გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2028815-3/118-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 იანვარი 20-- წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე – ე-–-----------
წარმომადგენელი - ნ-----–---------------–-
მოპასუხე - მ--–--------------
წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–-
მოპასუხე - ს-------------------------------–----------------------------------–----------------------------------–-------------–------------------------------–--------------------------–---------
მოპასუხე - ს-------------------------------–------------
წარმომადგენელი - ი------------–---–-
მოპასუხე - ბ-----------------–----–------------------
წარმომადგენელი - თ----------
მესამე პირი - ს----------–--------------------------------------------------------------
მესამე პირი - ს----------–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი - მ--------------
მოსარჩელე - მ--–--------------
წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–-
მოპასუხე - ს-------------------------------–------------
მოპასუხე – ე-–-----------
წარმომადგენელი -ნ-----–---------------–-
მოპასუხე - ბ-----------------–----–------------------
წარმომადგენელი - თ----------
მესამე პირი - ს----------–--------------------------------------------------------------
მესამე პირი - ს----------–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი - მ--------------
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. მ--–------------ის სასარჩელო მოთხოვნა
არარად იქნეს ცნობილი და გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის ტერიტორიული ადმინისტრაციული ორგანოს:
1.2010 წლის 27 აგვისტოს №8----------- გადაწყვეტილება ე-–-----------ს მიწის ნაკვეთის-6-.0--1-.3---ის მიმართ ცვლილებების რეგისტრაციისა და ახალი საიდენტიფიკაციო კოდის №6------------ის მინიჭების შესახებ ახალ საზღვრებში, როგორც უკანონო და მ--–------------ის უძრავ ქონებაზე ზედდებაში მყოფი რეგისტრაცია, რითაც უკანონოდ მოხდა ფართის გამოთავისუფლება ბ-------- საკუთრებიდან;
2. გადაწყვეტილება N8-----------, ე-–-----------ს 100 კვ.მ არასასოფლო კატეგორიის მიწის ნაკვეთის -6------------ის საიდენტიფიკაციო კოდის ნაცვლად ახალი 6----------- კოდის მინიჭებისა და ახალ ადგილზე უკანონო რეგისტრაციის გამო კვლავ მ--–------------ის საკუთრებაში მყოფ პერიმეტრში.
3.2010წლის 1- ნოემბრის N8----------- გადაწყვეტილება მ--–------------ის მიწის ნაკვეთის 1050 კვ.მ -ის მიმართ.
4.201- წლის 30 ივლისის N8---------- გადაწყვეტილება 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს.კ 6-.0--1-.0--, რომლის შესრულება მ--–------------ეს საკუთარი განცხადებით არ მოუთხოვია.
5. 201- წლის 01 აგვისტოს N8---------- გადაწყვეტილება, რეგისტრირებული უფლების ცვლილების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც მ--–------------ეს არ მოუთხოვია.
6.201- წლის 01 აგვისტოს N8----------- გადაწყვეტილება, ს.კ. 6-.0--1-.0--. რეგისტრირებული უფლების ცვლილების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც მ--–------------ეს არ მოუთხოვია.
7..ბათილად იქნეს ცნობილი 201- წლის 22 აგვისტოს №8----------- გადაწყვეტილება მ--–------------ის მე-2 მიწის ნაკვეთის 1983 კვ.მეტრი საიდენტიფიკაციო კოდი: №6-.0--1-.0---ის ახალი ადგილმდებარეობის საკადასტრო ნახაზით ბ-------- ნების გარეშე სხვა ადგილზე რეგისტრაციის გამო;
8. გაუქმდეს 201- წლის 22 აგვისტოს №8----------- გადაწყვეტილება მ--–------------ის კუთვნილი 1983 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო კოდის: №6-.0--1-.0---ისათვის ახალი საკადასტრო ნახაზით სხვა საზღვრებში უკანონო გადარეგისტრირების გამო;
9. გაუქმდეს 201- წლის 17 სექტემბრის №8----------- გადაწყვეტილება მ--–------------ის 1983 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მიმართ, ნაცვლად 6-.0--1-.0-- ს/კ-ისა 6-. 3-.01.0-- კოდის მინიჭების შესახებ, რაც ბ------ეს არ მოუთხოვია.
10.გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს იურიდული დეპარტამენტის 2017 წლის 16 მაისის №1----- გადაწყვეტილება მ--–------------ის 2016 წლის 19 დეკემბრის №3-4776/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,11. აღდგენილი იქნეს ქ.ბ---------–---------------------ში მდებარე მ--–------------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის 1050 კვ.მეტრი საკუთრების უფლება(იხ.ტ.1.სფ.19-21).
12. გთხოვთ არარა ადმინისტრაციულ აქტად სცნოთ საქართველო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ბ---------ის რეგიონალური სამსახურის მიერ 2010 წლის 27 აგვისტოს თარიღით ე-–-----------ს N8----------- განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საკადასტრო კოდით 6- 0- 1- 3-- მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ახალ საიდენტიფიკაციო საკადასტრო კოდით 6- 3- 01 0-- - ის მინიჭების გზით ახალ საზღვრებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც იჭრება და ფარავს მ--–------------ის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1050 კვ.მ-ის ნაწილს, რომლის პირველადი საკადასტრო კოდია 6- 0- 1- 0-- რეგისტრირებული N6----9 განცხადების საფუძველზე 1999 წლის 2 ნოემბერს და ამ მიწის ნაკვეთზე აღიაროთ მ--–------------ის საკუთრება პირვანდელ საზღვრებში ამ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვის დაზუსტებული ნახაზის მიხედვით, რომელიც აღიარებულია საჯარო რეესტრის საბაზო - საარქივო მონაცემების მიხედვით (იხ. საკადასტრო ნახაზი შესრულებული კ---------------------ს სამსახურის მიერ), რადგან ამ ნაკვეთის პერიმეტრში ე-–-----------ს არასასოფლო კატეგორიის მიწის რეგისტრაცია იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ გადაცდომებს სხვისი ქონების ხელყოფისა და მონაცემთა გაყალბების გამო.
13. გთხოვთ არარა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად სცნოთ საჯარო რეესტრის სააგენტოს ბ---------ის სამსახურის მიერ 201- წლის 22 აგვისტოს თარიღით M8----------- განცხადების საფუძველზე მ--–------------ის კუთვნილი 1983 კვ. მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო კოდი 6- 0- 1- 0-- - ის სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილების განხორციელების შესახებ ფართობის სახელწმიფოს სხვა ტერიტორიაზე უკანონო გადატანის გამო ცვლილების უკანონო განხორციელების გზით და ამ ნაკვეთისთვის 201- წლის 17 სექტემბერს ახალი საიდენტიფიკაციო კოდის - 6- 3- 01 0-- -ის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღადგინოთ მ--–------------ის საკუთრება პირვანდელ საზღვრებში, რომელიც დასტურდება ს-------------------------------–------------ს საბაზო მონაცემებით და მათ მიერ წარმოდგენილი შპს ,კ---------------------ს“ მიერ შესრულებულ ზუსტ პერიმეტრში პირვანდელი მყარი გაორიენტირების წერტილების მხედველობაში მიღებით, რომლის საზღვრების შეცვლაზე არც მესაკუთრე მ--–------------ის და არც სახელმწიფოს თანხმობა არ ყოფილა, რითაც ადგილი აქვს კერძო პირის და სახელმწიფოს ქონების უკანონო ხელყოფა რაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
14. გთხოვთ ბათილად სცნოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 16 მაისის M1----- გადაწყვეტილება მ--–------------ის 2016 წლის 19 დეკემბრის 3-4776/17 ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის შესახებ, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ამ ზემდგომმა ორგანომ ბოლომდე არ შეასრულა კანონის მოთხოვნა, ჯეროვნად არ გამოიკვლია მასთან შესასწავლად წარდგენილი საჩივარი და ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც პირდაპირი ზიანი ადგება მ--–------------ის და სახელმწიფოს ინტერესებს, ვინაიდან ზემდგომმა მაკონტროლირებელმა ორგანომ ჯეროვნად არ შეისწავლა და ობიექტურად არ შეაფასა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 201- წლის 30 ივლისის N8---------- გადაწყვეტილება მ. ბ-------- 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმართ; N8---------- გადაწყვეტილება რეგსიტრირებულ უფლებებში ცვლილებებთან დაკავშირებით; 201- წლის 1-ლი აგვისტოს თარიღით მიწის ნაკვეთი 6- 0- 1- 0-- - ის მიმართ, რაც ბ------ეს არ მოუთხოვია; N8----------- გადაწყვეტილება 201- წლის 1-ლი აგვისტოს თარიღით საიდენტიფიკაციო კოდი 6- 0- 1- 0-- მიწის ნაკვეთის მიმართ ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც ასევე არ განხორციელებულა ბ-------- მოთხოვნის მიხედვით.
15. გთხოვთ დაავალოთ ბ-----------------–----–------------------ს დაიცვას კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები მის სამოქმედო ტერიტორიაზე მის მიერვე განხორციელებულ “მიწის აუქციონის გადაწყვეტილებათა სწორი აღსრულებისა და დავის გადაწყვეტის გზით, რაც მას შეუძლია მოაგვაროს სათანადო კომისიის გამოყოფით მის მიერვე მ--–------------ისთვის“ საკუთრებაში გადაცემული 1050 კვმ მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრის გზით პირველადი გაორიენტირების მყარი წერტილების მხედველობაში მიღებით და ამ ფართობის პირველად ადგილსამყოფლის მხედველობაში(იხ.ტ.2 ს.ფ.260-261)
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქალაქ ბ---------–---------------- N1- (ყოფილი კ-------ის) ბ------ეების ოჯახი სასოფლო სამეურნეო კატეგორიის მიწის ნაკვეთს ფლობს 1958 წლიდან. საბოლოოდ 1985 წლის ბ---------ის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელზედაც სათანადო კანონიერი წესით; დამტკიცებული ბინის პროექტის საფუძველზე გაშენებული ქონდა სახლის საძირკველი და პირველი სართულის ნაწილი, გაშენებული ჰქონდა ხეხილის ბაღი ძვირად ღირებული რკინა ბეტონის ჯებირებით მოწყობილი 80 მეტრის სიგრძის გზა. ფართობი შემოღობილი იყო ლითონის ბოძებით გამაგრებული მავთულებით. ქვეყანაში ამოქმედებული ახალი სამოქალაქო კოდექსით დაწესებული საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ამოქმედებისთანავე 1999 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ნაკვეთი და მშენებარე ბინას საქ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბ---------ის 6-- რეგისტრატურის მიერ შედგენილი იქნა საკადასტრო ნახაზი, რომელზედაც დატანილია ამ უძრავი ქონების ყველა რეკვიზიტი და მინიჭებული აქვს საინდენტიფიკაციო კოდი 6-.0--1-.0--., რომლითაც დარეგისტრირებული იქნა 1999 წლის 2 ნოემბრიდან. ამავე ნაკვეთის უშუალო გაგრძელებაზე სამხრეთისა და დასავლეთი საერთო გვერდების მიმდებარედ 2002 წლის 11 ნოემბრიდან რეგისტრირებული იჯარის წესით ვფლობდი 2010მ2 (დაზუსტებული ზომებით 1983მ2 სასოფლო სამეურნეო მიწას, რომელიც საჯარო რეესტრში დამოუკიდებლად რეგისტრირებული იყო ჯერ სახელმწიფოზე, ხოლო 2007 წლის 19 დეკემბრიდან სახელმწიფოსაგან მიწის გამოსყიდვის შემდეგ წარმოშობილი კერძო საკუთრების საფუძველზე თანდართული დაზუსტებული და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემოწმებულ კოორდინატებში რომლის თავდაპირველი საინდენტიფიკაციო კოდია 6-.0--1-.0--, რითაც უდაოდ დადასტურებულია, რომ 2002 წლიდან დღემდე ეს ნაკვეთიც მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს.
მოპასუხე ე-–-----------ს საკუთრების წარმოშობის წერილობითი საბუთები რომლითაც დასტურდება, რომ ამ პიროვნებისადმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ბ---------ის განყოფილება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო და ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის ლეგალიზაციის კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და მისი უკანონო ქონებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არ მოერიდნენ უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე- მ--–------------ის კონსტიტუციური უფლების დარღვევას, რომლის კანონიერი საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და მშენებარე ბინას წინასწარ განზრახულად შეუცვალეს საზღვრები, გამოათავისუფლეს ადგილი, რამდენჯერ შედგენილი ყალბი წერილობით საბუთების შედგენით ე-–-----------ს და მის შვილს საშუალება მიცეს ბ-------- საკარმიდამო ნაკვეთს უკანონოდ დაპატრონებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი სახელმწიფოს ნაკრძალ ტერიტორიაზე სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ,,გადაარეგისტრირეს“ რითაც ფაქტობრივად კანონგარეშე დააყენეს და დაუკარგეს ყოველგვარი პერსპექტივა, ხელშეშლის გარეშე ფლობდეს და იყენებდეს საკუთარ ქონებას.
როდესაც მ--–------------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა მისცა და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვალა სამართლიანობის აღდგენის იმედით. კვლავ განაახლა სიმართლის ძიება და აქტიურად გადავიდა მტკიცებულებათა მოძიებაზე, რომელთა გადაცემაზე წინა წლებში ელემენტარული იგნორირებით პასუხობდნენ. ვინაიდან დაცული საარქივო ბაზიდან მოპოვებული წერილებით მტკიცებულებების ურთერთშეჯერებით საკმარისი საფუძველები მიეცა ამ ახალ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს ბ---------ის მუნიციპალიტეტს, საქ. ნოტარიუსის პალატას, მაგრამ ყველამ თავი აარიდა მისი მოთხოვნის არსებით განხილვას, საჯარო რეესტრიდან სწორ კოორდინატებში საზღვრების აღდგენაზე უარის თქმის შემდეგ 2016 წლის 18 ოქტომბრიდან ადმინისტრაციულ დავას აწარმოებს, მაგრამ იმ მოტივით, რომ ბ------ე ხარვეზს ვერ ასწორებს 2017 წლის 16 მაისს ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი გვეთქვა სასამართლოში გასაჩივრების უფლების და 23 მაისს მასალებთან ერთად უკან დააბრუნეს, მაშინ როცა ამ ხარვეზების მიზეზი თვითონვე არიან, მტკიცებულებები საქ. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება და 23 მაისის წერილი მასალების უკან დაბრუნების შესახებ.
საჯარო რეესტრის სააგენტოს და ბ---------ის მუნიციპალური გამგეობის უკანონო მოქმედების გაგრძელება მას შემდეგაც, რაც უშუალოდ საჯარო რეესტრში და გამგეობაში სწორედ ამ სადაო საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრები შეტანილი აქვთ, ერთი მხრივ მუნიციპალიტეტის გამგეობა თავს არიდებს ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვას და თივთმმართველობის შესახებ კანონის და ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის ყველა შესაბამის ნორმის უგულველყოფით პასუხობს სრულიად გაუგებარი და ცინიკური პასუხით, რომ თურმე მათ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართონ სამოქალაქო დავების მარეგულირებელ შესაბამის ორგანოს, მისი ლეგალიზაციის კომისია კი კვლავ უკანონოდ და ელემენტარული მორალის უგულვებელყოფით მ--–------------ის კანონიერი საკუთრების უფლებით კ-----ეს ახალ მიწის ნაკვეთს უკანონებს რაც. ცალსახად კრიმინალურ შეფასებას იმსახურებს და სამოქალაქო დავის გადაწყვეტილების შემთხვევაში ვფიქრობთ სისხლის სამართლის წესით გამოძიებით წარიმართება. ;
ს-------------------------------–------------ს მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა- გადაწყვეტილებისას კანონის დარღვევა ბ-------- საზიანოდ, რადგან სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სპორადული და სისტემური რეგისტრაციის კანონი საჯარო რეესტრის სააგენტოს უშუალოდ ავალდებულებს ჩაატაროს მოკვლევა და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ეს კანონი იგივეს ავალდებულებს მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც თავი აარიდა კანონის მოთხოვნას და თავის უკანონო მოქმედებით უფრო გააღრმავა ბ------ესა და კ-----ეებს შორის მიმდინარე დავა.
მიუხედავად იმისა, რომ ბ-------- მხრიდან ორივე ადმინისტრაციული ორგანოდან ზედმიწევნით კანონიერი საშუალებებით მოპოვებული და შესავსებად წარდგენილი გვქონდა უტყუარი უამრავი წერილობითი საბუთები, თვით ამავე ორგანოების მიერ დამოწმებული სახით. მათ მაინც თავი „მიყრუეს“ და აერიდნენ ამ მტკიცებულებათა შეფასებას, უფრო მეტი ცინიზმიც გამოიჩინეს და გვიპასუხეს, რომ ეკონომიკის სამინისტროდან თითქოს პასუხი ვერ მიიღეს მაშინ როცა ამ სამინისტრომ წერილობითი საბუთებიც გადაუგზავნა სააგენტოს შესაფასებლად და დაუდასტურა კიდეც, რომ მ--–------------ეს ნამდვილად გადაეცა 1983მ: მიწის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი თანდართულ ნახაზებში მითითებულ შესაბამის ადგილას, ”
რაც სააგენტომ უბრალოდ არ შეაფასა. რაც შეეხება ბ------ეს 1050მ2 მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას და მიწის კანონიერებას სააგენტოს მიერ საქმის ადმინისტრაციული განხილვის დროს აღიარებული (იხილეთ საოქმო ჩანაწერი) და არც არავის გაუხდია. მაგრამ არც ეს აღმოჩნდა მათთვის საკმარისი კანონიერი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის როცა ყველა მტკიცებულება იმას ადასტურებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს განცხადების შეტანის დღიდან -2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში წარდგენილი ჰქონდა და არ შეუფასებიათ, მაშინ რომელ ე.წ. ხარვეზზე მიგვითითებს სააგენტოს ზემდგომი ორგანო ცხადია მათ არ სურთ ფაქტზე სიმართლის დადგენა და საკუთარი სისტემის ქვემდგომი რგოლის თანამშრომელთაა უკანონობის მხილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ე-–--ე კ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა მოსარჩელე მ--–------------ემ 2016 წლის 18 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა 1050 და 1983 კვ.მ. მიწის წაკვეთების თავდაპირველ გაორიენტირების ადგილზე მის სახელზე რეგისტრაცია, აგრეთვე, ე-–-----------ს სახელზე რეგისტრირებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტაციის (2010 წლის 27 აგვისტოს #8----------- გადაწყვეტილება) გაუქმება. ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის #1----- გადაწყვეტილებით განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 21–ე და 22–ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაბუთებულად ეთქვა უარი, რასაც სრულად ვეთანხმებით; სასამართლოში წარმოდგენილი პირველი სარჩელო მოთხოვნით მხარე ითხოვს 2010 წლის 27 აგვისტოს #8----------- გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ აქტად ცნობას, თუმცა, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირად არ მოიაზრება როგორც არარა ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:
ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს აწ არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;
დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში ცნობილია სადავო ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო, გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, გამორიცხულია მისი შეუსრულებლობა ფაქტობრივი მიზეზების გამო და არც მისი შესრულება არ იწვევს არც სისხლისსამართლებრივ და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას; ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2005 წლის 11 აგვისტოს #6-.0--1-.3-4 საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა როგორც სახელმწიფო საკუთრება და მისი ადგილმდებარეობაც თავიდანვე განსაზღვრული იყო – ქ. ბ------------–----------------; შემდგომში, კერძოდ, 2005 წლის 28 სექტემბერს იგი სახელმწიფოსაგან შეიძინა ე-–--ე კ-----ემ და იმავე წლის 10 ოქტომბერს იმავე საკადასტრო კოდით დაირეგისტრირა საკუთრებაში;
რაც შეეხება აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ცვლილებებს, იგი განპირობა ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილებებმა, რაშიც არავითარ კანონდარღვევებს ადგილი არა აქვს; ამასთან, მიგვაჩნია, რომ ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის #1----- გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა აღწერილი ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რის გამოც, აღნიშნულზე დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას; გარდა აღნიშნულისა, როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, ე-–--ე კ-----ემ სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა 2005 წლის სექტემბერში, საკუთრებაში დაირეგისტრირა 2010 წლის 27 აგვისტოს და აღნიშნული გარემოებები მოსარჩელე მხარისათვის იმთავითვე ცნობილი იყო. ამდენად, გასულია სამოქალაქო კანონმდებლობით, და მით უმეტეს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დაწესებული ხანდაზმულობის ვადები, რაც მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
2.2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ ” სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, მოთხოვნებში არ არის მითითებული გადაწყვეტილების სწორი რეკვიზიტები, დასაზუსტებელია მოთხოვნები და მოპასუხეთა წრეც, მითითებულია ისეთი გარემოებები, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება სარჩელს არ ერთვის.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებას (N1-----) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იგი სრულად შესაბამისია მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სრულად არის გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
მოპასუხე -ბ-----------------–----–---------------- შესაგებელი არ შემოუტანია.
3. მესამე პირი.
3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ს----------–----------------------------------------------------------------------------–-–-------------------------–-------------
მესამე პირების შესაგებელი არ შემოსულა.
4. მოსარჩელე ე-–-----------
სასარჩელო მოთხოვნა:
4.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ძალაში შესვლის დღიდან ს-------------------------------–------------ს 1999 წლის 02 ნოემბრის N654/99 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ--–------------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1050კვ.მ მიწის ნაკვეთი ს.კ.6-.0--1-.0--(0--)
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1958 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებით მოპასუხე მ--–------------ეს უვადო სარგებლობაში გადაეცა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ბ---------ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილებით გ--–-------- ბ------ეს მფლობელობაში ნაცვლად გამოყოფილი 300 კვ.მ მიწის ნაკვეთისა გადაეცა 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
1999 წლის 02 ნოემბერს მ--–------------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 1050 კვ.მ( დაუზუსტებელი მონაცემებით) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ.6-.0--1-.0--.უფლებადამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია ბ---------ის რაიონის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილება.
201- წლის 01 აგვისტოს N8----------- გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთს შეეცვალა საკადასტრო კოდი N6-.0--1-.(0--)0-- შეეცვალა კოდით 6------------ით და დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით.
5. მოპასუხის პოზიცია
5. 1. მ--–------------ემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. ფაქტობრივი გარემოებები
6.1. 1958 წლის 23 აგვისტოს მშრომელთა დეპუტატების ბ---------ის საქალაქო ( რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნისტური განყოფილების ხელშეკრულების თანახმად გ--–-------- ბ------ეს უვადო სარგებლობაში გადაეცა პირადი საკუთრების უფლების საფუძველზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი 300 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-1958 წლის 23 აგვისტოს მშრომელთა დეპუტატების ბ---------ის საქალაქო ( რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნისტური განყოფილების ხელშეკრულება (იხ.ტ.1.სფ.44).
6.2. 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილებით ბ---------ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1961 წელში გარდაცვლილი გ--–-------- ბ--------ათვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოუყვია სამოსახლო მიწის ნაკვეთი 300 კვ.მ რაოდენობით, სადაც ნაწილობრივ აუშენებია საცხოვრებელი სახლის საძირკველი და აღნიშნულ ნაკვეთზე გაუშენებია მრავალწლიანი ნარგავები, მ--–-------------- მოითხოვს გარდაცვლილი მამის გ--–-------- ბ-------- სახელზე გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ვინაიდან აღნიშნულ ნაკვეთზე გახარჯულია გარკვეული თანხები მისი მშობლების მიერ და გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები.
- საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს ქ.ბ---------ში, კ-------ის ქ.N19-ში მცხოვრებ მოქალაქე მ--–------------ის თხოვნა და აწ გარდაცვლილი მამის გ--–-------- ბ-------- სახელზე 1961 წელში გამოყოფილი სამოსახლო მიწის ნაკვეთი 1050 კვ.მ გადავიდეს მის მფლობელობაში.
2.ნება დაერთოს მოქალაქე მ--–------------ეს აწარმოოს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
3.დაევალოს მოქალაქე მ--–------------ეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი აღმასკომზე დასამტკიცებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის N216 გადაწყვეტილება.
(იხ.ტ..სფ.60-61).
6.3. 1990 წლის 21 დეკემბრის ბ---------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N815 გადაწყვეტილებით:
-დამტკიცდეს ბ---------ში, ს------- ქ.N19-ში მცხოვრებ მ--–---- გ--–--------ის ძე ბ-------- მიერ წარმოდგენილი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი 90,78 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, მშენებლობა ნებადართულია საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილებით(სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 19,2 ათას მანეთს)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-1990 წლის 21 დეკემბრის ბ---------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N815 გადაწყვეტილება, თანდართული ნახაზებით(იხ.ტ.1.სფ.62-66).
6.4. 1999 წლის 27 ოქტომბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ---------ი კ-------ის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენელობისათვის სამოსახლო მიწის ნაკვეთი და გაეცათ მასზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1999 წლის 27 ოქტომბერს მ--–------------ის განცხადება (იხ.ტ.1.სფ.67).
6.5.1999 წლის 02 ნოემბრის N654/99 ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის ( უძრავი ქონების ) შესახებ დგინდება რომ ქ.ბ---------ში ს------- ქ.N.19 ს.კ.6-.0--1-.(0--). 0-- --ფართობი 1050 კვ.მ რეგისტრირებულია მ--–------------ის საკუთრებაში, უფლებადამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია ბ---------ის რაიონის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1999 წლის 02 ნოემბრის N654/99 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის ( უძრავი ქონების ) შესახებ.(იხ.ტ.1.სფ.70-71).
6.6. 2002 წლის 11 აპრილის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,202 ჰა, მიწა იჯარით გადაეცა მ--–------------ეს, იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმის თანახმად იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კლდიანი ადგილი, სამხრეთიდან კლდიანი ადგილი და მ--–------------ე, აღმოსავლეთიდან კლდიანი ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2002 წლის 11 აპრილის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება (იხ.ტ.1.სფ.72-79)
- იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმი(იხ.ტ.1.სფ.80).
6.7. 2002 წლის 11 აპრილს მ--–------------ემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ---------ი წმინდა ნ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და მოეხდინათ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2002 წლის 11 აპრილის მ--–------------ის განცხადება(იხ.ტ.1.სფ.82).
6.8. 2002 წლის 11 აპრილის მიწის /უძრავი ქონების N2-9/02 სააღრიცხვო ბარათის თანახმად მ--–------------ეს 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ქ.ბ---------ი, წმინდა ნ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ს.კ. 6-.0--1-.0-- ფართობი 0,202ჰა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2002 წლის 11 აპრილის მიწის /უძრავი ქონების N2-9/02 სააღრიცხვო ბარათი (იხ.ტ.1.სფ.83-84).
6.9. 2005 წლის 19 ივლისის ბ---------ის რაიონის გამგეობის N139 დადგენილებით განხილული იქნა ქ.ბ---------ში წმინდა ნ----- ქუჩა N2--ში მცხოვრები ე-–--ა კ-----ის განცხადება გამწვანების ზოლისათვის 100კვ.მ მიწის ფართობის შესყიდვის შესახებ და დადგინდა რომ სავაჭრო ობიექტის მშენებლობა გამოიწვევს გზის შევიწროვებას და ე-–-----------ს უარი ეთქვა მიწის შესყიდვაზე.
ბ---------ის რაიონის გამგეობამ გამოცხადა აუქციონი რაიონის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2005 წლის 19 ივლისის ბ---------ის რაიონის გამგეობის N139 დადგენილება (იხ.ტ.1.სფ.87-88).
-2005 წლის 2- ივლისის გაზეთი ,,ბ---------ი“ (იხ.ტ.1.სფ.89-90).
6.10. 2005 წლის 10 აგვისტოს ბ---------ის რაიონის გამგეობამ მიმართა ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე ქ.ბ---------ი წმ.ნ----- ქ.N2-- 100კვ.მ გაეტარებინათ რეგისტრაციაში როგორც სახელმწიფოს საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ---------ის რაიონის გამგეობის N2/591 მიმართვა ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს ქ-ნ მ.ტ--–-----ს. (იხ.ტ.1.სფ.91).
6.11.2005 წლის 11 აგვისტოს მიწის ( უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი წმინდა ნ----- ქ.N2- ს.კ.6-.0--1-.3--,ფართობი 100კვ.მ წარმოადგენს ე-–-----------ს საკუთრებას, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული 2005 წლის 28 სექტემბერს .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 11 აგვისტოს მიწის ( უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (იხ.ტ.1.სფ.93).
6.1-. 2005 წლის 07 სექტემბრის აუქციონის შედეგების N2 ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბ---------ში, რ---------–-- მოედანი 1 ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ქ.ბ---------ში წმინდა ნ----- ქ.N2--ში თავისუფალი მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო აუქციონი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საპრივატიზებო მიწის საწყისი ფასი შეადგენს 26- ლარს. აუქციონის შედეგად მიწის ნაკვეთის საბოლოო გადახდილმა ფასმა შეადგინა 320 ლარი, მყიდველის ე-–-----------.
მყიდველი იღებს ვალდებულებას აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში შეიტანოს მიწის გამოსასყიდი თანხა 320 ლარი, შემდეგ ანგარიშზე N2--------, სახაზინო კოდი 3--------, მიმღები ბანკი,,სახალხო ბანკი“ კოდი 2---------
მყიდველის მიერ ,,ბე“-ს სახით წინასწარ გადახდილი თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი მხარეები ვალდებულნი არიან მყიდველის მიერ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის საბოლოო ფასის გადახდის შემდეგ გააფორმონ ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ამტკიცებს მყიდველის საკუთრების უფლებას გაყიდული მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 07 სექტემბრის აუქციონის შედეგების N2 ოქმი (იხ.ტ.1.სფ.97).
6.13. ბ---------ის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული 2005 წლის 20 სექტემბერის N2/772 მინდობილობის თანახმად ბ---------ის რაიონის გამგეობა ენდობა, საერთო განყოფილების გამგეს-ნ-----–----------–--------–--------–---- გააფორმოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება წმინდა ნ----- ქ.N2--ში მდებარე 100კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ე-–--ე კ-----ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 20 სექტემბრის N2/772 მინდობილობა (იხ.ტ.1.სფ.98).
6.14. 2005 წლის 28 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ სანოტარო აქტით დადგენილია, რომ ნ-----–---------–--ე( დაბ.06.0--1---წ) ბ---------ის რაიონის სოფ.ყ-----ი პ.მ (პასპორტი) Nგ 0-2----- პ. N1---------- გაცემული ბ---------ის შს რაიგანყოფილების მიერ, მცხოვრები ბ---------ის რაიონის სოფ.ყ-----ი ( რომელიც შემდეგში ამ ხელშეკრულებაში მოხსენებულია როგორც ,,გამყიდველი.
ე-–--ე კ-----ე ( დაბ.09.02.1--- წელს, ქ.ბ---------ში პ.მ ( პასპორტი) N0------ პ. N1---------- გაცემული ბ---------ის შს რაიგანყოფილების მიერ, მცხოვრები ბ---------ის რაიონის სოფ.ჭობისხევი, რომელიც შემდეგში ამ ხელშეკრულებაში მოხსენებულია, როგორც ,,მყიდველი“ , ბ---------ის რაიონის გამგეობა-ნ-----–---------–--ემ გაყიდა, ხოლო ე-–--ე კ-----ემ იყიდა უძრავი ქონება, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც ,,ნასყიდობის საგანი“
ნასყიდობის საგანი წარმოადგენს: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 100კვ.მ მდებარე წმინდა ნ----- ქ.N2-.
ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის გამყიდველს თანახმად შემდეგი წარმოდგენილი დოკუმენტებისა:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N6-0-1-3-- გაცემული 11.08.05 წელს განაცხადის რეგისტრაციის N2145/2005, თარიღი 11.08.05 წელს სარეგისტრაციო ზონა-ბ---------ი, კოდი-6-, სექტორი ბ---------ი კოდი 0-, კვარტალი 1-, ნაკვეთი N3-- ფართობის 100 კვ.მ მისამართი ქ.ბ---------ი წმ.ნ----- ქ.N2- უფლება სახელმწიფო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო სამეურნეო..
ნასყიდობის საგანი გაიყიდა 320 ლარად.( შემდგომში ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც,,ნასყიდობის ფასი“.
მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე სრულად გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი, ხოლო გამყიდველი ვალდებულია სრულად მიიღოს იგი.
ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლოა, იგი არ არის სადავო, არ არის ვადადადებული, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 20.09.2005 წლის 15 საათსა და 30 წთ-ზე გაცემული N804 ცნობით.
ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა, მისი ხარისხი შეთანხმებულია მხარეებს შორის, თუ გამყიდველმა ბოროტი განზრახვით დამალა ნასყიდობის საგნის ნაკლი, მაშინ ხელშეკრულება მოიშლება და გამყიდველი ვალდებულია მყიდველს აუნაზღაუროს დაფარული ნაკლით გამოწვეული ზიანი.
ხარჯებს დაკავშირებულს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან იხდის მყიდველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მყიდველმა გადაიხადა სანოტარო საზღაური 9,60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება(იხ.ტ.1.სფ.99-10-).
6.15. 2005 წლის 10 ოქტომბერს ე-–--ე კ-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრში ( საადგილმამულო წიგნში) მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------ი წმინდა ნ----- ქ.N2- და გასცენ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
10.10.2005 წლის ე-–-----------ს განცხადება (იხ.ტ.1.სფ.104).
6.16. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 6-.0--1-.3--, 100კვმ. მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართით, მისამართი ბ---------ი, წმინდა ნ----- ქ.N2- წარმოადგენს ე-–-----------ს საკუთრებას, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2005 წლის 28 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტო რუკა (იხ.ტ.1.სფ.106, 109).
6.17. 2007 წლის 11 ოქტომბერს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის ამონაწერის გაცემა მდებარე კ-------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 11 ოქტომბრის მ--–------------ის განცხადება(იხ.ტ.1. სფ.110).
6.18. 2007 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის( უძრავი ქონების) შესახებ დადგენილია რომ უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ.6-.0--1-.0--, ფართობი 2020კვ.მ რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს მ--–------------ეს 49 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2007 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის( უძრავი ქონების) შესახებ (იხ.ტ.1. სფ.111).
6.19. 2007 წლის 30 ნოემბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინონ საკადასტრო გეგმის გაცემა, მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 30 ნოემბერის მ--–------------ის განცხადება(იხ.ტ.1.სფ.1-0-1-1).
6.20. 2007 წლის 1- დეკემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N385 ოქმის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ.6-.0--1-.0-- ფართობი 0,1983 ჰა, შეიძინა მ--–------------ემ რაც დასტურდება თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2007 წლის 1- დეკემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N385 ოქმი (იხ.ტ.1.სფ.1-2).
6.21. 2007 წლის 19დეკემბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2007 წლის 19დეკემბერის მ--–------------ის განცხადება (იხ.ტ.1.სფ.1-3).
6.22. 2007 წლის 19 დეკემბრის მიწის( უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ. 6-.0--1-.0--, დაუზუსტებელი ფართობი 1983 კვ.მ მესაკუთრის გრაფა ცარიელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2007 წლის 19 დეკემბრის მიწის( უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (იხ.ტ.1.სფ.1-4).
6.23. 2008 წლის 24 იანვარს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ და გაეცათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2008 წლის 24 იანვარის მ--–------------ის განცხადება(იხ.ტ.1.სფ.1-6).
6.24. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის ( უძრავი ქონების) შესახებ-მომზადების თარიღი-24.01.2008 წელი, დგინდება რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ. 6-.0--1-.0--, დაუზუსტებელი ფართობი 1983 კვ.მ ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში. უფლება დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N385, გაცემული 1-.01.2007 წელს, საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ს/ჯ სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ. საკადასტო აზომვითი ნახაზი შედგენილი შპს,,მ-----–---“ მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ-მომზადების თარიღი-24.01.2008 წელი (იხ.ტ.1.სფ.1-8).
6.25. 2010 წლის 27 აგვისტოს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ე-–-----------მ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ---------ი წმ.ნ----- ქ.N2-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ე-–--ა კ-----ის განცხადება(იხ.ტ.1.სფ.130-131).
6.26. ე-–--ა კ-----ის 2010 წლის 27 აგვისტოს განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 2010 წლის 02 სექტემბერს მიღებული იქნა N 8------------ ( 02.09.2010)გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ს-------------------------------–------------ს მიერ 2010 წლის 02 სექტემბრის N 8------------ ( 02.09.2010)გადაწყვეტილება (იხ.ტ.2.სფ.194).
6.27. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 02.09.2010 წელი დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, წმინდა ნ----- ქ.N2-, ს.კ.6----------- დაზუსტებული ფართობი 100 კვ.მ, ირიცხება ე-–--ა კ-----ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-40--, დამოწმებული 2005 წლის 28 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 02.09.2010 წელი, თანდართული საკადასტრო ნახაზით(იხ.ტ.1.სფ.136-138).
-2005 წლის 28 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-40-- (იხ.ტ.1.ს.ფ.99-10-)
6.28. 2010 წლის 04 ნოემბერს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მოითხოვა საკუთრებად აღიარებულ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ქ.ბ---------ი, ს------- ქ.N19
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადების მიღების ბარათი(იხ.ტ.1.ს.ფ.139)
6.29. 2010 წლის 1- ნოემბერს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა მ--–------------ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქ.N19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2010 წლის 1- ნოემბრის მ--–------------ის განცხადება (იხ.ტ.1.ს.ფ.140-141)
6.30. ს-------------------------------–------------ს მიერ მ--–------------ის 2010 წლის 1- ნოემბრის განცხადებაზე მიღებული იქნა N8------------06 (31.08.2011) გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს N8------------06 (31.08.2011) გადაწყვეტილება (იხ.ტ.2.ს.ფ.157)
6.31. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 31.08.2011 წელი, დგინდება რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი ს------- ქ.N19, ს.კ 6-.0--1-.0--, ფართობი 1050 კვ.მ ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია ბ---------ის რაიონის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება N216.დამოწმების თარიღი 24.07.1985წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 31.08.2011 წელი (იხ.ტ.1.ს.ფ.145)
6.32. 201- წლის 30 ივლისს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ქონებაზე მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19 და გაეცათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ--–------------ის განცხადება (იხ.ტ.2.ს.ფ.145-146)
6.33. ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს 8------------0- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მ--–------------ის განცხადებაზე სადაც ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას( ბ---------ი ს------- ქ.N19), ვინაიდან განცხადებაში მითითებულ უძრავ ნივთთან ( ს.კ.6-.0--1-.0--) დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტარციული წარმოება( გადაწყვეტილება N1----- 01.08. 201-წ)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N8------------0- გადაწყვეტილება (იხ.ტ.2.ს.ფ.148)
6.34. 201- წლის 01 აგვისტოს პირობითმა განმცხადებელმა ა-–---------------–---–-- ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების რეგისტრაცია მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–---------------–---–ის განცხადება (იხ.ტ.1.ს.ფ.147-148)
6.35. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 01.08.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩა N19 დაზუსტებული ფართობი-1050კვ.მ(არასასოფლო სამეურნეო) ს.კ. 6-.0--1-.0-- ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.ს.ფ.149)
6.36. 201- წლის 01 აგვისტოს პირობითმა განმცხადებელმა ა-–---------------–---–-- ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–---------------–---–ის განცხადება (იხ.ტ.1.ს.ფ.151-152)
6.37. ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N8------------0- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება სარეგისტრაციო ჩანაწერის რეგისტრაციის თაობაზე( მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N8------------0- (იხ.ტ.2.ს.ფ.142)
6.38. ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N1----- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011წლის 31 აგვისტოს N8------------06 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და რეგისტრაცია გამოცხადდა ბათილად, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება N8----------- და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლით.(საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი იჭრება მომიჯნავედ უკვე რეგისტრირებულ თავად მ--–------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში ს.კ 6-.0--1-.0-- , ფართობი 1983 კვ.მ მდებარე ქ.ბ---------ი ს------- ქუჩის მიმდებარედ)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N1----- გადაწყვეტილება (იხ.ტ.1.ს.ფ.155-156)
6.39. ს-------------------------------–------------ს 201- წლის 02 აგვისტოს 8------------05 გადაწყვეტილებით მ--–------------ეს განცხადებაზე სადაც ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას, ვინაიდან სარეგისტარციო სამსახურის გაადწყვეტილებით N1-----( 01.08.201-წ) ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის გადაწყვეტილება N8------------06, რომლის საფუძველზეც მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტარციო სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიიღო ახალი გადაწყვეტილება N8------------0- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია ამონაწერში ხარვეზის შესწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 02 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება (იხ.ტ.2.ს.ფ.149.)
6.40. 201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადების მიღების ბარათი(იხ.ტ.1.ს.ფ.169-172)
6.41. 201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ის განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 201- წლის 2- აგვისტოს გამოტანილი იქნა N8------------0- გადაწყვეტილება რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 6-.0--1-.0-- რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო კატეგორია, ხოლო დაინტერსებული პირის მიერ კი წარმოდგენილი იქნა საკადასტრო ნახაზი, სადაც კატეგორიად მითითებულია საკარმიდამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 2- აგვისტოს N8------------0- გადაწყვეტილება( იხ.ტ.2.ს.ფ.65)
6.42. 201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ის განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 201- წლის 31აგვისტოს გამოტანილი იქნა N8------------05 გადაწყვეტილება რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული ვერსიით უძრავი ქონება წარდგენილია 1965 კვ.მ, ხოლო ქაღალდის ვერსიით 1983 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 31 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება( იხ.ტ.2.ს.ფ.66)
6.43. 201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ის განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 201- წლის 17 სექტემბერს გამოტანილი იქნა N8------------08 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 17 სექტემბრის N8------------08 გადაწყვეტილება( იხ.ტ.2.ს.ფ.67)
6.44. ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის 201- წლის 31 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილებით მ--–------------ის 201- წლის 22 აგვისტოს განცხადებაზე შეუჩერდა რეგისტრაცია,( ვინაიდან ელ-ვერსიით უძრავი ქონება წარმოდგენილი იყო 1965 კვ.მ, ხოლო ქაღალდის ვერსიით 1983 კვ.მ)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 31 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება( იხ.ტ.1.ს.ფ.175)
6.45. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 17.09.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი-1983კვ.მ(სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი))ს.კ. 6-.0--1-.0--, ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N385, დამოწმების თარიღი 1-.1-.2007, საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.ს.ფ.177)
6.46. 201- წლის 17 სექტემბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ--–------------ის განცხადება (იხ.ტ.2.ს.ფ.54)
6.47. ს-------------------------------–------------ს 201- წლის 17 სექტემბრის N8------------0- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება, რომლითაც მ--–------------ე ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 201- წლის 17 სექტემბრის N8------------0- (იხ.ტ.2.ს.ფ.55)
6.48. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 17.09.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი-1983კვ.მ(სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)) ს.კ. 6----------- ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N385, დამოწმების თარიღი 1-.1-.2007, საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.ს.ფ.179)
6.49. 201- წლის 17 ოქტომბერს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა და ითხოვა მის მიერ N8----------- განცხადების საფუძველზე განეხორციელებინათ სარეგისტრაციო წარმოება, კერძოდ ამონაწერში მიეთითოს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ--–------------ის განცხადება(იხ.ტ.1.ს.ფ.186)
6.50. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 22.10.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩა N19, დაზუსტებული ფართობი-1050კვ.მ(სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)) ს.კ. 6----------- ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.ს.ფ.187)
6.51. ე-–-----------მ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე შეეტანათ ცვლილება უძრავი ქონების N6----------- ამონაწერში და მოახდინონ წარდგენილი ნახაზით რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ე-–-----------ს განცხადება(იხ.ტ.1.ს.ფ.192)
6.52. ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 13 მაისის N8------------0- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-–--ა კ-----ის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე მდებარე წმ. ნ----- ქ.N32--ზონა ბ---------ი, სექტორი- ეროვნული ტყე-პარკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 13 მაისის N8------------0- გადაწყვეტილება ( ი.ხ.ტ.2.ს.ფ.182)
6.53. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 13.05.2016 წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, წმინდა ნ----- ქ.N2- დაზუსტებული ფართობი-100კვ.მ(არასასოფლო-სამეურნეო) ს.კ. 6-----------( წინა ნაკვეთის ნომერი N6-----------) ირიცხება ე-–--ა კ-----ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-40--, დამოწმების თარიღი 28.09.2005.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.1.ს.ფ.193)
6.54. მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავი ქონების მისამართი: ბ---------ი, ს------- ქ.N19.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადების მიღების ბარათი(იხ.ტ.1.ს.ფ.208)
6.55. მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და ითხოვა გაუქმდეს ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 04 ნოემბრის N8------------06 გადაწყვეტილება მ--–------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და გამოსცენ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული მავალდებულებელი აქტი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი 1050 კვ.მ 6-.0--1-.0-- და მეორე მიწის ნაკვეთი 1983 კვ.მ ს.კ.6-.0--1-.0-- დაარეგისტრირონ პირვანდელ უტყუარ გაორიენტირების საზღვრებში, რომელშიც იგი რეგისტრირებული იყო საკუთრებაში გადმოცემის დღიდან და რომლის თავდაპირველი საზღვრები დასტურდება მიწის სახელმწიფოსაგან თავიდანვე გადმოცემის უტყუარი დოკუმენტებით და სამეზობლო საზღვრებით, შიგნით მდებარე ბინის საძირკვლით რომელიც კანონიერად გაცემული პროექტით აქვს აშენებული მის ოჯახს. ასევე ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ე-–-----------ს სახელზე 100კვ.მ არასასოფლო მიწის რეგისტრაცია, რომელიც ზედდებაში მოდის თავად მ--–------------ის პირველ 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთთან და ნაკვეთების სიტუაციური მდგომარეობის გათვალისწინებით დაადასტურონ რომ დღეის მდგომარეობით ე-–-----------ს მიწის ნაკვეთი ზედდებაში აღარ იქნება მ--–------------ის 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, რომლის პირველადი რეგისტრაციის ზუსტი საზღვრები აღდგენილი იქნება აღნიშნული ადმინისტარციული საჩირისა და განცხადების საფუძველზე,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ--–------------ის ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.ტ.1.ს.ფ.21--214)
6.56. 2017 წლის 25 იანვარს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N8----------- საქმესთან დაკავშირებით არ დაერეგისტრირებინათ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან აღნიშნულ ნაკვეთზე მიმდინარეობდა დავა, ვინაიდან აღნიშნული ნაკვეთი შეჭრილია მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ--–------------ის განცხადებები (იხ.ტ.1.ს.ფ.215,217,218)
6.57. 2016 წლის 18 ოქტომბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მდებარე ბ---------ი ს------- ქ.N19, აღნიშნულზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება N8------------10, რომლითაც მ--–------------ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია 6------------1050კვ.მ ( მესაკუთრე მ--–------------ე) 6-.0--1-.143 და 6----------- ( მესაკუთრე ე-–--ე კ-----ე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს N8------------10 გადაწყვეტილება (27.0--2017წ) (იხ.ტ.1.ს.ფ.216)
6.58. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2017 წლის 01 მაისის N N8------------11 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება 2016 წლის 18 ოქტომბერის მ--–------------ის განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ს-------------------------------–------------ს N8------------11 გადაწყვეტილება (01.05.2017წ) (იხ.ტ.1.ს.ფ.235)
6.59. ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N 1----- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ უარი ეთქვას მ--–------------ის წარმომადგენლს ა---------–-----–--–---–ს 2016 წლის 19 დეკემბრის №3-4776/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება. (იხ.ტ.1.სფ.238-243).
6.60. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 მაისის N00-0--518 დასკვნის დადგენილია, რომ :
ა) ქალაქ ბ---------ში, წმინდა ნ----- ქუჩა M2--ში მდებარე, ე-–-----------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 530 კვ.მ.-ს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობების საერთო ფართი შეადგენს 160 კვ.მ.-ს. რის შესაბამისად დგინდება, რომ საჯარო რეესტრში ე-–-----------ს საკუთრებაში არსებული N6-.3-,01.0-- და N6-.0--1-.143 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს (იხ. დანართი N1),ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, 2005 წლის 11 აგვისტოს საკადასტრო რუკის და ქალაქ ბ---------ში წმინდა ნ----- ქუჩაზე მდებარე N2- ე-–-----------ს მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური ნახაზის ურთიერთშედარებით და გაორიენტირებით დგინდება, რომ ე-–-----------ს საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული საცხოვრებელი სახლის მიერ დაკავებული (გაშენებული) მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში შედის 2005 წლის 11 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე არსებული, ე-–-----------ს საკუთრებაში რეგისტრირებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი, ფართით 56 კვ.მ. (იხ. დანართი #2).
ბ) ე-–-----------ს სახელზე საჯარო რეესტრში N6-,3-.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (100 კვ.მ.) კონფიგურაცია და მდებარეობა არ შეესაბამება პირველადი რეგისტრაციის მონაცემებს კერძოდ. ქალაქ ბ---------ში წმინდა ნ----- ქუჩაზე მდებარე N2- ე-–-----------ს მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური ნახაზის მიხედვით ე-–-----------ს საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ ბ---------ში, წმინდა ნ----- ქუჩა N2--ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასწვრივ. (მათ გაგრძელებაზე) ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრში N6-,3-.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, პირველადი რეგისტრაციის მდებარეობიდან წანაცვლებულია სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით და მობრუნებულია დაახლოებით 90 გრადუსით (იხ. დანართი M3),დ) ვინაიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, 1999 წლის 02 ნოემბრის საკადასტრო რუკაზე არ არის მითითებული მ--–------------ის სახელზე რეგისტრირებული 1050 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კოორდინატები, ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. რის გამო, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩვენს მიერ გაორიენტირებულ იქნა ფაქტობრივად არსებული და რუკაზე დატანილი სამანქანო გზის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის შესაბამისად, მ--–------------ის საკუთრებაში არსებული, 1999 წლის 02 ნოემბრის საკადასტრო რუკაზე დატანილი 1050 კვ.მ. მიწის ნაკვეთს არ აქვს გადაფარვა, ე-–-----------ს საკუთრებაში არსებულ, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, 2005 წლის 11 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე დატანილ 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან (იხ. დანართი N4 და N5 - ლურჯი და მწვანე ფერით მონიშნული).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 მაისის N00-0--518 დასკვნა (იხ.ტ.7.სფ.19-36).
სამოტივაციო ნაწილი
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–--ა კ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მ--–------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში.
სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილებები ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის ს/კ. 6-----------. რეგისტრაციის თაობაზე და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
დაევალოს მოპასუხე ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
მ--–------------ის სარჩელი სხვა ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ";
9. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
როგორც მოსარჩელე ე-–--ა კ-----ის, ასევე მ--–------------ის მიერ სადავოდ გამხდარი საჯარო გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამავე კანონის 8-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილს თანახმად სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია რომ 1958 წლის 23 აგვისტოს მშრომელთა დეპუტატების ბ---------ის საქალაქო ( რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნისტური განყოფილების ხელშეკრულების თანახმად გ--–-------- ბ------ეს უვადო სარგებლობაში გადაეცა პირადი საკუთრების უფლების საფუძველზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი 300 კვ.მ.
1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილებით ბ---------ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1961 წელში გარდაცვლილი გ--–-------- ბ--------ათვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოუყვია სამოსახლო მიწის ნაკვეთი 300 კვ.მ რაოდენობით, სადაც ნაწილობრივ აუშენებია საცხოვრებელი სახლის საძირკველი და აღნიშნულ ნაკვეთზე გაუშენებია მრავალწლიანი ნარგავები, მ--–-------------- მოითხოვს გარდაცვლილი მამის გ--–-------- ბ-------- სახელზე გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, ვინაიდან აღნიშნულ ნაკვეთზე გახარჯულია გარკვეული თანხები მისი მშობლების მიერ და გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები.
- საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს ქ.ბ---------ში, კ-------ის ქ.N19-ში მცხოვრებ მოქალაქე მ--–------------ის თხოვნა და აწ გარდაცვლილი მამის გ--–-------- ბ-------- სახელზე 1961 წელში გამოყოფილი სამოსახლო მიწის ნაკვეთი 1050 კვ.მ გადავიდეს მის მფლობელობაში.
2.ნება დაერთოს მოქალაქე მ--–------------ეს აწარმოოს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
3.დაევალოს მოქალაქე მ--–------------ეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი აღმასკომზე დასამტკიცებლად.
1990 წლის 21 დეკემბრის ბ---------ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის N815 გადაწყვეტილებით:
-დამტკიცდეს ბ---------ში, ს------- ქ.N19-ში მცხოვრებ მ--–---- გ--–--------ის ძე ბ-------- მიერ წარმოდგენილი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი 90,78 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, მშენებლობა ნებადართულია საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილებით(სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 19,2 ათას მანეთს)
1999 წლის 27 ოქტომბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ---------ი კ-------ის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენელობისათვის სამოსახლო მიწის ნაკვეთი და გაეცათ მასზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
1999 წლის 02 ნოემბრის N654/99 ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის ( უძრავი ქონების ) შესახებ დგინდება რომ ქ.ბ---------ში ს------- ქ.N.19 ს.კ.6-.0--1-.(0--). 0-- --ფართობი 1050 კვ.მ რეგისტრირებულია მ--–------------ის საკუთრებაში, უფლებადამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია ბ---------ის რაიონის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 24 ივლისის N216 გადაწყვეტილება.
2002 წლის 11 აპრილის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,202 ჰა, მიწა იჯარით გადაეცა მ--–------------ეს, იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმის თანახმად იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კლდიანი ადგილი, სამხრეთიდან კლდიანი ადგილი და მ--–------------ე, აღმოსავლეთიდან კლდიანი ადგილი.
2002 წლის 11 აპრილს მ--–------------ემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ---------ი წმინდა ნ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და მოეხდინათ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია..
2002 წლის 11 აპრილის მიწის /უძრავი ქონების N2-9/02 სააღრიცხვო ბარათის თანახმად მ--–------------ეს 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ქ.ბ---------ი, წმინდა ნ----- ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ს.კ. 6-.0--1-.0-- ფართობი 0,202ჰა.
2005 წლის 19 ივლისის ბ---------ის რაიონის გამგეობის N139 დადგენილებით განხილული იქნა ქ.ბ---------ში წმინდა ნ----- ქუჩა N2--ში მცხოვრები ე-–--ა კ-----ის განცხადება გამწვანების ზოლისათვის 100კვ.მ მიწის ფართობის შესყიდვის შესახებ და დადგინდა რომ სავაჭრო ობიექტის მშენებლობა გამოიწვევს გზის შევიწროვებას და ე-–-----------ს უარი ეთქვა მიწის შესყიდვაზე.
ბ---------ის რაიონის გამგეობამ გამოცხადა აუქციონი რაიონის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ.
2005 წლის 10 აგვისტოს ბ---------ის რაიონის გამგეობამ მიმართა ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მდებარე ქ.ბ---------ი წმ.ნ----- ქ.N2-- 100კვ.მ გაეტარებინათ რეგისტრაციაში როგორც სახელმწიფოს საკუთრება.
2005 წლის 11 აგვისტოს მიწის ( უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი წმინდა ნ----- ქ.N2- ს.კ.6-.0--1-.3--,ფართობი 100კვ.მ წარმოადგენს ე-–-----------ს საკუთრებას, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორებული 2005 წლის 28 სექტემბერს .
2005 წლის 07 სექტემბრის აუქციონის შედეგების N2 ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბ---------ში, რ---------–-- მოედანი 1 ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ქ.ბ---------ში წმინდა ნ----- ქ.N2--ში თავისუფალი მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო აუქციონი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საპრივატიზებო მიწის საწყისი ფასი შეადგენს 26- ლარს. აუქციონის შედეგად მიწის ნაკვეთის საბოლოო გადახდილმა ფასმა შეადგინა 320 ლარი, მყიდველის ე-–-----------.
მყიდველი იღებს ვალდებულებას აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში შეიტანოს მიწის გამოსასყიდი თანხა 320 ლარი, შემდეგ ანგარიშზე N2--------, სახაზინო კოდი 3--------, მიმღები ბანკი,,სახალხო ბანკი“ კოდი 2---------
მყიდველის მიერ ,,ბე“-ს სახით წინასწარ გადახდილი თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი მხარეები ვალდებულნი არიან მყიდველის მიერ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის საბოლოო ფასის გადახდის შემდეგ გააფორმონ ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ამტკიცებს მყიდველის საკუთრების უფლებას გაყიდული მიწის ნაკვეთზე.
ბ---------ის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული 2005 წლის 20 სექტემბერის N2/772 მინდობილობის თანახმად ბ---------ის რაიონის გამგეობა ენდობა, საერთო განყოფილების გამგეს-ნ-----–----------–--------–--------–---- გააფორმოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება წმინდა ნ----- ქ.N2--ში მდებარე 100კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ე-–--ე კ-----ესთან.
2005 წლის 28 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ სანოტარო აქტით დადგენილია, რომ ნ-----–---------–--ე( დაბ.06.0--1---წ) ბ---------ის რაიონის სოფ.ყ-----ი პ.მ (პასპორტი) Nგ 0-2----- პ. N1---------- გაცემული ბ---------ის შს რაიგანყოფილების მიერ, მცხოვრები ბ---------ის რაიონის სოფ.ყ-----ი ( რომელიც შემდეგში ამ ხელშეკრულებაში მოხსენებულია როგორც ,,გამყიდველი.
ე-–--ე კ-----ე ( დაბ.09.02.1--- წელს, ქ.ბ---------ში პ.მ ( პასპორტი) N0------ პ. N1---------- გაცემული ბ---------ის შს რაიგანყოფილების მიერ, მცხოვრები ბ---------ის რაიონის სოფ.ჭობისხევი, რომელიც შემდეგში ამ ხელშეკრულებაში მოხსენებულია, როგორც ,,მყიდველი“ , ბ---------ის რაიონის გამგეობა-ნ-----–---------–--ემ გაყიდა, ხოლო ე-–--ე კ-----ემ იყიდა უძრავი ქონება, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც ,,ნასყიდობის საგანი“
ნასყიდობის საგანი წარმოადგენს: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 100კვ.მ მდებარე წმინდა ნ----- ქ.N2-.
ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის გამყიდველს თანახმად შემდეგი წარმოდგენილი დოკუმენტებისა:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან : მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N6-0-1-3-- გაცემული 11.08.05 წელს განაცხადის რეგისტრაციის N2145/2005, თარიღი 11.08.05 წელს სარეგისტრაციო ზონა-ბ---------ი, კოდი-6-, სექტორი ბ---------ი კოდი 0-, კვარტალი 1-, ნაკვეთი N3-- ფართობის 100 კვ.მ მისამართი ქ.ბ---------ი წმ.ნ----- ქ.N2- უფლება სახელმწიფო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო სამეურნეო..
ნასყიდობის საგანი გაიყიდა 320 ლარად.( შემდგომში ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც,,ნასყიდობის ფასი“.
მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე სრულად გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი, ხოლო გამყიდველი ვალდებულია სრულად მიიღოს იგი.
ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლოა, იგი არ არის სადავო, არ არის ვადადადებული, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 20.09.2005 წლის 15 საათსა და 30 წთ-ზე გაცემული N804 ცნობით.
ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა, მისი ხარისხი შეთანხმებულია მხარეებს შორის, თუ გამყიდველმა ბოროტი განზრახვით დამალა ნასყიდობის საგნის ნაკლი, მაშინ ხელშეკრულება მოიშლება და გამყიდველი ვალდებულია მყიდველს აუნაზღაუროს დაფარული ნაკლით გამოწვეული ზიანი.
ხარჯებს დაკავშირებულს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან იხდის მყიდველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მყიდველმა გადაიხადა სანოტარო საზღაური 9,60 ლარი.
2005 წლის 10 ოქტომბერს ე-–--ე კ-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საჯარო რეესტრში ( საადგილმამულო წიგნში) მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მდებარე ბ---------ი წმინდა ნ----- ქ.N2- და გასცენ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 6-.0--1-.3--, 100კვმ. მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართით, მისამართი ბ---------ი, წმინდა ნ----- ქ.N2- წარმოადგენს ე-–-----------ს საკუთრებას, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2005 წლის 28 სექტემბერს.
2007 წლის 11 ოქტომბერს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის ამონაწერის გაცემა მდებარე კ-------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2007 წლის 11 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის( უძრავი ქონების) შესახებ დადგენილია რომ უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ.6-.0--1-.0--, ფართობი 2020კვ.მ რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს მ--–------------ეს 49 წლის ვადით.
2007 წლის 30 ნოემბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინონ საკადასტრო გეგმის გაცემა, მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ.
2007 წლის 1- დეკემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N385 ოქმის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ.6-.0--1-.0-- ფართობი 0,1983 ჰა, შეიძინა მ--–------------ემ რაც დასტურდება თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით
2007 წლის 19დეკემბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიდებარედ.
2007 წლის 19 დეკემბრის მიწის( უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ. 6-.0--1-.0--, დაუზუსტებელი ფართობი 1983 კვ.მ მესაკუთრის გრაფა ცარიელია.
2008 წლის 24 იანვარს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ და გაეცათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის ( უძრავი ქონების) შესახებ-მომზადების თარიღი-24.01.2008 წელი, დგინდება რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ ს.კ. 6-.0--1-.0-- , დაუზუსტებელი ფართობი 1983 კვ.მ ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში. უფლება დამდგენ დოკუმენტად კი მითითებულია მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N385, გაცემული 1-.01.2007 წელს, საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ს/ჯ სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ. საკადასტო აზომვითი ნახაზი შედგენილი შპს,,მ-----–---“ მიერ.
2010 წლის 27 აგვისტოს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ე-–-----------მ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მდებარე ქ.ბ---------ი წმ.ნ----- ქ.N2-.
ე-–--ა კ-----ის 2010 წლის 27 აგვისტოს განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 2010 წლის 02 სექტემბერს მიღებული იქნა N 8------------ ( 02.09.2010) გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 02.09.2010 წელი დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, წმინდა ნ----- ქ.N2-, ს.კ.6----------- დაზუსტებული ფართობი 100 კვ.მ, ირიცხება ე-–--ა კ-----ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-40--, დამოწმებული 2005 წლის 28 სექტემბერს.
2010 წლის 04 ნოემბერს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მოითხოვა საკუთრებად აღიარებულ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ქ.ბ---------ი, ს------- ქ.N19
2010 წლის 1- ნოემბერს ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა მ--–------------ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქ.N19.
ს-------------------------------–------------ს მიერ მ--–------------ის 2010 წლის 1- ნოემბრის განცხადებაზე მიღებული იქნა N8------------06 (31.08.2011) გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 31.08.2011 წელი, დგინდება რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი ს------- ქ.N19, ს.კ 6-.0--1-.0--, ფართობი 1050 კვ.მ ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია ბ---------ის რაიონის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება N216.დამოწმების თარიღი 24.07.1985წელი.
201- წლის 30 ივლისს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ქონებაზე მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19 და გაეცათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს 8------------0- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მ--–------------ის განცხადებაზე სადაც ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას( ბ---------ი ს------- ქ.N19), ვინაიდან განცხადებაში მითითებულ უძრავ ნივთთან ( ს.კ.6-.0--1-.0--) დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტარციული წარმოება( გადაწყვეტილება N1----- 01.08. 201-წ)
201- წლის 01 აგვისტოს მ--–------------ის წარმომადგენელმა ა-–---------------–---–-- ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების რეგისტრაცია მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 01.08.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩა N19 დაზუსტებული ფართობი-1050კვ.მ (არასასოფლო სამეურნეო) ს.კ. 6-.0--1-.0-- ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში.
201- წლის 01 აგვისტოს მ--–------------ის წარმომადგენელმა ა-–---------------–---–-- ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19.
ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N8------------0- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება სარეგისტრაციო ჩანაწერის რეგისტრაციის თაობაზე( მდებარე ბ---------ი, ს------- ქ.N19)
ს-------------------------------–------------ს 201- წლის 01 აგვისტოს N1----- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011წლის 31 აგვისტოს N8------------06 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და რეგისტრაცია გამოცხადდა ბათილად, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება N8----------- და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლით.(საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი იჭრება მომიჯნავედ უკვე რეგისტრირებულ თავად მ--–------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში ს.კ 6-.0--1-.0-- , ფართობი 1983 კვ.მ მდებარე ქ.ბ---------ი ს------- ქუჩის მიმდებარედ)
ს-------------------------------–------------ს 201- წლის 02 აგვისტოს 8------------05 გადაწყვეტილებით მ--–------------ეს განცხადებაზე სადაც ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას, ვინაიდან სარეგისტარციო სამსახურის გაადწყვეტილებით N1-----( 01.08.201-წ) ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის გადაწყვეტილება N8------------06, რომლის საფუძველზეც მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტარციო სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიიღო ახალი გადაწყვეტილება N8------------0- სარეგისტარციო წარმოების შეჩერების შესახებ, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია ამონაწერში ხარვეზის შესწორება.
201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქ.ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ.
201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ის განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 201- წლის 2- აგვისტოს გამოტანილი იქნა N8------------0- გადაწყვეტილება რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 6-.0--1-.0-- რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო კატეგორია, ხოლო დაინტერსებული პირის მიერ კი წარმოდგენილი იქნა საკადასტრო ნახაზი სადაც კატეგორიად მითითებულია საკარმიდამო.
201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ის განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 201- წლის 31აგვისტოს გამოტანილი იქნა N8------------05 გადაწყვეტილება რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული ვერსიით უძრავი ქონება წარდგენილია 1965 კვ.მ, ხოლო ქაღალდის ვერსიით 1983 კვ.მ.
201- წლის 22 აგვისტოს მ--–------------ის განცხადებაზე ს-------------------------------–------------ს მიერ 201- წლის 17 სექტემბერს გამოტანილი იქნა N8------------08 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურის 201- წლის 31 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილებით მ--–------------ის 201- წლის 22 აგვისტოს განცხადებაზე შეუჩერდა რეგისტრაცია,( ვინაიდან ელ-ვერსიით უძრავი ქონება წარმოდგენილი იყო 1965 კვ.მ, ხოლო ქაღალდის ვერსიით 1983 კვ.მ)
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 17.09.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი-1983კვ.მ(სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი))ს.კ. 6-.0--1-.0-- , ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N385, დამოწმების თარიღი 1-.1-.2007, საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანო.
201- წლის 17 სექტემბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება.
ს-------------------------------–------------ს 201- წლის 17 სექტემბრის N8------------0- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადება, რომლითაც მ--–------------ე ითხოვდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 17.09.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩის მიმდებარედ დაზუსტებული ფართობი-1983კვ.მ(სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)) ს.კ. 6----------- ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N385, დამოწმების თარიღი 1-.1-.2007, საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანო.
201- წლის 17 ოქტომბერს მ--–------------ემ ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით და ითხოვა მის მიერ N8----------- განცხადების საფუძველზე განეხორციელებინათ სარეგისტრაციო წარმოება, კერძოდ ამონაწერში მიეთითოს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 22.10.201-წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, ს------- ქუჩა N19, დაზუსტებული ფართობი-1050კვ.მ(სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)) ს.კ. 6----------- ირიცხება მ--–------------ის საკუთრებაში.
ე-–-----------მ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე შეეტანათ ცვლილება უძრავი ქონების N6----------- ამონაწერში და მოახდინონ წარდგენილი ნახაზით რეგისტრაცია.
ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 13 მაისის N8------------0- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე-–--ა კ-----ის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე მდებარე წმ. ნ----- ქ.N32--ზონა ბ---------ი, სექტორი- ეროვნული ტყე-პარკი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 13.05.2016 წელი, უძრავი ქონება მდებარე ბ---------ი, წმინდა ნ----- ქ.N2- დაზუსტებული ფართობი-100კვ.მ(არასასოფლო-სამეურნეო) ს.კ. 6-----------( წინა ნაკვეთის ნომერი N6-----------) ირიცხება ე-–--ა კ-----ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-40--, დამოწმების თარიღი 28.09.2005.
მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ბ---------ის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავი ქონების მისამართი: ბ---------ი, ს------- ქ.N19.
მ--–------------ემ განცხადებით მიმართა ს-------------------------------–------------ს ადმინისტრაციული საჩივრით და ითხოვა გაუქმდეს ს-------------------------------–------------ს 2016 წლის 04 ნოემბრის N8------------06 გადაწყვეტილება მ--–------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და გამოსცენ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული მავალდებულებელი აქტი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი 1050 კვ.მ 6-.0--1-.0-- და მეორე მიწის ნაკვეთი 1983 კვ.მ ს.კ.6-.0--1-.0-- დაარეგისტრირონ პირვანდელ უტყუარ გაორიენტირების საზღვრებში, რომელშიც იგი რეგისტრირებული იყო საკუთრებაში გადმოცემის დღიდან და რომლის თავდაპირველი საზღვრები დასტურდება მიწის სახელმწიფოსაგან თავიდანვე გადმოცემის უტყუარი დოკუმენტებით და სამეზობლო საზღვრებით, შიგნით მდებარე ბინის საძირკვლით რომელიც კანონიერად გაცემული პროექტით აქვს აშენებული მის ოჯახს. ასევე ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ე-–-----------ს სახელზე 100კვ.მ არასასოფლო მიწის რეგისტრაცია, რომელიც ზედდებაში მოდის თავად მ--–------------ის პირველ 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთთან და ნაკვეთების სიტუაციური მდგომარეობის გათვალისწინებით დაადასტურონ რომ დღეის მდგომარეობით ე-–-----------ს მიწის ნაკვეთი ზედდებაში აღარ იქნება მ--–------------ის 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, რომლის პირველადი რეგისტრაციის ზუსტი საზღვრები აღდგენილი იქნება აღნიშნული ადმინისტარციული საჩირისა და განცხადების საფუძველზე,2017 წლის 25 იანვარს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა N8----------- საქმესთან დაკავშირებით არ დაერეგისტრირებინათ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან აღნიშნულ ნაკვეთზე მიმდინარეობდა დავა, ვინაიდან აღნიშნული ნაკვეთი შეჭრილია მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან.
2016 წლის 18 ოქტომბერს მ--–------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მდებარე ბ---------ი ს------- ქ.N19, აღნიშნულზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება N8------------10, რომლითაც მ--–------------ეს ეცნობა რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია 6------------1050კვ.მ ( მესაკუთრე მ--–------------ე) 6-.0--1-.143 და 6----------- ( მესაკუთრე ე-–--ე კ-----ე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2017 წლის 01 მაისის N N8------------11 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება 2016 წლის 18 ოქტომბერის მ--–------------ის განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N 1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მ--–------------ის წარმომადგენლს ა---------–-----–--–---–ს 2016 წლის 19 დეკემბრის №3-4776/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში ე-–--ა კ-----ის მიერ მტკიცებულება იმისა, რომ ს-------------------------------–------------ს 1999 წლის 02 ნოემბრის N654/99 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ--–------------ის საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1050კვ.მ მიწის ნაკვეთი ს.კ.6-.0--1-.0--(0--), არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონდებლობას წარმოდგენილი არ არის, წარდმოდგენილი მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნებს, ამიტომ არ არსებობს მისი ბათილობის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე უხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ასევე მ--–------------ის სახელზე 1983კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობათა მოთხოვნათა დაცვით, ამასთან ცვლილებათა რეგისტრაცია განხორციელებულია მისივე განცხადებების საფუძველზე და მ--–------------ის მიერ მტკიცებულება იმისა, რომ აღნშნულ განცხადებებში მისი ნება არ არის გამოხატული და აღნიშნული რეგისტრაციები არ შეესაბამება პირველად რეგისტრაციას და 2002 წლის 11 აპრილის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებას, წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად მ--–---- ბაქ ბ------ეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან სახეზე არ არის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე უხლით გათვალისწინებული საფუძველი.
საქათველოს კონსტიტუციის ????? 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა,,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მესამე მუხლის 6-ე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც მ--–------------ის, ასევე ე-–--ა კ-----ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია იყო საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაუზუსტებელი მონაცემებით, შესაბამისად ს-------------------------------–------------ პასუხისმგებელი იყო რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთ შესაბამისობასა, ხოლო ს-------------------------------–------------ს რეგიონალური სამსახურების მიერ ისე განხორციელდა ცვლილებათა რეგისტრაციები, რომ არ შეესაბამება მათთან მათთან დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და დაცულ რეგისტრაციებს, რადგან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 მაისის N00-0--518 დასკვნის თანახმად:
ა) ქალაქ ბ---------ში, წმინდა ნ----- ქუჩა M2--ში მდებარე, ე-–-----------ს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის წაკვეთის ფართი შეადგენს 530 კვ.მ.-ს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობების საერთო ფართი შეადგენს 160 კვ.მ.-ს. რის შესაბამისად დგინდება, რომ საჯარო რეესტრში ე-–-----------ს საკუთრებაში არსებული N6-.3-,01.0-- და N6-.0--1-.143 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს (იხ. დანართი N1),ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, 2005 წლის 11 აგვისტოს საკადასტრო რუკის და ქალაქ ბ---------ში წმინდა ნ----- ქუჩაზე მდებარე N2- ე-–-----------ს მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური ნახაზის ურთიერთშედარებით და გაორიენტირებით დგინდება, რომ ე-–-----------ს საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული საცხოვრებელი სახლის მიერ დაკავებული (გაშენებული) მიწის ნაკვეთის ფართის ნაწილში შედის 2005 წლის 11 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე არსებული, ე-–-----------ს საკუთრებაში რეგისტრირებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი, ფართით 56 კვ.მ. (იხ. დანართი #2).
ბ) ე-–-----------ს სახელზე საჯარო რეესტრში N6-,3-.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (100 კვ.მ.) კონფიგურაცია და მდებარეობა არ შეესაბამება პირველადი რეგისტრაციის მონაცემებს კერძოდ. ქალაქ ბ---------ში წმინდა ნ----- ქუჩაზე მდებარე N2- ე-–-----------ს მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური ნახაზის მიხედვით ე-–--ე კინაძის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ ბ---------ში, წმინდა ნ----- ქუჩა N2--ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასწვრივ. (მათ გაგრძელებაზე) ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრში N6-,3-.01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, პირველადი რეგისტრაციის მდებარეობიდან წანაცვლებულია სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით და მობრუნებულია დაახლოებით 90 გრადუსით (იხ. დანართი M3),დ) ვინაიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, 1999 წლის 02 ნოემბრის საკადასტრო რუკაზე არ არის მითითებული მ--–------------ის სახელზე რეგისტრირებული 1050 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კოორდინატები, ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. რის გამო, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჩვენს მიერ გაორიენტირებულ იქნა ფაქტობრივად არსებული და რუკაზე დატანილი სამანქანო გზის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის შესაბამისად, მ--–------------ის საკუთრებაში არსებული, 1999 წლის 02 ნოემბრის საკადასტრო რუკაზე დატანილი 1050 კვ.მ. მიწის ნაკვეთს არ აქვს გადაფარვა, ე-–-----------ს საკუთრებაში არსებულ, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, 2005 წლის 11 აგვისტოს საკადასტრო რუკაზე დატანილ 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან (იხ. დანართი M4 და M5 - ლურჯი და მწვანე ფერით მონიშნული).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის თანახმა თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------------------------–------------ს ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ტქმის ნაწილში, ასევე ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილებები ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის ს/კ. 6-----------. რეგისტრაციის თაობაზე და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების/ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სახეზე საქართველოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ამიტომ მ--–------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამასთან ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილებები ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის ს/კ. 6-----------. რეგისტრაციის თაობაზე და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 მაისის N00-0--518 დასკვნით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილებები ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის ს/კ. 6-----------. რეგისტრაციის თაობაზე და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და უნდა დაევალოს მოპასუხე ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
10. სახელმწიფო ბაჟის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ე-–--ა კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
მ--–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ს-------------------------------–------------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს უნდა გადახდეს თანხა 100 ლარის ოდენობით მოსარჩელე მ--–------------ის სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5,22-ე,32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე,243-244-ე, 247-249-ე,257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ე-–--ა კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ--–------------ის სარჩელი დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------------------–------------ს 2017 წლის 16 მაისის N1----- გადაწყვეტილება მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილებები ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის ს/კ. 6-----------. რეგისტრაციის თაობაზე და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნკვეთის ს/კ.6----------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
5. დაევალოს მოპასუხე ს-------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ე-–--ა კ-----ის სახელზე 100 კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის და მ--–------------ის სახელზე 1050კვმ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
მ--–------------ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. ს-------------------------------–------------ს დაეკისროს მოსარჩელე მ--–------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია