განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
240100118002589138
დავის ტიპი
381 1 , 238 (1) 2 , 151
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002589138 №1/70

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16.01.2019 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გ-----------------–---–ი

დაბადებული: 14.09.1--- წ.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქ.სენაკი, კ-----ს I ჩიხი N1

 

ადვოკატი - მ-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, გ-----------------–---–ი მივიდა ქ.სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩა N1 კორპუსში, ბინა N8-ში მცხოვრებ, შს სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ---------------სთან ამავე კორპუსის ეზოში და დანით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ბ---------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენით განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ-----------------–---–ი, ქ.სენაკში, ჭ-----------–ის ქუჩა N1 კორპუსის ეზოში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ---------------ს, რა დროსაც თან ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რაც განეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, გ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის, რისთვისაც სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-41 პუნქტის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა გ-----------------–---–მა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ: 2018 წლის 13 ივლისს, ქ.სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, გ-----------------–---–ი მართავდა ,,მერსედესი’’-ს მარკის სახელმწიფო ნომრით OO-6---CC ავტომანქანას.

 

2. ბრალდებულმა გ-----------------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მის მიმართ წარდგენილ სხვა ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

4. 2018 წლის 13 ივლისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ-----------------–---–ი. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნაჭრის ქარქაშში მოთავსებული დანა წარწერით ,,HS’’.

5. 2018 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის N21/ც.ი დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 ივლისს გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტმა ლევან ჟვანიამ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.

 

6. 2018 წლის 13 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ქ.სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე გ-----------------–---–ი მართავდა ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით OO-6---CC.

 

7. სენაკის რაიონული სასამართლოს 14.12.2017 წლის განაჩენით დასტურდება, რომ გ-----------------–---–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-41 პუნქტის საფუძველზე 6 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. რომელთა ვადის ათვლა დაიწყო თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.

 

8. N0715647 ცნიბით დასტურდება, რომ გ-----------------–---–ი სასჯელარსრულების დაწესებულებიდან განთავუსუფლდა 08.06.2018 წელს. სენაკის რაიონული სასამართლოს 14.12.2017 წლის განაჩენის შესაბამისად კი გ-----------------–---–ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვის 6 თვიანი ვადის ათვალა დაეწყო თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან 08.06.2018 წლიდან.

 

9. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ბ---------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭ-----------–ის ქ.N1, სადაც სტუმრად იყო მისული ი-----–-------–--–--- და საუბრობდნენ პირად თემებზე. მაშინ დაურეკა გ-----------------–---–მა დაახლოებით 20:25 საათზე და ჰკითხა სად იმყოფებოდა, უთხრა რომ შეხვედრა უნდოდა მასთან. დაახლოებით 2 წუთში ადგილზე მივიდა ,,honda crv’’-ს მარკის რუხი ფერის ტაქსის ნიშნიანი ავტომანქანით. მანქანიდან გადავიდა გ-----------------–---–ი და უთხრა მასთან ერთად ჩამჯდარიყო მანქანაში. ის მივიდა და მარჯვენა მხრიდან ჩაჯდა უკანა სავარძელში, საჭესთან იჯდა შუა ხნის ჭაღარა მამაკაცი, იმ დროისთვის მისთვის უცნობი იყო ეს პიროვნება, ხოლო შემდგომ ცნობილი გახდა რომ ეს კაცი იყო გ-----------------–---–ის მამა. ამ პიროვნებას ხმა არ ამოუღია. გ-----------------–---–მა მას დაუწყო ლანძღვა გინება, 2017 წლის 11 დეკემბერს დაკავებულ იქნა ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვაზე და ამოღებულ იქნა მისი სხეულიდან ნარკოტიკული საშუალებები, რომელსაც აბრალებდა მას, შენ გქონდა ინფორმაცია და უშუალო მონაწილე იყავი ამ საქმისო. აყენებდა შეურაცხყოფას, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართრით, ეუბნებოდა, რომ 30 წელიც კი მისთვის არაფერი არ იყო ყელს გამოჭრიდა მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც. ამ დროს დაინახა, რომ მარცხენა მხარეს წაიღო ხელი და დაინახა დანა რომელსაც ჰქონდა მინის სამტვრევი რკინის თავი. ამ დროს დაუჭირა ხელი, ი-----–-------–--–--- იქვე იდგა მანქანასთან. გამოაღეს კარი და გამოიყვანეს მანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე, გ-----------------–---–ი უძალიანდებოდა და ემუქრებოდა ყელს გამოგჭრიო შენც და შენი ოჯახის წევრებსაცო, ამის შემდეგ დაურეკა მორიგე ჯგუფს, მორიგე ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ზ---------------. დაახლოებით 5 წუთში მივიდა მორიგე ჯგუფი, ზ---------------, დ-------------- და ბ----------------, რომლებიც უშუალოდ მორიგეობდა იმ ტერიტორიაზე იმ დღეს. გოგოტიშვილი უძალიანდებოდა მათ და თავს იქით აქეთ აბრუნებდა ასფალტის უხეშ ზედაპირზე, როდესაც მივიდა ზ--------------- და დაადო მას ხელბორკილები. წამოაყენა ფეხზე და განუმარტა მისი უფლებები. შემდეგ მარცხენა ჯიბიდან ამოუღო დანა, რომელიც იდო შავ ქარქაშში, ჰქონდა წარწერა ,,HS’’ აღნიშნული დანა დაილუქა, შედგა ოქმი და უთხრა რომ მოეწერა ხელი აღნიშნულ ოქმზე რაზეც მან უარი განაცხადა. დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა შს სენაკის რაიონულ სამმართველოში.

 

10. მოწმე ი-----–-------–--–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 09 ივლისიდან 23 ივლისამდე იმყოფებოდა შვებულებაში, სტუმრად იყო ჭ-----------–ის ქუჩა N1-ში ბ---------------სთან, ისინი იყვნენ ეზოში, ბაქარი თავის მცირეწლოვან ბავშვს ასეირნებდა ეზოში, ისინი საუბრობდნენ პირად თემებზე, ამ დროს დაახლოებით 20:25 საათზე ბ---------------ს დაურეკა ვიღაცამ და ისაუბრეს, საუბრის დასრულების შემდეგ უთხრა ბაქარმა რომ დაურეკა ვინმე ნასამართლევმა გ-----------------–---–მა და უნდოდა მასთან შეხვედრა. მან შვილი, ანი გოგინავა ბინაში აუშვა ბ---------------მ. რამდენიმე წუთში მოვიდა გ-----------------–---–ი მამამისთან ვ-–-------------------სთან ერთად. როდესაც დაინახა გ-----------------–---–ი, მან იცნო რადგან 2014 წელს დააკავა, მაშინ მას ჰქონდა გიორგი ვახანიას სახელი და გვარი, ხოლო 2013 წელს მის სახლში ოჯახურ ძალადობაზე გამოძახებაზე იყო, მამამისმა გამოიძახა პოლიცია და მაშინ იყო გიორგი აფხაზავას სახელით და გვარით. გერმანიაში ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულებს და ამის გამო იცვლიდა გვარებს. ბ---------------სთან მოსული იყო მამამისის ,,honda crv’’-ს მარკის რუხის ფერის ავტომანქანით, ტაქსის ნიშნით. გ-----------------–---–ი გადმოვიდა მანქანიდან დაუძახა ბაქარის და უთხრა მანქანის უკანა სალონში ჩამჯდარიყო სასაუბროდ. მივიდა ბაქარი და ჩაჯდა უკანა მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს იჯდა გ-----------------–---–ი, წინ საჭესთან იჯდა გიორგის მამა. მამამისის მხარეს მინა ჩაწეული იყო. ის მივიდა მამამისი მხარეს რათა თვალი ედევნებინა გ-----------------–---–ისთვის, რადგან მისი მოქმედება არ მოეწონა, შეხვედრის მიზანიც არ ჩანდა კეთილისმოსურნე. გიორგი ბაქარის ეუბნებოდა რომ შენ რომ არ გამოგეჩინა ინიციატივაო, ჩემს სხეულში ნარკოტიკს არ აღმოაჩენდნენ და ,, ბარიგის" სახელიც არ დამერქმეოდაო, თავაწეული ვივლიდი ქალაქშიო. საუბრის დროს დაუწყო ყვირილი, გინება, დაემუქრა მოკვლით, ამის გამო ქალაქში არ დამედგომებაო, ჩემთვის 20-25 წელი არაფერი არ არისო აწიო, შენც დაგჩეხავო და შენი ოჯახის წევრებსაც ზედ მიგაყოლებო, შენს მცირეწლოვან შვილსაც ვიცნობო. ამ დროს შებრუნდა ბ----------------სკენ მარცხენა ხელი წაიღო მარცხენა ჯიბისკენ და ამ დროს დაინახა დანის ტარი, ბ----------------მ უცებ შებოჭა. მან მაშინვე გამოაღო მანქანის უკანა კარი დაეხმარა ბაქარის გოგოტიშვილის გამოყვანაში და პროპორციული ძალის გამოყენებით დააწვინეს ასფალტზე, ამის შემდეგ დაურეკა ქალაქის მორიგე ჯგუფს, 2-3 წუთში მივიდნენ და ზ---------------მ დაადო ხელბორკილი დაწოლილ მდგომარეობაში მყოფს, გ-----------------–---–ი წამოაყენა ფეხზე და განუმარტა რომ დაკავებული იყო სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე განუმარტა უფლებები. მას მიეცა წინადადება რომ წარმოედგინა დანა, რაზედაც მან განაცხადა უარი, ამის შემდეგ მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. გ-----------------–---–ი მათ უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა თავი გაენთავისუფლებინა, ამიტომ გადაიყვანეს შსს სენაკის რაიონულ სამმართველოში.

 

11. მოწმე ზ---------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იყო მორიგე, მოძრაობდა ქალაქის ტერიტორიაზე ჭავჭავაძის ქუჩაზე, შხეფის მიმართულებით. მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციელები ბ---------------- და დ--------------. 20:30 საათზე მას ტელეფონზე დაუკავშირდა ბ---------------, რომელმაც უთხრა, რომ მასთან იყო მისული წარსულში ნასამართლევი გ-----------------–---–ი, რომელიც ემუქრებოდა მას დანით სიცოცხლის მოსპობით. ბაქარის მიერ მითითებულ ადგილზე მივიდა რამოდენიმე წუთში, ჭ-----------–ის ქ.N1-ში. როცა მივიდა ნახა, რომ ბაქარის დაკავებული ჰყავდა გ-----------------–---–ი, ბ---------------ს თან ახლდა ი-----–-------–--–---, იქვე ახლოს იდგა ,,honda crv’’-ს მარკის მორუხო მანქანა, რომელსაც ჰქონდა ტაქსის ნიშანი. როგორც გაიგო, მანქანით ყოფილა გ-----------------–---–ის მამა, რომელიც არ გადმოსულა მანქანიდან. გ-----------------–---–ი პირქვე ყავდათ დაწვენილლი ასფალტზე და ხელები ჰქონდათ მოგრეხილი. რადგან მას უთხრა ბ---------------მ, რომ გოგოტიშვილი მას ემუქრებოდა დანით, მისულზე დაინახა რომ გოგოტიშვილს უკანა მარცხენა ჯიბეში ედო დანა. დაადო ამ პიროვნებას ხელბორკილები და დაურეკა გამომძიებელ რ------------–--ს და აუხსნა რომ თანამშრომელზე იყო მუქარა და აქედან გამომდინარე დაეწყოთ გამოძიება. ფაქტობრივი დაკავება მოახდინა ბ---------------მ, ხოლო მან რადგან მორიგე იყო შეადგინა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი. მის მიერ წამოყენებულ იქნა გ-----------------–---–ი და განუმარტა მას ბრალდებულის უფლებები. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და პირადი ჩხრეკისას უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ერთლესული დანა, რომელიც იდო ნაჭრის ქარქაშში. დანაზე იყო წარწერა ,,HS’’. ამის მერე მის მიერ პოლიეთილენის პარკში დალუქულ იქნა დანა, ხელმოწერილ იქნა მონაწილე პირების მიერ, თავად ბრალდებულმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ის ბაქარის მიმართ იყო აგრესიული და უძალიანდებოდა მათ. ამის მერე მათ მიერ გ-----------------–---–ი გადაყვანილ იქნა სენაკის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, აყვანილ იქნა მეორე სართულზე გამომძიებელ რ------------–--სთან, სადაც შეადგინეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი რასაც ხელი არ მოაწერა ბრალდებულმა.

 

12. იგივე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოწმეებმა ბ----------------მ დ--------------მ.

 

13. მოწმე რ------------–--მ განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იყო მორიგე გამომძიებელი, დაახლოებით 20:34 საათზე მობილურზე დაუკავშირდა სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზ---------------, მან შეატყობინა რომ ჭ-----------–ის ქუჩაზე მას დაკავებული ჰყავდა გ-----------------–---–ი, თან აუხსნა რატო ჰყავდა დაკავებული, მან დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, როდესაც ზ---------------მ განახორციელა გ-----------------–---–ის დაკავება და სენაკის რაიონულ სამმართველოში წარმოდგენა, მან შესაბამისი პატაკით მიმართა სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსს, აღნიშნულიო პატაკის შედეგად საქმე დაეწერა მას და გადაეცა ნივთმტკიცების შედეგად ამოღებული ერთ პაკეტად დალუქული დანა. ამის შემდეგ გიორგი შეყვანილ იქნა მის სამუშაო ოთახში, განუმარტა მისი უფლებები და უნდა გამოიკითხა ბრალდებულის სახით. გ-----------------–---–მა გამიკითხვაზე უარი განაცხადა. შემდეგ მოთავსებულ იქნა დროებით მოთავსებით იზოლატორში, შემდეგ გიორგი ცუდად გახდა და გადაყვანილ იქნა სენაკის არქიმედეს კლინიკაში. არქიმედეს კლინიკაშივე წაუყენეს მას ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამის შემდეგ 30 ივნისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებიდან მიიღო ქვემდებარეობით სს საქმე სადაც გამოძიება დაწყებული იყო გ-----------------–---–ის მიერ სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტზე. ამასთან დაკავშირებითაც 31 ივლისს ქ.ქუთაისში N2 პენიტენციალურ დაწესებულებაში მის ადვოკატ თენგო ხუხიასთან ერთად წაუყენა ბრალი. გ-----------------–---–ს სახეზე აღენიშნებოდა თუ არა ნაიარევები არ ახსოვს.

 

14. გამომძიებლებმა ზ---–-------მ და ს-------------–--მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.

 

15. მოწმე გ--–--------ემ განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი წელი შეიძლება მეტიც იყოს, ზუსტად ვერ იხსენებს, მან და გიორგიმ ერთმანეთი გაიცნეს ზუგდიდში გიორგის სამსახურში, შემდეგ დამეგობრდნენ, მან გადაწყვიტა თავისი ავტომანქანის გაყიდვა და გიორგიმ უთხრა მე მინდა ვიყიდოო და მიყიდა გიორგის მანქანა. მაგრამ ოფიციალურად არ გადაუფორმებია მისთვის მანქანა და არც შეუმოწმებია ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა. შემდეგ გიორგი მართვის მოწმობის გარეშე ყოფილა და დააჯარიმეს ამის გამო, შემდეგ ეს ჯარიმა მას ოჯახმა გადაუხადა. გიორგის დაკავების შემდეგ დააჯარიმეს.

 

16. მოწმე თ---------------------მ განაცხადა, რომ ორი წელია ზუგდიდში მუშაობენ ავტომანქანის სავალი ნაწილების შეკეტებაზე, გიორგი შემდეგ დაკავებულ იქნა და ვერ მუშაობდა თავისთავად, ბ---------------ს იცნობს სენაკიდან, რადგან თვითონაც სენაკელია, ბ--------------- მომსახურების სააგენტოში იყო მისული, მას იქვე ახლოს ჰქონდა სამუშაო და სააგენტოსთან ახლოს ეზოში ნახეს ერთმანეთი. ბაქარმა ჰკითხა მას როგორ ხარო, მარტო ხარ კიდე, არ გამოსულა შენი მეწყვილეო? სხვა საუბარი არ ჰქონიათ და არ დაუბარებია გიორგისთან არაფერი და არც გადასაცემად არ მიუცია რამე.

 

17. მოწმემ, გ-----------------–---–ის მამამ, ვ-–-------------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა სენაკში, სადგურში, დაურეკეს სახლიდან და უთხრეს რომ გიორგის უნდოდა თეკლათში საპატრულო პოლიციაში წასვლა, მივიდა და წაიყვანა გიორგი საპატრულოში, უნდოდა გაეგო ინფორმაცია როგორ გამოეყვანა მანქანა, წინა დღეს ნასვამი ყოფილა და ჩამოართვეს მანქანა. თეკლათში რო მივიდნენ საპატრულოს თანამშრომლებს გაესაუბრა და იქ დააკვალიანეს. იქიდან წამოვიდნენ სახლის მიმართულებით, გზაში უთხრა რომ შესულიყვნენ პოლიციაში და იკითხა ბ----------------ს ნომერი და დაურეკია ბაქარისთან, მან არც კი იცოდა ვისთან მიდიოდა, ბინის ეზოში გააჩერა მანქანა, ბაქარი მაგიდასთან იჯდა 4-5 ახალგაზრდაც იყო მანდ, ეზოში იდგა პატარა მაგიდა, რომელიც 50 მეტროთი იყო მანქანისგან მოშორებით,მივიდა გიორგი ხელი ჩამოართვა ბაქარის, და იქ ერთ-ერთი მისი ნაცნობი იჯდა ფიჩხაია რომელსაც მიესალმა გიორგი, ფიჩხაია მასთან სახლშიც იყო სტუმრად, შემდეგ წამოვიდნენ ბაქარი და გიორგი ერთად და ჩაჯდნენ მანქანის უკანა მხარეს, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და ლაპარაკობდნენ 4 წუთი დაახლოებით, ბაქარი ყოფილა ზუგდიდში და გიორგის მეგობრისთვის უკითხია როდის გამოდის შენი მეწყვილეო და რატომ მიკითხეო დანარჩენი რაზე საუბრობდნენ არ ახსოვს, არც მიუქცევია ყურადღება. ხურცილავა მას დაუდგა გვერდით. არანაირი დაძაბულობა არ იყო ხურცილავამ გამოიარა და მივიდა უკანა კართან გამოაღო კარი და ფეხი დაარტყა მის შვილს, შემდეგ ჰქონდა გიორგის რეაგირება დარტყმაზე, შემდეგ ბაქარიც გაიწია და გამოათრიეს მანქანიდან და ასფალტზე დააწვინეს პირქვე, ხელები უკან ჰქონდათ გაკავებული და ფეხი ჰქონდათ დადებული ზურგზე. პოლიციის მანქანა რომ მოვიდა შემდეგ გიორგის ურტყამდნენ, აგინებდნენ შენი ბარიგა დედა და შენი ბარიგა მამაო, ის ყვიროდა არ მოკლათო, შემდეგ არანაირი ჩხრეკა იქ არ მომხდარა, ორ მეტროზე იდგა დანა იქ არიყო, შემდეგ გიორგის გონება დაეკარგა და სასწრაფოთი წაიყვანეს პოლიციიდან. ხმაურზე ხალხიც შეიკრიბა, მაგრამ პოლიციამ უთხრა რომ დაშლილიყვნენ.

 

18. ბრალდებულმა გ-----------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 13 ივლისს მამამისთან ერთად იყო თეკლათის საპატრულო პოლიციასთან მანქანის საკითხის გასარკვევად. გაიგო, რომ ბაქარი კითხულობდა მის ამბავს, გამოვიდა თუ არა ციხიდან, ამიტომ მივიდა პოლიციის შენობაში და იკითხა მაგრამ უთხრეს, რომ დღეს არ მუშაობსო, მერე ტელეფონის ნომერი გამოართვა და ბაქარის დაურეკა უთხრა, რომ მასთან უნდოდა შეხვედრა. მივიდა ბაქარის საცხოვრებელი ბინის ეზოში სადაც პატარა მაგიდასთან იჯდნენ ახალგაზრდები 5-6 კაცი იქნებოდა, არაყს სვამდნენ. ის გამოვიდა მანქანიდან მიესალმა ბაქარის და მანქანაში ჩაჯდნენ სალაპარაკოდ. ბაქარმა უთხრა რატო არ ისვენებო შენო, ხურცილავა იდგა მამამისის მხარეს ოდნავ იყო მინა ჩაწეული და იყურებოდა იქიდან, ბაქარმა თითით დაუწყო სახეზე თამაში და ეუბნებოდა რატო არ ისვენებო, მე კი არა შენ რატო ვერ ისვენებ წინა დაკავებისას იგინებოდა ბაქარი და მან ჰკითხა ჩემი მისამართით ხომ არ იგინებიო, რაზედაც ბაქარმა უპასუხა არაო. ამ დროს მივარდა ხურცილავა გამოაღო კარები და დაუწყო ფეხის დარტყმა, გამოათრიეს მანქანიდან, ეხვეწებოდა პირობითი მაქვს, რას მიშვებითო, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია მათთვის თორემ ორივეს მოერეოდა, ამასობაში ბაქარმა დაურეკა პოლიციას და ეუბნებოდა რომ მემუქრებაო ჩემი ოჯახის დახოცვითო, წინააღმდეგობას მიწევსო, მოვიდა პოლიციის სამი მანქანა იქნებოდა თხუთმეტი კაცი, ბაქარის ართმედნენ ხელს და ხურცილავას, ამასობაში გონება დაკარგა. შემდეგ პოლიციაში ცხვირიდან ჰქონდა სისხლდენა, სახე გასიებული და ეხვეწებოდა ექიმი მომიყვანეთო მაგრამ ყურადღება არა მიაქციეს, შემდეგ რამდენიმე ხანში დაახლოებით 4 საათში მოუტანეს დანა და მოაწერე ხელიო, დანა შენი იყო და ემუქრებოდიო, მერე საპროცესოს გაგიკეთებენო, მან უთხრა რომ ხელს არ მოაწერდა, შემდეგ წაიყვანეს იზოლატორში, მანდ უთხრეს რომ ეს მკვდარი კაცი რას მოგყავდათ ჩემთანო და ამის შემდეგ ექიმმა გასინჯა და უთხრა მათ რომ არ შეიძლება ამის დატოვებაო უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო. დაკავების მომენტში როგორც მას აგინებდნენ ისე აგინებდნენ მამამისსაც და ეუბნებოდნენ ახლოს არ მისულიყო. მამამისი უყვიროდა მათ არ მომიკლათ შვილიო. მანქანაში დაახლოებით 4-5წუთი იქნებოდნენ.

 

19. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა სხვა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

20. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-----------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ-----------------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

21. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს გ-----------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.

 

22. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მამის, მოწმე ვ-–-------------------ს ჩვენებას და ვერ მიიჩნევს მას სარწმუნოდ, რადგან მან არადამაჯარებლად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს. კერძოდ, მოწმემ მიუთითა გარემობებზე, რომელიც მისი განმარტებით კარგად ახსოვდა, მათ შორის ავტომანქანაში მსხდომი გოგოტიშვილისა და გოგინავას საუბრის ნაწილი, ხოლო მისივე განბმარტებით საუბრის სხვა ნაწილი არ ახსოვდა. დადგენილია, რომ ის საუბარი, რომლისგანაც მოწმის განმარტებით, მხოლოდ ნაწილობრივ დაიმახსოვრა, მიმდინარეობდა ავტომანქანაში, მოწმის თანდასწრებით, უშუალოდ მის სიახლოვეს და რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებას ადგილი არჰქონია.

 

23. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გ-----------------–---–ის განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას ცივი იარაღი-დანა არ ჰქონია. შეჯიბრობითობის პრინციპის სრული დაცვით, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები მიუთითებენ გ-----------------–---–ის მიერ დანის ფლობაზე დანაშაულის ჩადენისას, დანის ამოღება დამაგრებულია სათანადო პროცესუალური წესების დაცვით, ამოღებული ცივი იარაღი-დანა, სასამართლო პროცესზე გამოკლვეული იქნა მხარეთა მონაწილეობით. დაცვის მხარეს, ზეპირი განმარტებების გარდა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც გააქარწყლებდა ბრალდების არგუმნენტებს ან შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ეჭვი შეეტანა მასში.

 

24. აღსანიშნავია, რომ ვ-–-------------------ს ჩვენებით, ბ---------------ს საცხოვრებელ ადგილას მისვლისას იქ იმყოფებოდა გ-----------------–---–ის ნაცნობი პიროვნება. თუმცა დაცვის მხარეს, მიუხედავად სრული შესაძლებლობისა არ მოუხდენია ამ პირის გამოკითხვა და სასამართ6ლოში წარმოდგენა.

 

25. სრულიად დამაჯერებელი და სარწმუნოა დაზარალებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ბრალდებულის მუქარა აღიქვა რეალურად. დადგენილია, რომ ბრალდებულს მის მიმართ გააჩნდა წარსული წყენა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, იგი აგრესიულად გამოხატავდა ამ წყენას და მას უკავშირდება წარსულში მის დაპატიმრებას, გარდა ამისა მუქარას გამოხატავდა დაზარალებულის ოჯახის წევრების მიმართ. შესაბამისად, ბრალდებულის ქცევა, მისი მუქარა და ზემოაღნიშნული გარემოებები, დაზარალებულს უქმნიდა რეალურ საფრთხეს, რაც მის მიერ ასევე იქნა აღქმული.

 

26. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

გ-----------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

27. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

28. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

29. ბრალდებულ გ-----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

30. გ-----------------–---–ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

31. ბრალდებული გ-----------------–---–ი სენაკის რაიონული სასამართლოს 14.12.2017 წლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის 06 (ექვსი) თვე დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 59-ე, 67-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ-----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ-----------------–---–ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი _თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.

 

3. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

4.1 დანა წარწერით ,,HS’’ და ნაჭრის ქარქაში განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე