მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა
1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-12-12-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
…განმარტა, რომ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველი ნივთის მესაკუთრე ხდება ფასის გადახდამდე. შესაბამისად, ნივთის შემთხვევით დაზიანების ან დაღუპვის რისკი მყიდველზე გადადის ნივთის გადაცემის მომენტიდან, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის შესაბამისად, გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების…
საქმე №3კ/478-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2001
…ლარსა და 50 თეთრს, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელი განისაზღვრა (160-14) 146 ლარის ოდენობით. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 458-ე, 472-ე, 476-ე, 482-ე, 474-ე მუხლები. კასატორი მოითხოვს ყოველთვიური გადასახადის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას, ხოლო ერთიანი თანხის დაკისრების ნაწილში…
საქმე №3კ-383-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2000
…„გ.“-დან სარეალიზაციოდ წამოღებული მობილური ტელეფონების ღირებულება _ 4 724 ლარი უნდა გამოაკლდეს მათ დავალიანებას, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა მათი ბრალით არ იყო გამოწვეული \მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე \. სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის I ნაწილით „გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან „გაფუჭების რისკი“. აღნიშნული ნორმიდან…
…გაფორმებული ''სონის'' ფირმის მობილური ტელეფონის ნასყიდობიდან გამომდინარე საგარანტიო ტალონის მომსახურების პირობები მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული არ არის (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების…
…აქ არ არის საუბარი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებზე). რაც შეეხება საქონლის მიწოდებას, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ნებისმიერ წესზე და ვადაზე, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 480-ე, 482-ე მუხლებისაგან განსხვავებულ პირობებზე. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი ვალდებულია, მიიღოს ნაყიდი ქონება. სადავო ხელშეკრულების…