გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 150210018002590474
№2/1-0 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. ახ--–---–--ი
შესავალი ნაწილი
ახ--–---–--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე -ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე _ არ----------------ნ
წარმომადგენლები - ნო--------------ძე, სმ-------------ნ
მოპასუხე _ თა-----------------ნ
თარჯიმანი - სუ---------–---ძე
დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
არ----------------ნსა და თა-----------------ნს შორის 2011 წლის 1- ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი №1----------);
სარჩელის საფუძვლები:
არ----------------ნი და თა-----------------ნი დაქორწინდნენ 2011 წლის 1- ნოემბერს და მათი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2011 წლის 1- ნოემბერს, სააქტო ჩანაწერი №1---------- და გაიცა ქორწინების მოწმობა #1----------. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: რუ--------------ი და ალ-----------------ი. ბოლო დროს დაიძაბა არ----------------ნის და თა-----------------ნის ურთიერთობა. თა-----------------ნმა დატოვა მეუღლის ოჯახი და დაბრუნდა თავისი მშობლების ოჯახში. ამჟამად არ----------------ნსა და თა-----------------ნს შორის ფაქტიურად შეწყვეტილია ცოლქმრული ურთიერთობა და ისი ცალცალკე ცხოვრობენ. არ არსებობს მათი შერიგებისა და ოჯახის აღდგენის არავითარი საფუძველი. არ----------------ნმა არაერთხელ სთხოვა თა-----------------ნს რომ ერთად მიემართათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახ--–---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მათი ქორწინების შეწყვეტის მიზნით რაზედაც მან თა-----------------ნისაგან მიიღო უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თა-----------------ნი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. შესაგებელში მან მიუთითა, რომ მათ შორის არ არსებობს რეალური კონფლიქტი და არსებობს დიდი შანსი მათი შერიგების, მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, რის გამოც მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ უნდა შეწყდეს მათი ქორწინება და სასამართლომ მათ უნდა მისცეს ვადა შესარიგებლად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არ----------------ნი და თა-----------------ნი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 1- ნოემბრიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს ახ--–---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს გაცემული ქორწინების მოწმობა N1----------, აქტის ჩანაწერი N1----------.
3.1.2. მხარეები, არ----------------ნი და თა-----------------ნი დღეისათვის ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - რუ--------------ი, დაბადებული 2--- წლის 1- ივნისს და ალ-----------------ი, დაბადებული 2011 წლის 0- ოქტომბერს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (2019 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ----------------ნის და თა-----------------ნის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. საქმის მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე მათ მიეცათ შესარიგებლად ოთხი თვის ვადა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე მხარეს სურს მოსარჩელესთან ოჯახის შენარჩუნება, არ----------------ნის წარმომადგენელმა სმ-------------ანმა სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე არ----------------ნი და თა-----------------ნი დაქორწინდნენ 2011 წლის 1- ნოემბერს. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.
დადგენილია, რომ მხარეები, არ------------------ი და თა-----------------ნი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მხარეს სურს შეწყდეს მოპასუხე თა-----------------ნთან რეგისტრირებული ქორწინება. მოსარჩელე მხარეს არ სურს იმყოფებოდეს მოპასუხესთან ქორწინებაში. მოსარჩელის მოსაზრებით, მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას, მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე, დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე თა-----------------ნთან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ არ----------------ნი და თა-----------------ნი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე თა-----------------ნს მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. აღსანიშნავია ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, ვერც შესარიგებელი ვადის მიცემამ მხარეთათვის, შედეგი ვერ გამოიღო შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთ - ერთ მხარეს, მოსარჩელეს, არ აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი, მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე თა-----------------ნთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
1966 წლის 1- დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ----------------ნის სარჩელი, განქორწინების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით, რომ არ----------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე თა-----------------ნს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ----------------ნის წარმომადგენლის სმ-------------ანის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახ--–---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2011 წლის 1- ნოემბრის სააქტო ჩანაწერით №1---------- რეგისტრირებული ქორწინება, არ----------------ნსა (პ/ნ №0----------) და თა-----------------ნს (პ/ნ #0----------) შორის.
3.განქორწინებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისროთ მხარეებს თანაბრად.
4. თა-----------------ნს არ----------------ნის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახ--–---–--ი, მაშტოცის ქ.№110) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახ--–---–--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან