განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 28 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გ------- არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------–----------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------, მცხოვრები თ---–--–-----–-–-----------------------------------ში.
ბრალდებული - ი-----–---------------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თ---–--–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–---–----------–------------------–------------ში.
ადვოკატები - შ------------, გ----------------- და დ-----------------–---–-
კვალიფიკაცია:
გ------------------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა).
ი-----–----------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის იანვრის თვეში, ი-----–---------ე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს გ------------------–---–ს და ჯ--------–---------ს, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ი-----–---------ემ, გ------------------–---–მა და ჯ--------–---------მ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. შეთანხმებისამებრ გ------------------–---–-, ი-----–----------ს ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში და უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად.
1.2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით ი-----–---------ემ განახორციელა შემდეგი ქმედებები: 2017 წლის იანვრიდან ეტაპობრივად ახორციელებდა დირექტორის ფუნქციებს მამამისის თ------------------ის კუთვნილ შპს „კ---------------------–-----–------ში“ რომელიც პაციენტებს უწევდა რ-----------–ით ტრანსპორტირების მომსახურებას, მათ შორის საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი-----–---------ემ შპს „კ---------------------–-----–------ში“ რ-----------–ის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშულებრივ კავშირში მყოფ ჯ--------–---------ს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ჯ--------–--------- 2017 წლის 23 იანვარს რ-----------–ით უნდა გამგზავრებულიყო თ--------–------–--------------ში, სადაც მას შეხვდებოდა გ------------------–---–- და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ხ---–--------ა მოათავსებდა რ-----------–ში და ამგვარი შენიღბული გზით უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი გადასცემდა ი-----–---------ეს. რ-----------–ის თ--------ში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი-----–----------ს მითითებით ჯ--------–--------- დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობ ლ-----–-–---–---–ს, რომელსაც რ-----------–ით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა ი-----–---------ემ დაიყოლია ლ-----–-–---–---–ი 2017 წლის 23 იანვარს წაჰყოლოდა ჯ--------–---------ს რ-----------–ით ქალაქ ტ---------ში იმ მოტივით, რომ მას თ--------ში აუღებდნენ სისხლის ანალიზს. ი-----–---------ე ლ-----–-–---–---–ს დაპირდა, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისათვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი-----–---------ემ რ-----------–ის თ--------ში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს გააყოლა კ---------------------–-----–------ის ექიმი ზ-----------ა და ექთანი რ--------------ა. 2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი ლ-----–-–---–---–ი რ-----------–ით, რომელსაც მართავდა ჯ--------–--------- გაემართნენ თ--------ის მიმართულებით. გზაში რ-----------–ი გაფუჭდა, რის გამოც ექიმს და ექთანს სურდათ თბილისში დაბრუნება, ვინაიდან ლ-----–-–---–---–ისთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი-----–---------ემ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კ---------------------–-----–------ის ა---––--ის ფ--–---–იდან გამოიძახა სხვა რ-----------–ი, რომელსაც მართავდა პ------------–---–ი. ჯ--------–--------- არ დარჩა გაფუჭებულ რ-----------–თან და გამოძახებულ რ-----------–ს თვითონაც გაყვა თ--------ში, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ-------------ში გ------------------–---–ს და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, რ-----------–ით წამოეღო საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები.
1.3. 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტ---------ში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ--------–--------- ფარულად შეხვდა გ------------------–---–ს, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად, საიდანაც ნაწილი განსაკუთებით დიდი ოდენობით 0,2105 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 მთელი ტაბლეტი, თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად ჯ--------–---------მ შეინახა პირადად, ხოლო ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6.6493 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 843 ტაბლეტი და 2 ცალი ტაბლეტის ნატეხი, უკანონოდ შეინახა ,,მ---------ის“ ფირმის რ-----------–ში (სახ. ნ---------------) მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში და 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ს------ს“ გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
1.4. 2017 წლის 24 იანვარს 23:15 საათიდან 2017 წლის 25 იანვრის 00:05 საათამდე, თ---–------------–----–--ის გზატკეცილის 17–ე კმ.ზე საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ჩატარდა ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0.2105 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 მთელი ტაბლეტი, თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად, ხოლო 2017 წლის 25 იანვარს 00:43 საათიდან 03:10 საათამდე, თ---–------------–----–--ის გზატკეცილის 17–ე კმ-ზე, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ჯ--------–---------ს მითითებით ,,მ---------ის“ ფირმის რ-----------–ში (სახ. ნ---------------) მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებულ იქნა დანარჩენი ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6.6493 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 843 ტაბლეტი და 2 ცალი ტაბლეტის ნატეხი.
1.5. ი-----–---------ე თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისი, დ----–----------–-----------------------------ში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ,,PIETRO BERETTA“-ს წარმოების პისტოლეტს, მოდელი ,,9---“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის და მჭიდს, მასში მოთავსებული 10 ცალი ვაზნით, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც 2018 წლის 30 მარტს, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, დ----–----------–-----------------------------ში ჩატარებული ჩხრეკისას.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლის იანვრის თვეში, ი-----–---------ე შეუთანხმდა თავის ნაცნობ ჯ--------–---------ს, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ი-----–---------ემ და ჯ--------–---------მ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. შეთანხმებისამებრ ჯ--------–--------- უნდა გამგზავრებულიყო თ--------ში, სადაც ეს უკანასკნელი შეიძენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ 865 მთელ ტაბლეტს და ტაბლეტის ნატეხებს, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით ი-----–---------ემ განახორციელა შემდეგი ქმედებები: 2017 წლის იანვრიდან ეტაპობრივად ახორციელებდა დირექტორის ფუნქციებს მამამისის თ------------------ის კუთვნილ შპს „კ---------------------–-----–------ში“, რომელიც პაციენტებს უწევდა რ-----------–ით ტრანსპორტირების მომსახურებას, მათ შორის საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი-----–---------ემ შპს „კ---------------------–-----–------ში“ რ-----------–ის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშულებრივ კავშირში მყოფ ჯ--------–---------ს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ჯ--------–--------- 2017 წლის 23 იანვარს რ-----------–ით უნდა გამგზავრებულიყო თ--------–------–--------------ში, სადაც შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც მოათავსებდა რ-----------–ში და ამგვარი შენიღბული გზით უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი გადასცემდა ი-----–---------ეს. რ-----------–ის თ--------ში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი-----–----------ს მითითებით ჯ--------–--------- დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობ ლ-----–-–---–---–ს, რომელსაც რ-----------–ით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა ი-----–---------ემ დაიყოლია ლ-----–-–---–---–ი 2017 წლის 23 იანვარს წაჰყოლოდა ჯ--------–---------ს რ-----------–ით ქალაქ ტ---------ში იმ მოტივით, რომ მას თ--------ში აუღებდნენ სისხლის ანალიზს. ი-----–---------ე ლ-----–-–---–---–ს დაპირდა, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისათვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი-----–---------ემ რ-----------–ის თ--------ში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს გააყოლა კ---------------------–-----–------ის ექიმი ზ-----------ა და ექთანი რ--------------ა. 2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი ლ-----–-–---–---–ი რ-----------–ით, რომელსაც მართავდა ჯ--------–--------- გაემართნენ თ--------ის მიმართულებით. გზაში რ-----------–ი გაფუჭდა, რის გამოც ექიმს და ექთანს სურდათ თბილისში დაბრუნება, ვინაიდან ლ-----–-–---–---–ისთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი-----–---------ემ არ დააბრუნა ისინი თბილისში და გამოიძახა, კ---------------------–-----–------ის ა---––--ის ფ--–---–იდან სხვა რ-----------–ი, რომელსაც მართავდა პ------------–---–ი. ჯ--------–--------- არ დარჩა გაფუჭებულ რ-----------–თან და თვითონაც წაჰყვა თ--------ში გამოძახებულ რ-----------–ს, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად სწორედ მას უნდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება ქ-------------ში და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, რ-----------–ით წამოეღო საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები. 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტ---------ში, ჯ--------–---------მ, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად, საიდანაც ნაწილი განსაკუთებით დიდი ოდენობით 0,2105 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 მთელი ტაბლეტი, თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად ჯ--------–---------მ შეინახა პირადად, ხოლო ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6.6493 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 843 ტაბლეტი და 2 ცალი ტაბლეტის ნატეხი, უკანონოდ შეინახა ,,მ---------ის“ ფირმის რ-----------–ში (სახ. ნ---------------) მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში და 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ს------ს“ გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 2017 წლის 24 იანვარს 23:15 საათიდან 2017 წლის 25 იანვრის 00:05 საათამდე, თ---–------------–----–--ის გზატკეცილის 17–ე კმ.ზე საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ჩატარდა ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0.2105 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 მთელი ტაბლეტი, თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად, ხოლო 2017 წლის 25 იანვარს 00:43 საათიდან 03:10 საათამდე, თ---–------------–----–--ის გზატკეცილის 17–ე კმ-ზე, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--- თანამშრომლების მიერ ჯ--------–---------ს მითითებით ,,მ---------ის“ ფირმის რ-----------–ში (სახ. ნ---------------) მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებულ იქნა დანარჩენი ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6.6493 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 843 ტაბლეტი და 2 ცალი ტაბლეტის ნატეხი.
2.2. ი-----–---------ე თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისი, დ----–----------–-----------------------------ში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ,,PIETRO BERETTA“-ს წარმოების პისტოლეტს, მოდელი ,,9---“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, და მჭიდს, მასში მოთავსებული 10 ცალი ვაზნით, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც 2018 წლის 30 მარტს, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი, დ----–----------–-----------------------------ში, მდებარე ი--------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.3. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
3.4. მოწმე ჯ--------–---------მ განმარტა, რომ ი-----–---------ეს იცნობს 2013 წლიდან. იგი მუშაობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა ი-----–---------ე. მათ ჩამოუყალიბდათ მეგობრული ურთიერთობა, რადგან ორივე იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებლები. 2014 წლიდან იგი მუშაობდა ი-----–----------ს წიგნების სადისტრიბუციო კომპანიაში, ხოლო 2017 წლიდან ი-----–-ს მამის - თ------------------ის შპს „კ---------------------–-----–------ში“ მძღოლად, სადაც მამის ავადმყოფობის გამო, ი-----–- ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. ი-----–-ს თხოვნით, იგი რ-----------–ით უნდა გამგზავრებულიყო თ--------ში, ქ------------ში, სადაც მას შეხვდებოდა გ------------------–---–-, გადასცემდა მას ნარკოტიკს, რომელსაც იგი რ-----------–ით ჩამოიტანდა თბილისში. მას, სწორედ ამ განზრახვით დააწყებინა ი-----–---------ემ მუშაობა მძღოლად. მეტი დამაჯერებლობისთვის თ--------ში ტრანსპორტირებისთვის შეარჩიეს პაციენტი - ლ-----–-–---–---–ი, რომელიც იყო მისი მეგობარი და ასევე იცნობდა ი-----–---------ე, იყო ალკოჰოლის მომხმარებელი და ღვიძლის დიაგნოსტიკისთვის გაიკეთებდა სისხლის ანალიზს. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ი-----–-სგან შეიტყო, თუ ვინ გადასცემდა თ--------ში ნარკოტიკს. ი-----–---------ე დაპირდა ლ-----–-–---–---–ს, რომ ყველა ხარჯს თავად დაფარავდა. გ------------------–---–ს იგი ი-----–----------სგან იცნობდა, თუმცა მას გ------------------–---–თან არც მარტო და არც ი-----–---------ესთან ერთად არაფერი მოულაპარაკებია. 2017 წლის 22 იანვარს, ი-----–-მ უთხრა, რომ მეორე დღეს უნდა გამგზავრებულიყო თ--------ში და გადასცა თანხა, რაც ესაჭიროებოდა ტრანსპორტირებისთვის და ანალიზებისთვის. მან, გამგზავრების თარიღი, თავის მხრივ შეატყობინა ლ-----–-–---–---–ს. 2017 წლის 23 იანვარს რ-----------–ით გაემგზავრნენ თ--------ში. ბრიგადაში შედიოდა ექიმი ზ-----------ა, ექთანი რ--------------ა და პაციენტი ლ-----–-–---–---–ი. ეკიპაჟის არც ერთმა წევრმა, არაფერი იცოდა, მისი და ი-----–----------ს განზრახვის შესახებ. ს------ში რ-----------–ი გაფუჭდა და აპირებდნენ თბილისში დაბრუნებას. ზ-----------ამ საქმის კურსში ჩააყენა ი-----–---------ე, რომელიც დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების ა---––--ის ფ--–---–ს, საიდანაც გამოგზავნეს სხვა რ-----------–ი, რომელსაც მართავდა პ------------–---–ი. მთელი ეკიპაჟი გადასხდა ახალ რ-----------–ში და გზა განაგრძეს. ქ------------ში ჩასვლისას, რ-----------–ის მძღოლი დარჩა მანქანაში, ექიმი, ექთანი და პაციენტი შევიდნენ საავადმყოფოში. იგი კლინიკის ეზოში შეხვდა გ------------------–---–ს, რომელსაც ეკეთა ხელთათმანი, ზურგჩანთიდან ამოიღო და გადასცა მას პოლიეთილენის პარკი. ისინი 30 წამში დაშორდნენ ერთმანეთს, ისე რომ არაფერზე უსაუბრიათ. იგი რ-----------–ში დაბრუნდა. მძღოლს ეძინა. გახსნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო აბებიანი ქილა. აბების ნაწილი პოლიეთილენის პარკში შეახვია და ჯიბეში ჩაიდო, დარჩენილი აბები ქილითვე მოათავსა რენომობილის ინვენტარის ყუთში. რამდენიმე საათში, როდესაც ანალიზის პასუხი გაიგეს, გამოემგზავრნენ თბილისისკენ. მსუბუქი კონტროლის შემდეგ, უპრობლემოდ გადმოკვეთეს საზღვარი. ლ-----–-–---–---–ი იყო ცუდად, რის გამოც ლ--------ში დატოვეს და გზა განაგრძეს. გზაში სულ რამდენჯერმე შეჩერდნენ, მათ შორის ზ----------ში, სადაც მიირთვეს საჭმელი. ს-------ან, საპირფარეშოში ყოფნისას, მან პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ქილიდან კიდევ გადმოყარა აბები, სულ 27 აბი გადაახვია პოლიეთილენის პარკში და ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში, დანარჩენი ქილითვე მოათავსა ისევ რ-----------–ის ინვენტარის ყუთში. თბილისის შემოსასვლელთან მათი რ-----------–ი შეაჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მალე მათთან მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და შესთავაზეს წარმოედგინათ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს თუ ინახავდნენ. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის უკანა ჯიბიდან ამოუღეს 22 აბი და აბის ნატეხები. მისი ვარაუდით, ნაწილი აბებისა დაიმტვრა და ამიტომაც ამოუღეს არა 27, არამედ 22 აბი. გზაში მას ნარკოტიკული საშუალება არ მოუხმარია. გამგზავრებამდე მოიხმარა თბილისში, რაც გამოკვლევით დაუდგინდა. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მან მიუთითა პოლიციელებს, რომ რ-----------–ის წამლების ინვენტარის ყუთში კიდევ ინახავდა აბებს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მონაწილეობით ავტომანქანიდან ამოიღეს 800 თუ 840 აბი, რაზეც მან განაცხადა, რომ ამოღებული აბები ეკუვნოდა მას, გ------------------–---–ს და ი-----–---------ეს. ასევე აუხსნა პოლიციელებს, რომ აბები გ------------------–---–მა გადასცა მას თ--------ში და მიჰქონდა ი-----–----------სთვის.
მოწმის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც იგი იყო ი-----–----------ს კაბინეტში, რა დროსაც ტელეფონის მოსაძებნად, ი-----–-ს ტელეფონიდან გაუშვა ზარი საკუთარ ნომერზე, რის გამოც ი-----–-მ უსაყვედურა, რადგან ამ ნომრიდან გ------------------–---–ს უკავშირდებოდა.
მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებაში იცრუა, თითქოს ნარკოტიკული საშუალება მას ზ----------ში გადასცა უცნობმა და ასევე უცნობისთვის გადასაცემად მიჰქონდა თბილისში, რადგან მას გაესაუბრა ი-----–----------ს დაქირავებული ადვოკატი - მ----------–-----ე, რომელმაც ურჩია ასე მოქცეულიყო. ასევე ი-----–----------ს მეუღლე ესაუბრა მის დედას და დაპირდა, თუ იგი დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებდა, ყველანაირად დაეხმარებოდა. მოგვიანებით, როდესაც გააცნობიერა, რომ მისი დამხმარე არავინ იყო, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
3.5. მოწმე ზ-----------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს „კ---------------------–-----–------ში“ ექიმად. შპს „კ---------------------–-----–------ის“ რ-----------–ით ხდებოდა პაციენტების ტრანსპორტირება, მათ შორის საზღვარგარეთ. ექიმის მოვალეობაში შედიოდა ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი. 2017 წლის 24 იანვარს, ი-----–---------ემ უთხრა, რომ პაციენტი უნდა გადაეყვანათ თ--------ში სისხლის ანალიზის გასაკეთებლად, რადგან სხვადასხვა გამოკვლევით ,,c ჰეპატიტზე“ ჰქონდა განსახვავებული პასუხები. პაციენტი მან ნახა ოფისში, ი-----–----------ს კაბინეტში. წასვლის დრო განსაზღვრა ი-----–---------ემ. საღამოს 8-9 საათი იქნებოდა, როცა გაემგზავრნენ თ--------ში რ-----------–ით, რომელსაც მართავდა ჯ--------–--------- და თან ახლდათ ექთანი რ--------------ა. ხ-–----ში რ-----------–ი გაფუჭდა. მან დაურეკა ი-----–---------ეს, რომელმაც გადმოურეკა და გამოუგზავნათ ა---––--ის ფ--–---–ის რ-----------–ი, რომელსაც მართავდა პ------------–---–ი. რადგან დიდ გზაზე მიდიოდნენ, ეკიპაჟს თან გაყვა ჯ--------–---------ც, თუმცა იგი საჭესთან არ დამჯდარა. ჩავიდნენ ქ------------ში, სადაც კლინიკაში შევიდნენ ის, პაციენტი და ექთანი, მძღოლები გარეთ დარჩნენ. ანალიზის თანხა კლინიკაში მან გადაიხადა. პასუხს 3-4 საათი დასჭირდა. ამასობაში ისაუზმეს და მაღაზიებში გაიარეს. ანალიზის პასუხების მიღებისთანავე საქართველოში გამოემგზავრნენ. ჯ--------–--------- თ--------ში შეხვდა თუ არა ვინმეს, მისთვის უცნობია. თ--------ის ტერიტორიაზე არსად შეჩერებულან. საქართველოში, რამდენჯერმე შეჩერდნენ, მათ შორის ზ----------თან საჭმელი მიირთვეს. პაციენტის თხოვნით, იგი გ------ში დატოვეს, რაც მან შეატყობინა ი-----–---------ეს. იგი მთელი გზა რ-----------–ის წინა სავარძელზე იჯდა და არ დაუნახავს ჯ--------–---------ს ხელში რამე ეკავა თუ არა. საბაჟო კონტროლი მათ მსუბუქი შემოწმებით გაიარეს. თბილისის შემოსასვლელთან ისინი შეაჩერა საპატრულო პოლიციამ. მალევე მათთან მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხეს, რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ინახავდნენ თუ არა. იგი არავის გაუჩხრიკავს. მას არ დაუნახავს ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკისას რამე იქნა თუ არა ამოღებული. მოგვიანებით, რ-----------–იდან, ჯ--------–---------ს მითითებით, მედიკამენტების ყუთიდან ამოიღეს პლასტმასის ქილა, რომელშიც იყო 800-ზე მეტი ოვალური აბი, რაც იქვე დათვალეს და დალუქეს. ჯ--------–---------მ განაცხადა, რომ ეს აბები ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და ,,ბ----–-ს“.
3.6. მოწმე რ--------------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“, ექთნად, რომელიც ეკუთვნოდა თ------ ქ------ეს, რომელიც იყო ავად და მის მოვალეობას ასრულებდა მისი ვაჟი - ი-----–---------ე. პერიოდულად მათ უწევდათ რ-----------–ებით პაციენტების ტრანსპორტირება, მათ შორის საზღვრაგარეთ. 2017 წლის 23 იანვარს ი-----–----------ს თხოვნით, იგი თ--------–ად ესაუბრა თ--------ის კლინიკის ოპერატორს, რომელმაც უთხრა, რომ იყო ღამე და დილით დაკავშირებოდნენ. მეორე დილით, ი-----–----------ს ტელეფონით კვლავ დაუკავშირდნენ თ--------– კლინიკას, სადაც მოხდა პაციენტის ჩაწერა ,,c ჰეპატიტის“ ანალიზზე. 2017 წლის 24 იანვარს ღამით, ექიმ ზ-----------ასთან და მძღოლ ჯ--------–---------სთან ერთად, გაემგზავრა თ--------ში პაციენტის ტრანსპორტირებისთვის. იგი დაინტერესდა, უღირდა თუ არა პაციენტს ერთი ანალიზის ასაღებად თ--------ში ტრანსპორტირება, რადგან აქამდე, მხოლოდ მძიმე ავადმყოფები გადაჰყავდათ, რაზეც უპასუხეს, რომ პაციენტი ფულს იხდიდა. პაციენტი იყო ნასვამი და დაუყენა გადასხმა. ხ-–----თან რ-----------–ი გაუფუჭდათ. დაუკავშირდნენ ი-----–---------ეს, რათა უკან დაბრუნების ნებართვა ეთხოვათ ან დახმარება, რომელმაც მათ ა---––--ის ფ--–---–ის რ-----------–ი გამოუგზავნა, რომელსაც მართავდა პ------------–---–ი. სამედიცინო ბრიგადასთან ერთად გზა განაგრძო ასევე ჯ--------–---------მ, რომელმაც აუხსნა, რომ პაციენტი იყო მისი ბავშვობის მეგობარი და თან უნდა გაჰყოლოდა. საზღვარზე ისინი მსუბუქად შეამოწმეს. მთელი გზა იგი იჯდა რ-----------–ის წინა სავარძელზე. ჩავიდნენ ქ------------ში, სადაც მან და ექიმმა კლინიკაში ანალიზებზე შეიყვანეს პაციენტი, მძღოლები კი გარეთ დარჩნენ. ანალიზის პასუხის მოლოდინში საუზმობდნენ, რა დროსაც, ჯ--------–---------, რომელსაც დასცხა, ქურთუკის დასატოვებლად წავიდა მანქანასთან. ანალიზების ასაღებად ექიმთან და პაციენტთან შევიდა კლინიკაში, მძღოლები ისევ გარეთ დარჩნენ. მას არ დაუნახავს შეხვდა თუ არა ჯ--------–--------- თ--------ში ვინმეს. საქართველომდე არსად გაჩერებულან. პაციენტმა ლ--------ში მოითხოვა დარჩენა. გადაურეკეს ი-----–---------ეს, რომელმაც ამის ნება დართოთ. თბილისამდე რამდენჯერმე შეჩერდნენ, მათ შორის ზ----------ში მიირთვეს საჭმელი. თბილისის შემოსასვლელში ისინი საპატრულო პოლიციამ შეაჩერა, რის შემდეგ მათთან მივიდნენ სხვა პოლიციელები, ეძებდნენ ნარკოტიკს. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ასევე გაჩხრიკეს მანქანა, რა დროსაც ჯ--------–---------მ მიუთითა წამლების ყუთზე, საიდანაც ამოიღეს თეთრი პლასტმასის ქილა, მასში მოთავსებული 800-ზე მეტი აბით, რაც იქვე დაითვალეს და დალუქეს. აბების აღმოჩენის შემდეგ ჯ--------–---------მ განაცხადა, რომ აბები ეკუთვნოდა მას, გ------------------–---–ს და ი-----–---------ეს. მისთვის უცნობია ამოუღეს თუ არა ვინმეს პირადი ჩხრეკის დროს ნარკოტიკი.
3.7. მოწმე პ------------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ის“ ა---––--ის ფ--–---–ში მძღოლად. 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დაურეკა ტ-------------------------–-ბის უფროსმა - გ----------–---–მა და სთხოვა ს------ში გაფუჭებული რ-----------–ის ჩანაცვლება, კერძოდ, ექიმის, ექთნისა და პაციენტის თ--------ში ტრასპორტირება. ადგილზე მისვლისას მის რ-----------–ში გადმოსხდნენ ექიმი - ზ------ (ჯ----), ექთანი, მძღოლი და პაციენტი ლ----- (შ-–---–---–-), რომელსაც ღვიძლის პრობლემები ჰქონდა. გამთენიისას ჩავიდნენ ქ------------ში და მივიდნენ კლინიკაში. ექიმი, ექთანი და პაციენტი შევიდნენ კლინიკაში ანალიზის ასაღებად, ის და მეორე მძღოლი - ჯ--- (ხ---–--------ა), გარეთ დარჩნენ. იგი მანქანიდან გადავიდა და გაიარ-გამოიარა, მერე უკან დაბრუნდა და მანქანაში ისვენებდა. ჯ---ც შორიახლოს ტრიალებდა. ანალიზის პასუხის მოლოდინში, ჯერ ისაუზმეს, ხოლო შემდეგ ქალაქში გაიარეს. იგი სხვებზე მალე დაბრუნდა მანქანაში და ისვენებდა. ანალიზის პასუხების გაგებისთანავე, გადმოკვეთეს საზღვარი და ბრუნდებოდნენ თბილისში. პაციენტის თხოვნით, იგი ლ--------ში დარჩა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს. საქართველოში სულ რამდენჯერმე შეჩერდნენ, მათ შორის ზ----------ში მიირთვეს საჭმელი. თბილისის შემოსასვლელთან, ,-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, წამოეწიათ პატრულის მანქანა და შეაჩერათ. ამასობაში კიდევ რამდენიმე პირი მიუახლოვდათ, რომელთაგან ზოგს პოლიციის ფორმა ეცვა და სთხოვეს მანქანის დატოვება, ეძებდნენ ნარკოტიკს. მას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, თუმცა არაფერი ამოუღიათ. შემდეგ განაცხადეს, რომ მოვიდოდნენ კრიმინალისტები და დაიწყებოდა მანქანის ჩხრეკას, რა დროსაც ჯ--------–---------მ მიუთითა წამლების ყუთში მოთავსებულ პლასტმასის ქილაზე, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკი. ამოღებული აბები იქვე გაშალეს, დაითვალეს და დალუქეს. ასევე მოკრა ყური, რომ ჯ--------–---------ს ჯიბეშიც აღმოაჩნდა ნარკოტიკი. მას არ გაუგია ჯ--------–---------ს განმარტება ნარკოტიკების წამომავლობასთან დაკავშრებით. მას გ------------------–---–- თ--------ში არ უნახავს.
3.8. მოწმე ლ-----–-–---–---–მა განმარტა, რომ მისი ბავშვობის მეგობრისგან - ჯ--------–---------სგან გაიცნო ი-----–---------ე, რომელსაც გაუწია მომსახურება, კერძოდ, დაუმონტაჟა კარ-ფანჯრები კატასტროფის ცენტრში, რა დროსაც ი-----–-მ შეიტყო, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, სხვადასხვა ანალიზით ჰქონდა სხვადასხვა შედეგები ,,c ჰეპატიტზე”. 2017 წლის 23 იანვარს დაურეკა ჯ---მ და უთხრა, რომ ი-----–---------ე ელოდებოდა კატასტროფის ცენტრში და აუცილებლად მისულიყო. ოფისში დახვდნენ ი-----–- და ექიმი. ი-----–-მ უთხრა, რომ მისი საბუთები იყო გადაგზავნილი და თუ უნდოდა წასულიყო თ--------ში. მას გაუკვირდა, შესთავაზა იქნებ მოგვიანებით წასულიყო, რადგან 24-ში იყო მამამისის დაბადების დღე, რაზეც ი-----–-მ უთხრა, რომ საბუთები იყო გადაგზავნილი და 24-ში იგი უკვე თბილისში იქნებოდა. თანხაზე არაფერი უკითხავს ი-----–-სთვის, მხოლოდ იმით დაინტერესდა, ნასამართლევი რომ იყო საზღვარზე შარში ხომ არ გაეხვეოდა, რაზეც ი-----–-მ უთხრა, რომ პრობლემა არ ექნებოდა. ამ დღემდე თ--------ში მის გამგზავრებაზე, ი-----–-ს არაფერი უთქვამს. მალევე მივიდა ჯ--- და გაემგზავრნენ თ--------ში. იყო ნასვამი და გზაში ეძინა. უღელტეხილზე ჯ---მ გააღვიძა და უთხრა, რომ მანქანა უნდა შეეცვალათ. მერე ისევ ეძინა მთელი გზა. თ--------ში რომ გაიღვიძა უკვე კლინიკაში იყვნენ, სადაც შევიდნენ ის, ექიმი და ექთანი და აიღეს ანალიზები. ჯ--- და მეორე მძღოლი გარეთ დარჩნენ. ექიმმა გადაიხადა მისი ანალიზის თანხა 320 ლარი, რაზეც უთხრა, რომ ჯ---მ მისცა. ანალიზის პასუხის მოლოდინში საჭმელი მიირთვეს და გაისეირნეს. მერე კლინიკაში დაბრუნდნენ ის, ექიმი და ექთანი, მიიღეს პასუხი და გამოემგზავრნენ. თ--------ში არსად გაჩერებულან. ბ------თან გაჩერდნენ. გზაში ჯ--- ცუდად იყო, ფერი არ ედო. იგი შეეკითხა, რა ხდებოდა. ჯ---მ უთხრა, რომ რაღაც შარში იყო. იგი ეჩხუბა ჯ---ს და ლ--------ში დარჩა სიმამრთან. დაშორებისას ჯ---მ აუხსნა, რომ თ--------იდან რაღაც გამოატანეს. მოგვიანებით მას დაურეკა ჯ---ს სიძემ, რადგან ჯ--- არსად ჩანდა. იგი დაუკავშირდა ი-----–-ს, რომელმაც უსაყვედურა, იმის გამო, რომ იგი ლ--------ში დარჩა, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო ცუდად. მისი ანალიზის თანხა არც მას და არც მის ოჯახს არ გადაუხდია. მას არც ჯ--------–---------სთვის და არც ი-----–----------სთვის არ უთხოვია ანალიზის გაკეთება. განშორებისას ანალიზის პასუხები არ გამოურთმევია.
3.9. მოწმე მ----------------ემ განმარტა, რომ იგი არის ლ-----–-–---–---–ის დედა. ჯ--------–--------- არის მისი ვაჟის მეჯვარე. 2017 წლის 23 იანვარს, მის შვილს მეუღლესთან მოუვიდა უსიამოვნება ლ-----ს სიმთვრალის გამო. ღამით სახლში რომ დაბრუნდა, ლ----- არ დახვდა. დაუწყო ძებნა, თუმცა ტელეფონი ჰქონდა გათიშული. გამთენიისას დაუკავშირდნენ მისი რძლის მშობლები ლ--------იდან და შეატყობინეს, რომ ლ----- მათთან იყო. მის ვაჟს რამდენჯერმე ჩაუტარდა გამოკვლევა ,,c ჰეპატიტზე“, თუმცა პასუხები იყო განსხვავებული. შემთხვევის დღეს არანაირი ფული ლ----ს თან არ ჰქონია, რომ რაიმე სახის გამოკვლევა ჩაეტარებინა. ლ-----ს ანალიზის და ტრანსპორტირების თანხა არც მათ ოჯახს გადაუხდია. ლ----- მეორე დღეს დაბრუნდა თბილისში და დაიბარეს პოლიციაში დაკითხვაზე. მოგვიანებით, მისი ვაჟისგან შეიტყო, რომ იყო თ--------ში ანალიზის გასაკეთებლად, სადაც დაუდგინდა ,,c ჰეპატიტი“, თუმცა ანალიზის პასუხები ლ---- სახლში არ მოუტანია.
3.10. მოწმე თ---------------ემ განმარტა, რომ ლ-----–-–---–---–ი არის მისი მეუღლე. ჯ--------–--------- მისი მეუღლის ბავშვობის მეგობარია. მის მეუღლეს რამდენჯერმე ჩაუტარდა ანალიზი ,,c ჰეპატიტზე“ და პასუხები იყო განსხვავებული. შემთხვევის დღეს მას უსიამოვნება მოუვიდა ლ----თან, რადგან იგი იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. სახლში რომ დაბრუნდა მეუღლე არ დახვდა და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით დედამ დაურეკა ლ--------იდან და უთხრა, რომ ლ----- იყო მათთან. მალევე შეიტყო, რომ დაკავებული იყო ჯ--------–---------, რის შემდეგ ლ----მა უამბო ოჯახს, რომ იყო თ--------ში ანალიზის გასაკეთებლად. მათ ოჯახს ლ-----ს ტრანსპორტირების და ანალიზების თანხა არ გადაუხდია და არც ანალიზის პასუხები ლ-----ს სახლში არ მოუტანია.
3.11. მოწმე გ----------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ მანქანების ზედამხედველად, ასევე მძღოლად და მეთვალყურეობდა მანქანების შეკეთებას. საწვავისთვის, ან მანქანის ნაწილისთვის თუ დასჭირდებოდა თანხა, ი-----–---------ე აძლევდა, რადგან ეს იყო ოჯახური ბიზნესი და ი-----–---------ე ასრულებდა მამის მოვალეობას, რომელიც იყო ცუდად. 2017 წლის 19-20 იანვარს ი-----–---------ემ უთხრა, მოემზადებინა რომელიმე მანქანა თ--------ში პაციენტის ტრანსპორტირებისთვის. მანქანა უნდა წასულიყო თ--------ში და უკან დაბრუნებულიყო. 2017 წლის 23 იანვარს ავტომანქანა გაემგზავრა თ--------ში, თუმცა ს------ში გაფუჭდა. მას გვიან ღამით, დაურეკა ი-----–---------ემ და უთხრა, რამე უნდა მოეფიქრებინათ, რომ მანქანას გზა განეგრძო. იგი ესაუბრა მძღოლს, სახელად ჯ---ს (ხ---–--------ა), აღმოჩნდა, რომ მანქანის შეკეთება ვერ ხერხდებოდა. ი-----–----------ს გადაწყვეტილებით, გამოთავისუფლდა ა---––--ის ფ--–---–ის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა პ------------–---–ი, რომელმაც ჩააკითხა ს------ში გაფუჭებულ მანქანას, ეკიპაჟი გადაისვა და განაგრძეს გზა. ი-----–----------ს მითითებით, ორივე მძღოლმა განაგრძო გზა, რადგან მისი განმარტებით იყვნენ გრაფიკიდან ამოვარდნილი. მოგვიანებით, დისპეჩერებისგან შეიტყო, რომ ამ მანქანამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თუმცა სამსახურში დაბრუნება შეაგვიანდათ. დაბრუნებისას, პ------------–---–მა და ექიმებმა უსაყვედურეს, რადგან აღმოჩნდა, რომ თბილისის შემოსასვლელთან მანქანიდან ამოიღეს 945 აბი ნარკოტიკი, რაზეც ჯ--------–---------მ უთხრათ, რომ იყო მისი. მოგვიანებით, სექტემბრის თვეში დაურეკა ი-----–---------ემ და დაიწყო მის პირად მძღოლად მუშაობა. 2018 წლის 30 მარტს, მას დაუკავშირდა ი-----–----------ს მეუღლე - თ---------ა და უთხრა, რომ ი-----–- იყო დაკავებული და წ-----ში, კაბინეტიდან გამოეტანა იარაღი. მან იარაღი შეახვია პოლიეთილენის პარში და ეზოში გადამალა სამშენებლო მასალებში. მოგვიანებით, მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სახლის ჩხრეკა და ეზოში აღმოაჩინეს იარაღი, რაზეც მან განაცხადა, რომ ეს იარაღი მან გამოიტანა სახლიდან.
3.12. მოწმე ქ--------------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ ოპერატორად. 2017 წლის 23 იანვარს ღამით მოხდა ლ-----–-–---–---–ის ტრანსპორტირება თ--------ში. წინა საღამოს ექთანმა რ--------------ამ, რომელმაც იცოდა ენა, ი-----–----------ს დავალებით და მისივე ტელეფონით ესაუბრა თ--------ის კლინიკას და შეათანხმა პაციენტის ვიზიტი. გამგზავრების დღეს მან ნახა ლ-----–-–---–---–ი, რომელსაც არც პასპორტი ჰქონდა და არც ტრანსპორტირების თანხა გადაუხდია. ლ-----–-–---–---–მა უთხრა, რომ ჰქონდა ,,c ჰეპატიტი“, თუმცა საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა ანალიზით მიიღო სხვადასხვა პასუხი, რის გამოც მიდიოდა თ--------ში. ლ-----–-–---–---–ის ტრანსპორტირება განახორციელა შოკის ბრიგადამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ექიმი ზ-----------ა, ექთანი რ--------------ა და მძღოლი ჯ--------–---------. შოკის ბრიგადის მიერ პაციენტის ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენდა - კილომეტრი 2,60 ლარი. ლ-----–-–---–---–ს თანხა არ ჰქონდა და არც ის იცოდა, მოიტანდა თუ არა. მეორე დღეს, მან მოიკითხა გადაიხადა თუ არა ლ-----–-–---–---–მა თანხა და გაიგო, რომ თანხა იყო გადახდილი. ნ---------------ემ უთხრა, რომ ლ-----–-–---–---–ის ტრანსპორტირების თანხა 1500 ლარი გადაიხადა ი-----–---------ემ. ქ---------მ ქვითარი ვერ გამოწერა, რადგან პაციენტის პირადი მონაცემები არ იცოდა.
3.13. მოწმე ნ---------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ ოპერატორად. 2017 წლის 24 იანვარს იგი იყო სამსახურში. ლ-----–-–---–---–ის თ--------ში ტრანსპორტირება წინა დღეს განხორციელდა ქ--------------------ის ოპერატორობის დროს. ი-----–---------ე, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა მედიცინის ცენტრს, მთელი დღე იყო ოფისში. თ--------იდან ბრიგადის დაბრუნებას ელოდებოდნენ საღამოს 7-8 საათისთვის, თუმცა არ დაიგვიანეს. ი-----–---------ემ მას გადასცა 2000 ლარი და უთხრა, რომ პაციენტს უჭირდა და თანხას ის გადაიხდიდა. ამ თანხიდან 1500 ლარი იყო ლ-----–-–---–---–ის ტრანსპორტირების, ხოლო 500 ლარი, თანამშრომლის ხელფასი. მან ჩეკი ვერ გამოწერა, რადგან ლ-----–-–---–---–ის პირადი მონაცემები არ იცოდა.
3.14. მოწმე ა-------------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ ექიმ თერაპევტად 6-7 თვის განმავლობაში 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილამდე. ცენტს ხელმძღვანელობდა თ------ ქ------ე, თუმცა მისი ავადმყოფობის გამო მისი შვილი ი-----–---------ე ასრულებდა მამისის მოვალეობას. ჯ--------–--------- მუშაობდა მძღოლად, ბოლო თვეში. გამოძახების დროს თანხას პაციენტი უხდიდა ექიმს.
3.15. მოწმე ნ------------–-----მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ ექიმ თერაპევტად, თუმცა 2017 წლის იანვარში ჰქონდა უხელფასო შვებულება და მუშაობა განაგრძო 21 ან 25 იანვრიდან, რა დროსაც იგი შეხვდა ი-----–---------ეს, რომელიც მამის არყოფნის დროს ასრულებდა ცეტრის ხელმძღვანელის მოვალეობას.
3.16. მოწმე თ---------------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ ბუღალტრად. პაციენტ ლ-----–-–---–---–ის ტრანსპორტირების ჩეკი (ჩგდ) მას ჩაბარდა მოგვიანებით, რაც მან ბუღალტრულად აღრიცხა. ჯ--------–---------ზე მას ხელფასი არ გაუცია, რადგან მასზე ბრძანება არ იყო დაწერილი. ი-----–---------ემ რამდენჯერმე საკუთარი თანხებით გასცა ხელფასი შპს ,,კ---------------------–-----–------ის“ თანამშრომლებზე.
3.17. მოწმე თ------------–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა შპს ,,კ---------------------–-----–------ში“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსად. ცენტრში თანამშრომლების მიღება და გათვისუფლება ხდებოდა ბრძანების საფუძველზე. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ ჯ--------–--------- დანიშვნის ბრძანების გარეშე ასრულებდა მძღოლის მოვალეობას. მის გარეშე ჯ--------–---------ს სამსახურში ვერავინ მიიღებდა. სხვა ასეთი შემთხვევა არ ახსენდება.
3.18. მოწმე მ-----------–--------ამ განმარტა, რომ მისი ვაჟი ჯ--------–--------- მუშაობდა სასჯელაღსრულების N-----–-------–---ში, სადაც გაიცნო ი-----–---------ე, რომელიც მას ერთხელ ყავს ნანახი მათ ოჯახში სტუმრობისას. მისი ვაჟი გაათავისუფლეს სამსახურიდან და დაკავებამდე 1-2 თვით ადრე დაიწყო მუშაობა რ-----------–ის მძღოლად ი-----–---------ესთან, რომელიც დაპირდა, რომ ხელფასი ექნებოდა 900 ლარი. დაკავების დღეს, მისი ვაჟი იყო მორიგე. გამთენიისას მას შეატყობინეს, რომ ჯ--- იყო დაკავებული. მოგვიანებით მათ ოჯახში მივიდნენ ი-----–----------ს მეუღლე, რომელსაც თან ახლდა ორი მამაკაცი, რომლებიც დაპირდნენ, რომ ჯ---ს ყველანაირად დაეხმარებოდნენ, მის ოჯახს გადაუხდიდნენ ხელფასს, მხოლოდ, ჯ---ს თავის თავზე უნდა აეღო დანაშაული, რაზეც მან უარი განუცხადა. ლ-----–-–---–---–ი არის მისი შვილის მეგობარი, რომელიც იყო დაავადებული. მისთვის ცნობილია, რომ ჯ---მ დაკავებისას განაცხადა, რომ ნარკოტიკები ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს გ------------------–---–ს.
3.19. მოწმე ლ-–--------------–--–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფთან ერთად გავიდა თბილისის შემოსასვლელთან, სადაც დახვდათ სასწრაფოს მანქანა, რომელიც პატრულს ჰყავდა შეჩერებული. გაჩხრიკეს ეკიპაჟი - ზ-----------ა, რ--------------ა და ჯ--------–---------. მან მონაწილეობა მიიღო ზ-----------ას ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. გაიგონა საუბარი, რომ ჯ--------–--------- უთითებდა, რომ მანქანაში ინახავდა ნარკოტიკებს. მან დაურეკა ექსპერტებს, რომელთა მონაწილეობით ჩატარდა ავტომანქანიდან ნარკოტიკების ამოღება. მან გაიგო, როგორ განაცხადა ჯ--------–---------მ, რომ ამოღებული ნარკოტიკი ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და ,,ბ----–-ს“.
3.20. მოწმე დ-------–-------მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფთან ერთად, მივიდა თბილისის შემოსასვლელთან, სადაც დახვდათ პატრულის მიერ შეჩერებული სასწრაფოს რ-----------–ი, რომლის უკანა ნაწილში იჯდა ჯ--------–---------. მან მონაწილოება მიიღო ჯ--------–---------ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან მან ამოიღო პოლიეთილენის პარკში შეხვეული 22 აბი და აბის ნატეხები, რაზეც ჯ--------–---------მ განმარტა, რომ იყო ნარკოტიკული ნივთიერება ,,სუბოტექსი“, რაც ეკუთვნოდა მას, ასევე მიუთითათ, რომ დარჩენილ აბებს იგი ინახავდა რ-----------–ის სალონში, რაც ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და გ------------------–---–ს. მოიწვიეს ექსპერტები, რომელთა თანდასწრებით ჩატარდა ავტომობილიდან ნარკოტიკების ამოღება. ჯ--------–---------მ საკუთარი ხელით გახსნა სამედიცინო ყუთი, რომლიდანაც ამოიღო პლასტმასის ქილა, რომელიც სავსე იყო აბებით, რაც დაითვალეს და აღმოჩნდა 843 აბი და აბის ნატეხები.
3.21. მოწმე ჯ----------–--ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იმყოფებოდა თბილისის შემოსასვლელთან და მონაწილეობა მიიღო ჯ--------–---------ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკში შეხვეული აბები, წარწერით B8 და აბის ნატეხები. ჯ--------–---------მ განაცხადა, რომ აბები ეკუთვნოდა მას და ასევე აბებს ინახავდა რ-----------–ში, რომელიც ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და გ------------------–---–ს (ბ----–-ს). ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ამოღება, რა დროსაც ჯ--------–---------მ მიუთითა სამედიცინო ყუთზე, საიდანაც თავადვე ამოიღო პლასტმასის ქილა, რომელსაც მოხადა წითელი ფერის თავსახური, რომელშიც მოთავსებული იყო აბები, რაც დაითვალეს ექსპერტებმა, იყო 843 აბი და აბის ნატეხები.
3.22. მოწმე დ----------–---–---მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, იყო სამსახურში, რა დროსაც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაემგზავრა თბილისის შემოსასვლელთან, სადაც უნდა დახვედროდნენ მ---------ის მარკის ,,ს----------ს“, რომელიც შემთხვევის ადგილზე დახვდათ პატრულის მიერ შეჩერებული. რ-----------–ში უკან იჯდა ჯ--------–---------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის უკანა ჯიბიდან დ-------–-------მა ამოიღო პოლიეთილენის პარკში გახვეული 22 აბი და აბის ნატეხები, რაზეც ჯ--------–---------მ განმარტა, რომ იყო ნარკოტიკი და ასევე მიუთითათ, რომ დანარჩენს ავტომანქანაში ინახავდა. გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მონაწილეობით ავტომანქანიდან ამოიღეს დარჩენილი 843 აბი, რაზეც განმარტა, რომ იყო სუბუტექსი, რომელიც ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და ,,ბ----–-ს“, რაც შენიშვნის სახით შეტანილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმში.
3.23. მოწმე გ-------------–---–მა (ექსპერტ-კრიმინალისტი) განმარტა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, მეწყვილესთან - გ------------სთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო რ-----------–იდან ქილის ამოღებაში, სადაც მოთავსებული იყო აბები. ადგილზე დახვდათ დაკავებული პირი, რომლის მითითებით ამოიღეს სწორედ პოლიეთილენის კოლოფი, რომელშიც არმოჩნდა 843 მოთეთრო აბი და ორი აბის ნატეხი, რაც დაითვალეს და დალუქეს. პირმა, რომელმაც წარმოადგინა აბები, განმარტა, რომ ამოღებული იყო ,,სუბუტექსი“ და ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და გ------------------–---–ს.
3.24. იგივე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გ------------მ.
3.25. მოწმე თ---------–--------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წელს იანვარში მათ სააგენტოს მიმართა გ------------------–---–მა, რომელსაც სურდა პ------ში გამგზავრება, რაშიც მათ გაუწიეს მომსახურება, საკონსულო საბუთების მომზადება, პ------ში სასტუმროს მოძიება და ბილეთის დაჯავშნა თ---–--------------–----------------------–----------------------–--ი. ანგარიშსწორება გ-------მ განახორციელა ნაღდი ანგარიშსწორებით. პ------იდან გ------- დაუკავშირდა მათ ოპერატორს და ერთი დღე გაახანგრძლივა პ------ში ყოფნა, შესაბამისად გადაიცვალა ბილეთიც. გამგზავრების მიზეზი გ------------------–---–-სთვის მას არ უკითხავს.
3.26. მოწმე ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 30 მარტს მან მონაწილეობა მიიღო ი-----–----------ს სახლის ჩხრეკაში, რომელსაც ესწრებოდნენ ი-----–----------ს ადვოკატი - ს--–------------–---–ი, მეუღლე და მძღოლი - გ----------–---–ი, რა დროსაც ეზოს ღობის ძირში დაყრილ ფიცრებთან ნანახი იქნა ყუთი, რომელშიც მოთვსებული იყო იარაღი, რაზეც გ----------–---–მა განმარტა, რომ ეს იარაღი მან გამოიტანა ი-----–----------ს კაბინეტიდან და დამალა ეზოში.
3.27.მოწმე ლ-------------ემ განმარტა, რომ ი-----–----------სგან გაიცნო გ------------------–---–-, რომელთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, ერთად აკეთებდნენ ელექტრო სიგარეტების მაღაზიას. გ------- კარგად ერკვეოდა ელექტრო სიგარეტებში. მათ ერთად იქირავეს ფართი ე-–------ს დაღმართზე, გაარემონტეს, ავეჯიც შეიტანეს და დარჩენილი ჰქონდათ მხოლოდ ელექტრო სიგარეტების და სითხეების ჩამოტანა, რაზეც ჰქონდათ მიმოწერა ინტერნეტით სხვადასხვა ქვეყნებში დისტრიბუტორ კომპანიებთან. ჰქონდათ სამსახურებრივი მეილი და ფეისბუქ გვერდი. მათ მაღაზიას ერქვა ,,ღ------–---“. დათვლილი ჰქონდათ ხარჯები, რაც უნდა გაეღო ი-----–---------ეს. მათ საქმიანობაში ეხმარებოდათ ასევე ა---------–---------–---–ი, მუშაობდნენ გუნდურად, როლები არ ჰქონდათ განაწილებული.
3.28. მოწმე ა---------–---------–---–მა განმარტა, რომ გ------------------–---–- გაიცნო ი-----–----------სგან, რომელთან ერთადაც აწარმოებდა ელექტრონული სიგარეტების ბიზნესს. მან პირადად დაიქირავა მაღაზია, რომელიც გაარემონტეს და გ-------ს უნდა ჩამოეტანა საზღვარგარეთიდან საქონელი. მაღაზიის ქირა არ გადაუხდიათ, რადგან შეთანხმებისამებრ, გადახდას მაღაზიის ამუშავების შემდეგ განახორციელებდნენ. მაღაზიაში ავეჯი დაამზადებინა გ-------მ. გ------- იყო მისი პარტნიორი შპს ,,ვ-------ში“, თუმცა რეესტრის ამონაწერში მისი სახელი არ ფიგურირებს, რადგან მათ შორის არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება პარტნიორობაზე.
3.29. მოწმე თ--------------------–-–---–მა განმარტა, რომ იგი არის მხატვარ-დეკორატორი, აქვს კომპანია, რომელიც ამზადებს ავეჯს. გ------------------–---–-ს თხოვნით მისი ელექტრონული სიგარეტების მაღაზიისთვის დაამზადა ავეჯი, რომლის ხარჯი - დაახლოებით 3000 ლარის ოდენობით ჰონორარის სახით და ავეჯის მასალის ხარჯი სულ დაახლოებით 6000 ლარის ოდენობით, გ-------მ გადაუხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, შპს ,,ვ-------ის“ სახელით. გ-------ს მაღაზია მდებარეობდა ე-–------ს დაღმართზე. გ------- ელექტრონული სიგარეტების ბიზნესს აწარმოებდა ი-----–---------ესთან ერთად.
3.30. მოწმე დ------------–---–მა განმარტა, რომ მას აქვს ელექტრონული სიგარეტების ბიზნესი, ჰქონდა მაღაზია ,,ღ-------–ი“, სადაც ახდენდა პროდუქციის რეალიზაციას. გ------- დაინტერესებული იყო ამ ბიზნესით, ფლობდა სპეციფიურ ცოდნას, ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ კომპანიებთან და შეთანხმდნენ, რომ მაღაზიების გახსნის შემდეგ, ითანამშრომლებდნენ, თუმცა გ------- დაიკარგა, როგორც აღმოჩნდა დააკავეს. გ-------ს ელექტრონული სიგარეტების მაღაზიისთვის შერჩეული ჰქონდა სახელი ,,ღ------–---“ და ჰქონდა ლოგო.
3.31. მოწმე დ---------------ემ განმარტა, რომ იგი არის დიზაინერი. გ------------------–---–ს, რომელთანაც ჰყავდა საერთო მეგობრები, 2016 წლის შემოდგომაზე უწევდა დიზაინერულ კონსულტაციებს ელექტრონული სიგარეტების მაღაზიასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაეხსნა გ-------ს. გ-------ს მაღაზია მდებარეობდა ე-–------ს დაღმართზე. გ-------ს ჰყავდა ბიზნეს პარტნიორი, თუმცა მისი ვინაობა არ იცის.
3.32. ი-----–----------ს პირადი ჩხრეკის (30.03.2018) ოქმით ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ა------ის ფირმის მობილური ტელეფონი და ინსულინის ერთჯერადი შპრიცი.
3.33. ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკის ოქმით (24.01.2017) ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 22 აბი და აბის ნატეხები. აბებს აღენიშნებოდათ წარწერა „B8“.
3.33. 2017 წლის 25 იანვარის ამოღების ოქმით ექსპერტების მიერ ავტომქანანა „M----------------“-ის ე.წ. რ-----------–იდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის პლასტმასის ქილა წითელი თავსახურით, რომელშიც მოთავსებული იყო 843 აბი, თითოეულ აბზე წარწერით B8 და აბის ორი ცალი ნატეხი.
3.34. ს----------–----–----------------------------------------–----------------------------- ექსპერტის N-------------- დასკვნის თანახმად ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული თეთრი ფერის ოვალური ფორმის 22 ცალი აბი, თითოეული ლოგოთი „B8“ და თეთრი ფერის სხვადასხვა ზომის ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად, საერთო წონით 10,5273 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების, ნიშნების მქონე ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ აბებს, ნატეხებს და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა 0,2105 გრამი.
ჯ--------–---------ს მითითებით ამოღებული, თეთრი ფერის ოვალური ფორმის 843 ცალი აბი, თითოეული ლოგოთი „B8“ და „8“ საერთო წონით -332,4696 გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ აბებს და ნატეხებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა 6,6493 გრამი.
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობა შეადგენს 6,8598 გრამს.
3.35. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–მა და გ-------–------–----ემ.
3.36. ს----------–----–----------------------------------------–----------------------------- ექსპერტის N---------------- დასკვნით ი-----–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთჯერადი მოხმარების 1 მლ-იანი ე.წ. „ინსულინის“ ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, წონით 0,000032 გრამი.
3.37. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ----------–---–მა და ს--------–-------ამ.
3.38. საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს/ მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს/ სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების 2017 წლის 9 მარტის წერილით, დადგენილია, რომ ჯ--------–---------მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სსკგ ,,ს------ს“ გავლით გადაკვეთა 2017 წლის 24 იანვარს 8:44 საათზე და გადმოკვეთა 2017 წლის 24 იანვარს 16:48 საათზე. გ------------------–---–მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სსკგ თ---–--------------------- გავლით გადაკვეთა 2017 წლის 18 იანვარს 11:01 საათზე და გადმოკვეთა 2017 წლის 24 იანვარს 21:11 საათზე.
3.39. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენით, ჯ--------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.40. ი-----–----------ს სახლის ჩხრეკის (30.03.2018) შედეგად ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი წარწერით „ბერეტა“, ნომრით N------- და ორი მჭიდი, რომელთაგან ერთ მჭიდში მოთავსებულია 10 ცალი ვაზნა.
3.41. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 ივნისის N--------- წერილით თ------------------ის გარდაცვალების თარიღია 2017 წელი 31 მარტი.
3.42. ს----------–----–----------------------------------------–---------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით, რომელიც მხარეებმა უდავოდ გახადეს, პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, კომპანია „PIETRO BERETTA“-ს წარმოების, 9 მმ კალიბრის პისტილეტის მოდელი „9---“. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. მჭიდში არსებული 10 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ ლუგერის 9 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ (9X19მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლოტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3.43. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N--------- ექსპერტის დასკვნით, მოლურჯო ფერის, პოლიმერული მასალის, ყუთის სახელურებსა და ჩამკეტზე (რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი, მჭიდითა და ვაზნებით) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მისი მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–---------ეს.
3.44. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–მა.
3.45. საქართველოს შს სამინისტროს ს-----------–--------–-----------------------------------------–----–----------------------–---------------------–---------------–---------------- 2018 წლის 7 ივნისის წერილით შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით თ-----------–--–--------------ის (პ--------------) სახელზე რეგისტრირებულია „BERETTA-92“ მარკა-მოდელის, 9x19 კალიბრის ნომრი N-------- პისტოლეტი.
3.46. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ----------------------------------------–----–--------------------------------–--------------–---------------–-------------------------- განყოფილების უფროის ჯ---------–----–--ის 2018 წლის 8 ივნისის წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 28 თებერვლის N--- ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის შესახებ“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის ჩამორთმევას თუ იარაღის მესაკუთრის გარდაცვალებიდან 7 თვის ვადაში არ იქნება უზრუნველყოფილი იარაღის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
3.47. ბრალდებულმა გ------------------–---–მა განმარტა, რომ ი-----–---------ეს იცნობს 2016 წლიდან და მასთან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა, ერთად გეგმავდნენ ელექტრონული სიგარეტების ბიზნესის გაკეთებას. ფართიც იქირავეს ე-–------ს დაღმართზე, ავეჯიც შეიტანეს. მისი სახელი რეესტრში დაფიქსირებული არ არის, ვინაიდან შეთანხმება იყო ზეპირსიტყვიერი და ნდობაზე დაფუძნებული. ვინაიდან ამ ბიზნესისთვის ყველაზე განვითარებული ბაზარი იყო ს-----------ში, იგი გაემგზავრა პ------ში, სადაც 2017 წლის 19-20 იანვარს ჰქონდა საქმიანი შეხვედრები. 21 იანვარს დაგეგმილი იყო დიდი შეკრება, რასაც გადაწყვიტა, რომ დასწრებოდა. დაუკავშირდა ტურისტულ კომპანიას და სთხოვა ბილეთის გადაცვლა. 22 იანვარს იყო ქ------------ში, 24 იანვარს შეხვდა გლიცერინის მწარმოებელ ფირმას, შეიძინა სასინჯად მცირე რაოდენობა ტესტერები და ავტობუსით გამოემგზავრა ს------სკენ, საიდანაც ტაქსით ჩავიდა ბ------ში, იქ სხვა ტაქსში გადაჯდა და გამოემგზავრა თბილისისკენ. ტ---------ში იგი ჯ--------–---------ს არ შეხვედრია, არც დაუნახავს იგი სადმე და ნარკოტიკი არ გადაუცია მისთვის. ტ---------ში იგი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არ ყოფილა. თბილისისკენ მგზავრობის დროს ჩაეძინა. თბილისის შემოსასვლელთან გააღვიძეს, ბევრი პოლიციელი დაეხვია თავზე და ეუბნებოდნენ, რომ ყველა იყო დაკავებული, ი-----–---------ე და ჯ--------–--------- და მოითხოვდნენ მისგან, რომ ხელი დაედო ი-----–----------სთვის. ეკითხებოდნენ რატომ იყო ს-----------ში წასული, რაზეც მან აჩვენა ტელეფონში საქმიანი მიმოწერები, რის შემდეგ დაიწყეს მასზე ზეწოლა. გადაიყვანეს ავტომანქანიდან, აკავებდნენ და უტარებდნენ ჩხრეკას, დაუწყეს ჯიბეებში ხელის ჩაყოფა. იგი ითხოვდა ადვოკატს, რა დროსაც ერთმა პოლიციელმა გაშალა ხელი და დააბრალეს მას, რომ თითქოს ამოიღეს მისგან ნარკოტიკი. შემდეგ იგი გააშიშვლეს და ყინვაში აბუქნავეს, რითაც იგი დაამცირეს. მისი ბარგი არავის გაუჩხრეკია. მასზე ზეწოლა გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაშიც, სადაც ასევე ითხოვდნენ ი-----–----------სთვის დაედო ხელი. პოლიციაში თვალი მოკრა ჯ--------–---------ს, რომელიც იყო აწითლებული და რომლის ცემის ხმა ესმოდა მანამდე. ჯ--------–---------ს სახეზე იცნობდა, რადგან ი-----–---------ესთან ყავს ნანახი რამდენჯერმე. ი-----–---------ესთან საიდუმლო ტელეფონით არ კონტაქტობდა. ი-----–---------ე პერიოდულად ურიცხავდა თანხას მაღაზიის საქმეებთან დაკავშირებით. საქმიანი მიმოწერა, რაც მეილზე ჰქონდა ვერ წარმოადგინა, რადგან პასვორდი არ ჰქონდა. მას ი-----–---------ესთან ნარკოტიკებთან დაკავშირებით არავითარი კავშირი არ ჰქონია.
3.48. ბრალდებულმა ი-----–---------ემ განმარტა, რომ 2011 წლის 24 მარტს დააკავეს აეროპორტში, ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და სასჯელის სახით განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საფუძვლად ედო პოლიტიკური მოტივი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შუამდგომლობით პრეზიდენტმა იგი შეიწყალა 2013 წელს. ჯ--------–--------- გაიცნო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას და ჩამოუყალიბდა ახლობლური ურთიერთობა, მიდიოდა მის ოჯახში და მიჰქონდა ამბები. ჯ--------–--------- დაუახლოვდა მის მამას, რომელთანაც ჰქონდა მისგან დამოუკიდებელი ურთიერთობა. გათავისუფლების შემდეგ, მას მიაკითხა და უთხრა, რომ ესაჭიროებოდა სამსახური. მან დააწყებინა მუშაობა მძღოლად წიგნების დისტრიბუციაში. ამავდროულად მიაკითხა მის მამას და სთხოვა სასწრაფოს მძღოლობა და დაიწყო კიდეც 2017 წლის იანვარში. მან გადაწყვიტა დაეწყო ელექტრონული სიგარეტების ბიზნესი და გაიგო, რომ გ------------------–---–- იყო ამ თემის სპეციალისტი, დაუკავშირდნენ და დაიწყეს თანამშრომლობა. მას უნდა მოეზიდა ინვესტიცია, ხოლო გ-------ს ეზრუნა რეალიზაციაზე. გ-------სთან ჰქონდა ჯენტლმენური შეთანხმება, რის გამოც მასთან წილები ოფიციალურად გაფორმებული არ ჰქონია. გ-------მ მოიძია ფართი ე-–------ს დაღმართზე. გ------- იყო დაკავებული მაღაზიის დიზაინით, რემონტით და ასევე გაემგზავრა იანვრის შუა რიცხვებში ევროპასა და თ--------ში ბიზნეს ურთიერთობების დასალაგებლად. მოგვიანებით გაიგო, რომ დააკავეს ჯ--------–--------- ნარკოტიკით და მალევე გაიგო, რომ გ-------ც იყო დაკავებული. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ---სგან მოითხოვდნენ მისთვის დაედო ხელი, რის გამოც მიმართა სახალხო დამცველს. დაკავების შემდეგ, მეორე დილით, ჯ--------–---------ს გააკეთებინეს მინაწერი ჩხრეკის ოქმზე, რომ ნარკოტიკი ეკუთვნოდა მას, ი-----–---------ეს და გ------------------–---–ს. ასევე მოითხოვდნენ გ------------------–---–-სგან, რომ უნდა ეთქვა, რომ ჯ---სგან ამოღებული ნარკოტიკი ეკუთვნოდა ი-----–---------ეს, რის სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. 2017 წლის თებერვალში იგი დაიბარეს პოლიციაში და გამოკითხეს. 2018 წლის 30 მარტს, სახლიდან გამოდიოდა, რა დროსაც იგი დააკავეს. დაკავებამდე მას მძღოლმა გ----------–---–მა უთხრა, რომ წინა დღეს მასთან იყო ზ--------–-–---–ი, რომელიც დაემუქრა დანაშაულის დაფარვისთვის დაჭერით, საუბარი იყო მისი მამის იარაღზე. 2018 წლის მარტში, დაურეკა დედამ, რომ კატასტროფის ცენტრიდან წამოსაღები იყო მამის ნივთები, რომელიც იყო უკვე გარდაცვლილი. ჩანთაში ჩააწყო მამას ნივთები, მათ შორის იყო მამას იარაღი, რაც მან გაატანა გ----ს და შეინახა კაბინეტში, უჯრაში. მამას გარდაცვალებიდან გასული იყო 11 თვე და მას შემდეგ იგი იარაღს არც შეხებია, თუმცა მისთვის ცნობილი იყო, რომ იარაღი ინახებოდა მის კაბინეტში. მამას ავადმყოფობის შემდეგ იგი იყო ე.წ. ,,ფოსტალიონი“ მამასა და კ---------------------–-----–------ს შორის. იგი ცენტრს არასდროს ხელმძღვანელობდა არც ფაქტიურად და არც იურიდიულად. მას ცენტრის თანამშრომლებისთვის დირექტივები არასდროს მიუცია. ლ-----–-–---–---–ი იყო ჯ--------–---------ს მეგობარი და დაეხმარა მას ცენტრისთვის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამონტაჟების დროს. თანხა გადაიხადა კ---------------------–-----–------ის ბიუჯეტიდან. ლ----მა გაიცნო მისი მამა, რომლისთვისაც უთქვამს, რომ ჰქონდა ,,c ჰეპატიტი“, ანალიზის პასუხები იყო განსხვავებული და სთხოვა დახმარება. მამასთან შეთანხმდა მგზავრობის თანხა, თუმცა მისთვის უცნობია, რა შეღავათი გაუკეთათ მამამ. ისარგებლეს მისი ტელეფონით, რა დროსაც მამას მითითებით, რ--------------ა ესაუბრა თ--------ის კლინიკას თ--------– ენაზე. გამგზავრების დღე ტრანსპორტირების თანხა არ გადახდილა. თანხა გადაიხადა ჯ--------–---------მ, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე. თანხა შეთანხმებული იყო მის მამასთან, რადგან იყო 200-300 ლარით ნაკლები. ტრანსპორტირების თანხა მას შესაძლოა გადასცა ჯ--------–---------მ და მან ოპერატორის მაგიდაზე დადო. ნ---------------ე ცრუობს, როდესაც განაცხადა, რომ ტრანსპორტირების მეორე დღეს მან გადაიხადა თანხა. ზ-----------ას მისგან არ გაუგია შ-–---–---–-ს ტრანსპორტირების თაობაზე. რ--------------ამ შესაძლოა მისგან გაიგო. მისი ტელეფონით რ--------------ამ ერთხელ დარეკა თ--------ში. როდესაც რ-----------–ი გაფუჭდა, მას იმიტომ დაურეკა ზ-----------ამ, რომ იყო გვიანი ღამე და მოერიდა მამასთან დარეკვას. მან დაურეკა გ----------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მიხედავდა, რაც მან შეატყობინა ზ-----------ას. გ----------–---–მა ისევ დაურეკა და უთხრა, რომ მოაგვარა. მან ჯ--------–---------საც და გ------------------–---–საც გაუგზავნა ადვოკატები, რადგან მის ოჯახს აინტერესებდა, რა მოხდა. მისი მეუღლე მივიდა ჯ--------–---------ს დედასთან და მიუტანა მანქანის გასაღები.
3.49. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელ----ტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
3.50. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
3.51. სასამართლო სიღრმისეულად მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ რელ----ტურ მტკიცებულებებს და განმარტავს თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალკე და მათი ერთობლივი ანალიზი.
3.52. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------ემ მონაწილეობდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების (865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები) თ--------ში შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.53. სასამართლოში დაკითხულმა არაერთმა მოწმემ, მათ შორის შპს ,,კ----------–-------–-----–------ში“ დასაქმებულმა პერსონალმა, ცალსახად დაადასტურა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში, მამის ავადმყოფობის გამო, სწორედ ი-----–---------ე ახორციელებდა ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას შპს ,,კ----------–-------–-----–------ში“ და სწორედ მისი უშუალო ზედამხედველობით მოხდა ლ-----–-–---–---–ის სასწრაფო დახმარების მანქანით თ--------ში ტრანსპორტირება. მოწმე ჯ--------–---------მ, დაადასტურა, რომ ი-----–---------ესთან შეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ი-----–----------ს მიერ მისი კ----------–-------–-----–------ში მძღოლად აყვანა, რათა მოგვიანებით მას მოეხდინა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ი-----–---------ეს, მისი გავლენის გათვალისწინებით, არ გასჭირვებია ჯ--------–---------ს მის ოჯახურ ბიზნესში დასაქმება, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ბუნებაში არ არსებობდა მისი დანიშვნის ბრძანება და არც ოფიციალური ხელფასი გაცემულა მასზე, რაც ცალსახად დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა თ------------–-–---–მა და ბუღალტერმა თ---------------–---–მა, რაც ადასტურებს ი-----–----------ს მიერ დანაშაულის კარგად გათვალეს, დაგეგმვას და განხორციელებას. ი-----–----------ს მიერ მამის ავადმყოფობის პერიოდში შპს ,,კ----------–-------–-----–------ში“ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი ასევე დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა სხვა თანამშრომლებმა: გ----------–---–მა, ა-------------–---–მა, ნ------------–-----მა და თ---------------–---–მა.
3.54. მოწმე ჯ--------–---------მ დაადასტურა, რომ მან გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე იცოდა, ვის უნდა გადაეცა მისთვის თ--------ში ნარკოტიკი, ასევე ტრანსპორტირებისთვის წინასწარ შეარჩიეს პაციენტი - ლ-----–-–---–---–ი, რომელსაც ი-----–---------ეც იცნობდა. ამასთან, საყურადღებოა ი-----–----------ს აშკარა და დაუფარავი დაინტერესება ამ მარშრუტის განხორციელებაში, როდესაც სწორედ მან დაგეგმა და ასევე გადაიხადა ტრანსპორტირებისა და ჩატარებული გამოკვლევის თანხა, რაც დაადასტურეს, როგორც ჯ--------–---------მ, ასევე თავად ლ-----–-–---–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ოფისში დაიბარა ი-----–---------ემ და შეახვედრა ექიმს, რომელსაც უნდა მოეხდინა მისი ტრანსპორტირება, მაშინ, როდესაც არც ი-----–----------სთვის და არც ჯ--------–---------სთვის, არასდროს უთხოვნია თ--------ში ანალიზებისთვის ტრანსპორტირება. ექიმმა ზ-----------ამ ასევე დაადასტურა, რომ პაციენტს, რომელიც უნდა გადაეყვანა თ--------ში, ი-----–---------ემ შეახვედრა მისსავე კაბინეტში. ი-----–----------ს მიერ დანაშაულის გულდასმით დაგეგმვასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შპს ,,კ----------–-------–-----–------ის“ ექთნის რ--------------ას ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ გამგზავრების წინა დღეს, ი-----–----------ს თხოვნით და მისივე ტელეფონით ორჯერ დარეკა თ--------ის კლინიკაში, პაციენტის ჩასაწერად. ი-----–----------ს უშუალო ჩართულობაზე ლ-----–-–---–---–ის თ--------ში ტრანსპორტირების პროცესში, ასევე ეჭვგარეშე მიუთითეს შპს ,,კ----------–-------–-----–------ის“ ოპერატორებმა ქ--------------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ გამგზავრების დღეს პაციენტ ლ-----–-–---–---–ს თანხა არ ჰქონდა და შესაბამისად არც გადაუხდია, ხოლო ნ---------------ემ განმარტა, რომ გამგზავრების მეორე დღეს, ლ-----–-–---–---–ის ტრანსპორტირების თანხა გადაიხადა ი-----–---------ემ, რადგან მისი თქმით, პაციენტს უჭირდა. რაც შეეხება თ--------ში ჩატარებული კვლევის საფასურის გადახდას, აქაც მნიშვნელოვანია ი-----–----------ს ბოლომდე ჩართულობა, როდესაც იმ ვითარებაში, როდესაც თავად ლ-----–-–---–---–ის მიერ დადასტურებულია, რომ მას თანხა საერთოდ არ ჰქონდა, მისი ანალიზების საფასური გადაიხადა ექიმმა ზ-----------ამ, რომელმაც აუხსნა, რომ თანხა ჯ--------–---------მ მისცა, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ თანხით იგი ი-----–---------ემ უზრუნველყო. სასამართლო ასევე მიაქცევს ყურადღებას ი-----–----------ს პირად გადაწყვეტილებას, როდესაც, მას შემდეგ, რაც თ--------ში გაგზავნილი რ-----------–ი მწყობრიდან გამოვიდა, როდესაც სწორედ მისი უშუალო ჩარევით მოხდა სხვა რეგიონიდან გამოთავისუფლებული რ-----------–ით გზის გაგრძელება, რაც უტყუარად დაადასტურეს მოწმეებმა ზ-----------ამ, რომელმაც პირადად დაურეკა ი-----–---------ეს და საქმის კურსში ჩააყენა იგი, ასევე ბრიგადის სხვა წევრებმა - ჯ--------–---------მ, რ--------------ამ და პ------------–---–მა, ასევე გ----------–---–მა, რომელსაც დაავალა ი-----–---------ემ ჯერ გასამგზავრებლად რ-----------–ის შერჩევა, ხოლო მისი მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, სხვა ფ--–---–იდან ჩანაცვლება. ასევე მნიშვნელოვანია ი-----–----------ს გადაწყვეტილება, როდესაც გზა განაგრძო ჯ--------–---------მაც, რომლის ფუნქცია ამ მგზავრობისას იქნებოდა გაუგებარი, რომ არა დანაშაულებრივ გეგმაში მისი აქტიური როლი.
3.55. მოწმე ჯ--------–---------მ დაადასტურა, რომ თ--------ში, ქ------------ში იგი შეხვდა გ------------------–---–ს, რომელმაც გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება. სასამართლო, ეჭვქვეშ არ აყენებს მოწმის ჩვენების გულწრფელობას, თუმცა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვინ გადასცა მას თ--------ში ნარკოტიკი, მხოლოდ მისი ჩვენების საფუძველზე უტყუარად ვერ დაადგენს, რაზეც სასამართლო დაწვრილებით ქვემოთ იმსჯელებს.
3.56. საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს/ მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს/ სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების 2017 წლის 9 მარტის წერილით, უტყუარად არის დადგენილი, რომ ჯ--------–---------მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სსკგ ,,ს------ს“ გავლით გადმოკვეთა 2017 წლის 24 იანვარს 16:48 საათზე და ამ გზით საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებები.
3.57. მოწმეების: ჯ--------–---------ს, ლ-–--------------–---–ის, დ-------–-------ის, ჯ----------–--ის, დ----------–---–---ის, ასევე შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ექსპერტ-კრიმილალისტების - გ-------------–---–ის და გ-----------ის ჩვენებებით, რომელთა სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა, ასევე ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკის (25.01.2017) და ავტომანქანიდან ნარკოტიკის ამოღების ოქმებით (25.01.2017), უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 22 აბი და აბის ნატეხები, ხოლო ჯ--------–---------ს მითითებით ავტომქანანა „M----------------“-ის ე.წ. რ-----------–იდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის პლასტმასის ქილა წითელი თავსახურით, რომელშიც მოთავსებული იყო 843 აბი და აბის ორი ნატეხი, რაც ს----------–----–----------------------------------------–----------------------------- ექსპერტის N-------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ წარმოადგენს ქარხნული დამზადების, ნიშნების მქონე ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ აბებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობა შეადგენს 6,8598 გრამს. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ყველა მოწმემ, მათ შორის გამომძიებლებმა, მედ. პერსონალმა და თავად ჯ--------–---------მ დაადასტურეს ის გარემოება, რომ ნარკოტიკული საშუალების ამოღებისთანავე, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ამოღებული ნარკოტიკები, მასთან ერთად ეკუთვნოდა, მათ შორის ი-----–---------ეს, რის შესახებ შენიშვნის სახით გაკეთებულია მინაწერი შემთხვევის ადგილზე შედგენილ ამოღების ოქმზე.
3.58. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ჯ--------–---------ს, მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის.
3.59. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–---------ე არ ახორციელებდა შპს ,,კ----------–-------–-----–------ში“ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას, ასევე იმ არგუმენტაციას, რომ მას, ჯ--------–---------სთან ერთად ორგანიზებულად არ შეუძენია და საქართველოში არ შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, ვინაიდან ჯ--------–--------- ცრუობს, რადგან მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით დააბრალა დანაშაული ი-----–---------ეს. ვინაიდან სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომელიც მიიჩნევს, რომ მოწმის მიერ იმუნიტეტის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების მტკიცებულებად დაშვება და გამოყენება ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოებას ავტომატურად უსამართლოდ არ აქცევს. სასამართლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამოწმებს, რამდენად ეფუძნებოდა ბრალდებულის მსჯავრდება იმ მტკიცებულებას, რომელთან მიმართებაშიც ბრალდებულმა ვერ შეძლო, ან საკმარისად ვერ შეძლო დაცვის უფლებების განხორციელება; იყო თუ არა პროცესი შეჯიბრებითი და შეეძლო თუ არა ბრალდებულს ეროვნულ დონეზე მტკიცებულების დაშვებისა თუ გამოყენების გასაჩივრება, მის გამოკვლევაში მონაწილეობა, შეკითხვის დასმა და თავისი ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა, ანუ საბოლოო ჯამში, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Erdem v. Germany, 2004 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Verhoek v. Netherlands). ამდენად, ჯ--------–---------, რომელიც სასამართლოში დაიკითხა მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა იგი და დაესვა მისთვის საინტერესო და კრიტიკული შეკითხვები. დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გადაემოწმებინა ყველა ის საკითხი, რაც მისთვის იყო აქტუალური. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა იმ სამართლებრივი გარანტიის გათვალისწინებით, რითაც დაუბრკოლებლად ისარგებლა დაცვის მხარემ მოწმე ჯ--------–---------ს ჯვარედინი დაკითხვისას, აპრიორი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მოწმის ჩვენების სანდოობას მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული იქნა საპროცესო შეთანხმება. ამასთან, ჯ--------–---------ს სანდოობის შემოწმებისას, სასამართლოსთვის მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჯ--------–---------მ ი-----–----------ს მამხილებელი განცხადება გააკეთა არა საპროცესო შეთანხმების დადების შემდგომ, არამედ სპონტანურად, მისი დაკავებისთანავე, ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი იძულების გარეშე, ასევე სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დაკვირვებოდა მოწმეს ჩვენების მიცემის პროცესში და მისი შეფასებით, ჯ--------–---------ს ჩვენება არის მყარი და სანდო.
3.60. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------ე მონაწილეობდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების (865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები) თ--------ში შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.
3.61. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------ემ უკანონოდ შეინახა გარდაცვლილი მამის პისტოლეტი ორი მჭიდით და 10 ვაზნით. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.62. მოწმე გ----------–---–მა, რომელიც მუშაობდა ი-----–----------ს პირად მძღოლად, დაადასტურა, რომ 2018 წლის 30 მარტს (ი-----–----------ს დაკავების დღეს), მას დაუკავშირდა ი-----–----------ს მეუღლე - თ---------ა და უთხრა, რომ ი-----–- იყო დაკავებული და წ-----ში, კაბინეტიდან გამოეტანა იარაღი. მან იარაღი შეახვია პოლიეთილენის პარკში და ეზოში გადამალა სამშენებლო მასალებში. მოგვიანებით, მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სახლის ჩხრეკა და ეზოში აღმოაჩინეს იარაღი, რაზეც მან განაცხადა, რომ ეს იარაღი მან გამოიტანა სახლიდან. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ი-----–---------–---–მა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ი-----–----------ს სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ეზოს ღობის ძირში დაყრილ ფიცრებთან ნანახი იქნა ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო იარაღი, რაზეც გ----------–---–მა განმარტა, რომ ეს იარაღი მან გამოიტანა ი-----–----------ს კაბინეტიდან და დამალა ეზოში. სახლის ჩხრეკის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ ი-----–----------ს სახლის ჩხრეკისას ეზოდან ამოიღეს შავი ფერის პისტოლეტი წარწერით „ბერეტა“, ნომრით N------- და ორი მჭიდი, რომელთაგან ერთ მჭიდში მოთავსებული იყო 10 ცალი ვაზნა. საქართველოს შს სამინისტროს ს-----------–--------–-----------------------------------------–----–----------------------–---------------------–---------------–---------------- 2018 წლის 7 ივნისის წერილით ი-----–----------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული „BERETTA-92“ მარკა-მოდელის, 9x19 კალიბრის ნომერი N-------- პისტოლეტი, რეგისტრირებულია მის გარდაცვლილ მამაზე თ-----------–--–--------------ეზე. სასამართლოსთვის ასევე დადასტურებულია და არც დაცვის მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ ი-----–---------ემ, გარდაცვლილი მამის ნივთებთან ერთად წამოიღო ეს პისტოლეტი მისი სამსახურიდან და შეინახა მის კაბინეტში, ისე რომ იარაღი მის სახელზე გადაფორმებული არ ყოფილა. სასამართლოს სურს აღნიშნოს ი-----–----------ს შემხებლობა მისი სახლიდან ამოღებულ იარაღთან, ვინაიდან ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N--------- ექსპერტის დასკვნით, იმ ყუთის სახელურებსა და ჩამკეტზე, რომელშიც მოთავსებული იყო პისტოლეტი, მჭიდითა და ვაზნებით, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მისი მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–---------ეს.
3.63. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------ემ უკანონოდ ინახავდა გარდაცვლილი მამის სახელზე რიცხულ პისტოლეტს ორი მჭიდით და 10 ვაზნით.
3.64. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ------------------–---–-ს მონაწილეობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონო შემოტანაში. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.65. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
3.66. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ბრალდებულ გ------------------–---–ს ედავება, რომ ,,2017 წლის იანვრის თვეში, ი-----–---------ე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს გ------------------–---–ს და ჯ--------–---------ს, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას. ი-----–---------ემ, გ------------------–---–მა და ჯ--------–---------მ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. შეთანხმებისამებრ გ------------------–---–-, ი-----–----------ს ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში და უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად.“ ასევე ,,2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტ---------ში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ--------–--------- ფარულად შეხვდა გ------------------–---–ს, რომელმაც საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან და ფხვნილთან ერთად“.
3.67. სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ გ------------------–---–-სთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოწმე ჯ--------–---------ს ჩვენება, ასევე ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანიდან ნარკოტიკების ამოღების შემსწრე პირთა ჩვენებები, ვინც ადასტურებდა, რომ ჯ--------–---------მ, ამოღებულ ნარკოტიკებზე განმარტა, რომ მასთან ერთად, ასევე ეკუთვნოდა გ------------------–---–ს. თუმცა ყველა ეს მოწმე, ვინც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ჯ--------–---------ს მითითებით ამოღებული ნარკოტიკები ეკუთვნოდა ასევე გ------------------–---–ს, იმეორებდნენ ჯ--------–---------ს განმარტებას, რაც ამ მოწმის ჩვენების გაგრძელებაა და სასამართლო მას მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში ვერ განიხილავს, ასევე საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც სასამართლოს შეეძლო მხოლოდ ევარაუდა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჯ--------–--------- და გ------------------–---–- ერთდროულად იმყოფებოდნენ თ---------ში, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალება ჯ--------–---------სთვის. გარდა ჯ--------–---------ს მამხილებელი ჩვენებისა, სასამართლოში წარმოდგენილმა არც ერთმა მოწმემ, მათ შორის ზ-----------ამ, რ--------------ამ, პ------------–---–მა და ლ-----–-–---–---–მა, რომლებიც ჯ--------–---------სთან ერთად იმყოფებოდა თ--------ში, არ დაადასტურა, რომ ქ------------ში მათ ნახეს გ------------------–---–-, მითუფრო, რომ შეესწრნენ მისი და ჯ--------–---------ს შეხვედრას.
3.68. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მხოლოდ მოწმის ჩვენება, რაც არ უნდა თანმიმდევრული ყოფილიყო იგი, უპირობოდ ვერ გახდებოდა პირის მსჯავრდების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. ასე მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებას მიიღებს ო. პ-ის ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება N199აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში კი გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N158აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მარტო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება და როდესაც თავად კ. ჯ-ც არ უარყოფს კ. ყ-ს ავტომანქანაში ჯდომის ფაქტს, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N12აპ-18).
3.69. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გ------------------–---–-ს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ მოწმე ჯ--------–---------ს პირდაპირი ჩვენება და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი, გ------------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადების თაობაზე დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა საქართველოს კანონმდებლობით გაგამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3.70. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლომ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. – 2.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
4.3. რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, აღნიშნული ქმედება კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში. დასჯადია ნარკოტიკული საშუალების არა კანონიერი, არამედ უკანონო შემოტანა, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ კანონით დადგენილი წესების დარღვევით. ამ შემთხვევაში უტყუარად უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოხდა ნარკოტიკული საშუალების გადმოტანა ან/და ეს ქმედება განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა. ეს დანაშაული დამთარებულია, როცა პირი მოახერხებს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვას და ამ ნივთიერების საქართველოში შემოტანას.
4.4. რაც შეეხება ამ დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №10 არის ,,ბუპრენორფინი“, რომლის განსაკუთრებულ დიდ ოდენობად ითვლება - 0,12 გრამი.
4.5. დანაშაულების კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
4.6. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყურად არის დადგენილი, რომ ი-----–---------ემ, ჯ--------–---------სთან ერთად ორგანიზება გაუწია (დაგეგმა,როლები გაანაწილა, ორგანიზება გაუწია, დააფინანასა) ჯ--------–---------ს მიერ, რომელსაც არ ჰქოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და საქართველოში შემოტანის კანონიერი უფლება, თ--------ში 6,8598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 865 მთელი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები შეძენას და საქართველოში შემოტანას, რაც ამოღებული იქნა თბილსის შემოსასვლელთან, როგორც ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერვე მითითებული ადგილიდან ავტომანაქანაში. ს----------–----–---------------------------------------–---------------------------ის ექსპერტის N-------------- დასკვნის თანახმად ჯ--------–---------ს პირადი ჩხრეკისას და ჯ--------–---------ს მითითებით ამოღებული, თეთრი აბები, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინის შემცველ აბებს და ნატეხებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობა შეადგენს 6,8598 გრამს, რაც ცალსახად ცდება ამ ნარკოტიკისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
4.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
4.9. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, კაბინეტში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში და სხვა.
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–---------ე, გარდაცვლილი მამის პისტოლეტს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად მის სახელზე არ ყოფილა რეგისტრირებული, ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, რაც ამოღებული იქნა მისი სახლის ჩხრეკის დროს. ს----------–----–----------------------------------------–---------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, კომპანია „PIETRO BERETTA“-ს წარმოების, 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „9---“. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. მჭიდში არსებული 10 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ ლუგერის 9 მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ (9X19მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლოტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის, შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
4.12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.13. რაც შეეხება გ------------------–---–-სთვის წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, ვერ დადასტურდა გ------------------–---–-ს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა.
4.14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
4.15. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გ------------------–---–-ს ბრალდების დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის - ჯ--------–---------ს ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა გ------------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ყველა სხვა მოწმე, ვინც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ჯ--------–---------ს მითითებით ამოღებული ნარკოტიკები ეკუთვნოდა ასევე გ------------------–---–ს, იმეორებდნენ ჯ--------–---------ს განმარტებას, რაც ისევ და ისევ ამ მოწმის ჩვენების გაგრძელებაა და სასამართლო მას მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში ვერ განიხილავს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ------------------–---–-, იმავე პერიოდში იმყოფებოდა თ--------ი, რა დროსაც იქ ნარკოტიკი შეიძინა ჯ--------–---------მ შეიძინა ნარკოტიკები, რაც ბრალდების მხარის ვარაუდით, ადასტურებდა მათ დანაშაულებრივ კავშირს, დარჩა ბრალდების მხარის ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით.
4.16. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან, რის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებულ გ------------------–---–-ს ბრალდებას.
4.17. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გ------------------–---–-ს მიერ - ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში, ხოლო პასუხისმგევლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი-----–---------ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
6.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–---------ე, რომელსაც დაკავებისას აღმოაჩნდა ინექციის შპრიცი, რომელიც იყო უკვე მოხმარებული და სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, დანაშაული ჩადენილია პირადი და არა ანგარებითი მოტივით, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ერთობლიობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას - იგი ასრულებდა შპს ,,კ----------–-------–-----–------ის“ უფროსის მოვალეობას, რაც მან არაკეთილსინდისიერი მიზნისთვის გამოიყენა, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, კერძოდ მის შენიღბულ ხასიათს, მის განსაკუთრებულ როლს, დანაშაულის ორგანიზებაში, ბრალდებულის პიროვნებას - ხასიათდება დადებითად და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–---------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, რ-----------–იდან ამოღებული ყუთი და ნარკოტიკული საშუალებები, ერთი ცალი შპრიცი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, ნერწყვის ნიმუშები (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ელექტრონული დისკები (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდით და შვიდი ცალი ვაზნით, იარაღის საბუთი (ინახება საქართველოს შსს ლ-------------------------------–------------ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ------------------–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. ი-----–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (30.03.18 წლის მდგომარეობით) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
4.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 მარტიდან.
6.საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
რ-----------–იდან ამოღებული ყუთი და ნარკოტიკული საშუალებები, ერთი ცალი შპრიცი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, ნერწყვის ნიმუშები (ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ელექტრონული დისკები (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდით და შვიდი ცალი ვაზნით, იარაღის საბუთი (ინახება საქართველოს შსს ლ-------------------------------–------------ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ------- არევაძე