გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6---18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე -თა---------–---–ი
წარმომადგენელი -ფი--------------ე
მოპასუხე -ალ--–-----------------ა
წარმომადგენელი-- ნი---–-------–---–ი
დავის საგანი: ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დადგენილად იქნეს ცნობილი თა---------–---–ის მიერ ალ--–-----------------ას მიმართ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს თე--------–----ის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1--------.
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 4 ივლისს ალ--–-----------------ას (გამსესხებელი) და თა---------–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს 1 წლის ვადით გადაეცა 16 000 აშშ დოლარი, პროცენტის დაურიცხავად. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თა---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ა. ჩ-------ას #3-, სართუ-–---, ფართი 2-.7- კვ.მ, ს/კ 0----------------------.
ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა ესარგებლა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით და ეცხოვრა მასში უსასყიდლოდ ერთი წლის განმავლობაში.
მოპასუხის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რითაც მოვალეს დაეკისრა კრედიტორის სასარგებლოდ 16 000 აშშ დოლარის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
მოსარჩელემ შესთავაზა ალ--–-----------------ას ახალი მოვალე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა კრედიტორის მოთხოვნას, თუმცა უარი განაცხადა. მან აღნიშნული ქმედებით არა თუ უარი განაცხადა შესრულების მიღებაზე, არამედ მოვალეს არ მისცა შესაძლებლობა შეესრულებინა ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელემ სრულად გადაიხადა დავალიანება. თანხა გადახდილი იქნა სს „საქართველოს ბანკში“ ნან-----------ის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს.
მოსარჩელის განმარტებით, მას ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად, შესაბამისად არ არსებობდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ალ--–-----------------ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და უარყო მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი. მისი განმარტებით, სს საქართველოს ბანკში არ გააჩნია საბანკო ანგარიში, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ქვითრით. შესაბამისად, არანაირი კავშირი არ გააჩნია ვინმე ნან-----------ესთან. მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სესხის თანხა არ დაუბრუნებია თა---------–---–ს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე მოახდინა უძრავი ქონების დაცლა.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ კანონის შესაბამისად მოხდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ვინაიდან მას დავალიანება არ დაუფარია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 4 ივლისს ალ--–-----------------ას და თა---------–---–ს შორის დაიდო სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს ერთი წლის ვადით გადაეცა 16 000 აშშ დოლარი, სესხის სარგებლიანია - სარგებელი სესხისთვის შეადგენს მესაკუთრის თა---------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას იპოთეკარისთვის, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ქუჩა ჩ-------ა #3--ში.
სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თა---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ა. ჩ-------ას #3-, სართუ-–---, ფართი 2-.7- კვ.მ, ს/კ 0----------------------.
3.1.2. ხელშეკრულების 6.5 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ აკმაყოფილებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულება, (ს.ფ 25-3-)
3.1.3. მოსარჩელეს, მიუხედავად ვალდებულების არსებობისა უძრავი ქონების თბილისი, ა. ჩ-------ას #3-, სართუ-–---, ფართი 2-.7- კვ.მ, ს/კ 0----------------------, მეორი რიგის იპოთეკით დატვირთვის მიუხედავად ვალდებულება ალ--–-----------------ას მიმართ არ შეუსრულებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.130-13-)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 26 სექტემბერს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს თე--------–----ის მიერ გაცემული იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად თა---------–---–ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 16 000 აშშ დოლარს. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა სარეალიზაციოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 39-42)
3.2.2. ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 45-48)
3.2.3. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი.
მას ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის დადასტურება სურს მხოლოდ ზეპირ სიტყვიერი ახსნა-განმარტებით. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეს სესხის თანხა სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ჩაურიცხა ნან-----------ემ 2017 წლის 20 სექტემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სარჩელში დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია სს „საქართველოს ბანკის“ მიერ 2018 წლის 21 მარტს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ალ--–-----------------ა არ არის დარეგისტრირებული სს საქართველოს ბანკში, არ აქვს მინიჭებული კლიენტის უნიკალური კოდი, მის სახელზე არ ფიქსირდება ბანკში არსებული არცერთი ტიპის ანგარიში და არ აქვს განაღდებული/გაგზავნილი ბანკში არსებული არცერთი ტიპის გზავნილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაბათილებლად, ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტების გარდა საქმეში სხვა სახის მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს საქართველოს ბანკის ცნობა (ს.ფ 133)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ თა---------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე, 302-ე, 623-ე, 42--ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, მუხლები;
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. თა---------–---–ს და ალ--–-----------------ას შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის თანახმად, წარმოიშვა სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებად აღიარებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 4 ივლისის სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება თა---------–---–ს არ შეუსრულებია და შესაბამისად არ არსებობს ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების წინაპირობები.
6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ნოტარიუს თე--------–----ის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელის გაუქმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3- ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
უდავოა, რომ 2016 წლის 4 ივლისს ალ--–-----------------ას და თა---------–---–ს შორის დაიდო სესხის, იპოთეკის და უძრავი ქონებით სარგებლობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის 6.5 პუნქტში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ აკმაყოფილებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიმართ ვალდებულების შესრულების ფაქტი. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება აქვს მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მართებულად გამოიყენა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსმა კანონიერად, შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი და არ არსებობს თა---------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მითითებული სამართლებრივი საფუძვლებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თა---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 1200 ლარის და რწმუნებულების შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 43.80 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩ-ვრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩ-ვრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩ-ნებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თე--------–----ის მიერ 26.09.2017 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული A-------- სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორს წარმოადგენს ალ--–-----------------ა პ/ნ 0----------, ხოლო მოვალეს თა---------–---–ი პ/ნ 0----------, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თა---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განჩ-ნებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თე--------–----ის მიერ 26.09.2017 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული A-------- სააღსრულებო წარმოება, სადაც კრედიტორს წარმოადგენს ალ--–-----------------ა პ/ნ 0----------, ხოლო მოვალეს თა---------–---–ი პ/ნ 0----------, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
3. თა---------–---–ს, ალ--–-----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 1200 ლარის და რწმუნებულების შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 43.80 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩ-ვრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩ-ვრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩ-ვრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი