მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა). 8.2. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით შ.პ.ს. „ლ.ი–ი“-სა და მოპასუხეებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 479-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გადასახადებით…
საქმე №ბს-1193(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…არსებობას, მის სათანადო წესით დამოწმებას და აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში. კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში 2003 წლის 22 აპრილს მოქმედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 479-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობას უკავშირებდა არა ყოველგვარ საბუთს, არამედ სათანადო წესით დამოწმებული…
საქმე №ას-1171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
…ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; სსკ-ის 479-ე მუხლით კი, მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის…
საქმე №ას-648-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
…ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯების გაღებაზე ამბობდნენ. პალატის აზრით, მოპასუხეების პოზიცია არც საქმეში არსებულ ხელწერილებს და არც სსკ-ის იმ დროს მოქმედ რედაქციას არ შეესაბამება, კერძოდ, 1998 წლისთვის მოქმედი რედაქციით სსკ-ის 479-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმების, საჯარო…
საქმე №ას-180-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
…უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე შესაბამისი მოქმედებები მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა, აღნიშნულს ადასტურებს წინარე ხელშეკრულებაც, მეტიც, თავად უნდა დაეფარა გადაფორმებისთვის აუცილებელი ხარჯები (იხ. ხელშეკრულებები - 4.1.1. პ-ბი, სსკ-ის 479-ე მუხლი), რაც გონივრულ ვადაში არ განუხორციელებია. 22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ 2018 წლის 14 მაისს მიმართა მოსარჩელემ, კომპანიას, სადავო…
საქმე №ას-341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020