გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2019
საქმის ნომერი
330210118002651166
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - გი--------------–-–---–ი.

წარმომადგენელი - ელ-----–--------–---–ი.

მოპასუხე - სა---------–-------------------------------ა.

წარმომადგენელი - ნუნ-----------–--ე.

მოპასუხე - საქ--------–----–-------------------------რო.

წარმომადგენელი - ოთ-----------–--ე.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. გი--------------–-–---–ს დაუბრუნდეს ჩამორთმეული ,,SA-------------L” ფირმის იარაღი.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 20-- წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ანტიკვარული იარაღი (ოქროს დეტალებით) ,,SA-------------L”, სერიული ნომრით 17----7. ვინაიდან იარაღი არ იყო დარეგისტრირებული, მოსარჩელემ 20-- წლის 8 ა--------ს მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს იარაღის რეგისტრაცია-გადაფორმების მიზნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. იმავე დღეს შს ს----------ოს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. 20-- წლის 8 ა--------სვე, მოსარჩელეს დაევალა წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მისგან ამოღებულ იქნა გადაუდებელი აუცილებლობის გამო.

 

გამომძიებლის მიერ დანიშნული კომპლექსური ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღი თავდაპირველი სახით იყო ქარხნული წესით დამზადებული ,,SA-------------L” -ის ფირმის შტუცერი, რომელიც იყო სახეშეცვლილი და წარმოდგენილი სახით მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ასევე დადგინდა, რომ წარდგენილი იარაღი რეგისტრირებული არ არის და ძებნილი იარაღის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ იმყოფება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 20-- წლის 30 ა--------ს შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან გი--------------–-–---–ის ქმედებაში არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, თუმცა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატორის სტაჟიორმა საქმის შეწყვეტის დადგენილებაში მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლსასროლი იარაღი ჩამორთმეოდა მოსარჩელეს. იმის გათვალისწინებით, რომ გი--------------–-–---–ს სისხლის სამართლის საქმეში ჰქონდა მხოლოდ მოწმის სტატუსი, მას არ მიეცა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა აღნიშნული დადგენილება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

2.1. მოპასუხე სა---------–-------------------------------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სა---------–-------------------------------ა არ წარმოდგენს წინამდებარე დავაზე სათანადო მოპასუხე მხარეს, ვინაიდან იარაღი, რომლის დაბრუნებასაც მოითხოვს მოსარჩელე, არ არის სა---------–-------------------------------ის მფლობელობაში და გადაცემული აქვს საქ--------–----–-------------------------როს.

 

2.2. მოპასუხე საქ--------–----–-------------------------როს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მოსარჩელე მხარეს შეუძლია დავა წამოიწყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მოითხოვოს ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზებით დადგენილი მონაცემებით თოფის რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება მომსახურების სააგენტოსთვის. შესაბამისად თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალებოდა მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელება, ჩამორთმეული თოფის შემნახველი შესაბამისი განყოფილება, ვალდებული იქნებოდა გადაეცა აღნიშნული თოფი მოსარჩელისათვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი არ აქვს უფლებამოსილება თოფის შემნახველ განყოფილებას გადასცეს თოფი გი--------------–-–---–ს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ 20-- წლის 8 ა--------ს გი--------------–-–---–მა იარაღის რეგისტრაცია-გადაფორმების მიზნით მიმართა შს ს----------ოს მომსახურების სააგენტოს და წარადგინა ცეცხსასროლი იარაღი ,,ზა-----ი’’-ს სისტემის შაშხანა. აღნიშნული იარაღის დათვალიერებისას აღმოჩდა, რომ ლულას აღენიშნებოდა სავარაუდო ფიზიკური ზემოქმედებისა და გადაკეთების კვალი. შესაბამისად გი--------------–-–---–ს უარი ეთქვა იარაღის რეგისტრაციაზე.

 

20-- წლის 8 ა--------ს საქ--------–----–-------------------------როს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------5 საქმეზე, გი--------------–-–---–ის მიერ ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

20-- წლის 8 ა--------ს, გამომძიებლის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული იქნა ამოღების საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც ქ. თბილისში, ვა–----–----–ას №5--ში მდებარე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში მყოფი გი--------------–-–---–ისაგან ამოღებულ იქნა რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი ცეცხსასროლი იარაღი.

 

ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის, 20-- წლის 30 ა--------ს №00-------- დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №0----------5 საქმეზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ამავე დადგენილებით დადგინდა, რომ საქმეში არსებული ცეცხსასროლი იარაღი ჩამოერთვას გი--------------–-–---–ს და გადაეცეს შს ს----------ოს შესაბამის სამსახურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №00-------- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 20-22);

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეების სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ გი--------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლები;

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შესაძლებელია განხილული იქნას დავები, რომლებიც გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და ეყრდნობა მხარეთა თანასწორობისა და თავისუფალ სახელშეკრულებო პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში კი ადგილი აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებას პროკურორის მიერ. შესაბამისად ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების შესახებ დავა არ განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დავა დაუშვებელია.

 

რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისად დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ გულისხმობს პროკურორის დადგენილებით ან სასამართლოს განაჩენით, სისხლის სამართლის საქმეზე თანდართული ნივთმტკიცების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სამოქალაქო დავის წამოწყების გზით. ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმა საშუალებას აძლევს კერძო სამართლის პირებს, როდესაც მათ შორის არსებობს დავა ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების თაობაზე, სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის აღძვრის გზით, გადაწყვიტონ სადაო საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ავალებს სასამართლოს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის, 20-- წლის 30 ა--------ს №00-------- დადგენილებით სისხლის სამართლის №0----------5 საქმეზე არსებული ცეცხსასროლი იარაღი ჩამოერთვა გი--------------–-–---–ს და გადაეცა შს ს----------ოს შესაბამის სამსახურს. ასევე დადგენილია, რომ სადაო მოძრავი ნივთი ამჟამად არ იმყოფება სა---------–-------------------------------ის მფლობელობაში. 20-- წლის 23 ო---------ის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარემ უარი განაცხადა სა---------–-------------------------------ა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით - საქ--------–----–-------------------------რო, თუმცა ეს უკანასკნელი საქმეში ჩართო თანამოპასუხედ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროკურორის მიერ მიღებული დადგენილების კანონიერების საკითხის განხილვა ვერ მოხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სა---------–-------------------------------ა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს და მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გათვალისწინებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ხოლო ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტური უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილება უნდა გააცნობიეროს არა მარტო ამ ნივთის მფლობელმა, არამედ ყველა დანარჩენ მესამე პირმა. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრეს შეეძლოს ქონებასთან თავისუფალი და მშვიდობიანი ურთიერთობების განხორციელება. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს დამრღვევი მოქმედების აღკვეთა. ზემოთ მითითებული ნორმის მიხედვით, ვინდიკაცია წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის სანივთო-სამართლებრივ საშუალებას, რომელსაც მესაკუთრე მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მას წართმეული ექნება ნივთზე მფლობელობა. შესაბამისად, ვინდიკაციის სამი საფუძველი უნდა არსებობდეს: ქონების მესაკუთრედ ყოფნა, ნივთის სხვის მფლობელობაში არსებობა და მფლობელობის არალეგიტიმურობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს დაუბრუნდეს ჩამორთმეული ,,SA-------------L” ფირმის იარაღი. ამასთან დადგენილია, რომ იარაღი, რომლის დაბრუნებასაც მოითხოვს მოსარჩელე მას ჩამოერთვა სისხლის სამართლის საქმეზე და გადაეცა შს ს----------ოს შესაბამის სამსახურს.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქ--------–----–-------------------------როს მომსახურების სააგენტო სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე გასცემს იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას.

 

სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20-- წლის 2-----------–------- ბრძანების მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად იარაღის რეგისტრაცია არის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ლეგალიზაცია, გადაფორმება, მემკვიდრეზე გადაფორმება და სხვ.), იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.

 

ამავე ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქ--------–----–-------------------------რო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებული იარაღის სააგენტოში რეგისტრაცია ხორციელდება, თუ დასაჩუქრებული პირი ან მემკვიდრე აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მან სადაო იარაღი მიიღო მემკვიდრეობით 20-- წელს მამის გარდაცვალების შემდეგ. ამასთან დადგენილია, რომ იარაღი, რომლის გადაცემასაც მოითხოვს მოსარჩელე რეგისტრირებული არ არის, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე მოპასუხე საქ--------–----–-------------------------როს არათუ უფლებამოსილ პირს ხდის ფლობდეს სადაო იარაღს, არამედ ავალდებულებს მას დაურეგისტრირებელი იარაღის მიმართ გაატაროს კანონით დადგენილი ღონისძიებები.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გი--------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს არ დაეკისრებათ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გი--------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე