გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/451-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შპს ,,ბი-------’’;
წარმომადგენელი - ნანუ-–------------ე; გუ-----–-–----ანი (დირექტორი);
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - გიო-------–---–---–--ლი;
მესამე პირი - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია (ასკ 16.2 მუხლი);
წარმომადგენელი - ნი----–----------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსარჩელესა და თვითმმართველი ქალაქის სამტრედიის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება #-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების - კერძოდ მრავალსართულიანი ბინის გადახურვის სამუშაოების შესყიდვას მოსარჩელისგან. ხელშეკრულების 7.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 159 888 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით. ხოლო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოების განხორციელება უნდა მომხდარიყო მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ 120 დღეში. აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა 2017 წლის 10 აპრილს. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე მხარემ განახორციელა სამშენებლო მასალების ფასების გამოკითხვა და შემოთავაზებული ფასებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ტენდერში მონაწილეობა, ტენდერში ხელშეკრულების გაფორმებას დასჭირდა 4 თვე. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოხდა ბაზარზე არსებული ფასების ხელახლა გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ მასალის ფასები საგრძნობლად მომატებული იყო, ამიტომ მოსარჩელე მხარემ გადაწყვიტა ტენდერისათვის საჭირო მასალების შესყიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც საჭიროებდა გარკვეულ დროს. აგრეთვე, ხელშეკრულების გაფორმებისას აგვისტოს თვის მეორე ნახევარში, ძლიერი სიცხეების გამო შეუძლებელი იყო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ სახურავის გადახურვა, ვინაიდან ამით საფრთხე ექმნებოდა კომპანიაში დასაქმებულ მუშა პერსონალს. მომჩივანი მხარე არ ამბობდა უარს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განხორციელებაზე, ვინაიდან ხელშეკრულებაში აღნიშნული ოთხთვიანი ვადა - საკმაოდ დიდი დრო იყო ამ სამუშაოების განხორციელებისათვის. თუმცა შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება შეწყვიტა ერთი თვის შემდეგ, რისი უფლებაც ხელშეკრულების თანახმად არ ჰქონდა. გარდა ამისა, არაკანონიერად დააკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოებისათვის ღირებულების 5 %-ის ოდენობით. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის გარემოება, რომ მიმწოდებელს 3 თვის ვადა ჰქონდა დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად, აღნიშნული სამუშაოები კომპანიას მასალის მიღებიდან და სამუშაო პირობების შექმნიდან 20 დღის ვადაშიც კი შეეძლო განეხორციელებინა სრულად. მაგრამ ზემოაღნიშნული გარემოების გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვინაიდან გაურკვეველი მიზეზით შემსყიდველმა ხელშეკრულება დროზე ადრე შეწყვიტა, რის გამოც მხარემ ვერ შევძლო სამუშაოების შესრულება და დარეგისტრირდა შავ სიაში, რასაც თვლის, რომ არის უსაფუძვლო და ითხოვს კომპანიის შავი სიიდან ამოღებას.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილი შესაგებლით და არ დაეთანხმა სასარჩელს და ითხოვა სარცელის დაკმაყოფილებზე უარი თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ბი-------’’ (ს.ნ 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 18.08.2017 წ. (ს.ფ. 43-44);
3.1.2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების გადახურვის სამუშაოების შესყიდვაზე თანადაფინანსების ფარგლებში გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 აპრილის სხდ-------- ოქმით დამტკიცდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების გადახურვის სამუშაოების შესყიდვაზე თანადაფინანსების ფარგლებში გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია დანართის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 აპრილის სხდ-------- ოქმი (ს.ფ. 198-199);
3.1.3. 2017 წლის 11 აგვისტოს თვითმმართველის ერთეულის - სამტრედიის მუნიციპალიტეტსა (შემსყიდველი) და შპს ,,ბი--------ს’’ (მიმწოდებელი) შორის, გაფორმდა N-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველის მიერ ჩატარებულ ტენდერში - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მრავალსართულიანი ბინების სახურავის გადახურვის სამუშაოების შესყიდვაზე - გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ბი-------’’, თანხით 159 888 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ სამუშაოების შესრულების პარალელურად განახორციელოს კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე. 4.5. მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი. 5.3. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ჩაატაროს ხარისხიანად. 12.1. მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით. ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.02%. 12.2. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ11.08.2017 წლის N-- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-24);
3.1.4. 2017 წლის 01 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ N------- წერილით მიმართა შპს ,,ბი--------ს’’ დირექტორს და განუმარტა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს N-- ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან და დაასრულოს 120 დღეში. შპს ,,ბი--------ს’’ არ დაუწყია სამუშაოების არც მოსამზადებელი ეტაპი და მით უფრო არც ძირითადი სამუშაოები. ადრესატს ეთხოვა წერილობითი მომართვიდან 7 დღის ვადაში დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულდეს ისევ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 120 დღეში. აღნიშნული წერილით ადრესატი გაფრთხილებულ იქნა, რომ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ დაიწყებდა წერილობითი მიმართვიდან 7 დღის ვადაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეწყდება 2017 წლის 11 აგვისტოს დადებული N-- ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.09.2017 წ. N------- წერილი (ს.ფ. 31);
3.1.5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 12 სექტემბრის N3----- ბრძანებით, შეწყდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ბი--------ს’’ (ს.კ. 2--------) შორის 11.08.2017 წელს დადებული N-- ხელშეკრულება. შპს ,,ბი--------ს’’ დაევალა პირგასამტეხლოს თანხა - 1023,29 ლარი 1 თვის ვადაში ჩარიცხოს სახაზინო კოდზე - 30-------- ასევე შპს ,,ბი--------ს’’ დაევალა ჯარიმა - 5000 ლარი 1 თვის ვადაში ჩარიცხოს სახაზინო კოდზე - 30--------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 12.09.2017 წ. N3----- ბრძანება (ს.ფ. 32-33);
3.1.6. 2017 წლის 20 ნოემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ N------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და განმარტა, რომ 2017 წლის 10 აპრილს გამოცხადდა ტენდერი S-----------, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 პრეტენდენტმა. შერჩევა-შეფასების ეტაპზე ერთ-ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ბ-------9"-ამ გაასაჩივრა დისკვალიფიკაციის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა შპს „ბ-------9"-ის საჩივარი და 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა N-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით (5.1 მუხლი), შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოები უნდა დაეწყო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან და დაესრულებინა 120 დღეში. ხელშეკრულება შესულია ძალაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელმოწერის დღიდან (მუხლი 20.1). შპს ,,ბ-------9"-ს არ დაუწყია სამუშაოების არც მოსამზადებელი ეტაპი და მით უფრო არც ძირითადი სამუშაოები. შპს „ბ-------9"-ს გაეგზავნა 2017 წლის 1 სექტემბრის N------- მიმართვა, რომლის მიხედვითაც, შპს „ბ-------9"-ს წერილობითი მიმართვიდან 07 დღის ვადაში უნდა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შპს ,,ბ-------9"-ს 2017 წლის 1 სექტემბრის N------- მიმართვით განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ბ-------9" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ დაიწყებდა წერილობითი მომართვიდან 07 დღის ვადაში, შპს „ბი-------"-ის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეწყდებოდა 2017 წლის 11 აგვისტოს დადებული N-- ხელშეკრულება. შ.პ.ს „ბ-------9"-ს 2017 წლის 1 სექტემბრის N------- მიმართვა ჩაბარდა 2017 წლის 04 სექტემბერს. 2017 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობითაც შპს „ბ-------9"-ს არ დაუწყია სამუშაოების არც მოსამზადებელი ეტაპი და მით უფრო არც ძირითადი სამუშაოები, ანუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ბ-------9"-ს მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეწყდა 2017 წლის 11 აგვისტოს დადებული N-- ხელშეკრულება და მომწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხა და ჯარიმა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები"-ს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ვინაიდან, შპს „ბ-------9"-მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის (შემსყიდველი ორგანიზაციის) მხრიდან შპს „ბ-------9"-ის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ბ-------9" ექვემდებარება შავ სიაში დარეგისტრირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობამ მოითხოვა შპს ,,ბი--------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 ნოემბრის N------- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 39-41);
3.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 24 ნოემბრის N---- წერილით შპს ,,ბი--------ს’’ ეთხოვა წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 09 ნოემბრის N------- და 20 ნოემბრის N------- წერილობითი შეტყობინებებში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 24.11. 2017 წ.ლისს N---- წერილი (ს.ფ. 25);
3.1.8. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 24 ნოემბრის N---- წერილზე საპასუხოდ შპს ,,ბი--------ს’’ წარმომადგენელმა საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში და მოითხოვა შპს ,,ბი--------ს’’ ამოღება შავი სიიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,ბი--------ს’’ საჩივარი (ს.ფ. 28);
3.1.9. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულებით, შპს ,,ბი-------’’ (ს.ნ 2--------) 2017 წლის 28 დეკემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება (ს.ფ. 49-51);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ბი--------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ბი--------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს თვითმმართველის ერთეულის - სამტრედიის მუნიციპალიტეტსა (შემსყიდველი) და შპს ,,ბი--------ს’’ (მიმწოდებელი) შორის, გაფორმდა N-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველის მიერ ჩატარებულ ტენდერში - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მრავალსართულიანი ბინების სახურავის გადახურვის სამუშაოების შესყიდვაზე - გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ბი-------’’, თანხით 159 888 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ სამუშაოების შესრულების პარალელურად განახორციელოს კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე. 4.5. მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფი. 5.3. მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ჩაატაროს ხარისხიანად. 12.1. მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით. ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.02%. 12.2. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ N------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და განმარტა, რომ 2017 წლის 10 აპრილს გამოცხადდა ტენდერი S-----------, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 პრეტენდენტმა. შერჩევა-შეფასების ეტაპზე ერთ-ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ბ-------9"-ამ გაასაჩივრა დისკვალიფიკაციის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა შპს „ბ-------9"-ის საჩივარი და 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა N-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით (5.1 მუხლი), შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოები უნდა დაეწყო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან და დაესრულებინა 120 დღეში. ხელშეკრულება შესულია ძალაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ხელმოწერის დღიდან (მუხლი 20.1). შპს ,,ბ-------9"-ს არ დაუწყია სამუშაოების არც მოსამზადებელი ეტაპი და მით უფრო არც ძირითადი სამუშაოები. შპს „ბ-------9"-ს გაეგზავნა 2017 წლის 1 სექტემბრის N------- მიმართვა, რომლის მიხედვითაც, შპს „ბ-------9"-ს წერილობითი მიმართვიდან 07 დღის ვადაში უნდა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შპს ,,ბ-------9"-ს 2017 წლის 1 სექტემბრის N------- მიმართვით განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს „ბ-------9" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ დაიწყებდა წერილობითი მომართვიდან 07 დღის ვადაში, შპს „ბი-------"-ის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეწყდებოდა 2017 წლის 11 აგვისტოს დადებული N-- ხელშეკრულება. შ.პ.ს „ბ-------9"-ს 2017 წლის 1 სექტემბრის N------- მიმართვა ჩაბარდა 2017 წლის 04 სექტემბერს. 2017 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობითაც შპს „ბ-------9"-ს არ დაუწყია სამუშაოების არც მოსამზადებელი ეტაპი და მით უფრო არც ძირითადი სამუშაოები, ანუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ბ-------9"-ს მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეწყდა 2017 წლის 11 აგვისტოს დადებული N-- ხელშეკრულება და მომწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხა და ჯარიმა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობები"-ს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ვინაიდან, შპს „ბ-------9"-მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის (შემსყიდველი ორგანიზაციის) მხრიდან შპს „ბ-------9"-ის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ბ-------9" ექვემდებარება შავ სიაში დარეგისტრირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობამ მოითხოვა შპს ,,ბი--------ს’’ შავ სიაში დარეგისტრირება.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2017 წლის 24 ნოემბერს N---- წერილით მიმართა შპს ,,ბი--------ს’’ და ითხოვა ადრესატს წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ 2017 წლის 20 ნოემბრის N------- წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს. ამავე წერილით შპს ,,ბი--------ს’’ ასევე ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ბი--------ს“ მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს.
დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ბი--------ს“ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ბი--------ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ბი--------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ბი--------ს“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა . . . ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ამასთან, შპს ,,ბი--------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან 100 (ასი) უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით შპს ,,ბი-------“-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის N3--- განკარგულების მოქმედება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის გაჩინებით (საქმე N3ბ/400-18) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განჩინება.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა)მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ბი--------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე დაუბრუნდეს 2018 წლის 24 იანვარს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გურ---–-–------ის (პ/ნ 6----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდათი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე, ხოლო 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი