ------–--ემ განმარტა, რომ დილა იყო, როდესაც მ-ჩ-------–---–ი მივიდა და კარებზე დააკაკუნა. ლ-თ----------მ გაუღო კარები. მ-ჩ-------–---–მა მას (ი-----–- შ------–--ეს) ხელი მოკიდა და ჩაკეტა აბაზანაში. ის ტიროდა და ეშინოდა. კარები გარედან ჩაუკეტა. ლ-თ----------ს ეჩხუბებოდა მ------ ჩ-------–---–ი, ხმა გაიგო ჩხუბის. საუბარი არ ესმოდა. ლ-თ----------მ გაუღო კარები, შემდეგ პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველად, როდესაც მ------ ჩ-------–---–ი შევიდა სახლში ის ხატავდა, მაშინ დედამისს (ლ--- თ----------ს) არაფერს ეუბნებოდა, მერე ხატვას რომ მორჩა ხელი მოკიდა და აბანოში შეაგდო.

 

მოწმე მ------ ლ----------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გამომძიებლის მომართვით დაიწყო არასრულწლოვანი ი-----–- შ------–--ის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. არასრულწლოვანთან და მის მშობელთან ცალ-ცალკე. შედგა ორ-ორი ინდივიდუალური შეხვედრა და ერთი სატელეფონო საუბარი ი-----–-ს კლასის დამრიგებელთან. ი-----–-ს გადმოცემით ის და დედა იყვნენ სახლში, მათთან დედის მეგობარი მ------ მივიდა, ის ამ დროს მეცადინეობდა, მას მ------მ ხელი მოკიდა და აბაზანაში გაიყვანა. ის კარებთან იდგა, ყვიროდა, დედას დახმარებას თხოვდა, მაგრამ დედა მას შემდეგ მივიდა, როცა მ------ წასული იყო. დედამ მასთან საუბარში იგივე დააფიქსირა. გამოიკვეთა, რომ ი-----–-ს გაუჩნდა სახლში მარტო დარჩენის შიში. მიზეზი არის, რომ ისევ არ მოვიდეს და არ იჩხუბოს. ი-----–- ამბობს, რომ დედას ხელზე ჰქონდა მონაჭერი, სიწითლე. ის დროსა და სივრცეში კარგად ორიენტირებული არ არის, ანუ ამ ასაკის ბავშვები ზუსტად ვერ იხსენებენ როდის მოხდა, რამდენი ხანი გრძელდებოდა და ასე შემდეგ. არ იყო იმის მიმანიშნებელი გარემოება, რომ ეს ინფორმაცია იყო დასწავლილი. დადასტურებული ინფორმაცია ვერ მოიტანა, რადგან საკმაოდ შორს არის ფ-----დან ზ---------, ბავშვი იღლებოდა გზაში, მათთან უსაფრთხო გარემოს ნახულობდა და ძილისკენ მიდიოდა, თვლემის მდგომარეობაში გადადიოდა, ორ შეხვედრაზე მეტი არ ჩატარებულა, ბავშვის მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას ეს შეხვედრები კვლავ გაგრძელებულიყო. ი.შ------–--ე საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვია, ის ადვილად კომუნიკაციაში არ შედის მართალია ის არ არის კმაყოფილი თავისი მუშაობით ი-----–-სთან, უნდოდა მეტი შეხვედრები, მაგრამ სიტუაცია არ იძლეოდა ამის საშუალებას, ბავშვს უფრო მეტ დისკომფორტს ვერ შეუქმნიდა.

 

მოწმე ლ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 1998 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ჩ-------–---–თან. 2018 წლის 03 იანვარს გაიგო მომხდარი ფაქტის თაობაზე. სამსახურიდან, როდესაც ბრუნდებოდა ყოველთვის ხვდებოდა მისი მეუღლე. საღამოს ცვლაში მუშაობს, ღამის თორმეტ საათზე უმთავრდება სამუშაო და პირველის ნახევარზე გამოდის სამსახურიდან. რადგან მოშორებით ცხოვრობს მისი მეუღლე აკითხავდა სამსახურში და მიყავდა სახლში, როდესაც 2018 წლის 03 იანვარს არ მიაკითხა ურეკავდა ტელეფონზე, მაგრამ არავინ უპასუხა, შემდეგ დაურეკა თავის შვილს, რომელმაც უთხრა, რომ მამა მთვრალი იყო და ის დახვდებოდა. მას (ლ-------------–---–ს) დახვდა მისი შვილი და ბიძაშვილი. როდესაც სახლში მივიდნენ გაიგო, რომ მ-ჩ-------–---–ი დაკავებული იყო. უთხრეს, რომ ვიღაც ქალმა უჩივლა და ამის გამო დააკავეს. 2018 წლის 04 იანვარს უკვე წავიდა პოლიციის განყოფილებაში და შეხვდა ზ----- ე-–-------ს. როდესაც ფ----–- ჩამოვიდა, ტელეფონში ნახა ეწერა ,,ა--–- ლ---“ დარეკა, რადგან აინტერესებდა ვინ იყო ეს პიროვნება, მან უთხრა, რომ ეს პიროვნება ცხოვრობს ფ----–-- არ ყავს მშობლები, ჰყავს მხოლოდ ბებია, ძმა და მეუღლესთან არ ცხოვრობდა. ლ--- თ---------- პოლიციის განყოფილებაში ნახა, მან უთხრა, რომ მას იცნობდა და უთხრა რა დროს რა ეცვა, ესე იგი უთვალთვალებდა. ამის შემდეგ ხშირად ურეკავდა და თხოვდა თანხას. უთხრა, რომ ხალხს გამოაგზავნიდა და გაყიდიდა მანქანას, რომელიც იყო მის სახელზე. ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ლ--- თ----------სთვის თანხა არ შეუთავაზებია. ამის შემდეგ, როდესაც მ------ გათავისუფლდა პატიმრობიდან ჯერ ზარი შემოვიდა, როდესაც არავინ უპასუხა, შემდეგ გამოაგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება ,,ლ-- დალაპარაკება მინდა“. მან ეს ნომერი საერთოდ ამოღო ხმარებიდან რადგან არ უნდოდა ლ--- თ----------სთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა. მ------ს დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ლ--- თ---------- ჩამოსული იყო წ---––------ზე, სანამ მ------ ჩ-------–---–ის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარს შეიტანდა. ა--–-–- მ------ წავიდა სამუშაოდ 04 ივნისს და აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა სახლში. შემდეგ 25 სექტემბერს წავიდა ბ------–- და 25 ოქტომბერს გადავიდა ო----------–-. მ-ჩ-------–---–ი შვილების მიმართ ძალიან თბილი იყო. ლ--- თ----------სთან მისი ოჯახის წევრები რაიმე მოლაპარაკებისათვის არ მისულან. მას მ------ ჩ-------–---–მა უთხრა, რომ ბავშვი არ ჩაუკეტავს.

 

მოწმე ნ----------–- ძ----------–---–ის განმარტებით, ის მ------ ჩ-------–---–ის თანასოფლელია. 2--- წლის 2- დ--------ს მისი დაბადების დღე იყო მეორე დღეს ე.ი. 2- დ--------ს, მის ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. გავიდა მისი შვილი გ------ი, რათა გაერკვია ვინ იყო მათთან მისული. გ------ს, რომ შეაგვიანდა თვითონაც გავიდა, ნახა ქალბატონი მოზრდილ ბავშვთან ერთად. ქალბატონი ლაპარაკობდა: მ------მ ოჯახი დაატოვებინა, ფ----–- წამოიყვანა, დააბინავა, ისეთ დღეში ჩააგდო, ქმარი სახლში არ უშვებს, ამ ქალს უნდოდა მ------ს სახლში მისვლა. ქალბატონმა უთხრა, რომ ის იყო ლ--- თ----------ს ნათესავი. ის დაუკავშირდა მ------ ჩ-------–---–ს, ამ უკანასკნელმა მობილურზე აჩვენა ფოტო, რომელიც იყო იქ მისული ქალბატონის. მას შეუძლია ამ ქალბატონის ამოცნობა.

 

მოწმე გ------ ძ----------–---–ი განმარტავს, რომ ის ბავშვობიდან იცნობს, მ------ ჩ-------–---–ს. მისთვის უცნობმა ქალბატონმა, ახლობლისგან ა-–---- ჯ--–------იასაგან გაიგო მისი მობილური ტელეფონის ნომერი. ამ ქალბატონმა დაურეკა და კითხა თუ იცნობდა მ------ ჩ-------–---–ს, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, სთხოვა შეხვედრა. 2017 წლის 21 დეკემბერს დაურეკა და მივიდა ტაქსით, თან პატარა ბავშვი ახლდა. ეს ქალბატონი სხვისი სახელით მივიდა და ითხოვდა მ-ჩ-------–---–ის ნახვას. მერე გამოვიდა მისი დედა. ქალბატონი მასაც ესაუბრა და ნახევარ საათში წავიდა. მან დაურეკა მ-ჩ-------–---–ს და სთხოვა მასთან მისვლა. ის მივიდა და აჩვენა ფოტოსურათ, რომელზეც მათთან მისული ქალბატონი ამოიცნო. მეორე დღეს, მასთან მ------ ჩ-------–---–ი მივიდა და მოისმინა ჩანაწერი, როცა მოისმინა ჩანაწერი იცნო იმ ქალბატონის ხმა, რომელიც მას 2017 წლის 21 დეკემბერს ესაუბრებოდა.

 

მოწმე გ------- მ---–-----მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 12 თებერვალს ქ. თ---–--–- ჭ--------ს გ-------ზე მდებარე სს ,,ლ-------- ბ-----“ სათაო ოფისიდან ამ ბ----- იურისტის ნ---- შ-–------–-სგან მის მიერ გამოთხოვილ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოთხოვილი ინფორმაცია კერძოდ, მ------ ჩ-------–---–ის საბანკო ანგარიშის ამონაწერის ამსახველი ინფორმაცია და ერთი ცალი სიდი დისკი ბანკომატიდან ფოტო სურათების ამსახველი დოკუმენტაცია იყო მასში მოთავსებული. დისკი დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ალბათ შემდგომ დათვალიერება მოხდა და გამოთხოვილი მასალები დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნულ საქმეზე ამის გარდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ფოთის სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამ განჩინების ვადებში მოხდა ამ ინფორმაციის გამოთხოვა 30 დღის ვადაში. ფოთის საქალაქო სამმართველოში დაწყებული იყო გამოძიება მ------ ჩ-------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტზე და ამ საქმეში დამატებული იქნა და ამ განჩინებითაც დაევალა ინფორმაციის გამოთხოვა სს ,,ლ-------- ბ--------“. ამონაწერი მ------ ჩ-------–---–ის საბანკო ანგარიშიდან და სულ სამი თაბახის ფურცლად იყო და დისკი. იქ არ დაუთვალიერებია ეს ინფორმაცია, დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

მოწმე ზ----- ე-–-------მ განმარტა, რომ მ------ ჩ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მის მიერ ასევე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დათვალიერდა მობილური ტელეფონი, რომელიც მის მიერ ამოღებულ იქნა მ------ ჩ-------–---–ისგან, ასევე, ლ--- თ----------სგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და საბანკო ამონაწერი, დააკავა მ------ ჩ-------–---–ი. გ------- მ---–-----მ გამოითხოვა სს ,,ლ-------- ბ--------“ ინფორმაცია, დანარჩენი საგამოძიებო მოქმედები მან ჩაატარა. ექსპერტიზები დანიშნა და მიიღო პასუხებიც. კანონის სრული დაცვით იქნა ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, მობილურზე არსებული ინფორმაცია გადმოტანილ იქნა დისკზეც. გამოკითხა ლ--- თ----------, რომელმაც თქვა, რომ ჩ-------–---–ი მივიდა მასთან ბინაში მიაყენა შეურაცხყოფა ბავშვი ჩაკეტა აბაზანაში ნახევარი საათი დაახლოებით, შემდეგ დაუმტვრია ტელეფონი და წავიდა. ჩვენებაში ლ--- თ----------მ უთხრა, რომ მ-ჩ-------–---–ი ხელებზე უჭერდა და იმ საღამოსვე დანიშნა ექსპერტიზა, ახსოვს რომ ლ--- თ----------ს ხელებზე ემჩნეოდა რაღაც. ექსპერტმა შეიძლება დაზიანებად არ მიიჩნია.

 

მოწმე გ------- გ-----–-–---–მა (ექსპერტი) განმარტა, რომ კონვერტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ქაღალდი და მობილური ტელეფონი წარწერით ,,ს--------“, მობილურს მოეხსნა ქვედა პანელი და ამოღებულ იქნა მასში მოთავსებული სიმი და მეხსიერების ბარათი. მობილური ტელეფონის ვიზუალური დათვალიერებისას დადგინდა, რომ მობილური შეესაბამება ,,ს--------ს“ ფირმის S---------- მოდელის მობილურს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,ს--------ს“ ფირმის ტელეფონი და მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათი დაკავშირებული იქნა სპეციალური საექსპერტო პროგრამულ-აპარატული კომპლექსის ,------ს მეშვეობით, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილებაში მდებარე პერსონალურ კომპიუტერზე. კვლევის შედეგად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ხუთი აუდიო ფაილი. ,,ს--------ს“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოღებული აუდიო ფაილები დამუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა ,,e-------“-ის მეშვეობით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებულ აუდიო ფაილებს არ გააჩნიათ მეტი ინფორმაცია, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს თუ როდის იყო აუდიო ფაილები შექმნილი. შემდეგი კვლევებისათვის მოხდა მობილური ტელეფონის ჩართვა, დროის და თარიღის შეცვლა შემოწმების მიზნით, ხმის ჩამწერი აპლიკაციის მეშვეობით შეიქმნა ორი აუდიო ფაილი, ორივე აუდიო ფაილი შექმნილი იყო სხვადასხვა დროის მითითებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფაილები შექმნისას თარიღდება მობილურში ტელეფონის სისტემაში არსებული დროის მიხედვით და შექმნილ ფაილებს მეტი ინფორმაცია არ გააჩნიათ. სისხლის სამართლის N045221217007 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,ს--------ს“ ფირმის S---------- მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო ფაილები შექმნისას თარიღდება მობილურში ტელეფონის სისტემაში არსებული დროის მიხედვით და შექმნილ ფაილებს მეტი ინფორმაცია არ გააჩნია.

 

სასამართლო სხდომაზე მ- ჩ-------–---–ის მიერ მობილურ ტელეფონში განხორციელებული ჩანაწერის მოსმენა, რომლითაც მისთვის წარდგენილი ბრალდების არცერთი ეპიზოდი არ დასტურდება.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------ ჩ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ მ------ ჩ-------–---–ის დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული მ------ ჩ-------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ მ------ ჩ-------–---–ის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება მ------ ჩ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, რომ მ------ ჩ-------–---–ის მიერ განხორციელებული იქნა

სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები.

 

საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად ვერ დგინდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის არსებობა, ანუ რაიმე ოჯახური კავშირი მ------ ჩ-------–---–სა და ლ--- თ----------ს, ან მ------ ჩ-------–---–სა და ი-----–- შ------–--ეს შორის. აღნიშნული ასევე იკვეთება საქმეში არსებული სატელეფონო ჩანაწერითაც.

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მ------ ჩ-------–---–მა ლ--- თ----------ს ნებართვის გარეშე მოტყუებით გამოიტანა მისი საბანკო ანგარიშიდან ფულადი თანხა, სატელეფონო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მ------ ჩ-------–---–მა სადავო თანხის რაოდენობა სესხად აიღო და დასაბრუნებელი ჰქონდა ლ--- თ----------სათვის, რასაც ადასტურებს თავადაც.

 

გამოკვლეული სატელეფონო ჩანაწერით ასევე არ ვლინდება ის ფაქტი, რომ ი-----–- შ------–--ე ჩაკეტილი იყო ოთახში და ტიროდა, რაც აღნიშნა ლ--- თ----------მ ჩვენებაში.

 

დაცვის მხარის მიერ შპს ,,მ----------დან“ მოპოვებული ინფორმაცია მ------ ჩ-------–---–ის მობილურ ტელეფონში მოთავსებული სიმბარათების მეშვეობით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, მომსახურე ანძების მითითებით, რომლებიც ცალსახად ადასტურებს, რომ მ------ ჩ-------–---–ის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ავთენტურია და მობილურ ტელეფონში დაფიქსირებული შემავალ-გამავალი ზარების წამოწყების დრო, აუდიო ჩანაწერის გაკეთების დრო, გამავალი ზარების გამო წყვეტა, მათი ხანგრძლივობა წამის სიზუსტით ემთხვევა შპს ,,მ----------ს“ მიერ გაცემულ დეტალურ ინფორმაციას.

 

2018 წლის 01 მარტის N60/ფ ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებში მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.

 

ექსპერტმა გ------- გ-----–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ სისხლის სამართლის N045221217007 საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,ს--------ს“ ფირმის S---------- მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო ფაილები შექმნისას თარიღდება მობილურში ტელეფონის სისტემაში არსებული დროის მიხედვით და შექმნილ ფაილებს მეტი ინფორმაცია არ გააჩნია.

 

არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მ-ჩ-------–---–მა თითქოს 2017 წლის 18 დეკემბერს განახორციელა მობილურ ტელეფონში 2017 წლის 22 დეკემბერს არსებული ჩანაწერი.

 

არასრულწლოვანი ი-----–- შ------–--ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად არასრულფასოვნადაა შესწავლილი, რომ მისი უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა დაუშვებელია, მითუმეტეს, რომ ის რეალურად სუბიექტური და სავარაუდოა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში (გარდა ლ--- თ----------ს და ი-----–- შ------–--ის ჩვენებებისა), რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული მ------ ჩ-------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული მ------ ჩ-------–---–ი (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. მ------ ჩ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მ------ ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------); ლ-------------–---–ი-ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------), ნ----- ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------- და ზ-------- ჩ-------–---–ის (პ/ნ 2----------), თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: მუნიციპალიტეტი ლ---------, ღ--------–-- წ---––------ ს.კ. 2-.1-.5-.3--; 25 000 ლარის ღირებულების წილს - ყადაღა მოეხსნას.

 

3. გამართლებულ მ------ ჩ-------–---–ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4. მ------ ჩ-------–---–ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე შსს საექსპერტო-კრიმინალურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

სს ,,ლ-------- ბ--------“ გამოთხოვილი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე