გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 02021011-002005628 (2/1246-1-)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.04.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,,კრ----------ი”
წარმომადგენელი ან–--–---–------ა
მოპასუხე ლა-----------ა
მოპასუხე მა--------------–-ა
წარმომადგენელი ლა-----------ა
მოპასუხე ლა---–-----–-ა
წარმომადგენელი ლა-----------ა
მოპასუხე ან---------------–-ა
მოპასუხე ბე–---------ა
დავის საგანი: კრედიტის დაფარვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ქვემოთჩამოთვლილი თანხების დაკისრება:
876,62 აშშ ლარი – სასესხო დავალიანება
100 ლარი – გადახდილი სახ. ბაჟი
50 ლარი – სარჩელის უძრუნველყოფის ბაჟი
300 ლარი – აკრძალვის რეგისტრაციის საფასური
300 ლარი – აკრძალვის რეგისტრაციის გაუქმების საფასური
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობით შესაგებელში მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.
სასამართლო სხდომაზე ძირითადმა მსესხებელმა აღიარა კრედიტის გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
1.1. 27.06.201- წ სს "კრ----------სა" და ლა-----------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 2100 აშშ დოლარის ოდენობით 24 თვის ვადით, ყოველთვიური 2,55 % სარგებლის დარიცხვით
1.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები მა--------------–-ასთან, ლა---–-----–-ასთან, ან---------------–-ასთან და ბე–---------ასთან, რომლის საფუძველზეც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
1.3. მსესხებელი არ იხდის სესხის გრაფიკით გადახდას დაქვემდებარებულ თანხას, მიუხედავად ბანკის მიერ წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებებისა.
სარჩელის აღძვრის დღისთვის დავალიანებამ შეადგინა 876,62 აშშ დოლარი (მათ შორის 652,38 აშშ დოლარი – სესხის ძირი, 58,77 აშშ დოლარი –პროცენტი, 27.30 აშშ დოლარი – სიცოცხლის დაზღვევა, 137,53 აშშ დოლარი – ჯარიმა) .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებლები
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-ხელშეკრულება
-გადახდის გრაფიკი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 103-ე, 131-ე და 208-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 316-ე, 31--ე, 361-ე,623-ე, 867 -ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა აღიარეს ბანკის მიმართ სესხის ძირითადი დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შუსრულებლობა. მათ მზაობა განაცხადეს ამ თანხის ეტაპობრივ გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხეთა მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი, სარგებელი და დარიცხული ჯარიმა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა. მათ არ წარმოუდგენიათ საფუძვლიანი პრეტენზიები დავალიანების ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დასახელებული კოდექსის 895-ე და 896-ე მუხლებით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თავდები პირები ვალდებულები არიან სოლიდარულად იკისრონ პასუხისმგებლობა თავდებობით უზრუნველყოფილი სესხის დაბრუნებაში.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სასამართლოში საქმისწარმოებისთვის გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 300-ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის გაუქმების საფასური 300 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისროთ 750 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 12.07.201- წ განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს დაევალა მოპასუხეების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის აკრძალვა 876,62 აშშ დოლარის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ლა-----------ას, მა--------------–-ას, ლა---–-----–-ას, ან---------------–-ას და ბე–---------ას სს ,,კრ----------ის" სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ 876,62 აშშ დოლარის (მათ შორის 652,38 აშშ დოლარი – სესხის ძირი, 58,77 აშშ დოლარი –პროცენტი, 27.30 აშშ დოლარი – სიცოცხლის დაზღვევა, 137,53 აშშ დოლარი – ჯარიმა) გადახდა.
3. ლა-----------ას, მა--------------–-ას, ლა---–-----–-ას, ან---------------–-ას და ბე–---------ას სს ,,კრ----------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 750 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა