გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
330210018002702151
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31771 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ლ--------------ე

წარმომადგენელი - თ----------------ე

მოპასუხე - ი-----------ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ი-----------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, თ---------------ის (დაბადებული 2----–-–-------------------) მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა;

 

მოსარჩელე ლ--------------ეს ჰყავს არასრულწლოვანი ძმა, თ---------------ე (დაბადებული 2----–-–-------------------), რომელიც ცხოვრობს და იზრდება მასთან. ლ--------------ის და არასრულწლოვანი თ---------------ის მამა, თ--------------ე გარდაიცვალა 2----–-–-------------, ხოლო დედა - ი-----------ე 7 წლის წინ სამუშაოდ გაემგზავრა თ--------–- და იმ დღიდან გაწყვიტა კონტაქტი ოჯახთან. მოპასუხე ი-----------ე საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ, არ დაკავშირებია თავის ოჯახს და შეწყვიტა მზრუნველობა თავის შვილებზე. დაახლოებით სამი წლის უკან, მოსარჩელის მამა ჩავიდა თ--------–- მოპასუხესთან და სთხოვა მას ოჯახში დაბრუნება, რაზეც მისგან უარი მიიღო. მას შემდეგ, მოსარჩელეს და მის ძმას დედის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მოპასუხის ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია. ამჟამად, მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის არასრულწლოვან ძმას, თ---------------ეს აღარ დარჩა კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებდა მის მიმართ მზრუნველობას. არასრულწლოვანს სჭირდება კანონიერი წარმომადგენლობა სკოლის დოკუმენტაციის მოწესრიგებასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში, რის გამოც, მის ინტერესებს ადგება ზიანი. მოსარჩელეს სურს, დაინიშნოს არასრულწლოვანი ძმის მზრუნველად სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, რისთვისაც საჭიროა ი-----------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ფაქტობრივად მოსარჩელე ახორციელებს მზრუნველობას თავის ძმაზე. მოსარჩელე არის ჯანმრთელი, არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. შესაბამისად, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი თ---------------ის მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-----------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის წარმომადგენელი - მ-------–-----ე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე. იგი თანახმაა, მოპასუხე ი-----------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ და მიეცეს მოსარჩელეს უფლება, არასრულწლოვანი ძმის ინტერესების გათვალისწინებით, იყოს მისი წარმომადგენელი სხვა პირებთან (მათ შორის ორგანიზაციებთან) ურთიერთობის დროს. ვინაიდან არასრულწლოვანს სჭირდება კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს მის უფლებებს და იმოქმედებს მისი ინტერესების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოპასუხე მხარეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის, თ---------------ის მიმართ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოპასუხე ი-----------ეს და თ--------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–------------------- დაბადებული ლ--------------ე და 2----–-–------------------- დაბადებული თ---------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 15).

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-------- (ს.ფ. 16).

 

4.1.2. ი-----------ე დაახლოებით შვიდი წლის წინ სამუშაოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ, თ---------- რესპუბლიკაში. მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, თ---------------ეზე და მას არასრულწლოვანთან არ აქვს კავშირი. მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი);

 

4.1.3. მოსარჩელე ლ--------------ის და მისი არასრულწლოვანი ძმის, თ---------------ის მამა, თ--------------ე გარდაიცვალა 2----–-–-------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);

 

4.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ლ--------------ე (დაბადებული 1--1--1----–--–-) არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. ამასთან, მოსარჩელე ლ--------------ე არ ფიქსირდება შპს ,-------------------------–-------------------------------–----–------ის“ ფსიქიატრიულ-ამბულატორიულ განყოფილებაში აღრიცხვაზე;

შპს ,---------------–-----ის“ მიერ გაცემული ცნობით, ლ--------------ის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 22 მარტს გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ (ს.ფ. 21);

- შპს ,-------------------------–-------------------------------–----–------ის“ მიერ 2018 წლის 22 მარტს გაცემული ცნობა (ს.ფ. 22);

- შპს ,---------------–-----ის“ მიერ 2018 წლის 27 მარტს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 23).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი ლ--------------ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, პ------–--------------------. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელე ლ--------------ე, მეუღლესთან ვ----–-------–---–თან, შვილებთან გ----------------------------------–---–--თან და ძმასთან - თ--------------ესთან ერთად. საცხოვრებელი, სადაც ოჯახი ცხოვრობს წარმოადგენს ორ ოთახიან კერძო ტიპის სახლს, რომელშიც ოჯახი იმყოფება ქირით და ბინის ქირის ღირებულება ყოველთვიურად შეადგენს 120 ლარს. საცხოვრებლის ზოგადი ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ბინაში არის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტექნიკა. შესაბამისად მოწყობილია სამზარეულო და აბაზანა, ამასთანავე, საცხოვრებელში მოწესრიგებულია კომუნალური პირობები. ოჯახში შექმნილია არასრულწლოვანის ნორმალურად აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო უსაფრთხო, მზრუნველი გარემო და სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 24 მაისის დასკვნა N----- (ს.ფ. 44);

 

4.2.2. სოციალურ მუშაკთან საუბრისას ლ--------------ემ აღნიშნა, რომ უკვე შვიდი წელია მისი ძმა თ---------------ე ცხოვრობს მასთან და მოსარჩელე ადეკვატურად ზრუნავს არასრულწლოვანზე, უზრუნველყოფს მას ყველა საჭიროებით. არასრულწლოვანი თ---------------ე ირიცხება ქ. თბილისის N----- საჯარო სკოლაში. მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვიზიტის ფარგლებში სოციალური მუშაკი შეხვდა და გაესაუბრა არასრულწლოვანს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსწონს დის ოჯახში ცხოვრება, მას ოჯახში პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ ყველა ძირითადი საჭიროებებით და იგი თანახმაა, მის ბიოლოგიურ დედას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და მისი და - ლ--------------ე დაინიშნოს მის მზრუნველად.

არასრულწლოვანმა თ---------------ემ სასამართლო სხდომაზე გასაუბრების დროსაც განმარტა, რომ იგი ცხოვრობს კომფორტულ, მისთვის სასურველ და უსაფრთხო გარემოში. თ---------------ე დაკავებულია სპორტით, კერძოდ, დადის ფეხბურთზე. მას სხვადასხვა ორგანიზაციებში ურთიერთობისას სჭირდება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი აფიქსირებს თავის სურვილს, რომ მესამე პირებთან და ორგანიზაციებში მისი კანონიერი წარმომადგენელი იყოს მისი და, ლ--------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2018 წლის 24 მაისის დასკვნა N----- (ს.ფ. 44);

- არასრულწლოვანი თ---------------ის განმარტება (2019 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი);

 

4.2.3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა მოსარჩელე ლ--------------ემ მოქალაქე ი-----------ის თ---------- რესპუბლიკაში ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, თუმცა მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხე მხარის ზუსტი ადგილსამყოფელის გარკვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის მიმართვა N-------- (ს.ფ. 19);

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2016 წლის 09 სექტემბრის მიმართვა N-------- (ს.ფ. 20).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე, 1205-ე, 1201-ე, 1275-ე, 1277-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხე ი-----------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------- დაბადებული თ---------------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ი-----------ეს და თ--------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–------------------- დაბადებული ლ--------------ე და 2----–-–------------------- დაბადებული თ---------------ე. ი-----------ე დაახლოებით შვიდი წლის წინ სამუშაოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ, თ---------- რესპუბლიკაში. მას შემდეგ, მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, თ---------------ეზე და მას არასრულწლოვანთან არ აქვს კავშირი. მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია. ამასთან, არც მოპასუხე მხარის დედა იჩენს რაიმე ყურადღებას არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ. იგი ასევე არ ზრუნავს თ---------------ეზე. საქმის მასალებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა მოსარჩელე ლ--------------ემ, მოქალაქე ი-----------ის თ---------- რესპუბლიკაში ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, თუმცა მოსარჩელემ ვერ შესძლო მოპასუხე მხარის ზუსტი ადგილსამყოფელის გარკვევა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი ლ--------------ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, პ------–--------------------. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მოსარჩელე ლ--------------ე, მეუღლესთან ვ----–-------–---–თან, შვილებთან გ----------------------------------–---–--თან და ძმასთან - თ--------------ესთან ერთად. საცხოვრებელი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ორ ოთახიან კერძო ტიპის სახლს, რომელშიც ოჯახი იმყოფება ქირით და ბინის ქირის ღირებულება ყოველთვიურად შეადგენს 120 ლარს. საცხოვრებლის ზოგადი ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ბინაში არის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტექნიკა. შესაბამისად მოწყობილია სამზარეულო და აბაზანა, ამასთანავე, საცხოვრებელში მოწესრიგებულია კომუნალური პირობები. ოჯახში შექმნილია არასრულწლოვანის ნორმალურად აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო უსაფრთხო, მზრუნველი გარემო და სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები.

 

ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ევროპული სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელ ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს და განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

 

სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს, სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით (თანდასწრებით) მოუსმინა საქმეში ჩაბმულ არასრულწლოვან თ---------------ეს, რომელმაც განმარტა, რომ იგი ცხოვრობს კომფორტულ, მისთვის სასურველ და უსაფრთხო გარემოში. თ---------------ე დაკავებულია ასევე სპორტით, კერძოდ, დადის ფეხბურთზე. მას სხვადასხვა ორგანიზაციებში ურთიერთობისას სჭირდება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი აფიქსირებს თავის სურვილს, რომ მესამე პირებთან და ორგანიზაციებში მისი კანონიერი წარმომადგენელი იყოს მისი და, ლ--------------ე. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, სოციალურ მუშაკთან საუბრისას ლ--------------ემ აღნიშნა, რომ უკვე შვიდი წელია მისი ძმა თ--------------ე ცხოვრობს მასთან და მოსარჩელე ადეკვატურად ზრუნავს არასრულწლოვანზე, უზრუნველყოფს მას ყველა საჭიროებით. არასრულწლოვანი თ---------------ე ირიცხება ქ. თბილისის N----- საჯარო სკოლაში. მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვიზიტის ფარგლებში სოციალური მუშაკი შეხვდა და გაესაუბრა არასრულწლოვანს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსწონს დის ოჯახში ცხოვრება, მას ოჯახში პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ ყველა ძირითადი საჭიროებებით და იგი თანახმაა, მის ბიოლოგიურ დედას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და მისი და - ლ--------------ე დაინიშნოს მის მზრუნველად. არასრულწლოვანმა ნათლად და ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ სურს მის წარმომადგენლად დაინიშნოს სრულწლოვანი და - ლ--------------ე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეს უკანასკნელი ზრუნავს არასრულწლოვანზე. არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება შეეზღუდოს მის ერთადერთ წარმომადგენელს - დედას ი-----------ეს.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ი-----------ის მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ, თავისი უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, ირღვევა თ---------------ის უფლებები და მისი უპირატესად დასაცავი ინტერესები.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მხარის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანი თ---------------ის ბიოლოგიურ დედას, ი-----------ეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება. სოციალური სამსახური თანახმაა, მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ, რის შემდეგაც, მოსარჩელეს მიეცემა უფლება, იყოს არასრულწლოვანი ძმის წარმომადგენელი (მზრუნველი) და დაიცვას მისი ინტერესები სხვა პირებთან (მათ შორის ორგანიზაციებთან) ურთიერთობის დროს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 1277-ე მუხლის თანახმად, მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი). მშობელი ვალდებულია, ზრუნავდეს ბავშვის კეთილდღეობაზე, რათა იგი გაიზარდოს სრულფასოვან, უსაფრთხო, დაცულ და კეთილსაიმედო გარემოში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამოიკვეთა რაიმე საფრთხის შემცველი ან ზიანის მომტანი გარემოება მოპასუხისათვის არასრულწლოვანის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოპასუხის მხრიდან არსებული დამოკიდებულებით იზღუდება არასრულწლოვანი თ---------------ის ინტერესები და უფლებები, რაც მის სამომავლო კეთილდღეობას ზიანს აყენებს. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ბავშვს არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი და მის განვითარებას არ შეეშალოს ხელი. სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სურვილის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხე მხარეს, თავისი შვილის, თ---------------ის მიმართ, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ ინტერესებს და ემსახურება მის სამომავლო კეთილდღეობას.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. სურვილის შემთხვევაში, მოპასუხე ი-----------ეს უნარჩუნდება შვილთან, როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის და მისი სურვილის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ--------------ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე მხარისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ი-----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--------------ის სარჩელი, მოპასუხე ი-----------ის მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე ი-----------ეს (პ/ნ 0----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, თ---------------ის (დაბადებული 2----–-–------------------- პ/ნ 6----------) მიმართ, მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.

 

2. მოპასუხე ი-----------ეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა