გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
210210118002446230
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210118002446230

საქმე №2/351-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.01.2019 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი გვანცა დევიძე

მოსარჩელე - ნა---------–--------ა; ლი-------------–---–ი;

მოპასუხეები - ვა-–---------–---–ი; ქე---------–-----–---–ი.

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული ნა---------–--------ას საკუთრებაში არსებული ტელევიზორი სამსუნგი, კომპიუტერი( მონიტორით, პროცესორით, კლავიატურით და მაუსით) და ლი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული სარეცხი მანქანა ვესტელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ვა-–---------–---–მა ცნო სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე ქე---------–-----–---–მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას მოპასუხე ვა-–---------–---–ისგან მისაღები აქვს ალიმნტი, მოპასუხე თავს არიდებს ბავშვების რჩენას და ალიმენტის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვერ აღსრულდება გადაწყვეტილება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 16.01.2018 წელს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი N2/446-17.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-------------–---–ის 27.04.2018 წლის აქტი (ს/ფ 21-22);;

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-------------–---–ის 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ყადაღა დაედო სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე მოძრავ ნივთებს კერძოდ, ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების), სარეცხი მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-------------–---–ის 27.04.2018 წლის აქტი (ს/ფ 21-22);

 

3.1.3. 05.04.2017 წელს სს ,,კ-------------"-სა და ლი-------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #17951104106BTV, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტის თანხა - 1037 ლარის ოდენობით, სარეცხი მანქანის და ხორცსაკეპის შესაძენად. ი.მ მ-------------–-------- მიერ გაცენმულია საგარანტიო წერილი ნა---------–--------ას მიერ ლომბარდში შეძენილი ტელევიზორსა და კომპიუტერზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-მოწმეების ახსნა-განმარტება;

-05.04.2017 წელს სს ,,კ-------------"-სა და ლი-------------–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება #17951104106BTV(ს/ფ 19)

-ი.მ. ,,მ-------------–-------''-ს მიერ გაცენმულია საგარანტიო წერილები(ს/ფ 16-17).

 

3.1.5. შესაბამისად საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-------------–---–ის 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით დაყადაღებული სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების) ეკუთვნის ნა---------–--------ას, ხოლო სარეცხი მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების) ლი--- ჯ-------–---–ს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით დაყადაღებული სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების) ეკუთვნის ნა---------–--------ას, ხოლო სარეცხი მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების) ლი--- ჯ-------–---–ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავი ნივთის შეძენის წესს და ადგენს, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს რომ 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით დაყადაღებული სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების) ეკუთვნის ნა---------–--------ას, ხოლო სარეცხი მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების) ლი--- ჯ-------–---–ს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით დაყადაღებული სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების) ეკუთვნის ნა---------–--------ას, ხოლო სარეცხი მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების) ლი--- ჯ-------–---–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის უ) პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მი----–-------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, ხოლო მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სრულ დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოპასუხეები თავისუფლდებიან სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან და მოსარელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდლი ბაჯი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელე და--------------–---–-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-------------–---–ის 27.04.2018 წლის აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონების - სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების), სარეცხი მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების) - რეალიზაცია.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნა---------–--------ას და ლი-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1 ყადაღისაგან გათავისუფლდეს ლი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-----------–---–-ს 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე სარეცხის მანქანა (VESTEL, თეთრი ფერის, მეორადი მოხმარების) ;

 

1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ნა---------–--------ას საკუთრებაში არსებული კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თი-----------–---–-ს 27.04.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება - ტელევიზორი (SAMSUNG, პლამბური შავი ფერი, მეორადი მოხმარების), პერსონალური კომპიუტერი (ASAS-მონიტორი, პროცესორი-LG, კლავიატურა, მაუსი, მეორადი მოხმარების)

 

2. მოსარჩელეებს დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით

 

3. მოპასუხე ქე---------–-----–---–ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი