გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240210018002440035
(2/437-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28.01.2019 წელი ქ. სე----
სე----ს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ლი----------–-–---–ი
წარმომადგენელი - ზი-----------ი
მოპასუხე - თა-----------ა
წარმომადგენელი - გუ------------ა, რო----------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თა-----------ას მოსარჩელე ლი----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 16800 ევროს გადახდა.
სარჩელი დამყარებულ-- შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელეს განმარტებით, 2005 წლიდან იცნობს თა-----------ას. გაცნობის დღიდან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, შემდგომ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა, ჰქონდათ დალაგებული ნორმალური ურთიერთობა. ურთიერთობისა და სამომავლო ოჯახის შექმნის შესახებ იცოდნენ ოჯახებმა და ნათესაობამ. 2006 წლიდან ფინანსური კრიზისის გამო მოსარჩელეს მოუწია სა---------ში გამგზავრება სამუშაოდ. წასვლის შემდეგაც გაგრძელდა მიმოწერა, სატელეფონო საუბრები. იმ პერიოდში თა----------- ცხოვრობდა ბიძასთან, რადგან მას ბინა თბ--–--ში არ ჰქონდა, 2008 წლიდან გადავიდა ნაქირავებ ბინაში, ბინის ქირას 100 ევროს უგზავნიდა მოსარჩელე. 2006 წლიდან 2009 წლამდე გადმოუგზავნა სხვადასხვა ოდენობის თანხები. მოგვიანებით, 2009 წელს, მოპასუხემ მოსარჩელეს თხოვა სა---------ში წაყვანა, რადგან ეკონომიკურად ძალ--ნ უჭირდა, თან სურდა მოსარჩლესთან ყოფილიყო და ეკონომიკურად გაძლიერებულიყვნენ. მოსარჩელე დაეთანხმა აღნიშნულის და მას 3000 ევრო გადმოუგზავნა წამოსასვლელად. სა---------ში ჩასვლის შემდეგ ორ თვეში დაიწყო მუშაობა, მის ხარჯებს სა---------ში ყოფნისას ფარავდა მოსარჩელე, ვინაიდან ცხოვრობდნენ ერთად. მისი ოჯახი დედა, მამა ითხოვდა ქორწინების რეგისტრაციას, სურდათ, როგორც რძალი ისე შესულიყო ლ-- მათ ოჯახში და საქართველოში ჩასულებს გადაეხადათ ქორწილი. თა-----ს დედა ითხოვდა წესისა და ადათის მიხედვით გაეცვალათ ოქრო-ნიშნობის ბეჭედი. მოსარჩელის მიერ დედის სახელზე გადმოგზავნილ იქნა ოქროს საყიდელი თანხა, რომლითაც ნამდვილად იქნა შეძენილი საქორწინოდ გასაცვლელი ოქრო. თა-----------მ აღნიშნული ნივთები ჩაიტანა სა---------ში. მოგვიანებით, მოპასუხემ მოსარჩელეს თხოვა, რომ მამას მანქანას უყიდდა შეგროვილი თანხით, მართლაც მან უყიდა მამამის მანქანა და 200 ევრო, რომელიც აკლდებოდა მანქანის საყიდლად, მოსარჩელეს დაამატებინა. 2010 წლის 12 მარტს მოპასუხის ბიძაშვილმა დარეკა და თქვა, რომ თა-----ს გარდაეცვალა დედა, იმ პერიოდში თა----- იყო უმუშევარი, წასასვლელი გზის და დაკრძალვის ხარჯებიც ლი----------–-–---–მა გადასცა თა-----------ს. სახლში იყო 2000 ევრო და იგი გადასცა მოპასუხეს, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ ეყოფოდა მას და ახლობლის მეშვეობით, 600 ევრო ავტობუსის მძღოლის მეშვეობით გაუგზავნა თა-----------ს, რომელმაც გზავნილი მიიღო მის ბიძაშვილის მეშვეობით. დედის გასვენებაში იყვნენ ლი----------–-–---–ის ნათესავებიც, როგორც რძლის ოჯახის წევრები. თა----- 40 დღის გასვლის შემდეგ აპირებდა უკან მობრუნებას, მოსარჩლეს ეუბნებოდა, რომ შენს მეტი აღარავინ დამრჩაო, აქ ვეღარ გავჩერდებიო. ორმოცის გადასახდელი თანხაც 450 ევრო, რომელიც მან სთხოვა მოსარჩელეს, გადაუგზავნა თა-----ს ბიძას-ზუ--------------ს, რომლის მეუღლემ ჩაუტანა თა-----ს აღნიშნული თანხა. მოსარჩელე განმარტავს, რომ დედის ორმოცზე ჩასულ დედამისს თა-----------მ კიდევ ერთხელ განუცხადა იგივე, რომ მალე უნდა წასულიყო ლ--სთან, აქ ვეღარ გავჩერდებიო. გავიდა რამდენიმე პერიოდი. პერიოდულად მოსარჩელეს თა-----------ს მამა ელაპარაკებოდა და ლ--ს, როგორც რძალს, თხოვდა ოჯახისთვის მიხედვას და ავადმყოფობის მომიზეზებით რამდენჯერმე თხოვა თანხა ექიმთან წასასვლელად. მოსარჩლე მიუთითებს, რომ როდესაც მოიძია ოქროს ნივთები, სახლში აღარ აღმოჩნდა, იგი ჩუმად წაუღია მოპასუხეს საქართველოში. როდესაც მოსთხოვა მისი დაბრუნება, აღმოჩნდა, რომ დღემდე არც მისთვის და არც დედისთვის 30 გრამიანი ოქროს ჯაჭვი და 14 გრამიანი ბერძნული ოქროს ჯაჭვი, არ დაუბრუნებია. მოგვიანებით მოსარჩლემ შეიტყო, რომ თა-----------ა არა თუ მასთან დაბრუნებას, არამედ დაქორწინებულა კიდეც. აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მოსარჩლის ახლობლისაგან და ვიღაც ქალბატონმა საიტის მეშვეობით მისწერა, რომ თა----- მასთან არ დაბრუნდებოდა და ბედნიერად ცხოვრობდა მის მეუღლესთან ერთად. აღნიშნული ქალბატონი გახლდა ვინმე ხა-------------ა. იგი მესიჯებით ამცირებდა მოსარჩელეს, წერდა, თა-----ს შენ არ უნდიხარ, კარგად გამოგიყენაო, რაც დამამცირებელი და დამთრგუნველ--, წერდა, რომ ,,ახლა გვერდით მიზის, ორივე შენს მესიჯებს ვკითხულობთო და ვკვდებით სიცილითო“. აღნიშნული ფაქტის შეტყობინების შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობა შეირყა, ცხოვრება და ფსიქიკა ფაქტიურად დაენგრა. დღემდე უწევს მკურნალობა, ნერვიულობის ნიადაგზე დაუდგინდა დიაბეტი და დღემდე იღებს ანტიდიაბეტურ პრეპარატებს. ასევე დაემართა არტერიული ჰიპერტენზია და საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას. უსაფუძვლოდ წაღებული თანხებით, იმ მოტივით, რომ ერთი ოჯახი უნდა შეექმნათ, თა-----------მ მოიწყო ცხოვრება. თა-----------მ იცოდა, რომ ლი----------–-–---–ი სა---------ში იმიტომ მუშაობდა, რომ უნდა ეყიდა ბინა, რადგან ლი----------–-–---–ის ოჯახი დღემდე არის უბინაოდ, თა----------- კი არ აბრუნებს უსაფუძვლოდ მითვისებულ თანხებს, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. მოსარჩლე მოითხოვს სრულ თანხას 16800 ევროს, რაც მიცემული აქვს თა-----------ასათვის გზავნილების სახით, სხვადასხვა პიროვნებების დახმარებით. ესენია ნი------------ა, თა--------------ა, ვან-----------ა, ვახ--------------ა, დარ---------------ა. 2017 წელს მოსარჩელის დედამ - ელ---------------მ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა შსს პოლ-–------------------------------------ის სამმართველოს საჩირით, თუმცა გამოძიება არ დაიწყო დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობის გამო. მოსარჩელე განმარტავს, რომ დღემდე უშედეგოა მისი მცდელობა მორიგებით მიიღოს კუთვნილი თანხები, თუმცა უშედეგოა ყველანაირი მიდგომა მასთან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ნამდვილად იცნობდა 2005 წლიდან, იყვნენ ახლო მეგობრები, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა (უფროსია 10 წლით). რაც შეეხება თითქოსდა ოჯახის შექმნას, ეს არის მოსარჩელის მოგონილი, რითაც მას სურდა ახლობლებთან ურთიერთობის შენიღბვა. ქორწინებაზე სერიოზულად არასდროს ყოფილა საუბარი, ამას მხოლოდ მოსარჩელე ავრცელებდა მის ახლობლებთან. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მისთვის რაიმე თანხა არ გადმოუგზავნია. თა-----------ა განმარტავს, რომ მამამისმა მანქანა იყიდა თავისი სახსრებით, ხოლო თუ რამე მოსარჩლემ მას აჩუქა მისი სურვილით, მისთვის უცნობია. დედის გასვენების ხარჯები მთლ--ნად გაიღო მამამისმა და მისმა ძმამ. ამავე დროს გაუგებარია მითითება იმაზე, რომ ის თითქოსდა იყო ოჯახის რძალი და ამ მიზეზით თურმე გასვენებაში ჩამოსულან მისი ოჯახის წევრები. აღნიშნა, რომ მის საპატივცემლოდ ბევრი ადამიანი ჩამოვიდა თბ--–--იდან სამძიმრის სათქმელად. დედის ორმოცის ხარჯებიც გაიღო ოჯახმა, გასვენებაში ახლობლების მიერ შემოწირული (ჩაწერილი) თანხებით, ასევე ოჯახსაც ჰქონდა დანაზოგი და ამისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო მოსარჩელის დახმარება. რეალობას მოკლებულ-- მოსარჩელეს განმარტება, რომ მამაჩემი მას, თითქოსდა, როგორც რძალს ისე სთხოვდა მოსვლას, უფრო მეტიც, მამამისი მას არასდროს მისცემდა უფლებას 10 წლით უფროს ქალზე დაქორწინებისა. მოპასუხე განმარტავს, რომ ოქროს ნივთები ლი----------–-–---–ისაგან მას არ წამოუღია; ხოლო რაც შეეხება მის დაოჯახებას, ეს მან დაოჯახებამდე იცოდა და როგორც ახლო მეგობარმა მიულოცა კიდეც. გაუგებარ და დაუჯერებელ-- მოსარჩლის განმარტება, რომ თითქოსდა იმიტომ აგზავნიდა თანხებს, რომ შემდეგ მასზე ექორწინა, რა ცხოვრების მოწყობაზეა საუბარი, მისგან გამოგზავნილი წლების განმავლობაში მთლ--ნობაში ალბათ 500-600 ევრომდეა თანხით, რომელსაც ყოველთვის მისი სურვილით და ინიციატივით აგზავნიდა 30,40 და ა.შ. ევროს ოდენობით. მისთვის არავის დაუვალებია და არც იყო ვალდებული მისთვის რაღაც პერიოდულობით ფული ეჩუქებინა, თუმცა ამას აკეთებდა მისი სურვილით და მოსარჩლე ფიქრობდა, რომ მოსარჩელე ამას სჩადიოდა მასთან მეგობრობის მადლიერების ნიშნად, თუმცა ახლა აცხადებს, რომ სანაცვლოდ მასზე ქორწინება ჰქონია განზრახული, რაც ალოგიკური და დაუჯერებელ--, ეს არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ ვალდებულებას მის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში რეალურად ადგილი ჰქონდა ჩუქების ხელშეკრულების დადებას. მოსარჩლეს შეეძლო ჩუქების გაუქმება მოეთხოვა ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს, მას შემდეგ რაც მოსარჩელე გაიგებდა თა-----------ას ოჯახის შექმნის შესახებ და მასზე არ დაქორწინებას ჩათვლიდა უმადურობად, თუმცა ამ შემთხვევაშიც მისი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულ--. მოპასუხემ განმარტა, რომ აბსურდულ-- მოსარჩელეს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას. ასევე სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, რამეთუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული ყოველგვარი ქონებრივი მიმოქცევა არ წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად მოთხოვნის უფლებას. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ, მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალური სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ლი----------–-–---–ი 2005 წლიდან იცნობს თა-----------ას. გაცნობის დღიდან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, შემდგომ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა, ჰქონდათ დალაგებული ნორმალური ურთიერთობა. ურთიერთობისა და სამომავლო ოჯახის შექმნის შესახებ იცოდნენ ოჯახებმა და ნათესაობამ.
3.2.2. 2006 წლიდან ფინანსური კრიზისის გამო მოსარჩელე ლი----------–-–---–ს მოუწია სა---------ში გამგზავრება სამუშაოდ. წასვლის შემდეგაც მასსა და თა-----------ას შორის გაგრძელდა მიმოწერა, სატელეფონო საუბრები. იმ პერიოდში თა----------- ცხოვრობდა ბიძასთან, რადგან მას ბინა თბ--–--ში არ ჰქონდა, 2008 წლიდან გადავიდა ნაქირავებ ბინაში, ბინის ქირას 100 ევროს უგზავნიდა მოსარჩელე. 2006 წლიდან 2009 წლამდე გადმოუგზავნა სხვადასხვა ოდენობის თანხები.
3.2.3. 2009 წელს, მოპასუხე თა-----------ამ მოსარჩელეს თხოვა სა---------ში წაყვანა, რადგან ეკონომიკურად ძალ--ნ უჭირდა, თან სურდა მოსარჩლესთან ყოფილიყო და ეკონომიკურად გაძლიერებულიყვნენ. მოსარჩელე დაეთანხმა აღნიშნულის და მას 3000 ევრო გადმოუგზავნა წამოსასვლელად. სა---------ში ჩასვლის შემდეგ ორ თვეში თა-----------ამ დაიწყო მუშაობა. თა-----------ას ხარჯებს სა---------ში ყოფნისას ფარავდა მოსარჩელე, ვინაიდან ცხოვრობდნენ ერთად.
3.2.4. თა-----------ს ოჯახი: დედ-მამა ითხოვდა ლი----------–-–---–ისა და თა-----------ას შორის არსებული ურთიერთობის რეგისტრაციას ქორწინებით და როგორც რძალი ისე შესულიყო ლ-- მათ ოჯახში; საქართველოში ჩასულებს კი გადაეხადათ ქორწილი. თა-----ს დედა ითხოვდა წესისა და ადათის მიხედვით გაეცვალათ ოქრო-ნიშნობის ბეჭედი. მოსარჩელის მიერ დედის სახელზე გადმოგზავნილ იქნა ოქროს საყიდელი თანხა, რომლითაც ნამდვილად იქნა შეძენილი საქორწინოდ გასაცვლელი ოქრო. თა-----------მ აღნიშნული ნივთები ჩაიტანა სა---------ში.
3.2.5. თა-----------ამ მოსარჩელე ლი----------–-–---–ს თხოვა, რომ შეგროვილი თანხით მამამის შეუძენდა მანქანას, მართლაც, თა-----------ამ მამამის უყიდა მანქანა და 200 ევრო, რომელიც აკლდებოდა მანქანის საყიდლად, მოსარჩელეს დაამატებინა.
3.2.6. 2010 წლის 12 მარტს მოპასუხის ბიძაშვილმა მოპასუხეს შეატყობინა, რომ თა-----ს გარდაეცვალა დედა. იმ პერიოდში თა----- იყო უმუშევარი, წასასვლელი გზის და დაკრძალვის ხარჯებიც ლი----------–-–---–მა გადასცა თა-----------ს. სახლში იყო 2000 ევრო და იგი გადასცა მოპასუხეს, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ ეყოფოდა მას და ახლობლის მეშვეობით, ლი----------–-–---–მა 600 ევრო ავტობუსის მძღოლის მეშვეობით გაუგზავნა თა-----------ს, რომელმაც გზავნილი მიიღო მის ბიძაშვილის მეშვეობით.
3.2.7. თა-----------ას დედის გასვენებაში იყვნენ ლი----------–-–---–ის ნათესავებიც, როგორც რძლის ოჯახის წევრები. თა----- 40 დღის გასვლის შემდეგ აპირებდა უკან მობრუნებას, მოსარჩლეს ეუბნებოდა, რომ შენს მეტი აღარავინ დამრჩაო, აქ ვეღარ გავჩერდებიო. ორმოცის გადასახდელი თანხაც 450 ევრო, რომელიც მან სთხოვა მოსარჩელეს, გადაუგზავნა თა-----ს ბიძას-ზუ--------------ს, რომლის მეუღლემ ჩაუტანა თა-----ს აღნიშნული თანხა. მოსარჩელე განმარტავს, რომ დედის ორმოცზე ჩასულ დედამისს თა-----------მ განუცხადა, რომ მალე უნდა წასულიყო ლ--სთან, აქ ვეღარ გავჩერდებიო.
3.2.8. გავიდა რამდენიმე პერიოდი. პერიოდულად მოსარჩელეს თა-----------ს მამა ელაპარაკებოდა ლ--ს, როგორც რძალს და თხოვდა ოჯახისთვის მიხედვას; ავადმყოფობის მომიზეზებით რამდენჯერმე თხოვა თანხა ექიმთან წასასვლელად.
3.2.9. ლი----------–-–---–მა როდესაც მოიძია ოქროს ნივთები, ნივთები სახლში არ აღმოჩნდა, იგი ჩუმად წაუღია მოპასუხე თა-----------ას საქართველოში. მოსთხოვა მის დაბრუნება, თუმცა დღემდე არც მისთვის და არც მოსარჩელეს დედისთვის 30 გრამიანი ოქროს ჯაჭვი და 14 გრამიანი ბერძნული ოქროს ჯაჭვი, თა-----------ს არ დაუბრუნებია.
3.2.10. მოგვიანებით ლი----------–-–---–მა შეიტყო, რომ თა-----------ა დაქორწინებულა. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შეიტყო მოსარჩლის ახლობლისაგან და ვიღაც ქალბატონმა საიტის მეშვეობით მისწერა, რომ თა----- მასთან არ დაბრუნდებოდა და ბედნიერად ცხოვრობდა მის მეუღლესთან ერთად. აღნიშნული ქალბატონი გახლდა ვინმე ხა-------------ა. იგი მესიჯებით ამცირებდა მოსარჩელეს, წერდა, თა-----ს შენ არ უნდიხარ, კარგად გამოგიყენაო, რაც დამამცირებელი და დამთრგუნველ--, წერდა, რომ ,,ახლა გვერდით მიზის, ორივე შენს მესიჯებს ვკითხულობთო და ვკვდებით სიცილითო“. აღნიშნული ფაქტის შეტყობინების შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობა შეირყა, ცხოვრება და ფსიქიკა ფაქტიურად დაენგრა. დღემდე უწევს მკურნალობა, ნერვიულობის ნიადაგზე დაუდგინდა დიაბეტი და დღემდე იღებს ანტიდიაბეტურ პრეპარატებს. ასევე დაემართა არტერიული ჰიპერტენზია და საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას.
3.2.11. უსაფუძვლოდ წაღებული თანხებით, იმ მოტივით, რომ ერთი ოჯახი უნდა შეექმნათ, თა-----------მ მოიწყო ცხოვრება. თა-----------მ იცოდა, რომ ლი----------–-–---–ი სა---------ში იმიტომ მუშაობდა, რომ უნდა ეყიდა ბინა, რადგან ლი----------–-–---–ის ოჯახი დღემდე არის უბინაოდ, თა----------- კი არ აბრუნებს უსაფუძვლოდ მითვისებულ თანხებს, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. მოსარჩლე მოითხოვს სრულ თანხას 16800 ევროს, რაც მიცემული აქვს თა-----------ასათვის გზავნილების სახით, სხვადასხვა პიროვნებების დახმარებით. ესენია ნი------------ა, თა--------------ა, ვან-----------ა, ვახ--------------ა, დარ---------------ა.
3.2.12. 2017 წელს მოსარჩელის დედამ - ელ---------------მ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა შსს პოლ-–------------------------------------ის სამმართველოს საჩირით, თუმცა გამოძიება არ დაიწყო დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობის გამო. მოსარჩელე განმარტავს, რომ დღემდე უშედეგოა მისი მცდელობა მორიგებით მიიღოს კუთვნილი თანხები, თუმცა უშედეგოა ყველანაირი მიდგომა მასთან.
3.2.13. ლი----------–-–---–ის მითითება, რომ თა-----------ას მასთან სურდა ოჯახის შექმნა, ეს არის მოსარჩელის მოგონილი, რითაც მას სურდა ახლობლებთან ურთიერთობის შენიღბვა. ქორწინებაზე სერიოზულად არასდროს ყოფილა საუბარი, ამას მხოლოდ მოსარჩელე ავრცელებდა მის ახლობლებთან.
3.2.14. ლი----------–-–---–ის თა-----------ასთვის რაიმე თანხა არ გადმოუგზავნია. თა-----------ა განმარტავს, რომ მამამისმა მანქანა იყიდა თავისი სახსრებით, ხოლო თუ რამე მოსარჩლემ მას აჩუქა მისი სურვილით, მისთვის უცნობია. დედის გასვენების ხარჯები მთლ--ნად გაიღო მამამისმა და მისმა ძმამ. დედის ორმოცის ხარჯებიც გაიღო ოჯახმა, გასვენებაში ახლობლების მიერ შემოწირული (ჩაწერილი) თანხებით, ასევე ოჯახსაც ჰქონდა დანაზოგი და ამისთვის ნამდვილად არ იყო საჭირო მოსარჩელის დახმარება.
3.2.15. თა-----------ას ოქროს ნივთები ლი----------–-–---–ისაგან არ წამოუღია; თა-----------ას დაოჯახების შესახებ ლი----------–-–---–მა მის დაოჯახებამდე იცოდა და როგორც ახლო მეგობარმა მიულოცა კიდეც. წლების განმავლობაში თა-----------ასათვის ლი----------–-–---–ს მთლ--ნობაში ჯამში დაახლოებით 500-600 ევრომდე აქვს გადმოგზავნილი. თანხას ლი----------–-–---–ი ყოველთვის მისი სურვილით და ინიციატივით აგზავნიდა 30, 40 და ა.შ. ევროს ოდენობით.
3.2.16. მოწმე სო--------–------მ განმარტა, რომ ლ-- არის მისი მული. ლ--ს ოჯახში ცხოვრობს დაახლოებით ათი წელ--. დღიდან ოჯახში შესვლისა, მისთვის ცნობილი იყო, რომ თა----------- იყო ლ--ს ფაქტიურად ქმარი, საქმრო. 2006 წლიდან 2009 წლამდე ლ-- უგზავნიდა ფულს სა---------იდან თა-----------ს საქართველოში. თანხამ შეადგინა დაახლოებით 10000 ევრო. ამ თანხას თა----- ალბათ იყენებდა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. გადმოცემით მისთვის ცნობილ--, რომ თა----- ლ--ს ეუბნებოდა, რომ მე უნდა მოგიყვანო მაინც ცოლად და წამიყვანე სა---------შიო. თა-----ს ლ--ს ვალი ჰქონდა 10000 ევრო. იმ იმედით, რომ თა----- ლ--ს ვალს სა---------ში დაუბრუნებდა უფრო მარტივად, ლ--მ გადაწყვიტა თა----- წაეყვანა სა---------ში. ამიტომ ჯერ გამოუგზავნა 3000 ევრო და შემდგომ გამოუგზავნა 800 ევრო. ჯამში 3800 ევრო და თა----------- წავიდა სა---------ში. თა-----მ იმუშავა სა---------ში, ჰქონდა რაღაც დანაზოგი, ლ-- ეუბნებოდა, ფული დამიბრუნე. მოწმემ განმარტა, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც მაშინ და არც ახლა სახარბიელო არ არის; დედამთილიც ძალ--ნ გაბრაზდა, შვილო რატომ უგზავნი ფულსო, ლ--მ უთხრა რომ მე ვუგზავნი ფულს იმიტომ რომ თა----- დამიბრუნებს ფულსო. გამოვიდა, რომ თა----- მუშაობდა, აგროვებს დანაზოგს და გამოვიდა, რომ ფული შეაგროვა თა-----------მ იმისთვის, რომ მამამისს გამოუგზავნა თანხა მანქანის შესაძენად ამას დამატებული საკვირველი ის არის, რომ ლ--ს გამოართვა დამატებით 200 ევრო მანქანის საყიდლად. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მისი პირადი ცხოვრება მოეწყო და ასე დაენებებინებინა მოგვიანებით თავი. მოწმემ განმარტა, რომ თა-----ს დედა ამანათებს აგზავნიდა სე----დან, ამბობდა, რომ ლ-- ისეთი გოგოა, ხელიდან გასაშვები არ არისო. თა-----ს დედა რომ დაეღუპა იგი იმყოფებოდა სა---------ში, თა-----მ ლ--ს უთხრა, რომ მომეცი მე შენ თანხა და უკან დაგიბრუნებო. საბოლოოდ, თა-----მ ლ--ს გამოართვა დაახლოებით 17000 ევრო. ლ--მ ჩაიყვანა თა----- სა---------ში იმიტომ რომ ეს ფული დაებრუნებინა. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილ--, რომ თა-----მ ლ--სგან სა---------იდან წამოიყო 30 გრამიანი ოქროს ჯაჭვი. ლ--ს დედამ არაერთხელ მოთხოვა ოქროს დაბრუნება, მაგრამ თა----- კატეგორიულ უარზე იყო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლ-- დაავადდა ამ ბიჭის გამო. ემიგრანტს ჯამში 17000 ევრო დაცინცლა. სო--------–------ს განმარტებით, თა-----ს დედის დაკრძალვაზე სენაკში იმყოფებოდა ლ--ს დედა და დეიდა, მათ პატივისცემის ნიშნად სადღეგრძელოც კი დალიეს. სანამ თა-----ს დედა დაიღუპებოდა, თა----- და ლ-- აპირებდა ჩამოსვლას, ოფიციალურად დაქორწინებას და ისევ სა---------ში წასვლას. თუმცა მერე მოხდა ისე, რომ დაიღუპა თა-----ს დედა, თა-----მ ლ--ს გამოართვა ფული 2000 ევრო და წამოვიდა საქართველოში. ფულის მიცემის შესახებ იცის პირადად მულისგან - ლ--სგან. ჩამოსვლის შემდეგ დაახლოებით ერთ წელში თა-----მ მოიყვანა ცოლი. საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგალითად სარეცხი მანქანა და სხვა, ყველაფერი ლ--ს ნაყიდი იყო. ამის შემდეგ ძალ--ნ ცუდად იყო ლ--ს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოწმემ განმარტა, რომ იგი პირადად თა-----------ს არ იცნობს, მას ეკონტაქტებოდა მისი დედამთილი, ლ--ს დედა, რომელსაც თა----- პირდებოდა, რომ კაპიკ-კაპიკ დაუბრუნებდა იგი ლ--სგან წამოღებულ ფულს. მოწმემ განმარტა, რომ რადგანაც ლ-- იყო არალეგალი, იგი თავის ბიძაშვილს - ქე------------–---–სა და სხვებს თხოვდა თანხის გადმოგზავნას, თუ არა და პირადად, ავტობუსის მძღოლის მეშვეობით აგზავნიდა თანხას. მოწმემ განმარტა, რომ სკაიპის მეშვეობით ეკონტაქტებოდა ლ--ს, რა დროსაც ლ--მ დაურეკა თა-----------ს და თხოვდა ფულს, თა----- პირდებოდა, რომ დაგიბრუნებ ამ თანხას, შენ აღარ ინერვიულოო. თა-----------ს გარდა ლ-- თავად თა-----ს თხოვნით, თა-----ს მამას უგზავნიდა ფულს. თა----- მუდამ ამბობდა, რომ დაგიბრუნებთ ფულს აუცილებლადო.
3.2.17. მოწმე ელ---------------ს განმარტებით, ლი----------–-–---–ი არის მისი შვილი, თა-----------ს იგი მიიჩნევდა მის სიძედ. ლ--მ თა----- გაიცნო სამსახურში, მეორე სამშობიაროში. 2006 წლიდან 2009 წლამდე ლ-- თა-----ს ეხმარებოდა ხან ბინის ქირის, ხან სხვადასხვა საჭიროების თანხების გამოგზავნით, იმ მიზნით, რომ უნდა დაქორწინებულიყვნენ. ლ--მ რომ ნახა, მისი გამოგზავნილი ფულის ოდენობა, უთხრა რომ თა----- მთხოვს წამიყვანე და ჯობს წავიყვანოო. ამ მიზნით, მას გამოუგზავნა წასაყვანი ფული 3800 ევრო. მას შემდეგ რაც თა----- წავიდა სა---------ში, მოწმეს უკავშირდებოდნენ თა-----ს მშობლებიც. თა-----ს დედა წუხდა, რომ იქნებ თქვენ მაინც დაგიჯეროთ, ცოტა ხნით ჩამოვიდნენ, დაქორწინდნენ და მერე ისევ წავიდნენო. ელ---------------ს განმარტებით, მან თა-----------ს უყიდა ოქროს ჯაჭვი, ასევე, ტანსაცმელი... როცა ნახა ლ--მ რომ თა----- არც ბეჭედზე ფიქრობდა, დედას ჰკითხა, რომ გამაგებინე რა ხდებაო, თა----- მაძალებდაო ფულის გაგზავნას მასზე, მამამისზეო. ამის შემდეგ მას დაურეკა თა-----ს დედამ, რომელმაც ელ---------------ს უთხრა, რომ ვაპირებთ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს შევხვდეთო. რამდენიმე დღეში მოულოდნელად თა-----ს დედა დაღუპა. ამის შემდეგ თა-----ს არც დასაკრძალი ფული ჰქონდა, ლ--ს გამოართვა 2000 ევრო და სა---------იდან წამოვიდა. დამატებით გადმოაგზავნინა თანხა 600 ევრო. მოწმემ განმარტა, რომ პირადად წავიდა დაკრძალვაზე, ორმოცზე; ოჯახში შესვლისას ამბობდნენ, რომ ჩვენი ლ--ს მშობლები მოვიდნენ, მეზობელი და ყველა იცნობდა ლ--ს, ვინც იქ იყო ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ლ--ს გაკეთბულ--ო. ჩაიარა ქელეხმა, ორმოცმა. წამოსვლისას თა-----მ უთხრა, რომ ორმოცის მერე აქ ვერ გაჩერდებოდა, ლ--საც ვერ დატოვებდა. ამის მერე თა-----მ ისევ მოითხოვა 450 ევრო, რომელიც ლ--მ გამოუგზავნა თა-----ს მამიდაშვილს. გამოგზავნილი თანხა ავიდა 17000 ევრომდე. მას შემდეგ, რაც მორჩა ეს ყველაფერი, ლ--მ მთხოვა, ჩადიო, რა ხდება გამარკვიეო. ელ--------------- წავიდა დასთან, ადვოკატთან და ორ ნაცნობთან ერთად. რომ ჩავიდა თა----- მარტო იყო სახლში, სახლი გარემონტებული, ახალი გაკეთებული, ყველაფერი ეკონომიურად გააკეთა ლ--მ. ქელეხის შემდეგ როგორც საკუთარ სიძეს ისე უყურებდა თა-----ს. ჩასვლისას თა-----ს კითხა თუ რატომ არ მიდიოდა სა---------ში, თა-----მ განმარტა, რომ ვერ ახერხებდა. ელ----მ მოსთხოვა მისი მიცემული ოქროს ჯაჭვის დაბრუნება, ასევე, ლა--გან დამოუკიდებლად წამოღებული ცეპის წამოღება, რაზედაც თა-----------მ უპასუხა, რომ არ ჰქონდა, რადგანაც ლომბარდში ჰქონდა ჩადებული და რომ დაიხსნიდა და მოგცემო. ამის შემდეგ მოვიდა თა-----ს მამა, რომელიც გადმოვიდა შეტევაზე. თა----------- მას შემდეგ, რაც დაქორწინდა თურმე ისევ სთხოვდა თანხას ლ--ს. ბოლოს უთხრა, რომ ორი დღეა რაც ცოლი მოვიყვანეო. ელ---------------ს განმარტებით, ლ--ს თხოვნით თავად მასაც გადაუგზავნია თანხა თა-----ს ოჯახისთვის სს ,,სა---------–--------ის“ მეშვეობით.
3.2.18. სარჩლზე თანდართული ქე-------------–---–ის ახსნა-განმარტებით, მისთვის დეტალურად ცნობილ-- ლ--სა და თა-----ს ურთიერთობის შესახებ; ის ფაქტი, თუ როგორ იყენებდა ლ--ს ეკონომიკურ მდგომარეობას თა----- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
3.2.19. სარჩლზე თანდართული სვ----–----------------ს ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სვ----–--ა თა-----ს იცნობს, როგორც სასიძოს. თა----------- ყოველ დღე კონტაქტობდა და სთხოვდა ლ--ს სა---------ში წაყვანას, რაზედაც ლ-- უარზე იყო, რამეთუ სა---------ში არ არის კაცის სამუშაო ადგილიო. თა-----მ გამოიყენა ლ--ს კეთილი გული, მისი ადამიანობა, რათა მიეღო ეკონომიკური დახმარებები მისგან, ფულადი თანხები, მოძრავი ნივთები, დედის დაკრძალვის ხარჯები, ავტომანქანის შესაძენი თანხა. ამაში ჩართული იყვნენ თა-----------ს სანათესაოც, შედეგად ლ--ს ხარჯზე გამდიდრდა თა----------- უსაფუძვლოდ.
3.2.20. 2018 წლის 20 თებერვალს ზოგადი პროფილის ექიმის - ელ----------------ს მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ლი----------–-–---–ი ავადაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით, ანტიდიაბეტური მკურნალობა დაიწო 2011 წლის სექტემბერს. აგრეთვე, პაციენტი ავადაა არტერიული ჰიპერტენზიით და მკურნალობს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით.
3.2.21. სარჩელზე თანდართულ-- ბერძნულ, ინგლისურ ენაზე ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან დასტურდება გზავნილები სხვადასხვა პირის სახელებზე.
3.2.22. 2017 წლის 22 აგვისტოს ელ---------------მ საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით.
3.2.23. ელ---- გი-------ის მიმართ შსს თბ--–---------–-–-------------------ის დი--------------------ს სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გალ---------------ს მიერ შედგენილი წერილით ირკვევა, რომ ელ---- გი-------ის განცხადების საფუძველზე არ დაიწყება გამოძიება, საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობის გამო.
3.2.24. სარჩელზე თანდართულ-- სხვადასხვა ელექტრონული საიტებიდან პირთა შორის მიმოწერის ამსახველი მასალები ნაბეჭდი სახით.
3.2.25. 2018 წლის 14 ნოემბერს შსს თბ--–---------–-–-------------------ის დი--------------------ს სამმართველოდან სე----ს რაიონულ სასამართლოში საოქმო განჩინების საფუძველზე წარმოდგენილ იქნა თა-----------ს გასაუბრების ოქმი. გასაუბრების ოქმის მიხედვით, 2005 წელს ქალაქ თბ--–--ში, თა-----------მ გაიცნო ლი----------–-–---–ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2006 წელს ლ-- გაემგზავრა სა---------ში სამუშაოდ. ურთიერთობას ინარჩუნებდა ტელეფონის საშუალებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლი----------–-–---–ი მას ეხმარებოდა ფინანსურად საკუთარი ინიციატივით, უგზავნიდა გარკვეულ თანხებს. კონკრეტულად რა ოდენობის თანხა აქვს ლ--ს გადმოგზავნილი, თა-----------ს არ ახსოვს, რადგან დიდი დროა გასული. 2009 წელს ლი----------–-–---–ის ინიციატივით გაემგზავრა სა---------ში, სადაც უნდა დაეყო მუშაობა. 2010 წლამდე იყო უმუშევარი და ცხოვრობდა ლ--სთან ბინაში. 2010 წლის მარტის თვის ბოლოს გარდაიცვალა თა-----------ს დედა - დარ-------------ია და სასწრაფოდ ჩამოვიდა საქართველოში. გასვენებაში ასევე ჩამოსული იყვნენ ლი----------–-–---–ის დედა - ელ--------------- ნათესავებთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ, ლი----------–-–---–თან ჰქონდა სატელეფონო კავშირი, რა დროსაც ლ--მ მას მოსთხოვა სა---------ში დაბრუნება; ვინაიდან ვა------------ა, თა-----------ს მამა დარჩა მარტო, მოპასუხემ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, რის გამოც გაბრაზდა ლი----------–-–---–ი და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თა-----------მ არსებული უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, რამაც გამოიწვია ლ--ს უკმაყოფილება და იგი თა-----------ს ემუქრებოდა რომ უჩივლებდა პოლიციაში. სატელეფონო საუბრისას, ლი----------–-–---–ი თა-----------ს თხოვდა მის მიერ გამოგზავნილი თანხების დაბრუნებას. გამოკითხვის ოქმის თანახმად, თა----------- განმარტავს, რომ ვინაიდან ლი----------–-–---–მა გარკვეული თანხები გამოაგზავნა თავისი ნებით და აღნიშნულის სანაცვლოდ მისთვის არანაირი დაპირება არ მიუცია, იგი არ აპირებს მოთხოვნის შესრულებას. 2012 წელს თა-----------მ შექმნა ოჯახი და ამჟამად ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ლი----------–-–---–ი ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა მის მეუღლეს-თა--------------ს, გალანძღა თა----------- და მეუღლეს მოუყვა მათი ურთიერთობის შესახებ, რის გამოც ოჯახში ჰქონდა გარკვეული პრობლემები. რაც შეეხება ოქროს ყელსაბამს, ოქროს ყელსაბამი 2009 წელს სა---------ში ჩასვლისთანავე მას აჩუქა ლი----------–-–---–მა თვითონ და მისივე თანხმობით 2010 წელს ყელსაბამი წამოიღო საქართველოში. ახსნა-განმარტებაში მოპასუხე უთითებს, რომ მას ლი----------–-–---–ისთვის არასდროს მიუცია პირობა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩლი;
- შესაგებელი;
- ქე------------–---–ის, ელ---------------ს, სო----------–-----ეს, სვ----–----------------ს ახსნა-განმარტებები;
- სამედიცინო ცნობა N1----;
- სამედიცინო ცნობა N1----;
- საჩივარი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით;
- ოქმი ზეპირი გასაუბრების შესახებ;
- შსს დიდ-----------------ის სამმართველოს MIA 81--------- წერილი;
- სოციალური ქსელის მეშვეობით პირადი მიმოწერის ამსახველი მტკიცებულებები;
- თა----------- ოქმი ზეპირი გასაუბრების შესახებ;
- მოწმეების სო----------–-----ესა და ელ---------------ს ჩვენებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 131-ე, 132-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულ-- თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულ-- სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
ამასთან, საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლ--ნია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულ-- რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ-- სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლ--ნობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა ლი----------–-–---–ის მიერ თა-----------ასათვის გადარიცხული მითითებული თანხით, მის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულ-- დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულ-- რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულ-- სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება. სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, აუცილებელ-- ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.
როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელე ლი----------–-–---–ი, რომელიც 2006 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს სა---------ში, 2005 წელს, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დორის, გაიცნო მოპასუხე თა-----------ა, რომელთანაც ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. 2006 წელს მოსარჩლე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო გაემგზავრა სა---------ში. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლი----------–-–---–ს მოპასუხე თა-----------ასათვის, სხვადასხვა დროს გამოგზავნილი აქვს თანხები, სადაოდ აქვს გამხდარი აღნიშნული თანხის მოცულობა და მიზნობრიობა.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ თა-----------ა გაემგზავრა და გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა სა---------ში ლი----------–-–---–თან ერთად. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ თა-----------ა დედის გარდაცვალების შემდეგ - 2010 წლიდან სა---------ში მოსარჩელესთან არ გამგზავრებულა და მასთან, გარკვეული პერიოდი ინარჩუნებდა სატელეფონო კავშირს, მინიმუმ 2012 წლამდე, მანამ სანამ თა-----------ა შექმნიდა ოჯახს.
2018 წლის 10 მაისს ლი----------–-–---–მა სასარჩელო წარმოების წესით თა-----------ას მოსთხოვა მის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი თანხების უკან დაბრუნება და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობაზე, რომლის შესრულების (თანხის დაბრუნება) ვალდებულება მოპასუხეს ჰქონდა;
შესაგებლით თა-----------ამ დაადასტურა ლი----------–-–---–ის მიერ საკუთარი სურვილს შესაბამისად თანხის გადმორიცხვის ფაქტი, თუმცა მიზნობრიობასთან დაკავშირებით განმარტა, მხარეთა შორის არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობა საფუძველი იყო მოსარჩელისვე ინიციატივით თანხის გადმოცემისა, თუმცა აქვე განმარტა, რომ მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობაზე საუბარიც არ ყოფილა. სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა კი გასულ--, რის გამოც სარჩლი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სასამართლო მიუთითებს, რომ როგროც სარჩელში, ასევე, მოწმეთა ჩენებებში არაერთხელ იქნა გაჟღერებული მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძვლად ლი----------–-–---–ის მიერ თა-----------ასათვის სესხის სახით თანხის გაცემის შესახებ. ამ მხრივ სასამართლო აფასებს რა სარჩელს, მასში მითითებულ გარემოებებს, ასევე მოწმეთა ჩვენებს, ყურადღება ამახვილებს სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე, რომელიც მოცემულ-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი).
ამდენად, სასესხო ვალდებულებების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად და სამართალწარმოების ეს თავისებურება განპირობებულ-- მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის აღწერილობით (ნორმატიული შემადგენლობით): „სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“. განსახილველი ნორმის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულ-- მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.
სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე ლი----------–-–---–ი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე თა-----------ასთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულ-- მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).
ამდენად, როგორც აღინიშნა მოპასუხე თა-----------ასთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი ლი----------–-–---–ს ეკისრებოდა, მით უფრო, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ შესაგებელშიც და შსს საგამოძიებო ორგანოშიც ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას დაადასტურა თანხის (სარჩელში მითითებული ოდენობისგან განხვავებით) მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალ--, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის საბერძენთიდან გადმოგზავნის გზით თა-----------ასათვის, ასევე სხვადასხვა პირისთვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება და ასევე თანხის ოდენობა (სამართალურთიერთობის კვალიფიაციისათვის) მხოლოდ თა-----------ას სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და თა-----------ას მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა.
სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
6.2. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 991-ე მუხლებზე მითითებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ზოგადად, ,,რადგან ეს გამომდინარეობს ბუნებრივი სამართლ--ნობიდან, რომ არავის აქვს უფლება გამდიდრდეს სხვისი ზიანის ხარჯზე“, ამ ფართო ფორმულირების ფარგლებში, ეს სხვა არაფერია, თუ არა სამართლ--ნობის ზოგადი წესი. ზოგადი წესის დაკონკრეტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა შემოგვთავაზა ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, რომლებმაც ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კანონისმიერი ვალდებულებით ურთიერთობებში, კერძოდ, მესამე თავში, 976-991-ე მუხლებში. პრინციპი, რომელიც საყოველთაოდ არის მიღებული, არის ის, რომ არავის აქვს სხვის ხარჯზე გამდიდრების უფლება. (991-ე მუხლი); უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან წარმოშობილი უფლების მარტივი შემადგენელი ნაწილებია მოპასუხის გამდიდრება, ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონების შემცირება, ქონების ერთო პირიდან მეორეზე გადასვლა. ამასთან, გადამწყვეტია მესამე ელემენტი, თუ რა წინაპირობის გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ ერთი პირიდან ქონების მეორეზე გადაცემა გამართლებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლ-- მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულ-- მოთხოვნის წარდგენა.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელ-- მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლ--ნად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობა. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.
უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელ--, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკისრება მოსარჩელეს, შესაბამისად, მას წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვა მოხდა უსაფუძვლოდ, შეცდომის საფუძველზე, რაც მან ვერ უზრუნველყო.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულ-- ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლწინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ--, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლ--ნობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი მითითება თანხის ჩარიცხვის თაობაზე არ წარმოადგენს ჯეროვან, სათანადო მტკიცებულებას მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ამასთან, მოწმის ელ---- გი-------ის განმარტება, რომ თა-----------ს გამდიდრება გამოვლინდა სახლის საპირფარეშოს რემონტში, ოთახის შეღებვაში/ან და თუნდაც თა-----------ს მამის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენაში, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, სახეზე არ არის იმდაგვარი გარემოება, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს თა-----------ს უკანონო გამდიდრება, გამოწვეული ლი----------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულ-- ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლი----------–-–---–ის სარჩელი თა-----------ას მიმართ უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზნით წაღებული თანხის 16800 ევროს გადახდის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე