გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002697548
№ 2/923-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - ნუ----------------------ა
წარმომადგენელი - აი-------------ი
მოპასუხე - სა-–---------ი
წარმომადგენელი - ნა-----------ე
დავის საგანი - გა------–----ა, ალ-------------------ა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შეწყდეს ნუ----------------------ას და სა-–---------ს შორის სსგს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2010 წლის 13 დეკემბერს N 04--------- აქტით რეგისტრირებული ქორწინება;
მოპასუხე სა-–---------ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა 2009 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ნა---კ ნა-----ს და 2011 წლის 15 თებერვალს დაბადებული სე---ჩ ნა-----ს რჩენა-აღზრდისათვის, თითოეულისათვის 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2008 წლიდან მხარეები იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2010 წლის 13 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 5 სექტემბერს ნა---კ ნა----- და 2011 წლის 15 თებერვალს - სე---ჩ ნა-----. მათ შეწყვეტილი აქვთ ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ამჟამად მოსარჩელეს შექმნილი აქვს ახალი ოჯახი და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ბო-–-----------------------–------–-–ი. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხე საერთოდ არ დაინტერესებულა ბავშვებით და მონაწილეობას არ იღებს ბავშვების რჩენაში. ბავშვებზე ზრუნავს მოსარჩელე მისი მეორე ქმრის დახმარებით. მოსარჩელე არის უმუშევარი, მოპასუხე კი მუშაობს კერძო სამუშაოებზე, მწყემსავს სოფლის მოსახლეობის საქონელს და ყოველთვიურად აქვს 800-900 ლარის ოდენობით შემოსავალი. მოპასუხეს კმაყოფაზე არავინ არ ჰყავს, სხვა ცოლ-შვილი არ ჰყოლია.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ნაწილში შეამცირა თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სა-–---------მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ იგი არსად არ მუშაობს, არის ინვალიდი, იღებს პენსიას, ჰყავს კმაყოფაზე შვილი, პირველი ქორწინებიდან - ნა--კ ნა-----, რომელიც დაბადებულია 2006 წლის 19 დეკემბერს. მოსარჩელე თავად ანგრევს ოჯახს, მოტყუებით წაიყვანა შვილები. მოპასუხემ შესაგებელში აღნიშნა, რომ არ სურს გა------–----ა. ალიმენტის გადახდა არ შეუძლია, ვინაიდან თავად ესაჭიროება მოვლა და დახმარება.
სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, გა------–----ის ნაწილში. ხოლო ალ-------------------ის ნაწილში კი მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლიდან ნუ----------------------ა და სა-–---------ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2010 წლის 13 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.14 );
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 17.12.2018, 10.01.2019 წლის სხდომის ოქმები)
3.1.2. ნუ----------------------ას და სა-–---------ს 2009 წლის 5 სექტემბერს შეეძინათ ნა---კ ნა----- და 2011 წლის 15 თებერვალს - სე---ჩ ნა-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ.15-16);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 17.12.2018, 10.01.2019 წლის სხდომის ოქმები)
3.1.3. ნუ----------------------ას და სალეხ ნაბევს შეწყვეტილი აქვთ ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ნუ----------------------ას შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მეორე მეუღლესთან, ბო-–-----------------------–------–-–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 17.12.2018, 10.01.2019 წლის სხდომის ოქმები).
3.1.4. სა-–---------ი ცხოვრობს ბ---–-----------------------–------–ი, შვილთან - 2006 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ ნა--კ ნა-------ნ ერთად. მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს შვილების ნა---კ ნა-----ს და სე---ჩ ნა-----ს რჩენა-აღზრდაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 17.12.2018, 10.01.2019 წლის სხდომის ოქმები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სა-–---------ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად იმუშაოს და არჩინოს, როგორც საკუთარი თავი, ისე ოჯახის წევრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხე სალეხ ნაბოევის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ სა-–---------ი (პ/ნ 10--------4) იმყოფება აღრიცხვაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონულ განყოფილებაში, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი და მისი სოციალური პაკეტის ოდენობა შეადგენს 180 ლარს. ასევე წარმოდგენილი იქნა სსეკ შემოწმების აქტის ამონაწერი, ცნობის სერია 7/88, N 000427, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვობიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შრომისუნარდაკარგული და საჭიროებს მომვლელს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ სა-–---------ს გარდა სოციალური პაკეტისა, აქვს რაიმე შემოსავალი და შესწევს უნარი საკუთარი შრომით არჩინოს თავისი შვილები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გა------–----ის ნაწილში, ხოლო ალ-------------------ის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1187-ე, 1198-ე, 1202-ე , 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებების შესახებ ევროპული კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სა--ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება: გა------–----ით.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, გა------–----ის საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. გა------–----ა მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სა-–---------მა გა------–----ის ნაწილში სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად არსებობს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბა--სად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები ან შრომისუუნარო შვილები, სასამართლოს მიერ ალ-------------------ა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბა--სად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბა--სად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გა------–----ული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის გადამხდელის ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სა-–---------ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ, შესაბა--სად, მას არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად, საკუთარი შრომით მიიღოს შემოსავალი. სა-–---------ის სოციალური პაკეტი შეადგენს 180 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო სამართალურთიერთობები ჩნდება იმ მომენტიდან, როდესაც მშობლები აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღარ ზრუნავენ მასზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი არჩინოს თავისი შვილები, მისი ყოველთვიური სოციალური პაკეტი 180 ლარია. სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც,რომ მოპასუხესთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, პირველი ქორწინებიდან, ხოლო მოსარჩელეს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი, შვილებთან ერთად ცხოვრობს მეორე მეუღლესთან, რომელიც ზრუნავს მათზე. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მისი სტატუსიდან გამომდინარე, სიცოცხლის ბოლომდე არ შეუძლია იმუშაოს და არჩინოს როგორც საკუთარი თავი, ისე მისი შვილები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ალ-------------------ის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ალ-------------------ის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის მიმღების, ისე გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, გა------–----ის მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გა------–----ის ნაწილში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ხოლო ალ-------------------ის ნაწილში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლო არ იმსჯელებს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნუ----------------------ას სარჩელი მოპასუხე სა-–---------ის მიმართ გა------–----ის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ნუ----------------------ას (პ/ნ10--------7) და სა-–---------ს (პ/ნ 10--------4) შორის 2010 წლის 13 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი N 04---------.
3. ნუ----------------------ას სარჩელი მოპასუხე სა-–---------ის მიმართ ალ-------------------ის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. ნუ----------------------ას (პ/ნ10--------7) დაუბრუნდეს სარჩელზე აი-------------ის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაა---) ლარის ოდენობით, რომელიც ჩარიცხულია სს ’’ლიბერთი ბანკში”, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი 300093150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე